შიში პატივისცემა და სიყვარუილი {ნაწილი 2/1}
1. ბევრი ტირილის და ტკივილის შემდეგ, ლაშა იგივეს იმეორებს და ეკითხება ანასტასიას. -გილოცავ ტასო დიდი ბიჭია. -მადლობა. მკერდზე დასმულს ეფერებოდა და ტიროდა ბენიერებისაგან. -რას არქმევ ტასო? -ალექსანდრეს. ალექსანდრე დადიანი! ლაშას იგივე შეგრძნება დაეუფლა და გაოცებული ამბოს. -გამიგიჟებთ მეგობრებს შენ და შენი და! აკოცა და ოთახი დატოვა. -თორნიკე! ნიკა აბაშიძეს ეხვეოდა დადიანი და მილოცვას იღებდა, ლაშამ რომ დაუძახა. -გილოცავ თორნიკე, ალექსანდრე დადიანი დიდი და ჯანმრეთელი ბიჭია!... არაფერი გაუგია ალექსანდრეს მეტი უკვე ბლოკში იყო და ანას ეფერებოდა დადიანი. *** -ტასო, ჩემი ტასო! დაღლილ და ფერ დაკარგულ სახეზე ეფერებოდა გოგონას დადაინი, რომელსაც უსაზღვროდ ბენიერი, სილურჯეში გადასული თვალებით უმზერდა და რადმენიმე წუთის წინ ვაჟი გაუჩინა. იმ რამდენიმე საათმა ისე შეცვალა მისი ცხოვრება, რომ ჯერ კიდევ ვერ გაზრებულ ბედნიერებას გრძნობდა და პასუხისმგებლობას ერთმანეთში არეულო ემოციად აღიქვამდა. სახეზე ეფერბოდა და თან კოცბებს ანაცვლებდა. -ნახე ბავშვი? დაღლილმა და სახე გაფითრებულმა, მაგრამ უსაზღვროდ ბედნიერმა ჰკითხა გოგონამ: -არა ჯერ.. -თორნიკე, უნდა გავიდედთ, ანასტასიას პალატაში გადაიყვანენ და ბავშვსაც ნახავთ! ლაშამ, მხარზე ხელი დაადაო მეგობარს, რომელიც ანას დაღლილ სახეზე გამოსახულ ღიმილს, კოცნით უპასუხა და წამოდგა. მეგობარს ისევ მოეხვია ლაშა და მილოცვა გაიმეორა.. პალატაში გადაყვანის შემდეგ, ნიცა შეუვარდა ოთახში. -ჩემი ანა! როგორ ხარ მშვენიერო? სად რის ჩემი იმედი? ჩემი გიჟი გოგოს მცველი? გოლიათი ბიჭო, სად არის? შენ როგორ ხარ? სიხარულის ცრემლები სახეზე არ შორდებოდა მოსირულე მხიარულებას.. -კრგად ნიცა, მოიყვანენ მალე. ისევ დაღლილი იყო ანასტასია და უჭირდა სუბარი. -ვიცი რთულია, დაისვენე და წასვლამდე კიდევ გინახულებთ. -კარგი. -მიყვარხართ. -მეც. ოთახი დატოვა, რადგან იცოდა რამდენიმე დღის წინ, გამოცდილი ტკივილები, რაოდენ რთული გადასატანი იყო ტასოსთვის. საავადმყოფოს მიმღებში ნიკოლოზ აბაშიძე ნიცას ისტორიას ხურავდა და ანასტასიას ისტორიას ხსნიდა, როცა ერთი გოგონა გვერდით დაუდგა კლინიკის ფორმაში გამოწყობილი.. -საღამო მშვიდობის სოფო, როგორ ხარ? -კარგად დადუ, შენ? -კარგად. დღევანდელი პაციენტების სია მომაწიდე რა.. -აი აიღე. -მადლობა. სანამ წავიდოდა მასზე მიშტრებულ ბიჭს გაუღიმა, სევდიანი მუქი გიშრისფერი თვალებით, თავი ოდნავ დახარა მისალმების ნიშნად და ზურგი აქცია აბაშიძეს, რომელსაც ჯერ გოგონას სურნელმა, შემდეგ ხმამ ყურადღება გაუფანტა და გვერდით მყოფზე გადაატანინა, მოსაუბრეებს თვალყურს ადევნებდა და უკვე მიმავალზე თვალის მოუშორებლად იკითხა: -სოფო, ვინ არის ეს გოგო? -ეს გოგო არის, ქუთაისის კლინიკიდან, რომ გადმოვიდა. დადუ დიასამიძე. -დღეს მორიგეა? -ეს და ტუსა, მასთან მეგობრობს. -ტუსაშვილს საიდან იცნობს? -აქ გაიცნო. ხომ იცი როგორია? ის დაუმეგობრდა და.. კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ თომამ ხელი შეუშალა. -ნიკა, სად დაიკარგე? -რა ხდება? -სახლში მვდივართ და ავღნიშნვთ, ოღონდ ჩემთან ბინაში, ნიცა და ბავშვი გვერდით მინდა მყავდეს. -გინდა, თუ გაიძულებს ჩემი და? სიცილით ჰკითხა ნიკამ. -აუ, შენ და ნიკას ხომ ვერ გაგაჩუმებთ რა, მომენატრა და არ მინდა მარტო დავტოვო, ისედაც რამდენი გადაიტანა.. ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. -კარგი, ჩუმად ვარ. მე ვერ წამოვალ ეს დღეებიც აქ ვიქნები და ანასაც, რომ გავწერთ მერე.. -არ გადამროთ შენ და თორნიკემ! ძლივს მეღირსა ოჯახში ქეიფი და ამ დღეს ყველანი უნდა იყოთ! -ნიკუშ, რატომ გაცვია ეგ ფორმა? არ მოდიხარ? დამიჭირე რა.. თომას შეხედა და პატარას კალათი მიაწოდა, რომელმაც ბედნიერი თვალებით დაუწყო ფერება, ჩვილს. -კარგი წამოვალ. ვნახავ მორიგე გოგონებს და გამოვალ... პალატაში შესვლისას ლაშას დაუძახა და ანას მდგომარეობას ერთად გადახედეს. -გამარჯობა ბატონო ლაშა. გაიღიმა გოგონამ, რომელიც უკვე გაცნობოდა ანასტასიას ანკეტას და წვეთოვანის დადგმას მორჩა. -გამარჯობა დადუ, გაიცანი ეს ნიკოლოზ აბაშიძეა. ეს კი დადუ დიასამიძე. -სასიამოვნოა ლამაზო. გაუღიმა ნიკამ და ისევ შეათვალიერა გოგონას უნაკლო სხეული, მაგრამ თვალებთან გაჩერდა ბიჭი. მისი სევდა იმდენად ღრმა და დიდი იყო, რომ ნიკოლოზის მზერისთვის ადვილი შესამჩნევი.. -ჩემთვისაც სასიამოვნოა ბატონო ნიკა, ბევრი მსმენია თქვენზე. -იმედია მხოლოდ კარგი. -დიახ რა თქმა უნდა, ყველა თქვენს ნიჭზე საუბრობს. -სახლში როგორ ხარ? ხომ არ გამოჩენილან შენები? საუბარში იშვიათად მომღიმარი ლაშა, ჩაერია და გოგონას მხრებზე მოხვია ხელი. -არა ბატონო ლაშა, ყველაფერი კარგადაა, მადლობა . მორიდებით დახარა თავი გოგონამ. -კარგი დადუ, ჩვენ გავდივართ და გვიან ღამით შემოვივლი. თუ რამეა დამირეკე. -დიახ, რა თქმა უნდა. ლაშა შებრუნდა და სანამ კარს გააღებდა ნიკას ხმა მოესმა.. -ერთი თხოვნა მექნება, ანასტასიას მშობიარობა რთული იყო, ნაყოფი დიდი დაიბადა და შესაძლოა სისხლდენა დაიწყოს, კრიზისული პერიოდი სანამ არის ყურადღებით უნდა ვიყოთ!.. ლაშა სიამაყით შემობრუნდა, გაიფიქრა, რომ ნიკას არჩევაში არ შემცდარა, მოსაუბრეებს გაუღიმა და დერეფანი გაიარა. ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიდიოდა, გასვიანის კორპუსის ბინაში პირველად იყო მხიარულება და სიცილი, რომელიც არემარესაც ედებოდა, ასევე პირველად იყო, რომ დადიანი თომას ბედნიერებას შორიდან იზიარებდა, საყვარელი ქალის გვერდით იყო და სითბოთი სავსე თვალებით უმზერდა, ფერმკრთალ სახეს და მაინც მშვენიერს. ანას მშვიდად ეძინა, იცოდა რომ საყვარელი მამაკაცი მასთან იყო და მისი სურნელი ენაცვლებოდა საავადმყოფოს კედლებში გამჯდარ სურნელს.. ნიცა კი მოწყობილი და გაფორმებული ბინით ხარობდა, რაზეც ანასტასიამ, ნატაშკამ და სებამ იზრუნეს, ნიცას ყველაფერი მოსწონდა და პატარასთან ერთად სახლს „ათვალიერებდა“.. საავადმყოფოშიც მშვიდობა იყო, დადუმ შემოვლა დაასრულა და მათ ოთახში შევიდა სადაც ტუსაშვილი უკვე იჯდა და ყავას მიირთმევდა, დიასამიძესაც გაუწოდა, რომელმაც ღიმილით მადლობა გადაუხადა. -ორი საათიც და ყველაფერი კარგად დასრულდება. დაღლილმა ამოილაპარაკა, თბილი სითხით თითები გაითბო და მოსვა. -ორი რატომ? დილამდე ჯერ კიდევ დროა. -აბაშიძის მდგომარეობა არის საყურადღებო, დიდი ბიჭია დადიანი! ღიმილით თქვა და გაიბადრა. -აბა, ხუთი კილო და ასი, მეხუმრები ამხელას გაჩენას? იცინოდა ტუსაშვილი. -ეჰ ნანო, შენი რომ იქნება, გაჩენ კიდეც და გაზრდი კიდეც. -აბა რას ვიზამ, თან ისეთი ლამაზი ქმარი თუ მეყოლება, როგორც დადიანია და მათი ბავშვი ხო საერთოდ, ჩავყლაპავ ორივეს!. -რა ლამაზი გოგოა ანასტასია. ჩაილაპარაკა ჩაფიქრებულმა დადუმ. -ანასტასიაც, ნიკაც და ნიცაც, სამივე ლამაზები არიან, მაგრამ მე უფრო ლამაზი ვარ! ენის წვერი კბილბს შორის მოიქცია და პატარა ლამაზი ცხვირი, სასაცილოდ ასწია. -შენ საუკეთესო ხარ! ღიმილით უპასუხა და წამოდგა. -მე ცოტას ვიმეცადინებ, ხვალ წერა მაქვს. -კარგი მე შემოვივლი პალატებს, აუ ხო მართლა, მამაშენი და შენი ძმა არ გამოჩენილან ხომ? -არა, მაგრამ აქ ერთი ჩვენი ნაცნობი იწვა და იმისგან შეიძლება გაიგონ... ნერვიულობა შეპარულმა ამოილაპარაკა. -ნუ გეშინია, ლაშა მიხედავს! გაამხნევა მეგობარი, რასაც სევდიანად გაუღიმა გოგონამ და მაგიდასთან მოთავსდა.. უცებ ხმაური და მამაკაცის ყვირილი შემოესმათ, რომელიც დიასამიძის გვარს იმეორებდა, დადუმ ფერ დაკარგულმა ამოილაპარაკა და წამოდგა: -მიპოვა, აქაც მიპოვა... -დადუ, ნუ გეშინია მე მივხედავ! -არა. შენ არ ჩაერიო, გთხოვ... უფრო გაბრაზდება. -უბრალოდ გავალ და ვეტყვი, რომ აქ არ ხარ! -სად არის!? მითხარით, თორემ ყველა ოთახს დავივლი და შევამოწმებ! -ნუ ყვირით ბატონო, ეს საავადმყოფოა... -ყ*ზე მკ*ა ეს რა არის! დადუ, გამოდი! ხომ იცი გიპოვნი! სხეულის კანკალით გავიდა დერეფანში გოგონა და მიუახლოვდა, მიმღებში მყოფ დაცვისა და მომსახურე პერსონალს, რომლებიც უშედეგოდ ცდილობდნენ, მაღალი გამხდარი მამაკაცის დამშვიდებას, განრისხებული მზერით, რომ შეხედა დას და ირონიულად გაეღიმა.. -მოდი შენი!... მისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა და ის იყო მკლავში უხეშად, უნდა მოეკიდა ხელი დისთვის, უცებ მამაკაცის მაჯას, თხელი თითები შემოეჭდო და გოგოსთვის არაბუნებრივი სიძლიერით დაუკავა ხელი ნანომ, რომელიც წინ ედგა დადუს და მოძალადეს გადაეღობა: -ხელი არ ახლო! ისეთი ხმით იყვირა, ყველამ გაკვირვებულმა შეხედა გოგონას, რომელიც მხოლოდ მომღიმარი და ბედნიერების მატარებელი იყო, მისი ასეთი გარდაქმნა უცხო იყო დადუსთვისაც კი.. უცნობი გოგოსგან მიღებული წინააღმდეგობით გაოგნებულმა ბიჭმა, დიდი შავი თვალებით შეისწავლა მასზე, როგორც სიმაღლით, ისე ასაკით პატარა გოგოს, გაბრაზებული, თეთრი სახე და დიდი თაფლისფერი თვალები, რომელშიც ბრაზი ისე გიზგიზებდა, რომ მამაკაცი წამით გააჩერა, პატარა გოგონას გამბედაობამ და მეტყველმა მზერამ თითქოს დააბნია კიდეც... -ნანო, არ ჩაერიო გთხოვ... მუდარით დაიჩურჩულა გოგონამ და მამაკაციც მალევე გამოერკვა ფიქრებიდან.. -წამოდი! -ზურა ვმუშაობ.. -აქ ვისაუბროთ თუ წამოხვალ?! გამომცდელი მზერით და მკაცრი ტონით ჰკითხა, სახე უცვლელი შებრუნდა გასავლელისკენ, რადგან იცოდა დადუს არ სურდა მათი არასასიამოვნო დიალოგის მომსწრე ყოფილიყო ვინმე. -არ გაჰყვე დადუ, ლაშას დავურეკავ!.. -არა გთხოვ, მე მოვაგვარებ. თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ, რადგან ნათქვამში დარწმუნებული არ იყო. მუხლების კანკალით გაჰყვა ძმას და როგორც კი შენობიდან გავიდნენ თვალს მიეფარნენ, მკლავში ხელი უხეშად წაავლო და შენობის ბნელ კუთხეში გაიყვანა.. -როგორ გაბედე ლაწირაკო?! გამოიპარე არა?.. ლაშასთან რა გესაქმება? -მეტკინა ზურა.. ცრემლები წამოსცვივდა გოგონას ტკივილისგან. -მამა უფრო გატკენს, იცი როგორი გაბრაზებულია? -გთხოვ, არ უთხრა სად ვარ... -უკვე იცის?!.. ირონიული ღიმილი გამოესახა სახეზე ბიჭს და უცებ არსაიდან მოსული მამაკაცის ხმამ საუბარი შეაწყვეტინა ორივეს. -სად გაიპარე შე ალქაჯო?! უცებ შუახნის მამაკაცმა, მკლავში უხეშად მოკიდა ხელი და ეზოს გასასვლელისკენ გაათრია, შიშისგან აკანკალებული სხეული. -მამა გთხოვ.. აგიხსნი.. მაპატიე და ყველაფერს აგიხსნი... -რა უნდა ამიხსნა შენი!.... დროზე გამოდგი ფეხი და მითხარი სად ცხოვრობ! -მამა.. მე სხვის სახლში ვარ... -ვის სახლში გოგო.. კა*ბაც დაიწყეე?! -არა მამა ის გო... გაშლილი ხელი სახეში გაარტყა და წონასწორობა დაკარგული გოგონა, საავადმყოფოს ეზოში მოწყვეტით დაეცა, მოქნეული ფეხი მუცელში მოხვდა და მესამე მცდელობაზე ზურამ შეაჩერა. -მამა მოიცადე ! წამით სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა ძმას და წამოაყენა, მკერდზე მიიყრდნო გოგონას სხეული. -დადუ, ნუ ეწინააღმდეგები! -ზურა, იქ ნანოს მშობლები ცხოვრობენ. -ნანოს?... უცებ გაახსენდა გოგონას სახელი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გადაეფარა დადუს. -კარგი სასტუმროში წავალთ, მაგრამ ფული მომეცი! გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და შარვლის ჯიბეში შენახული, ლამაზად დაკეცილი რამდენიმე ათეული ლარი ამოიღო, ხელის კანკალით გაუწოდა ძმას, მამაკაცი ისეთი „გაწუწკებული“ იყო, რომ ფულის დანახვამ სიბრაზე დაავიწყა, ფულზე გადაიტანა ყურადღება და ძმამ მასზე მიყრდნობილი გოგო გაასწორა. -მოგეხმარო? თითქოს მიზეზი უნდოდა საავადმყოფოში შესვლის ზურას. -ჩემით ავალ.. გაოცებულმა შეხედა დადუმ და მის თვალებზე ისევ ისეთი სახე მიიღო, როგორიც რამდენიმე წუთის წინ.. -მიდი დროზე! თორნიკემ, რამდენიმე წუთის წასული იყო, როცა ეს ამბავი მოხდა, მეგობრის სახლში გადაწყვიტა მისვლა და კარი ნიცამ გაუღო. -სიძე კაცი მოვიდა ბიჭებო! მთელი ძალით ჩაეხუტა დადიანს და მისაღებში შევიდნენ. -როგორ ხარ ნიცა? -კარგად თორნიკე, უკვე კარგად. ყველანი წამოიშალნენ და დადიანს თავიდან მიულოცეს, ძმები ახვლედიანებიც იქ იყვნენ და ყველანი ვისი იქ ყოფნაც აუცილებელი იყო, დადიანს ეკატერინე ბებიას ნახვამ გაახარა: -კატო შენ, აქ ხარ? -გილოცავ ბებო, ვაჟკაცის დაბადებას! მტკიცე ხმით უთხრა ქალმა და მოეხვია შვილიშვილს. -ჰე, სიძე კაცო მოდი, დაჯექი და დავლიოთ! ნიცამ მხიარული და ჩვეული ენერგიულობით მიმართა.. მას შემდეგ, რაც თომა და თორნიკე მოსკოვში ერთად წავიდნენ, ასეთი ლაღი ნიცა არავის ენახა, მიუხედავად მისი მხიარულებისა თვალები მუდამ სევდიანი ჰქონდა. ამჯერად ყველას სიხრული და ბედნიერება ესახებოდა სახეზე, ყველა პატარას და ნიცას დასტრიალებდა, ტყუპებმა და ნიცამ სიმღერებიც იმღერეს სანამ უმცროსი გასვიანი მამის მკლავებში ნებივრობდა. თომა, პატარა ხელს კოცნიდა და ჩვილის სურნელით სხეულს ასარზოვებდა, ბედნიერი ნაპერწკლები შავ სფეროებში უკიაფებდა და ამ მზერას საყვარელ ქალსაც უგზავნიდა.. ყველა სვამდა და ბედნიერებას ერთმანეთს უზიარებდნენ, ამ ბედრიერებამ ყველანი შეათრო. თორნიკე დადიანი პატარა გასვიანს დაჰყურებდა ლურჯი თვალებით და მეგობარს ახედა: -მალე უნდა წავიდე! თომას გაეღიმა, მეგობრის სურვილს ხვდებოდა და უხმოდ თავი დაუქნია. -კარგი!.. ნიკა აბაშიძემ, მხარზე ხელი დაადო დადიანს და ღიმილით უთხრა: -თორნიკე, მე მივდივარ უკვე და ხვალ მოდით საავადმყოფოში, ანას კი დასვენება სჭირდება. -ახლა ექიმი ხარ, თუ ძმა?! -ორივე! -მაშინ კატოს გავიყვან და მერე მოვალ. -კარგი, როგორც გინდა. მხოლოდ ნიკა და თორნიკე იყო ფხიზელი დანარჩენი სიხარულით და სიყვარულით გაბურებულებს მეტად მოეკიდათ სასმელი.. ნიკა ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა დერეფანში და შინაგანი გულისცემაც აჩქაებული ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ეს დაღლილობის არ იყო, ეს შიში იყო და რისი ეშინოდა ვერ გაიგო. პალატაში შესულს გაეღიმა და ბედნიერი მივიდა მძინარე გოგოსთან, რომლის შუბლი ძალიან ცივი იყო.. -ანნ.. დამძიმებული თვალები შეარხია და უშედეგოს სცადა გახელა.. -ნიკა.. ბავშვის.. ნახვა.. მინდა.. სვენებ სვენებით ამოთქვა და ნიკას რეაქციაც შესაფერისი იყო.. სწრაფად გადახადა თხელი საბანი და სისიხლის ნახვისას ისეთი ხმები ამოუშვა, რომ მთელ საავადმყოფოს ექოდ მოედო.. „ექთნის ღილაკს“ თითი დააჭირა რამდენჯერმე და თან ანასთან კონტაქტს ცდილობდა.. საავადმყოფოში შესული დადუ, თავდახრილი შევიდა ოთახში, სადაც სამედიცინო ხალათი გამოიცვალა, რომელიც დასვრილი იყო, ცრემლები დაუდევრად და ურცხვად სდიოდა, თუმცა არ ტიროდა, შეჩვეული იყო, რომ არც მამას და არც ძმას არ უყვარდა, თუმცა მიზეზს ვერ ხვდებოდა.. მასში მხოლოდ შემოსავალს ხედავდნენ და ამასაც უხეშად აკეთებდნენ. ტუსაშვილი მომლოდინე თვალებით შევარდა ოთახში: -დადუ როგორ ხარ? ეს რა გჭირს? დაგარტყა? ამის უფლებას რატომ აძლევ! ყველაფერს ერთდროულად ამბობდა და ისე ბრაზობდა, რომ სურვილი ჰქნდა მოეკლა, რამდენიმე წუთის წინ ნანახი ახალგაზრდა.. უცებ ყვირილი შემოესმათ.. -სოფო ყველას დაუძახე! ანა, შეეცადე არ დაიძინო! ბრძანებას ჰგავდა ნიკას ხმა და დერეფანში ყვიროდა: -საოპერაციო მოამზადეთ, ლაშას დაურეკეთ და სისხლი მოიტანეთ, მეორე დადებითი! უნდა გვაყონოთ! გოგონები გარეთ გამოვიდნენ დადუ არ დაბნეულა, მიუხედავად მძიმე სტრესისა ყველაფერი მზად იყო და გზადაგზა ამზადებდა საოპერაციოში ყველაფერს.. -ვენაში შევედი! დააკვირდით! ყველანი ადგილზე! შესაძლოა ოპერაცია დავიწყოთ! ყველაფერს აკეთებდა როგორც ექიმი, მაგრამ იმ წუთას მხოლოდ ანაზე ფიქრობდა, როგორც ძმა, ლაშას არ ყოფნა კი დროს აკარგვინებდა, ამიტომ მისი ხმა ზედმეტად მკაცრი იყო: -ნიკა, ოჯახის თანხმოაბა არ გვაქვს.. ტუასშვილი, იურიდულ საკითხებში, ყოველთვის ფრთხილი იყო და ამის გამო ჰყავდა ლაშას, ეს ერთი ციდა გოგო, აყვანილი სტაჟიორად.. -ნანო, გააკეთე რასაც ვამბობ! -არ დაგვჭირდება! მკაცრი იყო დადუს ხმაც, რომელსაც ნამდვილად ვერ შეატყობდით, რომ იმ წუთის დამცირებული და ნაცემი იყო, მაგრამ ნიკოლოზ აბაშიძის ბრაზმორეულ მზერას წააწყდა და თავი დამნაშავედ დახარა.. ნაცრისფერ დერეფანში, პალატების კართა რიგს, სწრაფი ნაბიჯით ფარავდა, ორი მაღალი მამაკაცი და უკან შეშინებული სახეებით მოჰყვებოდათ ყველა. ლაშა მალევე საოპერაციოში იყო.. თორნიკეს სახეზე, ჯერ კიდევ ვერ გააზრებული სიხარულის, ნაცვლად შიში ეტყობოდა, ვერ უშვებდა გონება, რომ ტასოს რამე დამრთნოდა. გულში კი თავს იდანაშაულებდა, რომ მარტო დატოვა.. ყველასთვის მძიმე და გრძელი იყო, ის წუთები რაც დერეფანში ლოდინით გაატარეს, თუმცა ყველაზე მთავარი კი სიცოცხლე იყო, ანასტასიას სიცოცხლე!. ნიკოლზ დადიანი პირველად იყო ჩუმად და სევდიანი თვალებით მიშტერებოდა ერთ წერტილს, როცა თხელი თითების შეხება იგრძნო ხელზე, რომელიც ნერვულად ათამაშებდა სიგარეტის ღერს. ჯერ ხელს დახედა, შემდეგ საყვარელი თვალები იპოვა, სადაც ისევ იმას ხედავდა, რასაც თვეების წინ. ხედავდა, სებას ჭრილობა ისევ იხსნებოდა და სევდინაი ღიმილით მოხვია ხელი, გვერდით მჯდმომ გოგოს მხრებს, ისე, რომ მისი თხელი თითების ფერება არ შეუწყვეტია. ასე ჩუმი ჩახუტებით უზიარებდნენ ერთმანეთს სითბოს, რომელიც ორივესთვის სიცოცხლის აზრს წარმოადგენდა.. საოპერაციოში სიტუაცია ნელ-ნელა დარეგულირდა და კონტროლ ქვეშ იყო ყველაფერი, ლაშა გამოვიდა და დადიანს ნერვიულად გაუღიმა: -როგორ არის? ძლივს გასაგონად ჰკითხა მეგობარს. -ყოჩაღი გოგოა ანასტასია, სისცოცხლე უნდა და ამიტომ გადავრჩით! მოეხვია მეგობარს, რომელიც გაქვავებული იდგა და მხოლოდ თვალების დახუჭვა შეძლო, რომ გონებას აღექვა მომხდარი.. ნიკა აბაშიძე, ყოველგავრი ფორმალობის გარეშე გამოვიდა საოპერაციოდან, ყველას გვერდის ავლით შევიდა გასახდელ ოთახში, სადაც უხეშად მოიშორა დასვრილი ხელთათმანები პირბადე და ხალათიც, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა და ამპუტაციის ოპერაციაც არ დასჭირვებია ანასტასიას, ნიკა ამ ყველაფერს პროფესიული თვალით უყურებდა და უფრო მძაფრად აღიქვამდა, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მოწყევტით დაჯდა სავარძელზე, სადაც ისვენებდნენ ხოლმე მორიგე ექთნები და სახე ხელებში დამალა, დის დაკარგვის შიშით თვალები დაებინდა და მარილიანი სითხის წვრილი ბილიკიებით, სახე დაენამა... დადუ თავს დამნაშავედ გრძნობდა, ხვდებოდა რამდენად რთულ სიტუაციაში იყვნენ წუთის წინ და ანასტასიას სიცოცხლე სწორედ ამ წუთებმა გადაწვიტეს. სავარძელში მყოფს ფრთხილი ნაბიჯებიტთ მიუახლოვდა.. -ბატონო ნიკა, ბოდიშის მოსახდელად მოვედი.. ნიკამ, ხმის გაგონებისთანავე, სახიდან ხელები მოიშორა და გაბრაზებული თვალებით ახედა ფეხზე მდგომს. გოგონამ გაუბედავად განაგრძო: -მე, მაშინ უნდა შევსულიყავი იქ და... -და არ შესულხარ! სიტყვა გააწყვეტინა ფეხზე წამოდგა და ისე განგრძო. თვალები ჩაწითლებოდა, გამჭვირვალე სითხით სავსე ცისფერი თვალები ელვარებას არ კარგავდნენ. -ეს იცი რას ნიშნავს? უპასუხისმგებლობას და მე ასეთ თანამშრომელთან ვერ ვიმუშავებ, რადგან აქ, ამ კედლებში სიცოცხეზეა საუბარი! -მე, პირობას გაძლევთ არ განმეორდება.. -რა თქმა უნდა არ განმეორდება, ამას მე არ დავუშვებ, ლაშა მითუმეტეს! -გთხოვთ, მას არაფერი უთხრათ.. გოგონას აკანკალებილ ნიკსპზე და შეშინებულ სახეზე, ნიკა მოლბა და შედარებით ჩუმად უთხრა: -მარტო დამტოვე! -ბატონ ლაშას არ უთხრათ, გთხოვ... ნიკა იმ ფაქტმა მეტად გააღიზიანა, რომ დამალვას სთხოვდა და დაუყვირა. -გოგო, შენ ტყულისაც კადრულობ და გავიწყდება ის ფაქტიც, რომ ამ შემთხვევაში ჩემი დის სიცოცხლეზეა საუბარი?! -არა, ამის თქმა არ მინდოდა.. -არ მაინტერესებს! ასე მუშაობა არ შეიძლება და იმის მაგივრად, რომ თავად მიდიოდე, მთხოვ არაფერი ვთქვა? ხვალ გავარკვიოთ ეგ საკითხი და დაველაპარაკოთ ლაშას!. გოგონამ იცოდა, რომ ლაშასთვის ყველაფრის ახსნა მოუწევდა და ისევ ჩხუბი, ისევ ცემა და დამცირების ატანა, ლაშას რამდენიმე თვეა, რაც იცნობდა და იმდენი რამ გაუკეთა ამ უცხო კაცმა, რომ თვალს ვეღარ უსწორებდა, ახლა ეს ფაქტი კი აიძულებდა ამ კაცს გაცლოდა, დადუ ხვდებოდა, რომ ნიკა ძალაიან ბრაზობდა მის საქციელზე და უშედეგო იყო მასთან საუბარი. სხეულის კანკალით შებრუნდა კარისკენ და ფიქრებში მყოფი, მოსალოდნელი შიშის გამო ბუტბუტებდა. -მომკლავენ, ისინი მცემენ და ლაშას არ დაინდობენ. მას კი პრობლემებს შევუქმნი მხოლოდ.. ნიკა ისე იყო გაბრაზებული მის ხმას ყურადღება არ მიაქცია. გარეთს გასულს მეგობარი ტუსაშვილი შეხვდა და განერვიულებულ გოგოს კითხვები ერთი ამოსუნთქვით დააყარა: -სად იყავი, რა მოგივიდა, რატომ კანკალებ, ისევ შენი ძმა მოვიდა?.... დადუ რა გჭირს? ხმა ამოიღე! -გაბრაზებულია, ის ლაშას ეტყვის ყველაფერს, არ მინდა რომ უთხრას, ლაშამ არ უნდა გაიგოს ზურას ჩამოსვლა.. -დადუ დამშვიდდი. ნიკას მე დაველაპარაკები, მაგრამ ლაშას როდემდე დაუმალავ, მას შეუძლია მოაგვაროს.. -არა ტუსა, მას პრობლემები შეექმნება და არ მინდა. -მოდი დაჯექი და დამშვიდდი, ნიკას ხვალ დაველაპარაკები, მანაც ინერვიულა, ხომ იცი? ყველანი დამშვიდდნენ, როცა ანასტასია პალატაში დააბრუნეს, პალატაში მხოლოდ დიანა შეუშვეს და დადიანი კი არ გამოსულა, მძინარე ქალს დარაჯობდა, პატარაც მალევე შეიყვანეს, თუმცა ანას ეძინა და ხელოვნური საკვები მოუმზადეს. თორნიკემ პატარა საწოლიდან ამოიყვანა და ორივე ხელში ფრთხილად დაიჭირა, მის პატარა სახეს აკვირდებოდა და იაზრებდა ბედნიერებას, რასაც ის პატარა არსება ანიჭებდა, გაეღიმა და პაწაწუნა შუბლზე მამა-შვილურ სუყვარულს აზიარა. -გამარჯობა პატარა გოლიათო. სავარძელში მოთავსდა და აკრუტუნებულს რძით სავსე ბოთლი მისცა. მისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სიამაყით დაჰყურებდა მონდომებულ პატარას და საყვარელი ქალისაკენ იხედებოდა, რომ მისი გაღვიძება არ გამიჰპარვოდა.. დილით ანასტასიას პატარას კრუტუნი მოესმა და დამძიმებული თვალევი ნელა გაახილა, სავარძელში მყოფი თორნიკეს ნახვა, რომელიც პატარას საჭმელს აჭმევდა მოულოდნელი იყო. იმ წუთას მიღებული ბედნიერება მის ფერ დაკარგულ სახეზე მალევე აისახა. ბავშვის ხელში აყვანა ისე მოუნდა, რომ ტკივილის მიუხედავად წამოჯდა და საწოლის თავს მიეყრდნო, მის მოძრაობაზე მამაკაცმა გახედა. -ტასო, გაიღვიძე? როგორ ხარ? -კარგად ვარ, მომიყვანე რა.. პატარას ჭამა დასრულებული ჰქონდა და მალევე წამოდგა დადიანი, ბავშვი ფრთხილად აიყვანა სუსტი მკლავებით, ბედნიერმა მიიხუტა და კისერში ჩარგო ცხვირი, ღრმად შეისუნთქა პაწაწინას სურნელი და ბედნიერებუს ცრემლები დაუკითხავად წამოუვიდა.. დადიანი გვერდით ეჯდა და მოხვეული მკლავით, ფრთხილად მიიზიდა თავისკენ და საფეთქელზე აკოცა. -ტასო, ხომ კარგად ხარ? ყველაზე მეტად მისი მდგომარეობა აშინებდა და აბედნიერებდა დადიანის გულს. ცრემლიანი თვალებით ახედა მამაკაცს და ღიმილით უთხრა: -კარგად ვარ, ძალიან კარგად, რადგნ ჩვენთან ხარ. თორნიკეს ლუჯ თვალებს სიკაშკაშე მოემატა და მონატრებული ღიმილით დაასაჩუქრა მეუღლე. -მიყვარხართ!.. -აბა ჩემი ლამაზი, ჩემი ჭკვიანი და ჩემი გმირი დედა როგორ არის?... მხიარული ტალღებით შევარდა პალატაში ნიცა და საწოლზე მყოფ წყვილს, რომლებიც პატარას დაჰყურებდნენ, ღიმილით შეხედეს.. -ქარიშხალი ამოვარდა! დადიანი ჩვეული სიდინჯით წამოდგა საწოლიდან და მოეხვია პატარა აბაშიძეს, შემდეგ კარში მდგომი თომასკენ გაიხედა, რომლის უკანაც იდგნენ ბუშტებითა და ყვავილებით, დათუნიებითა და საჩუქრებით ხელში ყველანი.. ნიკა მიმღებში ახალი პაციენტის ისტორიას ამოწმებდა, როცა ცვლა იცვლებოდა და ტუსაშვილი, დიასამიძესთან ერთად, რეგისტრატურაში ნივთებს აბარებდნენ, ნიკამ გვერდზე გახედა გოგონებს.. -დიასამიძე და ტუსაშვილი არ წახვიდეთ, სათათბიროში გველოდებიან! ორივემ შეშინებულებმა შეხედეს ნიკას, დადუს ჟურნალი, რომელშიც ხელს აწერდა დაუვარდა და მაგიდაზე მძიმედ დაეცა.. მათ სახეებზე ნიკა მიხვდა, რომ ლაშასთან შეხვედრის ეშინოდა დადუს, ახალი ისტორია ნანოს მიაწოდა და გასვლისას დაამატა: -გაეცანით ისტორიას, ოპერაციაზე შევდივართ სამივე! კრიტიკული სიტუაციაა და გაითვალისწინეთო ლაშამ! -მეც უნდა შემოვიდე?.. ნანოს სახეზე ფერი დაეკარგა, თვალები გაუფართოვდა და ხან ისტორიას უყურებდა, ხან ნიკა აბაშიძეს. -სამივეს გველოდება! მკაცრად თქვა და გაოგნებული გოგონები დატოვა მიმღებში.. ოპერაცია რთული იყო, მაგრამ შესაშური მონდომებითა და შეთანხმებით გაკეთდა ყველაფერი, დიასამიძე-აბაშაძის ნამუშევარს იქვე მშვიდად მყოფი ლაშა თვალს არ აშორებდა და ყოველჯერზე რწმუნდებოდა იმაში, რომ აბაშიძე აღმოჩენა იყო მისთვის და მისი კლინიკისთვის. საოპერაციოდან გამოსულებს ბედნიერი ღმილი დასთამაშებდა ოთხეულს, ტუსაშვილი განსაკუთრებით გამოხატავდა აღფრთოვანებას: -რა ბედნიერებაა სამი სიცოცხლე ერთად თან 12 წლის შემდეგ, ეს მართლა სასწაულია, რადგან ამაში არავინ ჩარეულა.. -კარგია როცა ყველაფერი კარგად სრულდება, მაგრამ ჯერიკიდევ ბევრი გაქვთ სასწავლი ბავშვებო! ლაშა ჯაფარიძე ჩვევას არასოდეს ღალატობდა და მუდამ მომთხოვნი ლაშა ექიმი რჩებოდა. -ბევრი გვაქვს სასწალი, განსაკუთრებით სიმართლის თქმა! ჩაილაპარაკა აბაშიძემ და გოგონებს ღიმილი სახიდან მაშინვე ჩამოერეცხათ. -რას გულისხმობ ნიკა?! წარბები შეკრა მამკაცმა და სამივეს ეჭვით სავსე მზერა მოავლო, მაგრამ იმწუთას დერეფანში მომავალი ნიკოლზ დადიანის ხმამ ყურადღება გადაატანინა.. -ლაშა ექიმო, შენი ლამაზმანი გოგონები ფეხზე აღარ დგებიან, როცა შემოვდივარ და რამე დავუშავე? -მიხვდნენ, რომ არასერიოზული ხარ! -კაი ტო, არადა მეგონა ჩემი იუმორით მოვხიბლე.. -ისინ მანამდე მოხიბლე, სანამ საუბარს დაიწყებდი! -მე ახლაც მომწონს, მაგრამ... -ნანო! დაუბღვირა ორი თავით დაბალ გოგონას ლაშამ და დადიანი მისალმებას, რომ მორჩა აიძულა კაბინეტში შეეყვანა. მარტო დარჩენილებმა ერთმანეთს შეხედეს და ნიკამ ზურგი აქცია უნდა წაულიყო, როცა დადუს ხმამ შეაჩერა: -ბატონო ნიკა აქედან წავალ, ოღონდ ლაშას ნუ ეტყვით, რაც გუშინ მოხდა. აბაშიძის სხეულს სიცივე მოედო იტყვა წასვლა, რომ გაიგო, მაგრამ ირონიულად გაიღიმა: -და კიდევ ერთ ტყულს მოიფიქრებ აქედან წასვლის? თვალები ცრემლებით აევსო გოგოს და ხმის კანკალით ამოილაპარაკა: -მე არ ვიტყუები.. -... მხოლოდ გაიღიმა ნიკამ და გზა გააგრძელა, მის ზურგს უკან დარჩენილ გოგოს კი ამდენი ემოციისგან და შეკავებული ტკივილისგან, რომელსაც სხეულის დაბეჟილობა იწვევდა, თვალები დაებურა, ანანოს საუბარი აღარ ესმოდა და მის მხარს დაეყრდნო, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და გოგონამაც ვერ დაიჭირა.. -დადუ რა გირს?... დადუ! დადუ!... დამეხმარეთ! მიმავლი აბაშიძე ნანოს ყვირილზე შებრუნდა, დაინახა როგორ დაეცა გოგონა და მათთან მიახლოებას ცდილობდა, როცა უკვე ხელში აყავნილი პალატის საწოლზე დააწვინა ექიმმა, რომელიც ლაშას მარჯვენა ხელი იყო კლინიკაში, რომლის მზრუნველობა დადუსადმი ბევრს შემჩნეული ჰქონდა, მათ შორის ლაშასაც.. ნიკა მიუახლოვდა ნანოს რომელიც ნერვიულად დადიოდა პალატის კართან და ტიროდა.. -ნანო რა მოხდა? ნიკამ შეაჩერა და მის განერვიულებულ სახეზე დაიბნა.. -კმაყოფილი ხარ! შენი ბრალია! შენს გამო ნერვიულობს და მთელი ღამე ტირილში გაატარა. რას მიიღებ ამით? ის მართლა არ იმსახურებს ასე მოქცევას ნიკა! მე შენ ასეთი არ მეგონე.. -აქ რა ხდება!? ნანო, რა გაყვირბს!? ლაშამ საუბარი შეაწყვეტინა ორივეს, პალატიდან გამოსულმა ირაკლიმ ნანოს ხელი მოხვია მხრებზე დასამშვიდებლად და პასუხი მან გასცა: -დადუ გახდა ცუდად და ნინო სინჯავს... ლაშამ გაუაზრებლად წაავლო ხელი ირაკლის საყელოში და კედელს უხეშად მიახეთქა.. -რამე უთხარი ისეთი, რომ ინერვიულა!? -ბატონო ლაშა დამშვიდდით. ხელი გააშვებინა ნიკამ და კიდევ უფრო დაბნეულმა შეხედა ნანოს, შემდეგ არწივის თვალებით მოზირალ ლაშას და ბოლოს ირაკლიზე, რომელმაც ისეთივე გაბრაზებული მზერით უპასუხა, როგორიც კითხვა იყო: -მე არაფერი არ მითქვამს და თუ თქმას გადავწყეტ იცი, რომ არ ვატკენ! ნინო ექიმმა პალატის კარი გააღო და გაოგნებული ხმით დაიყვირა: -სოციალურ აგენტს დაურეკეთ და დროზე რენდგენის ოთახში გადავიყვანოთ! -რაა? ყველამ ერთდროულად იკითხა და ლაშამ პერანგის ღილი შეიხსნა, კედელს მიეყრდნო და ხმით სუნთქვა დაიწყო, ნანომ წინა ღამის მომხდარი გაიხსენა და მოწყვეტით დაჯდა სავარძელზე.. -ნანო! დას ნახეს დადუ!? ექოსავით გაისმა ჯაფარიძის ხმა და გოგონა შიშით წამოდგა ფეხზე. -გუშინ გვიან მოვიდა ზურა და გარეთ გაიყვანა.. -რატომ არ მითხარი!? -დადუმ მთხოვა.. -ხომ გაგაფრთხილე!? -დიახ, მაგრამ მითხრა მეშინიაო და.. -ოხ დადუ! დადუ! დერეფანი ისეთი სისწრაფით დატოვა ჯაფარიძემ, რომ თვალი ვერ მოავლეს, ანასტასიას პალატაში შევიდა ნაძალადევი სიმშვიდიდთ მიესალმა დედა-შვილს და თორნიკეს ანიშნა გამომყევიო. -რა გჭირს? -დადუს მოაკითხეს ისევ და გამირკვიე დიასამიძეები სად არიან! -გაგირკვევ! -მე გავდივარ დეენემის პასუხი უნდა ავიღო! -კარგი! დაემშვიდობა ჯაფარიძე და სავადმყოფოდან გავიდა, მანქანაში ჯდებოდა, თან ტელეფონზე რეკავდა.. პ.ს. მოგესალმებით ყველას, დავბრუნდი შეპირებული ისტორიით და იმედია გამომივა, ისეთი როგორიც თქვენ მოგეწონებათ და ისიამოვნებთ. ველოდები შეფასებებს, გავაგრძელო თუ არა? მოენატრეთ ლილეს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.