შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" სიყვარული და შემთხვევითობა " ( 6 თავი )


27-10-2018, 00:19
ავტორი Tiiikii
ნანახია 9 020

( ავტორი )
რამდენიმე დღის შემდეგ ...
იმ შემთხვევის შემდეგ , რამდენიმე დღე გავიდა . ლიზა განიცდიდა , თუმცა ცდილობა არავინ შეეწუხებინა , თავის გულის ტკივილით , იმის მიუხედავად რომ იცოდა მანჩო და გუჯა ყოველთვის მასთან იქნებოდნენ . გუჯა კი განიცდიდა , რადგან ხედავდა , რომ თავის საყვარელი ადამიანი , ღიმილის მიუხედავად დამწუხრებული იყო , ვერ იგებდა რატომ და რის გამო .

- მანჩო , შეიძლება ლიზაზე ვისაუბროთ ? ( გუჯა ) - ოთახში შეიყვანა .
- რა ხდება გუჯი , იჩხუბეთ ? ( მანჩო )
- არა ... მისმინე , შენ მისი დაქალი ხარ და იცი რა სჭირს ... გთხოვ მითხარი ... თვითონ არაფერს ამბობ , იცინის თუმცა ვხედავ , რომ რაღაცაზე დარდობს , არც მეუბნება რა ხდება ... რამე სერიოზულია ? ( გუჯა )
- გუჯი , მე არაფრის თქმის უფლება არ მაქვს ... მხოლოდ იმას გეტყვი , რომ ოჯახში აქვს პრობლემა და ახლა მხოლოდ შენი გვერდში დგომა სჭირდება ( მანჩო )
- მე , სულ მასთან ვიქნები , რაც არ უნდა მოხდეს ( გუჯა )
- ვიცი .. ლიზამაც იცის ( მანჩო )
საღამოს , გუჯა ლიზასთან მივიდა სახლში .
- გუჯი .... ( ლიზა ) - ერთმანეთს მთელი ძალით ჩაეხუტნენ ..
- ძალიან მომენატრე ( გუჯა ) - ოთახში შევიდნენ .
- კარგია , რომ აქ ხარ ... ყველაფერი კარგადაა , როდესაც ჩემთან ხარ ( ლიზა )
- სულ შენთან ვიქნები , არასდროს დაგტოვებ ( გუჯა ) - ერთმანეთს ძლიერად იყვნენ ჩახუტებულები და საუბრობდნენ , როდესაც კარზე ზარი დარეკეს .
- საინტერესოა ვინაა ( ლიზა )
- ვინმეს ელოდები ? ( გუჯა )
- არა ... ალბათ , მანჩოა ( ლიზა )
- კარგი , შენ იწექი მე გავაღებ ( გუჯა ) - კარი გააღო და უცხო კაცი დაინახა .
- იზა სახლშია ? ( უცნობი ) - ლიზა მიხვდა ვინც იყო და მაშინვე გავიდა .
- აქ , რა გინდა ! გითხარი აღარ მოხვიდე - თქო . ყრუ ხარ !? ( ლიზა )
- რა ხდება ვინაა ? ( გუჯა ) - ხვდებოდა , რომ ამ კაცთან დაკავშირებით იყო ლიზა ცუდად , მაგრამ რატომ ?
- ჰეი , გოგონა , შენთან არ მოვსულვარ ! დედაშენს დაუძახე და იმაში ნუ ერევი , რაც შენ არ გეხება ! ( უცნობი )
- მე არ მეხება !? შენ , რა დამცინი ? რას ქვია , მე არ მეხება .. მამაჩემს შეურაწყოფა მიაყენე , დედაჩემს გონება აურიე და კიდე მე არ მეხება !? ( ლიზა ) - გოგონა , მთელი ძალით იწყებდა ყვირილს , თუმცა გუჯამ ხელი მოხვია და გააჩერა .
- გოგონა , კარგად მოისმინე რასაც გეტყვი და არასდროს დაგავიწყდეს ... ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს , იმას რომ იზას შვილი ხარ , გესმის ? შემიძლია თვალის დაუხამხამებლად მოგიღო ბოლო , შენც და მამაშენსაც ! ( უცნობი ) - ამის გაგონებაზე გუჯა გაგიჟდა .
- მშვიდად ! აზრზე , თუ ხარ რას ამბობ ? შენ აზით , ვის ემუქრები , ვის უნდა მოუღო ბოლო ! როდესაც , ლიზაზე დააპირებ საუბარს , პირი გამოირეცხე ! ახლა კი აქედან გაეთრიე , ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს , თორემ გიჩივლებ და შემდეგ , მოგიწევს ციხეში , მოუღო ყველას ბოლო ! ( გუჯა ) - გააგდო და კარი მიუჯახუნა .. შემდეგ კი ლიზას შეხედა , რომელიც კედელთან იდგა და მთლიანად კანკალებდა .. ხედავდა , რომ მისი საყვარელი გოგო , ცრემლებისგან იხრჩობოდა , ხედავდა რომ ცუდად იყო და მასაც გული ეწვოდა .
- გუჯი , მადლობ რომ აქ ხარ ( ლიზა ) - მთელი ძალით ჩაეხუტა და ტირილი განაგრძო .
- ლიზი , მომიყევი რა ხდება ... რა უნდოდა ამ კაცს , ვინ იყო , რატომ დაგემუქრა , დედაშენი რა შუაშია , ან მამაშენი ? ( გუჯა ) - ჭიქით წყალი მიუტანა და წინ დაუჯდა .
- მართალი ხარ , უნდა იცოდე ... შეიძლება ამის შემდეგ , წასვლა მოგინდეს , თუმცა გაგიგებ ... - გოგო ხმის კანკალით უყვებოდა , ის კი ვერ იჯერებდა , რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო ... როდესაც მოყოლა დაამთავრა , გუჯას სახეს აკვირდებოდა , რომელსაც გაბრაზება ეწერა სახეზე .. - ახლა , ყველაფერი იცი .. მესმის, რომ ახლა შეიძლება წასვლა მოგინდეს და არც შეგაჩერებ ... სრული უფლება გაქვს , იმ ადამიანთან იყო ვისი ცხოვრებაც , ასეთი აწეწილი და დაულაგებელი არაა ... ( ლიზა )
- წასვლა ? რას ამბობ ლიზი , შენი აზრით ამის გამო მიგატოვებ ? მაშინ , როდესაც ძლივს ჩემთან ხარ , როდესაც ძლივს დაგიბრუნე .. მისნიმე ... - გვერდით დაუჯდა და ხელი ჩაჭიდა . - შენ არ ხარ დამნაშავე , იმაში რომ დედაშენმა შეცდომა დაუშვა . შენ არაფერი დაგიშავებია , პირიქით , ახლა უფრო მეტად მინდა , რომ სულ შენთან ვიყო , ახლა ყველაზე მეტად მინდა , რომ შენი ხელი მაგრად მეჭიროს და არასდროს გაგიშვა , რადგან გასაოცარი ხარ , გესმის ? თვეების განმავლობაში იტანდი ამ ყველაფერს , თვეების განმავლობაში ყლაპავდი ამ ტკივილს და არავის ეუბნებოდი .. შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ , ვინც კი შემხვედრია , უბრალოდ გასაოცარი ხარ შენი ამტანობით და სიძლიერით .. ყველაფრის მიუხედავად , ცხოვრება განაგრძე და ფეხზე მყარად იდექი , მიწაზე მყარად დააბიჯებდი , ყველას სიხარულს ჩუქნიდი .. სხვა შენს ადგილას , დაეცემოდა და ყველაფერზე ხელს ჩაიქნევსა , მაგრამ შენ პირიქით მოიქეცი. შენში , ზუსტად ეს მიყვარს ! შენზე ვგიჟდები და არასდროს , გესმის ? არასდროს მიგატოვებ ( გუჯა )
- რა გავაკეთე ასეთი , რომ შენ დაგიმსახურე გუჯი ( ლიზა )
- ჩვენ ერთმანეთი დავიმსახურეთ . - ერთმანეთს ძლიერად აკოცეს . მთელი საღამო ჩახუტებულები იწვნენ , ლიზას მის მკერდზე ედო თავი და ამ მომენტში მხოლოდ მასზე ფიქრობდა , ყველანაირი ტკივილი ქრებოდა ... საღამოს ლიზას , მუცელმა თავი შეახსენა , რაზეც გუჯას გაეცინა . - გშია ? ( გუჯა )
- კი .. წავალ რამეს მოვამზადებ ( ლიზა ) - სამზარეულოში გავიდა და გუჯაც უკან გაყვა.
- არა , არ გინდა , ამჯერად მე მოვამზადებ ... გარისკვა აღარ მინდა ( გუჯა )
- პიცის გაკეთებას აღარ ვაპირებ , დამშვიდდი ( ლიზა )
- მოდი , მაინც მე გავაკეთებ ... რას შეჭამ ( გუჯა )
- მმმ ... კარტოფილს ( ლიზა ) - გუჯამ მომზადება დაიწყო . ლიზა კი მის წინ იჯდა , უყურებდა და ეღიმებოდა .. პიცის საღამო გაახსენდა , მაშინაც ხომ ასე ეხმარებოდა ...
- ასეთი სახით რატომ მიყურებ ( გუჯა )
- უბრალოდ , მომწონს როდესაც აქ გხედავ , სამზარეულოში ... მიყვარს , როდესაც რამის მომზადების , დროს გუყურებ ( ლიზა )
- დიდად ნუ მიეჩვევი ამას ... ( გუჯა )
- რა თქმა უნდა , შემდეგში მე მოვამზადებ .. მაგალითად , პიცას , ან რამე ისეთს რაც დაიწვება ( ლიზა ) - სიცილი დაიწყეს .
- ჰმ ... ჩემი მოკვლა გაქვს ჩაფიქრებული ? მაშინ არ გამოგივიდა , როდესაც კვამლში გამხვიე და , ახლა თავიდან გეგმავ ? ( გუჯა )
- მაშინ , მსგავსი რამ გულშიც კიარ გამივლია . პირიქით , როდესაც ეგეთ მდგომარეობაში დაგინახე , შემეცოდე , თვალებიდან ძლივს იხედებოდი , ჩაწითლებული გქონდა ... ცოტაც რომ დამეგვიანა გაიგუდებოდი ( ლიზა ) - ცდილობდა სერიოზული სახით ეთქვა , თუმცა არ გამოსდიოდა , იმ ყველაფრის გახსენებაზე უნებრუად ეცინებოდა .
- მე კი მეგონა , რომ სამაგიეროს მიხდიდი , იმის გამო , რომ თვეების განმავლობაში არ გწერდი ( გუჯა )
- ასეც , რომ ყოფილიყო ჩემს სახლში ჰო ვერ გაგგუდავდი ? ნამდვილად არ მინდოდა , რომ შემდეგ , შენს სულ აქ ებოდიალა ( ლიზა )
- ოჰჰ , ამას უყურეთ , ქალბატონო რაღაც ხმა მაღალი განცხადებაა . ანუ აქ რომ არ ვყოფილიყავით , გამგუდავდი ? ( გუჯა ) - ჩაფიქრებული სახით ჰკითხა .
- ნწ , გაგუდვა არა , საყვარელო , შემდეგ ჰო ჩემთან ვეღარ იქნებოდი და , ვეღარ შევძლებდი შენს ჩახუტებას ... ( ლიზა )
- ვუიმეე , ხანდახან რა თბილი და საყვარელი ხარ ( გუჯა ) - სიცილით ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა .. იმდენად დიდი ხნით იყვნენ ასე , ვიდრე დამწვრის სუნი არ დადგა .
- გუჯი , იწვის ( ლიზა )
- ჯანდაბა , ლიზა . ისევ ? ( გუჯა )
- ახლაც ჩემი ბრალია ? ღმერთია მოწმე , არც მივკარებივარ ( ლიზა )
- შენი ბრალია , რადგან გონება გამიფანტე .. გეხუტებოდი და დამავიწყდა ( გუჯა )
- არაუშავს .. შენი დამწვარი კარტოფილი , ჩემს დამწვარ პიცას მირჩევნია .. - თეფშებზე ამოიღო და დასხდნენ ... - მმ ... ძალიანაც არ დამწვარა ( ლიზა )
- შენი , პიცის მსგავსად ჰოარ დავშუშხავდი ... - უკვე გვიანი იყო . - უნდა წავიდე , თუმცა შენი დატოვება არ მინდა ( გუჯა )
- არ წახვიდე , გთხოვ ... მეორე საწოლზე დაწექი ... ( ლიზა )
- მაგრამ , მე შენი საწოლი მიყვარს , შენი ბალიში , რადგან საოცარი სურნელი აქვს ( გუჯა ) - ეშმაკურად გაუღიმა .
- კი , მაგას მაშინვე მივხვდი , როგორც კი ბალიშს ჩაეხუტე და აღარ უშვებდი ( ლიზა )
- შენს საწოლში დამაწვენ ? ( გუჯა )
- ანუ , გინდა რომ ჩემი ადგილი დაგითმო , მეკი სხვაგან დავწვე ? ( ლიზა )
- მგონი კი ... მაგრამ თუ არ გინდა დათმობა , შეგვიძლია ერთად დავწვეთ , რომ არც - ერთს გვეწყინოს ( გუჯა ) - ეშმაკურად გმიცინა და ტუჩზე იკბინა , მე კი , როგორც ყოველთვის რამის გონება დავკარგე .
- ასე , ნუ აკეთებ ხოლმე ( ლიზა ) - საწყალი ბავშვივით ვუთხარი , რაზეც სიცილი დაიწყო .
- რატომ ? - მომიახლოვდა და კედელთან მიმიწყვდია , რაზეც უარესად დამცხა, ვეღარაფრის თქმას , ვეღარ ვახერხებდი . ლოყები ამიწითლდა , რაზეც სიცილი დაიწყო . - ლოყები გაგიწითლდა , გცხელა ? ( გუჯა ) - მომაჯადოებლად მიყურებდა .
- კი , ცხელა ... - მის მკლავებს თავი დავაღწიე . - წავალ წყალს შევისხავ ( ლიზა ) - სააბაზანოში შევედი , რომ გონს მოვსულიყავი , რადგან საშინლად ცხელოდა , გული საშინლად მიცემდა ...
- უკეთ ხარ ? ( გუჯა )
- კი ... დავიძინოთ ? ( ლიზა )
- კი ... - მეორე საწოლი გადაშალა და დაწვა ... თუმცა ვერ ისვენებდა . - ლიზააა , გძინავს? ( გუჯა )
- არა , რა ხდება ( ლიზა )
- ხმელი საწოლია ... შეიძლება შენთან დავწვე ? თორემ ხვალ , წელი მექნება გაშეშებული . - საცოდავი ხმით მითხრა და გადმოვიდა .. - უჰჰ , ღმერთო რა კარგი საწოლია , შენი სურნელი .( გუჯა )
- მოთავსდი ? ( ლიზა )
- ერთი წუთით ... - ლიზას მთელი ძალით ჩაეხუტა . - ახლა , მშვენივრად ვწევარ ( გუჯა) .
( ლიზა )
თავის მკლავებში მომიქცია და ჩამიხუტა , ხელებს ძლიერად მიჭერდა , თითქოს ეშინოდა , რომ წავიდოდი ... მთელი ღამე ვუყურებდი , ეს ერთ-ერთი რამ იყო , რაც მინდოდა , მინდოდა , მთელი ღამე მისთვის მეყურებინა , მინდოდა , დამენახა, როგორ ეძინა , მინდოდა , თავისუფლად შემეხედა მისთვის , ისე , რომ არავის შემშინებოდა ... თავისუფლად შემიძლია ვთქვა , რომ ეს ღამე საუკეთესო იყო , იმ ადამიანის მკლავებში ვიყავი , რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს ... მინდოდა , ეს ღამე უსასრულოდ გაგრძელებულიყო , მინდოდა , რომ მთელი ცხოვრება ასე ვყოფილიყავით .... ეს , მართლაც შესანიშნავი გძნობაა , გეძინოს იმ ადამიანი მკლავებში , რომელიც ყველაფერზე მეტად გიყვარს ... როდესაც მას ვეხუტებოდი , მზად ვიყავი , ისევ იგივე გადამეტანა , თუ მეცოდინებოდა , რომ საბოლოოდ ერთმანეთს დავუბრუნდებოდით ... ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი , მთელს მსოფლიოში , ვგრძნობდი , რომ გუჯა ჩემი იყო ....
საუზმეს ვამზადებდი , როდესაც გუჯა გამოვიდა .
- როგორ გეძინა ( ლიზა )
- შენს გვერდით ? რა თქმა უნდა , შესანიშნავად , ასე დიდი ხანია არ მძინებია ... მთელი ღამე შენს სურნელს ვგრძნობდი . - ვისაუზმეთ , შედეგ კი სახლიდან გავედით . - სეუში გადიხარ ? ( გუჯა )
- მანანა უნდა ვნახო .. შენ ოფისში მიდიხარ ? ( ლიზა )
- კი , ბევრი საქმე მაქვს ... მისმინე , შეიძლება საღამოს ვერ გნახო ამიტომ სახლში გვიან არ დაბრუნდე და , კარი არავის გაუღო .. თუ რამე მოხდება , მაშინვე დამირეკე ( გუჯა)
- კარგი ... მიყვარხარ ( ლიზა ) - ერთმანეთს ვაკოცეთ ... მანჩოს შევხვდი .
- ლიზი , მთელი ღამე არ შემოსულხარ საიტზე , რა ხდებოდა . - ყველაფერი მოვუყევი.- მაინც გაბედა მოსვლა ? კარგია , რომ გუჯა შენთან იყო , თორემ ვინ იცის , რას გააკეთებდა .. სადაც დამუქრება გაბედა , სხვა რამეზეც არ დაიხევს უკან ( მანჩო )
- მისი არ მეშინია . თანაც რა უნდა გააკეთოს , რას დამიშავებს ( ლიზა )
- მისნაირი , უნამუსო და საზიზღარი ადამიანებისგან არაფერია გამორიცხული ... მოიცადე , გუჯას მოუყევი ? ( მანჩო )
- კი , ყველაფერი ვუთხარი ... მთელი ღამე , ჩემთან იყო , ვახშამი მომიზადა ერთად ვჭამეთ , შემდეგ კი დავიძინეთ ( ლიზა ) - თვალები დააჭყიტა .
- მოიცადე , „დავიძინეთ“-ში ის იგულისხმე , რაც მე გავიფიქრე ? ( მანჩო )
- უბრალოდ , ერთად გვეძინა ... სხვა არაფერი ყოფილა ( ლიზა )



№1 სტუმარი სტუმარი nancho

წერის სტილი მომწონს,იეტორიაც საინტერესოა,ველოდები ახალ თავს,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent