შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ავტორის მომაკვდავი ამბავი (თავი2)


24-10-2018, 11:49
ავტორი moxetiale
ნანახია 935

თავი2 - მე დენი და ათასი სისულელე
„ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეგიძლია რეალურია“ -ვინსენტ ვან გოგი
ალბათ ირონიულად მოგეჩვენათ ამ თავის იმ მხატვრის სიტყვებით დაწყება რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა არა ?! იცოდით რომ ან გოგოს თავი სულაც არ მოუკლავს ?! ჰო ჰო არ მოგესმათ ის უბრალოდ მოკლეს. ერთმა თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე სულელმა მოკლა და ნეტავ როგორ გაუძლო იმ შეგრძნებას რომ მის ხელებზე ასეთი ადამიანის სიხლი იყო. ადამიანის რომელიც ქმნიდა იმას რასაც სხევბისთვის სმშვიდის მოტანა შეეძლო და ნუთუ თქვენ არ გგვრით სულიერ სიმშიდებს მისი ვარსკლაებიანი ღამის გახსენება ან ნუთუ სიხარულით არ გავსებთ მისი მზესუმზირები და აი სადღაც იყო ადამიანი რომელმაც იცოდა,რომმის გამო მსგასი არც ერთი შედევრი აღარ შეიქმნდებოდა, რატომ?! იმიტომ რომ მან ვინსენტი მოკლა. ნუ ეს ჩვენთან არაფერ კავშირშია და მაინც თუ თქვენც ჩემსავიტგიყათ ვინსენტი შეგიძლიათ ნახოთ ფილმი „სიყვარულით ვინსენტი“ ახლა კი დაუბრუნდეთ ჩემს ამბავს. ვან გოგის მსგავსი გენია რა თქმა უნდა ვერასოდეს გახდებოდი მაგრამ იყო ჩემში რაღაც რაც ხატვას მაიძულებდა და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ზოგჯერ ეს გრძნობა იმდენად ძლიერი იყო ვერც კი ვუმკლავდებოდი. მახსოვს რუსულის მასწალებელმა გაკვეთილიდანაც კი გამაგდო რადგან მერხზე ბარტ სიმსონს ვხატავდი გაკეთილზე თუმცა გაკეთლის დასრულების შემდეგ დერეფანში მითხრა „ კარგად გამოგდის“ და წავიდა. რომ არა ჩემი სიყვარული ხატვისადმი ალბათ დენის ვერგავიცნობდი. ერთხელ კალათბურთის თამაშის ყურების დროს ჩემი ნახატების ალბომი დამივარდა და მან აიღო. ჰო რა ბანალურია არა ?! მეც ასე ვფიქრობ. მან ალბომი აიღო და გადაშალა. იმ დღესვე მისგან მეგობრობის შეთააზება მივიღე. ჰო ყველაფერი ასე მარტივად და უბრალოდ დაიწყო. რომ მცოდნოდა რამდენ რამეს შეცვლიდა ამ შეთავაზებაზე დასტური არც კი ვიცი ოდესმე დავეთანხმებოდი თუ არა მას. მაგრამ რაც მოხდა მოხდა, ამას უკვე ვერ შევცვლი და სწორედ ამ დღეს დაიწყო ჩვენი მეობრობა რომელიც 5თვე გაგრძელდა. საუკეთესო მეგობრები, უახლოსი მეგობრები გავხდით და ნელ-ნელა ისე რომ მეც კი ვერ ვამჩვენვდი შეწყვიტე ბიჭივით მოქცევა. რატომ ?! უბრალო დენის გამო, ის ხომ ასე თბილად მთხოდა შეცვლას და მეც შევიცვალე. შევწყვიტე ბჭებთან თამაში მათი ცემა, მეტიც ყველას ჩამოვშორდი რის გამოც ჩემი ერთადერთი გოგო მეგობარი გიჟდებოდა. ის ყოველთვის მიმეოებდა რომ დენი არ მოსწონდა და რაღაც ცუდი მოხდებოდა. მე კი არ ვუსმენდი რადგან არავინ იყო ისეთი ვისაც დენიზე მეტად ვენდობოდი. იმ ხუთი თვის მანძილზე ბევრჯერ გვიკამათია ბევრჯერ გაბრაზებულა ჩემზე მეც ბერი ამ მწყენია მაგრამ ყოველთვის ვრიგდებოდით. ეს რაღაც უხილავი კაშირის მსგავსი იყო. დაახლოებით ისეთი ორი მაგნიტი ერთმანეთს რომ მოაშორო მაგრამ მოულოდნელად ხელი გაუშვა, ისინი ისევ ეთმანეთს მიეკრობიან , სწორედ ასე ვიყავით ჩვენც. გამოხტებოდა ვინმე მისი შეყვარებული და დაიწყებდა ჩემზე წუწუნს მე ამის გამო დენის ვუბრაზდებოდი და ასე დაუსრულებლად. თუმცა ყველაფერი შეიცვალა იმის შემდეგ რაც 2014წელს 4 სექტემბერს არ დამირეკა და მითხრა „ რაღაც უნდა გითხრა, ამის ასე გაკეთება არ მიინდოდა მაგრამ მგონია რამე ისევ ხელს შემიშლის, მინდა რომ ახლა დაჯდე და დამშვიდდე, ვიცი ისტერიკა ხარ მაგრამ მინდა მშვიდად იყო, ვიცი მეგობრები ვართ, მაგრამ იცი შენი ამ ხასიათის მიღმა გოგოა და იცი მე ის ძალიანაც მომწონს, მიყვარხარ და ამის დამალვა აღარ მინდა, მეშინოდა რომ გაბრაზდებოდი მაგრამ გიცნობ და ვიცი თუ შენ არ გიყვარვარ ამისგამო მეგობრობაზე უარს არ მეტყვი ამიტომ მინდა იცოდე რომ მე შენ მიყვარხარ“
ჰო დღეს ამ სიტყვებს ნამდვილად არ დავიჯერებდი მაგრამ მაშინ 13წლის ბავში ვიყავი და იმ მომენტში ესრომ გავიგე მეგონა ჩემს მუცლიდან ღამურების მთელი გუნდი ერთად ცდილობდა თავის დაღწევას.რამდენიმე დღეში გადავწყვიტე რომ დენი მეც მიყვარდა და ასე აღმოვჩნდით მეგობრებიდან შეყვარებულები. სკოლაში პარალელურ კლასებში ვიყავით და ერთმანეთის ნახა პრობლემა ნამდილად არ იყო, ყოველ დილით ჩემს კასში ამოდიოდა და იქ მხვდებოდა. ერთხელ სახლიდანაც კი გამოიპარა წვიმაში სიცხიანი მარტო იმიტომ რომ ვენახე. ხო ეს არც ისე რომანტიულად მეჩვენება ახლა მაგრამ მაშინ ყველაფერი ვარდისფერიიყო. მოკლედ ასე თბილი და ტკბილი ურთიერთობა 21 დღე გაგრძელდა. 26სექტემბერს სკოლის დირექტორა დედაჩემს დაურეკა და იმისგამო რომ შეყვარბეულიმყავდა ერთი ისტერიკა ატეხა დედაჩემიც რა თქმა უნდა გაბრაზდა და დენისთნ ურთიერთობა ამიკრძალა. ახლაც კი მიკვირს როგორ გადავიტანე მაშინ მისი დაკარგვა. როგორ შემეძლო დერეფანში დამენახა და არ მოვმკვდარიყავი თუმცა ადამიანი ხომ ისეთი ურჩხულია ყველაფერს აიტანს და მეც ისე გავუძელი მისი დანახვისას ოდნავ სითბოსაც კი ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ ერთი რამ იყო რაც სუნთქვას მიკრადა ეს იყო ორი სიმღერა რომელიც მის თავს მახსენებდა და თქვენც მიხვდებით მათ უბრალოდ აღარ ვუსმენდი. ურთიერთობა დამთავრდა. ახალი შეყვარბეული გაიჩინა და არც მე ჩამოვრჩი თუმცა ვაი იმ შეყვარებულს მე რომ მყადა საწყალი ბიჭი ერთხელ ჩამეხუტა და მაშინაც თავი ცხვიში ჩავარტყი რომ გავეშვი, ისე კი ძალიან კარგი იყო დღემდე ვმეგობრობ მასთან. მოკლედ ათი თვე გავიდა რაც მე და დენიმ ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტეთ. თუმცა როგორც არსტოტელემ თქვა „ ღმერთსაც უყვარს ხუმრობა“ ამ შემტხვევაში კი ეს შავი იუმორი იყო. ჩემი მეგობრის გამო ისე მოხდა რომ ხშირადმომიწია დენის ნახვა. ჰო ათი თვის შემდეგ ასე გამოვიდა რომ ერთმანეთს ისევ შევხვდით და ბოლოსდაბოლოს მტრები ხომ არ ვიყავით ერთმანეთთანაც ვლაპარაკობდით. ერთ დღეს უბრალოდ გამოაცხადა რომ შეყვარბეულს უნდა დაშორებოდა. იმ დღესვე ის გოგო ქუჩაში ისეთი გამწარებული სახით შემხვდა კითხვა არ ჭირდებოდა მართლა გააკეთა თუ არა, მეორე დღეს კი შემ კლასში დენი შმეოვარდა ხელი ჩამალო და გამათრია თან გაუჩერებლად ყვებოდა რატომ და როგორ დაშორდა. აზრზეც კი ვერ მოვდიოდი ამას მე რატომ მიყვებოდა მაგრამ ჩვენ ხომ თვეების წინ უახლოესი მეგობრები ვიყაით და ალბათ ამიტომ. ჰოდა რამდენიმე დღეში ისევ გამომიზავნა მეგობრობბის შეთავაზება. სასაცილოა ხო ?! აბა მე მკითხეთ. ბევრი ვილაპარაკეთ თუ ცოტა თემას ისე ჩვენი ურთიერთობა მოყვა და ძველი ამბები გაიხსენა. მთხოვა როცა ვნახავდი ერთხელ მაინც ჩავხუტებოდი. უარი მიიღო, ვუთხარი რომ არმინდოდა რადგან ყელაფერი თავიდან დაიყუებოდა. „აუ დაიწყოს რა“ მისი ეს სიტყვები და ჩემი თვალებიდან წამოსული ცრემლების შადრევანი ერთი იყო ვუთხარირო ისევ მიყვარდა. მეორე დღეს ერთსაათიანი უსიტყვო ჯდომისშემდეგ ჩავეხუტე და ჰო ყველაფერი თავიდან დაიწყო . მაგრამ ნეტა ისევ ისე ყოფილიყო. ყველაფერიისე რთული გახდა... სულ ღალატი სულ სხვა გოგოები.... სულ ერთი თავის მართლება რომ ისინი არ უყვარდა.... მოკლედ ასე გაგრზედა დიდხანს... ის იყო პირველი ბიჭი ვისაც ვაკოცე. პირველად მასთან ერთად გავსინჯე სიგარეტი და მინდა ახლა მაინც გაიგოს დედაჩემმა რომ გასინჯვის მერე ისე მიკრზალავდა თავი მონა მეგონა. მოკლედ ის იყო ადამიანი ვინც უბრალოდ შემცვალა. ჰო პატარა ქაჯი გოგოდ გადააქცია. გაგიკვირდებათ და საკმაოდ კარგი გოგო დავდექი. მაგრამ ეს კიდევ სხვა ამბავია მე როგორი გავხდი დენის ამბავი არდამთავრებულა. მოკლედ თვეები ისე სწრაფად გავიდა რომ ვერც კი ვამჩნევდი როგორ მოვიდა ზაფხული და ჩვენც სხვადასხვა ქალაქში ამოვყავით თავი. დაიწყო გაუთავებელი ჩხუბი... „ ალბათ იმის ბრალია რომ ასე შორს ხარ ხო ? ალბათ რომ ჩამოხვალ გამოსწორდება“ სიტყვები რომელმაც პირველად მაგრძნობინა დასარულის მოახლოვება და ასეც მოხდა 23 სექტემბერს დაშორდით.... ამას მოყვა დიდი ნერვიულობა.... რომელსაც ნამდვად ვერ გადაიტანდი რომ არა ტაი და მეგანი. ჩემი ორი დაქალი. ისინი რომ არა არც კი ვიცი როგორ გავულებდი. 26სექტემბერს კი გავიცანი საიმონი. ჰო მართალი აღმოჩნდა ცხოვრება რასაც გართმევს ორ იმდენს გიბრუნებსო. ცხოვრებაში ამაში მანც გამიმართლა. დენის დაკარგვვა იმდენად რთული იყო აღწერა დღემდე მიჭირს. ალბათ იმისთვის რომ გამიგოთ ერთდ უნდა დაკარგოთ საუკეთესო მეგობარი და ადამიანი რომელიც 3წელი გიყვარდათ. და აი მე ისინი დაკარგე. რატომ ?! სხვა გოგოს გამო... ჰო ასეც ხდება შეიძლება იცოდე რომ გერდით გყავს ადამიანი რომელზე მეტადაც ვერავის ეყვარები და მთელი სამყაროს წინააღმდეგ მიდის შენი სიყვარულის გამო და შენ ის მაინც მიატოვო. მაგრამ მადლობა დენი. შენ რომ ასე არ მოქცეულიყავი ბერი რამე არ იქნებოდა ისე როგორც შემდეგში იყო .... და იცი გული მტკივა. იცი რატომ ?! იმიტომ რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ მთელი ჩემი შენდამი სიყარულის და ტკივილის ჩატევა ერთ საცოდავ თავში მოვახერხე და უარსი ის არის რომ ვიცი ამის მეტი სიტყვაც კი აღარ მაქვს შენზე სხვა ამბავში სათქმელი. თუმცა ასეც ხდება. საყვარელო შენამაზე არ იფიქრო კიდევ ბევრი ადამიანია რომელებიც დავკარგე. არ მოიწყინო დასასრული ჯერ მხოლოდ დაიწყო. ახლა კი მოდი სხვებზე გადავიდეთ. ვიზე ?! მოდი ნინა ტაი და მეგანი ავიღოთ. ჰო მოდი შემდეგი თავი მათზე იყოს. ოო არა საყვარელო ვიცი სააიმონზე მოსმენა გინდა. თუმცა ეს ჯერ მოსაყოლი ამბავი არ არის. ჯერ ადრეა თუმცა გპირდები აუცილებლად გაიგებ მასზე ყველაფერს. თუმცა ჯერ ჩემიმ ცხოვრების გიგანტური ფაზლის სხვა ნაწილები უნდა ამოიცნო. ჯერ ცა უნდა ააწყო რომ მიხვდე სად უნდა ჩასვა მზის გამოსახულება. ამით კი დენის ჩემი ცხოვრებიდან და ამ წიგნიდან სამუდამოდ დავემშიდობოთ და ბედნიერება ვუსურვოთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent