სხვისი არჩეული საქმრო (თავი 2)
-აქ რა ხდება ? - ლამისაა, თვალები შუბლამდე ამივიდეს. -შენთან მოვედით - უტიფრად მპასუხობს ბაჩო და ერთი ნაბიჯით წინ მოიწევს. -ამალა წამოგეყვანა ბარემ, რა უბედურებაა. -შენ რა გჭირს, გოგო ? დაფრქვი მალე. ნახე ვინმე მდიდარი ტიპი ? -აგდებით მეკითხება და მინდება, სულში ტალახი ვესროლო მასაც და მის თვალებსაც, რომლებსაც გოგოს გაშტერება შეუძლიათ. -რით ვერ შეიგნე, რომ აღარ მიყვარხარ ?! - ხმას ვუწევ, ერთი სული მაქვს, როდის მოვიშორებ თავიდან, სახლში ავალ და მშვიდად დავლევ ლიმონიან ჩაის, შემდეგ საყვარელ სერიალს ჩავრთავ და თავს ავარიდებ შხამიან ფიქრებს. -გოგო, რას ბოდავ ? -რამდენჯერ მითქვამს შენთვის, რომ სიყვარული პროცესია და არა შედეგი ! - ირონიას ვურევ ხმაში და იმედი მაქვს, ლექსიკურ ბრძოლაში ჩემთან დამარცხებას პირდაპირ დანებებას არჩევს აჩი. -იცოდე, ყველას ვეტყვი, რა მოხდა ჩვენ შორის. -თქვი.. რაა სათქმელი ან დასამალი ? - მის სიტყვებზე მეცინება. ჯერ კიდევ არც ისე დიდი ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსგას პროვოკაციებზე იყო წამსვლელი. -ვა, გოგო შესულა აზარტში. -სხვათაშორის მაგის გამო ერთმა მეგობარმა დიდხნიანი ურთიერთობიდანაც კი ამომშალა, ვსოო... თუმცა, საბედნიეროდ, ყველა ასე არ იქცევა და საყვარელ ადამიანს სტერეოტიპებს არ სწირავს ! -მართალი იყო მიხეილი ანუ, ჰო ? ყველას თავისი ტოლი სჭირდება.. -ჰო, ეგ აზრი მართალია და აი, ჰარმონიათა არსებობის სირთულეც.. ახლა კი უნდა ავიდე, ძალიან დავიღალე და ძილი მჭირდება. -ახვალ და მთელ სამეზობლოს გავაგებინებს, რომ გ*იმავდი ! - გვერდში მდგომ ძმაკაცს უყურებს და სითამამე ემატება. ქართველთა სიმამაცე უჭყივის სისხლში. მის ამ სიტყვებზე ოფლი მასხამს და მთელი მამრობითი საზოგადოება მზიზღდება. ალბათ დათას გამოკლებით, თუმცა ხშირად ისიც ძალიან მომაბეზრებლად იქცევა. როგორც ჩანს, მე და ირას ლესბიანკობაზე ტყუილად არ გვისაუბრია. მგონია, გოგო იმაზე უარესად ვერ გატკენს, ვიდრე ეს ბიჭს შეუძლია. მას ხომ იმის ძალაც აქვს სული ამოგლიჯოს, სხვანაირად შეგიფუთოს ის და იაფფასიან ბაზრობაზე გაგიტანოს გასაყიდად მეორეულის სტატუსით. აი, სწორედ ამას განვიცდიდი ერთი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ბაჩოსთან დაშორება გადავწყვიტე. ღამით მეტირებოდა, მეტირებოდა ძალაუნებურად და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ სულიდან ჭუჭყს მარილიანი სისველით არ ჩავრეცხავდი.. -გოგო, გეყურება ? -თუ გინდა მთელ ქვეყანას გააგონე და მთელ დედამიწასაც - გამომწვევად ვპასუხობ, მაგრამ ჩემი გამომეტყველება ალბათ სრულიად საპირისპიროს ამბობს.. ამბობს და ამბობდეს ! სხვა გზა მაინც არაა. იმის გამო, რომ ქვეყანა არ შეიხედოს, ვერ განვაგრძობ მასთან ყოფნას, ვისი დანახვაც კი მზარავს. -აი, ახლა წავედი.. ცოტა დროს მოგცემ - ისე ამბობს, თითქოს მოწყალების გაღებას აპირებდეს და ძმაკაცთან ერთად სცილდება ჰორიზონტს. -რა *ლეა ! - ირას შეშინებულ სახეს ვაკვირდები და თამამად ვამბობ. ბაჩოსთან ურთიერთობამ ხომ მსგავ ბილწ სიტყვებსაც კი შემაჩვია. -ამოვალ მეც და ცოტა დავმშვიდდეთ, რა.. გული ლამისაა ამომივარდეს.. კიბეებს ნელა მივუყვებით, იმდენად არეულები ვართ, ლიფტის გამოძახებაც კი გვავიწყდება. ვხვდები, რომ ბაჩო ბევრ რამეზეა წამსლელი, ამის თავიდან აშორება კი როგორც გამოვა, აზრზე არ ვარ.. -ვაა, ირა. როგორ ხარ ? -გვეგებება მაიკო. ძალიან თბილი დედა არასდროს ყოფილა, თუმცა ჩემი მეგობრების სტუმრობა ყოველთვის ძალიან უყვარდა. -არაგვიშავს. ტრანსპორტში გავიჭედეთ - ცრუობს ირა. დედაჩემიც აღარ ეკიდება სიტყვებზე, ახლადგამომცხვარ ხაჭაპურს გვთავაზობს და ჩაისაც დგამს. -როგორ მიყვარს ! ოქროს ხელები გაქვთ ! - მადლიერი თვალებით უყურებს ირა. -მე არ მინდა, დე.. მადლობა - ვუღიმი და თეფს ვწევ - კიტრისა და პომიდორის სალათი მომიტანე. -აუ, რატო ? დიეტაზე ხარ ? რად გინდა შენ დიეტა ? -ეცინება ირას. -ხომ იცი, რომ მძიმე საჭმელს ვერ ვგუობ, მით უმეტეს, ხაჭაპურს.. -კარგი, ვიცი მე ამისი ხასიათი - თვალს მიკვრავს დედაჩემი და უსიტყვოდ გადის თხოვნის შესასრულებლად, ირა კი გაცისკროვანებული თვალებით მიყურებს. ზოგჯერ რა მცირედი ყოფნის ადამიანს ღიმილისთვის. -ისე შენ სწორ კვებაზე არ გადადიოდი ? - ნიშნისმოგებით ვეკითხები დაქალს. მსგავს თემებზე საუბარი გაცილებით საინტერესოა, ვიდრე ბაჩოზე და მის მომავალ „საქმენი საგმირონზე“. -აუ, რავი... ისე მომეშალა ნერვები, თავს ვეღარ ვიკავებ.. იქნებ ამან მაინც მიშველოს ცოტა.. -ეჰ.. საჭმელი რომ შველოდეს... - თავს ვაქნევ და დივანს მჭიდროდ ვეყრდნობი. ფიქრებში მივდივარ, მივდივარ სწრაფად და მთელი არსების სიჩქარით. - როგორ ფიქრობ, იზამს ? - დაძაბულობა ეპარება ხმაში. -ალბათ, კი... -ტუჩი ოდნავს მეკვნიტება - არ ვიცი, რა უნდა ვქნა, რა. -იქნებ დათა ? -არა, რა დათა... -ვუარობ, ფეხზე ვიხდი და ნახევრად ვწვები. *** დილას ადრე მეღვიძება, უენერგიობას ვგრძნობ.. ფეხშიშველი დანამულ ვერანდაზე გავდივარ, მოაჯირს ვეყრდნობი და ჰორიზონტს ვათვალიერებ; მშვენიერი ხედია.. ჩიტები აგრძელებენ თვითგადარჩენას, თბილი ქვეყნებისკენ მიდიან, ხეები უარობენ ფოთლებს, მთელი ეზო ჭრელადაა შეღებილი. ალბათ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომ მიყვარს შემოდგომა. ცოტა ხანში სამზარეულოში გავდივარ, ლიმონიან ჩაის ვიკეთებ და იმავე ადგილს ვუბრუნდები, აკაკივით ვეყრდნობი იდაყვს და ცას ვაკვირდები. ზოგჯერ ყველაფერი როგორი მშვენიერია, მაგრამ ზოგჯერ ... ამ ზოგჯერ კი, როგორც ცხოვრებამ მასწავლა, როგორც ინგლისელები იტყვიან take it easy -ის გზას უნდა მივყვეთ.. ფიქრები ნახევარ ჩაის სრულიად მიციებს, მეც თავს ვანებებ და საწოლ ოთახში შევდივარ, სადაც ტელეფონს ვაწყდები, მექანიკურად შევდივარ შეტყობინებებში, გუშინდელ არგაუხსნელ შეტყობინებას ვაკვირდები და მახსენდება, რომ გასაუბრებაზე ვარ დაბარებული დღის 2 საათზე. ერთი ენა მაინც ვიცი წესიერად და გამოვიყენო იქნებ - მეთქი, ვფიქრობ და ღიმილით ვიწყებ ტანსაცმლის არჩევას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ადრეა. დიდი ფიქრის შემდგომ მაღალწელიან შავ შარვალსა და მუქ ლურჯ გვერდებში ჩაჭრილ ზედაზე ვაკეთებ არჩევან, ოდნავ ქუსლიან შავ ფეხსაცმელს ვირგებ, „ჟაკეტსაც“ ფერებს ვუხამებ, თმას კი გასასწორებლად ვამწესებ. როგორც იქნა, ახალი მიზანი მესახება წინ... როგორც იქნება, ოდნავ მაინც გადავიტან ყურადღებას კლუბებისა და ბარებისგან. მომბეზრდა ღამის ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს, რომ სასიამოვნოა, მაგრამ სიჭარბით ყველაფერი უარსზე უარესი ხდება. ნაცნობ გოგონასთან ერთად მივდივარ, ერთხელ შემთხვევით გავიცანი ფესტივალზე და ნომერი მიმიცია, როგორც ჩანს. თავად მწერს, ერთად წავიდეო.. შესაძლოა, დაკარგვის ეშინია, თუმცა ეგ რა შუაშია - მარტო კაცი ჭამაშიც ხომ ცოდოა. 10-15 წუთიანი ლოდინის შემდეგ 21 გოგო ერთ პატარა ოთახში შევდივართ; ისიც კი მეფიქრება, ტრეფინკინგი ხომ არ არის-მეთქი, შემდგომ კი უბრალოდ გულში მეცინება. მალე სიმპათიური საშუალო სიმაღლის შავგვრემანი მამაკაცი შემოდის ოთახში, თეთრ პერანგსა და ლურჯ შარვალშია გამოწკეპილი, ფეხსაცმელიც კლასიკური აცვია, თმა ლაქით აქვს დაყენებული. ეტყობა, რომ ქართველი არაა, ევროპელის ღიმილი აკვრია სახეზე. დაახლოებით ერთი საათი პროექტის წარდგინება მიმდინარეობს. სასიამოვნო ინგლისური და თანაც გასაგები სიამოვნებს ყურს... ამ ყველაფრის მერე გვთხოვენ, ჩვენს თავზე ინგლისურად ვისაუბროთ, ბოლოს ექსკურსიაა და ჩემი მოლოდინის წამზომიც ირთვება, ნეტავ, დამირეკავენ თუ არა - მეთქი. მართალია, არაა ჩემთვის საინტერესო სფერო, სად „გეიმ პრეზენტერობა“ და სად მე, თუმცა არაფერს ვამჯობინებ; ცხოვრება ხომ ალტერნატივათა გადახარისხებაა, ციდან კი არაფერი ცვივა. გამოვდივარ თუ არა, ირას ვურეკავ, შემხვდი და სადმე გავიდეთ - მეთქი.. რეალურად ეს სადმე არც ისე საინტერესოა, უბრალოდ ძალიან მშია. გუდვილში ვიკავებთ ერთ მაგიდას, თან დაქალს გასაუბრებაზე ვუყვები. მგონი, ბედი გეხსნებაო, ამასაც კი მეხუმრება. როგორც ცხოვრების უაზრობებზე ხელის ამღები და ფიზიკურ მოთხოვნილებათა დამთრგუნველი, როგორიცაა ჭამა - სმა, ერთ დიდ კონტეინერ წიწიბურას ვყიდულობ, როგორ იაფს, ნორმალური გემის მქონესა და სასარგებლოს; დანაზოგი კი ფიქრებში ანაბარზე შემაქვს. საუკეთესო განცდაა, როცა საკუთარი რამ გაქვს, როცა შეგიძლია რაღაც დაზოგო და მცირედით რამე ოდნავ მოზრდილი მაინც შექმნა.. -სხვა ბიჭებიც იქნებიან ალბათ, ჰო ? -პირგამოტენილი მეკითხება ირა, რომელიც მარწყვის ნამცხვარს ამთავრებს და წინ ერთი დიდი ლობიანი კიდევ ელოდება. -გოგო, შენ გადამრევ.. გაძეხი და ახლა ბიჭი მოგინდა ? -შენ თუ გინდა ? -მე მაგათზე ავიღე ხელი.. -სულ ერთიანად ? -სიცილს ვერ იკავებს ირა და ლუკმა პირიდან უვარდება. -დიახაც. ნახე, როგორ ეკონომიებს ვაკეთებ... ეს მატანინებს ყურადღებას და ჩემს ფსიქიკურ-სულიერ გამოჯანსაღებას უწყობს ხელს. -იმ მეორეულ საწყობებშიც ხომ არ წავიდეთ, წინაზე რომ მოვკარით თვალი ? -და კინაღამ შეხვედი.. -ჰო, ასწორებს.. -კაი, აჩქარდი, იქნებ რამე საკბილოს გამოვკრათ ხელი. *** ირას ვემშვიდობები და ორი სავსე ცელოფნით დატვირთული ავდივარ ავტობუსში, გზაში როკს ვუსმენ, გაჩერებიდან კი კმაყოფილი ნაბიჯებით მივდივარ სადარბაზოსკენ. მუსიკა იმხელა ხმაზე მაქვს ჩართული, არავისი და არაფრის არ მესმის... მხოლოდ სწრაფი მოძრაობების დანახვა, მაჩერებს და ყურებს ვითავისუფლებ. „იმედია, გუშინდელი კონცერტების გამეორებას არ აპირებს“ - ვფიქრობ და ოდნავი შიში მერევა ბაჩოს სიტყვების გახსენებაზე. ადამიანი საკუთარ სახლშიც არ უნდა დააყენონ, რა უბედურებაა! ქვეყანა, მგონი, იქცევა ამ წინასაარჩევნოდ; იქით 15 წლის გოგოს სკოლიდან გარიცხვას ითხოვენ ზრდასრული მშობლები, რადგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, არიქა, არაქალიშვილობის პროპაგანდისტად არ იქცეს და არ გაგვირყვნას შვილებიო. იქით 8 წლის საყვარელ არსებას 4-ჯერ დიდი მამაკაცი კლავს მშობლების ფულადი ვალის გამო.. და რაც მთავარია, ჩემი სადარბაზოს წინ ბაჩო გაჰკივის : -ლენასთან ვ*იმაობდი.. ხალხოოო, გამოიხედეთ .... ფერი მეკარგება სახეზე, თუმცა ძალებს ვიკბრებ და იმედს ვიტოვებ, ხალხი არ წამოეგება მის პროვოკაციას... გულის სიღრმეში ისიც კი მინდა, მიწა გამისკდეს და ჩამიტანოს.. არ ვიცი რას ვიზამ, რა იქნება, თუმცა რაღაც ბიძგი თითქოს ჩემკენ იხრება.. -არაკაცი ხარ ! რა უნდა გელაპარაკო ! - ისმის ნაცნობი და ხშირად საყვარელი ხმა. დათა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, მანქანას არც კი კეტავს, ისე მოდის ჩვენკენ. -გოგოსთან როგორ მოიქცე ის მაინც იცოდე .. არ გესმის, რომ მორჩა ყველაფერი.. ან აქ რა გინდა.. რომელ საუკუნეში ხარ ? გგონია, გოგოს მეზობლები ძალით შეგიტენიან ტროლეიბუსში, არიქა, მასთან ურთიერთობა გქონდაო ? -შენ ვინ ჩემი *ლე ხარ - კიდევ უარესად უწევს ხმას და დათასკენ მიიწევს. -ცივილურად ლაპარაკიც არ შეგძლებია.. - ირონიულად ეუბნება და ფიზიკურ ძალადობისგან თავის ასარიდებლად უკან იხევა.. ამ დროს პოლიციის მანქანის ხმაც ისმის და დაძაბულობა ნაწილობრივ იმუხტება, სანამ ახალ ფაზაში გადავა. -თქვენ დაგვირეკეთ ? - პოლიციელი მანქანიდან სწრაფად გადმოდის და ბიჭების მიმართულებით მიდის. -დიახ, მე - პასუხობს დათა და მანიშნებს, სახლში ადიო, თუმცა იქაურობას არ ვტოვებ; ან როგორ უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიყო მშვიდად, როცა ამ ყველაფრის მთავარი ფიგურა ვარ, შესაძლოა ითქვას, ცენტრალურიც. -რა ხდება, აბა ? -ეს ბიჭი გოგონას არ ანებებს თავს, მის უფლებებს არღვევს.. აქ ხვდება ყოველ საღამოს, აშანტაჟებს, შემდგომ კი მეზობლებს უყრის.. -ვააა, რით ვერ გაცდით ამ 90-იანებს ? -პოლიციელს ეცინება, თუმცა ეს არაა ნამდვილი სიცილი. ამ ღამით სადმე მოსვენება და მშვიდად მოწევა ერჩივნა ამ პირადი საქმეების მოგვარებას. -გეკითხება, უპასუხე ! - დათა ბაჩოზე აჩერებს მზერას, ის კი მუშტს იგერიებს, შემდგომ კი წინ მიიწევს ორი ნაბიჯით, თუმცა მალევე ნებდება. -არ მაქვს ახლა დაწვრილმანების თავი, რა... დავიღალე ისედაც, მშვია, არ მომიწევია, არ დამილევიაა ბოლო რამდენიმე საათია - კრავის თვალებს ხელოვნურად იყენებს და ხმას ირბილებს. -გოგონა სადაა ? - კითხულობს პოლიციელი, მე კი მისკენ მივდივარ. -აქ ვარ... ძალიან გთხოვთ, ამ ვაჟბატონს ჩემთან, ჩემს სახლთან მოახლოება აუკრძალოთ.... -ამას აქ ვერ გავარკვევთ, წავიდეთ განყოფილებაში.. ___ მიხარია, რომ მოგწონთ. ველი აზრებსა და შეფასებებს. მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხართ ! მიყვარხართ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.