შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 21


28-10-2018, 18:06
ავტორი katiusha
ნანახია 3 105

სოფოს გაქრობა პირველი თამარმა შენიშნა.თავის დროზე რომ არ დაბრუნდა,დარბაზს მოავლო თვალი იქნებ სადმე იყოსო,მაგრამ ამაოდ,ის არ ჩანდა.სამაგიერკდ კარგად დააფიქსირა მეგობართა სამეულის დაძაბული სახეები.ინტუიციით იგრძნო,რომ რაღაც რიგზე არ იყო და ნერვიულობამ თავისდაუნებურად აიტანა.გოგოებს უთხრა ცოტა ხნით გავალო და ბიჭებისკენ წავიდა,თორნიკემ რაღაც უჩურჩულა ორივეს,მერე კი ადგილს მოსწყდა და იქით გაიქცა,საიდანაც ხმაური ისმოდა.
-გაარე კარი,გუგა,შე არაკაცო,გააღე კარი,იცოდე რამე რომ დაუშავო, არ გაცოცხლებ,-უყვიროდა და კარზე აბრახუნებდა,მაგრამ ის ისე იყო გახელებული და ისე ჰქონდა გონება დახშული,რომ არაფერი ესმოდა.კარს დაეჯაჯგურა მეტრეველი და რამდენიმე მცდელობის მერე შეამტვრია.ახლა მას დაებინდა გონება სოფო რომ იმ მდგომარეობაში დაინახა.სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა..
-ოხ,მე შენი....ქალზე ხელის დაკარება როგორ გაბედე?რა ხარ ასეთი ნაგავი და არაკაცი.?-გახელებული იქნევდა მუშტებს.მხოლოდ მაშინ შეწყვიტა,როცა გუგაც უგონოდ დაეცა.სოფოს მიეჭრა, დაჭრილი დათვივით ღრიალებდა და გულში იხუტებდა...
ასეთ დროს ნახა თამარმა.კარს მოეჭიდა რომ არ წაქცეულიყო.
-სოფოო,-ახლა მას დაეცა თავზარი და კივილი მორთო.მის წინ დაემხო,მეტრევლს გამოსტაცა და გულში იხუტებდა.
-გთხოვ სოფო,გააახილე თვალები,გთხოვ გაუძელი დაო,ღმერთო გვიშველე. ღმერთო დაგვიფარე ყველაფრისგან.-ბუტბუტებდა ბექაური.
-კარგად იქნება თამარ,ვიცი ძლიერია და გაუძლებს.გადაიტანს..-ტიროდა მეტრეველიც.
-ეს რა ხდება?როგორ გაგიმეტეს საყვარელო?როგორ...
-მე არ ვყოფილვარ,ეს მან ჩაიდინა,-თითქოს თავის გამარტლებას ცდილობდა მეტრეველი.-დავაგვიანე,ცხოვრებაში პირველად არ აღმოვჩნდი საჭირო დროს, იქ სადაც საჭირო იყო,როგორ მძულს ჩემი თავი ამის გამო..
-ვიცი,თორნიკე,მე ყველაფერი ვიცი.ვიცი რომ იმ არაკაცმა ჩაიდინა,სოფოს რაღაც ეჭვები ჰქონდა და აი გამართლდა კიდეც.
-რა ეჭვები?-დაიძაბა ბიჭი.
-ამის დრო არაა,აქედან უნდა წახვიდე.
-რატომ უნდა წავიდე?მე არაფერი დამიშავებია.
-ვიცი,მაგრამ მალე აქ ჩემი ოჯახის წევრები მოვლენ და ისეთი ამბები ატყდება მტრისას.როგორ ფიქრობ რას იფიქრებენ ბიჭები,როცა გუგასაც ასეთ მდგომარეობაში დაინახავენ,შენ კი სისხლიანს და ასეთ გაგიჟებულს? რას მოიმოქმედებენ?-როგორც ყოველთვის თამარ ბექაური კრიტიკულ სიტუაციაშიც არ კარგავდა საღად აზროვნების უნარს.
-ავუხსნი ყველაფერს..
-ვის?დემეტრე ბექაურს?ნიკუშა ბურდულს თუ ბერდია არაბულს?იცი მაინც მათთვის სოფო ვინაა ან გუგა?
-პირველად არ მოხდება ის რომ ჩვენ ერთმანეთში ჩხუბი მოგვივა.
-ეს უბრალო ჩხუბი არაა.საქმე სოფოს ეხება,გესმის სოფოს?ის მათთვის წმინდანივითაა და ვინმეს რომ თმის ღერი შეერხიათ უბრალოდ მისთვის და ზედმეტად,შავი დღე ადგებოდათ.
-შენ ის თუ იცი ჩემთვის ვინაა სოფო?ჩემი სიცოცხლოს აზრია და ერთადერთი ნათელი წერტილი.შენ მეუბნები რომ წავიდე და დავტოვო აქ?ასეთ მდგომარეობაში?-სასოწარკვეთილი იყო თორნიკე.
-ეგ სოფოს უთხარი პირადად,როცა გამოჯანრთელდება.არა მგონია გაუხარდეს როცა გონს მოვა,შენი ციხის საკანში ხილვა ან სასაფლაოზე უარეს შემთხვევაში.
-რატომ მეხმარები თამარ?რატომ დარდობ ჩემზე?
-მე შენი მჯერა,ვიცი როგორი ადამიანი ხარ.ეს ერთხელ უჯვე გითხარი,ახლა კი იმას დავამატებ,რომ ჩემო ორი უსაყვარლესი ადამიანისთვის ხარ ძალიან ძვირფასი ,მე კი არ მინდა მათ ვხედავდე მოწყენილებს.
-გენდობი თამარ,რაც არ უნდა მოხდეს,მხოლოდ შენ გენდობი ლევანის და დუდას მერე,სოფოს და ჩემს სიცოცხლეს გაბარებ იცოდე,ის შენს ხელშია.
მეტრეველმა სევდიანი თვალებით კიდევ ერთხელ გადახედა სოფოს.ხელის ზურგზე აკოცა და წამოდგა.კარში დუდა დაინახა.
-სასწრაფო მოვიდა და პოლიცია,უნდა წახვიდე.აი გასაღები,კოჯორში წადი,ჩემს აგარაკზე და ჩემს ზარს დაელოდე.
მეტრეველი უკანა კარიდან გავიდა,ისე მიიპარებოდა თითქოს მართლა ის ყოფილიყო დამნაშავე.გული უკვდებოდა სოფოს მდგომარეობას რომ იხსენებდა.ერთი-ორი ახალგაზრდა შეეჩეხა,რომლებიც გაფართოებული თვალებით უყურებდნენ და კედელს აეკვრნენ მერე,რომ გზა დაეთმოთ გამხეცებული ბიჭისთვის.ზურგს უკან ხმაური გაძლიერდა და უფრო მკვეთრად ესმოდა.მერე კი კარგად გაარჩია ნინია არაბულის ხმა,რომელიც ბოლო ხმაზე კიოდა სოფოს დანახვაზე,ძლივს აკავებდა ლევანი და ცდილობდა იქიდან წაეყვანა.
თორნიკე მანქანის საჭეს მიუჯდა,გასაღები გადაატრიალა და იქიდან გაუჩინარდა, თითქოს მართლა დამნაშავე ყოფილიყო...



სხვანაირები ვართ ადამიანები.აუტანელი ტკივილი ზოგჯერ ისე გვაძლიერებს და ისეთ ქვად გვაქცევს,თვითონაც გვიკვირს.ტირილი გვინდა,მაგრამ ყინულად და ლოდად ვიქცევით და ცრემლსაც ვერ ვაგდებთ თვალიდან,ისე გვიშრება.ზოგჯერ კი სულ უბრალო რამეზე ვტირივართ და ვერ ვჩერდებით..
ცრემლი არ მოსდიოდა თამარ ბექაურს.იჯდა გაქვავებული და სოფოს იხუტებდა, რაღაცას ბუტბუტებდა და ღმერთს მის გადარჩენას სთხოვდა. გულში გრძნობდა აუტანელ ტკივილს და ეს ტკივილი შიგნიდან სჭამდა.ხომ იცოდა რასაც აპირებდა გოგო,ნანობდა ხელი რატომ არ შეუშალა ამაში.
სამაგიეროდ ნინია არაბულმა ვერ შეიკავა თავი და ისეთი წივილ-კივილი ატეხა,მისიკის ხმაც კი გადაფარა.
-ლევან,მითხარი რომ მეჩვენება.მითხარი რომ კარგადაა ორივე,ეს რა ხდება?ვინ ჩაიდინა?ეს რა სადისტობააა.
-კარგად იქნებიან,კარგად არიან,დამშვიდდი შენ.წამოდი აქედან წავიდეთ..
-არა,ლევან,თავი დამანებე,მასთან მინდა,აქ უნდა ვიყო.-ხელიდან გაუსხლტა და სოფოსთან მივიდა ისიც.
ამასობაში გოგოებიც მოვიდნენ.თვალებგაფართოებულები და გაოგნებულები იყვნენ მომხდარით და ბოლომდე ვერ აღიქვამდნენ რა ხდებოდა. გვანცა მაშინვე სოფოს მივარდა.ანამ გუგასთან ჩაიმუხლა და პულსი შეუმოწმა.
-ცოცხალია,მაგრამ სუსტადაა,სასწრაფოდ საავადმყოფოში თუ არ გადავიყვანეთ,მათი გადარჩენის შანსს დავკარგავთ.-თქვა გვანცამ.
-გუგასაც სუსტი პულსი აქვს.რომელმა არაკაცმა ჩაიდინა ეს?ღმერთო ადამიანის ასე გამეტება როგორ შეიძლება,წარმოდგენაც კი მიჭირს.
შეშინებული და აკანკალებული ლიკა ნანკას მიჰკვროდა და ფერი ერთიანად დაჰკარგვოდა სიტუაციის გამო.
-სასწრაფო მოვიდა,-დაიძახა ვიღაცამ და მალე ექიმებიც გამოჩნდნენ.
-გაგვატარეთ,გზა დაგვითმეთ,-დაიძახეს მატ და საკაცეები შემოიტანეს.საჭირო ღონიძიებები გაატარეს.საკაცეზე დაწვინეს ორივე და საავადმყოფოში წაიყვანეს.თან გაჰყვა გვანცა,გუგას კი ანა.იმდენი ქნეს თავის საავადმყოფოში წაიყვანეს დაშავებულები.
პოლიციაც მოვიდა და დანასაულის ადგილიდან ახალგაზრდების გაყვანა დაიწყეს.ლევანზე აკრულმა ნინია არაბულმა ბოლო წამს შენიშნა ხელსაბანი ნიჟარის ქვეშ დავარდნილი დანა და თვალები გაუფართოვდა.
-ლევან,-დაიძახა უცებ.-დანა..
-ჰაა?რა დანა?-დაიბნა უცებ ბიჭი და იქით გაიხედა საითაც გოგომ ანიშნა. ვერ იჯერებდა.
-ახლა ვხვდები ვის აჩუქა ჩემ ძმამ ეს დანა.
-ახლა ხომ გჯერა ჩემი?-იმედის თვალით შეხედა ბიჭმა
-სულ მჯეროდა.
ლევანმა დანა ხელსახოცოთ აიღო,ჯიბეში ჩაიდო და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ნინიასთან ერთად იქაურობა...
*****
მანქანა ბოლომდე არც ჰყავდა გაჩერებული,ისე გადახტა და შესასვლელისკენ გაიქცა.სანამ აქამდე მოვიდა,საშინელი აზრები მოსდიოდა გონებაში და უმალვე უკუაგდებდა.სჯეროდა რომ ყველა კარგად იყო.
პოლიციის მანქანები,შემოსაზღვრული ტერიტორია და აურზაური იმის ნიშანი იყო,რომ ნამდვილად რაღც მოხდა.სასწრაფოს რომ ორი ადამიანი მიჰყავდა,იმასაც მოჰკრა თვალი,ყვითელი ლენტი გაარღვია და შიგნით შევიდა. ცოტა დამშვიდდა როცა გოგოები დაინახა,მაგრამ ახალი კითხვები გაუჩნდა.რატომ ეხუტებოდა მისი შვილი და ნინია უცხო ბიჭებს.რაც უფრო ახლოს მივიდა,უფრო კარგად არჩევდა მათ სახეებს და უარესად იბნეოდა. დუდა შენგელიას და ლევან ქისტაურზე ბევრი რამე ჰქონდა გაგებული,იცოდა რომ მათი შვილები და ისინი ერთმანეთს ემტრებოდნენ და ძლივს ახერხებდნენ ორივე მხარის დაშოშმინებას და საფრტხის არიდებას.ახლა კი რა გამოდიოდა?ბიჭები კი არა,გოგოები იყვნენ დასაცავები,ან იქნებ არც იყვნენ?სანამ რამეს გააკრვევდა და სანამ თამარისგან ახსნას მიიღებდა,გული უსკდებოდა მოსალოდნელი პასუხის გამო და თითქოს შეემზადა კიდეც..
-თამარ,-დაუძახა თავშეკავებული ხმით შვილს.
-მამა,-ადგილიდან მოსწყდა გოგო,მისკენ გამოიქცა და ჩაეხუტა.
-შვილო რა ხდება?-ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა
-საშინელება მოხდა მამა..
მოსმენილმა თავზარი დასცა რეზოს.შეეძლო დაეფიცა რომ,ამაზე საშინელი დღე ცხოვრებაში არ ჰქონია,ჯერ დათა,ახლა კიდევ ეს.თავის ხელში აყვანა სცადა,მაგრამ ეს ძალიან რთული იყო.
-აქ რას აკეთებდით?ან ამ ბიჭებთან?-მკაცრად ჰკითხა კაცმა,-არ შეიძლებოდა სადმე ნორმალურ ადგილას წასულიყავით?
-ეს საკმაოდ კარგი ადგილია,უბრალოდ ის არაკაცი და ნაბი...ი გუგაა არანორმალური.
-თამარ,რა სიტყვებია ეს?-დაუბრიალა თვალები.
-ნუ მაჩუმებ მამა.იცით მაინც ვინაა და საიდან მოვიდა ან რატომ შემოეტენა ჩვენა სამეგობროს?ბიჭებს სულ ვაფრთხილებდი ამის შესახებ,მაგრამ ჰააა?არ მიჯერებდნენ.ახლა კი აი შედეგიც.
-დამაცადე ცოტა ხანს.გაჩუმდი.-პირველად აუწია მგონი ხმას რეზომ.თავის გაკონტროლება უჭირდა.-წავალ პოლიციას დაველაპარაკები,მერე კი მოვალ და პასუხს გამცემ რა გინდა ამ ადამიანებთან...მკაცრად გააფრთხილა შვილი..
ნაცნობი გამომძიებლის დანახვამ გააკვირვა და გაახარა კიდეც.მასთან საერთო ენას გამონახავდა როგორმე და იქნებ ყველაფერი გაერკვია.ხელი ჩამოართვა და მიესალმა.
-ვინ ჩაიდინა ეს?-გააჟღერა პირველი კითხვა.
-არ ვიცით ჯერ.მოკვლევა მიმდინარეობს,სამხილებს მოვაგროვებთ,ანაბეჭდებს ავიღებთ,მოწმეების დაკითხვა უკვე მიმდინარეობს და გავარკვევთ ყველაფერს.-მშვიდად უპასუხა მაისურაძემ.
-რა არაკაცი უნდა იყო ამის ჩამდენი,მე იმის...შეიგინა ბექაურმა.
-დამშვიდდით ბატონო რეზო.აქ საქმე უბრალოდ ცემაში და ადამიანების ამ მდგომარეობაში ჩაგდებაზე კი არაა,არამედ უფრო ღრმა მიზეზებია და ამის გასარკვევად ვარ აქ.
-რა ხდება?მეც ამიხსენით?
-იცით მგონი რომ აჯობებს ახლა გოგოები შინ წაიყანოთ და დაამშვიდოთ.შეხედეთ რა მდგომარეობაში არიან?არ გეცოდებათ?მერე კი, აქ რომ დავამთავრებ საქმეებს,მათაც დავკითხავ.არა მგონია ახლა მათ აქ ყოფნა უნდოდეტ და არა სოფოსთან.თან თქვენი ოჯქხს წევრებსაც უნდა შეატყობინოთ ეს ამბავი,ეს კი ვიცი რა რთულიცაა.
-რატომ მაქვს იმის შეგრძნება,რომ მიშორებთ?-ეჭვით ჰკითხა კაცმა.
-არ გიშორებთ.რატომ ფიქრობთ ასე?
-ჩვეულებრივად როგორც წესი გამომძიებლები ამას არ ამბობენ და მოწმეების დამშვიდებას არ ელოდებიან.მაშინვე ჰკითხავენ.
-აქამდე ვერ მიხვდით რომ მე ჩვეულებრივი გამომძიებელი არ ვარ?
-რა თქმა უნდა,პროკურატურის ყველაზე წესიერი,პატიოსანი და საუკეთესო გამომძიებელი ხართ,რომელიც არ იკრთამება ხომ?
-მე არ დავიწყებ თქვენს წინაშე რამის ახსნას და თავის მართლებას.მე უბრალოდ როგორც ადამიანი,შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ვითვალისწინებ მომხდარს.როცა გოგო გონზე მოვა,მერე დავკითხავ ყველას.
-კარგით,იყოს ისე,როგორც თქვენ გინდათ.არ მომწონხართ,არც არასოდეს დამიმალავს ეს.მაგრამ იმას დაგიფასებთ,რომ ჩემს ოჯახს ეხმარებით.გუმანით ვგრძნობ ამას.მაგრამ იმას არ ვმალავ რომ ეს შეიძლებოდა თქვენს ინტერესებშიც შედიოდეს.
-ჭკვიანი კაცი ხართ ბატონო რეზო,მინდა გითხრათ რომ აღფრთვანებულიც კი ვარ თქვენით,მაგრამ მოდით ერთ რამეს გთხოვთ და გაითვალისწინეთ,მე არაფერს არ ვაკეთებ ჩემი ინტერესებოს გამო.მე თავი ადამიანების სამსახურს მივუძღვენი და ყოველთვის ვცდილობ მათთვის გავაკეთო ყველაფერი.ახლა კი მაპატიეთ, მეძახიან,საქმეები მაქვს.უნდა მივხედო...
-შეხვედრამდე ბატონო თემურ.ვიმედოვნებ აუცილებლად გამაგებინებთ ამის ჩამდენის ვინაობას.
უკან გამობრუნდა და შვილთან მივიდა,რომელიც უკვე ცალკე იჯდა და დუდასგან დისტანცია ეჭირა.
-მივდივართ,-მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა კაცმა.რასაც თამარის და ლიკას წამოდგომა მოჰყვა.არაბული კი სევ ლევანთან იჯდა და თითქოს არც გაუგიაო მისი ნათქვამი.
-ნინია მივდივართ,-გაუმეორა კაცმა.
-ლევანი წამომიყვანს.-უპასუხა გოგომ
-ეს რას ნიშნავს?რას ქვია ლევანი წამოგიყვანს?იცი მაინც ვინ არის ეს ადამიანი?
-მე ვიცი,კარგად ვიცი.შენ თუ იცი?-გაბედულად ჰკითხა მან.
-როგორ მელაპარაკები ნინია?მე ეს დავიმსახურე?-ეწყინა კაცს.
-არც უდანაშაულო ადამიანს დაუმსახურებია დასჯა,მაგრამ მაინც დაისაჯა უსამართლოდ
-ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობ.
-ერთი წუთით,-ჩაერია ლევანი,მიხვდა საუბარი სახიფათო მიმართულებას იძენდა.-ბატონო რეზო.ნინიას მე წამივიყვან.სავადმყოფომდე მოვაცილებ და მერე წავალ.არ მსურს ბიჭებთან სეხვედრა და სიტუაციის კიდევ უფრო უარესად არევა.მითუმეტეს ასეთ მძიმე დროს
მოიხიბლა ბექაური ბიჭის გონებამახვილობით და მიხვედრილობით.ქისტქური არ იყო ის ადამიანი ვინც ამას იტყოდა და არ შეასრულებდა.ხშირად ჰქონდა მასზე გაგებული რომ სიტყვის პატრონია,ზედმეტად არაფერს იტყვის და აკეთებსო. მაგრამ აბნევდა მათი გოგოებთან კავშირი და გონებაში იმის დაშვება,რომ შეიძლება რამე აკავშირებდეთ ერთმანეთთან, ვერც დაეშვა..
დათანხმდა,იმიტომ რომ არაბული ძალიან გაჯიუტდა.მისი ხასიათი კი კარგად იცოდა.ბოლოსდაბოლოს მისი ცოლის ნათლული იყო ნინია და ყველაზე მეტად ალბათ ეს ჯიუტი ხასიათი დაანათლა მას.
მთელი ეს პერიოდი ჩუმად იჯდა დუდა,ხმა არ ამოუღია.არც მას უნდოდა სიტიაციის კიდევ უფრო გამწვავება.საჭესთან თვითონ დაჯდა.ლევანი და ნინია უკან,გოგო ეხუტებოდა და თითქოს მისი ბოლო ჩახუტება იყო.თითქოს ხვდებოდა რომ საავადმყოფოში მისვლის შემდეგ ყველა ყველაფერს გაიგებდა და მათ დაშორებას მოინდომენდნენ.

ვერ ბედავდა დარეკვას ვერსად.არადა უკვე საავადმყოფოში ისხდნენ.ისედაც იცოდა რომ სოფო მალე ყველაფერს გაიგებდა.ვინ შეძლებდა ამის დამალვას? აქვე იყვნენ ლევან ქისტაურიც და დუდა შენგელიაც.ნინია ისევ ბიჭის გვერდით იჯდა,თამარი კი დუდას საპირისპიროდ,გოგოების გვერდით.მათგან რამდენიმე მეტრით მოშორებით იდგა რეზო,მაგრამ კარგად ხედავდა როგორ უმზერდნენ ერთმანეთს მისი შვილი და შენგელია.ეს არ იყო ჩვეულებრივი მზერა და არც მეგობრული.ეს ის იყო რის გამოც სიცოცხლე ღირდა.რისთვისაც დღემდე სოცოცხლეს დათმობდა,ცოლის ერთი ასეთი შემოხედვა ხომ სამყაროს სხვანაირად დანახვაში ეხმარებოდა.უბედურება ალბათ ის იყო რომ ბიჭიც იმავე მზერით პასუხობდა..
-მაინცდამაინც ის რატომ უნდა შეგყვარებოდა შვილო?-გაიფიქრა გონებაში. ამღერებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინა ფიქრი.ნომერს რომ დახედა,დაიბნა და გაუბედვად უპასუხა,გაპარული ხმით.
-გისმენ საყვარელო...საქმეები მქონდა...ქორწილი?..სოფო,დაივიწყე ყველაფერი და ყურადღებით მომისმინე,სასწრაფოდ სააავადმყოფოში უნდა მოხვიდე.გიორგი და მაიკო წამოიყვანე..არა ჩვენი შვილები კარგად არიან...რომ მოხვალ ყველაფერს გაიგებ.ზეზვას და ბიჭებს მე დავურეკავ...ნუ ტირიხარ სოფო,თავი ხელში აიყვანე.ახლა შენი სიძლიერე ყველას გვჭირდება..გელოდები..
ტელეფონი გაუთიშა და ზეზვასთან გადარეკა.მოკლედ მოუყვა ყველაფერს.კაცი გაოგნებული იყო მომხდარით.დაჯერება უჭირდა.კესოს გასძახა მოემზადე საავდმყოფოში მივდივართო და გაოცებული დატოვა ქალი.მძღოლს დაუძახა და მანქანაში ჩაასმევინა თავი.ამასობაში კესოც მოემზადა და საავადმყოფოში წავიდნენ..
შიშის კანკალით ელოდა რეზო მათ მოსვლას.დარეკვიდან საკმაო დრო რომ გავიდა,მათ მიუახლოვდა და ბიჭების უთხრა.
-თქვენი წასვლის დროა,ალბათ უკვე მოვლენ ისინიც.
ბიჭები წამოდგნენ,მაგრამ ნინიამ ხელი ჩაჰკიდა ლევანს და დაებღაუჭა.
-შენ აქ იქნები,არ წახვალ.
-მომისმინე ჩემო ლამაზო,ბატონი რეზო მართალია,უნდა წავიდეთ,მაგრამ იცოდე რომ ჩემს სულს და გულს შენთან ვტოვებ.ხომ იცი მათი ხასიათი?ახლა ამის დრო
არ არის.ისედაც მძიმე მდგომარებაში არიან.
-მე შენ მჭირდები,აქ უნდა იყო როგორც ფიზიკურად,ასევე სულიერად
-ლევანს დაუჯერე ნინია,სწორს გეუბნება.
-თამარ,შენ მაინც ნუ ამბობ ამას.ვერ გავუშვებ,გესმის?ვერ გავუშვებ.
-ოხ,რა ჯიუტი ვინმე ხარ,-გაუბრაზდა ის.
სანამ იმის გარკვევაში იყვნენ,შემოსასვლელიდან ხმაური მოისმა და ბიჭები გამოჩნდნენ.გამხეცებულები მოდიოდნენ და წასვლაც უკვე ვეღარ მოხერხდებოდა.ნინიამ საფრთხე იგრძნო და ლევანი უკან მოიყენა.გოგოებიც წამოდგნენ.რეზო კი მათკენ დაიძრა და წინ გადაუდგა.
-მამა რა ხდება?რომ დაგვირეკე ისეთი ხმა გვქონდა...
-უბედურებაა ჩვენს თავს დემეტრე.უბედურებაა.
-რეზო ბიძია,ნუ გვაშინებ,დროზე გვითხარი,ვინმეს რამე მოუვიდა?-ახლა ნიკუშამ ჰკითხა.
-სოფო,ჩვენი სოფოა ძალიან ცუდად.ვიღაცამ ის და გუგა საშინლად სცემა,ახლა ორივე სიკვდილს ებრძვის.-ძლივს წარმოსთქვა ბექაურმა ეს სიტყვები და დაინახა როგორ შეეცვალათ წამში ბიჭებს სახე და მხეცებად იქცენენ,ღრიალებდნენ და კედლებს აწყდებოდნენ.
-მოვკლაავ,ჩემი ხელით მოვკლავ ამის ჩამდენს.არ შევარჩენ.ნაკუწებად ვაქცევ.-ღრიალებდა დემეტრე.
-ჭრილობაში მარილს ჩავაყრი,ხორცებს ნაწილ ნაწილ ავათლი.-აჰყვა ნიკუსა
-სიკვდილს ვანატრებინებ,ისეთ დღეში ჩავადგებ,-ბობოქორბდა ბერდია.თვალები ჩაუსუხლიანდათ და ბოროტებით აევსოთ.
-დამშვიდდით,არაფერსაც არ იზავთ.-უყვირა რეზომ-ახლა ამის დროა,გოგო იქ სიკვდილს ებრძვის.მასზე უნდა ნერვიულობდეთ.
თითქოს ცოტა დამშვიდდნენ,იმოქმედა ამან მათზე.მალე ახალი ქარიშხალი დაატყდათ თავს გიორგი გიგაური მორბოდა და ალბათ ქარზე უსწრაფსად და კაცს აღარ ჰგავდა.უკან სოფო და მაიკო მოჰყვეებოდნენ.მათ უკან კი ზეზვას ეტლს მოაგორებდა კესო.
-რეზო რა ხდება ჩემს თავს?მითხარით რომ მომესმა რაც სოფომ მითხრა.მითხარი რომ ეს ტყუილია.მითხარიიი.-სასოწარკვეთილი ღრიალებდა კაცი.
რეზომ ხმის ამოღება ვერ გაბედა.თავი დახარა და თვალი ვერ გაუსწორა.
ყველა ბექაურს შემოეხვა გარს და მისგან ისმენდნენ მომხადრის შესახებ.მერე მაიკომ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და გული წაუვიდა.ქმარს ჩაუვარდა ხელებში.სოფომ პირველივე თავისუფალ პალატაში შეაყვანინა და საჭირო ღონისძიებები გაატარა,რომ გონს მოსულიყო.ქალი ხმას ვერ იღებდა,იმდენად იყო შოკირებული,ერთ წერტილს მისჩერებოდა.
სოფომ ძმა მასთან დატოვა,დაუბარა საოპერაციოში წავალ,ყველაფერს გავარკვევ. მანამდე კი ეცადე ცოტა გონს მოიყვანო და ასეთ მდგომარეობაში არ დარჩესო. აი ვის ჰგავდა თამარ ბექაური-დედას,ისიც მასავით ინარჩუნებდა საღ გონებას და ცდილობდა ნერვებს არ აჰყოლოდა...
გარეთ რომ დაბრუნდა,დაძაბული სიტუაცია დახვდა.მაშინვე მიხვდა,რომ იქ ყველაფერი რიგზე არ იყო და რაღაც ხდებოდა.ახლა შეამჩნია ნათლულის და ქალიშვილის გვერდით უცხო ბიჭები,დემეტრე და დანარჩენები კი მტრულად უმზერდნენ.
-შენ აქ რა გინდა მე შენი...სეაგინა ბერდიამ,ადგილს მოსწყდა და ქისტაურისკენ გავარდა.საყელოში სწვდა და ერთი გემრიელი მუშტიც უთავაზა.ამას არ ელოდა ბიჭი,ხელები გააშვებინა და ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა.ნინიას გადახედა,რომელიც გაქვავებული იდგა და ატირებას აპირებდა.ვერ გავედა მის გამო ბერდიასთვის პასუხის დაბრუნება,არადა ხელები ექავებოდა.მხოლოდ მისი შეჩერება მოახერხა.არ უნდოდა ნინიასთვის დაენახვებინა,როგორი სუსტი იყო მისი ძმა რეალურად და მის თვალში მისი ღირსება შეელახა
-დამშვიდდი.მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მან.
-ამიხსენი აქ რა გინდა?-უღრიალა მას.
დემეტრემ და ნიკუშამ ახლა მოიხედეს,მამამისს ელაპარაკებოდნენ და გასულები იყვნენ,დემეტრეს ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო..
-ესღა მაკლდა,-ჩაილაპარაკა დუდამ და თავდასხმის მოსაგერიებლად მოემზადა. მხეცივით ეცა დემეტრე,ბერდიაც გამოერკვა და შუა საავდამყოფოში ჩხუბი გააჩაღეს.ამჯერად არც ქისტაურმა დაუთმო და არც დუდამ.ერთი ორი მათაც მოხვდათ.მერე გააშველეს,მაგრამ ბოლომდე მტრულად უყურებდნენ ერთმანეთს.
-არ გცხვენიათ?რას აკეთებთ?იქ თქვენი მეგობარი და თქვენი და სიკვდილს ებრძვის და თქვენ აქ რა დღეში ხართ?-დატუქსა სოფომ ორივე.
-დედა გაჩუმდი,შენ არც კი იცი ესენი ვინ არიან?
-სამაგიეროდ მე ვიცი ჩემი შვილი ვინაა,ასეთი მხეცი და ნადირი არ გამიზრდია.-უყვირა სოფომ
-დედა ასე ნუ მელაპარაკები,არასოდეს არ ამიწევია შენთან ხმა და არც შეგწინაარღმდეგებივარ,მაგრამ ახლა ვერ დაგემორჩილები.ვერ გავაკეთებ იმას რაც შენ გინდა.ახლა ვერა,იმიტომ რომ არ იცი ესენი როგორი არაკაცები არიან.
-სიტყვები შეაეჩიე ბექაურო.არასწორად იქცევი.აქ არც საქმის გარჩევების დრო და ადგილია,და არც იმის თქმის უფლება გაქვს რომ ასე მომმართო,-უპასუხა დუდამ.ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-მაშინ ამიხსენი აქ რას აკეთებთ?ან ჩემს დას რა უნდა შენთან.?
-რა და ეს გოგონები იმ ბარში იყვნენ,სადაც ეს ამბავი მოხდა,-პირდაპირ თქმა ვერ გაბედა ლევანმა.
-არა,ასე არაა,არასწორად ამბობ.მე ვიტყვი ყველაფერს.გვერდით ამოუდგა ნინია.-
-ახლა ამის დრო არაა,-გადაულაპარაკა ბიჭმა.
-სწორედაც რომ ამის დროა.
-რა ხდება შვილო?-ეტლი გაამოაგორა ზეზვამ და ბიჭებს შორის ჩადგა.
-მე და ლევანი დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ,ჩვენ შეყვარებულები ვართ და არ დაიწყოთ ახლა ყვირილი და აყალ-მაყალი არ მოაწყოთ.-მშვიდად განაცხადა ნინიამ,რასაც კესოს შეკივლება და ბერდიას აყვირება მოჰყვა ისევ.
-სპეციალურად მოაწყე ხო?ასე გინდა შური იძიო,მაგრამ არ დაგანებებ,ჩემს დას არ გაგატან,არ მოგცემ ამის უფლებას ისიც გააუბედურო.
-ამას მე ვწყვიტავ ძმაო და პატივი ეცი ჩემს გადაწყვეტილებას.-შეუვალი იყო გოგო.
-არა-მეთქი ნინია,-იყვირა ისევ და იარაღი ამოიღო,გადატენა და ქისტაურს მოუშვირა.
-მაშინ ჯერ მე მესროლე ძმაო,-წინ გადაუდგა გოგო.
-როლები გავცვალეთ მგონი ხო?-ჩაეცინა ქისტაურს.-დაუშვი იარაღი.იცოდე მას რომ რამე მოუვიდეს,საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ,-გამოსცრა მერე კბილებში.
-გაიწიე-მეთქი ნინია,ეს არაკაცი აქვე უნდა ჩავაძაღლო,
-არაკაცი აქ არავინ არაა,და თუ ვინმეა ზემოთ წევს ახლა საოპერაციოში და ჩასაძაღლებელიც სწორეს ისაა,-უყვირა ნინიამ.-წადი და მას მოსთხოვე პასუხი.თუკი იარაღს არ დაუშვებ და გაისვრი,მასინ მე მესროლე ჯერ,ვნახოთ რამდენად გაამბედავი ხარ,-ლულას მოჰკიდა ხელი და მკერდზე მიიბჯინა.
-ბერდია დაუშვი იარაღი,-იყვირა ზეზვამ.ბიჭისთვის ეს ყველაფერზე მეტს ნიშნავდა.მამის ბრძანება მისთვის კანონი იყო.
-უკან გამოდი და მომეცი უფლება შვილს დაველაპარაკო.არავინ ჩაერიოთ.მკაცრი იყო ზეზვა.ბერდია მამას უკან ამოუდგა.
-ნინია ახლა რაღაცას გკითხავ,კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე,რადგან შენს პასუხზე იქნება ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული,და შენ რომ შეცვალო პასუხი,მე მაინც არ გადავალ ჩემს სიტყვას.
-გისმენ მამა.
-გიყვარს ეს ბიჭი?
-მიყვარს,-დაუფიქრებლად უპასუხა გოგომ
-ისე გიყვარს რომ მის გამო მზად ხარ ოჯახზე უარი თქვა?
-კი მამა,ეს ბიჭი ისე მიყვარს,რომ მხოლოდ მისიც ვცოცხლობ და ვსუნთქავ.მის გამო ყველაფერზე მზად ვარ,არ ვაპირებ ოჯახზე უარის თქმას,მაგრამ თქვენ თუ სხვა გზას არ დამიტოვებთ და უარს იტყვით ჩემზე,მაშინ მეც დაგკარგავთ..
-ეს საბოლოო პასუხია?
-დიახ მამა.
-მაშინ წადი მასთან.ეს შენი არჩევანია.
-მამა რას აკეთებ?ამას როგორ ეუბნები?-აღშფოთდა ბერდია.
-მას ასე უნდა,ჩვენ ვერაფერს შევცვლით.ახლა რომ ის სახლში წავიყვანო ძალით,მაინც იპოვის გზას.მაინც წავა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ და ადრე თუ გვიან მაინც მასთან წავა.ვერაფერს დავაძალებ.მაგრამ იცოდე მე დღეიდან აღარ მყავს შვილი სახელად ნინია არაბული.ჩემი ნინია ახლა,ამ წუთას აქ მოკვდა და ახალი ნინია დაიბადა, ნინია ქისტაურისთვის.სახლიდან ვერაფერს წაიღებ,არც არავისთან გექნება კავშირი ჩვენებთან,მათაც ვაფრთხილებ,თუ რომელიმე მათგანი მასთან ურთიერთობას განაგრძობთ,პირადად მივიღებ ზომებს,რომ სათანადოდ დაისაჯოს ის.მასზე ვიძიებ შურს.ასე რომ თვითონ გადაწყვიტეთ როგორ მოიქცევით.
-ზეზვა ეს ზედმეტია.ასე არ შეიძლება.
-ნუ მამშვიდებ რეზო და ნუ მეუბნები რა უნდა ვქნა.რადგან ჩემმა შვილმა ახლა ცოცხლად დამმარხა.
-მაგრამ ის შენი შვილია.
-რა ადვილადაა არა საქმე როცა საქმე სხვის შვილს ეხება?ვნახავ ერთი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებ,როცა საქმე შენს შვილს შეეხება.
-მე ამას არ ვგულისხმობ და ეს შენ კარგად იცი.შეიძლება ასეთ დროს მე შენზე უარესად მოვიქცე და ასე მშვიდად არ ვიდგე.
-მოკლედ მოდი ნუ იდავებთ.მამამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.ჩვენ წავალთ.-ნინიამ ლევანს ხელი ჩაჰკიდა და თითები მოუჭირა.ამაყად იდგა და ცდილობდა არ ეტირა.
-ზეზვა ბიძია რას აკეთებთ?ის ხომ თქვენი შვილია?-წინ გადაუდგა თამარი.
-მე შვილი აღარ მყავს.არც მისი ადგილია აქ.
-ნუ დარდობთ ბატონო ზეზვა,ახლავე წავალთ,-ოფიცილურ მიმართვაზე გადავიდა ნინია,-ქორწილის მოსაწვევებს გამოგიგზავნით.-არ დაინდო გოგომ და კიდევ ერთხელ შეახსენა რომ მისი გადაწყვეტილება ურყევი იყო.
-როცა ურტიერთობა არ აგეწყობათ და პრობლემები შეგექმნებათ,მაშინ არ მომადგე ატირებული და სახლში დაბრუნება არ მთხოვო.მაინც არ მიგიღებ უკან.
-თქვენს ჯიბრზე ჩვენ ბედნიერები ვიქნებით და ჩემს სვილებს ეცოდინებათ რომ ერთი ბებია და ბაუა ჰყავდათ და ისინი მათ დაბადებამდე გარდაიცვალნენ
-ნინია ამის უფლება არ გაქვს.მაინც შენი მშობლები არიან.
-წავედით ლევან,აქ მე საქმე აღარ მაქვს.თამარ სოფოს მდგომარეობა აუცილებლად შემატყობინე...
მათი წასვლის შემდეგ უხერხული და ავისმომასწავლებელი სიჩუმე ჩამოწვა.ყველა თავისთვის იჯდა და მომხდარზე ფიქრობდა.არავინ იცის რა ხდებოდა ზეზვას გულში,რომელმაც შვილის ამოგლეჯა სცადა გულიდან და არ გამოსდიოდა,მიუხედავად იმისა რომ ნინია წავიდა და ვერავინ ხვდებოდა რას განიცდიდა კესო,რომელსაც სიტყვის თქმის უფლებაც არ მისცეს.მხოლოდ ცრემლებში ჰპოვა საბრალომ შვება.
იქით გიორგი გიგაური გავდა გიჟს და ჭკუიდან გადასულს.მითუმეტეე ტელევიზიაში გასული სიუჟეტის მერე. სადაც ჟურნალისტი გადმოსცემდა რომ სოფო და გუგა შეყვარებულები იყვნენ,ჩუმად ხვდებოდნენ ერთმანეთს და სავარაუდოდ გოგოს ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მიიყვანა ორივე ამ მდგომარეობამდე,როცა ისინი ერთად ნახაო.
-რა შეყვარებული?ვინ შეყვარებული და თაყვანისმცემელი?საიდან მოიტანეს?გავგიჟდები?კარგი მე თუ გამომეპარა ეს,,შენ დედა არ ხარ?არ იცოდი?თქვენ რას მიკეთებდით?-ყვიროდა გიგაური და კედლებს ასკდებოდა.ყველაფერი დალეწა ირგვლივ,რაც ხელში მოხვდა.ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ.
-მართალს ამბობენ?დემეტრე მიპასუხე?
-კი,გუგა და სოფო შეყვარებულები იყვნენ.,რამდენიმე თვეა ვიცოდით,თქვენთვის თქმასაც აპირებდნენ,მაგრამ ეს ამბავი მოხდა.
-რატომ?რატომ არ მითხარი?მაშინვე უნდა გამეგო,უნდა მცოდნოდა,-სწვდა საყელოში,მაგრამ მერე ხელები გაუშვა,უღონოდ დაუშვა და სკამზე ჩამოჯდა.-როგორ ვიცოცხლო რამე რომ მოუვიდეს,როგორ?-პირველად ნახეს ატირებული და სასოწარკვეთილი გიორგი გიგაური..
ბიჭები დამნაშავებივით ატუზულიყვნენ კედელთან.
-სულ უფრო მიცრუებ იმედებს.-უთხრა რეზომ შვილს.
-მე მაინც როგორ არ მითხარი.-უსაყვედურა დედამ
-რეზო ბიძია მამა სად არის რატომ არ მოვიდა?
ეს ის კითხვა იყო,რომელსაც უფრთხოდა ბექაური.მეხის დაცემასავით იყო.
-საქმეები აქვს და მოგვიანებით მოვა,კომპანიაში პრობლემებია,-იცრუა უცებ,-აქ გამომიშვა და თვითონ იქ დარჩა.
-უცნაურია,ვურეკავ და არ მპასუხობს,ტელეფონი გამორთული აქვს.
სიტუაციიდან რეზო ირაკლიმ იხსნა,რომელიც გვანცასთან და უცნობ ექიმთან ერთად მოდიოდა მათკენ,სახეზე გადაღლილობა ეტყობოდათ.
-ირაკლი მითხარი რომ ყველაფერი კარგადაა?გთხოვ მითხარი.
-სამწუხაროდ კარგი ინფორმაცია არ მაქვს სოფო.როგორც უკვე იცით აქ მოყვანამდე საშინელ მდგომარეობაში იყო ორივე.ოპერაცია წარმატებით ჩავატარეთ და სიცოცხლე შევუნარჩუნეთ ორივეს,მაგრამ დაახლოებით ვიცით რა შედეგებს დატოვებს ცემის კვალი.გუგა კომაშია და არ ვიცით გონს როდის მოვა. რაც შეეხება სოფოს, მას სახის ძვლები ჰქონდა გატეხილი და ყბა-სახის ქირურგმა აღუდგინა მათი მთლიანობა,ახლა მთავარია შეხორცდეს,მერე კი პლასტიკასაც მივხედავთ.უფრო რთულადაა საქმე ტვინის მხრივ.ძლიერი შერყევა აქვს და ჰემატომაა ტვინის იმ ნაწილში ჩამოყალიბებული,რომელიც მეტყველების და მოზრაობის ფუნქციას არეგულირებს.ოპერაციასაც ვერ ვაკეთებთ,რადგან სარისკოა და შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ.უნდა გვჯეროდეს რომ გაიწოვება თავისით.
ეს განაჩენი იყო,ყველაფერს ელოდნენ ამის გარდა,სოფოს ასეთ მდგომარეობას ვერც წარმოიდგენდნენ.ვერც იმას წარმოიდგენდნენ და ხვდებოდნენ როგორ უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება მის გარეშე.გაურკვევლობას და მწუხარებას დაესადგურებინა მათ ოჯახებში...
*********
სულის ნაწილი დატოვა მეტრეველმა გიგაურთან.მიუხედავად იმისა რომ მუდმივად ჩხუბებსა და ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობდა,არასოდეს ჰყვარებია ტყუილუბრალოდ ვინმესთვის ხელის დარტყმა.პირიქით,სულ თავს იკავებდა და მხოლოდ მაშინ გადადიოდა შეტევაზე,როცა მოწინააღმდეგე დაიწყებდა მოქმედებას.ქალს ხომ არასოდეს შეეხებოდა.ყოველთვის სხვა იყო მისთვის ქალის კულტი.აღმერთწბდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს,პატივს სცემდა მათ. ერთადერთი ქალი ვისაც უხეშად მოექცა და დაელაპარაკა სოფო იყო.მაშინ პალატაში მასთან დაჭრილი რომ მიიყვანეს.არადა სულ არ ჰქონდა ეს დაგეგმილი.იმდენად მოხიბლა გოგოს ბუნებრივმა სილამაზემ,სიძლიერემ,შემართებამ და თავისი საქმისადმი სიყვარულმა,რომ კომპლიმენტების ნაცვლად ეს უთხრა. მერე საკუთარ თავს მთელი დღეები კიცხავდა ამის გამო...
ახლაც,როცა დუდას აგარაკზე იჯდა,როცა საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტო იყო,ახლა აღიარებდა იმას რომ გოგოზე შეყვარებული იყო და უარესად იტანჯავდა თავს იმ არაკაცი გუგასგან რომ არ დაიხსნა და არ გაანთავისუფლა.
სული სტკიოდა,ეწვოდა სოფოს ტკივილი,მისი მდგომარეობა.არადა მას მერე რაც მამამისს ელაპარა და სიმართლე გაიგო,სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.უნდოდა სოფოსთვის უბრალოდ ხელი ჩაეკიდა და აქედან წაეყვანა.იცოდა,გრძნობდა რომ გოგო აუცილებლად გაჰყვებოდა.იმ კოცნის მერე ყველაფერს გრძნობდა მისგან.მასთან კამათში გატარებულ წუთებშიც კი გრძნობდა,რომ ის გულგრილი არ იყო. წავიდოდნენ სადმე,აქედან არც ისე შორს,თუნდაც იქვე,სადმე სოფელში,ტყის პირას იცხოვრებდნენ სადმე პატარა ხის სახლში და ერთად გაზრდიდნენ პატარებს.პირველად იგრძნო ცხოვრებაში,ქალის მიმართ ასეთი რამე.პირველად იყო შეყვარებული.ისიც კი ჰქონდა წარმოდგენილი როგორი კაბა ეცმეოდა მას ჯვრისწერის დღეს.ის თეთრი კაბაც,მაღაზიაში რომ დაინახა,მაშინვე სოფო წარმოუდგა თვალწინ იმ კაბაში,წარმოუდგენლად ძვირი ღირდა,მაგრამ რის მეტრეველი იყო ამის გამო რომ დაეხია უკან?დუდას სთხოვა ფული სესხად და მისთვის შეიძინა. სიტყვები კი,რომელიც ბარათში მიაწერა,სულაც არ იყო ყალბი.იქ ის ეწერა რასაც გულით გრძნობდა.
ისეთი და იმხელა სიყვარულით უნდა უყვარდა მეტრეველს, რომ ერთადერთი სიცოცხლის კი არა,ასი სიცოცხლე რომ ჰქონოდა,ასივეს გატარებას მასთან ერთად ისურვებდა.მას უბრალოდ აბედნიერებდა სოფოს არსებობა.ახლა როცა სიცოცხლის არსი და მიზანი იპოვა,არაკაცი გუგას გამო შეიძლება დაეკარგა და ამის გაგიჟება აცოფებდა.გაფიქრებაზეც კი ჭკუიდან გადადიოდა.
ასე იჯდა ვერანდაზე,მთელი ღამე და სვავდა.გაურკვევლობა და ის რომ არაფერი ისმოდა ბიჭებისგან უარესად აგიჟებდა და აცოფებდა.უძლური იყო. დასამშვიდებლად ისევ სოფოს სურათს დაჰყურებდა და იქიდან წამოსულის ენერგიას ისრუტავდა.თითქოს შორიდანაც კი აძლევდა იმედს გიგაური და იმის რწმენას უბრუნებდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა....



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ეჰ, თორნიკე!
ქალის ჭკუაზე რომ გაივლი კი ხარ ღირსი დამნაშავესავით იმალებოდე და ასეთ დღეში იყო.
ავტორო, კარგა ხნის წინ პირადში მოგწერეთ და იქნებ გახსნათ ჩემი "ესე" ;))

 


№2  offline წევრი დარინა

ისეთი მძიმე თავი იყოოო, დამრთგუნა, მაგრამ აი ნინიას ქცევამ ერთი ორად აღრმაფრთოვანააა, გამაბედნიერა ლევანს რომ ჩაკიდა ხელი და აღარ გაუშვა, ამათი წყვილი ყველაზე მეტად მიყვარს, მინდა რომ თორნიკესთან, ლევანთან და დუდასთან ის სამი მუხლის ჩოქვით მივიდენ პატიების სათხოვნელად, განსაკუთრებით ლევანთან, იმედია სოფო მალე მოვა გონს და ყველაფერს ისტყვის, თორნიკე აღარ დამიტანჯოო რააა ყველაზე მეტად ის არ იმსახურებს კიდევ ასეთ ტანჯვას. აუ უკვე შემდეგი თავი მინდაააა.

 


№3  offline წევრი katiusha

grafo
ეჰ, თორნიკე!
ქალის ჭკუაზე რომ გაივლი კი ხარ ღირსი დამნაშავესავით იმალებოდე და ასეთ დღეში იყო.
ავტორო, კარგა ხნის წინ პირადში მოგწერეთ და იქნებ გახსნათ ჩემი "ესე" ;))

სამწუხაროდ ვერ ვნახე თქვენი მონაწერი.ახლაც ვეძებდი და არაა.გულინმწყდება რომ თქვენი აზრი ვერ წავიკითხე.იქნებ ახლა მითხრატ ან აქ დამიწეროთ თქვენი აზრი.საერტოდ ყოველტვის მაინტერესებს თქვენი აზრი და ვიტვალისწინებ

დარინა
ისეთი მძიმე თავი იყოოო, დამრთგუნა, მაგრამ აი ნინიას ქცევამ ერთი ორად აღრმაფრთოვანააა, გამაბედნიერა ლევანს რომ ჩაკიდა ხელი და აღარ გაუშვა, ამათი წყვილი ყველაზე მეტად მიყვარს, მინდა რომ თორნიკესთან, ლევანთან და დუდასთან ის სამი მუხლის ჩოქვით მივიდენ პატიების სათხოვნელად, განსაკუთრებით ლევანთან, იმედია სოფო მალე მოვა გონს და ყველაფერს ისტყვის, თორნიკე აღარ დამიტანჯოო რააა ყველაზე მეტად ის არ იმსახურებს კიდევ ასეთ ტანჯვას. აუ უკვე შემდეგი თავი მინდაააა.

ზალიაჯ მინდოდა გამეხარებინეთ და ეს თავიბდამეწერა მალე.აი შემდეგიბარ ვიცი როდის იქნება.იმედია მალე. და იმის იმედიც მაქვს რომ მოგწონთ და ტქვწნს იმედებს ვამართლებ

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

დავწერე ხელახლა დეპეშა და გამოგიგზავნეთ :).

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ბოდიში ღიმილის სმაილზე შემთხვევით დამეჭირა ხელი.სოფო ასე როგორ გაიმეტა იმ არაკაცმა.საინტერესოა გამომძიებელი თუ მიაგნებს სოფოს მიერ დამალულ ნივთმტკიცებულებებს.არც ზეზვას რეაქციას ველოდი ასეთს, მითუმეტეს სოფოს ჰყავდა მას წარსულში მაგალითად,თუმცა არც ვამტყუნებ ისეთი სიტუაცია იყო იქ.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი katiusha

მეც არ ვიცი ჯერ როდის რა იქნება:)

 


№7 სტუმარი ნათია41

ნინის შეუპოვრობამ გამაოცა. რას არ იზავ სიყვარულისთვის? როდის მოცა გონებაზე სოფი რომ აეხადოს ფარდა ყველაფერს ან დროზე იპოვონ ის ჩანაწერები რა? დაწყნარდნენ და აცადონ ბავშვებს ბედნიერება❤❤❤

უი აქ ნათია ვეწერე სულ და დამავიწყდა მეთქვა რომ ახალუ არ ვარ უბრალოდ 41 მივაწერე; დდდ

 


№8  offline წევრი katiusha

მე ყველანაირს მიგიღებ საყვარელო.ყოველთვის მაინტერესებს სენი აზრი და მოუთმენლად ველოდები ხოლმე შენს კომენტარს.იმიტომ რომ ვიცი ერთ-ერთი ერტგული მკითხველი ხარ ჩემი სემოქმედების

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent