შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ედელვაისი 3


26-10-2018, 14:46
ავტორი Soow
ნანახია 764

გარემოს ცხელი ოხშივარი ასდიოდა , პერლამუტის ფერი ზღვაც საღამოს კაბასავით ციმციმებდა და ბრჭყვიალებდა.ცაც მოწმენდილიყო,და ალბათ ეს იყო ის სასწაული რაც ევას ასე ძალიან აკლდა თავის ლუქს კლასში.
-ნიკა ,მადლობა რომ აქ წამოსვლა შემოგვთავაზე, რამდენი ხანია ამერიკაში ვარ და ეს ადგილი ჟურნალის ყდაზეც არ მინახავს, არადა იმსახურებს .-შთაგონებული უყურებდა ტბის წინ აშენებულ ხის სახლს.
-აქ პირველად ორი წლის წინ მოვედი ,მეგობართან ერთად, მაშინაც შეჯიბრი მქონდა.
-ძალიან ლამაზია აქაურობა! მწყინს რომ ბებო ვერ დავითანხმეთ! მართალია სულ რაღაც ორი დღე ,თუმცა ოცი წუთიც კი ეყოფა ადამიანს აქაურობით დასატკბობად.
-მიხარია, რომ მოგეწონა!შევიდეთ? რატი და ნატა ალბათ გველოდებიან.
-ნიკა... რაღაც უნდა გკუთხო! იაპობნური ენძელები ანუ ედელბვაისები შენ გამომიგზავნე?
-მე?არა მერწმუნე!-სახე მოეღუშა-არც მიკვირს რომ შენნაირ ქალს ყვავილები გამოუგზავნეს,ეს ხომ ისედაც ნაელია!
ევამ პასუხად უხერხულად გაუღიმა და სახლში შევიდა.წინ საოცარი ადგილის გამოკვლევა ელოდათ.იქაურობას ხელები გამოება და დეგუსტაციის დახლის გოგნასაცით, იქნევდა ხელებს არა ეს გასინჯე და არა ესო. ტბა, ზღვა ,ტყე ორ მილში არსებული პატარა ლამაზი სოფელი,ყველაფერი დაათვალიერეს შეძლებისდაგვარად,უკვე ბინდებოდდა .ევას თავის ლეპტოპზე ნოსტალგია მოერია,ალბათ აქაურობამ შთააგონა,და ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა სახლში.კართან კი ისევ თაიგული დახვდა, აამჯერად უკვე წითელი ედელვაისები.
-ჰმ!-ჩაიცინა და ისევ წერილის ძებნა დაიწყო.
“აქაურობა, კიდევ უფრო გალამაზდა ,ამ დილით! იცოდე რომ არის ადამიანი რომელსაც ძალიან უყვარხარ! ყვავილების ფერთან ერთად ჩემი გრძნობებიც იცვლის ფერს.“
ევას წარბები აეწია და მეგობრებსაც ასეთივე გამომეტყველებით შეხვდა.
-ოჰო! კიდევ ერთი?-ტაში შემოკრა ნატამ-ევა ვისგანაა?
-არ ვიცი! ეტყობა სრულ ჭკუაზე ვერ არის-ნიკას გახედა, რომელიც უხერხულობისგან გასკდებოდა, ყვავილებს სიძულვილით უყურებდა და ევასაც თვალს არიდებდა.-ყვავილები ზდმეტად კარგია გადასაყრელად, წერილი კი..-ხელში მოჭმუჭნა და ბუჩქებში მოისროლა. თვითონაც არ იცოდა ეს რატომ გააკეთა,იქნებ ნიკა მისთვის სულერთი არ იყო.ვინ იცის.
*******
მმ ძალიან გემრიელია ნატა!-ერთხმად შესძახეს სამეულმა ,ნატას კულინარული შედევრის გასინჯვისას.ევა თავის ოთახში განმარტოვდა, მის საუკეთესო მეგობართან, მაკთან ერთად.მართალია ევა დამოკიდებული იყო, კომპიურტერზე, მისი ცხოვრებაც კომპიუტერს ჰგავდა,კომპიუტერს რომელის მფლობელმაც ბევრი არაფერი იცოდა მის შესაძლებლობებზე.
უკვე ღამის სამი საათი იყო, ევა ისევ თავის მაკში იყო შემძვრალი და ლამაზი სანახაობიდან შთაგონებული,კომპიუტერული თამაშის გრაფიკის ესკიზებს ქმნიდა.უცებ თავში ისევ ახალი ვიდეო მოუვიდა, გადაწყვიტა რომ უცნობ თაყვანისმცემელს აუცილებლად გადაუხდიდა მადლობას ამით და მთავარი პერსონაჟის კოსტიუმზე ცისფერი ედელვაისის სიმბოლო დაამატა,მოწინააღმდეგის კოსტიუმზე კი წითელი.ამ დროს კარი ნატამ შემოაღო და ევამაც მაკი დახურა,თითქოს რაღაც დანაშაულში გამოიჭირესო.
-ევა!როგორ ხარ? მე ძალიან ,ძალიან კარგად!
-რა მოხდა, როგორი ენერგიული და მინაბული ხარ? უკვე სამი სათია ყოველი
შემთხვევისთვის გეუბნები, ისე.
-მე და რატის სექსი გვქონდა.
-რაა?-ევას თვალები გაუფართოვდა და პირი დააღო.-შენ ხომ ! თქვენ ხომ სულ რამდენიმე დღეა ერთმანეთს იცნობთ!
-ო,ეს სერიოზული არ იყო! უბრალოდ , უბრალოდ ძალიან მოგვინდა! ჯეკის შემდეგ არავინ მყოლია უკვე ოთხი თვეა, მეც ხომ ადამიანი ვარ! ევა რატომ მიყურებ მასე? შენ რა განმიკითხავ?
-არა! უბრალოდ ჩემამდე ვერ მოდის,ასეთი ულტრა თანამედროვე ურთიერთობები.
-შენამდე ვერანაირი ურთიერთობა ვერ მოდის, იმის მაგივრად რომ ვერანდაზე ნიკასთან ერთად გესაუბრა ,აქ ჩაიკეტე და ისევ შენს კომპიუტერულ თამაშებში გადაეშვი თავით.
-მოიცა, მე ნურაფერში გამრევ!მე ხომ მას საერთოდ არ ვიცნობ?! იქნებ მოძალადეა? რავი მოკრივეა დაიქნებ... ან შეიძლება ჩემს ქონებას დაადგა თვალი?
-ევაა!მაგას რა მნიშველობა აქვს, სპორტული აღნაგობის ,მაღალი,ტესტასტერონით გაჟღენთილი ბიჭი გყავს მეზობელ ოთახში და შენ აქ აგდიხარ!
-მოკეტე ნატა! უკვე მეძინება, ყველაფერს აფუჭებ ხოლმე.
-რავიცი, მე ძალიან მომეწონა და!
-სუუ!!!
******
მომდევნო დილა წინა დილაზე უფრო ლამაზი გამოდგა.ნატა და რატი ჰამაკში ნებივრობდნენ ერთად.ევამ კი გადაწყვიტა ეს ადგილი სერიოზულად დაეთვალიერებინა და თავის 5D განზომილების ახალ თამაშში ზუსტად ეს ადგილი გამოეყენებინა.კამერა აიღო და ტყეში მიმავალ უკაცრიელ ბილიკს გაუყვა.პატარა მაღლობი დაიპყრო,უკვე ქოშინებდა უკნიდან კი ნიკას ხმა მოესმა, რომელსაც მხოლოდ საცურაო შორტები ეცვა და თავისი გარუჟჯული სპორტული სხეული მთელს სანაპიროს იბყრობდა.ნიკამ ევას სიმწრით გავლილი მანძილი წამებში გამოიარა, კარგად სჩანს რომელი მათგანი იყო პროფესიონალი სპორტსმენი და რომელი დადიოდა სავარჯიშოდ თვეში მაქსიმუმ ოთხჯერ.
-მაგარ ფორმაში ხარ!
-მადლობა ევა! შენც საერთოდ არ გეტყობა ,რომ მთელის დღე-ღამეს კომპიუტერთან ატარებ და ჩიფსებს ჭამ.
-მე ვვარჯიშობ...ხანდახან!-გაეღიმა-ისე რომ იცოდე ტვინის მუშაობაც წვავს კალორიებს, იმას რასაც შენ ვარჯიშისას წვავ, ჩემი ტვინი მუშაობისას ხარჯავს.
-გინდა მითხრა რომ დებილი დაკუნთული ტიპი ვარ?
-ო არა! შენ ძალიან შეგნებული სჩანხარ და ძალიან...ძალიან... დიდი კუნთები გაქვს-ბოლო სიტყვების წარმოთქმისას მიხვდა რომ საერთოდ არ იყო, იმ მომენტში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის მფლობელი ქალი. აღარ იყო ინოვაციების დედა ტექნიკის სამყაროში. ძალიან შერცხვა და სახე დაემანჭა.საბედნიეროდ მისი პომპლიმენტი არ აღმოჩნდა სულელური, ნიკამ მიხვდა რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და არაფერი აგრძნობინა, მის წუთიერ სისუსტეზე. მან კარგად იცოდა რასაც ფიქრობდა ქალების უმრავლესობა მისი სხეულის დანახვისას.
-ევა შეხედე ჩანჩქერი!
-ო ეს საოცარია ნიკა-კამერა ჩართო და სურათების გადაღება დაიწყო.
-მეც გადამიღე რა და მერე მეილზე გადმომიგზავნე კარგი?
-კი მიდი.
ნიკამ აზიდვები გააკეთა , მის ხელებზე კუნთები კიდევ უფრო გამოიკვეთა , ჩანჩქერის წინ დადგა დოინჯით , მისი სხეულის ყველა კუნთი აათამაშა , გაიღიმა.
-ოჰო! შენ ასე ემზადები ყველა ფოტოს წინ?
-ჰო!
-უცნაურია!
-რა არის უცნაური,ევა მე ბუნებრივ ფოტოშოპს ვიყენებ!-ევასთან ძალიან ახლოს დადგა თავისი პრესი ევას თეძოებს ეხებოდა.-რა გადაიღე შემიძლია ვნახო?
-რათქმაუნდა-ძლივსგასაგონად თქვა ევამ სისხლმა უფრო სწრაფად დაიწყო ძარღვებში ფეთქვა,მუცელში სითბო ჩაეღვარა რამაც მსუბუქი თაბრუსხვევა გამოიწვია, ხვდებოდა რაც ემართებოდა- აიღე კამერა შენით ნახე-კამერა ესროლა და სასწრაფოდ გაიწია მისგან.
-ძალიან მაგარია!-ცალყბად ჩაიღიმა ნიკამ, -ევა, შეგიძლია მოიწიო?
ევაც უხერხულად მიიწია მისკენ.
-ევა ეს საოცარი ადგილია, ძალიან ვინანებ ეს რომ აქ არ გავაკეთო-გოგონა ტანზე მიიხუტა , წელზე ხელი მოუჭირა , კისერში ჩააფრინდა, იქედან მძლავრად და ნელა ხელი თმებში შეასრიალა, სახე მისკენ მიიწია და ვნებიანად აკოცა.

ვნებათა ღელვა ტროპიკულმა წვიმამ ჩააქრო, მაგრამ არა მთლიანად. სახლამდე სირბილით მივიდნენ, სულ მთლად დასველდნენ , სახლში საბედნიეროდ არავინ აღმოჩნდა.
-ევა! ძალიან გთხოვ ოცი წუთი მომეცი! აქ დაჟექი არ გაინძრე შენთვის სურპრიზი მაქვს კარგი?
-მაგრამ აქ შემცივდება!
სასწრაფოდ პლედი ნმოახვია, სახლში შევარდა და დაახლოვებით თქუთმეტ წუთში გამოვიდა, ევა სააბაზანოში შეიპატიჟა.ჯაკუზი თბილი წყლითა და ვარდების ფურცლებით იყო ავსებული,ჰაერში საოცარი სურნელი ტრიალებდა .ნიკამ ტანსაცმლის გახდა დაიწყო.რადგან თვითონ მხოლოდ საცურაო შორტებით იყო, რამდენიმე წამში სრულიად შიშველი ევას ტანსაცმელს გლეჯდა.
-არა!-თქვა ევამ.
-კარგი რა!-ცინიკურად ჩაიციდა და ევას კაბა უკვე ბოლომდე შემოხეული ჰქონდა, მხოლოდ ქვედა საცვლებით იდგა მის წინ.
-მართლა არ მინდა!
ნიკას არაფრად ჩაუგდია ეს სიტყვები ,ხელში ატაცა და ჯაკუზში ჩასვა.კოცნა და მოფერება დაუწყო, მისი საცვლების ერთი გვერდი გახია.
-არა ! ნიკა მართლა არ ვარ მზად!-ახლა უკვე მთელი ძალით ეცადა მისი თავიდან მოშორებას.
-მეხუმრები?
-არა უბრალოდ შეგვიძლია აქვ ვიწვეთ და... მადლობა ამდენი რომ იწვალე ჩემთვის ...ჩვენ ხომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ?
-კარგი რა ევა!-ისევ გადააწვა ზემოდან და ჯაკუზში ჩაძირა.
-არა მეთქი!
ნიკა მოშორდა, ჯაკუზის მეორე მხარეს მიეყრდნო დაჟინებით დაუწო შიშველ გოგონას თვალიერება.ევამ კი მისი დაჟინებული მზერის მოსაშორებლად, კედლზე მთელ სიგრძეზე ჩაშენებული ფანჯრიდან ზღვაზე გადაიტანა ყურადღება.
-წადი შენი-წყალს ხელი დაარტყა , ჯაუკუზიდან წამოდგა ,შორტებს ხელი დაავლო და კარი ხმამაღლა გაიჯახუნა ნიკამ.
ევა ხვდებოდა რამდენად სუსტი იყოიმ მომენტში.თავს საშინლად დამცირებულად გრძნობდა, თვალებიდან ცრემლები უნებლიედ ეღვრებოდა ვარდებით სავსე ჯაკუზიში.თვალებს ზღას არ აცილებდა ,მარჯვნიდან ძალიან ახლოს კატერმა ჩაიარა ,შეჩერდა მისი მძღოლი წამოდგა , მზის ქუდი მოიძრო და მისალმების მიზნით ევას თავი დაუხარა.ევამ მოულოდნელობისგან ჯაკუზში ჩაყვინთა , მერე შიშველი თავისი ოთახისკენ გავარდა , სასრაფოდ ნივთები ჩაალაგა,ბილეთი შეუკვეთა და აეროპორტისკენ წაქვიდა,ისე რომ არავინ გაუფრთხილებია და არც არავის დაუნახავს.



№1  offline წევრი Soow

ნეტა რა დააშავა ამ ისტორიამ არც ერთი კომენტარი რომ არააქვს და არც დისლაიკი??????

 


№2  offline წევრი Liziko27

არაფერიც არდაშავა..❣ ყველა წავიკითხე ახლა...მართლა.საინტერესო და სასიმოვნო წასაკითხია. ❣ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent