შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი თანაზიარი (თავი 3)


24-10-2018, 13:29
ნანახია 3 042

შუაღამისას, ესემესი მაღვიძებს. ძილბურანიდან სანახევროდ გამოსული ვიქნევ ხელებს და თან გინების თანხლებით ვფიქრდები, ვის მონდომებია ჩემი რისხვა და ვის მოსძულებია თავი.
რატი?! ერთი, ამას უყურეთ, ერთი დღეა, მნახა და უკვე ჩემზე ძალადობს? „აბა, მიდი, პატარავ, საიდანაც გამოჩენილხარ, ახლა ისევ იქითკენ აიღე გეზი და აახვიე!“ - ვიმეორებ გულში და სხვა გვერდზე ვტრიალდები. ესემესის ხმა არ ჩერდება, ერთი, ორი, და ხუთიც კი, მოდის და მოდის.

რა ხდება, ხანძარია ჩემს თავს, თუ რაა, ამის დედაც. ვიღებ ტელეფონს და დავცქერი, მაგრამ ისე მკაწრავს თვალებში რაღაც, თითქოს, ხიჭვები მესობოდეს.

„ხვალ ჩემი დაბ. დღეა... აღვნიშნოთ?!“ - ვკითხულობ პირველს და შემდეგი მოწერილების წაკითხვის სურვილი უკვე აღარ მაქვს. ოჰ, აღმაფრთოვანა ვითომ? რა უტიფრობაა! დამასვენეთ, რა, დამასვენეთ!!
ტელეფონს ხმას ვუთიშავ და მალევე, ღრმა ძილს ვეძლევი.

დილის 11 საათია და მე კი ლოგინიდან ჯერ არ ავმდგარვარ. რა კარგი ამინდია გარეთ. გადაწეულ ფარდებში გავყურებ ცას და ერთ, ალბათ დამშეულ მტრედს ვხედავ მოაჯირზე. აბა, მას წერილსაც არავინ გამოატანდა ჩემთვის და ყველა და ყველაფერიც ხომ, ძირითადად, მხოლოდ მიყენებს. ჰმ. წერილზე გამახსენდა, რა უნდოდა, ერთი, რატის, რა წაეკიდა შუაღამისას.
ვწვდები ტელეფონს და ეკრანზე, მოსულ შეტყობინებაში მხოლოდ ერთი სიტყვა - „გთხოვ“ მეორდება.

მთხოვს, ბიჭი. რას მთხოვ, ხელს? - წარმოვთქვამ და სამზარეულოში გავდივარ, რომ კვერცხი მაინც მოვიხარშო და რძიანი ყავა შევსვა. კარაქს პურზე ვუსვამ და კბილებით ვებღაუჭები. ბუტერბროდი ცოტა მარილიანი მიყვარს. ვაყრი და დიდ ლუკმებად ვჭამ. ტელეფონი რეკავს.
- რატი, რა იყო, გაწუხებს რამე? - ჩავყვირი დიქტოფონში და იქიდან მისი ახლა უკვე არცთუ ისე მამაკაცური, და უფრო ბავშვურიც კი, ხმა ჟღერს:
- ქრისტი, დღეს ჩემი დაბადების დღეა. ძალიან მინდა შენთან ყოფნა. თუ არ მუშაობ, ვიყოთ ერთად.
- რატი, ცოტა ზედმეტიც კია, მგონი. გილოცავ, პირველ რიგში. მიხარია, რომ თურმე ასეთი ლამაზი დღე გქონია, მაგრამ თან ცოტა რომ დავისვენო, აჯობებდა, ხვალ სამსახური მელის წინ, გუშინაც მოვცდი გარკვეულ საქმეს...
- გთხოვ!

ჯანდაბა! მე რა დედა ტერეზა ვარ, თუ? მაგრამ ვფიქრობ, რატი არ მოისვენებს, და მეც, ისე, რა მაქვს მეტი სადარდებელი დღეს? ქმარი მე არ მაწუხებს და - მაზლი... მზეა გარეთ, გაზაფხული აჩქროლებს ადამიანთა გულს და მაინცდამაინც მე უნდა ვეგდო სახლში და ძილში გავიგუდო ან მარტოხელა დედაკაცად ქცეულმა ვუტრიალო ამ ოთახებს და მხოლოდ ვალაგო, ვხვეტო? საკმარისადაა გამოხვეტილი, - დაგვილიც.
- ვიყოთ ერთად. - ვიღებ გადაწყვეტილებას, ვამცნობ რატის და უკვე, წასასვლელადაც კი ვიწყებ მზადებას.
- პირველზე შევხვდეთ, რუსთაველის მეტროსთან.
- კარგი.

დათქმულ დროს ორივე, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე, ვცხადდებით. რატის თვალები ისევე ეშმაკურად უციმციმებს, როგორც ამ ორი დღის წინ.
- ქრისტი, პატარა თხოვნა მაქვს, რაც გამახარებს და შენც ალბათ გაგახარებს. გეტყვი.
- თან პატარა, თან რაც გამახარებს? - ვამბობ ონავარი და ვკისკისებ.
- ყური ორივემ გავიხვრიტოთ.
- რა? რატი? ბოდიში, მაგრამ ეგ რაღაა?
- ყური გავიხვრიტოთ-მეთქი. შენ ერთ ყურზე გაიკეთებ კიდევ ერთ ნახვრეტს, და მეც - ერთზე, რომელიმეზე.
- ყოჩაღ! კარგად მოგიფიქრებია. - ირონიით ვუქებ გადაწყვეტილებას და ერთი ჩასუნთქვა მაკლდება უკან გაბრუნებას, მაგრამ რატი ხელზე ხელს მკიდებს და შემდეგ, მას მკლავზე მაყოლებს.
- ქრისტი... რაღაც ცოტა ორიგინალური მაინც არაა?!
სიტყვა „ორიგინალურის“ ხსენება ჩემში ყოველთვის იწვევს დადებით რეაქციას. მიყვარს ორიგინალური ყველაფერი. ორიგინალური იდეები ორიგინალური სიამოვნების გარანტიაა. მაგრამ ეგეც ალბათ ყოველთვის არა... წინასწარ ვერაფერს იტყვი. ვნახოთ, რა შეუძლია პატივცემულს. ჯერჯერობით, მისი ორიგინალურობა წუნს არ დაიდებდა, რადგან გუშინ იმდენი სიამოვნება განვიცადე, ჩემს სანიმუშო ირაკლიზე ფიქრიც კი აღარ მწვევია.
სილამაზის სალონში შევდივართ. წკაპ, და ყური გახვრეტილი მაქვს.
- ახლა შენი ჯერია, რატი.
- ცოტა მეშინია... - ყოყმანობს ის.
თუ გეშინოდა და თუ გული უნდა წაგსვლოდა და ჩაკეცილიყავი, რაღას იბრიქებოდი? - ვფიქრობ გუნებაში და რატის ვუყურებ, - პირველივე დღეს უნდა შემეცნო, რომ ეს ბიჭი მართლა ჰგავს იმ ჩემს ყოფილ, ვერაფრის შემძლე ჯგუფელს, დაფასთან მხოლოდ გაჭიმვა რომ იცოდა და თავში არაფერი ეყარა. ისე, დამაჯერებლობასაც ნიჭი უნდა. რა გინდა, კი მომიყვანა აქამდე და ახლა ეშინია თურმე...
- რატი, მიდი, კაცი არ ხარ? - ვაგულიანებ ბანალურად.
- კარგი!

მადლობა უფალს! - ვამბობ, როცა უკვე სალონის გარეთ ვართ, - მტკივნეული არ იყო, ჰო?!
- არა, მაგრამ ცოტა მეწვის.
მე გული მეწვის შენი შემყურე-მეთქი, მინდა, ვთქვა, მაგრამ აღარ მინდა ნერვების აშლა. იმედია, ყველაფერი დანარჩენი მაინც, კარგად იქნება დღეს.
- ქრისტი, შენთვის ვინმე იუბილარს საჩუქარი მოუძღვნია?

აი, დამატებითი ორიგინალურობაც! - ვფიქრობ და ცოტა მეღიმება. მაინც არ მჯერა, რომ რატი რამე მოულოდნელის გამკეთებელია.

- ნახე, ოქროს რგოლი წამოვიღე შენთვის.
- რატი.... - ვამბობ და გულაჩუყებული, ცრემლს ვიკავებ. ვფიქრობ, როცა ქალი სიხარულისგან ტირის, ეს ზოგიერთ მამაკაცს ცოტა ცუდად აგულისებს. რატი ასეთი არ ჩანს, მის თვალებს სულ სხვა რამ ეტყობა, მაგრამ მაინც... სიფრთხილე კარგი რაღაცაა, - რატი, დიდი მადლობა. - ვამბობ თავდაჭერით და საყურეს ხელში ვიტაცებ, - ძალიან ლამაზია!
- კი, ქრისტი. ლამაზია. - რატიც ალბათ ხვდება ჩემი მოზომილობის მიზეზს და უღიმღამოდ მპასუხობს.
საყურეს ჩანთაში ვდებ და ორივენი წინ მივიწევთ რუსთაველის გამზირზე, განცდილი ორიგინალურობით ცოტა მაინც ავსილნი და უფრო მეტის მოლოდინით.
- ახლა რა ვქნათ? - უხერხულ სიჩუმეს ასევე უხერხულად ვარღვევ.
- მთაწმინდის პარკში ერთი ღონისძიებაა, ბავშვებისთვის კარნავალია, ბევრი ბუშტი და ნაყინი იქნება. თუ წინააღმდეგი არ ხარ, ეს ერთი დღე იქ გავატაროთ, ავიდეთ.
მაშ, ბუშტები და ბამბის ნაყინი? ჯამბაზები და გალიიდან გამოყვანილი, გაწვრთნილი ლომი? აი, თურმე რას უნდა მოელოდე რატისნაირი ბიჭისგან. საკმარისია! ეს, მგონი, მეხუმრება, როგორც იტყვიან - მწარედ მეღადავება, და საკმარისია!
- რატი, მოდი, მე ახლა დაგტოვებ. წავალ, ჩემს დაქალს შევხვდები. გუშინ უნდა მენახა, მაგრამ ვერ ვნახე.
ბიჭი უეცრად ისე იღუშება, კინაღამ ცრემლი ადგება თვალზე. არა, ის კარნავალი, მგონი, მართლა კარგად მოიფიქრა, რადგან თავადაც აი, რანაირი ბავშვია. დიდი ბავშვი! ნეტავ, რამდენი წლის გახდა. ეგ მაინც მეკითხა...
- ისე, მერამდენე დაბადების დღეს ზეიმობ დღეს? - მივმართავ დაყენებული სახით და ვცდილობ, ამ ცხოვრების იმწამიერი მაინც უღიმღამობა არ შევიმჩნიო სახეზე.
- ოცდახუთის.
- კიდევ ერთხელ გილოცავ! - ვეუბნები და უკვე ვიწყებ საპირისპიროდ მოძრაობას ზურგის შექცევით. მაგრამ მერე უცბად ვჩერდები, მახსენდება, რომ ბავშვებს თუ უწყინარ სურვილს აუსრულებ, ისინი ამას მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებენ და მათი სითბოც, სიხარულიც, მთელი ცხოვრება შენვეც გაგყვება. იქნებ, რა გულით მთავაზობს ამ ყველაფერს-მეთქი, ვუფიქრდები, რადგანაც ბიჭს იქნებ, ყველა მეგობარზე წინაც კი დავუყენებივარ ეს გუშინწინ გაცნობილი გოგო და მხოლოდ ჩემთან ერთად აპირებს იმ დღის გატარებას, რომელიც შეეძლო, ძმაბიჭებთან ერთად მოეწყო და ბევრიც ექეიფა, ელხინა და ქალიც ჰყოლოდა ბევრი, ანუ უფრო სასიამოვნოდ გაეტარებინა, ვიდრე ეს ჩემთან აქ სიარულია. ბევრი ადამიანი ხომ მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ფიქრობს ხოლმე ამქვეყნად. არა, ესეც ერთგვარი სიამოვნებაა რატისთვის, ალბათ, მაგრამ უფრო მეტზე და მეტზე არავინ იტყოდა უარს ამ ცხოვრებაში. - ვფიქრობ ამ ყველაფერს და ჩემივე ფიქრში ვიბლანდები. ახლა ცოტა მიძნელდება ზუსტი დასკვნის გამოტანა, მაგრამ დიდი სამჯელოც რაა? - კარგი, რატი, მთაწმინდაზე ავდივართ! - ვამბობ და იგი იბადრება. და მეც, რადგან მაინც ადამიანი ვარ, ხალისით მავსებს ჩემივე გადაწყვეტილება, როცა ვხედავ, ერთ ადამიანს მაინც გავულამაზე დღე.

ავტობუსში ვსხდებით. სოლოლაკის აღმართს რომ გავცდით, პარკამდე გზაზე ირგვლივ ყველაფერი ლამაზია - ლამაზი მცენარეები, ჰაერიც დაწმენდილია, ცაც, მგონი, უფრო გამოჩნდა და უფრო გრძნობ, რომ ბუნება, მგონი, ის ერთადერთი რაღაცაა, რაც ყოველთვის უანგაროდ მიგვიღებს და გარემოებიდან გამომდინარე მიუსაფრებს თავისთან შეგვიფარებს.

პარკის შესასვლელთან ვჩერდებით. რატის გამზირზე ნაყიდი ცოტაოდენი საჭმელი უჭირავს ცელოფნით.
- ქრისტი, სანამ შიგნით შევალთ, აქეთ, გვერდზე ჩავიდეთ. პარკში აქ დალევა აკრძალულია და დაბადების დღეს კი ცოტა სასმელი უხდება. მივირთვათ, რაც ცოტა მიყიდია და მერე დავესწროთ კარნავალს.
- შენც მართალი ხარ! - შევძახი და ვგრძნობ, რაღაც ლამაზად მითრთის სხეული და ახლა ეს მისდამი დამყოლსაც კი მხდის.

პარკის გვერდზე ჩავდივართ, ირგვლივ სულ ბუჩქები და ბალახებია. 15-წუთიანი სიარულის შემდეგ უკვე ვხედავ, რომ საკმაოდ ღრმად შევსულვართ იქაურ ტყეში. გარშემო იმდენი ხეა და ისინი ერთმანეთს ისე ეკვრიან, რომ, მიუხედავად შუადღისა, მზის სხივებიც ვეღარ აღწევს ჩვენამდე. ვსხდებით და რატი თავის უკვე საფირმოდ ქცეულ „სუფრას“ შლის. გრძელი ცელოფანი იჭიმება, ზედ ლუდი, ცოტა ძეხვი, ხაჭაპური და ტკბილეული ეწყობა. რაღაცნაირად მხიბლავს ეს ყველაფერი. არ ვიცი იმიტომ, რომ ეს რატისგან გამოწვეულია ან იქნებ, სულაც ცოტა ჰყოფნით ადამიანებს გასახარად და საბედნიეროდ?! და ამ ცოტას იქით რასაც ვინდომებთ ხოლმე, არის, უბრალოდ, იმის ვერ გააზრება, რომ ცოტა ისედაც შეიძლება, გვეყოს... ერთგვარი რომანტიკაა. მაგრამ რომანტიკოსებიც სადღა არიან დღეს? „ქრისტი, აი, ეგეთი მომწონხარ“ - ჩამძახის მეორე მე და ალბათ მიმანიშნებს, რომ ბედნიერებისთვის შესაძლოა, ცოტა რაღაცაც იყოს ხოლმე საკმარისი.
- რატი, მომიყევი შენზე. საერთოდ, მოდი, იქიდან დაიწყე, 25 წლის ჯერ კიდევ სტუდენტი რატომ ხარ?
- ჰო, ეგ გასაკვირი არ იქნება მას შემდეგ, თუ გეტყვი, რომ დოქტორანტურის პროგრამაზე ვსწავლობ. ვსწავლობ, თან ვასწავლი კიდეც, ლექციისთვის, სტუდენტებთან საათები მაქვს. ის წიგნიც, გუშინწინ, ბიბლიოთეკაში, იმისთვის მინდოდა, კიდევ ერთხელ წამეკითხა, რადგან ლექციის მოსამზადებლად მჭირდებოდა.
- აჰ, სასიამოვნოა. - ვამბობ და კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ნაკითხი, განათლებული და ინტელიგენტი მამაკაცები ძალიან მხიბლავს, მიზიდავს და ეს მათდამი პატივისცემა და ლტოლვაც კი, იმასაც კი ჩრდილავს, თუ ვინ როგორი ბავშვურია ან ცოტა რამე ეშლება. ისე, ბავშვურობაც კი არაა ცუდი ბიჭისგან. „აი, ხედავ, ახლა სხვანაირად ჭიკჭიკებ, ცოტა მეტად რომ ჩამოყალიბდე და ეს ბიჭიც ხელიდან არ გაუშვა, აჯობებდა...“ - ირონიით მეჩურჩულება რაღაც ჩემში და, იქიდან გამომდინარე, რაც ვთქვი, მგონი, მართალიცაა.

- კარგია, რომ სახელმწიფო მიფინანსებს სწავლას. მაგისტრატურაც და ბაკალავრიატიც უფასოდ დავამთავრე. ეგ რომ არა, ალბათ წინა წლებში ვერც შევძლებდი სწავლას, რადგან ოჯახში ისეთი რამ გადაგვხდა...- ამბობს და ვხედავ, სევდიანდება, იხსენებს წარსულიდან რაღაც მტკივნეულ პერიოდს და ემოციითაა. არა, იქნებ, ტკბილი პერიოდი მას სულაც არ ჰქონია? რა ვიცით ადამიანებმა ერთმანეთის შესახებ? თავიდან მაინც ალბათ, არაფერი ვიცით და აი, ფაქტიც სახეზეა. და როცა არაფერი ვიცით და ალბათ სრულად ვერც გვეცოდინება, ხომ აჯობებდა, ერთმანეთს მეტი სიყვარულით მოვეპყროთ, მეტად გავუგოთ და გავულამაზოთ ცხოვრება. „კვლავ რა ფილოსოფიურ ხასიათზე ვარ“ - ვფიქრობ და შევნიშნავ, რომ რაღაც იძვრის ჩემში, რაღაც ბორგავს, იქნებ, ჩემივე სინდისი, რომ დღეს, ჩემი მასთან უხეშობით შესაძლო იყო, მისთვის გულიც დამეწყვიტა. „ყველაზე მე უნდა ვიფიქრო, ყველა მე მეცოდებოდეს! წყალობა შენდა!..“ მაგრამ თავს მაინც ვიმშვიდებ, ამყავს ის ხელში და იმით ვიმართლებ, რომ სამართლიანი იქნებოდა, ვინც სიკარგეს იმსახურებს, კარგადაც მოექცე. მაგრამ ზუსტადაც რა ვიცი, რას იმსახურებს რატი ან ჩემგან, ან ცხოვრებისგან? ასე ერთი ნახვით ხომ მაინც ვერაფერს დაადგენ. ვფიქრობ ამ ყველაფერს, და, მისი მზერის შემყურეს, კვლავ მახსენდება, რომ ვისაც ლამაზი თვალები აქვს, მას სულიც ვერ ექნება ცუდი. და რატის კი მართლა საოცრად მეტყველი და სათნო თვალები აქვს. მე მის თვალებში, შეიძლება ითქვას, ვიძირები.
- დედა გამიხდა, უეცრად, ავად. - განაგრძობს და მაფხიზლებს, - ერთ დღესაც, უეცრად დაეწყო თავბრუსხვევა. ექიმთან მისვლის და მრავალნაირი ანალიზის შემდეგ დაუდგინეს, რომ სიმსივნე აქვს. ეს რომ მამაჩემმა გაიგო, ცოტა გარეკა კიდეც, ცოტა აურია, სმა დაიწყო, სამსახურიდანაც წამოვიდა, მერე ჩვენც მიგვატოვა და, ბოლოს, სხვა ქალიც მოიყვანა ცოლად. ამას ახლა მარტივად გიყვები, არ მინდა, ამ ლამაზ დღეს გადაგძაბო. ასე ვთქვათ: მამამ მიგვატოვა. ფული არ გვქონდა, დავრჩით უმწეო მდგომარეობაში. მე მაშინ კი დავიწყე მუშაობა, მაგრამ ჩემი მწირი ხელფასი აბა, ვის რაში ეყოფოდა. ბინა გავყიდეთ. საბურთალოზე ვცხოვრობდით. ზაჰესში გადავედით. რაც ცოტა ფული გადაურჩა აღებული ვალის გასტუმრებას, მერე შემოგვეჭამა. დედა კი ცოტა გამოჯანმრთელდა, მადლობა ღმერთს. ახლა გერმანიაშია. იქ მაგ დაავადებას უფრო მკურნალობენ, თან მუშაობს, ამით ცოტა გულსაც აყოლებს ალბათ და თავის თავში რწმუნდება კიდეც, რომ კიბოს სძლია. ძალიან ვენატრები. მეც სულ მენატრება. ვფიქრობ და მინდა იქით წასვლა. გაგაკვირვებ ალბათ და, მამაჩემიც ახლა მასთანაა. იქნებ, თავისი შეცდომა მოინანია, მიხვდა, რომ არაკაცურად მოიქცა და ახლა მასთანაა. ვერ ვიტყვი, რომ სულ ერთად არიან, რადგან ამას დედაც აღარ უშვებს. მაინც ხომ იცი, გაბზარული და, მით უმეტეს, გატეხილი ურთიერთობა უმეტესად ნაკლებად აღდგენადია, ვფიქრობ, თან - თუ სიამაყის გრძნობაც გაქვს, მით უფრო. ცრუ სიამაყეს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, როცა მართალიც ხარ და სხვანაირად კი შენი ღირსება კნინდება.
- დავლიოთ! - მხოლოდ ამ ერთი სიტყვის თქმასღა ვახერხებ და ვჩუმდები.
- დავლიოთ. შენ გაგიმარჯოს, - შენ, რომელთანაც ყოფნა მიხარია.

ვსვამთ ლუდს, სასიამოვნოდ მოქმედებს გარემო ჩვენზე, ვუმზერთ ერთმანეთს და რაღაცნაირი ინტიმი ყალიბდება. მიმიქარავს ძვირადღირებული რესტორნები თავისივე დამკვრელებითურთ.
- ტელეფონში მუსიკა ჩართე. - ვთხოვ და ტანს უკვე ვეღარ ვიკავებ, მინდება, გადავწვე ბალახზე, ხელები გავშალო და სიამოვნებისგან ავკანკალდე. მინდება, ეს დღე ბოლომდე დასამახსოვრებელი იყოს.

წყნარი, მშვიდი მუსიკა თითქოს, საწოლად მეშლება, ვადებ რატის ხელს მუხლზე და ჟრუანტელმოცულს წამი მიჩერდება, სხვა აღარაფერი მინდა, ვეღარც ვფიქრობ, გარდა სიმშვიდით ტკბობისა. ისიც მინდა, ცოტა უფრო მეტი ველაპარაკო მას, რადგან ეს მისი ლაპარაკიც დამამშვიდებლად მოქმედებს.
- იცი, მე გერმანული ვიცი და გასწავლი... - მივმართავ და მის სიტყვებს ველოდები, რომლებიც დღეს ენერგიით მავსებს.

- საოცრად კარგი აზრია. - მეთანხმება და კვლავ ბავშვურად, გულწრფელობით მპასუხობს.

- უნივერსიტეტში, გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი ოთხი წელი. ფარმაცევტად საიდან მოვხვდი, დღემდეც მიკვირს. რას არ გვიმზადებს ცხოვრება. ბიძაჩემს ჰყავს მაგ სფეროში ბევრი ნაცნობი, თვითონაც რაღაც ეგეთ საქმეს უძღვება - წამლების მცირე დისტრიბუცია აქვს.

- ჰო, ეგრეა, რას გვიმზადებს ცხოვრება, ვერაფერს გავიგებთ. - იმეორებს რატი ჩემი ნათქვამიდან მაგ წინადადებას. ხელს ხელზე მკიდებს, მკლავზე მისრიალებს თავის მამაკაცურ თითებს და მე ვიგზნები. მამაკაცურობა ყოველთვის მხიბლავს კაცში. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მათი განათლება მთლიანად მასველებს კიდეც, და თან თუ მათ კამკამა სულიც აქვთ და თბილად მოპყრობაც შეუძლიათ, მაშინ, საფიქრალიც მეტი რაღაა?!..

მის თბილ ხელებს ხელს ვხვევ და უკან ვეშვები, რატი ზემოდან მექცევა, მიკოცნის ყელს და საკინძემდე მიდორბლავს. ვგრძნობ, როგორ ვიჭიმები, ერთიანად ვთრთი, კისრის ძარღვები მებერება და რატის იმასაც კი ვთხოვ, იქ ხელი მაგრად მომიჭიროს. ისიც, ნაზად, თითქოს არ უნდა, რამე მატკინოს, ჰაეროვნად მეხება კისერზე და მეთამაშება.
სიწითლე გადამდის. და იმის სურვილიც მაქვს, ზემოდან მოვექცე მას. მთლიანად ჩავიცალო მის ტანზე და მე უფრო დავიპყრო. ორივენი გვერდზე ვწვებით, ერთმანეთს სახეზე ვეფერებით. ის მკოცნის, მკოცნის და უფრო მეტად აღმაფრთოვანებს. ხელს ჯინსში მიცურებს. და მერე უეცრადვე იწევა პარკისკენ. იქიდან პრეზერვატივი ამოაქვს და ნადირის მზერით მაშტერდება.
- რად გინდა ეგ? - ვეკითხები, მაგრამ შეკითხვის თავიც აღარ მაქვს და აღარც მინდა, რომ ფიქრით გადავიღალო.
- ეგ მე ვიცი... - ამბობს და თვალები ეშმაკურად უციმციმებს. ხსნის მას და პრეზერვატივს თითზე იცვამს და საცვალზე მებღაუჭება. ჩემი სასქესო ორგანო შიშვლდება. ახლა მევეც ვაკვირდები მას - ცოტა გაბუსხულს და ცოტა გაბერილს, როგორ უნდა, რომ იგრძნოს მამაკაცის შეხება, როგორ უნდა, რომ თავისი გენიალურობა უფრო მეტად აღიარდეს.

თითებს სასქესოზე მითამაშებს, რომელსაც უცბად, ბორცვს ადარებს და ამბობს, რომ იქ მდინარესაც კი წარმოიდგენს და უნდა, თავი შეუშვიროს მის ნაკადს, შეცუროს მასში და მისითვე დარწყულდეს.

- ო, მდინარეო, შენი სისველე მე ცის ნამცვრევისთვის მიდარებია. - წარმოთქვამს და სასქესოზე მეწაფება. ტანში ჟრუანტელი მივლის. აგზნება პიკსაც კი აღწევს და უკვე ორგაზმსაც განვიცდი, მაგრამ ძალა იმდენი მაქვს, ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, გათავებების სერია და ამრიგად, ქანცის გალევა არ ამცდება.

მისი თითები კი კვლავ მოძრაობს ჩემს სხეულზე ახლა უკვე, ვფიქრობ, ახალი ადგილების აღმოსაჩენად. ვგრძნობ ანუსზე შეხებას და ჩემში შემოსვლას. შარვალს ვუხსნი და მის სასქესო ორგანოს ვეხები. გამაგრებული ასო აღტაცებას იწვევს ჩემში. განა, მხოლოდ ქალია ამ სამყაროს მშვენება-მეთქი, გულში ვივლებ და მამაკაცურობას შევიგრძნობ. ვუსვამ მეც ხელს მის გავარვარებულ „ბიჭს“ და ისე სწრაფად ვიწყებ მის ქნევას, მგონი, ტკივილსაც კი ვანიჭებ. ორი წუთი, სამი წუთი, უკვე თორმეტიც, ოცზე მეტიც, გადის და ჩვენ მაინც არ ვნებდებით ცხოვრების იმ უკუღმართობას, რომელიც ზოგჯერ სულაც გვაშორებს ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ახლა, ზუსტად მაგის ჯიბრზე, არ ვეშვებით ერთურთს.

ხელზე მისი ასოდან წამოსული სითხე გადამდის - სითხე, რომელიც ყოველთვის მოიაზრებს სიცოცხლეს!
რატი კვლავ ჩემს სასქესოზე დებს თავს და მხურვალედ მილოკავს. ეს შეუდარებელი განცდაა! ალბათ, ამას ჰქვია ქალის გაღმერთება.
გათანგული ვკრუსუნებ, ვიმეორებ, რომ ის კარგია, რომ არ შეჩერდეს და მსვას, მსვას ბოლომდე! ვათავებ. მის თმას ხელებით ვებღაუჭები და ტანით მიწას ვეკვრი. ფეხები მიკანკალებს, უცბად, კიდევ ერთხელ ვათავებ და მგონია, ეს აქამდე რაც ყოფილა ან სამომავლოდ იქნება, ყველაზე შთამბეჭდავი დღეა ჩემს ცხოვრებაში.

გვერდზე ვტრიალდები. მინდა, სიგარეტი ამოვიღო ჩანთიდან, მაგრამ ის სადღაა?
- ჩანთა! - ვამბობ მილეული ხმით და რატის შევყურებ.
- აქ არ იყო, სად წავიდოდა? - ამბობს ის და მის ძებნას იწყებს. მაგრამ რას მოძებნის, რაც აღარაა.
ამ დროს კი ცოტა მოშორებით, ბუჩქები ირხევა და ჩვენც ვხედავთ, ვიღაც იქით ძვრება და გარბის.
- ჩანთა მოგვპარეს.
ახლა გაკიდებასაც ალბათ აღარ აქვს აზრი, მაგას რომ რამისთვის ეშველა, ვფიქრობ, რატი ისედაც დაედევნებოდა. მაგრამ თან სად გინდა, სდიო იმას, ვინც აქაური ბილიკები, სავარაუდოდ, უზუსტესად იცის და სანამ რატიც შარვალს ამოიწევს და გონზე მოვა, მძარცველი უკვე კარგი ფილმის საყურებლად იქნება, ჩვენივე ფულით, „პოპკორნით“ ხელში.
- რომ მაჩუქე, ის ჩემი საყურეც ჩანთაში იდო. - ვამბობ დანანებით.
- არა უშავს. ახალს გიყიდი. გეხვეწები, ნუ ინერვიულებ. ჩემი ბრალია. - ამბობს და რაც კი სიამოვნება განიცადა, ალბათ ახლა მთლიანად გადასწონა ამ შემთხვევამ და ეშხამება არსება, - წავიდეთ აქედან. ხდება, თურმე ყველაფერი ხდება... - წარმოთქვამს და თვალზე ცრემლი ადგება.
- ვიპოვით, აი, ნახე, და მოსაგონარ საყურესაც დავიბრუნებთ.

გავდივართ ტყიდან. პარკის შესასვლელთან მივუყვებით გზას. ვიღას ახსოვს კარნავალი და ფერადი ნიღბები.

- პატრულს უნდა მივმართო. - ვამბობ და იქვე გაჩერებულ მათი მანქანისკენ ვანიშნებ.
- კი. - ისიც დამყოლად მეთანხმება.
- მოწმე შენ იქნები.
- კი. - ამბობს ისევ, დამყოლად.

პატრულის თანამშრომელი ჩვენს საუბარს ისმენს, ადგენს ოქმს, მანქანაში გვსვამს, თავის მეწყვილეს წინ, გვერდით უჯდება და ყველანი უბნის პოლიციელთა განყოფილებისკენ მივდივართ.



№1 სტუმარი teoo

momwons dzalian, warmatebebi

 


teoo
momwons dzalian, warmatebebi


heart_eyes ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ.

 


№3  offline წევრი თე ოო

მალე დადე რა relaxed

 


თე ოო
მალე დადე რა relaxed

თეო, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არ მგონია : ) kissing_heart

მადლობა heart_eyes წიგნად შემოგთავაზებთ მალე : )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent