შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თანაზიარი (თავი 2)


22-10-2018, 20:07
ნანახია 3 265

მზის სხივები მოსდგომია ჩემს ფანჯრებს, ვაღებ მათ და ეზოში ვიხედები. წინ საუცხოო ხედი იშლება. არ მესმის იმათი, ვინც ამბობს, რომ მაღალ სართულზე ცხოვრებას ისევ პირველი სართული ურჩევნია. არა, რა, ბევრ ადამიანს ბევრი რაღაც არ ესმის და ეშლება. ისიც კია, რომ ვინ რაში პოულობს ბედნიერებას, მაგასაც გააჩნია. მაგრამ მერვე სართულზე ცხოვრობდე და პირიქით, არ ნატრულობდე, თუნდაც ასმერვეზე გაგჩითა, არ ჯდება ჩემს ბუნებაში. ასმერვე სართულის ზემოთ რომ კიდევ მაგდენივე სართული იყოს, იქაც ავიდოდი და გადმოვყურებდი მიწას, რომელიც ცოტა მაშინებს და გავურბი... გავურბი ადამიანებს, უფრო სწორად - გამოთაყვანებულ ადამიანებს გავურბი და მერე ისეა, რომ, ესე იგი, ძალიან ბევრს გავურბი.

მაღვიძარა რეკავს. რა მინდა ახლა, რას მივადექი და განვიხილავ ყველა საჭირბოროტო თემას ან საკმარისადაც რატომ არ ვიძინე?! ოთხია უკვე, დღეს, ბიბლიოთეკა შვიდამდე მუშაობს. წავალ, ამ ჩემს ფილოსოფიასა და უფრო კი მარტოობისგან გადაღლას იქ მაინც განვაქარვებ, მივცემ გასაქანს, პლატონისა და პლუტარქეს ნაშრომებს გამოვითხოვ და ჩავუჯდები. არა, რა დროს პლატონი და პლუტარქეა? მოიცა, რა, ცხოვრება ისედაც გარეწარია, რა აზრი აქვს დიდად მოაზროვნეების ყველანაირი სიბრძნის შემეცნებას. შემეცნებამ არ დაღუპა ევა? ნაყოფი ხიდან შეცნობისა კეთილისა და ბოროტისა... კარგად კი ჟღერს. ჰმ. ბიბლია რომ წავიკითხო? სიმყუდროვეში მის კითხვას ალბათ არაფერი სჯობს. ზიხარ დარბაზში, უმზერ ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს და თან კითხულობ, როგორ შეჭამა იესო ქრისტემ სხვა ცოცხალი არსებანი - თევზები... ახლა ეგ რაღაა? თევზიც ცოდო მგონია მე. მე ყველაფერი მეცოდება... მაგრამ ვერ გადავეჩვიე ცოტაოდენ ხორცს, კვერცხს, მაწონს და ანუ მაინც ვერასდროს გავხდი ვეგანი. ეგეც ალბათ იმ ჩემი მეორე მეს ბრალია, რომელიც სულ მიმეორებს, რომ ეს ცხოვრება მაინც ჩათლახურია! მაგასაც მიმეორებს და თან ამატებს ხოლმე, რომ ყველაფერი ის დასაშვებია, რაც სხვას არ აზიანებსო... ეგეთი ჭკვიანი მეორე მე მყავს მე... მაგრამ ეგეც ვერაფერი გამართლებაა ამჟამად. ზედაპირული გამართლება კი ალბათ ისაა, რომ ადამიანები ჭამენ ერთმანეთს და მე რომ ქათამი ვჭამო, დაიქცევა ქვეყანა? საცოდავი... არადა, როგორ უხარია მასაც
ცხოვრება... ვინ იცის, რამდენ ნადირს გაექცა, რამდენი განსაცდელი გადალახა, თავისი ქათმური ყოფა გადაიტანა, თავი გაიტანა, მოიტანა აქამდე და უცბად, მე ვყლაპავ მის ხორცს. ეს ცხოვრება არეულია, დარეულია... რამდენმა ფაქტმა უნდა დამარწმუნოს ამაში... მე არ შევჭამ და მგელი შეჭამს, ანუ არეულობა მაინც სახეზეა!
უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ ვდგავარ ავტობუსის გაჩერებაზე და ცოტაოდენად ჟინჟღლავს. იმასაც ვფიქრობ, ღირს კი ახლა, ბიბლიოთეკაში წასვლა, თან იმისთვის, რომ ბიბლია იკითხო? ჰო, კარგი, ეკლესიაში ხშირად და მგონი, ამ ბოლო ხანს საერთოდ არ დავდივარ და მეცნიერ-მკვლევართა წრეში მაინც გადავხედო მას.
ეგრეთ წოდებულ „საჯარო ბიბლიოთეკაში“ რაღაცნაირად დაჭიმული ავუყვები დარბაზისკენ მიმავალ საფეხურებს, გული რაღაცას მიგრძნობს, ალბათ; ისე ვარ, შეკუმშულ ზამბარას რომ ხელის ერთი გაშვება აკლია და გაფრინდება... მეც ახლა, ბეჭებზე ერთი შეხება და ვფიქრობ, ოთხ საფეხურს ერთად გადავახტები.
- თქვენ, უკაცრავად!.. - მესმის რაღაცნაირად მორიდებული და ნაცნობი ხმა და თან ბეჭებზე შეხებაც არ აყოვნებს. უეცრად ვკივი. დაცვის ყველა თანამშრომელი მე მაშტერდება, ხელიდანაც მეფანტება ფურცლები, სადაც რაღაც საინტერესოს მონიშვნას ვაპირებდი ღვთის სიტყვიდან.
უკნიდან, უცნობი ჩემ წინ ინაცვლებს, დაფანტულ ქაღალდებთან იმუხლება და იქვე ტრიალდება.
- თქვენ, გოგონი, მგონი, ჩვენ ერთმანეთი გუშინ გვინახავს?!
შავწერტილებიანი ჩემი წითელი კაბის ქვემოთ მართლა ვხედავ რამდენადმე ნაცნობ მამაკაცს... და მაშინვე კვლავ მახსენდება ჩემი გუშინდელი საინტერესო მორიგეობა. დიახ, ეს ის ბიჭია, რომელსაც სხვადასხვა ფერი ისე ალეწოდა სახეზე, როგორც ფარშევანგის კუდის სიფერადე. ვუღიმი და მეც მისკენ ვიხრები, რომ გამოვართვა, რაც დაფანტული აკრიფა. ის კი ამ დროს, ფეხზე დგება და ხელს მიწვდის:
- მე რატი მქვია!
რა ვქნა ახლა, გქვია, გქვია, ვფიქრობ უგუნებოდ, და ვგრძნობ, რომ არ ვარ არც რომელიმე ბიჭის და არც, ზოგადად, ადამიანებთან კონტაქტის ხასიათზე.
- სასიამოვნოა! - მაინც ვნებდები მის მწვანე თვალებს და არ ვაწბილებ ისე, როგორც გუშინ ბოროტად მოვექეცი... - მე ქრისტინე დამარქვეს, მაგრამ ქრისტის მეძახიან. თუ ასე მომმართავთ, გამახარებთ. - თან ვფიქრობ, რას მომმართავს, კიდევ როდის ვნახავ მეორედ, ვინ იცის.
- ძალიან ლამაზი სახელი გქონიათ. ისეთივე ლამაზი, როგორიც... როგორიც... - ბიჭი უცბად ისევ იბნევა, - როგორიც თქვენი ხელებია!
ხელები რაღა შუაში იყო, ამის დედაც... რას ბოდავს?! თქვი, ბიჭო, ტუჩები, ლოყები, შუბლი... მაგრამ მაგათსა და ხელებს შორისაც რა სხვაობაა. არა, ხელები მართლა კი მაქვს ლამაზი... მგონი, კარგი შედარება მოიყვანა და ცოტა, ცხოვრების აზრზე უნდა იყოს. აკი, ეგ გუშინაც შევნიშნე, ისე ჰაეროვნად არჩევდა პრეზერვატივს, ვინმე იფიქრებდა, ქალის გაღმერთება სწადია ამ ღამითო... მეც კარგი ვარ, რა ქალი ამიტყდა მაინცდამაინც, არ ვიცი, რანაირადაა ხოლმე, რომ ზოგი ბიჭი გასათხოვებლადაც ემზადება აი, იქნებ ზუსტად ამ წამს და ესეც იქნებ, ვინმე თავისივე სქესისასთან იყო? იყოს, მერე, რა ვუყო, ეგეც ახალ სადარდებელთა ნუსხაში ხომ არ ჩავიწერო. ვისაც ვისთან უნდა, იმასთან იყოს!
ბიჭს მადლობას ვუხდი ქათინაურისთვის, რასაც ისედაც შეჩვეული ვარ. ასე ცდილობს უმეტესობა, ქალის გულის მოგებას, ეგ უკვე ზეპირად ვიცი. აბა, ფული მათ არ აქვთ და... „ქრისტი, რა ფული, გაიხსენე, შენ რომანტიკოსი ხარ, ჭიამაიას დანახვაც კი სენტიმენტალურს გხდის...“ - ჩამძახის რაღაც, რასაც კიდეც ვეწინააღმდეგები ხოლმე. ცოტა რეალიზმიც თუ არ შეურიე გულჩვილ შენს ხასიათს, ისე დაღუპული ხარ ამ დედამიწაზე!..
- იცით, თუ დარბაზში მოდიხართ, ავიდეთ, თორემ ბიბლიოთეკაც მალე დაიკეტება და ჩემი და, ვფიქრობ, თქვენი აქ მოსვლის მიზანიც ვერ გამართლდება.
- ჩემი მიზანი, რომ იცოდეთ, უკვე გამართლდა... - ამბობს ის და თვალს მიკრავს, - იმაზე მეტადაც და ადრეც კი გამართლდა, ვიდრე ვიფიქრებდი...
ამის მოსმენისას მე ჟრუანტელიც კი მიპყრობს. ამ დილით იმას ვფიქრობდი, ცოტა ჰყოფნით-მეთქი ბიჭებს შინაგანი აღტაცებისთვის და მგონი, გოგონებს უფრო ცოტა გვყოფნის, რომ სულ ერთიანად წაგვეკიდოს სიმხურვალე და თუნდაც ბიბლიოთეკის კიბეზეც კი განვიცადოთ, სულ მცირე, ერთი ორგაზმი. ზედ კიბეზე არ ვიცი და წიგნის კითხვისას რომ განიცდიან, ვიცი, ფურცლებს რომ ეხებიან და განიცდიან, ეგეც ვიცი... მე კი ჯერჯერობით ყველაზე ორიგინალურად რაც განმიცდია, იყო ველოსიპედის ტარებისას და მეორეც იყო - სირბილისას. აი, რომ ირბენ, ირბენ და გაჩერდები, ისეთი გრძნობაა, რომ თითქოს განიმუხტები ყოველგვარი უარყოფითისგან და მხოლოდ ფრენ ჰაერში.
- აჯობებს, დარბაზში ავიდეთ... - ვამბობ ერთ ადგილას გაშეშებული და ვერც მე და ვერც რატი, ვატყობ, ფეხს ვერ ვძრავთ.
- კი, აჯობებს...
ერთ მაგიდასთან ვსხდებით, მე წინ ბიბლია მიდევს, მას - ეკონომიკის საფუძვლები. ჩემი წიგნი უფრო სხვა დროისთვის წასაკითხად მეჩვენება და გვერდზე ვდებ. ჩავცქერი მის წიგნში დახაზულ დიაგრამებს და ბიზნესმენობის სურვილი მეღძვრება. ორ სიტყვას ძლივს ვაბამ თავს, ვიღებ ხმას და ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ზედამხედველი წამსვე არღვევს ჩვენს იდილიას იმის მითითებით, რომ იქ საუბარი არ შეიძლება.
- წამო, რა, წავიდეთ აქედან. სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ და უკეთესად გავეცნოთ ერთმანეთს, არ გინდა?
- კი, წავიდეთ, მაგრამ გასაცნობად არ მცალია. უკვე თან გვიანიც არის, შებინდებულია, აქედანაც ცოტა შორს ვცხოვრობ - მესამე მასივში. და შინაც როდის მივალ? არა, იქ კი არავინ მელოდება, ისე... - ვამბობ ამ ბოლო წინადადებას ცოტა ნაღვლიანი და ალბათ ეგ სახეზეც მეტყობა.
- მე გაგაცილებ სახლამდე. წავიდეთ.


გარეთ გავდივართ, საღამოს კიდევ შერჩენილი აქვს დღის სითბო, ირგვლივ ლამპიონები გვინათებს გზას, ქაშუეთთან ავდივართ, პირჯვარს დაქოქილი თოჯინასავით ვიწერ და რატის გეზს ვენდობი, რომელიც რუსთაველის კინოთეატრისკენ მიდის.
- ხვალ ფილმზე გეპატიჟები. თან, სახლში ბევრი წიგნიც მაქვს და დღეს რომ ასე გამოგტაცე ბიბლიოთეკის სივრცეს, რომელიც გინდა, მითხარი, მოგიტან, გაჩუქებ ან თუ არ მექნება, დაგითრევ, რა, პრობლემა არაა.
- კარგი, ოღონდ ახლა, სახლში წავალ, არ მინდა შენი გაცილება. კაფკას მოთხრობები მოიძიე, თუ გექნება - ჩემი ეგზისტენციალური კრიზისი იქნებ გავამართლო.
- არ მეგონა, ასეთ ლამაზ გოგოს თუ ექნებოდა ეგ კრიზისი.
- სილამაზე რა შუაშია, რატი, ფეხები ავუშვირო ყველა გამვლელს და გული მაგით გადავაყოლო, მაგას გულისხმობ? - ვამბობ გაბედულად და მოურიდებლადაც კი.
- არა, რას ამბობ, მაგას როგორ გაკადრებ... უბრალოდ.....
- ჰო, უბრალოდ ვერ და არ ხდება რამე ამქვეყნად. კარგად იყავი. - ვემშვიდობები და ავტობუსის გაჩერებისკენ მივდივარ.
უკან, რატი მომსდევს: - მოიცადე, ტელეფონის ნომერი მაინც მითხარი, ხვალ რანაირად შევხვდებით ისე?
- შენ მითხარი, და თუ ჩემს ზემოხსენებულ კრიზისს დავაღწევ თავს, მოგწერ.
- ქრისტი, მეც ხომ ზუსტად მაგისთვის უნდა შეგხვდე, გაიხსენე. - ამბობს და ეშმაკურად იღიმის.


შუაღამესვე ვუგზავნი მას ესემესს, „ფეისბუქის“ მეგობრებშიც ვიმატებ, ხვალ არ ვმუშაობ და დილიდანვე შემიძლია, სუფთა ჰაერზე ვისეირნო, მაგრამ ისე ვარ გადაღლილი, თან ალბათ ყველაფრისგან, რომ შუადღემდე ძილს არაფერს ვამჯობინებდი, მაგრამ მაინც, რა უბედურებაა ეს ძილი, მასში ისედაც ხანმოკლე ცხოვრების გაყვანა დიდი სისულელეა. ვიღებ გადაწყვეტილებას, და თუნდაც ამ ღამით სულ არ დამეძინოს, რატის დილის 11-ზე, თავისუფლების მეტროსთან ვუთქვამ შეხვედრას. კარგიო, ისიც მეთანხმება.

უკვე 11 საათია, ვდგავარ ასე მომლოდინედ. საერთოდ, რა მინდა და რა კონკრეტულს ველი ამ ცხოვრებისგან, ეგეც არ ვიცი დღეს, დაზუსტებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის მრავალ მოულოდნელობას ანუ სიურპრიზს გვიმზადებს, მივენდობი, აბა, ნაწილობრივ თავისით მოხდეს ხოლმე, რაც მოსახდენია... ისევ ვფილოსოფოსობ. ამასობაში, თორმეტის ნახევარიც გამხდარა. სადაა ეს დაბნეული ბიჭი, ალბათ, ფეხით მოდის? თორმეტს უკვე წუთები აკლია... დაძაბულობა ისე მაწვება თვალებზე, როგორც ქვაბში მოთუხთუხე წყალი ცდილობს ხოლმე სახურავის ახეთქვას. „წავალ, წავალ ახლა.“ - ვფიქრობ, მაგრამ ფეხს მაინც ვითრევ. იქვე მდებარე სანაყინეში გავდივარ და ამ წელს პირველად ვსინჯავ ნაყინს - ჟოლოსას. კი კარგი იქნებოდა, ბიჭს ეყიდა ის ჩემთვის, მაგრამ, როგორც ასეთი, „ბიჭებიც“ სად არიან და თუ არიან, მაინცდამაინც ჩემთან რატომ ხდება ყველა ხელმომჭირნე და ყველას მაშინ როგორ ახსენდება, რომ ნაყინიც არ უნდა უყიდოს გოგოს! ეგაა „ბიჭობა“? ვუსვამ ტკბილეულს ენას და აი, რატიც წინ მიდგება ხელში კაფკას მოთხრობების კრებულით.
- ჰმ... ცოტა მაინც ხომ არ დაგაგვიანდა?! - მივმართავ ამრეზით.
- დამაგვიანდა. ბოდიშს გიხდი. თავის მართლებას არ შევეცდები, ვიცი, დამნაშავე ვარ. მაპატიე. ისე შორიდან მოვდივარ, რომ ქუთაისიდან უფრო მალე ჩამოდიან თბილისში, ვიდრე მე ჩემიდან - ცენტრში. ზაჰესისკენ ვცხოვრობ. - რაღაცნაირად საყვარლად ცდილობს, გამოძვრეს შექმნილი მდგომარეობიდან.
- ზაჰესი? აა, ეგ სულ ქუთაისიდან არა, მაგრამ გორიდან წამოსული კი მოგასწრებდა... - ვიცინი და ვგრძნობ, დაძაბულობაც ერთიანად მივლის. რატის ისეთი ლამაზი თვალები აქვს, მისი ხათრით, სულ რომ არ მინდოდეს, მაინც ვაპატიებ ამ მცირე გადაცდომას. თვალები ბევრს ნიშნავს, მათში შინაგანი ხასიათი აირეკლება, და თუ თვალები წმინდაა, ესე იგი, სული წმინდა იქნება და მაგ დროს კი ეს თუნდაც ერთსაათიანი ჩემი აქ დახანება, მიპატიებია! თან იქნებ, რა უჭირდა და ვერ მეტყვის. დღეს ისედაც უჭირს ბევრ ადამიანს ამქვეყნად, თუნდაც სულ ულხინდეს. ყველა ადამიანი კი არა, ყველა სულიერიც საცოდავია, - მცენარეც კი! ამის დედაც! რა ყველაფერზე მე უნდა ვინერვიულო და ამიჩუყდეს გული!... რა დავიბადე ასეთი ემოციური. არა, მოვარჯულებ ჩემს ემოციას, მოვარჯულებ, ქალი არ ვიყო.
- ლესელიძისკენ ჩავიდეთ და ფილმზე მერე შევიდეთ. - ფიქრიდან გამოვყავარ მის ნათქვამს, - იქით კარგი ჩურჩხელებიც იყიდება.
„რა ჩურჩხელა მოუნდა, მაგით უნდა, ქალი შეიტყუოს საწოლში? არა, მაინცდამაინც ჩურჩხელა რომ მიხსენა?! ახალი წლის მერე არ მიჭამია, ძალიან მიყვარს და აქამდე, აზრადაც არ მომსვლია ჩემით ყიდვა, ეს იმასაც მოწმობს, რომ მეც ცოტა დაბნეული ვარ და ალბათ - გადაღლილი. გამიგია სახინკლეში დაპატიჟება, ან, თუ მაინც და მაინც, სათუთად მიმიჩნია, ჩაიზე მაინც დავეპატიჟებინე. ეს ქუჩაში სირბილი და ჩურჩხელა რა უბედურებაა...“ - ვიშლები ნერვებზე, მაგრამ რა ვქნა, რადგან გამოვედი, იყოს, ავიტან თუნდაც ამ ერთ უღიმღამო დღესაც, ნეტავ, მეტი არაფერი დამაკლდებოდეს ცხოვრებაში, და ამას როგორღაც ავიტან, თან მაინც ვერაფერს გაიგებო, რას გიმზადებს ყოველი მზის ჩასვლა თუ - ამოსვლა...
მივუყვებით ქალაქის ძველი უბნის ქუჩას, რატის ალბათ, მამაკაცური ალღო აქვს და კაფეში ფინჯან ყავას არა, მაგრამ გარეთ რომ სახელდახელოდ ამზადებენ ქაღალდის ჭიქებში, იმ ყავას კი მთავაზობს.
- სიამოვნებით! - ვეუბნები და მხოლოდ მამაზეციერმა იცის, მსიამოვნებს თუ არა ეს ყველაფერი ნამდვილად. დიახ, მამაზეციერმა, აბა, მე ეგ არ ვიცი და თუ მამაზეციერიც არ არსებობს, ესე იგი, არც მან იცის და მხოლოდ რატის სცოდნია. იქნებ, არც მან იცის. ხდება ხოლმე, რომ, აღტაცების შედეგად, რაღაც ისეთ ნაბიჯს ვდგამთ, რაც ზუსტად არ გვაქვს იმ წუთს გააზრებული, მაგრამ კი ვდგამთ. მე კი სულ მიმაჩნია, რომ ჩემთან ბიჭს ეგ აღტაცება უნდა ჰქონდეს. მიმაჩნია, მათი მართვაც შემიძლია. ესეც ალბათ მოჩვენებითია, მოჩვენებითია იმ დრომდე, სანამ თავს ვინმე მიხრის, თორემ თუ არ დამიხრის, ეგეთი განიარაღებულს უფრო დამტოვებს, ვიდრე ახლა როგორიც ვარ - ჩემს თავში დარწმუნებული.
- ჭიქაში მარწყვი გიყვარს? ვიყიდოთ. ნახე, რა სიცოცხლით სავსედ გამოიყურება. პირს ჩაიტკბარუნებ.
- ისედაც ტკბილი მაქვს! - ვეხუმრები და ახლა მე ვუჟუჟუნებ თვალს. რისთვის ან რატომ, ეგეც ვინ იცის.
- ლუდს, ლობიანს, რამე კიდევ მისაყოლებელს დავითრევ, რაც შენ გინდა, და ბოტანიკურში ავიდეთ, მთელი სისრულით ვნახოთ, რას გვთავაზობს გაზაფხულის ბუნება.
- არაფერი მინდა. მწვანე ვაშლი თუ სადმეა, ის მიყიდე. - აი, საოცრება: ხინკლიდან, მწვადიდან და რესტორნის სუფრიდან, უეცრად, ერთ ცალ მწვანე ვაშლზე ვწვრილმანდები. არ უნდა მეთქვა ესეც. თავისით რასაც მოიფიქრებდა, ეყიდა ის. მაინც არაფერი მინდა ახლა. ვიყვირებ! არაფერი მინდა! - რატი, ცოტა დროულად იმოქმედე, გეხვეწები, საღამოთი, დაქალთან ვარ წასასვლელი.

მაღაზიიდან გამოსულს ვხედავ ხელში ორი პარკი ჩაუხვევია და თან ორივე თითქმის მთლიანად სავსე.
- რა იყო, ქორწილს ხომ არ იხდი? - ვეხუმრები უღიმღამოდ და ჩემივე თავზე ვბრაზდები, რა მინდა ამჟამად აქ, ამასთან. ამას არ ჯობდა, დავრჩენილიყავი სახლში, ფუმფულა მოსასხამში გავხვეულიყავი, მივმჯდარიყავი მაგიდას, რომელიც მერვე სართულის სამზარეულოდან გადაჰყურებს თბილისს და მერე, ზედ აივნის კართან მიმემართა მასტურბაციისთვის. რამდენიმე წლის წინანდელი ირაკლი რომ უფრო გისწორდება, ვიდრე რამე სიახლის პოვნა, აი, ეგ ყოფილა თან საოცრება, თან - დასასრული. სიახლის შიში გექნება ადამიანს, აბა, ამჟამად სადღაა არიან კარგი ბიჭები.

- ორი ბილეთი გვინდა. ჩემთვის ერთი სტუდენტური და... - რატი ბოტანიკური ბაღის სალაროსთან მიმართავს შემშვებს, თან მე მიბრუნდება, - შენც სტუდენტური, ჰო?

- არა, რატი, ერთი წელია, აღარ ვარ სტუდენტი.

- ზოგადად, ისე გამოიყურები, აბიტურიენტსაც კი ჰგავხარ, მაგრამ სკოლის მოსწავლეობას როგორ გკადრებდი... მეგონა, ჯერაც უმაღლესში სწავლობდი.

მეც ბევრი რამ მეგონა ამ ცხოვრებაში-მეთქი, მინდა, ვუთხრა, მაგრამ ენას ამჯერად მაინც ვაჭერ კბილს. იმასაც კი ვეტყოდი, აი, შენ კი ნამდვილად არ ჰგავხარ სტუდენტს-მეთქი, მაგრამ დიდი აზრიც არ აქვს იმასთან საუბარს, რომელთანაც იცი, არ გადაგეკვეთება ცხოვრების გზები. მაგრამ ხშირად, საქმე ის ყოფილა, რომ არაფერი ვიცით ზუსტად!

მივუყვებით ხეების რიგს, ირგვლივ ყვავილებია, საამო სურნელი ტრიალებს ჰაერში და ეგეთ დროს, ცხოვრებაც უფრო გალაღებს. გინდება, ჰორიზონტს შეეხო ხელით, ცაზე ისე გაწვე, როგორც - ზღვაზე, და ხელები ღრუბლებში მიუსვ-მოუსვა. სულს ყოველთვის სწყურია რაღაც გიჟური, მაგრამ ჩვენ მას მხოლოდ ვბოჭავთ. სულს ეჭვგარეშედ სწყურია ბუნებასთან დაბრუნება!
- აქეთ ჩავიდეთ. - ამბობს ის და მეც ვნებდები. თითქოს თავბრუც კი მესხმის, ყურებში ახლა მხოლოდ ჩიტების ჟრიამული თუღა ჩამესმის.

ვსხდებით ერთ ისეთ ადგილას, სადაც, ვფიქრობ, ადამიანები ნაკლებად შეგვაწუხებენ. ეს რატის არჩევანია. ალბათ, მასაც მობეზრებული ჰყავს ყველა და ყველაფერი? ან იქნებ, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემთან განმარტოება უნდა? აქვთ ხოლმე ბიჭებს ეგეთი სურვილი, როცა ქალს უბრალოდ, სახმარ ობიექტად მიიჩნევენ. მათი მოგინილიც არაა ის ფრაზები: „ქალი ვიხმარე“, „არ მინდა სხვისი ნახმარი ქალი“, „ერთხელ ნახმარი მრავალჯერ ნახმარის ტოლფასია!“, და მსგავსი...
ვხედავ, რატის უკვე გაუშლია კიდეც „სუფრა“. პარკიდან რაღაც დიდი ცელოფანი ამოუღია, რომელიც მთლიან სიგრძეზეა გაწელილი და ჩემი ერთადგილიანი საწოლის პარამეტრებსაც კი იმეორებს. დამჯდარა ხელში ლუდით და მიცქერს... მიცქერს ისე, როგორც მგონი, დამთვალიერებელნი არ უცქერენ ხოლმე მუზეუმში გამოტანილ გენიალურ ნახატს.
- ქრისტი..... - ამბობს ბიჭი მხოლოდ ამ ერთ სიტყვას და ენა ებმის, - ქრისტი... - კვლავ იმეორებს რამდენიმეწამიანი ყოყმანის შემდეგ, და ამჯერად, ხელს მუხლზე მადებს.
დიდი ხანია, მამრობითი სქესის არავინ შემხებია. არა იმიტომ, რომ კაცი დაილია ან არ მინდოდა. არა! უბრალოდ, მე მხოლოდ ლამაზი ინტიმით გამოწვეული ურთიერთობების მწამს.
ვღელავ და სხეული მეჭიმება. რა თქმა უნდა, ყველა გამვლელს ხომ ვერ დანებდები, მაგრამ რაღაცნაირად ვხვდები, რომ რატი ცოტა მესიმპათიურება. უფრო სწორად, მასში ის მესიმპათიურება, რომ უნდა, ქალს ასიამოვნოს! ეს ღირსებად მეჩვენება.
სხეულში სითბო მეღვრება და რატის, მიშტერებული ვუღიმი, - რატი, გთხოვ, არ გვინდა... - ვამბობ, მაგრამ თან მევე ვგრძნობ, რომ დამაჯერებლობა არ გააჩნია ჩემს სიტყვებს.
- ქრისტი, როგორც კი აფთიაქში დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ჩვენ შორის რაღაც წრე შეიკრა ან შეიკრებოდა მაინც. მაშინვე გამიჩნდა სურვილი, მეორე დილიდანვე მომეძებნე. ისე, ის პრეზერვატივი ჩემთვის არ მინდოდა. ერთი მორცხვი ძმაკაცი მყავს, და იმას სჭირდებოდა...
- რატი, თუნდაც შენთვის გნდომებოდა, მერე მე რა? - ვეუბნები და ისევ მამაზეციერის სახელს ვიხმობ საშველად, რომ ეს ჩემგან წამით ნაქები რატი მგონი, ცოტა დალაგებულიც ვერაა... რაში მაინტერესებს მისი სექსუალური ცხოვრება? „გუშინ კარგად იყო, ფანტაზიამ რომ აგიტაცა!“ - ჩამძახის რაღაც ხმა...
- მინდოდა, გუშინვე მომენახე და აი, გნახე კიდეც. ეს საოცრებაა. შემთხვევით, მწამს, არაფერი ხდება ამქვეყნად. - ამბობს და ჩემი ლოყისკენ მოიწევს. და მეც, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, მის სიმხურვალეს ვნებდები, ვნებდები ამ ცხოვრების გარეწრულობასა თუ გენიალურ სილამაზეს, და მის თვალებს ჩემს თვალებს ვუხვედრებ. მის სუნთქვას ახლოს ვგრძნობ, კანი მეხორკლება, ამას რატიც ამჩნევს და უეცრად, მკლავებზე მკოცნის. მკოცნის და ის მახსენდება, როგორ შეადარა ჩემი სახელი ჩემივე ხელების სიწარმტაცეს, და ორივე, ესე იგი, ლამაზად მიიჩნია. თავიდანვე კარგად ვსველდები. რომ არა ახლა ეს ჯინსი, ვფიქრობ, იმდენად ვსველდები, წვეთებადაც ჩამომივიდოდა სითხე ფეხებზე. რატი ხელს ჩემი პერანგის ღილებზე ათამაშებს, მეალერსება, ორ თითს საკინძეში მიყრის და მის გაუხსნელად მიიწევს ჩემი მკერდისკენ. ვაღებ პირს, ვემორჩილები მის მოძრაობებს, და სიამოვნებისგან, ბალახში ვვარდები. ის მკლავზე მაწვენს, ახლა უფრო მეტი წადილით მიახლოვდება, ტუჩებს ყელზე მახებს და აი, მანდ მართლა გადავდივარ ჭკუიდან. ვატყობ, ამ ბიჭს შეუძლია, ქალს ქალობა აგრძნობინოს და ეგეთთან ერთად თვით ჯოჯოხეთიც საინტერესოა. იგი ხელს ფეხებს შორის მიცურებს, ელვა-შესაკრავს ეძებს და სასქესოზე მებღაუჭება, მეჭიდება, ისე, როგორც ახალდაბადებული ჩვილი ეჭიდება დედის სხეულს, და ვატყობ, მასავით უნდა, რომ ჩემით გამოიკვებოს, ჩემი კერტები დაწუწნოს და ზებუნებრივი ენერგიის თანაზიარი გახდეს, იმ ენერგიის, რასაც ქალები დავატარებთ, მაგრამ ეგეც თუ ვინმემ არ გვაგრძნობინა, ოქრო თუნდაც ეგდოს თავისთვის, რა ხეირია ეს ოქროსთვის, თუ ვინმემ არ აიღო ხელში, არ გამოაბრწყინა და სხვებსაც არ დაანახვა, როგორი დიდი ღირებულებისაა ის!

სახეზე ალმური გადამდის, ფეხებში ძალა უკვე წართმეული მაქვს, ვცდილობ, ყველა ქალის ღირსების დასაცავად გავუძალიანდე, მაგრამ იქვე ვფიქრდები, რომ ასეთი მამაკაცი გეხებოდეს, უფრო სანატრელია, ვიდრე ის, რომ ამით შენი რამე პოზიცია ილახებოდეს.
რატი მკერდზე ტუჩებით მეწებება, თითებს ჯინსის შიგნით, საცვალზე მიალერსებს, ზევით ქვევით და გამალებით - წრიულად. აგზნების პიკს ვაღწევ და ამ დროს ჩამესმის: „ქალიშვილი ხარ?“
მე სახე მეღრიცება. ასე ჩემთვის მოულოდნელად და ცოტა უხეშად მაინც არ ეკითხა. უეცრად მახსენდება, რომ საქართველოში, არაქალიშვილ გოგოს მაინც სხვა თვალით უყურებენ და ტყუილი ჩემდა უნებურად მწყდება ტუჩებიდან: „ვარ!“
- მაშინ, სიფრთხილე მმართებს, რომ არაფერი დაგიზიანო იქ... - ამბობს და საქმის სპეციალისტივით ასრიალებს ხელებს ჩემს სასქესო ბაგეებს შორის, ოღონდ ჯინსის ზემოდან. თითქოს უნდა, ერთიანად გამთანგოს დღეს და როგორც მთამსვლელის ჟინით აღვსილმა, სიტკბოება განიცადოს ჩემი დაპყრობით.
არა, ისე, მწვერვალიც რა იქნებოდა მთამსვლელის გარეშე? ტყუილად, ქვის გროვა. თუ არავინ შემოგეგება მარტოდ მყოფს, თუკი არავინ შემოგეხმიანა და შენიდან არავინ გახედა სამყაროს, ზუსტადაც, შენით არ განიცადა მისი სილამაზე და ამით არ გაღიარა, თუ გონებაში სამუდამოდ არ ჩარჩი და წლების მერე, არავის მოუთხრო შენზე, თუ როგორი გამორჩეული და საოცრება ხარ, იდექი და იძახე, მე მწვერვალი ვარ, დიდზე-დიდი, და ჩემზე ლამაზიც არავინაა დედამიწაზეო.

ორგაზმი ორგაზმს ენაცვლება, გონებაში უკვე ყველაფერი მერევა. ჩემ ზემოთ აყვავილებული შტო დაქანაობს, დამცქერის და რაღაცნაირად ვგრძნობ, რომ მიმანიშნებს, სწორად ვიქცევი, დიახ, სწორად.
აღტაცებულს, ახლა კი დიდი ხნის წინ გადავიწყებული ემოცია მახსენებს თავს, რომ ეს სამყარო სრული ტკბობისთვის მოგვეცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent