შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი ჰელოუინი (1-ლი ნაწილი)


23-10-2018, 21:15
ავტორი Alice76
ნანახია 5 363

გულამოვარდნილი მივუყვებოდი კიბეებს. მესამე სართული არც ისე რთული დასალაშქრია,გარდა იმ შემთხვევისა,როდესაც ხელში სამი მოზრდილი,უსარგებლო ნივთებით სავსე ყუთი გიჭირავს.
-ცოტაც-ამოვიგმინე და ხელი გამოვითავისუფლე,რომ კარი გამეღო.
ერთი ბეწო,მცირე ავეჯით გაწყობილ ბინას მოვავლე თვალი,უამრავ მუყაოს ყუთს დარჩენილი სამიც მივუმატე და ამოვიოხრე.
-ხომ მინდოდა მარტო ყოფნა? დალაგებაც მარტოს მომიწევს.-ვერაფრით გამეგო,საიდან დამეწყო ახალი ბინის მოწყობა. ბოლოს გადავწყვიტე,ჯერ ყველაფერი დამეწკრიალებინა და შემდეგ მიმეხედა ნივთებისთვის,რომლებივ ღმერთმა უწყოდა,რისთვის მოვათრიე ამ რაოდენობით.
საშინლად დაღლილი და ბედნიერი ვიყავი. წინა მცხოვრებების მიერ საკმაოდ დაბინძურებულ სააბაზანოს ვწმენდდი და გაბადრული ვიხსენებდი გზას,რომელიც გამოვიარე.
უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დღიდან მე და ჩემი ძმა მშობლების მიერ შენაძენ ბინაში ვცხოვრობდით. უფროს ძმასთან ერთად მარტო ყოფნა დიდი ვერაფერი სიამოვნებაა,ყოველ შემთხვევაში-ჩემთვის,რადგანაც დედისაგან განებივრებული ვერაფრით ეჩვეოდა იმ აზრს,რომ მის დას სრულებით არ ეპიტნავებოდა ჩახოხბილის კეთება.
თუმცა,საბოლოო ჯამში მადლობა მაინც მეკუთვნის,რადგანაც მსუყე საჭმელებს მორიდებულმა,ჩემივე წყალობით მთელი ოცი კილო დაიკლო.ამიტომაც,როდესაც საჭმელზე მეწუწუნებოდა,მობილურში საგულდაგულოდ გადანახულ მისი ყოფილი სიყვარულის-ღიპის ფოტოს ვუფრიალებდი ცხვირწინ და ამით ვაჩუმებდი.
მართალია,ჯიუტი და ხესავით შეუვალი თავი მაქვს,მაგრამ საჭმლის მიღმა მაინც ბევრ რამეზე მიწევდა ზრუნვა,რის გამოც სწავლის გარდა არაფრისთვის მრჩებოდა დრო.ბათუმში მყოფი მშობლები იშვიათად გვსტუმრობდნენ,ამიტომაც ოჯახის მოვლა ჩემს კისერზე გადადიოდა.
ამას ემატებოდა ჩემი საკმაოდ რთული პროფესია,კერძოდ კი იურისტობის სურვილი,რისი დამსახურებითაც მთელი სამი წელი მოღუშულმა და უკმაყოფილომ გავატარე.
ყოველთვის რაღაც მაკლდა. მიუხედავად იმისა,რომ ჩემი პროფესია ძალიან მომწონდა,არასდროს ვინდომებდი ბოლომდე.თითქოს სულ ძიებაში მყოფი რაღაცას ველოდებოდი.
ადამიანები ყოველთვის ხელს მიშლიდნენ ფიქრში,ამიტომაც იყო,რომ საკუთარ ძმასთან ცხოვრებას ვერ ვიტანდი,მარტოობა მჭირდებოდა,რათა მშვიდად შემძლებოდა გონების სიღრმეებში გადაშვება და იმის პოვნა,რა მსურდა სინამდვილეში.
მონდომებით ვცდილობდი,მარტოობის ბილეთი მომეპოვებინა,მაგრამ როდესაც შენს წინააღმდეგ მთელი ოჯახია,ამის მოგვარება საკმაოდ რთულია. ყველაფერი გაცილებით გამარტივდა,როდესაც ერთ მშვენიერ დღეს ანდრიამ სახლში გამხდარი,შავგვრემანი გოგონა მოიყვანა,სახელად გვანცა და გამომიცხადა,ჩემი ცოლიაო.
გაბრწყინებული ვულოცავდი ახლადშეუღლებულებს და მშობლების შოკირებულ სახეების წარმოდგენასთან ერთად ვფიქრობდი,ეს შემთხვევა როგორ ასხამდა წყალს ჩემს წისქვილზე.
ორად ორი კვირა დამჭირდა იმისათვის,რომ მამაჩემი დამერწმუნებინა,ხელს ვუშლი წყვილს და ნორმალურად ვერ ამოუკვნესიათ ჩემი შიშით-მეთქი.
ლაშამ მაშინვე მიბოძა თანხმობა,მომეძებნა ბინა,რომლის ქირასაც ოჯახის ბიუჯეტი დაფარავდა,ამასთან,რადგანაც ასეთი ხისთავიანი ვიყავი,ჩემი საქმისთვის თავადვე უნდა მიმეხედა.
მეც ,რა თქმა უნდა,ინტერნეტის მეშვეობით მეორე დღესვე ვიპოვე შესაფერისი ბინა,იაფი და პატარა,თუმცა ჩემი! ჩასწორება,მხოლოდ ჩემი!
საკუთარი ნივთებიც ფრთაშესხმულმა შევფუთე და გადმოვიტანე. არავინ დავიხმარე,რადგან დამემტკიცებინა,მარტოც მშვენივრად გავუმკლავდებოდი ყველაფერს.
გრძელი და დამღლელი რეცხვა-ხეხვის შემდეგ ნივთებს მივუბრუნდი და კომფორტული ქაოსი შევქმენი ბინაში.
ყველაფრისთვის ადგილის მიჩენას ორი დღე დასჭირდა,თუმცა საბოლოოდ,როდესაც კომპიუტერი და ხმის გამაძლიერებლებიც დავაბინავე,მივხვდი,რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი,სასიამოვნო ეტაპი იწყებოდა.
უნივერსიტეტი ბოლო კურსზე ვიყავი,ლექციებზე სურვილისამებრ დავდიოდი და უამრავი თავისუფალი დრო მქონდა. იმ საღამოსაც,როდესაც კომპიუტერი დავიგულე,ერთი ბოთლი წითელი ღვინო ამოვაცუნცულე მაღაზიიდან და გაბადრული სახით საკუთარ თავთან ერთად შევუდექი ვახშმობას,ფილმი ჩავრთე,თუმცა არ ვუყურებდი.
-ამ ჭიქით-მივმართე წარმოსახვით დამკვირვებელს-გაუმარჯოს დეას,გოგონას,რომელმაც თავისი გაიტანა!-ჭიქა გამოვცალე და ყველის ნაჭერი დავაგემოვნე.
ცოტა ხანს უაზროდ ვიყურებოდი,ბოლოს კიდევ გავივსე ბოკალი და ჩაფიქრებულმა ამოვიბუტბუტე-რა გავაკეთო?
ის შეგრძნება დამეუფლა,როდესაც საბოლოოდ ნანატრ მიზანს მიაღწევ და შემდეგ არ იცი,როგორ მოიქცე. მოვიღუშე,ამდენი ხანი ვოცნებობდი მარტოობაზე და აღმოვაჩინე,რომ საკუთარ თავთან მთლად ისეც ვერ ვერთობოდი,როგორც წარმომედგინა.
უხმოდ გამოვცალე ღვინო და დაბორიალებული მივუახლოვდი კომპიუტერს.
სიმღერა ხმამაღლა ჩავრთე და დაბოლილი იაგუარივით დავიწყე ცეკვა. ხმის გამაძლიერებლები ბოლო დონეზე დავაყენე და შევეცადე დამევიწყებინა უფუნქციობის შეგრძნება.
დიდ ხანს ვცეკვავდი,ვმღეროდი,ვიცინოდი. ბოლოს მოწყვეტით დავეშვი სავარძელზე და დარჩენილი სასმელი პირდაპირ ბოთლიდან დავლიე.
სიმღერები თავისით ირთვებოდა საიტის ავტომატური ფუნქციიდან გამომდინარე,თუმცა ერთი სიმღერა განსაკუთრებით ხშირად მეორდებოდა,თითქოს უხილავი ხელი ჯიუტად აბრუნებდა „ფლეილისტს“ .მელოდია სასიამოვნო და იდუმალი იყო. ჩამთრევი .ოდნავ საშიში და განსხვავებული.სიტყვებიც შესაბამისი იყო-
“And our love is a ghost that the others can't see
It's a danger
Every shade of us you fade down to keep
Them in the dark on who we are
(Oh what you do to me)
Gonna be the death of me
It's a danger
Cause our love is a ghost that the others can't see”
მისამღერს აცდენილი ვღრიალებდი,როდესაც ჩემს ფანჯარას რაღაც მოხვდა.თავიდან ყურადღება არ მივაქციე,თუმცა ხმა გამეორდა და მივხვდი,ვიღაც კენჭებს მესროდა.
გაგულისებული მივვარდი ფანჯარას და ფრთხილად გამოვაღე.სიბნელეში,ლამპიონის შუქში გავარჩიე,რომ კორპუსთან რამდენიმე ბიჭი შეკრებილიყო და ჩემი მიმართულებით იყურებოდნენ. ერთ-ერთი დახრილიყო და კენჭებს კრეფდა. გავოგნდი,პატარები ნამდვილად არ იყვნენ,რომ ემასხარავათ-პირიქით,საკმაოდ ბრგე და აწოწილი ხალხი იყო.
-ვინ ჯანდაბა მესვრის კენჭებს?-რიტორიკულად ვიკითხე და გასწორებულ ბიჭს დავაჩერდი-რა პოლიგონი გამიმართეთ?-ავი ქალივით ცალი ხელი ავიქნიე.
მიზანში სროლის ჩემპიონმა სიცილით ამომხედა. სახეს კარგად ვერ ვარჩევდი,მაგრამ სიმპათიური მეჩვენა. ან იქნებ ღვინის გამოც იყო ასე.
-შენ აღრიალებ მუსიკას ასე?-მკითხა და მაშინვე სირცხვილი მომაწვა. მეზობლები სულ დამვიწყებოდა.
-მერე რა მოხდა?-იხტიბარი არ გავიტეხე.
-რა სიმღერაა?მესამედ ჩართე უკვე,მომეწონა-ფანჯარაში თავგაყოფილს,მესამე სართულზე მეკითხება ამას?
-არ მახსოვს,თავისით ირთვებოდა-ვუთხარი ორჭოფულად.
-კაი,მაგას გავარკვევთ-ამომძახა-ოღონდ მთლად ასეც ნუ აღრიალებ,შენს ქვემოთ კაცია მკვდარი-გაიცინა.
-რა?-დავიწივლე-მეხუმრები?
-აბა კლარას ჰკითხე,ხუმრობის ხასიათზე თუა-დადარდიანებულად მომიგო- ქმარი მოუკვდა,ორმოციც არ გასულა,ვიღაც გოგო კიდე თავზე ამხობს ჭერს-კმაყოფილი ტონი ჰქონდა.
-არ ვიცოდი,გამოვრთავ-ამოვღერღე ბოლოს და სასწრაფოდ მივხურე ფანჯარა.
-რა იდიოტი ვარ,ცოტა დამეწია. მთელს სამყაროში კი არ ვარ მარტო-ვბუტბუტებდი და ბინაში უმისამართოდ დავდიოდი-რა სირცხვილია... თუმცა ხომ არ ვიცოდი,არა? იმას ხომ არ ვიფიქრებდი,ვინმე იქნება მკვდარი-მეთქი...
კაკუნის ხმამ გამაწყვეტინა თვითგვემა. პანიკურად ავწიე თავი.
-ახლა ეს რომ კლარა იყოს და გამომლანძღოს-უცნობი ქალის შიშმა მომბუზა.-არ გავაღებ,მითომ არ ვარ სახლში... ჯანდაბა,თუ არ ვარ,ფანჯრიდან ვიღა კიოდა,ამის დედაც...
კართან ფრთხილად მივედი და გავიჭვრიტე-საბედნიეროდ,ქალის ფიგურა არ იყო და შედარებით თამამად გამოვაღე კარი.
ზღურბლთან ის ახალგაზრდა იდგა,რომელიც ასე ოსტატურად ისროდა კენჭებს.გაღიმებულმა ამათვალიერა. მეც კარგად დავაკვირდი და მთვრალ გონებაში სასიამოვნოდ ამოიკრუტუნა ქალურმა საწყისმა. მაღალი იყო,თეთრი კანი სიბნელეში თითქოს ანათებდა,თხელი,წითელი ტუჩები და სწორი სახის ნაკვთები ჰქონდა,თვალების ფერს კარგად ვერ ვარჩევდი,მაგრამ შავად წარმოვიდგინე.თმები ნამდვილად შავი ჰქონდა,ტანზე თხელი,გრძელმკლავება მაისური კარგ აღნაგობას უკვეთავდა.
-რა გნებავთ?-ამოვილუღლუღე,როდესაც მივხვდი,რომ ჩემი ტანის ცქერით ისე გაერთო,ხმის ამოღებას არ აპირებდა.
-ოქტომერში შორტებით დადიხარ?-გაიცინა-სამეზობლოში გიჟი არ გვყავდა და პირდაპირ შეგვავსე.
-ახლა არ მითხრა,სახლში შუბით დავდივარო-ვალში არ დავრჩი და წარბი ავწიე-რამ შეგაწუხა?
-ისე უცბად შეფრინდი ფანჯარაში,არ დამაცადე სათქმელის დამთავრება.
-ლიფტის ფულს აგროვებ?-რატომღაც სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,რის გამოც მოვიდოდა.
-რა?არა-გადაიხარხარა-სახელის თქმა დაგავიწყდა.
-დეა,დეა მქვია-მივუგე გაწითლებულმა.
-სასიამოვნოა,დეა,მაგრამ მე მომღერლის სახელი ვიგულისხმე.
ჯანდაბა,რატომ მაბნევს ასე?
-მ-მემგონი აგნესი ჰქვია-ნერვიულად გავიცინე-ასე ძალიან მოგეწონა?
-იმდენჯერ ჩართე,ამეკვიატა-მხრები აიჩეჩა.
-ვფიქრობ, რომ გეგონა,სამეზობლოში გიჟი არ გყავდათ,ცდებოდი. შენ ხარ და არ გეუბნებიან-ისევ გამეცინა.
-ჯერ ახლა გადმოხვედი და უკვე დიდ გულზე ხარ. მომწონს გაბედული გოგოები-გულზე ხელები დაიკრიფა.
-უცნაურად არ გეჩვენება ის ფაქტი,რომ მუსიკის გამო ჯერ კენჭები მესროლე,შემდეგ კი სახლში მომადექი?-გულწრფელად მაინტერესებდა,რა მიზანი ჰქონდა.
-მარტო ცხოვრობ აქ?-კისერი წაიგრძელა და ჩემს უკან ბინა შეათვალიერა.
-კი,მარტო ვარ-მერეღა გამახსენდა,რომ უცნაურად დაინტერესებულ უცნობ ბიჭებს ასეთი რაღაცები არ უნდა ვუთხრა. თუმცა რატომღაც ვენდობოდი.
-მერე არ გეშინია?-ეს გადაცმული ბებიაჩემი ხომ არაა?
-რა არის საშიში?-გაკვირვებულს გამეცინა.
-მაგალითად ის,რომ ამ ბინის წინა მკვირდი აქ გარდაიცვალა-მომიგო და გამომცდელად დამაკვირდა.
-რა?-წამოვიკივლე-მატყუებ,ხომ?
-არა,დედას გეფიცები-ხელები ასწია.
-რატომ მითხარი?-შევუტიე-ახლა სულ მკვდარი ხალხი მომელანდება.
-იმიტომ,რომ თუ შეგეშინდება,აქვე ვარ.მეცხრეზე შუა კარია,ღამის ნებისმიერ დროს მომმართე.-თვალი ჩამიკრა და დაუმშვიდობებლად დაუყვა კიბეებს.
გაშტერებულმა მივხურე კარი და გამეცინა.
-უცნაურია-ამოვილაპარაკე და ფანჯარასთან მივიპარე. ფარდას ამოფარებული ვუყურებდი,როგორ შეუერთდა ორ მეგობარს და ნელი ნაბიჯით გაუყბა ჩაბნელებულ ქუჩას. მომეჩვენა,რომ კიდევ ერთხელ ამოიხედა ჩემი ბინისკენ.
მთელი საღამო ბინის წინა მკვირდზე ფიქრში გავატარე. ვინ იყო,როგორ გარდაიცვალა,ან ეს ბიჭი რატომ დაინტერესდა ასე ძალიან,თუმცა ლოგიკასთან ახლოს მყოფი ვერაფერი მოვიფიქრე.
ასე დასრულდა ოცდახუთი ოქტომბრის საღამო. ჩემი პირველი გააზრებული მარტოობის დღე მომაბეზრებლად დაიწყო,თუმცა უცნაურობით გაგრძელდა და ეს კმაყოფილების გრძნობას მიტოვებდა. ცხოვრებაში სიახლე მაკლდა,მობეზრებულ ყოველდღიურობას გავურბოდი,ამიტომაც აღმოვჩნდი ამ ადგილას.
მომდევნო რამდენიმე დღე,ჩემდა უნებურად კენჭების ოსტატს დავეძებდი თვალებით. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი,მაგრამ ნამდვილად მინდოდა მისი ნახვა.რთულია,აღიარო,რომ ვიღაც ან რაღაც გჭირდება,მაგრამ ფაქტი სახეზე იყო-ნათესავების და კურსელების გარდა,21 წლის განმავლობაში არავინ ყოფილა ჩემს სიახლოვეს. მე კი მეტი მინდოდა. არასდროს მიცდია,ვინმე ბიჭს დავახლოვებოდი და რაიმე სიყვარულის მსგავსიც არ განმეცადა,რადგანაც უბრალოდ არავინ მომწონდა.ყველა ზედმეტად ჩვეულებრივი იყო,სრულიად ბანალური საუბრებით,ამიტომაც ინტერესი არ მიჩნდებოდა. ახლა კი,თავისი უცნაური საქციელის გამო ჩემი ახალი მეზობელი ძალიან მიზიდავდა. ცნობიერისგან მალულად იმასაც კი ვფიქრობდი,როგორი კანი ჰქონდა-ისეთი ნაზი,როგროც ჩანდა თუ უფრო უხეში.
-არა,ასეთ დიდ და რაღაცნაირ ბიჭს ნაზი კანი როგორ უნდა ჰქონდეს?-უნივერსიტეტიდან მომავალი ვბუტბუტებდი-თუმცა მე რა ვიცი,აბა? იქნება და აქვთ. თუ შემხვდა,აუცილებლად შევეხები. ჰმ,იცით,მაინტერესებს,ნაზი კანი გავთ თუ არა,შეიძლება შეგეხოთ?-საკუთარ ნათქვამზე გამეცინა და ჩემს უბანში შევუხვიე.
უკვე ოცდაათი ოქტომბრის საღამო იყო,ნელ-ნელა ვეჩვეოდი მარტო ცხოვრებას და ჩემს ახალ ჩვევებსაც ვიყალიბებდი.
ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა,რომელიც ამ ხუთ დღეში აღმოვაჩინე,საღამოობით აივანზე ჯდომა და ჩაის სმა იყო. ვაკვირდებოდი ქუჩას და გულის სიღრმეში ვიცოდი,გამოჩნდებოდა რაღაც,რასაც დიდი ხანია,ველოდი.სამწუხაროდ,არანაირ მკვდარ სულს არ შევუშინებივარ,ამიტომაც ლეგიტიმური მიზეზი არ მქონია,რომ მეცხრე სართულს ვსტუმრებოდი. სხვანაირად კი ვერ გავბედავდი მასთან მისვლას,რადგანაც,როგორც ჩემი ძმა იტყოდა,ეგრევე დავიწვებოდი.
კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ქუჩას და გაწბილებული შევედი სადარბაზოში-უცნობი ბიჭი კვლავ არ ჩანდა. თავად რომ არ ეთქვა,მეზობელი ხარო,იმაშიც კი დავეჭვდებოდი,ნამდვილად აქ ცხოვრობდა თუ არა,რადგან დიდ ხნიანი დაკვირვების მიუხედავად,ერთხელაც არ მომიკრავს თვალი.
მობილური აწკრიალდა და ეკრანზე გამოსული სურათის დანახვისას ამოვიოხრე-თემი,იგივე თემური,ჩემი კურსელი და გულისგამწყალებელი იყო. თავდაპირველად მეგობრის ნიღაბაფარებული ჩემთან დაახლოვებას ცდილობდა,თუმცა მას შემდეგ,რაც სრულიად შეუფერებელ ადგილას-ეკლესიის ეზოში დამიბარა და კოცნა სცადა,ახლოს აღარ ვიკარებდი. ბოლოს თავად შემომთავაზა „მეგობრებად დარჩენა“ და მეც,როგორც არც ისე ბოროტი ადამიანი,დავთანხმდი.
გავიხსენე,ოცდაათ რიცხვში რა დღესასწაული შეიძლება ყოფილიყო,რის გამოც თემი დამირეკავდა,თუმცა თავში არაფერი მომივიდა.
მობეზრებით ვუპასუხე.
-დე,როგორ ხარ?-ასეთი მომართვით ცდილობდა,მითომ და უშუალო კავშირი ეჩვენებინა,თუმცა სულ იმის განცდა მქონდა,რომ დედას მეძახდა.
-კარგად,თემურ,შენ?-სპეციალურად ვკვეთდი სახელს,რომელიც არ მოსწონდა.
-აუ,ძაან მაგრად. ახლა რაღაც უნდა გითხრა და არ შეყარო შენებურად ტლინკები-ოჰო,რა დაემართა ამ ბიჭს?ადრე უფრო მორიდებული იყო.
-კარგი,არ შევყრი-ვუპასუხე შეპარვით.
-მოკლედ,ხვალ ძაან მაგარ ივენთზე ვიჩითები,ჩემი ძმა აკეთებს. რამე გეგმები ხო არ გაქვს ხვალინდელთან დაკავშირებით?კოსტიუმი ხომ არ მოგიმზადებია?
-რა კოსტიუმი?რისთვის?-დავიბენი-არანაირი გეგმა არ მაქვს და არც ვაპირებ დაგეგმვას.
-ჰელოუინია,გოგო!-ისე ჩამძახა,თითქოს უკანასკნელ დებილს ესაუბრებოდა.
-რას მელაპარაკები-წარბები ავწიე,მითომ დამინახავდა-როდის აქეთაა,მაგ სიტყვის მნიშვნელობა იცი?
-გუშინდლიდან მოყოლებული-გაიცინა-ნიღბებიან წვეულებას მართავს სასტუმრო „გოლდენ თბილისი“. ჩემი ძმა იქ მენეჯერია. ცნობილი ხალხი იქნება,მთელი ელიტა!
იმაზე ჩავფიქრდი,სად გვყავდა თბილისში ელიტა,თუმცა ვერაფრით გავიხსენე.
-რატომ უნდა წამოვიდე იქ,სადაც არავის ვიცნობ?მეზარება-დიდად არ მეხალისებოდა ძალად თავადებში გარევა.
-მე ხომ მიცნობ,თან კარგად გავერთობით,კაი რა!-შეტევაზე სწრაფად გადმოვიდა-სულ ასეთი მუდო როგორ ხარ?
-მოვიფიქრებ.თანაც რა უნდა ჩავიცვა,არ ვიცი.-ახალი პრობლემა მოვიშველიე.
-შეგვიძლია შევუხამოთ კოსტიუმები-მაშინვე გამოცოცხლდა და ვინანე,საერთოდ რატომ ამოვიღე ხმა.-მაგალითად,მე სუპერმენი ვიქნები,შენ სუპერ გოგო,ან ადამიანი ობობა და მერი ჯეინი...
-შენ წითელქუდა,მე მგელი-მივეშველე.
-ხო...არა,ეგ არა...-მალევე მიხვდა-მოიფიქრე ,რა გინდა.
-სუპერ გმირებს ვერ ვიტან-ვთქვი პრეტენზიულად,სახლის კარს გასაღები მოვარგე და ოთახში შევედი. უცნაური,გოგირდის მაგვარი სუნი იდგა და გაკვირვებით შევჭმუხნე ცხვირი-მე ჰერმიონ გრეინჯერი ვიქნები,შენ კიდევ გრძელკუდა ან სულაც გრაუპი.
-ეგენი საიდანაა?არ გამიგია.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ თემისთან სასიყვარულო ურთიერთობის არ დაწყება ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
-ჰარი პოტერიდანაა,შტერო-ამოვიოხრე.
-არა-ა,ეგ ძაან არამომგებიანია-თითქოს იცოდა,რაზე საუბრობდა.
-კარგი,მოიცა,მოვიფიქრე-სახე გამებადრა-დრაკონების დედა ვიქნები,დეინერისი.-საკუთარი იდეით აღფრთოვანებულმა გავიღიმე.
-ე,სამეფო კარის თამაშები კაი იდეაა-ამყვა თემიც-მე ჯონ სნოუ ვიქნები.
-არა!მამიდაშენობა არ მინდა,სხვა!-მივაყარე სასწრაფოდ.
-მაშინ...-დადუმდა,ალბათ ფიქრობდა,რაც დიდად არ გამოსდიოდა.
-აუცილებელი არაა,რომ წყვილივით მივიდეთ,შენ რაც გინდა,ის მოირგე-ვიპოვე გამოსავალი.
-მართალია,მაშინ მე ჯეკ ბეღურა ვიქნები,ეგ მაგრად მევასება-გაიღრიჭა-ან რავი,მოვიფიქრებ. მოკლედ,შენსაზე ვიჩალიჩებ,ხვალ დილით დაგირეკავ,კოსტუმს ვიშოვი.
-მართლა?-ყურებს არ დავუჯერე,უკვე სულ დამავიწყდა,რომ თავიდან წასვლა არ მინდოდა-საიდან?
-მაგაზე არ იდარდო.-გაიბღინძა.
-კაი,მაშინ ხვალამდე-აჟიტირებული დავემშვიდობე. ჩემი საყვარელი პერსონაჟის განსახიერების პერსპექტივა ძალიან მახარებდა.
სარკესთან დავდექი და ვეცადე,ვერცხლისფერთმიანი დედოფლის მანერებისთვის მიმებაძა. მეტი შთაგონებისთვის სერიალის ბოლო სეზონი ჩავრთე და შემწვარი კარტოფილის ღეჭვით გადავათვალიერე დეინერისის სცენები.
იმდენად შევედი აზარტში,რომ შუაღამე ისე მომადგა,ვერც ვიგრძენი. სიუჟეტით გართული მსხვრევის ხმამ გამომაფხიზლა,რომელიც სამზარეულოდან მოდიოდა.
გული გადამიქანდა და მაშინვე უცნობი ბიჭის ნათქვამი გამახსენდა ბინის გარდაცვლილ მაცხოვრებელზე. მთელი ტანი ამიკანკალდა,ფანტაზიის სამყაროში გადასულმა ადვილად წარმოვიდგინე,რომ ბინაში სული დაძრწოდა,ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა-ბიჭის გაფრთხილება,ჰელოუინი,სამეფო კარის თამაშების „თეთრი მავლები“...
ფრთხილად წამოვდექი,პირჯვარი გადავისახე და სამზარეულოში შევიჭყიტე. ფანჯარა გაღებულიყო,ფარდა ფრიალებდა და ძირს შუშის ბოთლის ნამსხვრევები ეყარა,რომელიც მანამდე რაფაზე დავდე.
ნერვიულად გავიცინე,მართალია,არ მახსოვდა,ფანჯარა როდის გამოვაღე,მაგრამ მთავარი ის იყო,რომ მოვლენა სრულიად ჩვეულებრივი იყო და არავითარი პარანორმალურობა არ მემუქრებოდა.სასწრაფოდ მივხურე,ნამსხვრევები წამოვკრიფე და გადავწყვიტე,დამეძინა.დილით არაფერი საშიში აღარ დამხვდებოდა.
შუქი დანანებით ჩავაქრე,ტელეფონი ავიღე,ლოგინში შევძვერი და საბანი თავზე გადავიფარე. საუბედუროდ,ძილი არ მეკარებოდა,ამიტომაც სოციალურ ქსელს ჩამოვუყევი,ადამიანთა სიახლოვე რომ მეგრძნო. ფხუკუნით ვკითხულობდი ერთი „მეგობრის“ აღშფოთებულ სტატუსს მოღალატე ადამიანების შესახებ,როდესაც ეკრანზე შეტყობინება გამოხტა.
გაოგნებულმა გავხსენი სმს,რომლის გამომგზავნიც მითითებული არ იყო და შეძრწუნებულმა ამოვიკითხე „შენ მარტო არ ხარ“.
აკანკალებული წამოვფრინდი საწოლიდან,მიმოვიხედე,ფანჯრიდან შემომავალი სუსტი შუქით განათებულ ოთახში თითქოს ლანდი შევნიშნე. შოკირებულმა ძლივს მივაღწიე შუქის ჩამრთველამდე.
განათებულ ბინაში არავინ იყო. სამზარეულო და სააბაზანო შევამოწმე,დავრწმუნდი,რომ ყველა ფანკარა და კარი დაკეტილი იყო,გულამოვარდნილი დავრბოდი ბინაში და ცრემლები მომდიოდა.
ბოლოს ისევ შეტყობინებას დავხედე. მიუხედავად იმისა,რომ ნომერი მითითებული არ იყო,პასუხის ღილაკს დავაჭირე და საჩქაროდ დავწერე. „რას გულისხმობ?“
არ მეგონა,თუ გაიგზავნებოდა,მაგრამ ზუსტად ასე მოხდა.
-რა ჯანდაბაა-ამოვთქვი ნერვიულად,პიჟამებზე ჟაკეტი მოვიცვი და მოუსვენრად დაველოდე პასუხს,რომელიც მალევე მოვიდა.
„უნდა დამეხმარო,შენს სახლში ვარ გამოკეტილი“
თვალებდაქაჩულმა ამოვიკითხე,ცოტა ხანს უმისამართოდ ვიყურებოდი. ბოლოს თავი გავიქნიე და ღრმად ჩავისუნთქე.
-ვიღაც მეღადავება. შეიძლება თემიცაა,ჰელოუინის გამო მამასხარავებს. მეც რა ადვილად ავვარდი-გამეცინა და საწოლს დავუბრუნდი,თუმცა შუქი არ ჩამიქრია. კვლავ დავწერე პასუხი.
„ჩემს სახლში არავინაა,ეს უაზრო ხუმრობა კიდევ ერთ ადგილას გაიკეთე!“ -კმაყოფილმა გავაგზავნე.
„მართლა აქ ვარ,უნდა დამიჯერო.“
-ჰმ,ამას უყურე-აღშფოთებით გამეცინა-კარგი,მოიცა.
წამოვჯექი და ჰაერში ორი თითი აღვმართე,როგორც მშვიდობის ნიშანი,პარალელურად შეტყობინება დავწერე.
„თუ აქ ხარ,მითხარი,რას ვაკეთებ?“
იმაში დარწმუნებული, რომ არასწორ პასუხს მომწერდა,საწოლზე გადავწექი და ღიმილით დაველოდე.
„მშვიდობის ნიშანი,სწორია,მეც მშვიდობა მინდა“
ისე წამოვხტი,თითქოს ფუტკრების არმია დაესიაო. აღრიალებული გამოვვარდი სადარბაზოში და მეცხრე სართულზე ელვის სისწრაფით ავიჭერი.
კარგად ვერც ვიაზრებდი,სად ან რატომ მივდიოდი,უბრალოდ ვინმეს დანახვა მინდოდა,ვინმესი,ვინც დამამშვიდებდა და მეტყოდა,რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო.
შუა კარზე გიჟივით დავაბრახუნე. პასუხი არ ყოფილა,გაწამებულმა ამოვიქვითინე და ახლა ზარის ღილაკს ვატაკე თითი.
რამდენიმე წუთის შემდეგ ,როგორც იქნა,კარი გაიღო და იქიდან უკვე ნაცნობმა,თეთრმა სახემ შემომანათა,რომელიც ნამძინარევი,თუმცა არც თუ ისე გაკვირვებული მიყურებდა.
-ჩემს სახლში მოჩვენებაა-მივაძახე და დაუპატიჟებლად შევიჭერი სახლში.
ხმა არ ამოუღია,კარი მიხურა და ღიმილით მომაჩერდა.
-ეგ შორტი უფრო მოკლეა,ვიდრე წინა.
-რა? რა დროს შორტია-ამოვიკნავლე-ვერ გაიგე,რა გითხარი?-ვერც კი შევამჩნიე,როგორ დაესველებინა სახე ცრემლებს.
-კარგი,კარგი,დამშვიდდი-გაიცინა და მომიახლოვდა.ხელი მხარზე დამადო და სავარძლისკენ მიბიძგა-დაჯექი და მომიყევი,რა მოხდა.
მობილური ხელის კანკალით გავუწოდე.
-შეტყობინება ნახე.
ჩაფიქრებულმა ჩაიხედა და ამოილაპარაკა.
-შეიძინეთ საბურავები დაბალ ფასებში...
-ეგ არა,მეორე-გამოვტაცე და სასწრაფოდ გავხსენი საჭირო გრაფა.
ცოტა ხანს ჩუმად კითხულობდა,შემდეგ სერიოზული სახით შემომხედა.
-მშვიდობის ნიშანი?
-ორი თითი ავწიე და ეგ მომწერა-ამოვიკივლე.
-იქნებ გარედან გიყურებდა ვინმე?აივნიდან მაგალითად.
-აივანი შევამოწმე,ფანჯრებზე ფარდებია,ვერავინ დამინახავდა!-მივუგე გაწამებულმა-გამომგზავნს შეხედე,ნომრის გარეშეა,ასეთი რაღაცები არ ხდება!
ამოიოხრა და წამოიწყო.
-ახლა რაღაცას მოგიყვები,ოღონდ დამპირდი,რომ არ გაგიჟდები.
-ისედაც გაგიჟბული ვარ-ამოვიბურტყუნე და ყურები ვცქვიტე.
-მე ოფიცერი ვარ. პარანორმალურ მოვლენათა განყოფილების ოფიცერი...
ჩავიფხუკუნე,თუმცა მისი სახის დანახვისას სასწრაფოდ დავსერიოზულდი.
-ექვსი თვის წინ შენს ბინაში გოგონა მოკლეს. დაახლოებით შენი ხნის-გული აუარესად ამიჩქარდა,არ მეგონა,საერთოდ თუ დაიჯერებდა ჩემს ამბავს,მან კი სერიოზულად მიიღო. ეს უფრო მაშფოთებდა.-ორი დღის განმავლობაში,მთელი სამეზობლოს გასაგონად ისმოდა ბინიდან ის სიმღერა,რომელიც შენ გქონდა ჩართული მაშინ,როდესაც გაგიცანი.
-არ არსებობს-ჟაკეტი მჭიდროდ შემოვიჭირე და თვალებგაფართოვებული მივაჩერდი.
-შეუწყვეტლად,ბოლოს ერთი ქალი შეწუხდა და მიაკითხა,გამორთეო.დიდ ხანს უკაკუნა,მაგრამ არავინ გაუღო,მუსიკა კიდევ არ ჩერდებოდა. მიხვდნენ,რაღაც ისე ვერ იყო და პოლიცია გამოიძახეს. ბინის კარი რომ გააღეს,საშინელი სუნი დახვდათ,საწოლზე კი ორი დღის გარდაცვლილი,შიშველი ელენე მიქენაძე. ყელი ჰქონდა გამოჭრილი,ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა,როგორ ჩანს,მოულოდნელად მოკლეს. უბრალოდ იწვა,როდესაც ყელი გამოჭრეს.ამასთან,ტანსაცმელი მკვლელობის შემდეგ გახადეს,რადგან ტანზე სისხლის ლაქები არ ეტყობოდა.ალბათ ეს იმის გამო,რომ მკვდარიც კი შეერცხვინათ.
გამაჟრიალა,არაფრით მინდოდა დაჯერება,რომ ეს სიმართლე იყო,ბიჭი კი განაგრძობდა.
-გამოძიებამ ვერაფერი იპოვა,მკვლელს არანაირ კვალი არ დაუტოვებია. გოგონას მშობლებმა,ნათესავებმა,ახლობლებმა...არავინ არაფერი იცოდა. როგორც ამბობდნენ,არც შეყვარებული ჰყავდა,არც ვინმე მტერი. თუმცა,განცალკევებით ცხოვრობდა და შესაძლოა,ბევრ რამეს არც ამბობდა ახლობლებთან. ერთადერთი ხელჩასაჭიდი სიმღერა იყო,რომელიც მკვლელს გამეორების რეჟიმზე დაეყენებინა მუსიკალურ ცენტრში და ბოლო ხმაზე აეწია. არც თითის ანაბეჭდები,არც თმის ღერი,მოკლედ არაფერი რა. გამოძიება ისევ მიმდინარეობს,მაგრამ ეს უბრალო ფორმალობაა,მხოლოდ მუსიკით რა უნდა გაიგო.
ცოტა ხნის წინ მოგვმართეს,უნდოდათ,გამოძიება ჩვენთვის გადმოელოცათ,ყველა გაუხსნელ საქმეებზე ასე შვრებიან. განყოფილების უფროსმა თავიდან უარი თქვა,რადგანაც არანაირი ზებუნებრივი საქმეში არ იკვეთებოდა,მაგრამ შემდეგ უცნაური ამბები დატრიალდა-პოლიციაში ხალხი რეკავდა,რომ ბინიდან ხმაური ესმოდათ,ხანდახან ტირილი და სიმღერის ხმაც კი. ბოლოს მე დამავალეს აქაურობაზე დაკვირვება და კორპუსის თავისუფალ ბინაში დავსახლდი. მაშინ შენი ბინა არ ქირავდებოდა,მეპატრონე კი უარს აცხადებდა ჩვენთან თანამშრომლობაზე. ალბათ,არ უნდოდა,კიდევ რამე მომხდარიყო მანდ. აქაურებში გავერიე და ხალხს დავუახლოვდი,რამდენიმე ქალი ფიქრობდა,რომ ბინაში გარდაცვლილის სული იყო,უმრავლესობამ კი მალევე დაივიწყა მომხდარი,დიდი ვერაფერი გავარკვიე მანამ,სანამ შენს ქვემოთ,მეორე სართულზე მცხოვრები კაცი არ შევიდა დაკეტილ ბინაში. როგორც კლარა,მისი ცოლი ამბობს,წყალი ჩამოდიოდა და შესაკეთებლად ავიდაო,მეპატრონეს მიუცია გასაღები. იმ საწყალმა კაცმა სულ რამდენიმე წუთი დაჰყო ბინაში და ერთადერთი რაც მოახერხა,ცოლისთვის დარეკვა იყო,მიშველეო. გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მაშინ მივხვდი,რომ მართლა რაღაც ხდებოდა,პირველად იყო,რომ ბინაში მამაკაცი მარტო შევიდა და ისიც მაშინვე გარდაიცვალა. სავარაუდოდ,შურისმაძიებელი სული ბინადრობს.
ამის წყალობით ნათელი გახდა,რომ მკვლელი მამაკაცია. უკვე ვგეგმავდი,რომ მალულად შემოვსულიყავი ბინაში,როდესაც იგივე სიმღერის ხმა გავიგე. ამიტომ ვისროლე კენჭები,თუ ადამიანი იყო შიგნით,გამოიხედავდა,თუ სული,მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მემოქმედა. ბოლოს შენ გამოიხედე და მივხვდი,რომ ახალი მაცხოვრებელი იყავი. თუმცა,იმასაც ვერ გამოვრიცხავდი,რომ საქმესთან რაიმე კავშირი გექნებოდა. ამიტომაც ამოვედი და გაგესაუბრე. შემდეგ შენზე ინფორმაცია მოვიძიე და მივხვდი,არაფერი გეცოდინებოდა.
პირდაღებული ვუსმენდი,როდესაც დადუმდა,მივხვდი,რომ ყბა უნდა მომეკეტა და ამოვილუღლუღე.
-ეს... არ მჯერა,ჩემს ბინაში ბოროტი სულია?-გული უარესად გადამიქანდა. სხვა დროს სასაცილოდ არ მეყოფოდა მსგავსი აზრი,მაგრამ ახლა,შექმნილი ატმოსფეროსა და შინაგანი რწმენის წყალობით მარტივად დავიჯერე.
-დახმარება გთხოვა,შესაბამისად ბოროტი არაა,უფრო მამაკაცებს ერჩის და გასაგებიცაა-გაიცინა-შენი დახმარებით უნდა გავარკვიოთ,რა მოხდა. მე ბინაში ვერ შემოვალ,რადგან ეს დააფრთხობს.
-ესე იგი,ელენე?-ვთქვი ჩაფიქრებულმა-რა უნდა გავაკეთო?-შიშზე მეტად აზარტი მოსდებოდა ჩემს სხეულს. დაუჯერებელი,საშინელი,მაგრამ მაინც ამაღელვებელი თავგადასავალი მომდგომოდა კარზე.
-არ გეშინია?-გაკვირვებით შემომხედა.
-უკვე შემეშინდა-მხრები ავიჩეჩე-თანაც,ძლივს მარტო გადმოვედი საცხოვრებლად,კომფორტულად მოვეწყე,ვერანაირი სული ვერ მაიძულებს აქედან წასვლას-თავადაც არ მჯეროდა,რომ ამას ვამბობდი.
-მართლა გიჟი ხარ-კმაყოფილმა გაიღიმა.
-რა გეგმა გვაქვს?-ვთქვი საქმიანად.
-კომუნიკაცია დაამყარე. საშუალება უკვე თავად გამოძებნა,ახლა უნდა დარწმუნდე,რომ ეს ნამდვილად ელენეა,შემდეგ კი გაიგო,რა უნდა.
-იქ მარტო უნდა დავბრუნდე?-მიმავალმა სიმამაცემ შორიდან დამიქნია ხელი.
-ჩემს ნომერს ჩავწერ-მობილური მოიმარჯვა-თუ რამე მოხდება,მაშინვე შენთან გავჩნდები.
მოწყობილობა გამომიწოდა, დავხედე და ახლაღა გამახდენდა,რომ ბიჭის სახელი აქამდე არ ვიცოდი.
-კარგი,როი.მართლა ასე გქვია?-ვკითხე ღიმილით.
-ასე მეძახიან-მომიჭრა და წამოდგა.
-დაბრუნდი სახლში,გაესაუბრე,არ დაგავიწყდეს,თუ კი საფრთხეს იგრძნობ,მაშინვე გამოეცალე და მე დამირეკე.
-აჰამ-ზლაზვნით წამოვდექი. ნამდვილად არ მეპიტნავებოდა სახლში დაბრუნება,თუმცა ინტერესი მკლავდა,თანაც მამაცი გოგონას როლი მომწონდა კიდეც.
-და თბილად ჩაიცვი-მომაძახა უკვე კართან მისულს.
-მართლა გადაცმული ბებიაჩემია-ჩავილაპარაკე ღიმილით და კიბეს ჩავუყევი.
როგორც კი მარტო დავრჩი,მაშივნე შემომიტია პანიკამ. სახლის კართან ნახევარსაათიანი ყურყუტის შემდეგ,ბოლოს და ბოლოს გავბედე შესვლა და ქურდივით მიმოვიხედე.სახლში რაც კი ნათურა იყო,ყველა განათებული დამეტოვებინა.რამდენიმე ნივთი დაბლა ეყარა,ალბათ გაგიჟებული სირბილისას გადმომეყარა. მობილური ჩავბღუჯე და შეტყობინება დავწერე.
-„აქ ხარ?“-გავგზავნე და მორიდებით ჩამოვჯექი დივანზე. თავს სულელურად ვგრძნობდი.პასუხს დიდ ხანს ველოდე ,თუმცა არ ყოფილა,ბოლოს ხმამაღლა წარმოვთქვი-ჩემთან რა საქმე გაქვს?მზად ვარ,დაგეხმარო!
ახალი შეტყობინება სასწრაფოდ გავხსენი.
-„ფოტოალბომი ნომერი 6,ფანტანი,მარცხნიდან მესამე ადამიანი“
-რ-რა?-ენა დამება-რომელი ალბომი?შენი მკვლელია ეგ ადამიანი?
არანაირი რეაგირება აღარ ყოფილა. ლოდინით რომ დავიღალე,წამოვდექი და საწოლისაკენ წავედი. კიდეზე ჩამოვჯექი და იმას ვფიქრობდი,ახლა რა დამაძიებს მეთქი,როდესაც მობილურმა კვლავ დაიწკარუნა.
მოჩვენების მაგივრად როი აღმოჩნდა,რომელიც თავისთან მეპატიჟებოდა იმ შემთხვევაში,თუ ვერ დავიძინებდი.
ცოტა ხანს ვიფიქრე,ბოლოს თავი გავიქნიე,წამოვხტი და უკანმოუხედავად ავვარდი მეცხრე სართულზე.
კარი გაბადრულმა გამიღო.
-აბა,როგორაა საქმეები?
-ეს ყველაფერი,უბრალოდ სიგიჟეა! ნამდვილად არ მეღადავები?-მივაყარე და გაწამებული სახით მივაჩერდი.
თავი თანაგრძნობით გაიქნია და კარიდან გადგა,რომ შევსულიყავი.
-მგონია,რომ გავგიჟდი და ეს ყველაფერი მელანდება ან მესიზმრება-განვაგრძობდი წუწუნს და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში.
როიმ მდუმარედ გამოაძვრინა ლუდი მაცივრიდან,თავსახური მოხსნა და გამომიწოდა.
-დალიე,მოგთენთავს და კარგად დაგეძინება-მოწყურებულმა ნახევარი ბოთლი გამოვცალე და კვლავ ავლაპარაკდი.
-ფოტო ალბომი ახსენა,ნომერი ექვსი,რაღაც ფანტანი ,მესამე ადამიანიო. ალბათ მკვლელი იგულისხმა,მეტი არაფერი უთქვამს.
-ხო, ჭორაობა დიდად არ უყვართ-თავადაც მოსვა ლუდი-ფოტოალბომი საქმის მასალებში იქნება,დანარჩენს მე მივხედავ.მადლობა-გაიღიმა და სავარძელზე გადაწვა.
-სულ ესაა?-ვიკითხე გაწბილებულმა.-არანაირი ბრძოლა ან რავიცი... რიტუალი...
-როდესაც მკვლელს დავიჭერთ,თავად წავა გათავისუფლებული სული. აქ იმიტომაა,რომ შურისძიებისა და უსამართლობის გრძნოვა არ უშვებს. გამომწყვდეულია შენს სახლში,სანამ სამართალი არ აღსრულდება.
-ახლა რა უნდა ვქნა?-იმედგაცრუების გრძნობა დამეუფლა.
-ამაღამ აქ დარჩი,სანამ საქმეს არ მოვაგვარებთ,შეგიძლია ცოტა ხნით სხვაგან იყო,შემდეგ მშვიდად დაბრუნდები შენს ბინაში-მხრები აიჩეჩა.
-შენ...-მინდოდა მეკითხა,წახვალ თუ არა მეთქი,თუმცა შემრცხვა და გავჩუმდი.
-ჰელოუინი მოდის,ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები მელოდება-თქვა მშრალად.
-კარგი-რატომღაც ტირილი მომინდა. თითქოს ახლა იწყებოდა ყველაფერი,თავგადასავლებსა და მძაფრი ცხოვრების შეგრძნების იმედი მქონდა,თუმცა რეალობა სულ სხვანაირი იყო. ვინ იცის,კიდევ თუ შემხვდებოდა შურისმაძიებელი სული,რომელიც დამეკონტაქტებოდა და რაიმეს გაკეთებას მთხოვდა. არადა,ძალიან მომწონდა იმის გააზრება,რომ ყოველდღიურ უფერულობაში გადაშვება აღარ მომიწევდა.
-ეს ამბავი დაივიწყე-მიმიხვდა-ვიცი,ძნელი იქნება ყველაფრის ჩვეულებრივად გაგრძელება,მაგრამ დამიჯერე,ასე ჯობია. ჩვენს განყოფილებაში უმრავლესობა იმას ოცნებობს,არაფერი იცოდნენ და მშვიდად,ადამიანურად ცხოვრობდნენ.
-და შენ?
გაჩუმდა,თითქოს არ უნდოდა პასუხის გაცემა.
-შეუძლებელია,არაფრით გამორჩეულ ყოფაში დაბრუნება გინდოდეს-თავადვე გავეცი პასუხი კითხვას-შესაძლოა,გადაღლილმა დაიწუწუნო,რომ ნორმალურად დასვენება მოგენატრა,მაგრამ როგორც კი დაინახავ,რომ სამყარო ისეთი მოსაწყენი არაა,როგორიც აქამდე გეგონა,ვეღარ აიტან ერთფეროვნებას. იმასაც კი არჩევ,ბრძოლაში დაიღუპო,ვიდრე სახლში წამოგორებული დაელოდო გარდაუვალ სიკვდილს.
გაკვირვებულმა შემომხედა,თავი დაიქნია და მხრები აიჩეჩა.
-თუ თავად არ გინდა ნორმალურობა,არავინ დაგიშლის მოძებნო ახალი თავგადასავლები.
-შენს სამსახურში როგორ მოხვდი?
-ეს საიდუმლოა და შენ იქ არაფერი გესაქმება-მიმიხვდა მიზანს და მაშინვე გადაიტანა თემა-ხვალ ჰელოუინია,ბევრი საქმე მელოდება,ამიტომ დავიძინოთ.
უკმაყოფილოდ მოვკუმე ტუჩები და ერთოთახიან ბინაში არეულ საწოლს მივაჩერდი.სავარძლები პატარა და მოუხერხებელი იყო,რომლებზეც ადამიანი ვერაფრით დაწვებოდა. აღლევებულმა მიმოვიხედე.
-ისა...სად უნდა დავიძინო?
-საწოლში,სხვაგან სად იძინებ ხოლმე?მაცივარში?-წარბები ასწია.
-შენ?-მოსალოდნელი პასუხი გავიაზრე და გავწითლდი.
-მეც არ ვიძინებ მაცივარში-თვალი ჩამიკრა,საწოლთან მივიდა,მაისური გადაიძრო და გაიშხლართა. ცოტა ხანს იწვა,როდესაც მიხვდა,რომ არ ვინძრეოდი,თავი წამოყო.
-არ მოდიხარ?
-იყოს,ვიჯდები-მივუგე მკაცრად.
-დაღლილი ჩანხარ,დაწექი,რა იყო,კაცი არ გინახავს?
-ჰმ-ამოვიფრუტუნე-მინახავს,მაგრამ უცნობებს საწოლში არ ვუწვები.
-უცნობებს არც ღამის პირველ საათზე უკაკუნებენ და მოჩვენებები მომდევენო არ უყვირიან-ნიშნის მოგებით ჩაიცინა-თანაც გამჭირვალე მაისურითა და ტრუსიკის მაგვარი შორტით.
-ჯერ ერთი,მომდევენ-მეთქი არ მითქვამს და მეორეც,ეს ექსტრემაალური შემთხვევა იყო.
-ახლაც ექსტრემალური შემთხვევაა. არ გირჩევნია,ჩემს გვერდით დაწვე,ვიდრე მოჩვენებებიან სახლში დაბრუნდე?მაინც ვერ დაიძინებ.
ფეხი მოუსვენრად ავათამაშე. მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი და საშინლად მინდოდა დაძინება. თუმცა იმასაც ვიაზრებდი,რომ როი ძალიან მომწონდა და თუ გვერდით მივუწვებოდი,მერე...
„ალბათ მეტჯერ მაინც ვერ ვნახავ-გავიფიქრე დადარდიანებულმა-რაც არის,არის“
უხმოდ წამოვდექი სავარძლიდან,საწოლს მივუახლოვდი და ჟაკეტის გაუხდელად შევძვერი საბანში.
მაშინვე სასიამოვნოდ მომედო სითბო და სიმშვიდე. დაღლილი ფეხები გავშალე და ამოვისუნთე.როიმ ჩაიცინა,ტკბილი ძილი მისურვა და გადაბრუნდა.
თვალი გაწბილებულმა გავაპარე. მისი ზურგიც კი მიზიდავდა. წარმოვიდგინე,რა იქნებოდა,რომ მობრუნებულიყო და ეკოცნა. შემდეგ ფრთხილად გამხდიდა ჟაკეტს და ნაზად მომეფერებოდა ყელზე,შემდეგ მკლავებზე,მკერდზე... მოიცა,რაზე ვფიქრობ?
სასწრაფოდ გადავბრუნდი და ვეცადე,იმაზე მეფიქრა,რაც სულ ცოტა ხნის წინ გადამხდა. ყელგამოჭრილი მოჩვენება და მისი მკვლელი საზარლად კი არა ,საინტერესოდაც აღარ მეჩვენებოდა. გაფაციცებული ვუგდებდი ყურს როის სუნთქვას,თითქოს ამით მაინც მივხვდებოდი,რას ფიქრობდა. იმაშიც კი შემეპარა ეჭვი,გარეგნულად გოგოს თუ ვგავარ-მეთქი. მაბრაზებდა ის ფაქტი,რომ ყურადღებას არ მაქცევდა.
-ლოგინში ლამაზი ქალი ვუზივარ ...თუ ვუწევარ-ვფიქრობდი გაავებული-ეს კიდევ მშვიდად ფშვინავს. მგონი დაიძინა კიდეც...
მოუსვენრობამ დაღლილობა დაჯაბნა,აქეთ-იქით შამფურივით ვტრიალებდი,ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი და ძილი არაფრით მეკარებოდა.
-მოისვენებ თუ არა?-ამოიბურტყუნა როიმ და მაშინვე გავშეშდი.
-უკაცრავად,ცოტა აღელვებული ვარ-წავუსისინე-სხვის საწოლში,სხვასთან ერთად ვწევარ იმიტომ,რომ სახლში მოჩვენება მყავს. არა,არ მოვისვენებ-დავამატე დაბოღმილმა.
ამოიოხრა და შემობრუნდა.
-ვიცი,რაც დაგამშვიდებს-გაიცინა და ხელები მომხვია.
-რ-რას აკეთებ-აღშფოთება აშკარად არაბუნებრივად გამომივიდა.
-მოეშვი და დაიძინე-ისევ ჩაიცინა,მკლავებში კარგად მომიქცია და გულზე მიმიკრა.
მისი გულისცემა მესმოდა და მივხვდი,არც ისე მშვიდად იყო,როგორც თავს მაჩვენებდა. მისმა ღელვამ დამაწყნარა და თითქმის წამებში ჩამეძინა.

დილით ჩემი მობილურის ზარმა გამაღვიძა. თემი რეკავდა,აინტერესებდა,სად მოსულიყო,რათა კოსტიუმი მოეტანა. მისამართი ვუკარნახე,დავამთქნარე და მიმოვიხედე. ცოტა დრო დამჭირდა იმისთვის,რომ წინა ღამის მოვლენები გამეაზრებინა.
როი არსად ჩანდა,საათს დავხედე,პირველი სრულდებოდა. სასრაფოდ წამოვხტი ფეხსაცმელები მოვიგე და ბუტბუტით გავემართე კარისკენ,რომელიც ჩაკეტილი არ იყო,ხოლო სახელურზე პატარა წებოვანი ფურცელი ჰქონდა მიმაგრებული.
„ძილი გჭირდებოდა და არ გაგაღვიძე“-რას ლაპარაკობ! თავად ვერ მივხვდებოდი,რომ არ გამაღვიძა?-თვალები ავატრიალე და ჩაფიქრებული დავბრუნდი საკუთარ ბინაში. დღის სინათლეზე უფრო თამამად შევაბიჯე,ყავა გავიკეთე და აივანზე მოვკალათდი.
-როი არაფერს მეტყვის,მე კი მაინტერესებს,როგორ განვითარდება მოვლენები-ვთქვი ხმამაღლა-ბოლოს და ბოლოს,ელენემ დახმარება მე მთხოვა და არა სხვას. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო...ეს სიმღერა-მობილურში დამახსოვრებული სიტყვები ჩავწერე და „იუ თუბმა“ მაშინვე ამოაგდო სიმღერა სახელწოდებით „Familiar”. ჩავრთე და მანამდე ვამეორებდი,სანამ თითოეული სიტყვა არ დავიზეიპირე.
„ჩვენი სიყვარული მოჩვენებაა,რომელსაც სხვები ვერ ხედავენ. ეს საფრთხეა”
-რატომ ამოიჩემა მკვლელმა ზუსტად ეს სიმღერა? იქნებ მანამდე სწორედ ეს მელოდია იყო მათთვის ძვირფასი... თუ კი ერთმანეთი უყვარდათ,მაშინ ყველაფერი ლოგიკურად უკავშირდება სიმღერის ტექსტს-დამალული სიყვარული და ერთი მხარის შიში,რომ მეორე შეიწირავს. ასე მარტივად ვერ იქნება საქმე.
„ფესიბუქზე“ ელენე მიქენაძე დავძებნე. რამდენიმე გოგონადან ერთ-ერთი ამოვარჩიე,მარტივად მივხვდი,რადგანაც სიახლეები არ ედო და პროფილის ფოტოზეც უამრავი სამგლოვიარო კომენტარი ეწერა.
-რა ჰგონიათ,აქ რომ ტირილის სმაილებს წერენ,იმ ქვეყნად მიუვა?-ჩავიბურტყუნე-თუმცა ჯერ აქაა სადაც მესიჯებს მწერს,ამასაც კი ნახავდა-გამახსენდა და ტუჩის კუთხეები ჩამოვწიე.
ფოტოს დავაკვირდი და გული უსიამოვნოდ შემეკუმშა-ლამაზი იყო. უცნაურად ლამაზი. უბრალო და სევდიანი. თითქოს წინასწარვე იცოდა,რაც ელოდა და ეს სევდა კიდევ უფრო ალამაზებდა.კუპრივით შავი,სწორი თმა და ცისფერი,წყლიანი თვალები ჰქონდა. ობიექტივის მიღმა,გადამღებს ნაზად უღიმოდა.
ძველ პოსტებს ჩამოვუყევი,თუმცა უცნაური და საყურადღებო არაფერი შემიმჩნევია.სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიას სწავლობდა და კერძო დაწესებულებაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა.აშკარად ჩანდა,რომ პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარდა,რადგან მისი გაზიარებული სიახლეები ძირითადად ზოგად თემებს ეხებოდა,არც მეგობრებთან კავშირით გამოირჩეოდა,მხოლოდ ერთი რამ იქცევდა ყურადღებას-ფოტოგრაფია იზიდავდა.
უამრავი ადგილის ფოტო ჰქონდა,ასევე ზოგიერთ ალბუმში იმ წვეულებების ფოტოები ედო,სადაც თავად იქნებოდა,თუმცა საკუთარი ფოტოები არ ედო,მხოლოდ სხვა ადამიანების ცხოვრების საინტერესო მომენტები.
უცბად თავში გამიელვა,რომ ფოტო ალბუმში სწორედ ელექრონული ალბუმი იგულისხმა და არა ბეჭდური სახით არსებული.
გადავთვალე და რიგით მეექვსეს დავაჭირე თითი.
-150 ფოტო? მეღადავები?-ფანტანის მსგავსი რამის ძებნას შევუდექი. ფოტოებზე მდიდრულად მორთულ დარბაზში გამართული წვეულება იყო ასახული, საკმაოდ სახალისო და საინტერესო,რადგანაც ხალხი სხვა და სხვა კოსტიუმებში იყო გამოწყობილი. მივხდი,ერთი წლის წინანდელი ჰელოუინი იქნებოდა და დარდი შემომაწვა-ამ დროს ელენეც ჩემსავით ემზადებოდა ოცდათერთმეტი ოქტომბრის საღამოსთვის და ვინ იცის,როგორი მოლოდინითა და ოცნებებით იყო აღვსილი მაშინ.
უამრავი ფოტო დავათვალიერე,ადამიანთა სახეები უკვე ერთმანეთში მერეოდა,ყველაზე მთავარი კი ბოლოს აღმოვაჩინე-ადგილმდებარეობა ბოლოში,წვრილად იყო მითითებული-სასტუმრო „გოლდენ თბილისი“
-ძველო და ახალო ღმერთებო!
გულამოვარდნილმა გადავათვალიერე ასორმოცდაათივე ფოტო,თუმცა ვერანაირი ფანტანი ვერ ვიპოვე. ახლიდან შევუდექი საქმეს,ყველა დეტალს ვაკვირდებოდი. ერთ-ერთ ფოტოზე თვალი გამიშტერდა-უზარმაზარი შოკოლადის ფანტანი და მის წინ რამდენიმე ადამიანი,რომლებსაც ხელში მარწყვები ეკავათ და მხიარულად იყურებოდნენ.ნერწყვი გადავყლაპე,მუცელმა თავი შემახსენა და ვინატრე,ასეთი რამ მეც მომცა ახლა მეთქი,როდესაც ჩემმა მოაზროვნე ნახევარმა თავში ხელი წამომარტყა-ფანტანი!
შეძახილი ამომხდა,მესამე ადამიანს თვალებგაფართოვებული შევაჩერდი-მაღალი,გამხდარი და მიმზიდველი ქალი მარწყვს სექსუალურად ლოკავდა და გვერდით მდგარ კაცს ვნებიანად უყურებდა. მართლაც მშვენიერი და გამორჩეული ფოტო იყო,თუმცა რაკი მეგონა,რომ მკვლელი ელენეს შეყვარებული იყო,სულ დავიბენი.
როის ნომერი ავკრიფე,რათა ახალი ამბავი მეცნობებინა,მაგრამ დარეკვის ღილაკზე თითი გამიშეშდა.
-არა-ჩავილაპარაკე-მეტყვის,რომ ეს ჩემი საქმე არაა და სახლში დავრჩე. ჯობია,თავად ვიმოქმედო.ყველაფერს გავარკვევ და შემდეგ ვეტყვი მკვლელის ვინაობას,არა მგონია,თვითონ მიმხვდარიყვნენ-რატომღაც საკუთარი თავი სხვებზე ჭკვიანი მეგონა.
სასწრაფოდ დავურეკე თემის და გავარკვიე,რომ წუთი-წუთზე იქნებოდა ადგილზე.
სახლში შებრუნდი და სივრცეს გამამხნევებლად შევუძახე.
-ყველაფერს გავარკვევ!დრაკონების დედა საქმეში ერთვება!




----
მოგესალმებით <3
დავბრუნდი ახალი ისტორიის დასაწყისით და ამჯერად თავებად ატვირთვა გადავწყვიტე,რადგანაც მინდა ნელ-ნელა შეიქმნას ჰელოუინის განწყობა. წინ ბევრი რამ გველოდება,როგორც მიხვდით და ასევე დავამატებ,რომ როგორც კი მოვიცლი,წინა ისტორიასაც გავაგრძელებ <3 ყველაფერი ერთად მინდა,იმიტომ,რომ მომენატრეთ :D
ველი თქვენს შეფასებებს <3





№1  offline წევრი Liziko27

ძალიან განსხავვებული და საინტერესო ჩანს... მართლა კარგიაა . წარმატებები

 


№2  offline წევრი Elea_Nora

როგორც ყოველთვის ისეთია მთელი გულით და სულით რომ გითრევს და რომ გინდა თავი აღარ ამოწიო იქიდან. როგორ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც რომ იცოდე.
მთელი სულით და გულით ველოდები ახალ თავს.

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

Liziko27
ძალიან განსხავვებული და საინტერესო ჩანს... მართლა კარგიაა . წარმატებები

დიდი მადლობა heart_eyes ყოველთვის ფრთებს მასხამს ასეთი შეფასება <3

Elea_Nora
როგორც ყოველთვის ისეთია მთელი გულით და სულით რომ გითრევს და რომ გინდა თავი აღარ ამოწიო იქიდან. როგორ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც რომ იცოდე.
მთელი სულით და გულით ველოდები ახალ თავს.

მე-შენ მიყვარხარ,ასეთი თბილი სიტყვებისთვის <3 ძალიან მახარებ heart_eyes ახალი თავიც მალე იქნება,31 მდე დასრულდება heart_eyes

 


№4 სტუმარი ნიცა

აიი შენ არიციი როგორ მიყვარხარ და როგორი სიხარულით ვკითხულობ შენს ისტორიებს❤❤ძალიან გამიხარდა რო შემოვედი და ვნახე ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად მომეწონებააა ვგიჟდები შენზეე და შენს ისტორიებზე❤❤ შენს ისტორიებს როვკითხულობ არ მყოფნის და მინდა სულ გაგრძელდეს უსასრულოდაც კიი❤❤ ვგიჟდებიიი შენზეე შენს ისტორიებზეეე და კიდეე ფანტაზიაზეეე❤❤❤ დააა მთავარი უზომოდ გამიხარდა ახალბედა მწერლების სიაში რო გნახეე❤❤

 


№5  offline წევრი LI_BE

ჩვენი საოცარი გოგო მოსულაა!!! heart_eyes

პირველ რიგში, გილოცავ ახალ სტატუსს heart_eyes ძალიან გამიხარდა. ნამდვილად ღირსეული მფლობელი ხარ ამ სტატუსის და ნამდვილად იმსახურებ blush

აი, რა ვქნა არ ვიცი. ისტორიაზე იმდენი რაღაც მინდა გითხრა, რომ ვერ წარმოიდგენ, მაგრამ რა უნდა გითხრა, ვერ ვხდები. მართლა.

სულ სიცილ-კისკისით წავიკითხე. საოცარი ხარ, საოცარი იუმორის გრძნობით. რომელი ერთი ჩამოვთვალო არ ვიცი, მაგრამ ისეთი შედარებები გქონდა, ისეთი ეპითეტები... smile smile

აი, თითქოს სულ რომ არაა საჭირო, ისეთ ადგილას ისეთ ჩარტყმას აკეთებ, უბრალოდ, ვითომც არაფერი, რომ აი, რა გითხრა არ ვიცი. რა ვქნა, ჩემი სიტყვათა მარაგი ძალიან მწირია, იმისათვის რომ შენზე ვილაპარაკო. heart_eyes

გელოდები ჯადოქარო heart_eyes smile

 


№6  offline წევრი Liziko27

მეც მიხარია რომ განსხვავებულად წერ . ყველა ერთნაირი ისტორია იდება თითქმის . ესკი რაღაც სხვანაირია ❣❣❣

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნიცა
აიი შენ არიციი როგორ მიყვარხარ და როგორი სიხარულით ვკითხულობ შენს ისტორიებს❤❤ძალიან გამიხარდა რო შემოვედი და ვნახე ჯერ არ წამიკითხავს მაგრამ ვიცი რომ აუცილებლად მომეწონებააა ვგიჟდები შენზეე და შენს ისტორიებზე❤❤ შენს ისტორიებს როვკითხულობ არ მყოფნის და მინდა სულ გაგრძელდეს უსასრულოდაც კიი❤❤ ვგიჟდებიიი შენზეე შენს ისტორიებზეეე და კიდეე ფანტაზიაზეეე❤❤❤ დააა მთავარი უზომოდ გამიხარდა ახალბედა მწერლების სიაში რო გნახეე❤❤

ისე მახარებ,ლამის ვიტირო:’( ამხელა სითბო და სიყვარული,იმის თქმა,რომ ჯერ წაკითხული არ გაქვს და უკვე ასე მახარებ,არ ვიცი,ვერ გადმოვცემ,როგორ მაბედნიერებ❤️❤️

LI_BE
ჩვენი საოცარი გოგო მოსულაა!!! heart_eyes

პირველ რიგში, გილოცავ ახალ სტატუსს heart_eyes ძალიან გამიხარდა. ნამდვილად ღირსეული მფლობელი ხარ ამ სტატუსის და ნამდვილად იმსახურებ blush

აი, რა ვქნა არ ვიცი. ისტორიაზე იმდენი რაღაც მინდა გითხრა, რომ ვერ წარმოიდგენ, მაგრამ რა უნდა გითხრა, ვერ ვხდები. მართლა.

სულ სიცილ-კისკისით წავიკითხე. საოცარი ხარ, საოცარი იუმორის გრძნობით. რომელი ერთი ჩამოვთვალო არ ვიცი, მაგრამ ისეთი შედარებები გქონდა, ისეთი ეპითეტები... smile smile

აი, თითქოს სულ რომ არაა საჭირო, ისეთ ადგილას ისეთ ჩარტყმას აკეთებ, უბრალოდ, ვითომც არაფერი, რომ აი, რა გითხრა არ ვიცი. რა ვქნა, ჩემი სიტყვათა მარაგი ძალიან მწირია, იმისათვის რომ შენზე ვილაპარაკო. heart_eyes

გელოდები ჯადოქარო heart_eyes smile

ამდენი სიყვარული სად წავიღო :O წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება მაჩუქე ,ისე გაკრეფილს ახლა არც მე არ მაქვს სიტყვები. უბრალოდ დიდი მადლობა ამდენი ემოციისთვის,ასეთი შეფასებისთვის<3 როგორ არ უნდა გავაგრძელო წერა,როცა შენნაირი მკითხველი მყავს? <3

Liziko27
მეც მიხარია რომ განსხვავებულად წერ . ყველა ერთნაირი ისტორია იდება თითქმის . ესკი რაღაც სხვანაირია ❣❣❣

დიდი მადლობა ❤️ ვამაყობ ამით და ძალიან მახარებს ❤️

 


№8 სტუმარი ფერიდე

ველოდები გაგრძელებას ,ძალიან დამაინტერესა ????

[quote=ფერიდე]ველოდები გაგრძელებას ,ძალიან დამაინტერესა ????

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

[quote=ფერიდე]ველოდები გაგრძელებას ,ძალიან დამაინტერესა ????

[quote=ფერიდე]ველოდები გაგრძელებას ,ძალიან დამაინტერესა ????[/quote]
ჰუჰ,მიხარია უზომოდ <3 მალე იქნება <3

 


№10  offline წევრი melanqoliki

გამარჯობა . შენს ისტორიას პირველად ვკითხულობ და მომინდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა :) სათაურმა დამაინტერესა ( ვემზადები ჰელოუინისთვის :დ ) როგორც იტყვიან, ისტორიამ ჩამითრია და გამიხარდა რომ მოზრდილი თავი იდო და წინ სასიამოვნო წუთები მელოდა. სიამოვნებით წავიკითხავ შემდეგ თავს <3

 


№11 სტუმარი სტუმარი კრავაი

აი უზომოდ საინტერესო ისტორიები გაქვს, ერთი სული მაქვს როდის დაიდება გაგრძელება ❤️

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰ, ალიჩე, ალიჩე და კიდევ "ხახვო" :*.
გიჟი ხარ და გადარეული. აი, შენს იუმორზე ვგიჟდები. ზოგადად, დახვეწილი იუმორი ჩემი სუსტი წერტილია.
აი, რა გითხრა. ამ სიბერეში ფენტეზის კითხვა დამაწყებინე :)). ძალიან, ძალიან კარგად წერ. შესაშურად კარგად და გამართულად. ეს ისტორია უფრო მოდის რაღაც ჩემთან, არა წინებიც კარგი იყო, არაფერს ვუწუნებ ღმერთმანი.
მაგრამ, აქ ცოტა სხვანაირია მუხტია. გავგიჟდი, რა უშრეტი ფანტაზია გაქვს. მადლობა ჰარი პოტერს:))).

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

melanqoliki
გამარჯობა . შენს ისტორიას პირველად ვკითხულობ და მომინდა ჩემი აზრი დამეფიქსირებინა :) სათაურმა დამაინტერესა ( ვემზადები ჰელოუინისთვის :დ ) როგორც იტყვიან, ისტორიამ ჩამითრია და გამიხარდა რომ მოზრდილი თავი იდო და წინ სასიამოვნო წუთები მელოდა. სიამოვნებით წავიკითხავ შემდეგ თავს <3

ძალიან გამახარე,რომ დააკომენტარე heart_eyes იმედია,კიდევ უფრო მეტად შევძლებ შენს დაინტერესებას და განწყობის შექმნას ჰელოუინისთვის heart_eyes მომდევნო თავსაც მალე მოვაგორებ გოგრასავით smile

სტუმარი კრავაი
აი უზომოდ საინტერესო ისტორიები გაქვს, ერთი სული მაქვს როდის დაიდება გაგრძელება ❤️

დიდი მადლობა blush ბედნიერებით ვივსები,როდესაც ასეთ შეფასებას ვკითხულობ <3 მეც ერთი სული მაქვს,დავწერო heart_eyes heart_eyes

 


№14  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ალისა საოცრება ხარ. უშრეტი ფანტაზიის უნარი ხომ გაქვს, მაგრამ შენს იუმორზე ვგიჟდები. დაუსრულებლად მინდა ვიკითხო ხოლმე შენი ისტორიები. ყველაზე მაგრად ის გამიხარდა, რომ ნაწილებად დადებ. ასე უფრო მეტი "მუღამი"აქვს კითხვას. სრულად წაკითხვისას საშინელი უკმარისობის გრძნობა მაქვს ხოლმე და არასოდეს მყოფნის.
ბავშვობიდან მეშინია სიბნელის, მარტო დარჩენის, სულების. კიდევ კარგი ღამით არ მომიწია წაკითხვა, თორემ მომიწევდა თეთრად გათენება და საბნის ქვეშ დამალვა :დდდ
ახლა გელი მთელი მოთმინებით. წინასწარ ვბედნიერდები, იმხელა სიამოვნებას მანიჭებს შენი ისტორიები.
ხოო მართლა, გილოცავ ახალბედა მწერლის სტატუსს, ყველაზე ყველაზე ნიჭიერი მწერალი შეემატა ამ საიტს

 


№15  offline ახალბედა მწერალი Alice76

Chikochiko
ალისა საოცრება ხარ. უშრეტი ფანტაზიის უნარი ხომ გაქვს, მაგრამ შენს იუმორზე ვგიჟდები. დაუსრულებლად მინდა ვიკითხო ხოლმე შენი ისტორიები. ყველაზე მაგრად ის გამიხარდა, რომ ნაწილებად დადებ. ასე უფრო მეტი "მუღამი"აქვს კითხვას. სრულად წაკითხვისას საშინელი უკმარისობის გრძნობა მაქვს ხოლმე და არასოდეს მყოფნის.
ბავშვობიდან მეშინია სიბნელის, მარტო დარჩენის, სულების. კიდევ კარგი ღამით არ მომიწია წაკითხვა, თორემ მომიწევდა თეთრად გათენება და საბნის ქვეშ დამალვა :დდდ
ახლა გელი მთელი მოთმინებით. წინასწარ ვბედნიერდები, იმხელა სიამოვნებას მანიჭებს შენი ისტორიები.
ხოო მართლა, გილოცავ ახალბედა მწერლის სტატუსს, ყველაზე ყველაზე ნიჭიერი მწერალი შეემატა ამ საიტს

ყოველთვის როგორ მახარებ❤ ვერ წარმოიდგენ,რამხელა ბედნიერებაა ამის წაკითხვა ჩემთვის. სულ სხვანაირი ძალა და ხალისი მემატება <3 მადლობა ამისთვის და კიდევ მოლოცვისთვის <3 ყველანაირად შევეცდები,ხშირად გაგახაროთ ახალი თავებით <3
უჰუუ კიდევ - თუ შეგაშინე,მართლა მაგარია :D იმედია კარგი შიშია ^^

 


№16  offline მოდერი Queenofmoon

ჯანდაბა...თვალებგაფართოებული ვკითხულობდი.. laughing პატარა გაფაჩუნებაზე,ლამის წამოვიკივლე თან სახლში მარტო ვიყავი..ეს რა იყოო? laughing ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes უნიჭიერესი გოგო ხარ<3 გილოცავ კიდევ ერთხელ,ახალბედა მწერლის სტატუსს ნამდვილად ამართლებ heart_eyes ბევრი წარმატებები შენ..მგელივით ველოდები შემდეგ თავს smiley kissing_heart

 


№17  offline ახალბედა მწერალი Alice76

Queenofmoon
ჯანდაბა...თვალებგაფართოებული ვკითხულობდი.. laughing პატარა გაფაჩუნებაზე,ლამის წამოვიკივლე თან სახლში მარტო ვიყავი..ეს რა იყოო? laughing ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes უნიჭიერესი გოგო ხარ<3 გილოცავ კიდევ ერთხელ,ახალბედა მწერლის სტატუსს ნამდვილად ამართლებ heart_eyes ბევრი წარმატებები შენ..მგელივით ველოდები შემდეგ თავს smiley kissing_heart

ვაიმე,შენ არ იცი,როგორი ბედნიერი ვარ <3 მოგეწონა + შეგაშინე? დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის ^^ ეგ კიარა და ,წერისას ისე ვიყავი ჩაფლული,ფანჯარა დაბრახუნდა და მე თვითონ კინაღამ გული გამისკდა :D რაც შეეხება ახალ თავს,მიუხედავად ბევრი საქმისა,მაინც მალე მოვაცუნცულებ <3

 


№18 სტუმარი ხხხ

მე და კომენტარები ვერ ვმეგობრობთ, მაგრამ ძალიან მომინდა გამემხნევებინე. ის რომ აქ არ ვწერთ, არ ნიშნავს რომ შენი შემოქმედება ცოტას მოსწონს. იმდენად დახვეწილი წერის სტილი, იუმორი გაქვს, იმდენად ჰაეროვნად იკითხება, ვის არ უნდა შეუყვარდე? მართლაც რომ განსხვავებული გოგო ხარ, განსხვავებული ისტორიებით. სანამ ბოლო თავი არ აიტვირთება, მანამდე არ ვიწყებ ხოლმე კითხვას, თუმცა ვერ მოვითმინე. არ დააგვიანო ხოლმე ძალიან გთხოვ და უდიდეს წარმატებებს გისურვებ. შენს მკითხველს უყვარხარ და ამას ნამდვილად იმსახურებ.

 


№19  offline ახალბედა მწერალი Alice76

ხხხ
მე და კომენტარები ვერ ვმეგობრობთ, მაგრამ ძალიან მომინდა გამემხნევებინე. ის რომ აქ არ ვწერთ, არ ნიშნავს რომ შენი შემოქმედება ცოტას მოსწონს. იმდენად დახვეწილი წერის სტილი, იუმორი გაქვს, იმდენად ჰაეროვნად იკითხება, ვის არ უნდა შეუყვარდე? მართლაც რომ განსხვავებული გოგო ხარ, განსხვავებული ისტორიებით. სანამ ბოლო თავი არ აიტვირთება, მანამდე არ ვიწყებ ხოლმე კითხვას, თუმცა ვერ მოვითმინე. არ დააგვიანო ხოლმე ძალიან გთხოვ და უდიდეს წარმატებებს გისურვებ. შენს მკითხველს უყვარხარ და ამას ნამდვილად იმსახურებ.

ბევრჯერ ვთქვი და ახლაც იგივეს ვფიქრობ,ამდენი სითბო და სიყვარული სხვაგან არ შემხვედრია,რაც მთავარია,ისეთი შეფასებები,რომლებიც ნამდვილად მარწმუნებს,რომ წერა სწორი არჩევანი იყო. უზომოდ მიხარია,რომ ჩემი შემოქმედება რაღაც ნაწილით მაინც ახალისებს ასეთი კარგი ხალხის ცხოვრებას <3 უფრო მეტად მიხარია ის,რომ გაითვალისწინე,გამხნევება მჭირდებოდა და დამანახე,რომ მეტ ადამიანს მოსწონს ჩემი ისტორიები,ეს მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის <3 დიდი მადლობა ♡

 


№20 სტუმარი სტუმარი კრავაი

მოვკვდი ლოდინით, ნეტავ მალე დადო ????

 


№21  offline ახალბედა მწერალი Alice76

სტუმარი კრავაი
მოვკვდი ლოდინით, ნეტავ მალე დადო ????

ძალიან ვწუხვარ,მეც ეკლებზე ვზივარ :( ხვალ იქნება აუცილებლად ♡

 


№22 სტუმარი Maybilline

ალისაააა ალისაააა ჩემო გამხარებელოოო ინტერნეტი არამაქქ დასჯილი ვარ და ვერ ვტკბები ამ (დარწმუნებული ვარ ძააან მაგარი ისტორიიით ხოდა ახლა იმხელა სურვილი მაქვს რომ წავიკითხო შეიძლება ჩემივე სურვილმა წამლეკოს ;დ ან შეიძლება 1 ლ და 33 თ მაქვს ანგარიშზე და მეგაბაიტები ვიყიდო. ;დდდ (ახლა კომპიუტერთან ვზივარ და ამიტომ ვერ ვკითხულობ ;დ)ღმერთო რაებს ვბოდიალობბბ ;დ
მარად შენი მეიბილინი joy <3

 


№23  offline მოდერი Tamta.k

ძალიაან მაგარია❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი Alice76

Maybilline
ალისაააა ალისაააა ჩემო გამხარებელოოო ინტერნეტი არამაქქ დასჯილი ვარ და ვერ ვტკბები ამ (დარწმუნებული ვარ ძააან მაგარი ისტორიიით ხოდა ახლა იმხელა სურვილი მაქვს რომ წავიკითხო შეიძლება ჩემივე სურვილმა წამლეკოს ;დ ან შეიძლება 1 ლ და 33 თ მაქვს ანგარიშზე და მეგაბაიტები ვიყიდო. ;დდდ (ახლა კომპიუტერთან ვზივარ და ამიტომ ვერ ვკითხულობ ;დ)ღმერთო რაებს ვბოდიალობბბ ;დ
მარად შენი მეიბილინი joy <3

ვაიმეე მეიბილინ :D მზად ვარ ანგარიში შეგივსო,ისე მახარებ,გავიმეტებ ფულს :DDD ნაცნობი სიტუაციაა,მეც ვერ ვახერხებდი ეს დღეები შემოსვლას და წერას ხომ საერთოდ (( გელოდები .
მარად შენი ალისა : D ❤❤❤

Tamta Kurtskhalidze
ძალიაან მაგარია❤️

უდიდესი მადლობა! ❤

 


№25 სტუმარი Ana

Dzalian dzalian magaria magram am "mitom"s gadaechvie raa???? Vitom aris swori forma.

 


№26  offline ახალბედა მწერალი Alice76

Ana
Dzalian dzalian magaria magram am "mitom"s gadaechvie raa???? Vitom aris swori forma.

ვაიმეე :D ბევრ ცუდ ჩვევას გადავეჩვიე ამგვარი კომენტარების წყალობით. ხომ ვიცი,როგორია სწორი,მაგრამ სანამ ასე არ შეწუხდება ხალხი,ყურადღებას არ ვაქცევ. გავითვალისწინებ აუცილებლად ♡

 


№27 სტუმარი Ana

Alice76
Ana
Dzalian dzalian magaria magram am "mitom"s gadaechvie raa???? Vitom aris swori forma.

ვაიმეე :D ბევრ ცუდ ჩვევას გადავეჩვიე ამგვარი კომენტარების წყალობით. ხომ ვიცი,როგორია სწორი,მაგრამ სანამ ასე არ შეწუხდება ხალხი,ყურადღებას არ ვაქცევ. გავითვალისწინებ აუცილებლად ♡

Jigari xar :dddd

 


№28  offline წევრი mariam m.k

Es drakonebis deda magari iyo "jadoqaro mweralo" sasiamovno easakitxia idumali rogorc yoveltvis tan amoucnobi tan amocnobadi magram rodesac xvdebi rom siujeti ese ganvitardeba sapirispirod vitardeba ai es momwons shenshi "jadoqaro mweralo" yvelaze metad. Gansxvavebuli xar am sakitxshi...

 


№29 სტუმარი სტუმარი ალისა

mariam m.k
Es drakonebis deda magari iyo "jadoqaro mweralo" sasiamovno easakitxia idumali rogorc yoveltvis tan amoucnobi tan amocnobadi magram rodesac xvdebi rom siujeti ese ganvitardeba sapirispirod vitardeba ai es momwons shenshi "jadoqaro mweralo" yvelaze metad. Gansxvavebuli xar am sakitxshi...

ისევ და ისევ უზომოდ მადლიერი ვარ ასეთი შეფასებისთვის♡♡♡

 


№30  offline წევრი Barbare ❤

rogorc ki daiwye em istoriis atvirtva im dgidanve mindoda damewyo kitxva, magram tavzesayrelad konspeqtebis shemyure verefrit movaxerxe.. ???? magram dadga nanatri shabat-kvira da chavujeqii.. rogorc yoveltvis sashinlad chamtrevia, gulis amatrtolebeli, mistiuri da sityvebi ar myofniis.. ❤️ wavedi shemdeg tavs chavujde torem vegar vudzleb ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent