სხვისი არჩეული საქმრო (თავი 3)
განყოფილებიდან აკანკალებული და თან გახარებული გამოვდივარ. მცხელა და თან მაციებს. საკუთარ შეგრძნებებში გაურკვეველ გოგოს ვემსგავსები. კიდევ კარგი დათა ჩემს გვერდითაა, მამშვიდებს, მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მანქანის კარს მიღებს და ზედმეტი საუბრის გარეშე წყდება ადგილს. -ყველაფერმა კარგად ჩაიარა - ამბობს თხუთმეტიოდე წუთის შემდგომ. -კაი, რა.. ეგ არაკაცი დაჯერდება თავის ადგილს რო ? ახლა უკვე ინსტინქტებითა და ჟინით მოქმედებს, მაგას სიყვარულის შესახებ საერთოდ არაფერი ახსოვს.. -ასე ხდება ხოლმე. ეს ცხოვრებააა, ლენა ! - მეუბნება მრავლის ნახული მოხუცივით დათა, წამიერად იხედება ჩემკენ, შემდეგ კი ისევ გზისკენ გადააქვს ყურადღება. -რა ლამაზი დღეა, არა ? მზეც საოცრად ანათებს.. მაგრამ ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვიჭირს მისი აღქმა. -ბაჩოსა და მისნაირების წყალობით - ირონიით ამბობს და სიჩქარეს უმატებს. -მოდი, ყავა დავლიოთ სადმე, თორემ თავი გამისკდება. -კარგი - მადლობის გადახდასც ვერ ვასწრებ, დედაჩემი მირეკავს, მაშინვე ვპასუხობ, მას ხომ არ უყვარს, როცა ალოდინებენ. -ალო, დე.. -როგორ ხართ ? -კარგად. -დღეს საღამოს, 7 საათზე, არაფერი დაგეგმო, სახლში უნდა იყო აუცილებლად. დამპირდი ! - მუდარა იგრძნობა მის ხმაში, რაც არც თუ ისე ხშირად ჩვევია. ვფიქრდები, ვინ უნდა ჰყავდეს დაპატიჟებული -მეთქი, მაგრამ ფანტაზიის დიდად გამოყენება არ მიწევს.. ვინ იქნება და ვინმე შორეული ან ახლო, მაგრამ მივიწყებული, ნათესავი. -კარგი, დე.. ვიქნები. -საუკეთესო ხარ ! ტელეფონს ვუთიშავ და დათასკენ ვიხედები... -აი, მალე მივალთ... მყუდრო და მშვიდი კაფეა. მე ძალიან მომწონს, შენც მოგეწონება .. -კარგი, არაა პრობლემა. მანქანიდან გადმოვდივართ, ამჯერად კარს ისევ ის მიღებს. ისე ფიქრებში მეშინოდა, სადმე ჯუნგლებში არ წავეყვანე, რადგან მსგავს სამყაროზე აფრენს. -თავი როგორ გაქვს ? - მღელვარებით მეკითხება. -უკეთ. -რომელი მაგიდაც გინდა, აირჩიე - კარებს მიღებს, როგორც ნამდვილლ ჯენლტმენტს შეეფერება. -აბა, ქალი უნდა შეატაროს მამაკაცმა პირველი ლიფტში, თუ თვითონ შევიდეს ? - ვეკითხები და მეღიმება. ეს ის კითხვაა, რომელსაც ბევრს ვეკითხები. -ვიცი, ეგ ადრეც გაქვს ნაკითხი - მეხსიერებაში მჯობნის დათა. მინდა რამე ირონიულად ვუპასუხო დათას, თუმცა ნაცნობი და თან მივიწყებული სახით გოგონა ჩემკენ მოიწევს, ხელებს შლის მეხუტება. -რამდენი ხანია, არ მინახიხარ. -აუ, ჰო.. რამდენი წელი იქნება ? 3 ? 4 ? -თვალები მიფართოვდება.. -ძალიან მომენატრე ! - ანთებული თვალებით მიყურებს. -მოდი, ყავა დავლიოთ... უი, ჰო.. ჩემი მეგობარი დათა, გაიცანი - დათას ვეძახი და ტასოსაც ვაცნობ. -სასიამოვნოა - სამივენი ერთად ვსხდებით. დათა გვპატიჟებს, სახლამდე გაცილებასაც გვთავაზობს, თუმცა უარს ვეუბნებით. პარკში ვსხდებით ძველ დროს ვიხსენებთ, როგორ ვაცდენდით გაკვეთილებს, მივდიოდით „შატალოებზე“, მეხუთე სართულიდან პირველზე და პირველიდან მეხუთეზე დავრბოდით მარილიანი ჩხირებისთვის... -ლამაზი იყო ბავშვობა. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ დიდობა გვენატრებოდა - სევდანარევი ხმით მეუბნება... -ჰო, ასეაა.. ახლა სამსახურს ვეძებ, გასაუბრებიდან ველოდები პასუხს.. მეტი თავისუფლება მეტ პასუხისმგელობას მოითხოვს, ტასო ! -ჰო, ზედმეტად თავისუფალიც კი ვარ... რაც სკოლა დავამთავრე, დედაჩემი ესპანეთში წავიდა, მამაჩემიც გაჰყვა ცოტა ხნის მერე. იქ მაღალ ანაზღაურებადი სამსახური იპოვეს, იმდენადაც კი, რომ მხოლოდ ბინის ქირას თვეში 500 ლარს მიგზავნიან, სხვა ხარჯებისთვის კი 700-ს... ისე დავიწყე ცხოვრება, როგორც არასდროს, ჩემთვის მეფურად, მაგრამ მხოლოდ ფული როდი გვყოფნის ბედნიერებისთვის; სრულყოფილად ცხოვრებისკენ ავიღე გეზი. მყავდა სექსპარტნიორები, სიყვარულზე არც კი ვფიქრობდი, ამისთვის ზედმეტად ახალგაზდა ვარ- მეთქი.. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ბოლო ბიჭი შემიყვარდა, იგი კი მხოლოდ ისე მიყურებდა, როგორც გასაბერ გოგონას. განა ასე არ იყო ! მეტი არც მინდა, რჩებოდნენ ჩემთან, საღამოს ვსვავდით ალკოჰოლურ სასმელს, შემდეგ გვქონდა მაგარი სექსი, რის მერეც მგლებივით მშივრები, „ვოლტიდან“ რამეს გამოვიწერდით და საწოლში ვნებივრობდით.. უფრო სწორედ ყველაფრის ხარჯს მე ვფარავდა, ეს მათ თვალში ჩემი ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსი იყო.. ჰო გესმის, დღეს ახალგაზრდობა როგორ დუხჭირ ყოფაშია, მე კი ფულიანი და თან თავზეხელაღებული ე.წ ევროპელი გოგონა ვიყავი... -ტასოოო.. ახლა როგორ ხარ ? - სხვა არაფერი მადგება ენაზე. -ახლა ვებრძვი გრძნობებს. -მესმის შენი.. რაც მეტი შესაძლებლობა გაქვს, მეტი გინდა ადამიანს.. პატარა იყავი და მაგდენი ვერ განსაზღვრე, ვერ განსაზღვრე, რომ შესაძლოა შეგყვარებოდა.. -ეს კიდევ არაფერი, ქალური პრობლემები მაქვს და ყოველ თვე წამლებში 250 ლარს ვხარჯავ, მშობლებს არ ვეუბნები, დიდი სახლი გადავცვალე და ახლა 2 ოთახიანში ვცხოვრობ. თავიდან მიჭირდა შეგუება, შემდგომ კი ყველაფერი თითქოს აეწყო. -ახლა რას აპირებ ? არ გინდა, რამე სამსახური დაიწყო ? გულსაც გაააყოლებდი - ვთავაზობ ტასოს და მხარზე ხელს ვადებ. ვცდილობ, მისი სრული ფსიქოლოგიური პორტრეტი აღვიქვა. -ჰო, არ იქნებოდა ცუდი.. ვაკანსიების დათვალიერება უნდა დავიწყო. *** სახლში ზუსტად 7-ისთვის ვბრუნდები. არ ვაპირებ ზედმეტად გამოწყობას და ვთვლი, ისედაც ნორმალურად გამოვიყურები ოჯახური ვახშმისთვის. მართალია, ეს ყველაფერი ძალიან არ მიყვარს და მეზარება, მაგრამ კომპრომისზე მივდივარ. -დე, რა ხდება, აბა ? -ყველაფერი მზადაა.. ცოტა მოწესრიგდი და გამოდი. -ცუდად ვარ ? -მაკიაჟი დაიმატე - რჩევას მაძლევს დედა. ცოტა არ იყოს მიკვირს, ასე ვის უნდა მოვაწონო თავი -მეთქი, მაგრამ მის ნებას ვყვები. ცოტა ხანში მისაღებში გავდივარ. რამდენიმე ახალმოსული ფეხზე დგას. ეტყობა, ესენი არიან ახალი ნათესავები - მეთქი, ვფიქრობ და დედაჩემიც მაშინვე მაცნობს მოსულებს : -გაიცანი, ეს მარინა დეიდაა, ეს კი - მის უკან მდგომ ბიჭზე მანიშნებს - ირაკლი - მარინას შვილი.. - ბიჭი წინ იწევა და მაშინვე მისი მწვანე თვალები ხვდებიან ჩემს ყურადღების ცენტრში... -ეს ლენაა - ამბობს დედაჩემი და სიმაყით აღსავსე მზერას მანათებს. -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, არა, ლენ ? -მწვანეთვალებს ჩემკენ აპარებს და ეღიმება. ნამდვილად მიმზიდველი ღიმილი აქვს, ზედმეტადაც კი.. -მართლა იცნობთ ? -ინტერესდება მაიკო -პატარაა ეს თბილისი, სულ ამას ვამბობ ხოლმე. -მოდით, ახლა დასხედით.. უგემრიელესი კერძები მოვამზადება, სულ ქართული და სულ ტრადიციული... მართალია, ლენას დიდად არ უყვარს, მაგრამ... -ძალიან შეწუხებულხართ - ამბობს მარინა. -მიყვარს მეგრული სამზარეულო. ლენასაც ეხერხება მზარეულობა ? - ჯერ მე მიყურებს, შემდეგ დედაჩემს და ღომს ბაჟეში აწობს. -დიდად არა.. ამას უფრო მსუბუქი კერძები მოსწონს.. - ეღიმება დედაჩემს; მეც მინდა რომ გამეღიმოს, მაგრამ არ გამომდის, ვცდილობ, მოვლენები ერთმანეთთან დავაკავშირო.. ჯერ კიდევ ვერ გამიცნობიერებია, რა უნდა აქ ირაკლის, ან რას გადამეკიდა ჩრდილივით.. იმ ღამესაც არ მახსოვს რა მოხდა ... იქნებ მასთან ვიწექი ? თუ ასე იყო... მომჭრია თავი და ეგაა... მაგრამ რომ არ მახსოვს ? რამე რომ ყოფილიყო ნაწილსაც ვერ დავიმახსოვრებდი ? -სად გაიცანით ერთმანეთი ?- აი, დედაჩემის ეს კითხვაღა მაკლდა.. ხელების კანკალი მეწყება, ოდნავ ოფლიც მასხამს, მაგრამ ვცდილობ, ნერვიულობა არ შევიმჩნიო. -ბარში, არა, ლენ ? - ჩემკენ გამომწვევად იხედება ირაკლი, ან უბრალოდ ასე მეჩვენება. -ჰო, უბრალოდ ნაცნობები ვართ - თითქოს წინასწარ მერთვება თავდაცვითი მექანიზმი. -მხოლოდ ჯერ-ჯერობით ! - ეღიმება ირაკლის და ახლა ვამჩნევ, რომ ღიმილის გარდა, მისი ტუჩებიც მშვენიერია... -ცოტა ხნით გავალ -მორიდებულად ვამბობ და აივანზე გავდივარ. მინდა, ოდნავ მაინც ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი, რადგან ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სული მეხუთება.. ვცდილობ, ფიქრებსაც მივცე გასაქანი, თუმცა ისევ მირღვევენ სიმყუდროვეს.. ცხოვრებაში ხომ ძალზე ერთულია იყო შენს არსებაში, მხოლოდ შენს ფიქრებს უსმენდე და შენს ანარეკლს აკვირდებოდა.. -ლენ... არ მეგონა, თუ შენ იყავი ის გოგონა, რომელსაც დედაჩემი უკვე თვეებია საოცრად მიხასიათებს... -გაჩე ! რაო ? -მეცინება.. უთუოდ ვხვდები, რა იმალება მის სიტყვებს მიღმა. -ჰო, არ მცალია გოგოების გასაცნობლად და... -ბარებში ჰო იცნობ, როგორც მე იმ დღეს ? -ეგ რა გაცნობა იყო.. მხოლოდ ის იყო, რომ გიხსენი სიმთვრალისგან.. რომ დაგინახე, ისეთ დღეში იყავი, საკუთარი თავი დაგეკარგა, მეც დაგეხმარე „ტაქსამდე“ მისვლაში. შენ რა იფიქრე ? ალტრუიზმი ჯერ კიდევ შემოოგვრჩა ბიჭებს, ზოგს მაინც - მომხიბლავად ეღიმება, სწორედ ისე, როგორც ჩვევია... -აჰა და ახლა მაჭანკლობის გზით აპირებ ჩემს უკეთ გაცნობას ? ბარიდან სახლისკენ, მერე ისევ სახლიდან ბარამდე - სიცილს ვერ ვიკავებ. რას ვიფიქრებდი, რომ დედაჩემი ბიჭებს დამაყენებდა თავზე.. -სიმართლე გითხრა, მეც არ მევასება ეს გზა, უბრალოდ დედაჩემმა დაიჟინა და წამოვყევი.. როცა შეგიძლია საყვარელ ადამიანს მცირედით ასიამოვნო, რატომაც არა ! აი, შენც ჰო მოუსკიპდი სუფრას, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ოთახში ფიქრებთან ყოფნა გერჩივნა, აი, ასე ვარ მეც.. -ნუ, შესაძლოაა.. კაი, გავიდეთ, თორემ სირცხვილია. ოთახში შევდივართ თუ არა, დედაჩემის ხმა იქცევს ჩემს ყურადღებას, დგას და ხოტბას მასხამს, ჯერ ქრონოლოგიურად ბავშვობიდან იწყებს, შემდეგ კი ნაბიჯებს ზემოთ მოუყვება... საკუთარ თავს ვეკითხები, რამდენი წლის ვარ, ნუთუ, დავბერდი, ასე რომ ღელავს ჩემს დაქორწინებაზე.. -მშვენიერი საღამო იყო - წასვლისას ისევ ჩვეულ მზერას მაპყრობს ირაკლი. -უკეთესი იქნებოდა, დედაჩემს ასე რომ არ ვექე.. -არ ხარ საქებარი თუ ? - ახლა უარესად აჩერებს მზერას ჩემს სახეზე, შემდეგ კი მარიდებს, თითქოს მზე ვიყო ის კი - დედამიწა. -აბა, ჰე... შენი ძილის დროა.. - ირონიით ვეუბნები, კარებს ვკეტავ და ჩემს ოთახში გავდივარ თუ არა, უცობი ნომერი რეკავს.. ცოტა არ იყოს აღელვება მიპყრობს. -გამარჯობათ, ლენა ბრძანდებით ? -დიახ. -გილოცავთ! გაცნობებთ, რომ თქვენს კანდიდატურაზე შევაჩერეთ არჩევანი. ტრენინგებზე მობრძანდით ხვალიდან. 9- ზე გელოდები. -დიდი მადლობა ! - არ მჯერა, რომ დამირეკეს, ემოეციების მოზღვავებას ვგრძნობ, ცოტა ხანში დედაჩემსაც ვუზიარებ ამ სიხარულს, შემდეგ კი საწოლზე ვწვები და ოცნებებს ვეძლევი.. ძილი არ მეკარება, შემდეგ ნელ-ნელა მოდის და სხვა სამყაროში გადავდივარ.. დილასაც იმავე განწყობით ვდგები ადგე, ვრთავ მაღვიძარას და თავის მოწესრიგებას ვიწყებ. მინდა, რამე მსუბუქი დ ნოყიერი ვჭამო. ირაკლის მოტანილი შოკოლადებიდან რამდენიმეს ვაგემოვნებს და თან ყავას ვადუღებ. ის-ისაა მადუღარას ვრთავ, მუცელში უეცარ შეტევებს ვგრძნობ, თითქოს ვიღაცას ჩემი ჩაქვესკნელება უნდაო. შემდეგ სააბაზანოში შევდივარ, სახეზე წყალს ვისხამ, მგონია, ასე გამოვალ მდგომარეობიდან, მაგრამ უარესად ვხდები.. სასოწარკვეთილი დედაჩემთან შევდივარ და ვეუბნები, რომ მუცელი ტირილამდე მტკივა. ის მირჩევს, რომ დავწვე, მეც ვყვები ან სხვა გზა მაქვს რომ ? ვეშვები საწოლზე და ძაღლის პოზაში ვექცევი.. ტკივილი უფროდაუფრო იმატებს, სხეული მეყინება, ფერიც მეკარგება, თითქოს ამქვეყნიურობას აღარ ვეკუთვნი. -ძალიან მტკივა.. მგონი, ვკვდები.. - ვეუბნები დედაჩემს და რამე ტკივილგამაყუჩებელს ვთხოვ. არ მახსოვს, ასე როდესმე მტკენოდა და ვიაზრებ, რომ ცხოვრებაში შესაძლოა, ამაზე უარესი რამეებიც არსებობდეს. -რა მეტაკაა... -რა ჭამე გუშინ ? -მეკითხება მაიკო. -განსაკუთრებული არაფერი.. აი, ამ დილას კი მცირედი შოკოლადი. -ჰო, მარა ეგ შოკოლადი ასე მალე ვერაფერს იზამდა... პლუს გუშინ მეც ვჭამე და თან ცოტაზე მეტი.. სასწრაფოს უნდა გამოვუძახოთ - ამბობს და ტელეფონს იღებს. -არ გინდა, რა - ბავშვობიდან ექიმების გამოძახება მძულდა და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ - არა, რა.. -პატარა ბავშვივით ნუ ხარ, ლენ ! -ამჯერად მკაცრად მეუბნება. -შენ კი ძაან ძველ დროში ჩარჩენილივით ნუ ხარ, მაჭანკლობით რომ გინდა შვილის მოშორება - ირონიით ვეუბნები და შემდგომ საკუთარ ნათქვამზე თავადვე მეცინება. -კაი, არ გინდა... იქნებ მერე მადლობა მითხრა.. -ისევ დამეწყო სპაზმები - ორ ცალ ნოშპას ვართმევ და პირისკენ ვაქანებ, სახე მეცვლება... ასე ხშირად რომ მჭირდეს, გამოკვეთილი ნაოჭებიც დამემჩნეოდა.. -აი, მოვიდნენ - ამბობს დედაჩემი და კარის გასაღებად მიდის. -ეგღა მაკლდა... საბანს თავზე ვიფარებ, მაგრამ ფეხის ნაბიჯების ხმაზე ჩვეულ მდგომარეობას ვუბრუნდები.. ამ დროს ექიმებიც შემოდიან. -გამარჯობათ. -გამარჯობათ.. -ვპასუხობ, ჯერ ქალს ვხედავ, ქერასა და საშუალო სიმაღლისას, მას უკან ახალგაზრდა მამაკაცი მოსდევს, რომლის სახეც ჯერ არ ჩანს.. ბავშვობიდან ვაკვირდებოდი, რომ სასწრაფოს ბრიგადაში ერთი კაცი მაინც ერია, ალბათ ქალებს არ ენდობიან -მეთქი, სწორედ ასე მეფიქრებოდა. -ლენ - ნაცნობი მწვანე თვალები მეყინება ისევ.. ისევ ის „ლენ“ და ისევ იგივე თვალები.. - რა დაგემართა, ლენ ? გუშინ კარგად იყავი ? ___ ესეც მომდევნო თავიი.. ველი შეფასებებსა და აზრებს.. მიხარია, რომ ჩემთნ ხართ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.