ჩემი რეალობა (მე 4 თავი)
- 1 კვირა გავიდა რაც ლევანის სახლში ვცხოვრობ.. ბიჭები მარტოს არ მტოვებენ,ხან სად მიმათრევენ განსატვირთად ხან სად.. ზღვის სეზონია და გადაჭედილია ბათუმი ხალხით. არ მსიამოვნებს ხალხში ბოდიალი,ექიმმა მითხრა დეპრესია გაქვსო. გაგივლის თავს ძალას თუ დაატანო. გამივლის კიარა ნელ ნელა მითრევს, არის დღეები საწოლიდან რომ ვერ ვდგები.. საღამოს ლევანი ჩამოდის, ორი დღე დავრჩები განვიტვირთებიო,ბიჭები ჟრიამულობენ,ვიცი მე ამათი განტვირთვის ამბები. ამხელა კაცები რამ გადარიათ არ ვიცი მაგრამ ცოლო შეუშლით ხელს თუ შვილები იგუგუნონ ვინ უშლით.. - ელენე ბარში წამოდი რაა - ლევან ძალიან ცუდად ვარ,არ შემიძლია იქ წამოსვლა - ჩვენ გავალთ მაშინ - წადით თქვენ არც წასვლა მინდოდა და არც ის მესიამოვნა ჩემს გარეშე რომ მიდიოდნენ და სახლში მარტოს მტოვებდნენ.. აივანზე ავედი პლედი მოვისხი და ჰამაკში ჩავჯექი.. ათასი ფიქრი მომაწვა, ყოველთვის მეშინია ჩემს ფიქრებთან მარტო დარჩენის.. ხმაურმა გამომაფხიზლა,საათს დავხედე 4 ხდებოდა. ხარხარით შემოვიდნენ ეზოში და ერთმანეთის ბღანძალაობით ამოვიდნენ კიბეზე. თან ერთმანეთს ამშვიდებდნენ ელენე არ გავაღვიძოთო. - თქვენ დაწექით ბიჭებო,ელენეს შევხედავ მე - ლევან, აივანზე ვარ. - არ გძინავს? ჩვენ გაგაღვიძეთ? - კიი - რა პირდაპირი ხარ. ეცინებოდა და თავს იკავებდა. - როგორ ხარ? - უკეთესად -ეხლა მაინც მომიყვები რა მოხდა? - რომ მოგიყვე ვიტირებ - დაიცლები ემოციებისგან და გულზე მოგეშვება - გული არ მაქვს მე. - კაი რაა.. გიღალატეს? - როგორ მიხვდი? ნაგლურად ჩავიცინე - კაცის გამო ტირი? - საყვარელი ადამიანის გამო. - დაჟე.. - ლევან რანაირად მელაპარაკები? - კაცის გამო როგორ აწყობ ასეთ სცენებს? - მაინც როგორ სცენებს?! - აი ისეთს. იქ რომ მოაწყე. - შემეშვი რაა.. წამოვდექი ხელით დამიჭირა და უკან ჩამსვა ჰამაკში. - ელენეე - რა ელენე?ვინ ხარ? ვინ მოგცა უფლება ჩემთან ასე საუბრის?გგონია მე მინდა ასე რომ ვიყო?გგონია მე დავიმსახურე ეს ყველაფერი?ამის ღირსი არ ვიყავი. გეფიცები მართლა არ ვიყავი.1 კვირაში ქორწილი უნდა გვქონოდა. ჩემს მოწყობილ საძინებელში,ჩემს თეთრეულში, სხვა ქალთან შევუსწარი და შენ მეუბნები სცენებს აწყობო?გგონია მე მომწონს ასე რომ დავეცი? გგონია ჩემი თავი ასეთი მომწონს? 8 წელი ვიყავით ერთად. ყველაფერი იყო ამ 8 წელში ჩვენ შორის და ფიქრობ რომ არ უნდა განვიცდიდე? იმდენი ოცნებები მქონდა. შენ კიდევ... - გეყოფა.. ვსო... ავდექი, მოსაცმელი ავიღე და კარი გამოვიჯახუნე. სად უნდა წავსულიყავი. ჩემს თავზე გავბრაზდი ჩანთაც რომ არ წამოვიღე.. ბათუმში გართობა ეხლა იწყებოდა.. სანაპიროზე ჩავედი. მშვიდი ადგილი მოვძებნე და დავჯექი.. დამამშვიდა ზღვის ტალღებმა.. უკვე თენდებოდა ლევანი რომ მომიჯდა გვერდით - მაპატიე რაა.. - არაუშავს.. ჩემი ბრალია. აქ რომ გამოგყევი და თავი მოგაბეზრე - ეგ მეორედ არ თქვა,ძალიან გთხოვ.გგონია არ მესმის შენი? მართალია არავინ მყვარებია ასე და მთელი ცხოვრებას მუშაობაში და გართობაში ვატარებ,მაგრამ ვხვდები რას გრძნობ ეხლა შენ,როგორ ხარ და როგორ განიცდი. ელენე 9 წლით დიდი ვარ შენზე და მგონია შენი ტოლი ვარ ისე გელაპარაკები და აღვიქვამ ყველაფერს. შევხედე.. თვითონაც შემომხედა.. ხელი გაშალა - მოდი ახლოს. მივიწიე. მხარზე მომხვია ხელი და მიმიხუტა. მომიყვა როგორ მიპოვა შუა ქუჩაში,როგორ ვეგონე ვიღაცეებს გიჟი. როგორ შემნიშნა ჯერ კიდევ მეორე ქუჩაზე უაზრო თვალებით და მოძრაობებით.. უფრო შემრცხვა. მითხრა რომ არ ჟმდა შემრცხვენოდა მისი.რომ 26 წელი ძალიან ცოტაა ცხოვრებისთვის და რომ ყველაფერი წინ მქონდა.. - შენზე მომიყევი ელე - ჩემზე? - ჰო შენზე. - იურისტი ვარ.მაგისტრატურაზე ვსწავლობ. თან ვმუშაობ ქალთა დაცვის ცენტრში,იურისტად.ვიცავ ქალებს რომლებიც ცხოვრებამ გაწირა,ჩემსავით. - კაი რაა - მე და სანდრო 8 წელი ვიყავით ერთად.წარმოგიდგენია 8 წელი რამდენია?. ასე რომ ფიქრობ არაფერი,მაგრამ ძალიან ბევრია.. თითოეული დღე იტევს უამრავ ბედნიერ წამს..იმისთვისვ რომ უცხო ადამიანს გაუგო,შეეჩვიო და შეიყვარო დრო არ ყოფნის თურმე,ბოლომდე არ მცნობია სანდრო.. მე კიდევ ყველაფერი მივეცი ამ 8 წელში და რა დამრჩა,რა დავრჩი, გამოფიტული ადამიანი.. უამრავი ოცნება მქონდა.. - იქნებ დალაპარაკებოდი? - რაზე? ვისზე?ან რატომ? მე ის გოგო არ ვარ ყველაფერი დავივიწყო და მასთან გავიქცე იმიტომ რომ მიყვარს.ჩემი სიამაყე არ დამღუპავს, ამ შემთხვევაში ჩემი სიამაყე გადამარჩენს.ჩემს მომავალს გადაარჩენს.ეხლა გავნადგურდე მირჩევნია ვიდრე წლები მჭამდეს ეჭვები და სინანული. - რაღაცნაირი გოგო ხარ.. - როგორი? გამეღიმა - არ ვიცი, შენნაირი გოგო 35 წლის მანძილზე არ შემხვედრია. ისეთი ხარ,გიყურებ და ვფიქრობ რა უნდა გითხრა,როგორ დაგელაპარაკო, რანაირად გესაუბრო რომ შენს უბრალოებას,შენს ბავშვურ სულს არ ვავნო.. სახლში წავიდეთ გათენდა უკვე. - შენ წადი - სახლში მივდივართ. ან აქ ვრჩებით ერთად. ბიჭებს ისევ ეძინათ სახლში რომ მივედით. ლევანიმ ყავა მოიდუღა,მე წვენი დამისხა. ეზოში გავედით და ბალახზე დავჯექი. - ეს არის ჩემი სიმშვიდე,ასე ჯდომა და ფიქრი - რაზე ფიქრობ? - ყველაფერზე. საერთოდ ყველაფერზე - აბა მე ან სამსახურზე ვფიქრობ ან თანამშრომლებზე. ხან თათბირზე და ხან ფრენებზე რომ ბილეთები დავაჯავშნინო მდივანს. გულიანად გაგვეცინა ორივეს. - მართლა რაღაცნაირი ხარ.. - როგორი? პასუხი არ დამიბრუნა, გაიღიმა და სახლში შევიდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.