შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ის" (2ნაწილი) - სრულად


26-10-2018, 17:02
ავტორი LIBERTE
ნანახია 1 838

- ახლა სად არის შენი მეგობარი?
- ის მოკლეს.
- როგორ თუ მოკლეს?
- იმას ვგულისხმობ, რომ ცოცხალია მაგრამ პიროვნება მოუკლეს, შეუცვალეს.
- ეს როგორ?
- სხვა გზა არ დაუტოვეს, დააჯერეს რომ ავადმყოფია, რომ შემარცხვენელია, რომ სარეველაა და ყველაფერს მუსრი გაავლო რასაც კი შეეხო.
- ეს სიმართლეა?
- არა, რა თქმა უნდა.
- რატომ არ ცდილობ მისთვის თვალების ახელას?
- მან თავადაც კარგად იცის რომ ასეა, უბრალოდ მას სხვა არჩევანი არ გააჩნია.
- სუსტია?
- სუსტი არ არის, თუმცა დაასუსტეს.
- გენანება?
- ის გამორჩეული იყო, რა თქმა უნდა მენანება.
- როგორ ფიქრობ დაბრუნდება?
- ძალიან მინდა, მაგრამ ალბათ არა.
- ეს გადარდებს?
- თავისთავად მაგრამ მის არჩევანს პატივს ვცემ.
- რატომ?
- ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი როგორც ჩვენ გვსურს.
- ის შეეგუება ახალ პიროვნებას?
- ეცდება მაინც.
- იმედგაცრუებული ხარ?
- არა. ეს მისი არჩევანია.
- მაგრამ ის ხომ შენთვის სულერთი არ იყო.
- სულერთი რომ არ იყო ამიტომაც ვეგუები მის არჩევანს.
- ახლა რას გრძნობ მის მიმართ?
- არ ვიცი.
- შეიცვალა რამე?
- ორივე შევიცვალეთ.
- ახლა რომ გისმენდეს რას ეტყოდით მას?
- რომ მიყვარს.
- ის რას გიპასუხებდა?
- ალბათ იგივეს.
- ალბათ?
- დარწმუნებული ვარ იგივეს.


- ისევ უყვარხარ.
- ვიცი.
- შენც გიყვარს.
- ვიცი.
- რატომ გაუშვი?
- მისთვის ასე სჯობდა.
- მისთვის თუ შენთვის?
- ორივესთვის.
- იტანჯები?
- მე და ტანჯვა ხომ განუყრელნი ვართ.
- რას აპირებ?
- რას გინდა რომ ვაპირებდე?
- მე შენ გეკითხები.
- არაფერს. დროს ვებრძვი.
- უფრო კონკრეტულად?
- ჩემთვის განკუთვნილი დროის შემცირებას ვცდილობ.
- სიკვდილს აპირებ?
- ვის ადარდებს?
- მე... მას... ეს შენთვის საკმარისი არ არის?
- არა.
- ეგოისტი ხარ.
- როდის არ ვიყავი?
- არ აპირებ რომ ნახო?
- რისთვის?
- აბა მე რისთვის მთხოვე მასთან მეგობრობა?
- თუ გაიგებს რომ მიცნობ იცოდე არ გაპატიებ.
- ნუ მემუქრები. არაფრის თქმას არ ვაპირებ.
- როგორ ფიქრობ უკეთ არის?
- ძლიერია, უძლებს.
- მიხარია.
- რასაც შენზე ვერ ვიტყვი.
- მთავარია ის იყოს კარგად.
- მსხვერპლის როლში ყოფნა მოგწონს?
- რას ბოდავ?
- ეს შენ ბოდავ, მთელი შენი ამჟამინდელი ცხოვრება ერთი დიდი აბსურდია.
- მასავით საუბრობ.
- იმიტომ რომ ვეთანხმები.
- რისი მოსმენა გინდა რომ მენატრება? ჰო მენატრება. წარსული მენანება, აწმყოსთან შეგუება მიჭირს, მომავლის მეშინია და საერთოდაც... მეძინება.
- რა თქმა უნდა. ახლაც თავს არიდებ საუბარს.
- ღამემშვიდობის.
- ღამემშვიდობის.

ავტორი
- მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა მეც ისევე მაწუხებს როგორც ყველას ჩემ გარშემო. სანამდე აქვს გასაქანი ჩემში არსებულ მრავალსახიანობას? არ ვიცი მე ხომ მრავალი ვარ. დღეს ერთი ვარ, ხვალ მეორე, შემდეგ მესამე და ასე დაუსრულებლად. ჩემი "სიმადვილე" ჩემთვისაც ისევე შეფუთული და მიუწვდომელია როგორც ყველასთვის. ბევრჯერ ვეცადე საკუთარი თავი სარკეში მაინც გამომეჭირა ნიღბების გარეშე, მაგრამ როგორც კი გავიფიქრებდი "აჰა ხომ დაგიჭირე" მაშინვე ხელიდან მისხლტებოდა. ისევ დაუსრულებელი ქაოსი და ფიქრი, ისევ დაუსრულებელი ძებნა და წუხილი, წამიერი აღმაფრენა და ისევ დაცემა, აღზევება და განადგურება... და მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა სრულიად კაცობრიობას ისევე აწუხებს როგორც მე რომელმაც არც კი ვიცი "ვინ ვარ მე".
ჩემი ისტორია დიდი ხანია ისტორიაც აღარ არის. ცოცხლად დარჩენილი "ადამიანის" დასჯას უფრო გავს ვიდრე სიცოცხლის წყურვილით გულანთებული ადამიანის ყოფას. რა მოხდა "მაშინ" ამ კითხვით გადის ჩემი უაზრო ყოფიერების ყოველი წამი. სად გაქრა სინათლის სხივი რომელიც სხეულსა და სულს ერთიანად მითბობდა. სად გავქრი თავად მე?! ის მე - რეალური. მოკლეს! დასაჯეს! შეცვალეს! დათრგუნეს! გააქრეს! და ვინ ვარ ახლა მე? მე "ის" ვარ და "ის" ვინ არის? "ისიც - ის" არის. დამაბნეველია არა? რა თქმა უნდა. სხვაგვარად როგორ შეიძლება. ეს ხომ სრული ქაოსია და სხვა არაფერი.

- რა სახე გაქვს?
- არაფერია.
- ტყული არ გეხერხება ხომ იცი.
- აღარ მინდა შენი შიკრიკი ვიყო.
- შენ არ ხარ შიკრიკი, შენ უბრალოდ მეხმარები სიმშვიდე ვპოვო.
- თავადაც შეგიძლია იმის გაკეთება რასაც მე მაიძულებ.
- რას გაიძულებ?
- მასთან შეხვედრებს.
- არ მოგწონს მასთან ურთიერთობა? შენთვის უინტერესოა?
- არ მომწონს რომ ვატყუებ.
- და რას ატყუებ?
- მას გონია შემთხვევითი მეგობრები ვართ. სინამდვილეში ხომ არ იცის შენი თხოვნით რომ დავუახლოვდი.
- არც უნდა გაიგოს.
- ოდესმე გაიგებს. მერე რას აპირებ? არ გაპატიებს ხომ იცი.
- პატიება? ეგ რა განცდაა?
- გეყოფა რა. მეშინია.
- რისი?
- იმის რომ ერთხელაც ისეთ ამბავს მოგიტან რომ გული გაგიჩერდება.
- მგონი უკვე გაქვს ასეთი ამბავი და ამიტომაც ხარ ასე აფორიაქებული.
- ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს.
- რა მოხდა?
- შეყვარებულია.
- მერე?
- რა მერე ვიღაცაზეა შეყვარებული.
- ეს ძალიან კარგია.
- მეღადავები? სულ არ გადარდებს რომ სხვა უყვარს?
- და რატომ არ უნდა უყვარდეს? მე ხომ მას არაფერს ვაძლევ, პირიქით ის ჩემგან თავისუფალია.
- გულს საერთოდ არ გტკენს ეს ამბავი? მე მოვკვდებოდი.
- მე ხომ შენ არ ვარ.
- ელეონორ!
- რა?
- სახის მიმიკაც არ შეგცვლია.
- გულში ჩაიხედე?
- შენ გულს ვერ ვხედავ.
- ჰოდა ძალიან ცუდი. აი ის რომ ახლა შენს ადგილას იდგეს შეძლებდა ჩემი გულის დანახვას.
- ჰო ვიცი. მე არაფერი ვარ მასთან შედარებით.
- გასაბრაზებლად არ მითქვამს.
- შეიძლება საუბარი შევწყვიტოთ?
- როგორც გინდა.
- ღამემშვიდობის ელეონორ.
- ღამემშვოდობის ჯეკ.

ავტორი
- შეყვარებულია, განა ეს შესანიშნავი არ არის? მაგრამ რატომ მაქვს განცდა რომ ცრუობს, რომ თავის თავს ატყუებს, რომ სულაც არ არის შეყვარებული და უბრალოდ ირგებს ამ ახალ იმიჯს. იქნებ ყველაფრის დავიწყებაში ეს მდგომარეობა მისთვის ხელსაყრელია და ამიტომ იქცევა ასე, რაც არ უნდა იყოს ფაქტი ერთია. ის მე დროთაგანმავლობაში საბოლოოდ ჩამომშორდება, გულში გაჩენილი უთქმელი ბზარი ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებს და ის სრულიად გათავისუფლდება ჩემგან. მაშინ რა მოხდება? არ ვიცი ალბათ თავისუფლად სუნთქვას შეძლებს. აღარ იქნება მოჩვენებითი სიმშვიდე მასზე გაბატონებული და ცხოვრების შავ-თეთრ სათვალესაც გაცილებით მშვენიერი ვარდისფერი სათვალით ჩაანაცვლებს. მე ისევ შორიდან გავაგრძელებ მის ცქერას და ისევ თავს დავისჯი მასში შეტანილი ქაოსის გამო.

- რა მოხდა?
- არაფერი.
- ცრუობ ჯეკ.
- როდის მოასწარი ჩემი გაცნობა?
- ერთ ადამიანს მაგონებ.
- ვის?
- იცი ვისაც.
- შენ მეგობარ ელეონორს?
- არა! ჩვენ მეგობარ ელეონორს. რა იყო? მართლა გეგონა რომ ასე მარტივი იყო ჩემი ხაფანგში გაბმა? ნუ ნერვიულობ არ ვბრაზობ.
- არა?
- არა!
- როგორ შეგიძლია? მე გავფსიხდებოდი.
- მე ხომ შენ არ ვარ.
- ერთნაირად საუბრობთ.
- ვიცი. ჩვენ ხომ ვგავართ ერთმანეთს.
- ჰო გავხართ.
- როგორ არის?
- შენზე უკეთ არა.
- შენ რა იცი მე როგორ ვარ გულში ჩამხედე?
- არა. უფრო სწორად ვერა.
- ჰო აი ის შეძლებდა ჩემ გულში ჩახედვას.
- გენატრება?
- როგორ ფიქრობ?
- მასაც ენატრები.
- ეს არაფერს ცვლის.
- რატომ?
- ახლა უკვე სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნით.
- რას გულისხმობ?
- მას ყველაფრის დათმობა მოუწია. მე ამას არ ვიზამდი, ვიბრძოლებდი თავისუფლებისთვის.
- ხომ იცი რომ არ შეეძლო.
- ხო ვიცი. აღიარება ამჯობინა, შესაბამისად სიცოცხლეს ტანჯვით აგრძელებს.
- მასზე ბრაზობ?
- არა. მხოლოდ ვდარდობ. ძლიერია მაგრამ არც ისეთი რომ მარტომ გაუძლოს ყველაფერს.
- მას მე ვყავარ.
- ჰო ჯეკ. მაგრამ შენ მას არც კი იცნობ.
- რა გავაკეთო?
- შეეცადე ფიქრის საშუალება არ მისცე.
- რატომ?
- მასზე ვდარდობ. მას ვიცნობ, მგონია რომ ვიცნობ და შესაბამისად ვდარდობ.
- ფიქრობ თავს რამეს აუტეხავს?
- იმედი მაქვს არც ეგეთი ეგოისტი აღმოჩნდება.
- ახლა ვხვდები ასე რატომ უყვარხარ.
- ჰოო? და რატომ?
- ენდობი და მის გადაწყვეტილებაში ხელებს არ აფათურებ.
- უბრალოდ ელეონორი სხვებს არ გავს ჯეკ.
- ჰო არ გავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent