შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (8 თავი)


24-10-2018, 12:23
ავტორი naattii
ნანახია 2 208

-ახლა სად მივდივართ?_რამდენიმე წუთში ისევ ნანომ დაარღვია დუმილი.
-კიდევ ერთი ბინა მეგულება, ნუ ბინა იმ მოცუცქნული ოთახისთვის ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ სამაგიეროდ ერთი დიდი პლიუსი აქვს, გენერალმა არ იცის._ზემოდან დახედა გოგოს და თითქოს ახლა გააცნობიერა, რომ ჯერ კიდევ ჩაკიდებული ხელით მოყავდა. არ უნდოდა შეემჩნია რამე, ამიტომ ორი წლის ბავშვივით ცივად არ გაუშვია, თავი მოაჩვენა თითქოს მეორე ხელი ექავებოდა და ისე გაუშვა. არც ნანომ შეიმჩნია როგორ შესცივდა მარტო დარჩენილ ხელს.

დაახლოებით 20 წუთის სიარულის შემდეგ ერთ-ერთ საცხოვრებელში შეიყვანა ანდრიამ, იქვე გვერდით ააკრა კედელზე და პირზე ხელ აფარებულს ტუჩებთან მიტანილი თითით ანიშნა ჩუმადო. გაყურსული იდგა ნანო კაცის მკლავებში და ხვდებოდა როგორ წვავდა მისი ნებისმიერი შეხება, ღმერთოო, ეს კაცი უნდოდა, აქვე და ახლავე, თვალები დახუჭა ყურადღება რომ მოეკრიბა, ისიც კი გვიან შენიშნა რომ მოყვებოდნენ, თუმცა აინტერესებდა ანდრია თუ შეამჩნევდა და არც უთქვამს რამე.
ანდრიამ დაინახა მდევარმა როგორ ჩაიწერა აღნიშნული მისამართი და იქაურობას გაეცალა, სამაგიეროდ ახლა დახედა ნანოს რომ ეთქვა მორჩაო და მისი სახე პირდაპირ გოგოს ტუჩებთან ამოჩნდა. სუნი სახეში ცემდა და გეგონებოდათ ერთმანეთზე არიან აკრულებიო, თუმცა ასეც იყო.
-წავედით_უკან დაიხია ანდრიამ და გოგო ისევ ხელ ჩავლებული გაიყვანა გარეთ.

-ასე ნუ გარბიხარ იდიოტო_ცოფებს ყრიდა ნათია და ძლივს ეწეოდა ლამის გაქცეულ ბიჭს.
-სასეირნოდ უფრო კარგ დროს და ადგილს ავარჩევ_თვალი ჩაუკრა უკან მოტრიალებულმა ბიჭმა და ხელი ჩაავლო გვერდით რომ ამოეყენებინა.
-იოცნებე_სახეზე წამოაწითლა ნათიას და ჯაბაც უცებ შედგა.
-ხომ იცი, რომ ოცნება არ მიყვარს_თბილად გაუღიმა ბიჭმა და ნაზად დაწვდა ნათიას ტუჩებს. მთელი გრძნობით კოცნიდა და მალევე დაავიწყა გოგოს, რომ ამ წუთას ომში იყვნენ, ცხელ წერტილში და შეიძლება წამში დაეხოცათ ორივე.
-მაინც იდიოტი ხარ_გაუღიმა ოდნავ ჩამოცლილმა გოგომ.
-შენ იკითხე იდიოტი რომ გიყვარს_თვალი ჩაუკრა ბიჭმა და ახითხითებული გოგო სწრაფად გააქანა თავშესაფრისკენ.


-კომფორტულად მოეწყვე, ნუ როგორც შეძლებ_დამტვერილ და არეულ მოცუცქნულ ბინას მოავლო თვალი ანდრიამ.
-მთავარია გამოვასწარით_მაცივარს მიადგა ნანო -და რატომ მეგონა წყალი იქნებოდა?
-კრანის გააცივე-ტელეფონში ჩამძვრალმა ამოსძახა ანდრიამ და დასარეკად მოემზადა, ახლა მთავარი იყო დანარჩენებსაც მიეღწიათ თავიანთ თავშესაფრამდე.
-ყიფიანი და ყიფშიძე ადგილზეა_დახვდა პირველი შეტყობინება.
ორ წუთში ჯაბასგანაც მიიღო და შვებით ამოისუნთქა
-ბერიძე კერესელიძე არ შეაწუხოთ_სიცილის სმაილით წერდა ჯაბა და ყველა მიხვდა რა ხდებოდა. ბიჭს მთელი წელი გულშემატკივრობდნენ თქმა რომ გაებედა და აი როგორც იქნა ეს დღეც დადგა.
-რაზე იღიმები?_ ნანო მოუახლოვდა უკნიდან და წამში წამოენთო კაცი მის შეხებაზე.
-არაფერი, როგორც ჩანს ნათიამ და ჯაბამ საშველი დაგვაყენეს. მე...... ამ მე გადავივლებ_არეული თვალებით დახედა ზემოდან გოგოს და ორმაგად წამოახურა საპასუხოდაც იგივე მზერა რომ მიიღო.
შეძლებისდაგვარად სწრაფად გაეცალა გოგოს და ვანაში ცივი წყალი მოუშვა, იმედია გააგრილებდა.
უკვე გარეთ გამოსასვლელად გამზადებულს დაკრა თავში, რომ გამოსაცვლელი არაფერი ქონდა. ჯანდაბას შარვალს ამოიცმევდა, მაგრამ ამ ოფლით გაწუწულ მაიკას რაღა ჩააცმევდა? ხომ უნდა გაერეცხა? ჯანდაბას რაც იქნება იქნება, წელს ზემოთ შიშველმა გამოაღო კარი და დივანზე ჩამომჯდარ ნანოს გაუსწორა თვალი
-ჩააცივე წყალი?
პირთან მიტანილი ჭიქა ლამის ხელიდან გაუვარდა ნანოს, ოდნავ ჩახველება მოუწია აზრზე მოსასვლელად, ხორბლისფერი გახდომოდა ანდრიას ნავარჯიშები სხეული, კუნთები ამოვარდნას ცდილობდნენ და ახლა უკვე თითოეულ მიხვრა-მოხვრაში ეტყობოდა კაცს სიძლიერე. მუცლის პრესიდან ააყოლა ნელნელა მზერა, კარგად დაკუნთულ მკერდზე ნერწყვი გადაეყლაპა და წინ ოდნავ გამოწეულ ირონიულად დაბრეცილ ტუებზე წყლის ჭიქა უკვე მაგიდაზე დადგა.
-ეს დალიე, გაგრილება მეც არ მაწყენდა._ბიჭზე შეუხედავად დააპირა წყლის შესასხმელად შესვლა უკვე გვერდით ჩავლილს ანდრიამ ხელი რომ სტაცა, ძირს დააგდო და ზემოდან დააწვა.
-რა ჯანდაბას....
-ჩუ_სწრაფად ააფარა პირზე ხელი და ფანჯრებისკენ გაიხედა, რამდენიმე სამხედრო პირმა ბინას ჩაუარეს, ფანჯრებშიც დააპირეს შემოხედვა, მაგრამ დამტვერილ პატარა სოროზე ეჭვიც არ მიუღიათ ისე ჩაუარეს გვერდი.
-შენი ერთი ორგანო რაღაცას ცდილობს_ჩაიფხუკუნა ნანომ.
-ჩემ ორგანოს თავი დაანებე_შეუხედავად ჩაილაპარაკა ანდრიამ, ვითომ ვერ ხვდებოდა რაც ხდებოდა.
-მგონი რაღაცის სურვილი აქვს.
-ხოო? ნუთუ ისეთივე სურვილი როგორიც შენს ხელებს?_თავის წელზე შემოხვეულ ხელებს დახედა კაცმა.
-როგორც ჩანს_უკვე არეულმა ამოილაპარაკა ნანომ და თავად გამოიჩინა ინიციატივა პირველი ნაბიჯი გადაედგა. ქვემოდან აწეული მიწვდა ბიჭის ტუჩებს და ვეღარც ანდრიამ შეიკავა თავი, მოწყურებულივით ხდიდა ტანსაცმელს და საერთოდ არ იჩენდა სინაზეს, ეს არც ნანოს ნდომებია.
-იატაკი ბინძურია_ძლივს ამოთქვა კოცნებს შორის.
-ჯანდაბა, დივანიც, კარგი სადღაც პლედია_ხელი მოაფათურა ანდრიამ და ცალი ხელით ეცადა გადაეფინა. არ დასცალდა, მაშინვე ზედ დავარდნენ და ბოლომდე მისცეს თავიანთ სურვილებს გასაქანი.


-როგორ თუ კვალი დაკარგეთ? ისინი მხოლოდ ხუთნი არიან და თქვენ მთელი რაზმი, არაფრის გამკეთებლების რაზმი, ისინი სამშობლოს ემუქრებიან როგორ არ გესმით, თქვენ კი გაგვექცაო ამბობთ._გამწარებულმა დაახეთქა გენერალმა ტელეფონი მაგიდაზე.
უნდა ეპოვათ, დაიღუპებოდა, გაბრიელის გამოჩენა და ალაპარაკება მისი კარიერის დასასრულს ნიშნავდა, მაინც რამდენი სიცოცხლე აქვს ამ ბიჭს? ჯანდაბა, არ უნდა აეფეთქებინა ის ადგილები, ხომ იცოდა რითიც დასრულდებოდა ეს ყველაფერი? არა, მაინც თავისი გაიტანა, ამდენი ადამიანი ამოხოცა და დავიწყების უფლებასაც არ აძლევენ.
-გიორგი_დაუკაკუნებლად შემოაღო კარები გიამ. -აბა? არის რამე ახალი?
-რადგან თავად მესტუმრე გამოდის შენც კარგად აგეწვა ერთი ადგილი.
-ზედმეტი საუბარი საჭირო არ არის, უბრალოდ თქვი რა ხდება.
-ხომ გითხარი ისინი ჩემი საუკეთესო ჯარისკაცები არიან, გაიქცნენ და მათ სამალავს ახლა ღმერთიც ვერ მიაგნებს, ანდრიას ვიცნობ, ვიცი როგორც მოქმედებს, ახლა ჯგუფთან ერთად სადღაცაა შემალული და შემდეგ ნაბიჯებს საზღვრავს.
-ხოდა ჩვენც იგივე გავაკეთოთ, რა გადაწყვიტე, იშორებ?
-ვიშორებ_ნაღვლიანმა დაუკრა თავი მინისტრის მოადგილეს და ტელეფონზე ნომერი თავიდან აკრიბა.


ჩაძინებოდა ანდრიას. დივნის თავზე შემოსკუპულიყო ნანო და მობილურს ათამაშებდა ხელში. კაცს დაყურებდა და ვერც აშორებდა მზერას. იქნებ ის სხვანაირია? იქნებ აზრი შეიცვალოს? იქნებ მან აიძულოს აზრის შეცვლა? არააა, ყველა გენერლის გამოგზავნილი ერთნაირია, რაც არ უნდა მოხდეს ასე იქნება, ეს უბრალო ვნება იყო, რომელიც უკვე მორჩა და აღარც განმეორდება. მაშინვე უკან წაიღო სიტყვები გაღვიძებული ანდრიას ანთებული მზერა რომ დაინახა, ჯანდაბა, რას უშვებოდა ეს ბიჭი. ჩუმად ჩააცურა მობილური დივანში და შიშველი სხეულის ნაზი მოძრაობით წავიდა კაცისკენ.
-დღეს საქმე არაფერი გვაქვს_ვნებიანად ააყოლა ანდრიამ ქალის სხეულს თვალი და მკერდის თავიდან ბარძაყამდე თითების ფერებით დაუსვა ხელი.
-რამე იდეა გაქვს რითი გავერთოდ?_სახეს თავისი სახე მიუახლოვა ნანომ.
-ნუ, კი მაქვს ერთი ორი _ხელის მარტივი მოძრაობით მოიქცია ზემოდან ქალი და ზურგზე დამჩნეულ როზგისგან დატოვებულ ნაიარევებს ააყოლა თითები -არ მეგონა იმხელა ტრავმის შემდეგ ასე იოლად თუ შეძლებდი.
-რაზე ამბობ? რადგან გამაუპატიურეს და დამცინოდნენ, გეგონა კაცს არ მივიკარებდი?
-ნუ დაახლოებით.
-არ ვიტენი ტვინს უაზრო აზრებით, საჭიროც საკმაოდ ბევრია, შენ კი სწორედ ისეთი პირველი მამაკაცი ხარ ჩემთვის როგორც სხვებისთვის._ისევ დაიხარა კაცის ტუჩებისკენ და მოწოლილ ვნებას გავრცობის უფლება მისცა.

-ახლა რა მოხდება?_უკვე ჩამცხრალმა ახედა კაცს და თითების თამაში არ შეუწყვეტია მუცელზე.
-თუ თითებს არ გააჩერებ ხვდები რაც მოხდება_გაეცინა კაცს, -აი საქმეს რაც შეეხება, დღეს მშვიდად გავჩერდები და ხვალ აბდულს თუ გაბრიელს ვნახავ ვინცაა.
-რატომ?
-მინდა ყველაფერი ვიცოდე რაც მოხდა.
-და დაუჯერებ?
-ვნახოთ რას მოყვება, 18 წლიდან სისტემაში ვმუშაობ, მივხვდები თუ მომატყუებს_გოგოს დახედა და წამიერად შეცბა მის თვალებში იმდენად ცივი გამომეტყველება ამოიკითხა.
უკვე ჩაცმულები ისხდნენ დივანზე და საჭმლისთვის მენიუს ადგენდნენ კარზე დაკაკუნება რომ გაიგონეს. მაშინვე წამოდგა ანდრია და უკან იარაღ მომარჯვებულმა გამოაღო კარი. ის იყო სტუმრისთვის უნდა ეთავაზებინა ზღურბლთან მომღიმარი გაბრიელი რომ დაინახა.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ?_წარბები აუთამაშა მოქუფრულ კაცს და უკითხავად შეაჭრა ოთახში.

---------------------------------

იმედია ძალიანაც არ დაეტყობა ჩემი უხასიათობა ამ თავს...
თქვენ კი საერთოდ აღარ აქტიურობთ :(



გაბრიელი მაჩუქეთ რაააა, ,❤

 


№2  offline მოდერი naattii

ელენე ქობელაშვილი
გაბრიელი მაჩუქეთ რაააა, ,❤

გამოვუძებნი შენს სეხნიას ❤️

 


№3  offline წევრი Elea_Nora

ოღონდაც შენ გააგრძელე და ყველა თავზე დაგიკომენტარებ შვიდჯერ. ახლა შევამჩნიე ეს ისტორია და მივაყოლე შენი ყველა ისტორიაც და აღფრთოვანებული დავრჩი. აქამდე სად ვიყავი ნეტა შენ ისტორიება რომ არ ვიცნობდი. გააგრძელე რა მინდა ყველაფერი გავიგოო. არაჩვეულებრივი ხარ.
გელოდები...

 


№4  offline მოდერი naattii

Elea_Nora
ოღონდაც შენ გააგრძელე და ყველა თავზე დაგიკომენტარებ შვიდჯერ. ახლა შევამჩნიე ეს ისტორია და მივაყოლე შენი ყველა ისტორიაც და აღფრთოვანებული დავრჩი. აქამდე სად ვიყავი ნეტა შენ ისტორიება რომ არ ვიცნობდი. გააგრძელე რა მინდა ყველაფერი გავიგოო. არაჩვეულებრივი ხარ.
გელოდები...

ვაი... უღრმესი მადლობა, უზომოდ გამახარე ❤️

 


№5 სტუმარი დიკო

ყოველი მომდევნო თავი უკეთესი და უკეთესიააა ???? მხურვალე თავი კი გამოგივოდაა მაგრამ სერიალის მსგავსად საინტერესოზე შეწყდა ????????(მესერიალე არ გეგონოთ)
ველიდებიი ხვაალ ????
ამ საიტზე ჩემი ერთ ერთი ფავორიტი მწერალი ხარ❤️❤️

 


№6 სტუმარი Natia

Nati saocreba xar rogor miyvars yvela sheni istoria❤️

 


№7 სტუმარი ზინიკო

ოოო ძალიან საინტერესოაა.. კარგი ისტორიები გაქვს ჩემო კარგო,მგონი ყველა წაკითხული მაქვს.. კომენტარების წერა არ მიყვარს ხოლმე,იცოდე რომ ვკითხულობ და ველოდები ხოლმე ახალი თავის დადებას სულმოუთქმელად..

 


№8 სტუმარი ნათია41

ამ დროს რომ კომწნტარს დაწერ ადამიანი ნორმალური არ უნდა იყო. მაგრამ დელირიუმმა ჩამითრია და და ჩავათავეეე შემოვედი ეხლა და რას ვხედავ?სამიზნე მზადაა' დ.
ჩემო კარგო ცუდ ხასიათზე თუ შენ ესე წერ .. როგორ გითხრა სულ ცუდ ხასიათზე იყავითქო,ნამუსიც კაი საქონელიაო:დ
რა ვნება გააჩაღეს ამ არანორმალურებმა გარეთ შეიარაღებული ხალხი ეძებენ და ამათ მოუნდათ ხვევნაკოცნამტლაშამტლუში. მაგრამ თან როგორ მიყვარს . აი დელირიუმიდან დაგრუზულისთვის ნამდვილი ოაზისი დამახვედრე და მადლობ.❤ა ასე რომ მედები მალამოდ გულზე

 


№9  offline წევრი skida

ამ დილას დავიწყე ეს ისტორია ისეთი მაგარი იყო ერთ საათში წავიკითხე
ნიჭი გაქვს დაო და აბა შენ იცი

 


№10  offline მოდერი naattii

დიკო
ყოველი მომდევნო თავი უკეთესი და უკეთესიააა ???? მხურვალე თავი კი გამოგივოდაა მაგრამ სერიალის მსგავსად საინტერესოზე შეწყდა ????????(მესერიალე არ გეგონოთ)
ველიდებიი ხვაალ ????
ამ საიტზე ჩემი ერთ ერთი ფავორიტი მწერალი ხარ❤️❤️

საინტერესოზე თუარ გავწყვიტე ინტრიგა სადღა იქნება :D

Natia
Nati saocreba xar rogor miyvars yvela sheni istoria❤️

როგორი დიდი მადლობაა ❤️

ზინიკო
ოოო ძალიან საინტერესოაა.. კარგი ისტორიები გაქვს ჩემო კარგო,მგონი ყველა წაკითხული მაქვს.. კომენტარების წერა არ მიყვარს ხოლმე,იცოდე რომ ვკითხულობ და ველოდები ხოლმე ახალი თავის დადებას სულმოუთქმელად..

ძალიან დიდი მადლობა ❤️

ნათია41
ამ დროს რომ კომწნტარს დაწერ ადამიანი ნორმალური არ უნდა იყო. მაგრამ დელირიუმმა ჩამითრია და და ჩავათავეეე შემოვედი ეხლა და რას ვხედავ?სამიზნე მზადაა' დ.
ჩემო კარგო ცუდ ხასიათზე თუ შენ ესე წერ .. როგორ გითხრა სულ ცუდ ხასიათზე იყავითქო,ნამუსიც კაი საქონელიაო:დ
რა ვნება გააჩაღეს ამ არანორმალურებმა გარეთ შეიარაღებული ხალხი ეძებენ და ამათ მოუნდათ ხვევნაკოცნამტლაშამტლუში. მაგრამ თან როგორ მიყვარს . აი დელირიუმიდან დაგრუზულისთვის ნამდვილი ოაზისი დამახვედრე და მადლობ.❤ა ასე რომ მედები მალამოდ გულზე

დელირიუმი რომ წავიკითხე სამი დღე შოკიდან ვერ გამოვედი

skida
ამ დილას დავიწყე ეს ისტორია ისეთი მაგარი იყო ერთ საათში წავიკითხე
ნიჭი გაქვს დაო და აბა შენ იცი

უღრმესი მადლობა ❤️

 


№11  offline წევრი nini :)

აუ რას მალავს ეს ნანო რაააა..... დავიღალე უკვეეე.... მალე მინდა გავიგოოო..... და მგონია რომ გაბრიელი თუ აბდული და ანდრეა გაუგებენ ერთმანეთს..... ხო არაფერი ვიცი აბდულ-გაბრიელზე ბევრი მაგრამ რაღაცნაირად უკვე მიყვარს ეგ ადამიანიიიი.... და ნანოს მიმართ უნდობლობა მაქვს....
რაც მთავატია მე მომეწონაააა ეს თავიიიი ❤❤

 


№12  offline მოდერი naattii

nini :)
აუ რას მალავს ეს ნანო რაააა..... დავიღალე უკვეეე.... მალე მინდა გავიგოოო..... და მგონია რომ გაბრიელი თუ აბდული და ანდრეა გაუგებენ ერთმანეთს..... ხო არაფერი ვიცი აბდულ-გაბრიელზე ბევრი მაგრამ რაღაცნაირად უკვე მიყვარს ეგ ადამიანიიიი.... და ნანოს მიმართ უნდობლობა მაქვს....
რაც მთავატია მე მომეწონაააა ეს თავიიიი ❤❤

ზუსტად ამ წუთას ვწერ ახალ თავს და ყველაფერი გაირკვევა <3

 


№13 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

ეს რეები ხდება ანდრეასა და მისი ჯგუფის თავს კაცო :) აქეთ გენერალი, იქეთ აბდულ-გბრიელი და თავში კიდევ ნანო :) ცალი თვალით ჩამაჭყიტა ახლა შენს ნაწერში და ამათი საიდუმლოებები გამაგებინა რა კარგი იქნებოდა:) პმართალია პატარა თავი იყო, მაგრამ საინტერესო, ველოდები ახალ თავს :* წარმატებები გოგონი :*

 


№14  offline მოდერი naattii

სტუმარი ანა-მარია
ეს რეები ხდება ანდრეასა და მისი ჯგუფის თავს კაცო :) აქეთ გენერალი, იქეთ აბდულ-გბრიელი და თავში კიდევ ნანო :) ცალი თვალით ჩამაჭყიტა ახლა შენს ნაწერში და ამათი საიდუმლოებები გამაგებინა რა კარგი იქნებოდა:) პმართალია პატარა თავი იყო, მაგრამ საინტერესო, ველოდები ახალ თავს :* წარმატებები გოგონი :*

მადლობა დიდი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent