შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" სიყვარული და შემთხვევითობა " ( 5 თავი )


26-10-2018, 13:47
ავტორი Tiiikii
ნანახია 1 314

1 კვირა გავიდა .
ყველაფერი მშვენივრად იყო ... მე და გუჯა ერთად ყოფნით ვტკბებოდით , ერთმანეთზე უფრო მეტი რამ გავიგეთ , აღარ ვიხსენებდით გასულ თვეებს , როდესაც ერთმანეთისგან შორს ვიყავით . მანჩო და შოთა კი დაშორდნენ .
- ამჯერად საბოლოოდ დავშორდი , აღარ შევურიგდები ( მანჩო )
- ტატოს გამო ? მეორედ შორდები , სხვის გამო , თუ ხვდები ( ლიზა )
- ვიცი .. მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა .. არც თვითონ ვიცი , რატომ მომეწონა ტატო , მაგრამ მასში რაღაც ისეთია , რაც მხიბლავს ( მანჩო )
- და დარწმუნებული ხარ , რომ შოთას აღარ შეურიგდები ? ბოლომდე ? ( ლიზა )
- კი დარწმუნებული ვარ , თუმც არავინ ვიცით რა მოხდება ( მანჩო )
- მანჩ , ჩემთვის მთავარია შენ იყო კარგად , რადგან ჩემთვის დასავით ხარ .. თუმცა შოთიკოც მეცოდება , რადგან რაც თავი მახსოვს , შენთვის ყველაფერს აკეთებდა , რამდენჯერაც დაშორდი , იმდენჯერ შეგირიგა , არ გეშვებოდა ( ლიზა )
- ვიცი ლიზი , თუმცა ამჯერად ასე აჯობებს ( მანჩო )

საღამოს გუჯას შევხვდი , მარჯანიშვილზე . როდესაც დავინახე მთელი ძალით ჩავეხუტე , თითქოს თვეები არ მყავდა ნანახი .

- ოჰო , ლიზი , ასე პირველად მეხუტები .. რა ხდება ( გუჯა )
- იქნებ , იმიტომ , რომ ძალიან მიყვარხარ , ამაზე არ გიფიქრია ? ( ლიზა )
- შეიძლება ... რამდენად ძალიან გიყვარვარ ( გუჯა ) - ეშმაკურად შემომხედა და ჩაიცინა.
- ყველაზე ძალიან . აი , ასე ( ლიზა ) - კიდევ ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე .
- ახლა გასაგებია .. აბა , მზად ხარ , დღევანდელი საღამოსთვის ? ( გუჯა )
- რას ვაპირებთ ( ლიზა )
- მმმ ... მინდა პინგ - პონგი გასწავლო , რამდენადაც ვიცი , საშინელი მოთამაშე ხარ ( გუჯა )
- ასე ცუდადაც არაა საქმე ( ლიზა )
- ვითომ ? ( გუჯა )
- კარგი , შეიძლება ცუდადაა ( ლიზა ) - ილიას ბაღში წავედით , სადაც პინგ - პონგის სათამაშო ცენტრია .. მიხსნიდა , როგორ უნდა მეთამაშა და რა შემთხვევაში ჩამეთვლებოდა ქულა , რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მალე ავითვისე .
- მოდი შევეჯიბროთ .. 10მდე იყოს , თუ შენ მოიგებ , რასაც გინდა იმას შეგისრულებ , მაგრამ თუ მე მოვიგე ... - საეჭვოდ გაჩუმდა , მისი მზერა რაღაც ეშმაკურს ამბობდა , თუმცა ისეთი სახე მივიღე ვითომ ვერ მივხვდი . - დამშვიდდი , თუ მე მოვიგებ შენ შემისრულებ , რასაც გეტყვი ( გუჯა ) - შვებით ამოვისუნთქე .
- კარგი , მაშინ დავიწყოთ ... - ჩემდა გასაკვირად შესანიშნავად ვითამაშე და მოვუგე კიდეც .. - მოგიგე ! მოგიგე ! ( ლიზა )
- ამ წამს ისწავლე თამაში და უკვე მომიგე , ყოჩაღ ქალბატონო ! როგორც ჩანს , სათანადოდ უნდა შევაფასო შენი ძალები ( გუჯა ) - მომიახლოვდა და ცხვირზე გამკრა თითი .
- შემდეგში გეცოდინება , რომ არ უნდა შემეჯიბრო , თორემ ისევ წააგებ ( ლიზა )
- აბა , რა სურვილი გაქვს ( გუჯა )
- ჯერ არ ვიცი , მოვიფიქრებ და გეტყვი ( ლიზა ) - გარეთ გამოვედით , ვსეირნობდით , შემდეგ კი McCdonald - ში დავსხედით , მინი ჩიქენის მენიუ ავიღეთ ნაყინით .. სულ მოუთქმელად ვჭამდი , მას კი ეცინებოდა .
- ლიზიიი , იქნებ შემომხედო ( გუჯა ) - დამახასიათებელი სიცილით მითხრა .
- ძალიან მომშივდა .. - შემდეგ შევხედე , რომ არაფერს ჭამდა უბრალოდ , მე მიყურებდა. - რატომ არ ჭამ ( ლიზა )
- შენ გიყურებ , ისეთი საყვარელი ხარ , როდესაც ასე ჭამ ... არ გადარდებს , რომ შენს წინ ვზივარ და გიყურებ ? ( გუჯა )
- ნწ , არა .. - მხრები ავიჩეჩე და გაოცებული სახე მიიღო . - რატომ უნდა მადარდებდეს ? ადრე თუ გვიან , მაინც მოგიწევს ნახო , ამიტომ ჯობია თავიდანვე შეეჩვიო ( ლიზა )
- მაოცებ იცი ? ( გუჯა )
- კი ვიცი ... - ვსაუბრობდით , ვიცინოდით , როდესაც გუჯას სახე შეეცვალა . - რა ხდება? ( ლიზა ) - იმ მხარეს გავიხედე , საითაც იხედებოდა და გაგიკვირდებათ , მაგრამ გიორგი დავინახე , მეგობრებთან ერთად ... გარეთ გამოვიდნენ , სადაც ვისხედით და გიორგის სახე შეეცვალა , როდესაც სხვასთან ერთად დამინახა .
- ლიზა ? ( გიორგი )
- სალამი ( ლიზა ) - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე , არა იმიტომ რომ ავნერვიულდი , ან იგივე ვიგრძენი , არა ! უბრალოდ გამიკვირდა ..
- როგორ ხარ , რამდენი ხანია არ მინახიხარ ... - გადამკოცნა და ვიგრძენი , როგორ მომხვია წელზე ხელი . - ძალიან შეიცვალე , უფრო გალამაზებულხარ ( გიორგი )
- ჰო ასეა ... შენ როგორ ხარ ... - სანამ რამეს იტყოდა .. - გაიცანი ეს გუჯაა ( ლიზა ) - ამის გაგონებაზე , სახე შეეცვალა , თვალები გაუფართოვდა .
- გამარჯობა ( გუჯა ) - დაბღვერილი სახით გაუწოდა ხელი და მანაც ჩამოართვა .
- გამარჯობა ... თქვენ .. ( გიორგი )
- ერთად ვართ ( გუჯა ) - ამაყად უთხრა და გაუცინა .. გიორგი სხვა მაგიდასთან დაჯდა და გუჯამ ჩაფიქრებული სახით შემომხედა .
- ასე , რატომ მიყურებ გუჯი ( ლიზა )
- რაღა აქ მოვიდა ( გუჯა ) - თავისთვის ჩაილაპარაკა და გამეცინა .
- ეჭვიანობ ? ( ლიზა )
- არა , რატომ ? შენ , ჩემი ხარ ! პირიქით , ის ეჭვიანობს ( გუჯა ) - გაიცინა და ხელი მომკიდა . შემდეგ კი კარამელის ნაყინები მოიტანა .. გიორგის ეს არ გამოპარვია .
- ლიზა , შენ ხომ შოკოლადის ნაყინი გიყვარს ( გიორგი ) - არ ვიცი , ეს რატომ თქვა , თუმცა ეტყობოდა , რომ გუჯას გაბრაზება ძალიან უნდოდა . გუჯა წამოდგომას აპირებდა , მაგრამ ხელი მოვკიდე და გავაჩერე ..
- შეიძლება , არ იცი , მაგრამ გეტყვი რომ კარამელის ნაყინი უფრო მეტად მიყვარს ( ლიზა ) - როდესაც ეს ვუთხარი გუჯიკოს სახე გაუნათდა , მიხვდა რომ მოვიტყუე თუმცა ესიამოვნა . სიგარეტის მოწევა დავაპირე , როდესაც გუჯამ ხელი გამომიწოდა .
- მეც მომაწევინებ ? ( გუჯა ) - მართლა გავვოცდი , რადგან არ ეწეოდა .
- მაგრამ , ჰომ არ ეწევი ( ლიზა )
- ყავასაც არ ვსვავდი , მაგრამ შენთან ერთად ეგეც გავაკეთე ( გუჯა ) - გამახსენდა ის დღე , როდესაც ჩემს გამო მაღაზიაში ჩავიდა ყავზე და გამეცინა . გიორგიმ ამ ყველაფერს ხედავდა , მეგობრებზე მეტ ყურადღებას ჩვენ გვაქცევდა , სულ გვიყურებდა .
- ლიზა , დაივში როდის წავიდეთ ? ( გიორგი )
- იქ სიარულს ვერიდები , ჩემთვის არა სასიამოვნო მოგონებებს მიღვიძებს ( ლიზა )
- მართლა ? მე კი მეგონა , რომ იქ სიარულისას ბედნიერი იყავი ( გიორგი )
- შეიძლება ადრე ვიყავი , თუმცა იქაურობა ახლა , არა სასიამოვნო ადამიანებს მახსენებს , მათ ვინც აღარ მინდა , რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდნენ ( ლიზა )
- ლიზი , ჰომ არ წავიდეთ ? კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ( გუჯა )
- რა თქმა უნდა , წავიდეთ . აღარ მინდა დრო დავკარგოთ ( ლიზა ) - ავდექით , როდესაც გუჯა მიუბრუნდა გიორგის .
- ნახვამდის ( გუჯა ) - შემდეგ კი ხელი ჩამკიდა და წამოვედით .. ბაღში დავსხედით და შევნიშნე , რომ ჩაფიქრებული იყო .
- გუჯი , რაზე ფიქრობ ( ლიზა ) - ხელი ჩავკიდე .
- მან ... ყველაფერი იცის შენზე , ისიც კი როგორი ნაყინი გიყვარს . მე კი , არ ვიცოდი , ეს არ ვიცოდი ( გუჯა )
- ამაზე ნუ ფიქრობ , არ მინდა ეს საღამო , გიორგის გამო გაფუჭდეს ( ლიზა )
- მაგრამ , შენ .... ლიზა , ის ნაყინი ჭამე , რომელიც არ გიყვარს . რატომ ? ( გუჯა )
- რადგან , ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს , რის ნაყინი იქნება , შოკოლადის , მარწყვის თუ კარამელის .. მნიშვნელოვანი შენი ჩემს გვერდით ყოფნაა და ის , თუ ვინ გაწვდის იმ ნაყინს და რა გრძნობით გყიდულობს ... გესმის ? ( ლიზა )
- მართლა ? ( გუჯა )
- რა თქმა უნდა ... შენც ჰომ მოწიე სიგარეტი ჩემთან ერთად , იმის მიუხედავად რომ არ ეწევი .. ყავაც დალიე , მაგრამ არ სვამ ... შენც ჰომ იგივენაირად იქცევი ... ( ლიზა )
- ასეა ( გუჯა )
- რატომ ? ( ლიზა )
- რადგან , ჩემთვის მნიშვნელოვანი შენ ხარ .. მნიშვნელობა არ აქვს , ვეწევი თუ არა , ყავას ვსვამ თუ არა , ვიდრე ჩემთან იქნები , მზად ყველაფერი გავაკეთო , რაც აქამდე არ გამიკეთებია ( გუჯა ) - ხელი მაგრად ჩამკიდა .
- ანუ გამოდის , რომ კიდევ ბევრჯერ მოგიწევს , ყავის დალევა და სიგარეტის მოწევა , რადგან შენს მიტოვებას არ ვაპირებ ( ლიზა )
- შენც ბევრჯერ მოგიწევს კარამელის ნაყინის ჭამა , რადგან არც მე ვაპირებ . - ერთმანეთს ვაკოცეთ და ჩავეხუტეთ .. - მიცრე ხნიანი დუმილის შემდეგ კი , ჩაიბურტყუნა . - რა ურცხვად გელაპარაკაებოდა , თითქოს ვერც მხედავდა ( გუჯა )
- ეჭვიანობ ? ( ლიზა ) - სიცილით ვუთხარი .
- კი ! დაახლოებით ისე , შენ რომ ეჭვიანობდი მარიზე ( გუჯა ) - იგივე გამიკეთა .
- შენ , რა იცი , რომ ვეჭვიანობდი .. ნუ ყოველ შემთხვევაში , შენთან არ ვიმჩნევდი , ალბათ ... ( ლიზა )
- შენ გგონია , რომ არ იმჩნევდი ... ყოველთვის ვხედავდი , შენს მზერაში ეჭვიანობას ( გუჯა ) - სიცილით მითხრა და გავბრაზდი .
- ანუ ყოველთვის ამჩნევდი და დამცინოდი ? ( ლიზა )
- კი ვამჩნევდი და გულში მეცინებოდა . მიხაროდა , რომ ყველაზე ეჭვიანობდი , ვინც კი მიახლოვდებოდა ( გუჯა )
- ამას ხედავდი და , მაინც იგივეს აკეთებდი ? ( ლიზა ) - შეამჩნია , რომ დაბღვერილი ვუყურებდი , თუმცა მასზე არ უმოქმედია .
- კი , ვაკეთებდი .. ჩემი ბრალი არაა , რომ ყველა გოგო , ჩემზე გიჟდება ( გუჯა )
- და , შენც მოგწონს ეს ყველაფერი ჰო ? ( ლიზა )
- კი , ძალიან ... - ხელი გავუშვი და გვერდით გავიწიეა .. - თუმცა , ისინი ჩემთვის არ არსებობენ . მხოლოდ შენ ხარ ( გუჯა )
- ძალიან კარგი ! ერთი გაბედე და სხვას შეხედე . ვალში არც მე დაგრჩები ( ლიზა )
- ოჰოო , და რას გააკეთებ ( გუჯა )
- დარწმუნებული ვარ , ამის გაგება არ გენდომება ( ლიზა ) - ბოროტული სახე მივიღე და გაჩუმდა .
- მართალი ხარ , მოდი ნუ მეტყვი ( გუჯა ) - მთლიანობაში გასაოცარი საღამო იყო , თავის დადებითი და უარყოფითი მხარეებით . სახლამდე მიმაცილა და ჩამეხუტა .
- შესანიშნავი საღამო იყო , მადლობ ( ლიზა )
- ეს შენ მადლობა .. შენთან ერთად ყველაფერი შესანიშნავია ( გუჯა )
მეორე დღეს ოფისში ავედი გუჯასთან ერთად . უკვე ყველამ იცოდა ჩვენი ამბავი და უხაროდათ . აქამდეც ყველასთან შესანიშნავად ვიყავი , მაგრამ ახლა უფრო დავახლოვდი ყველასთან . გუჯასთან ერთად აივანზე ვიჯექი , არ მისვენებდა .
- გუჯი , მოისვენე ( ლიზა )
- რააა , მარტოები ვართ , არავინ გვიყურებს ( გუჯა ) - წელზე ხელი მომხვია , რაზეც გონებას ვკარგავდი , აზრები მერეოდა .
- ოჰოო ... აქ მაინც გაჩერდით ( მანჩო ) - სიცილით მოვიდა და გვერდით დაგვიჯდა .
- მეც მაგას ვეუბნები , მაგრამ არ მიჯერებს ( ლიზა ) - ვლაპარაკობდით , როდესაც მარი მოვიდა .
- სალამი ( მარი )
- სალამი ... რას შვები ( ლიზა )
- სამსახურიდან მოვდივარ .. თქვენ , რას შვებით ( მარი ) - რამდენიმე საათი ვლაპარაკობდით , შემდეგ კი , დედაჩემმა დამირეკა და წასვლა მომიწია .
- წამოდი გაგაცილებ ( გუჯა ) - მეტრომდე გამაცილა , შემდეგ კი ჩამეხუტა .
- დროებით ( ლიზა )
- დროებით , საღამოს გამოგივლი ( გუჯა )
სახლში მივედი და დავინახე , რომ კარი ღია იყო .. შიგნიდან კი ხმა ისმოდა , კაცისას გავდა , კარებთან დავდექი და ვუსმენდი .
- რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ასე .. კდიევ რამდენი ხანი უნდა , ვიყო უშენოდ ( უცნობი )
- ოჯახს ვერ დავტოვებ , ჩემს შვილებს , მათ გარეშე ვერ ვიცოცხლებ ( იზა )
- ისინი უკვე დიდები არიან გესმის ? უფროსს საკუთარი თავის მოვლა შეუძლია ( უცნობი )
- ლიზას შეუძლია .. თუმცა მარისა და გიორგის არა ! ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან ( იზა )
- ანუ შენი შვილების გამო , მე მტოვებ ? შენს ქმართან გააგრძელებ ცხოვრებას ? კაცთან რომელიც არ გიყვარს ? ( უცნობი ) - ვერ ვიჯერებდი რასაც მამაჩემზე ამბობდა .
- კი შვილების გამო ! ისინი ჩემთვის , უპირველესები არიან , შენსა და სხვებზე პირველები . ჰო , შეიძლება ქმარი არ მიყვარს , მაგრამ ეს შენი გადასაწყვეტი არაა ! ( იზა ) - უკვე სერიოზულ ჩხუბში გადადიოდნენ .
- შენი ქმარი იდიოტია ! ყველაზე უდარდელი კაცია ( უცნობი ) - ვეღარ მოვითმინე და შევედი , რადგან მამაჩემზე ასე საუბარს არავის , არასდროს ვაპატიებ .
- შენ , ვინ ჯანდაბა ხარ , რომ მამაჩემზე ასე საუბრობ ! ვინ მოგცა ამის უფლება ... შენ ამბობ , რომ მამაჩემი იდიოტი და უდარდელია ? კი შეიძლება იდიოტია , მაგრამ რატომ ? იმიტომ , რომ თავის ცოლს ენდობა , იმიტომ რომ კუდში არ დასდევს , რადგან დარწმუნებულია , რომ არ უღალატებს ! მაგრამ უდარდელი ? წარმოდგენა მაინც , თუ გაქვს რას აკეთებს ოჯახისთვის , რამდენს შრომობს , რომ შვილები არჩინოს , რომ ყველაფერი მისცეს , რაც უნდათ ! წარმოდგენა მაინც , თუ გაქვს ეს რას ნიშნავს ! შენ , უკანასკნელი ადამიანი ხარ , ვინც მამაჩემზე უნდა ილაპარაკოს ! შენნაირი ორპირი და საზიზღარი ადამიანი ცხოვრებაში არ მინახია ! - ვიდრე ჩემი , ყვირილი ყურში საშინლად არ მომეჩვენა , გავკიოდი . - ახლა კი გაეთრიე და მობრუნებული არ დაგინახო , თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ! თუ , კიდევ დაგინახავს ჩემი თვალები , შენი მტერი გავხდები ! ( ლიზა )
- როგორ ბედავ , ასე ლაპარაკს , თავი ვინ გგონია ( უცნობი )
- მე , ამ ქალის შვილი ვარ ! - ხელით ვანიშნე . - და არ გეგონოს , რომ მეც ასევე გამასულელებ . აღარ გაბედო , ჩემთან ასე საუბარი , აღარ გაბედო მამაჩემზე ასე საუბარი , თორემ გეფიცები , მოგკლავ ! ( ლიზა ) - ხელი ვკარი და სახლიდან გავაგდე . სამზარეულოში გავედი და სიგარეტს მოვუკიდე . დედასთვის არ შემიხედავს , ვერ ვუყურებდი ... მის გამო , ყველაფერი თავიდან იწყებოდა .
- ლიზა ... ვილაპარაკოთ ( იზა )
- რაზე ვილაპარაკოთ ? ყველაფერს მომიყვები ? ჰჰჰ .... თავს ნუ შეიწუხებ , ისედაც ყველაფერი ვიცი . ყველაფერი ვიცი , შენსა და შენი საყვარლის ურთიერთობაზე ... წარმოდგენა მაინც , თუ გაქვს რამდენი გადავიტანე , შენი რომანის გამო . წარმოდგენა მაინც , თუ გაქვს როგორ მტკიოდა ყოველ - ღამე ? არა არ გაქვს და ვერც ვერასდროს წარმოიდგენ .. ყოველთვის როდესაც სახლში ჩავდიოდი და მამას ვუყურებდი , საშინელ ტკივილს განვიცდიდი , თავლებში ვერ ვუყურებდი , რადგან დანაშაულის გრძნობა არ მასვენებდა ! ეს ყველაფერი კი შენს გამო ! ამას არასდროს გაპატიებ ( ლიზა) .
- მინდა აგიხსნა ( იზა )
- არაფერი მაინტერესებს ! მამაჩემს ეს არ დაუმსახურებია .. მისნაირი შესანიშნავი მამა , არასდროს მინახავს , ოჯახს არაფერს აკლებს , ღამეებს ათენებს , რომ ყველაფერი მოგვცეს , მაგრამ შენ ამას ვერ ხედავ ! ამდენი ხანი კი , ჩუმად მხოლოდ მამაჩემის , გიორგისა და მარის გამო ვიყავი , რადგან მათ ჯერ კდიევ ჭირდები , დედა სჭირდებათ , მამას კი ცოლი , „ფიქტიური“ ცოლი მაინც ! ( ლიზა )
- მე შენზე , ვდარდობ შვილო ( იზა ) - წამიერად თვალებში შევხედე და დავინახე რომ ტიროდა .
- ნუ დარდობ , მე საკუთარი თავის დაცვა შემიძლია ! თვეების განმავლობაში ვიტანდი და ახლაც გადავიტან .. მარტო იმას გთხოვ , რომ ეცადე მამამ ვერ გაიგოს , არ მინდა ცხოვრება დაენგრეს ( ლიზა ) - ავდექი და წამოვედი .
- სად მიდიხარ ( იზა )
- მარტო მინდა დარჩენა ( ლიზა ) - მთლიანად ვკანკალებდი , ვგრძნობდი , რომ თვლათ მიბნელდებოდა , ვხვდებოდი , რომ ცუდად ვიყავი .. გული საშინლად მტკიოდა , ყველაფერი თავიდან გამახსენდა , ტირილი , ტანჯვა ... ყოველი წუთი გამახსენდა , როდესაც ტკივილისგან გასიებული ცრემლებს ვყლაპავდი , როდესაც არაფერს ვამბობდი ... ბაღში ვიჯექი და ვფიქრობდი .. როდესაც ჩამობნელდა , მხოლოდ მაშინ გამახსენდა , რომ მობილური გამორთული მქონდა , უამრავი გამოტოვებული ზარი დამხვდა . სახლში მისვლისას კი ყველა იქ დამხვდა , გუჯა , მანჩო , შოთა , ... როგორც კი კარი გავაღე , გუჯა მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა .
- ლიზი , სად იყავი , ძალიან შემეშინდა , მეგონა რაღაც დაგემართა ( გუჯა )
- ბოდიში , გუჯი .. არ მინდოდა , რომ გენერვიულა ( ლიზა ) - მეც მთელი ძალით ვეხუტებოდი და თითქოს ტკივილი მიყუჩდებოდა . ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შეამჩნია , რომ თვალები დასიებული მქონდა .
- რატომ ტიროდი , კარგად ხარ ? ( გუჯა )
- არ მინდა ამაზე საუბარი , ახლა არა ... ( ლიზა )
- კარგი , მაგრამ ჰომ იცი , რომ შეგიძლია ყველაფერი მითხრა ( გუჯა )
- ვიცი და გეტყვი, ოღონდ მოგვიანებით ( ლიზა ) - ცოტა ხანში წავიდა .
- მიყვარხარ . აღარ იტირო ( გუჯა )
- მეც მიყვარხარ ( ლიზა ) - ოთახში შებრუნებისას , მანჩოს ჩავეხუტე და ცრემლები წამომივიდა .
- მითხარი , რა ხდება ( მანჩო )
- დედა ... ისევ ( ლიზა ) - ყველაფერი მოვუყევი .
- საზიზღარი კაცი ! როგორ გაბედა აქ მოსვლა ( მანჩო )
- ძალიან ცუდად ვარ , მანჩ ( ლიზა )
- დამშვიდდი საყვარელო , ყველაფერი კარგად იქნება .. მე შენს გვერდით ვარ , გუჯა შენს გვერდითაა , ამას ისევ გადაიტან . ისევ დაივიწყებ , რადგან ძლიერი ხარ ( მანჩო )
- მადლობ , რომ ჩემს გვერდით ხარ ( ლიზა )
- ყოველთვის შენთან ვიქნები ( მანჩო )




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent