შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (10 თავი)


27-10-2018, 14:03
ავტორი naattii
ნანახია 2 231

მხოლოდ აქ ჩადიოდა მზე ასე ცივად და მშრალად, თითქოს გრძნობდა ამ ქვეყნის აუარებელ ცოდვას და არც კი ცდილობდა აქაურობა დაეთბო, სიმწვანეს მოკლებულ ქვეყანაში თითქოს ჰაერიც კი მტვრის ნაწილაკებად მოჩანდა და ადამიანს სუნთქვის სურვილს უკარგავდა, ვინ იცის რამდენი ადამიანის სისხლის სუნი ირევა ერთმანეთში, თითეული გადადგმული ნაბიჯის ქვეშ რამდენი ადამიანი დაცემულა და სიკვდილს მოახლოებულს ტკივილისგან დაუკვნესია. ღმერთმა იცის რამდენი კაცის ცოდვა დატეული ქვეყანა მასპინძლობდა ქართველ ჯარისკაცებს, მიუხედავად რამდენიმე წლიანი მშვიდობისა, თითქოს ჰაერში ტრიალებდა ომის სურნელი.
მორიგეობით გამოძინების ნაცვლად პოლკოვნიკიც და მისი ტყვეც ფხიზლად იდგნენ. ანდრია თითქოს საუბრის დაწყების მიზეზს ეძებდა, ნანო კი სახეშიც აღარ უყურებდა გაბრიელის წასვლის შემდეგ, აშკარა იყო ამ ბიჭს მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა ქონდა, არ უნდოდა კიდევ რამე ამოეკითხა მის თვალებში.
-რას მიმალავ?_ვეღარ მოითმინა ანდრიამ და ხმამაღალი შეძახილით დაარღვია სიჩუმე.
-დაასკვნა_ჩაიფრუტუნა ნანომ.
-არ ვიცი რატომ, ღმერთია მოწმე მართლა არ ვიცი როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაც მოხდა კიდევ, მე შენ არ გიცნობ ნანო, მაგრამ ამაში ისევე ვარ დარწმუნებული როგორც საკუთარ სახელში.
-ხოდა გადაამოწმე დაბადების მოწმობაში რა გიწერია_ჩაიფრუტუნა გოგომ და სააბაზანოსკენ წავიდა მზე მოკიდებულმა ძლიერმა ხელმა რომ შეაჩერა და წამებში მოაბრუნა უკან. დაბნეულმა ახედა მამაკაცზე მიკრულმა თვალებში და მოწოლილ ვნებაზე ავტომატურად გადაეყლაპ ნერწყვი. რას უშვებოდა ეს კაცი?
-ნანო, მე შენ არ გენდობი, შენ მე.
-მერე?
-შანს გაძლევ გამოასწორო და ბოლომდე მომიყვე სათქმელი.
-ასეთ მდგომარეობაში სიმართლე რომ გითხრა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ.
-ჯანდაბა, სერიოზულად გეუბნები.
-მეც_ისევ თვალებში ახედა და მათში მოწოლილი ვნება მთელ სხეულზე მოედო ბიჭს.
-პრინციპში სე*სისთვის ნდობა არ გვჭირდება_ამოოხვრით ძლივს მოასწრო თქმა და ამჯერად თავისი ინიციატივით წაეტანა გოგოს ტუჩებს.

ექვსივემ თეთრად გაათენა ის ღამე, არც გაბრიელს ეძინა, ცრემლებ მოწოლილი იხსენებდა ელენესთან გატარებულ ბედნიერ წლებს და ვერფრით იჯერებდა მის გამო ასეთ დღეში რომ ყავდათ საყვარელი ქალი. ანდრია იპოვიდა, მართლა ჯეროდა პოლკოვნიკის და ამხელა ნდობისიც კი ეშინოდა, რომ ვერ გაეკეთებინა? სხვა გზა არ იყო, მისი და ნანოს იმედი ქონდა, იცოდა გოგო მანამდე არ მოისვენებდა სანამ თავისივე ჩადენილ დანაშაულს არ გამოისყიდიდა.

ყიფიანის მორიგეობის დრო იყო გამთენიის ექვსზე ტელეფონის ხმა რომ გაისმა და ყიფიანიც ცოცხლად წამოხტა ფეხზე. ფრთხილი ძილი უკვე სისხლში ქონდა გამჯდარი.
-ანდრიაა?
-ანდრიაა. ერთ საათში გავდივართ_თავშესაფრის დასუფთავება დაიწყეს ბიჭებმა, იგივე ხდებოდა ჯაბასთან და ნათიასთანაც, ქალის თბილი ჩახუტება დროებით გადადო კერესელიძემ და წამებში წამოფრინდა ლოგინიდან.

ოცი წუთის დაშორებით იყო ქალაქიდან შეხვედრის ადგილი. თვალები გაუფართოვდათ რაზმის წევრებს ნანოს გარეშე მისული რომ დაინახეს ანდრია.
-გაიქცა?_წარბები შეეჭმუხნა ყიფშიძეს.
-რა თქმა უნდა არა, იდიოტი ხომ არ გგონივარ, წამით არ მომიშორებია თვალი._არც ანდრიას დაუკლია გაბრაზება.
-მეგონა.......
-არ ვიცი შენ რა გეგონა, მაგრამ აქ იმაზე სერიოზულადაა საქმე ვიდრე გგონიათ, ამიტომ ყველასგან სერიოზულობას მოვითხოვ_ხმა გაყინვოდა პოლკოვნიკს.
-რა ხდება ანდრია?_ნათია როგორც ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-მოვლენ და ვისაუბროთ_ სანთებელა აათამაშა ბიჭმა და საათს დახედა.
ათი წუთი მოუწიათ ლოდინი, შემდეგ კი ხრიოკ გზაზე ჯერ მანქანის ხმა, შემდეგ უკვე თავად მანქანა გამოჩნდა და ანდრიაც შესახვედრად მოემზადა. რაზმი გაოცებული თვალებით უყურებდა მანქანიდან გადმომავალ ნანოს, რომელსაც უკან მათთვის ცნობილი აბდული გადმოყვა.
-ახლავე მითხარით ორივე რატომ არ უნდა გავასაღო_იარაღ მომარჯვებული იდგა ყიფშიძე.
-გიორგი სისულელეს მოეშვი და იარაღი დაუშვი_მობეზრებული სახით, თუმცა მკაცრად ამოილაპარაკა პოლკოვნიკმა და გაბრიელს ხელი ჩამოართვა.
-გაიცანით, ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების, ერთ-ერთი ოცეულის მეთაური კაპიტანი გაბრიელ ლოლაძეა._გასაგებად აუხსნა ყბა ჩამოვარდნილ ხუთეულს.
-აი ახლა მართლა ვეღარაფერი გავიგე_ორივე მხარეს ავლებდა თვალს ყიფიანი.

საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ყველაფერი დეტალებში მოყვა გაბრიელმა, ნათიამ მის მონაყოლში სიმართლე მალევე დაინახა, ყიფიანი და ყიფშიძე კი, ჯერ ისევ უნდობლად უყურებდნენ. ბინდდებოდა დაშლა რომ გადაწყვიტეს, ცოტა ხნით ანდრიამ რაზმთან ცალკე გასაუბრება გადაწყვიტა და ყველა მანქანაში ჩაჯდა.
-ანუ რას ვშვებით_ვერ ისვენებდა ჯაბა.
-ელენე უნდა ვიპოვოთ, ხვალ ხომ მივფრინავთ?_ნათიას გადახედა ანდრიამ და მისგან საპასუხო თავის დაქნევა მიიღო.
-გენერალს ვღალატობთ_ყიფიანის სიტყვები განაჩენივით ჟღერდა.
-როგორც ჩანს მან თავიდანვე გვიღალატა, მამალაძე მოგვიკლა_განრისხებულმა გადახედა ყიფშიძემ.
-ანდრია, ნანოს არ ვენდობი_გულახდილად თქვა თავისი გასაჭირი ყიფიანმა
ანდრიასგან კი ამოხვნეშა და თავის დაქნევა მიიღო პასუხად -არც უნდა ვენდოთ.

ღამე ისევ რიგრიგობით მორიგეობდნენ, ნათიას სმენის დროს ჯაბაც რჩებოდა და პირიქითაც ჯაბას დროს ნათიაც, არც ანდრიას ეძინა, მაგრამ ჩუმად მიწოლილი ღიმილით უსმენდა მოლაპარაკე წყვილს და შიგადაშიგ შეკავებულ ნათიას ხითხითს, გული წყდებოდა ნათიამ მასთან რომ ვერ ნახა ის ბედნიერება რასაც ეძებდა, ვერ შეძლო ანდრიამ ის საკმარისი სითბო მიეცა, სამაგიეროდ ახლა იყო ბედნიერი და ანდრიასაც უხაროდა, ეს გოგო ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებდა.
-ნერვიულობ?_ნანო მიუჯდა გვერდით.
-საიდან მიხვდი რომ არ მეძინა?
-ვნახე გუშინ როგორც გეძინა, მხოლოდ მაშინ გაქვს სახე და წარბები მოშვებული და მშვიდად სუნთქავ, ახლა ისევ შეკრული გაქვს და შენს სუნთქვას დაძაბულობა ეტყობა.
-არ მეგონა ჩემს სუნთქვას თუ აკვირდებოდი_ჩაეცინა კაცს.
-უბრალოდ კითხვაზე მიპასუხე_ცხოვრებაში პირველად გაწითლდა ნანო და მაშინვე მოარიდა კაცს სახე.
-მე არასდროს ვნერვიულობ_ფეხზე წამოდგა კაცი და წყლის შესასხმელად გავიდა.

ორი დღე დარბოდა გენერალი განყოფილებაში და ნაცნობებს ეძებდა ვისთვის შეეძლო რამე დაევალებინა, უკვე რამდენიმე საათში დაბრუნდებოდნენ და რამეს თუ არ მოიფიქრებდა მთელი მისი კარიერა და ბიზნესი განადგურდებოდა. ბოლოს მაინც იპოვა საჭირო კაცი, ისიც დაშანტაჟებითა და მოტყუებით დაითანხმა ამ მხდალობის ჩადენაზე და უკვე გაღიმებული სახით დაელოდა კაბინეტში წამომჯდარი შედეგის გაგებას.

ანდრიას თხოვნით გაბრიელი ისევ ავღანეთში დარჩა, ჯერ შენი ჩამოსვლა ადრეა ელენეს მე გიპოვიო დაპირდა პოლკოვნიკი და აბდულად წოდებულიც ოდნავ დამშვიდებული დარჩა ისევ უცხო ქვეყანაში. უკვე რამდენიმე საათი იყო სამშობლოსკენ მიფრინავდნენ, ნანოს გული ყოველი წუთის გასვლასთან ერთად უფრო მონდომებით ფეთქავდა და ერთი სული ქონდა მონატრებული ჰაერი ჩაესუნთქა.
-ნერვიულობ?_ნაცნობი შეკითხვა დაუსვა ანდრიამ.
-მე არასდროს ვნერვიულობ_სიცილით უპასუხა გოგომაც.
ყიფიანი თავის იარაღს არ უშვებდა ხელს და მტვრის ნაწილაკებს აცილებდა, ნათია და ჯაბა ერთად თვლემდნენ, ყიფშიძე კი ნანოს ათვალიერებდა შიგადაშგ. მთქნარებაზე გადავიდა ნანო მოწყენილობისგან რაციაში შეშინებული პილოტის ხმა რომ გაისმა.
-ჯარისკაცებო, იმედია პარაშუტის გამოყენება იცით, არა?



№1 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

რაიო/ რას ნიშნავს პარაშუტების გამოყენება თუ იცითო? იმედია ბიჭებს არაფერი დაემართებათ.გენერლის სახე მინდა დავინახო ანდრიას რაზმს, რომ დაინახავს. ისეთ საინტერესო მომენტში გაწყვიტე რომ... რა მოითმენს ახალ თავამდე. smiley

 


№2 სტუმარი დიკო

ისე იქცევა ეს გენერალი დანდობას არ იმსახურებს)) იმედიაა უკლებლივ გადარჩება ყველაა
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხააარ❤️❤️

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი ანა-მარია
რაიო/ რას ნიშნავს პარაშუტების გამოყენება თუ იცითო? იმედია ბიჭებს არაფერი დაემართებათ.გენერლის სახე მინდა დავინახო ანდრიას რაზმს, რომ დაინახავს. ისეთ საინტერესო მომენტში გაწყვიტე რომ... რა მოითმენს ახალ თავამდე. smiley

ვეცდები მალე იყოს <3

დიკო
ისე იქცევა ეს გენერალი დანდობას არ იმსახურებს)) იმედიაა უკლებლივ გადარჩება ყველაა
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხააარ❤️❤️

დიდი მადლობაა <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი nini :)

აუ ვერ ვიტან ამ გენერალს რააა.... მაგრამ ნანოსს რას მალავს კიდევ? რა საინტერესოაააა..... მალე დადე რა ნათიიიი ❤❤❤❤

 


№6 სტუმარი ნათია41

კიდევ რას ჩალიჩობს დამპალი გენერალი?! იმედია ყველა გადარჩება

 


№7  offline მოდერი naattii

La-Na
როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ

უღრმესი მადლობა ❤️

nini :)
აუ ვერ ვიტან ამ გენერალს რააა.... მაგრამ ნანოსს რას მალავს კიდევ? რა საინტერესოაააა..... მალე დადე რა ნათიიიი ❤❤❤❤

ხვალისთვის ვეცდები ❤️

ნათია41
კიდევ რას ჩალიჩობს დამპალი გენერალი?! იმედია ყველა გადარჩება

ვნახოთ ვნქხოოთ

 


№8  offline წევრი ANDERSON

უმაგრესი ისტორიაა
ძალიან მომწონს❤❤
საინტერესო მომენტზე დამთავრდა ნაღდად

 


№9  offline მოდერი naattii

ANDERSON
უმაგრესი ისტორიაა
ძალიან მომწონს❤❤
საინტერესო მომენტზე დამთავრდა ნაღდად

მადლობა ❤️❤️❤️

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

თვითმფრინავი უნდა ჩამოაგდო... მხდალებუ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent