შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარუილი {ნაწილი 2/2}


27-10-2018, 16:33
ავტორი lile-eli
ნანახია 4 861

2.

-საშა, მოვდივარ და პასუხი შენს კაბინეტში დამახვედრე!
-გელოდები ლაშა, უკვე მე მაქვს.
ტელეფონი გათუშა და ამჯერად დადუს მდგომარეობას არკვევდა, თან ლაშას მანქანამ კლინიკის ეზო საწრაფად დატოვა..

გამოკვლევებისა და რენდგენის პასუხით ხელში ნინო კაბინეტში ირაკლისთან ერთად იჯდა და ამ ყველაფერს ლაშას ტელეფონით აცნობდა. ნანო კი პალატიდან გამოდიოდა, აბაშიძემ გზა გადაუღობა და მის გაბრაზებულ მზერას სიმწრით გაუღიმა.
-ნანო, გუშინ რა ჯანდაბა მოხდა აქ..
-არაფერი!
უხეშად უთრა და გამოსაცვლელი ოთახისკენ განაგრძო გზა გოგონამ.
-ნანო..
ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე ბიჭმა, აედევნა და განაგრძო.
-ვიცი ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ანას ციცოცხლეს გეფიცები შემეშინდა..
ნანო გაჩერდა და მისკენ შებრუნდა.
-ნანო, ხომ იცი? ანას და ნიცას სიცოცხლე ყველაზე ძვირფაია რაც მაქვს..
გოგონას გაეღიმა, რადგან ნიკა აბაშიძის დებისადმი სიყვარული ყველასთვის სამაგალითო იყო და ეს იცოდა, ნიკას ამის გამო დიდ პატივს სცემდა, რადგან მას არ ჰყავდა არც და, არც ძმა. ნიკა კი ერთადერათი იყო, რომელიც მასზე ისე ზრუნავდა როგორც თვის ოცნებაში წარმოიდგენდა ხოლმე ძმას. პირველ კურსზე იყო ნანო, როცა ლექცია ერთად ჩაუტარეს და ნიკა მისი იურიდიული მისწრაფებით მოიხიბლა, რატომღაც ანასთან მსგავსება აღმოაჩინა და კლინიკაში, რომ აღმოჩნდა პატარა ქალბატონი მას მერე უფრო დაახლოვდნენ.
-კარგი. მაშინ შოკლოადი მინდა და არ გამაწყვეტინო!
-შოკოლადი მაქვს, ჩუმად ვიქნები, შენ დაიწყე!
-დადუს ჰყავს მამა და ძმა, რომლებიც სანაგვეზეც არ უნდა გადააგდო, რადგან იქ რაც იყრება ის უფრო გამოდგება ვიდრე ეგ ორი!..
ამოიოხრა და განაგრძო
-დედა გარდაცვლილი ჰყავს, დადუს კი მხლოდ ფულის გამო, აძლევენ მუშაობის და სწავლის უფლებას, მას გამუდმებით ამცირებენ და სცემს კიდეც მამაისი. როგორც დადუმ თქვა ''ცოდვის შვილს'' ეძახის, რადგან მის გამო გარდაიცვალა დედა, თუმცა დადუს რატომ აბრალის ეგ არც მან იცის, ესეც ძილში კოშმარი ნახა და ისე ცუდად იყო, რომ ვეღარ გაუძლო და მაშინ გვითხრა. ზოგჯერ მე და მამა რომ ვეხუტებით მგონია მას სტკივა ისეთი თვალებით გვიყურებს. გუშინ კი მისი ძმა მოვიდა და აიძულა გარეთ გასულიყო, იქ არ ვიცი რა მოხდა ალბათ მამამ სცემა ან ძმამ არ ვიცი..
ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა. ნიკა გაშტერებული იჯდა და ვერ ასწრებდა მომხდარის გააზრებას.
-ნიკა კარგად ხარ?..
გაოგნებული თვალებით შეხედა ფეხზე მდგომს.
-რატომ არ მითხარი!
ეს არ იყო კითხვა ეს უფრო შენიშვნას ჰგავდა.
-დადუს წამოყვანისთვის ლაშას ბევრი პრობლემა შეექმნა, ქუთაისის კლინიკიდან ამიტომ წამოვიდა, იმ კაცმა ძველი ''ავტორიტეტის'' ხარჯზე ხალხი ჩარია და კლინიკის დირექტორთან იჩხუბა, მერე ხალხი დაახვედრეს, მაგრამ მოაგვარა და ეს ყველაფერი დადუს ძალიან აწუხებს. აღარ სურს მის პრობლემებს ლაშას კარიერა შეეწიროს, თან ვერ ხსნის ლექტორი ეხმარება, საკუთარი მამა კი ისე სცემს, რომ სიკვდილსაც კი ნატრობს.
-ირაკლი რა შუაში იყო?
-დადუ უყვარს!..
-რაა.?
წამოიყვირა ნიკამ და გაუცნობიერებლად წამოხტა სავარძლიდან. ნანოს გაოცებულ მზერაზე თავი იმართლა..
-ის ხომ ცოლ-შვილიანია და უფროსია?
ნანოს კმაყოფილ ღიმილზე გაიკვირვა აბშიძემ.
-რა გაცინებს?
-აბაშიძე, როდის მერე დაიწყე ასეთ დეტალებზე, ყურადღების მიქცევა?..
-და შენ გგონია ეგეთ კაცს გაგაყოლებ?
-აბა სიყვაულია მთავარიო?
ძველი დიალოგი გაახსენა ნიკას.
-ეგ მთავარია, მაგრამ მაშინ საუბარი ბავშვიან ქალებზე იყო..
-მოიცა, შენ დიანას განათხოვარი-შვილიანი უნდა მიუყვანო და მე მიშიკოსთან ცოლ-შვილიანის მიყვანის უფლება არ მაქვს?
-ამის იმედი, რატომ გქონდა საერთოდ?
ღიმილი გაეპრა სახეზე ნიკას და ნანო იმ წუთასვე ჩაეხუტა.
-გამისკდა გული. ვინ შემიცვალა ჩემი ნიკათქო და თურმე დადუ მყავს მოსაკლავი!
-არ ვინახულოთ?
თავი აარიდა მუქარას, ისე დახედა სხეულზე მიხუტებულს.
-კი, თან პასუხებიც იქნება უკვე..


ოთახში სწრაფი ნაბიჯით შევიდა ლაშა და მეგობარ კოლეგას მიესალმა, რომელმაც კონვერტი სავარძელში დაჯდომისთანავე მიაწოდა, ლაშამ სწრაფად გახსნა და სანამ პასუხს ნახავდა მეგობარს გახედა:
-იმედია ის არის რაც მინდა!
რამდენიმე წამი დასჭირდა საჭირო ინფორმაციის ნახვას და ბედნიერი ღიმილით წამოდგა.
-დადებითია!
-გილოცავ! ვისგან გყავს?
-ჩემი ძმისგან!
გაიღიმა, აშკარად კმაყოფილი იყო პასუხით, მაგრამ მოსალოდნელი უსიამოვნება აფიქრებდა, რომელიც დადუს საფრთხეს შეუქმნიდა.
-გიორგის შვილია? კარგია! კიდევ ერთხელ გილოცავ!
-რას მილოცავ, იმას რომ ჩემი ძმის შეცდომებს დღემდე ვასწორებ და ბოლო არ უჩანს?
-სამაგირეოდ ძმისგან შვილი გყავს, რომელსაც სჭირდები!
-რომელსაც იმდენი, რამ სტკივა ვერავინ და ვერაფერი მოაშუშებს!
-შენ და ვიკას არ გაგიჭირდებათ!
-ვიკას იმედი მაქვს..
საუბარი ტელეფონმა შეწყვეტინა თორნიკეს ინფორმაცია უკვე ჰქონდა:
-იპოვნეს, მხოლოდ მამამისი და მისამართს მოგწერ, ბიჭები გელოდებიან!
-კარგი გამოვდივარ!
ტესტის პასუხი ისევ კონვერტში ჩადო და მამაკაცს ხელი ჩამოართვა:
-საშა უნდა გავიდე!
-მშვიდობა?
-არა, ერთ ს*ს თავისი ადგილი უნდა განვუსაზღვრო!
-მაგისთვის მე არ გამოგადგები ხომ?
ჩაიცინა კაცმა და ლაშამაც ღიმილით უპასუხა:
-ბევრნი ვართ უკვე!

პალატაში შესული ნიკა, საწოლზე მყოფს აკვირდებოდა და თავს უფრო ცუდად გრძნობდა ვიდრე აქამდე. სახის ნაკვთების მეტი ინტერესით შესწავლა დაიწყო, მაგრამ გოგონას ღრმად გაბერილ ცხვირის ნესტოებზე ფიქრები გაეფანტა..
-როგორ ხარ?
-კარგად.
მორიდებით უპასუხა და წამოდგომა სცადა, მაგრამ ნიკამ საშუალება არ მისცა.
-არ ადგე! ნეკნის მალა გაქვს გაბზარული.
-აქ ვერ დავრჩები.
-ლაშამ ბრძანება მოგვცა, მის მოსვლამდე არსად არ უნდა წახვიდე!
-მას ისედაც ბევრი პრობლემა აქვს.
-დადუ ბოდიშს გიხდი, ძალიან უხეშად მოგექეცი და იმედია გამოვისყიდი.
-რას აბობთ ბატონო ნიკა, მე დავუშვი შეცდომა..
-დადუ შევთანხმდეთ რა, რომ მე მხოლოდ ნიკა ვარ და ბოდიში მე მაქვს მოსახდელი, კარგი?
-...
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია და თვალები მორცხვად დახუჭა.
-არ მინდა გებრალებოდე..
ამოილაპარაკა და უცებ ნანო შევიდა ოთახში, გოგონას საწოლზე ჩამოჯდა.
-ნიკა, პაციენტები გეძახიან, ის ლამაზი მამრი მოვიდესო!
-ვინ მეძახის?
გაკვირვებულმა გააპარა თვალი დადუსკენ და მის აწითლებულ სახეზე გაეღიმა.
-ანასტასიამ გიკითხა.
-გავალ და მალე შემოვალ, ლაშამ არ ადგესო!
-კარგი უფროსო..

გლდანი-მუხიანის გამყოფ გზაზე მდებარე, პატარა სასტუმროს შენობასთან, სწრაფად დაამუხრუჭა მანქანა ჯაფარიძემ და შესასვლელში საბას მიესალმა:
-სად არის?
-მაღლა ოთახში.
-კარგი.
რადენიმე საფეხური აირბინა და პატარა ოთახის კარი გააღო, იქ კი ერეკლე და შუახნის მამაკაცი ისხდნენ პირისპირ, ერეკლე ადგა და ლაშას მხარზე ხელის მიდებით მიესალმა.
-ოჰო ბატონი ლაშა მობრძანდა? რა ჯანდაბა გინდა!
კბილების ჭრიალით უთხრა მამაკაცს.
-მე დადუ მინდა!
-ვითომ რატომ? გემრიელია „წიწილის“ ხორცი? გინდა მოგყიდი?
სახე გაეყინა ჯაფარიძეს და წამებში მოექცა მამაკაცის სხეულს ზემოდან.
-ვის მომყიდი შე *ო, რა „წიწილი“ შე ბ*ო, ისიც კი არ იცი ვინ ვარ ხომ? ახლა გაიგებ შენი!..
-ვინ ხარ! ვინ?
-ადექი ს*ო და გეტყვი ვინც ვარ!
ბიჭებმა დასვეს სავარძელზე და ლაშამ ნაძალადევი სიმშვიდით დაიწყო:
-გიორგი ჯაფარიძე გახსოვს!
სისხლისნი სახე უარეს დღეში ჩაუვარდა, ლაშას გაეღიმა:
-შენმა მოგზავნილმა ხალხმა ჩემი გვარი არ გითხრეს ხომ?.. მე ლაშა ჯაფარიძე ვარ და გიორგის შვილს, შენ თავს ისე დაანებებ, რომ მის ცხოვრებაში შენი ლანდიც არ გამოჩნდება! შენს ლეკვსაც უთხარი ეგ!
-თორემ?..
გაეღიმა ლაშას მის თავხედობაზე.
-აქმდე თუ ცოცხლები ხართ, მხოლოდ დადუს გამო და შეირგეთ ორივემ!
-ექიმო, ასეთი საუბარი კარიერას დაგისამარებს!
ირონიული ღიმილი სახზე დასთამაშებდა.
-კარიერის დედაც და შენიც.. ახლა ზუსტად ისე გაქვს ნეკნი როგორც ჩემს ძმიშვილს!
-დადუს როგორ ეტყვი რომ შენი ძმიშვილია?
-ყველაფერს მოვუყვები! როგორ გაყიდე ცოლი ავტორიტეტის გამო და როგორ ვერ აიტანე გიორგის გვერდით ბედნიერი შორენა!
კაცი გაოგნდა, რადგან არ ეგონა ეს ამბავი თუ იცოდა ვინმემ მისი და გიორგის გარდა..
-შორენამ მიღალატა და ამიტომ მოვკალი ორივე!
უცებ გაჩუმდა რადგან ლაშას ჩაწითლებული თვალებით მიხვდა, იმაზე მეტი თქვა ვიდრე საჭირო იყო.
-რა ქენი?
-...
-რა ქენი მეთქი!
-არაფერი..
საყელოში ჩაავლო მამაკაცს და თავს ვეღარ აკონტროლებდა.
- შენ მოკალი?
-არა
-თქვი! დროზე!
-გიორგის წამალი მე შვაცვლევინე და შორენა კი სახლში წამოვათრიე..
ლაშამ, ყველა ზღვარს გადაბიჯა და ხმას ვეღარ იღებდა მამაკაცი, ისე იყო ნაცემი. ბიჭებმა გააჩერეს და ერეკლემ ოთახიდან გაიყვანა. ცოტა რომ დამშვიდდა მიხვდა იქ ყოფნა ცუდად დასრულდებოდა და სწრაფად დაიძრა კიბისკენ. ერეკლეს კი მითითება მისცა:
-უნდა წავიდე თორემ შემომაკვდება, თქვენ კი იცით რაც უნდა უქნათ, რომ აღარ გამოჩნდეს და თუ არ მოისვენებს მერე აღარ დავინდობ!
-მივხედავთ!..

სახლში მივიდადა ვიკა უნდა ენახ რომ ცოტა სიმშვიდე ეპოვნა, რადგან დადუს ასე ვერ ნახავდა, ვერ დაელაპარაკებოდა, თუმცა დროზე უნდა მოეგვარებინა ყველაფერი. კარი როგორცკი გააღო სამზარეულოდან მომავალ მეუღლეს ხელები მოხვია და თავი მის თმაში ჩარგო:
-რა მოხდა ლაშა?
შიშ შეპარული ხმით ჰკითხა ვიკამ. მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა და ამოილაპარაკა
-ეს მჭირდებოდა! მოვწესრიგდები და ვილაპარაკოთ!
-კარგი.
სანამ ლაშა თავს იწესრიგებდა, ვიკამ ახალი ტანსაცმელი გაუმზადა, ძველი პიჯაკი და შაერვალი მოსაწესრიგებლად უნდა გაეტანა პიჯაკში ტესტის პასუხი, რომ შეამჩნია და ამოიღო, გული ყელში ამოუხტა და იქ უცემდა გაორმაგებული სისწრაფით, პასუხმა კი საერთოდ მუხლები აუკანკალა და თავს ძლივს იჭერდა..
უცებ წელზე მოხვეული ხელი იგრძნო და აცრემლებული თვალები მძიმედ დახუჭა..
-დავჯდეთ და მოგიყვები!
-კარგი.
ყოველთვის ასეთი იყო ვიკა, არასოდეს წინასწარ არ იყვირებდა, მოსმენდა და შემდეგ მოქმედებდა, მითუმეტეს რამდენიმე წელია შვილი უნდათ და ეს არ გამოდით, ახლა კი დეენემის ანალიზს ნახულობს, სადაც ლაშას გვარს კითხულობს.. მაქსიმალურად ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო.
-დადუ დიასამიძე, გოგო რომელიც ქუთაისიდან წამოვიყვანე გიორგის შივილია!
-რა? მე შენი მეგონა..
-ვიცი.
-რატომ არ მითხარი?
-მხოლოდ ეჭვები მქონდა!
-იცის?
-არა, ახლა უნდა ვუთხრა, მაგრამ პრობლემა მამობილი და მისი ნახევარ ძმაა.
-რატომ?
-ისინი თავს არ დაანებებენ, მითუმეტეს თუ გაიგეს, რომ ანდერძით ბევრი ფული აქვს!
-სასამართლო.
-დადუ უნდა დამთანხმდეს!
-მერე ვუთხრათ!
-ისეთი სათუთია მეშინია რამე არასწორად რომ გავაკეთო შეიძლება დავკარგო.
-იმათ თუ იტანს, შენ ასე რატომ მოგექცევა?
-იმათთან გაიზარდა, მე კი ახლა გავიცანი.
-როცა გაიგე გაიცანი და მას იცავ, ეს კი მისთვის სტიმული იქნება იბრძოლოს.
ლაშას გაეღიმა და ცოლს მჭიდროდ მოხვია ხელები.
-წამოხვალ?
-რა თქმა უნდა.
-აქ, რომ იცხოვროს?..
-თუ მოისურვებს, მე გამიხარდება!
ბედნიერმა გაიღიმა, მკლავებში მოქცეულს კოცნიდა და ისე ჰკითხა:
-20 წლის გოგო ჩემი შვილი როგორ გეგონა?
-პირველი რაც დავინახე პასუხი იყო, თან 12 წლის რომ გამოდიხარ მაგაზე ვერ ვიფიქრებდი.
-მართალია..

ანასტასიას ოთახში ისევ ხალხმრავლობა იყო, პატარა დადიანი ისეთი ჭკვიანი იყო, რომ ყველას უკვირდა, თუმცა დედა-შვილი მშვიდად იაზრებდა ერთმანეთის არსებობას და ეს სასიამოვნო სანახავიც იყო.. პატარა გასვიანი კი პირიქით ჭირვეული ქალბატონია და მთელი ღამე ხელში დაატარებდა თომა, რომ ნიცას ძალები აღედგინა, მაგრამ ვერ იძინებდა ბავშვი ისეთი ხმით ტიროდა, ამიტომ პედიატრთან ჰყავდათ, პატარა იმდენად ჯანმრთელი იყო, რომ მხოლოდ ხასიათის და გარემოსთან შეგუების პროცესის გადალახვა იყო საჭირო, თუმცა ნიცა ისე ნერვიულობდა, რომ თომამ დამხმარედ ექთანი აუყვანა, სანამ პატარა დამშვიდდებოდა..

დადუსთან მისული ლაშას და ვიკას ნახვა პალატაში მყოფი ნანოსთვის და დადუსთვისაც მოულოდნელი იყო, ორივე დაიბნა, თავაზიანად მისალმების შემდეგ კი, ნანომ მარტო დატოვა ისინი.
-დადუ, გაიცანი ეს ჩემი მეუღლე ვიკაა.
-რა ლამაზია.
აღფრთოვანებით უთხრა ლაშას, მეუღლემ.
-გამარჯობა, როგორ ხარ?
-გმადლობ, კარგდად. თქვენ როგორ ხართ, ქალბანო ვიკა?
მისი უხერხულობა ვიკასაც გადაედო, მაგრამ პირველი ნაბიჯი მან გადადგა მაინც.
-ძვირფასო მოხოლდ ვიკა და მეც..
-გოგონებო, საუბარი სახლში გააგრძელეთ!
-კარგი, სახლში გავაგრძელოთ.
დადუ დაბნეული და დარცხვენილი თვალებს ვერ უსწორებდა მამაკაცს, რადგან მისი მეუღლეც შეაწუხა..
-დადუ პირველ რგში ჩემი არ უნდა გერიდებოდეს! ახლა მთავარი, ბოდიში, რომ შენი ნებართვის გარეშე გავაკეთე ანალიზი, მაგრამ ეს აუცილებელი იყო..
-რისი ანალიზი?
დაბნეულმა ამოხედა ორივეს და გული ისე აუჩქარდა, სუნთქვას ძლივს ასწრებდა. მამაკაცი საწოლთან მდგომ სავარძელში მოთავსდა და პირველად იჩენდა მამა-შვილური სიყვარულით ინიციატივას, გოგონას ხელი თავისაში მოიქცია..
-დადუ შენ ჩემი ძმის, გიორგი ჯაფარიძის შვილი ხარ!..
გაგონილმა წარსული გაახსენა და სიტყვები რომელიც გამუდმებით ესმოდა, ცემისა და ყვირილის დროს, ცრემლების ნაკადი მთელს სახეს მოედო და ამოილაპარაკა
- „ცოდვის შვილი“!
-რაა?
გაოგნებულმა ქალმა წამოყვირა:
-მამა სულ ასე მეძახდა..
ხმა დაეკარგა და ძლივს გასაგონად თქვა,
-დადუ, არც მაგ კაცის და არც გიორგის ცოდვები, შენი და დედაშენის ბრალი არ არის!
-ის ამბობდა, რომ დედამ უღალატა.
-მე სიმართლეს მოგიყვები, მაგრამ ახლა შენი დაცვაა მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩემთან და ვიკასთან ერთად იცხოვრე, სანამ ყველფერი დალაგდება და ყველაფერს გაიგებ, შემდეგ შენ გადაწყვიტე რას გააკეთებ.
-მე თქვენთან ვერ ვიცხოვრებ, ის ძალიან საშიშია...
ცრემლებმა ისე ჩაუწვა ყელი, რომ ძლივს გადაგონად ამბობდა.
-მამაშ.. გოჩას მე მივხედავ!
როგორ არ ემეტებოდა ეს გოგონა იმ კაცითვის, რომელსაც მამას ეძახდა ის.
-არა გოჩა კი არა მისი მეგობარი.. ის მალე ჩამოვა.. ის ძალიან საშიშია.. მან მე უნდა წამიყვანოს..
სუნთქვა აჩქარებული საუბრობდა და ცრემლების ღვრას აღარ ერიდებოდა, ლაშამ რომ წამოყვირა:
-რას ჰქვია უნდა წაგიყვანოს!? ვინ უნდა წაგიყვანოს!?
-არა, თქვენ ვერ გაიგებთ, ის მომკლავს, მეც და ყველას ვინც ხელს შეუშლის!
ვიკა საწოლზე ჩამოუჯდა და მკერდზე მიიხუტა გოგონა, ლაშას ანიშნა აღარ გაეგრძელებინა, ამიტომ მან სცადა მშვიდად ესაუბრა:
-დადუ, ახლა სახლში წავიდეთ, ყველა დავმშვიდდეთ და მერე ყველაფერი მოგვიყევი, რომ ვიცოდეთ რას უნდა გავიმკლავდეთ. კარგი ლამაზო?
-არა თქვენთან ვერ წამოვა..
-დადუ, მე ლაშაზე ცუდი გაბრაზება ვიცი, როცა არ მიჯერებენ.
წარბებ შეკრულმა შეხედა გოგონას, რომელსაც მართლა შეეშინდა, რადგან მუდამ წნეხის ქვეშ უწევდა ყოფნა, უცებ მიუხვდა ვიკა და ჩაიხუტ:
-გეხუმრე გოგო, შენზე მხოლო ხუთი წლით ვარ უფროსი და ამან იკითხოს პატარა ქალების ატანა, რომ მოუწევს.
დადუს ტირილ-სიცილი კი უხდებოდა ისეთი მშვენიერი იყო..

ანასტასიას და ალექსანდრეს სახლში ისეთი ჟრიამული დახვდათ, რომ ბენიერებისაგან ახლად „გამომცხვარმა“ დედამ, დაბნეული სახით იხადა მადლობები, კმაყოფილი იყო, მოწყობილი წვეულებით და პატარას ოთახში მყოფი მძინარე ჩვილს დაჰყურებდა, ფიქრობდა განვლილ დღეებზე, მისი და თორნიკეს გაცნობის დღეს იხსენებდა, შემდეგ დამოკიდებულებას, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდა და ახლა კი უსაზღვროდ ბედნიერი იყო..
ზურგიდან საყვარელი მამაკაცის მკერდი და ძლიერად მოხვეული ხელები იგრძნო, კიდევ უფრო ბენიერმა გაიღიმა და თავიც მიადო მამაკაცს, ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში, თვალებ დახუჭულმა.
-რაზე ფიქრობდი?
-ბედნიერებაზე.
- და რა გითხრა, ბედნიერებამ?
-ის, შენს უკან დაგას და გეხვევაო!
-....
ხელები ცივად გაუშვა დადიანმა, ანას გაუკვირდა, მაგრამ მისკენ შებრუნებულს ისეთი მზერა დახვადა, ლურჯი თვალები ვნებისა და ბედნიერებისაგან ისე ელავდნენ, რომ ნახევრად განათებულ ოთახშიც კი კარგად ჩანდა და გოგონამ ხმით გაიცინა, დაიანმა კი კოცნით ჩაახშო საყვარელი ქალის ხმა, რომელიც ჩვილის მშვიდ ძილს „საფრთხეს“ უქმნიდა..
-მიყვარხარ, თორნიკე!
ანას ანთებულ თვალებს, ტრადიციულად შუბლზე კოცნით უპასუხა და მთელი ძალით ჩაიხუტა::
-ჩემი ტასო!
იხუტებდა ქალს და ძილში მომღიმარ ჩვილს დაჰყურებდა, რომელიც სიბოს და სიყვარულს უასმაგებდა სხეულში..

წვეულებაზე დადუს და ნანოს ყოფნა აღარავის გაჰკვირვებია, ნიკა აბაშიძის გარდა, მაგრამ ნანომ მე ვერ გეტყვიო..
-ნიკა ნუ მებუტები რა..
-შემეშვი.
-რა ვქნა დუმილის ფიცი დავდე!
ნიკას გაეცინა და ცხვირზე ხელი მოუჭირა.
-შენ თუ რამე გაგაჩუმებდა რას ვიფიქრებდი..
-უტაქტო!
-კაი ერთი, მე ვარ უტაქტო და შენ ტაქტიან!?
-ისე როდის აპირებ აღიარებას?
-რისი?
წარბებ შეკრულმა დახედა გოგოს.
-სიყვარულის აღიარებას!
-ნუ ყვირი გოგო და მეტი არ დალიო!
ჭიქა აართვა ხელიდან.
-მომეცი, თორემ მე ვეტყვი!
-რას ეტყვი და ვის?
-ჯერ ლაშას ვეტყვი, მერე დადუს!
-რა უნდა მითხრათ?
იქვე მყოფი ლაშა ჩაერია საუბარში.
-მე... არაფერი.. აი ამან!..
სიცილით გაიქცა ნანაო და აშას ზურგს ამოფაერბული კოცნებს უგზავნიდა ნიკას.
-რა ხდება ნიკა?
-ბატონო ლაშა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დრო მჭირდება, დავრწმუნდე და მერე გეტყვით.
საკმაოდ მტკიცედ და მშვიდად უთხრა ნიკამ მამაკაცს, რომელსაც შეკავებული ღიმილი წამიერად გაეპარა სახეზე და ამას ვერავი შენიშნავდა ვიკას გარდა, რომელიც შორიდან აკვირდებოდა მოსაუბრეებს.
-მე არასად მეჩქარება ნიკა, როცა საჭიროდ ჩათვლი მაშინ მოგისმენ!
გაუკვირდა ნიკას მისგან ასეთი პასუხი, რადგან რომ ჰგონებოდა სამსახურს ეხება, არ გადადებდა და ვერ გაიგო რას გულისხმობდა ჯაფარიძე, მაგრამ მალევე გაოგნდა, წასვლამდე ისეთი სიტყვა დაუტოვა ლაშამ..
-მაგრამ ირაკლის ეჩქარება და ეს იცოდე!
მხარზე ხელი დაადო ისე უთხრა და გაეცალა..


პ.ს. ბოდიში რომ პატარაა და არ გადამიხედავს.
ძაალიან ცუდა ვარ და ვერ დავწერე მეტი (ოხ ეს ვირუსები).
ველოდები შეფასებებს..



№1 სტუმარი kati

Ra kargia meore tavi male rom Daido...sulmoutqmelad wavikitxe.

 


№2  offline წევრი დარინა

ისე მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანად, აი ყველაზე სათითაოდ ვგიჟდებიი, შემეცოდა დადუ ბევრი რამის გადატანა მოუწია და იმედია ნიკა არ დააგვიანებს, ირაკლი არ მომწონს უკვეე, თორნიკეს და ლაშას იმედი მაქვს რომ დადუს ნიკასთან ერთად დაიცავენ, მიყვარს თორნიკეს დაძახებული ტასო. საოცარი გოგოხა ასეთი კარგი თავი ვირუსიანმა მაინც რომ შემოგვთავაზე, გამოჯამრთელებას გისურვებ.

 


№3 სტუმარი sali

gtxov shemdegic ese male dade ra :d <3

 


№4 სტუმარი Daldonidaldoni

ძალიან ძალიან კარგი ისტორიააადა მიხარია რომ ისევდა ვკითხულობბ

 


№5 სტუმარი Maco maco

გავთბი ლაშა-ვიკა-დადუთი, როგორც ყოველთვის იმედებს ამართლებ

 


№6  offline წევრი ეირინ

აი უბრალოდ არ მყოფნის არანაირად❤მთელი დღეა ვამოწმებ ხომ არ დაუდიათქო❤როდის დადეებ❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი Lile-eli

ეირინ
აი უბრალოდ არ მყოფნის არანაირად❤მთელი დღეა ვამოწმებ ხომ არ დაუდიათქო❤როდის დადეებ❤❤❤

Maco maco
გავთბი ლაშა-ვიკა-დადუთი, როგორც ყოველთვის იმედებს ამართლებ

Daldonidaldoni
ძალიან ძალიან კარგი ისტორიააადა მიხარია რომ ისევდა ვკითხულობბ

sali
gtxov shemdegic ese male dade ra :d <3

დარინა
ისე მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებიანად, აი ყველაზე სათითაოდ ვგიჟდებიი, შემეცოდა დადუ ბევრი რამის გადატანა მოუწია და იმედია ნიკა არ დააგვიანებს, ირაკლი არ მომწონს უკვეე, თორნიკეს და ლაშას იმედი მაქვს რომ დადუს ნიკასთან ერთად დაიცავენ, მიყვარს თორნიკეს დაძახებული ტასო. საოცარი გოგოხა ასეთი კარგი თავი ვირუსიანმა მაინც რომ შემოგვთავაზე, გამოჯამრთელებას გისურვებ.

kati
Ra kargia meore tavi male rom Daido...sulmoutqmelad wavikitxe.


Qeti Qimucadze
Moutmenlad gelodebi xolmeee, imedi maqvs tirnike da anastasia iqnebian mshvidadd, magat cudad gaxdomas vegar avitannn, zalian kargiaaa

ყველას დიდი მადლობა, მახარებს თქვენი ინტერესი და სტიმულს მაძლევს, რომ ვწერო..
ბოდიში, ყველას კომენტარს ერტად რომ გპასუხობთ. ვეცდები საღამოს დავდო შემდეგი თავი. მიყვარხართ!

 


№8 სტუმარი სტუმარი სალი

მალე დადე რა გთხოვ შემდგი ❤️

 


№9  offline წევრი lile-eli

სტუმარი სალი
მალე დადე რა გთხოვ შემდგი ❤️


მადლობა ჩემო კარგო რომ დროს მითმობ, მაპატიეთ ასეთი გადაკარგვა. ძალიან ცუდად ვიყავი და რამდენიმე დღეა რაც გამოვკეთდი, მაგრამ ამჯერად მუზამ მიღალატა და ეს უფრო რთული ყოფილა, ვიდრე თავისუფალი დროის არ ქონა.
ახალ თავს ავტვირთავ რაც მაქვს დაწერილი მხოლოდ იმას და იმედია არ მიწყენთ, მაგრამ შევეცდები მალ-მალე დავდო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent