შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის ცა'მეტი {7}


29-10-2018, 17:46
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 130

გიჟივით მიქროდა გზაზე .არ იცოდა სად წასულიყო. პირველად ცხოვრებაში სულ მარტო გრძნობდა თავს. გზააბნეული , დაკარგული ბავშვივით იყო რომელმაც არ იცოდა ვისთან შეეფარებინა თავი. ვინ უშველიდა, ვინ დაუამებდა ტკივილს რომელსაც სიტყვებით ვერ აღწერდა. ცხოვრებაში პირველად ვერ მივიდოდა თარაშთან , ვერც ილიკოსთან გაიქცეოდა და ვერაფერს ეტყოდა . საერთოდ აღარ იცოდა რა იქნებოდა მერე. მანქანა რომ გააჩერა და გადავიდა გზა თითქმის გათიშულმა აიარა. კარზე დააკაკუნა და დაელოდა მის გამოჩენას. საღამო იყო უკვე, იმაზე მეტი დრო გასულიყო მისი სახლიდან გამოქცევიდან ვიდრე წარმოიდგენდა. ნახევრად მძინარე გოგომ გაუღო კარი , ანდრო რომ დაინახა თანაც ამ მდგომარეობაში მაშინვე გამოფხიზლდა, ბიჭმა მისი პატარა სხეული რომ დაფარა და ბავშვივით მიეხვია სულ მთლად გაუჩერდა გული. შესასვლელში იდგნენ , ერთიანად გრძნობდა მის ტკივილს ანდრო კი ქალის სურნელს სუნთქავდა, მისი პატარა სხეულიდან წამოსულ ენერგიას შთანთქავდა და მისი გულისცემა ათბობდა.
_ანდრო ... რა დაგემართა , ანდრო ყველაფერი რიგზეა ? _დიდი ხნის შემდეგ თავზე გადაუსვა თითები და მხარზე წვეთების დაცემა რომ იგრძნო გული გაეყინა_ანდრო _უყურებდა და თვითონაც ემღვრეოდა თვალები
_უბრალოდ ჩამეხუტე რაა... ვერაფერს გეტყვი , არ შემიძლია ახლა უბრალოდ არ შემიძლია
_წამოდი , დავწვეთ ... _ხელი ჩაკიდა, მის ტორში ისეთი პატარა იყო ქალის თითები რომ შეხედა გაეღიმა სათითაოდ დაუკოცნა ყველა თითი და ისე შევიდა ოთახში.
რამდენიმე წუთში მის გვერდით იწვა ხვეულ ქერა კულულებზე ეთამაშებოდა და ფიქრებით სხვაგან იყო.
_გინდა რამე მოგიტანო ?
_არა , უბრალოდ აქ იყავი...დაიძინე თუ გინდა
_შენ არ დაიძინებ?
_ხო ... მერე მეც დავიძინებ _ ტუჩები მიაწება და თვალები წამით დახუჭა
_ანდრო ?_თვალებდახუჭული იწვა რამდენიმე წუთს, მაგრამ ვეღარ გაუძლო მის მდგომარეობას
_ჰოო
_ხომ იცი რომ ყველაფრის თქმა შეგიძლია თუ მოგინდება და ...მე ყველაფერს გავაკეთებ რაც გენდომება , უბრალოდ ცუდად ნუ ხარ რაა , გთხოვ ცუდად ნუ ხარ _თავს ვერ მოერია და ცრემლები ძლივს შეიკავა, ხმა ჩაუწყდა და უფრო მიეკრო სხეულზე _ბოდიში , ვიცი არაფერი უნდა მეთქვა ... ჩუმად ვარ მორჩა _თვალებს ისევ არ ახელდა. უფრო დამალა სახე და ცხვირის წვერი ყელზე გაუსვა
_ვიცი , უბრალოდ არ მინდა გითხრა რომ არარაობა ვყოფილვარ, ხო აი ასე ერთი უბრალო ვყოფილვარ. სიყვარულის ნაყოფი კი არა კანონიერი შვილიც არ ვარ, ვაფშე სრულიად შემთხვევით გადარჩენილი ბავშვი ვარ რომლის მოშორება დედასაც უნდოდა და მამასაც , მამას რომელიც თურმე ცოცხალია და ის კაცია მთელი ცხოვრება მადლიერი რომ ვიყავი , რომ მეგონა ყოველგავარი ანგარების გარეშე გარდაცვლილი ძმაკაცის ცოლ_შვილს პატრონობდა. თურმე თავისი ცოდვის ნაყოფზე ზრუნავდა და იმიტომ აკეთებდა ყველაფერს დაყვედრების გარეშე... მე კი მოვალედ ვგრძნობდი თავს . არავინ ვარ , გვარიც კი არ მაქვს საკუთარი ... ისეთი ქალის შვილი ვარ მე თვითონაც ბევრი რომ მყოლია და არცერთ ვარიანტში რომ არ გავაჩენინებდი ჩემ შვილს ისეთ ქალს ... როგორ გაუმართლა იმ ჩათლ*& კაცს მაია რომ ჰყავს ... იმას კი არა მე გამიმართლა მაია რომ ჰყავდა და არა სხვა თორემ ვაფშე არცერთი დღე ვიარსებებდი _თვალებგაფართოებულ ქალს მიუბრუნდა ხელი წაავლო და ძილისგან დასიებულ ტუჩებზე დააცხრა . მერე უცებ ყელში წვდა და არ მოშორებია ისე უთხრა_ეს რომ ვინმეს უთხრა ენას ამოგაცლი იცოდე ! _ხელი მაშინვე გაუშვა რომ არ ტკენოდა .მერე უცებ მისი ცრემლები რომ დაინახა სულ გაგიჟდა. ისევ მოხვია ხელი თავისკენ მიიზიდა და სახე დაუკოცნა _მაპატიე რა ... ვიცი , ვიცი რომ შენ სხვა ხარ , ხომ იცი რომ ვიცი
_არ აქვს მნიშვნელობა... მთავარია შენ იყო კარგად და გთხოვ აღარ თქვა რომ არარაობა ხარ. რა მნიშვნელობა აქვს ვის უნდოდა შენი არსებობა და ვის არა, მთავარია როგორი ხარ და ვინ ხარ... შენ იმაზე კარგი ხარ ვიდრე წარმოგიდგენია _ თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და ტუჩის კუთხეში აკოცა _ სხვა თუ არაფერი ჩემ გამო უნდა ყოფილიყავი...შენ რომ არ ყოფილიყავი უაზრო იქნებოდა ჩემი ცხოვრება და მართალია შენთვის მნიშვნელობა არ გაქვს , მაგრამ მაინც მე სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეყვარები _არ უყურებდა ლოყა მის ლოყაზე ჰქონდა მიბჯენილი და ისე ლაპარაკობდა თან თავზე ეფერებოდა და მხრით ეკვროდა გულმკერდზე. ანდრომ თმაში შეუცურა თითები თავი უკან გადააწევინა და ცრემლებით დანამული მარილინი ტუჩები დაუკოცნა.
_შენ აზრზე არ ხარ ჩემთვის ვინ ხარ... წარმოდგენა არ გაქვს და ვერც მიხვდები როგორ მიყვარხარ, მაგრამ ამას აღარასდროს გეტყვი , დღეს გამონაკლისების დღეა _პირდაპირ მის ტუჩებთან თქვა. ქალს მინაბული თვალები რომ გაუფართოვდა და გული აუჩქარდა ისე გაეღიმა თითქოს პრობლემა საერთოდ არ ჰქონდა.
_ანდროო
_დაივიწყე რაც გითხარი და უბრალოდ მაკოცე ... ანდაც საერთოდ გაჩერდი _ ყელში კოცნიდა, პიჟამა მოაშორა და თავადაც გაიხადა. ფიქრის უნარი არ ჰქონდა , მაგრამ ყველაფრის დავიწყების გზა ნამდვილად იპოვნა. დროებით გააქრო რეალობა , მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. ქალმა ვეღარ გაუძლო და ჩაეძინა ის კი ღვინის ბოთლით ხელში იჯდა აივანზე და გათენებამდე სვამდა. იქვე მიეძინა , რამდენიმე წუთით გაითიშა, შემდეგ მართასაც გაეღვიძა, ტანსაცმელი რომ დაინახა მიხვდა ანდრო რომ არ წასულა და შეშინებულმა დაუწყო ძებნა. ბოლოს აივანზე მიაგნო , პლედი დააფარა და თავადაც მის გვერდით დაჯდა. მხარზე აკოცა და ისევ მიეძინა . ანდრო რომ შეირხა ისევ ჭყიტა თვალები
_დილამშვიდობისა
_გაყინული ხარ სახლში შედი _ ქალის ღიმილისთვის ყურადღება არ მიუქცევია სიგარეტს მოუკიდა და ნიკოტინით აივსო ფილტვები. თვალები დახუჭა და თავი უკან გადასწია. მერე ისევ გახედა თმაარეულ, ყავისფერთვალება ქერას და გაეცინა _რა გინდა
_კოცნა _წამწამები ააფახუნა და ტუჩები მოიკვნიტა.
_კოცნა ხო ? ანუ კოცნა გინდა ... ასე რომ ინაბები ანგელოზი მგონიხარ არადა ხო ვიცი რა ალქაჯიც ხარ _სიგარეტი გადააგდო ქალს ხელი მოხვია და ფეხებზე დაისვა _ჯანდაბა , შიშველი ხარ ! _ ამოიგმინა და ქალის მსხვილ, რბილ ტუჩებს ვნებიანად წაეტანა . კვნესა რომ წასკდა მართას ტუჩებზე ხელი ააფარა _აივანზე ვართ ხალხს ნუ გააღვიზებ თორემ ყველა დაგვინახავს _გაეცინა ხელი პლედის ქვეშ შეაცურა საჯდომზე მოუჭირა და მკერდზე აკოცა _ცოტა სწრაფად ...აი ასე
_ანდროო _პასუხად კოცნა მიიღო. ბოლოს კაცის მკერდზე მიესვენა. მანამ იყვნენ ასე სანამ ბოლომდე არ გაახვია პლედში ანდრომ და ბინაში არ შეიყვანა. საწოლზე დასვა და სააბაზანოში შევიდა. ქალიც მალევე მიჰყვა, მაგრამ აშკარად წასვლას აპირებდა . თავის ფიქრებში იყო გართული და იქედან გასვლისთანავე ჩაცმა დაიწყო
_ანდრო ... გუშინ რაც მითხარი
_მეტჯერ აღარ გეტყვი_თქო არ გითხარი?
_არა, ეგ არა მეორე შენ ... ხომ კარგად იქნები ანდრო ?
_კარგი რაა ზოგჯერ ისეთი ხარ მგონია მომკლავ და ჩემ ნაწილებს მტკვარს გაატან ახლა რა გჭირს ასეთი ნაზი რატომ ხარ
_ისეთიც ვარ და ისეთიც...ახლა ჩხუბის მიზეზი არ მაქვს და ტყუილად ხომ არ ვიყვირებ
_მაკოცე და წავედი _ხელი მოხვია და ტუჩებში აკოცა_დროზე ჩაიცვი, რამდენჯერ გითხარი შიშველი ნუ დადიხარ ამ ფანჯრების წინ ან გადასწიე ეს დედანატირები ფარდები რა იცი ვინ გიყურებს _უცებ მიაყოლა და წავიდა.
სახლში რომ შევიდა და მანქანა გააჩერა ეზოში მჯდომი ილიკო დაინახა. მანქანიდან რომ გადავიდა უკვე მოძრაობა უჭირდა. ასე მის დანახვას არასდროს უმოქმედია
_ვერ დაგიკავშირდი... მობილური გამორთული გქონდა. ისიც გადაიკარგა თაიასთან ერთად და მოვედი
_არაფერი დამიშავებია საკუთარი თავისთვის ... მაიას წყალში ხომ არ ჩავუყრი ამდენ წვალებას, მზრუნველობას და თავის დამცირებას
_არ გინდა რა გთხოვ... ისედაც ყველაფერი აირია და ჩვენ ხო ვერ დაგვაშორებს ეგ ფაქტი არა?
_ისე ვეღარ იქნება როგორც ადრე... მე იმ სახლში ვეღარ მოვალ , არც იმ კაცის ნახვას ვაპირებ . დალევ რამეს ?
_ამ დილაადრიან რა დროს დალევაა კარგი რა..
_ნატა სად დატოვე ... ხო კარგადაა
_ბარგს ალაგებს ალბათ ... მე არ შემეძლო და გამოვედი
_რა ბარგს ალაგებს
_ყელში ამომივიდა რა...აქამდე ვრჩებოდი , მეგონა მირიანი ისე უბერავდა და სახლში მზრუნველი მამა და ქმარი იყო . თურმე მთელი ცხოვრება ტყუილში ვიცხოვრე. არ მინდა იმ სახლში ყოფნა სადაც ჩემი ძმები არ მოვლენ , ჩემ ცოლ_შვილს ვერ ნახავენ...ვაფშე არ მინდა ბავშვი იქ დაიბადოს. თამარაც წავიდა, წუხელვე გაიქცა და აზრზე არ ვარ სადაა
_სულელი გოგო..._ტელეფონი ჩართო და სადღაც დარეკა . ხმა ილიკოსაც ესმოდა _მანდ რა გინდა თამრო ?
_მარტო მინდა ყოფნა... ბიჭებს უთხარი რო კარგად ვარ
_ვიცით ისედაც რომ მიხედავ თავს...სად გაიქეცი ტო მესამე ძმა რო გყავს გაგიტყდა ? თუ შეგეშინდა ახლა უფლებამოსილებით რო დავერევი შენ თაყვანისმცემლებს
_ისე ნუ მელაპარაკები თითქოს კარგად იყო რაა ...
_მარტო მანდ არ გაგიჟდები ?
_მეტად ?
_ხო მამენტ ეგეც მართალია...
_ვთიშავ და აღარ დამირეკოთ რა... მე შეგეხმიანებით
_როგორც იტყვით დედოფალო _მობილური გადადო და სავარძელში ჩაეშვა
_სად არის
_სოფელშია
_რომელ სოფელში...ვაფშე რა ტელეფონზე დარეკე
_აუ მოისვენე რა... მიხედავს თავს არაფერი მოუვა. შენ სად მიდიხაარ
_სასტუმროში... ბინას ვიყიდი მარა ხო უნდა ვიპოვნო
_შენ შ*გ ხო არაგა* რა სასტუმრიში...აცადეთ იმ ბავშვს მშვიდად გაზრდა რას დასტრესეთ ტო...ახლა სასტუმროში უნდა გამოიკეტო? თუ მოდიხარ ჩემთან დარჩით სანამ იყიდი ბინას ან სახლს ... მაინც ტყუილად ვიყიდე ამხელა სახლი ბინაში გამოკეტვა არ მინდოდა და ოთახები კია ბლომად
_ისედაც ცუდად ხარ და ახლა კიდე მე დაგიჯდე სახლში?
_ცუდად რატო ვარ ვითომ ... ისეც ძმა იყავი ასეც ძმა ხარ , პროსტა ახლა ბავშვების მონათვლა აღარ დაგვჭირდება ნათესაობის გასამყარებლად და ეგ არის ... შენ თუ არ გადმოხვალ ნატუშა გამოუშვი ... მოკლედ ასე რა . წავალ ახლა მე საქმეები მაქ საღამოს მოვალ. ჩემი ოთახის გარდა სადაც გინდათ იქ დაბინავდით. დამლაგებელს დაურეკეთ და მოვა ....
გამოიცვალა და ისევ წავიდა. საქმეზე ვერ გადაერთო , ქალაქში ყოფნა საერთოდ არ უნდოდა . ყველაფერი აწუხებდა. ხათუნამ ცხრაასჯერ დაურეკა და უკვე ნერვები აღარ ჰქონდა იქაურობა ახრჩობდა. ისევ იგივე მისამართზე მივიდა კარი გააღო თუ არა ბარგი ჩაალაგე გავდივართო უთხრა და დივანზე დაჯდა
_სად გავდიივართ...ქვეყნიდან?
_ხო კაცი მოვკალი ,ძებნაში ვარ და დროზე უნდა ავითესო , თან შენ მიმყავხარ
_არასდროს წასულხარ ჩემთან ერთად სადმე
_ნუ იცი ხოლმე ეს დაჩაგრული საყვარლის ტონით საუბარი რა ... ძალიან არ შეგეფერება
_ცუდად ვარ ასე რომ გიყურებ ... ცარიელი ხარ . რომ გამოგიწვიო მგონი ვერც მეჩხუბები _ სახლიდან გადიოდნენ მართამ რომ უთხრა
_დაიკიდე
_ვერ დავიკიდებ ხომ იცი
_მაშინ ინერვიულე იმის გამო რაც ვაფშე არ ეხება ჩვენ ურთიერთობას _ მანქანაში ჩაჯდომამდე თეძოზე მოუჭირა თითები და ჩვეული ვნებით წაეტანა ტუჩებზე . ქვედა ტუჩზე უკბინა ბოლოს და გაიცინა _ კოკაინზე მეტად თუ არ ვკაიფობდე შენით ჩემი დედა მოვ*&*& _ისევ აკოცა მერე მოშორდა და ისე დაჯდა საჭესთან რომ მისთვის კარი არ გაუღია. ქვემოდან ახედა დაჯდომისას
_კოკაინი გაგისინჯავს ?
_ამას შენ გარდა ვაფშე არავინ მკითხავდა მაინც რას ნიშნავს მომავალი დეტექტივი რომ ხარ
_ნუ დასცინი ჩემს პროფესიას ... შენ ეჭვი გეპარება მაგრამ მე აუცილებლად გავხდები კარგი გამომძიებელი
_გახდები აბა რაა ... ბავშვი ხარ ჯერ თორემ
_გკითხე რაღაც
_ნარკომანი რომ არ ვარ ხომ იცი არა ? რაღატო მეკითხები უაზრო კითხვებს ტო
_შორს მივდივართ?
_გეგმები გაქვს თუ რა ხდება
_მქონდა , მაგრამ დავიკიდებ
_ასეც ვიცოდი , ამიტომ მივდივართ მანამ სანამ კაცის მოკვლის სურვილი არ გადამივლის
_ახლა გაქვს?
_ხო და ვიფიქრე ახლა ის კაცი რომ დავბრიდო ჯერ ხო ერთად ჩავდივარ ორ ცოდვას, მერე დამნაშავე ვხდები და ნიტოა როცა მომავალ დეტექტივს ჟიმ*& და მკვლელი ხარ ხო ?
_აუტანელი ხარ ... შენი მობილურია
_იყოს დაიკიდე
_თუ არ პასუხობ გათიშე მაინც
_არა , უნდა მიხვდეს რომ მობილურს ვიყენებ მაგრამ სირ*ე და არ ვპასუხობ
_დედაშენი არ არის ხათუნა?
_ხო არის , საუბედუროდ .შენ შეეშვი ცხვირის ჩაყოფას იმ საქმეებში რაც არ გეხება
_ყველაფერი მეხება რაც ცუდად გხდის გაიგე ბოლოს და ბოლოს. შენ რომ გკიდივართ მე და ჩემი ცხოვრება შენს მიღმა ისე არ გამომდის
_ატრ*&* მართლა ... გინდა უნივერსიტეტში მოგაკითხო . კურსელებთან ერთად რომ იქნები სადმე იქ დაგადგე და შენი დაქალები ეკაკო, ნიაკო და ლიკუნა გავიცნო ? იქნებ მაშინ დაგადგე ის ს*რი ბაჩანა რომ გეჩალიჩება და შენ მაგრად აიგნორებ ... მოვალ მოგისმენთ ცოტას გავერთობი
_რა ...რანაირად . შენ არასდროს ...კი მაგრამ
_აი ხომ გეუბნები შენგან დეტექტივი არ დადგება ისიც არ იცი როდის გიყურებ
_მითვალთვალებ?
_მოცლილი რომ ვიყო ბაზარი არაა გიყურებდი გავერთობოდი , უბრალოდ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ
_ერთხელ გამაგიჟებ , გამაგიჟებ შენ მე სანიკიძე
_სანიკიძე არ ყოფილა ჩემი გვარი ... გთხოვ უბრალოდ სახელით მომმართე _თვალები დახუჭა ღრმად ჩაისუნთქა და ისევ აენთო. სწრაფად მიდიოდა , მაგრამ უფრო მოუმატა სიჩქარეს. მართასთვის ნათელი იყო ისედაც განგებ რომ ცვლიდა თემას ანდრო მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს . უნდოდა ეკითხა , უნდოდა რამე ეთქვა მაგრამ ვერ გაბედა. ბოლოს დუმილი არჩია უბრალოდ მკლავზე თითები შეახო და მერე მის მაჯასთან გადაინაცვლა
_ცოტა ნელა ატარე ხო ?
_ვგიჟდები რომ ხვდები როდის უნდა გაჩუმდე _თვალებანთებულმა გახედა მერე კი უფრო უმატა სიჩქარეს. ავტობანზე იყო და ისე მიდიოდა მართაც კი გრძნობდა უკვე ადრენალინს .
საღამომდე გზაში იყვნენ ბოლოს სადღაც გადაკარგულ სოფელში შევიდნენ მანქანა ძლივს მიდიოდა ისეთი გზა იყო
_მართლა იმალები თუ რა ხდება ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილას რა გვინდა
_მოგიტაცე ... გიპოვნის ვითომ შენი ძმა ?
_ჩემ ძმაზე არაფერი იცი...მოტაცება არ იქნებოდა საჭირო . ამ სახლში დავრჩებით ? საიდან იცოდი ამ ადგილის შესახებ
_ აქ ვცხოვრობდი მთელი წელი ... არავინ იცის და ვინმემ რომ გაიგოს მეცოდინება რომ აღარაფერი უნდა გითხრა
_ყოფილა მსგავსი შემთხვევა?
_დეტექტივი ხარ ქურდული მენტალიტეტით
_ვერ გიტან რომ დამცინი
_ესენი წაიღე ... მე მიტოვებ ყველაფერს?
_უზარმაზარი ბალახია აქ გველები იქნებიან . მართლა აქ უნდა დავრჩეთ?
_ხომ მითხარი შენთან ერთად გადავიკარგებოდი და ქოხშიც ვიცხოვრებდი თუ ჩემთან იქნებოდიო
_მოტივაციისთვის არაფერი გაქვს?
_აქ ვერ დაგაწვენ სანამ ბალახს არ მოვცელავ , მერე პირველად გექნება სექ*& ბუნების წიაღში _ საჯდომზე მიარტყა ხელი , შემდეგ გასაღები ამოიღო ჯიბიდან და სახლის კარი გააღო.
მძიმე სუნი იყო, დიდხანს იყო ცარიელი. მტვერი იყო ყველგან , მაგრამ სახლი არცთუ ისე ცუდ მდგომარეობაში იყო .
_აქ არ უნდა მოგეყვანე ახლა ოჯახურ სივრცეში წარმოვიდგენ თავს და მერე რომ დავშორდებით გამახსენდება და ვიტირებ _სახლი რომ შემოიარა მერე გაჩერდა და მოწყენილმა ჩაიბურდღუნა .
_ჩემ მიტოვებას აპირებ? _ანდრომ კედელზე ააკრა ისე უცებ შებრუნდა რომ მართამ ვერც გაიაზრა როგორ აღმოჩნდა მის მკლავებში
_მე რა ... მე ვაპირებ ?
_ხო , შენ
_მე არაფერსაც არ ვაპირებ ... მე საერთოდაც რამდენჯერ გითხარი ასე ნუ მოახლოვდები თუ მალევე არ მიპირებ გაშიშვლებასთქო , ხომ იცო რაც მემართება შენი მოახლოებისას _უცებ აჭიკჭიკდა და სულ გაწითლდა მაგრამ მაინც არ ჩუმდებოდა ... _ამ მტვერში ვერსად დავწვები
_ღმერთო ეს ქალი რატომ გამაცანი ? გინდოდა სრულიად შეურაცხადი ვყოფილიყავი ხომ ? ტუჩებზე თითები გადაუსვა ხმა დაუბოხდა სწრაფად აუკეცა კაბა მართას და მუცელზე შეისვა
_ანდრეაა ... ახლა არა ... ანდროო
_ჩშშ _ გონებაარეულ ქალს ტუჩებზე დააცხრა და იქვე საძინებელში ისე შეიყვანა გონს არ მოსულა ...
_მტვერია ... სულ მტვერია_ღრმად სუნთქავდა და კაცს ეკვროდა
_რატომ შეგიძლია ისევ ლაპარაკი
_არ შემიძლია _თავი მკერდზე დაადო დე იქვე აკოცა .შემდეგ გარემოს აღქმის უნარი სრულიად დაკარგა ....
_ჩაიცვი მივალაგოთ საძინებელი მაინც რომ დავიძინოთ ამ ღამით .
_ცოტაც , სულ ცოტა ხანსაც იყავი და ყველაფერს მივალაგებ ამ ღამესვე _თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და გაეღიმა _რა აუტანელია ღმერთო ... ვეღარ გავუძლებ ბოლოს და მოვკვდები
ანდრომ ხელისგულზე აკოცა , პასუხად არაფერი უთქვამს .
შუაღამემდე არ გაჩერებულა , გაგიჟდა და მთელი ენერგიის მოზღვავებით მტვრის ყველა ნაწილაკი გააქრო.
უყვარდა ანდროს გვერდით ძილი. მისი გულისცემა რომ ესმოდა ძილის წინ ბედნიერდებოდა.
ანდრომ თვალი ვერ მოხუჭა , ეზო გაანათა და გამთენიისას დაიწყო მუშაობა. ენერგიის დახარჯვა უნდოდა და გამოუვიდა კიდეც. ბოლოს გაწმენდილ მილაგებულ ეზოშო იჯდა და საძინებლის ფანჯარას უყურებდა. მალევე გამოჩნდა მართას სილუეტი . ნახევრად შიშველი მივიდა ფანჯარასთან ხვეულ თმაში თითები შეიცურა მერე ხელები გაშალა და მზის სხივებს გაუღიმა. ქვემოთ რომ დაიხედა და ანდრო დაინახა გაეღიმა. წამებში მასთან გაჩნდა. ბიჭი უკვე ყავის ფინჯანით ხელში იჯდა გრძელ სკამზე და სიგარეტს აბოლებდა
_როდის მოასწარი ... მინდორი უფრო ლამაზია აშკარად. _მუხლებზე დაუსკუპდა და აკოცა ..._უიი ეზოში ჭაც ყოფილა . სუფთა წყალია ?
_კი ... _კულული ყურს უკან გადაუწია და მერე ლოყაზე მიაწება ტუჩები . თითები მხარზე გადაატარა მოშიშვლებულ ზურგს ჩაუყვა _გაიყინები ასე _ ყელში აკოცა და გაეღიმა, ქალს წამსვე ჰქონდა რეაქცია. ხელში აიყვანა და სახლისკენ დაიძრა
_ანდრო მოიცადეე ...ანდროო დაღლილი სულ არ ხარ?
_უკვე აღარ _ მაისური მოაშორა და სიცივისგან დახორკლილ კანზე თითები შეახო , მკერდზე თითები მოუჭირა და თავადაც გაუხშირდა სუნთქვა .სწრაფად შეაბრუნა ზურგიდან აეკრო ყელში კოცნიდა თითებს უმისამართოდ დააცოცებდა. საჯდომზე მოუჭირა და კვნესას ბიძგიც დაერთო. მისი სხეულის შესწავლისას ყველაფერი ავიწყდებოდა , არ არსებობდა ამბავი რომელსაც მართა ვერ გადაფარავდა. სისხლი უდუღდა, ქალის თეთრი კანი ,მისი სურნელი მკვრივი სხეული და მუქი თვალები რომლებიც ბოლო აკორდი იყო . ვერასდროს კმაყოფილდებოდა უნდოდა არასდროს მოშორებოდა, სრულიად უკონტროლო ხდებოდა . ძალაგამოცლილ გოგოს მხარზე აკოცა . თითები მუცელზე შეუცურა და თავი ზურგზე დაადო .
_მართა .. _თავისი თითების კვალი რომ დაინახა მის თეძოზე უცებ მოშორდა და სახეზე დააკვირდა _მართა
_დასვენება მინდა _პლედი ყელამდე აიტანა და თავი ბალიშში ჩარგო
_დედას შევ*&*** _საწოლის თავს მუშტი მიარტყა და ღრმად ჩაისუნთქა. აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო ასე ცუდად არასდროს ყოფილა. მართას ტკენდა? ეს უკვე პიკი იყო . თავს იტყუებდა რომ არაფერი ადარდებდა ,რომ უბრალოდ შორს ყოფნა სურდა . ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა , მერე მკლავები მოხვია და სხეულზე აიკრა. ისიც წამსვე ჩაიმალა მის მკლავებში პატარა ბეღურასავით . თავზე აკოცა , სხეულზე ეფერებოდა და ძალიან ფრთხილად კოცნიდა . მერე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. ვანა აავსო , ქაფიანი წყლის ტემპერატურა შეამოწმა და მართასთან დაბრუნდა.
_წამოდი ვიბანაოთ
_არ მინდა
_გინდა _ ხელში აიყვანა პლედი საერთოდ მოაშორა
_ანდრო კარგი რაა რამდენიმე წუთი მინდოდა სულ ... მოსავლელი კი არ ვარ
_ჩშშ გაჩუმდი და მოდუნდი _წყალში ჩასვა და თვითონაც ჩავიდა. თმები შეუკრა , შემდეგ ყელში აკოცა და თითები მხარზე ჩამოუსვა _კარგია თუ ძალიან ცხელია
_კარგია , მაგრამ შეიძლება ასე დამეძინოს _თავი მისკენ შეაბრუნა და აკოცა _ ვგიჟდები ასე რომ იქცევი ხოლმე
_როგორ ასე... პირველად ვართ ჯაკუზში? ეს მთლად კომფორტული არაა , მაგრამ წავა რა _ლოყაზე აკოცა და თითები მკერდზე ჩამოუსვა . გაეცინა დვრილებს რომ შეეხო და სვლა მკერდის ხაზიდან განაგრძო _არასოდეს იღლები მგონი ... სულ ტყუილად მომაჩვენე თავი
_ამ დროს თან მინდა მოგიშორო თან საშინლად მინდიხარ და ვერ გიტან ასეთ მდგომარეობაში რომ მაგდებ თანაც ისე რომ არ ვიცი ამ დროს რა ხდება შენს ტვინში
_ჩუმად იყავი და მომეყრდენი ... _ქაფიანი თითები ბარძაყზე მოუჭირა .ფეხები გააშლევინა და ხელისგული ბოქვენზე მიაბჯინა
_ანდროო
_შენი ტუჩები აუცილებლად უნდა დავასაქმო რონ გაჩუნდე ხო
_არაა... ახლა მოვკვდები _მკლავზე მოუჭირა თითები თავი უკან გადასწია და ანდროს ტუჩებს წაეტანა _ მეზიზღები ამისთვის
_კარგი გოგო ხარ _კეფაზე წაავლო ხელი და კოცნა გააღრმავა . მერე თავისკენ მიბრუნებულ ქალს გაუღიმა _ყოველთვის ისევ მე გშველი ხედავ ?
_საწამლავიც ხარ და წამალიც... ხელები მომაშორე ... ჩემი ჯერია
_მაშინებ ასე რომ მიყურებ _გაიცინა , მაგრამ არ დასცალდა . სწრაფად ჩაავლო ხელები ვანის კიდეებს და ხმა ვერ გააკონტროლა _მარ..თაა ჯანდაბაა
_დამშვიდდი ისუნთქე ...აი ასეე
_საშიში...ქალი ხარ ჯანდაბა ნელა ასე მომაძრობ_ამოიღმუვლა და ისევ ტუჩებზე წვდა .
ბოლოს როგორც იქნა ეზომდეც გააღწიეს . გასეირნება აღარ შეეძლოთ და იქვე მინდორში პლედზე დაწვნენ ჩრდილში იყვნენ ისედაც გრილოდა. მართას ხილით სავსე ჯამი ედგა და გემრიელად შეექცეოდა. ანდრო მის კულულებზე თამაშობდა
_ანდროო
_ხო
_ძალიან მძიმეა?
_იმაზე მეტად ვიდრე მეგონა
_მოგვარდება შენი აქ ყოფნით?
_არა , ვერასდროს მოგვარდება უბრალოდ ახლა გაცლა სჯობდა . ჩხუბსაც არ იმსახურებდნენ
_მოკვკლავო რომ თქვი მართლა იფიქრე მაგაზე ?
_ცოტა ხნით მინდოდა გავმქრალიყავი ... მერე მივხვდი რომ იმათი გაქრობა სჯობდა ... ვიფიქრე მე რომ რამე დამემართოს მართას რა ეშველება_თქო _გაიცინა და თვალებამღვრეულ გოგოს აკოცა _ კარგად ვარ და ნუ იმძიმებ თავს
_არ ხარ კარგად... ითიშები და სადღაც დაფრინავ. ვერ გაიგე რომ მტკენდი ... ასე არასდროს მომხდარა და ნუ მეტყვი რომ კარგად ხარ
_არ მომასვენებ ხო სანამ სიმართლეს არ გეტყვი
_ვერ მოგასვენებ ...იმიტომ რომ ვიცი უფრო მარტივია როცა სხვას ეუბნები რასაც გრძნობ
_თარაშის ძმა ვარ
_რომ იტყვი ...რაა ?_უცებ ვერ გაიაზრა რა უთხრა სწრაფად წამოჯდა და ანდროს დააკვირდა
_მე , თარაშს, ილიკოს და თამარას საერთო მამა გვყავს. ერთი ღამის შეცდომის ნაყოფი ვარ , რომლის მოშორება დედასაც უნდოდა და მამასაც, მხოლოდ მაიამ ვერ გაიმეტა საყვარელი კაცის ჩასახული ბავშვი და მთელი ცხრა თვე ზრუნავდა დედაჩემზე. მერე კი მთელი ცხოვრება ისე იქცეოდნენ თითქოს მეგობრები იყვნენ და მე რომ იქ დავრჩენილიყავი უეჭველი გავგიჟდებოდი ... იმის გააზრება რომ მირიანის ჟინის მოკვლისას ჩავისახე ძალიან დედამოტყ*&* გასააზრებელია . იმის დაკიდებაც რთულია და მშვიდად ყოფნა, წარსულის წარსულში დატოვება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებაც რთული აღმოჩნდა. ვერც ვერავის ვცემ, ვერც მოვკლავ და სრულიად უმოქმედოდ ყოფნაღა დამრჩა. მივალ იმ მდგომარეობამდე თარაშთან და ილიკოსთან მშვიდად ურთიერთობას რომ შევძლებ და დავბრუნდებით
_არ ვიცი რა გითხრა ... მე თავად გავითიშე . ამხელა ტყუილი ასე როგორ მოიგონეს სამივემ რომ ვერაფერს მიხვდით .ფოტოებიც კი მაქვს ნანახი შენი მშობლების
_მე ამბები მაქვს მოსმენილი მამაზე რომელიც არ არსებობდა... მარაზმი ისაა რომ ეს ორი ქალი ასე მეგობრობს
_მე და შენი ცოლი ერთად ნამდვილად ვერ ვისუნთქებთ...მგონი შოკში ვარ შენი წინაპრების ისტორიას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აქ არც იმას სიყვარულის ნაყოფი ხარ თუ არა . მთავარი შენ ხარ და სხვა არაფერი , ასეა ყველასთვის დარწმუნებული ვარ. არ ვიცი შენს ადგილას ტყუილზე როგორი რეაქცია მექნებოდა , მაგრამ თარაშს და დანარჩენებს ჩვეულებრივად შევხვდებოდი.
_რას გააკეთებდი მაიას ადგილას
_შენ შვილს ვერ მოვკლავდი თუ ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული მე მხოლოდ ის მაკვირვებს ასე როგორ შეეჩვივნენ ერთმანეთს რომ ვერავინ ვერაფერი იეჭვეთ
_მგონი ეგ უფრო მაცოფებს რომ ვერ მივხვდი ...ვერაფერი მოვწვი და სირ*& მეჯერა მაგათი ტყუილები . მადლიერი ვიყავი მირიანის და თურმე როგორ არ მოგცემს ყველაფერს როცა მისი შვილი ხარ , როგორ არ ეყვარები ... ზოგკერ ეჭვიანობდა კიდეც ილიკო ჩვენ ყველაფერზე გვიბრაზდები და ანდროს ნებისმიერ სურვილს უსრულებო და თურმე ვალში იქეთ ყოფილა , მიქარული ჰქონდა იცოდა და იმიტომ მექცეოდა ასე...
_არ გინდა რა გთხოვ ... ნუ ნერვიულობ _ თითები თავზე გადაუსვა და აკოცა _ რა მნიშვნელობა აქ როგორ ჩაისახე ... არანაირი. ახლა მამაც გყავს , და _ძმაც , ყველაფერი იცი და ჯანდაბა ,... ვერ გამშვიდებ
_მითხარი რომ ჩემს ადგილას ყველაფერს თავზე დაამხობდი
_ხოო , ალბათ ... მაგრამ შენ ძლიერი ხარ რომ ასე არ მოიქეცი და წამოხვედი
_მაიას რას ვერჩოდი ტო ... არასდროს მიგრძვნია მისგან ცუდი. ისე მექცეოდა სულ როგორც საკუთარ შვილებს. ეგ კი არა ხათუნა სადღაც იყო წასული ხელი მოვიტეხე და ცრემლებად იღვრებოდა სანამ ექიმმა ტკივილი გამიყუჩა ... რა იღბალი აქ ამ დამპალ კაცს ტო
_შენ რას გააკეთებ ახლა რომ მოვიდეს ვიღაც ქალი და გითხრას ფეხმძიმედ ვარო , ცოლ_შვილი რომ გყავდეს ეს ცოლი გიყვარდეს და არ გინდოდეს მასთან ჩხუბი . ან დედაშენს რა გაეკეთებინა მარტო იყო , ახალგაზრდა და რას გააკეთებდა
_ეგრე ყველაფრის გამართლება შეიძლება... მაგათ შვილის გამოჩენა არ უნდოდათ თორემ ცოლი ეყრებოდა ბავშვის გამო თუ რა. მაინც თუ უნდა გავეზარდე დედაჩემი ერჩინა და ყველაფერი გაეკეთებინა რატომ არ თქვეს ვინ ვიყავი. უბრალოდ არ სჭირდებოდა მაგათ სახელს და ეს მაგიჟებს . ახლა მეც არ მინდა ვთქვა იცით მე მირიან ალასანიას უკანონო შვილი ვარ დედაჩემი მათთან თითქმის ყოველდღე დადის ყველა დღესასწაულზე იქ ვართ. საცივს და გოზინაყს ერთად აკეთებენ მაია და ხათუნა ... ასე შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ უბრალოდ მამამ თავისი გვარი არ მომცა და ისე ვერ შემიყვარა როგორც დანარჩენი შვილები_თქო ? არა არ მინდა ...ისევ ისე იქნება როგორც ადრე. მაგათი დანახვაც არ მინდა ... მეგობრებს არ დავკარგავ და მამა არც არასდროს მყოლია, დედაც მის გზას გაუყვება . თავი წესიერების განსახიერებად მოჰქონდა სხვებზე ჭორაობდა ქორწინების გარეშე რომ ჰქონდათ ურთიერთობა , ნერვებს მიშლიდა და თითისაწევით მეუბნებოდა ასეთი ვინმე სახლში არ მომიყვანოო მეტი მარაზმი რა გინდა . საკუთარი ცოდვაც დაივიწყა ისე შეიჭრა ტყუილში . მგონი მართლა გლოვობდა ჩემს არ არსებულ მამას
_მისიც მესმის ალბათ...რაღაცნაირად
_არ გესმის ... შენ რომ მის ადგილას ყოფილიყავი არავის ჩაუსახლდებოდი სახლში და თავმოყვარეობა არ მოგცენდა იმის უფლებას მისულიყავი იმ ქალის სახლში ვისი ქმრისგანაც ბავშვს ელოდი. არ იცხოვრებდი მის შვილებთან ისე თითქოს მამამისმა მათაც არ უღალატა. კაცი ცოლს კი არ ღალატობს მარტო შვილებსაც ღალატობს ამ დროს ... აუ ვაფშე არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი , შენ ხო გკიდია არა ? _ თითები თმაში შეუცურა და ქვედა ტუჩზე აკოცა _ვგიჟდები შენს ტუჩებზე ... ისეთი ფაფუკი ,რბილი და ტკბილია
_ანდროო
_ხოო
_შენც ხო არ ინერვიულებ ბევრს?
_არ ვინერვიულებ უბრალოდ იმ ორს აღარ დავეკონტაქტები. თუ ძალიან გამაბრაზებენ ყველასთან ვიტყვი რომელიმე წვეულებაზე რომ მირიან ალასანიას უკანონო შვილი ვარ _ყელში აკოცა და თავი მხარზე დაადო _ რომ გეჭორავები და ყველაფერს მათქმევინებ ვერ გიტან მაგ დროს ... დეტექტივი ხდები
_სულაც არა ... უბრალოდ იცი რომ შენი მოსმენა შემიძლია თან ისე რომ ვერავინ გაიგებს ჩვენ გარდა
_შენ არაფერს მეუბნები _მხარზე უკბინა და მართამ ხელი რომ მიარტყა გაიცინა. ისევ აკოცა _შეგჭამ..
_აი ყურძენი ჭამე
_არ მინდა ... მე მარტო შენ მინდიხარ.
_დაუკმაყოფილებლობის პიკზე ხარ... სექსოლოგს ეჩვენე
_ანუ შენ არ გინდა? კარგი , კარგიი ქალბატონო
_ბავშვივით ნუ მეთამაშები რამდენჯერ უნდა გითხრა ცანცარს რომ იწყებ არასიმპათიური ხდები _მინდორზე დაწვა ისევ თვალები დახუჭა და ხელები გაშალა _ასეთი სიმშვიდე ჩემს ირგვლივ წლებია არ ყოფილა
_არადა ამბობდი ზღვა მიყვარსო
_არასდროს მქონია შენთან ერთად ყოფნის საშუალება
_თუ ჭკვიანად მოიქცევი შემდეგ ზაფხულს ერთად წავიდეთ სადმე... ზამთარშიც თუ გინდა . ხო იცი თხილამურებით სრიალი _ეფერებოდა და ისე ელაპარაკებოდა
_ ჭკვიანად მოქცევა რას ნიშნავს
_იყავი ისეთი როგორიც ხარ და მორჩა _ხელისგულზე აკოცა ამჯერად
_მაინც როგორი
_მაკოცე ბევრი , გამიღიმე ბევრჯერ, მიყურე ისე როგორც მიყურებ და არავის მისცე შეხების საშუალება , არა მხოლოდ შეხების ... გასაგებია?
_აქამდე მსგავსი არაფერი გითქვამს
_არც ახლა იყო საჭირო
_მეც არ მინდა სხვა ქალი რომ გეხებოდეს , მე რატომ უნდა ვიყო მხოლოდ შენთან და შენ ყველასთან ვისთანაც მოგინდება
_შენც შეგიძლია იყო იმასთან ვისთანაც გინდა , ხარ კიდეც . მარტივია ხო ? სხვაც თუ მოგინდება მე აღარ ვიქნები არასდროს შენთან ...რაც შემეხება მე როდის ნახე რომ სხვასთან ვიყავი
_და არ იყავი ?
_მე გკითხე როდის ნახე_თქო
_აუცილებლად უნდა მენახა
_აბა რატომ წარმოიდგენ ჩემზე დმფიქრისას იმას რომ სხვას ვჟი*&* ვერ ვხვდები უსაფუძვლოდ ტვინის ტყვ*&* რატო გიყვარს
_ალბათ იმიტომ რომ მეც მინდა მხოლოდ ჩემი იყო
_დიდი მოთხოვნები გაქვს პატარავ.
მართას არაფერი უთქვამს. ანდროს დუმილი რომ არ მოეწონა თვალები გაახილა და მისკენ შებრუნდა
_მართა ნუ მიეცემი ფუჭ ოცნებებს_თქო რამდენჯერ მითქვამს
_არ ვოცნებობ ... ფაქტია რომ ახლა მე ვარ შენთან და არა სხვა . რეალობაა ისიც რომ ჩემზე მეტად არავის ეყვარები , ვერავის ეყვარება შენი ცუდი და კარგი თვისებები. შენთან ჩხუბიც და შენთან ალერსიც ერთნაირად ვერავის გააგიჟებს... მე ვარ ის ქალი რომელიც გაინტერესებს და გიზიდავს _თვალები გაახილა , მერე ყბაზე მოუჭირა თითები და ტუჩებში აკოცა. გაეცინა სანიკიძეს , თავი ვეღარ შეიკავა
_კიდევ რა არის რეალობა
_ის რომ უჯრედზე მეტი ხარ ჩემში
_ნუთუ
_ვერ ვიტან ასე რომ იღიმი , კმაყოფილებით სავსე ღიმილით
*^*^*
ცარიელი იყო მთელი სახლი. ერთ დროს ხმაურიანი მხიარულებით სავსე სახლი სრულ სიჩუმეს მოეცვა და არსაიდან ისმოდა ხმა
_არ პასუხობს?
_ხათუნამ თქვა ანდროსთან გადის მაგრამ არ პასუხობსო... თარაშს გათიშული აქვს და თამარა საერთოდ არ ვიცი სად წავიდა
_ილია და ნატა სად არიან იცი?
_არა და მორჩი სმას...რა დროს გამოთრობაა
_რა გინდა რომ გავაკეთო
_თავიდანვე ვამბობდი ეგ გოგო ან აგვაშენებს ან დაგვაქცევს_თქო და აჰაა ხომ ხედავ ისე მოაწყო რომ 25 წლიანი საიდუმლო ააფეთქა ნაღმივით.
_მეგონა უარესი მოხდებოდა... ორივემ თავის ქალს დაავლო ხელი და გაიქცა... თამარა არ ვიცი სად არის . ანდრო როგორ წავიდა ასე უბრალოდ მიკვირს
_ხათუნა მოკვდება მალე ... იმდენი იტირა მალე ინფარქტი დაემართება ისედაც ცუდად იყო
_მალე გამაგიჟებთ თქვენ რა ... ისე დარდობ ვითომ და იყოს და არა ქალი რომელთანაც შვილი მყავს
_ხომ იცი რომ არ მადარდებს ვისთან წვები და ვისთან არა. შენ სინდისზეა ყველა ეგ ცოდვა რაც კი ჩაგიდენია. მე ის ქალი მეცოდებოდა და ახლაც მეცოდება თორემ მე რა მიჭირს ანდროც შემირიგდება მალე თქვენ იდარდეთ თორემ
_შენი ბრალია ყველაფერი... შენ თქვი აბორტი არ გააკეთებინოო და მერე ისიც შენ მითხარი არავინ გაიგოს ანდრო შენი შვილი რომააო
_აბა უნდა გაეგოთ რომ ხათუნას უკანონო შვილი ჰყავდა? მერე ჩემ ფეხებს გახდებოდა ასეთი ქალი იმ ეპოქაში მითუმეტეს... მე გითხარი შვილად არ აღიაროო თუ რა... არ გამაგიჟო ახლა თორემ იმათ მაგივრად ჩაგარტყამ რამეს. ბავშვი როგორ დაიტანჯებოდა წარმოგიდგენია ? მოკლავდა ვინმეს რომ ეთქვათ ხარო თუ არ ეტყოდნენ
_ნეტავ ჩაერტყათ ახლა ისევ მძიმედ ვარ ...არ ვიცი სად არიან
_მეც მაგარი ვარ რა ..რას ვურეკავ ხომ ვიცი აზრი არააქ. იმედია ის გოგო რამე შარს არ გადაეყრება და მაგ გიჟებს არ დავეძებ. მიხედავენ თავს... ვაიმეე ნატას მშობიარობამდე რომ არ დაბრუნდნენ ისინი სახლში შენც მოგკლავ და იმ შენს რძალსაც... ჩემი პირველი შვილიშვილი აქ რომ არ გაიზარდოს თუ არ გაგეყარო მე მოვკვდე
_სულ გაგიჟი ხო .?
_ახლა გავგიჟდი? შენ რომ გამოგყევი ცოლად აი მაშინ გავგიჟდი
_მეც მაშინ მომეტყნ* კარგის ტრ*&* შენ რო მოგიყვანე ცოლად და შენნაირი სამი გავაკეთე პლიუს მეოთხე ვაფშე გიჟი და გავითეთრე თმა
_შენ ღირსი არ ყოფილხარ არცერთის ეგ მართალია, მადლობა ღმერთს ყველა მე მგავს
_მოდი რა _ მის წინ იყო. ჭიქა მაგიდაზე დადგა და ხელი გაუწოდა . ქალმა ქვემოდან ამოხედა მწვანე თვალების ბრიალით და თავი გვერდზე გაატრიალა _ მაიკო
_შემეშვი ... დალიე გაილეშე და ჩემ ბავშვებს შეეშვი . თუ ამბობდი შედეგებზეც უნდა გეფიქრა
_უკვე დასრულდა ... წავიდნენ დავრჩეთ მხოლოდ მე და შენ _ ხელი ჩაკიდა თავად წამოაყენა და ჩაეხუტა. ქალი მასზე დაბალი იყო , თავი დახარა და ლოყაზე აკოცა _წავიდეთ სადმე
_არსადაც არ წავალ
_წამოხვალ ... გახსოვს ბოლოს როდის დავისვენეთ მარტოებმა ? _თითები თავზე გადაუსვა ისევ აკოცა და აბრჭყვიალებული თვალები მიანათა.
აღარც ხშირი შავი თმა ჰქონდა, აღარც 20 წლის ბიჭი იყო მხოლოდ სიყვარული ჰქონდა ბევრისთვის გაუგებარი და მისთვის ყველაზე ძლიერი სიყვარული , მაია იყო ქალი რომელსაც თაყვანს სცემდა....
*^*^*^*^*^*^*^*^*^*^
თარაში იმ საღამოსვე წავიდა ანდროსთან. მასთან საუბარი უნდოდა საკუთარ თავს ვერ აპატია ქალაქიდან წასვლა. სულ რამდენიმე საათით მაგრამ მაინც ბრაზობდა რომ მაშინვე არ გაჰყვა ანდროს. სახლში ილიკო რომ დახვდა გაუკვირდა
_სად არის ანდრო?
_არ ვიცი ... წავიდა
_შენ რა გინდა აქ
_სანამ ბინას ვიყიდი სასტუმროში არ დარჩეო და აქ მოვედით
_წამოხვედი ?
_ხო აბა იქ რა მინდოდა... არ შემეძლო მირიანის ყურება. არც ხათუნას და მაიას დანახვა შემიძლია ახლა არ მინდა ბავშვი იქ დაიბადოს. აღარაფერი მჯერა უკვე მაგათი ნათქვამი
_ნატა სად არის...ხომ კარგადაა
_ზემოთაა ალაგებს რაღაცებს
_აქ ვარ ... შენც არ იცი სად წავიდა ანდრო ? ვნერვიულობ
_თამარა სადღაა
_ანდრომ დაურეკა და სადღაც სოფელშიაო არ ვიცი მეც
_მე ვიცი ... კარგი რადგან იქაა არაუშავს.
_ახლა რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე ... ძმა გყავთ ბოლოს და ბოლოს ხო არავინ მომკვდარა . საშინელებაა რომ გატყუებდნენ და ეს თქვენი სიამაყე გკლავთ სუყველას , მაგრამ ასე დიდხანს ნუ იქნებით ჩემი ბავშვი მესტრესება მუცელში . ახლა უნდა ზრუნავდეთ და თავს მეხვეოდეთ მულიც გამექცა, მაზლიც და ქმარი კიდე ისეთი აღრენილია ეს მშვიდი კაციც გადამირიეს რაა
_ცოტა ხნის წინ მკითხა შენც ხომ არ გყავს შვილი ვინმესთანო და ახლა მეუბნება აღრენილი ხარო
_ნუ მიბღვერ რაა... გკითხე უბრალოდ ისე აიფოფრე მგონი მართლა გყავს
_ნატა ნუ გამაგიჟებ ახლა
_გაგიჟდი . შენც არ შემაშინო ერთბაშად რაა ... დალევ რამეს მაზლო ?
_არა... წავალ იქნებ ვიპოვნო ის არანორმალური
_მაშინდელივით თუ წავიდა მერე რა ვქნათ...იქნებ ისევ იქაა
_თვითონ დამიკავშირდება. რადგან წავიდა ე.ი მარტო უნდა ყოფნა და აზრი არააქვს
_მე ვერ გავიგე თაიამ თუ იცოდა აქამდე რატომ არაფერი გვითხრა
_არ ახსოვდა და იმიტომ ... მირიანზე გაბრაზებული ჯოხს თაიაზე ნუ გადატეხავ ახლა.
_არც ვაპირებდი უბრალოდ ვერ გავიგე როგორ მოხდა ისე რომ ჩვენ ვერაფერს მივხვდით ...ვგიჟდები რომ ძმა მყავდა გვერდით და უბრალოდ მეგობარივით ვუყურებდი და ვეჭვიანობდი მირიანი რომ ევლებოდა თავს
_აბა როგორ, იცოდა მიქარული ჰქონდა... ამის დედაც ვატირე ვერ ვმშვიდდები. ვცდილობ მაგრამ მინდა მივვარდე და ვცემო
_და მაგით რას მოიგებთ ახლა რა შეიცვლება... მაინც ძმებივით არ გაიზარდეთ? ისე მოაწყვეს რომ ყველანი ერთად იყავით... რომ დავფიქრდი სიმართლე თავიდან რომ გცოდნოდათ ასე ვერ გაიზრდებოდით
_ანდროს მოექცნენ საშინლად თორემ ჩვენ კიდევ არაგვიშავს... _ილიკომ თქვა და თავი დახარა_ ალბათ ათას სისულელეს ფიქრობს ახლა. როგორ გავუშვი...მაგრამ მშვიდად იყო თითქოს და ვიფიქრე რომ მოვა მერე დაველაპარაკები ნორმალურად_თქო
_მე ვაფშე სირ*&* ავდექი და გავიქეცი ...მალე გავგიჟდები
.*^*^*^
სახლში არ დაბრუნებულა. დიდხანს დახეტიალებდა ქალაქში თავიდან ვერ ხვდებოდა მერე გაიაზრა რომ იმ ადგილებში დადიოდა სადაც ბავშვობაში უყვარდა ანდროსთან და ილიკოსთან ერთად სიარული. თითქოს ყველა მოგონება ერთად გაცოცხლდა მის წინ. სუნთქვა შეეკრა ყელში ბრაზი მოაწვა. გაახსენდა როგორ უყურებდა ანდრო ბავშვებს რომლებიც მამასთან ერთად დადიოდა ფეხბურთზე . უყურებდა მირიანს და სრულიად მარტო იყო მაშინ როცა რეალურად მამა მის გვერდით იყო. ვერასდროს აღიქვამდა და ენდობოდა მას ისე როგორც მამას. თითქოს არაფერი აკლდა მაგრამ მაინც ცუდად იყო . ისე ცუდად რომ ამის გამოხატვაც არ შეიძლებოდა უბრალოდ თარაშმა ყველაფერი იცოდა , ხედავდა და მასაც ტკიოდა ანდროსთან ერთად. სულ ცდილობდა რომ გაემხნევებინა თან ისე რომ პირდაპირ არაფერი ეთქვა და ახლა ყველაფერი ფუჭი აღმოჩნდა.
საჭეს მუშტები დაუშინა , სწრაფად დაძრა მანქანა და ალასანიების სახლის მიმართულებით წავიდა. სახლში რომ შევიდა და სავარძელში ყავის ფინჯნით მჯდომი მირიანი დაინახა სულ გაგიჟდა. ისედაც გააფთრებული იყო და მისმა სიმშვიდემ სულ გადარია
_თარაშ ? დაბრუნდით ბატონიშვილო ?
_შენ ვაფშე რა ადამიანი ხარ ჩვენ რა დღეში ვართ და შენ აქ მშვიდად ზიხარ, ყავას სვამ და ტელევიზორს უყურებ? გგონია სიმართლე თქვი და ასე შეგარჩენ ანდროს ბავშვობის გამწარებას? ანდროს ამღვრეულ თვალებს ჩვენ რომ შენთან ვიყავით და თვითონ ეგონა მამა არ ჰყავდა? თავისი კარგი მამა მოუკვდა და დაობლდა? მამას რომ გლოვობდა მთელი ცხოვრება და მის საფლავს ეძებდა ეგ შეგრჩება გგონია ? _ყავის ფინჯანი იქვე მის ფეხებთან დაამსხვრია მერე ტელევიზორი გადააყირავა და ისიც წამსვე დაიმსხვრა ისეთი ხმა იყო თითქოს სახლი აფეთქდა . მირიანი სავარძლიდან წამოდგა ღრმად ჩაისუნთქა და უკან დაიხია
_ შენ ვერ ხედავდი ? ნუთუ ვერ ამჩნევდი როგორ იყო ნუთუ ვერ ხედავდი რა იყო მისი მძიმე ხასიათის მიზეზი ... შეიძლებოდა მკვლელი გამხდარიყო ... კრიმინალი იქნებოდა შენი შვილი ძლიერი ხასიათი რომ არ ჰქონოდა და საკუთარ თავს არ მორეოდა , ნუთუ არ შეგეძლო სიმართლე გეთქვა ...მაგრამ შენ და შენს დიდებულ ცოლს ამ ამბის გამჟღავნება არ გაწყობდათ . შენი საყვარელიც კი აიტანა მეტად როგორ უნდა დამცირებულიყო . შენ რა გგონია ანდროს შენი დამპალი გვარი ჭირდება და მემკვიდრეობა. შენს ერთ თეთრს ხომ არ ვიღებ და სისულელე რომ არ იყოს ამ გვარსაც მოვიშორებდი ... მრცხვენია შენნაირი მამა რომ მყავს
_გრცხვენოდეს... მართლა გრცხვენოდეს მაგას მარტო იმიტომ მეუბნები რომ ახალგაზრდობაში დედაშენს ვუღალატე ? რა გავაკეთე ასეთი რაა... თქვენ რომ იცოდით მამათქვენი ვინ იყო ხომ სულ ჩემთან ხართ და გვერდით მიდგახართ. ილია ვითომ იქაა და მაინც ხელს მიშლის ...ახლა ვაფშე ადგა ცოლი წაიყვანა და ისე წავიდა ვითომ უჩემოდ რამე გააჩნია. ალბათ თავიდან დაიწყებს ცხოვრებას ვინმესთან მდივნად იმუშავებს ასლებს გადაიღებს და კაპიკებით არჩენს ცოლს . ჩემი ფული არ გინდათ ხო ? ხოდა არცერთ თეთრს არ მოგცემთ ...იმათხოვრეთ და ივაჭრეთ შენ და შენმა ძმებმა ... ის გიჟი გოგოც უკან მიიყოლეთ . რაც გავაკეთე უკვე წარსულშია და არც ვნანობ რომ დავფიქრდი იცი ?
_ფუ გული მერევა შენზე ...არ ნანობ ხო საერთოდ არ ნანობ
_არა არ ვნანობ. ეგ რომ არ მეთქვა შეიძულებდი და კი არ შეიყვარებდი ბიჭი იქნებოდა რომლის გამოც დედათქვენი იტანჯებოდა და ვის დედასთანაც ღალატობდა მამათქვენი. ახლა რომ გიყვარს ის შენი ანდრო და ნახე როგორი იყო , მისი ბავშვობაც, მოზარდობაც ჩხუბიც , წარმატებაც ზუსტად იმ ტყუილის დამსახურებაა და ვინც ამას ვერ ხედავთ დაახვიეთ აქედან... თქვენ ასე იცით იმპულსურო გიჟებო არ ფიქრობთ არ იაზრებთ მე რა მდგომარეობა მქონდა მაშინ . ახლა ამ გადმოსახედიდან ხედავთ ყველაფერს...მარტო თქვენ ხართ დაზარალებულები. მე და დედათქვენი ვართ ცუდები ხო ? გული გერევა ხო ხოდა მოშორდი... ყველაზე კარგი რომ გეცვა, გეხურა, ჭამდი სვამდი და ატრაკ*&* მაშინ არ გერეოდა გული. ყველა რომ იჭორავებდა იმ შენს ანდროზე და იტყოდა აო მთვრალმა მირიანმა ვიღაც ქალი იხმარა და ისე ჩაისახა არავის უნდოდაო მაგარი ბავშვობა ექნებოდა უფრო ხო ? ახლა რომ დაბადებულიყო არც არაფერს მოვიგონებდი და მაშინ ჩემი მშობლებიც არ მიიღებდნენ. ისე კი ბებია და ბაბუაც ჰყავდა. არ გახსოვს? მაიას მშობლებსაც კი ბებოს და პაპას ეძახდა. ყველაფერი ჰქონდა და თუ ვერ ხედავთ ამას მოშორდით აქედან
_ხო არა ? ბატონ მირიანზე უკეთ ჩასვრილის აწმენდა ვინ იცის ... ყველას აყლ*& და ისე აჩვენებ თითქოს უდანაშაულო ხარ . იმაზე რას იტყვი ქორწილი რომ ჩამიშალე , მთელი თვეები დედა მიტირე და თაიას ისე უყურებდი თითქოს არაფერ შუაში იყავი. ისე მშვიდად ეცეკვე ქორწილში...ისე ულოცავდი თითქოს არ იცოდი რა მდგომარეობაში იყო . მოვედი გკითხე რა მოხდა და შენ ჩანაწერების გაქრობა არ იკმარე ისევ არაფერი მითხარი... თაისას რომ გაჩუმება ერჩია ხომ არაფერს იტყოდი . მერე მეტყოდი ალბათ სიცოცხლის ბოლო წითებს რომ დაითვლიდი ... თაისა როგორ მიიყვანე სახლში და როგორ მიიყვანე ამ მდგომარეობამდე.. შეიძლებოდა გაგიჟებიყო
_თაისა იყო და იმიტომ ... ზედმეტად უყვარხარ თორემ შენი განსაცდელი ტკივილის გამო ასე არ გაითიშებოდა. იმდენად ინერვიულა რომ წარმოიდგინა რა დაგემართებოდა ტვინი გადაეწვა და მაინც ბოლომდე თავისი გაიტანა. ისიც შენნაირი შეუგნებელია და იმიტომ . ბოლომდე მეგონა ქორწილი არ შედგებოდა და რომ დავინახე მივხვდი რომ არ შევცდი მაგ გოგოში ... ასე იყო საჭირო . რომ მეთქვა ყველაფერი ახლა შენი ცოლი არ იქნებოდა და არც ის გეცოდინებოდა რა ძლიერ უყვარხარ. თქვენ არ შეგიძლიათ სიტუაციის დადებითად დანახვა. იმის ნაცვლად გიხაროდეს კიდე ერთი ძმა გყავს და შენს საყვარელ ცოლთან და ოჯახთან ბედნიერი იყო მოდიხარ აქ და სცენებს მიდგამ. შვილს რომ გაზრდი არაფერს მოაკლებ ყველაფერს მისცემ რაც კი შეგიძლია მის გამო მთებს გადადგამ და მერე გეუბნება მეზიზღებიო იცი რას ფიქრობ ? ნეტა ვაფშე არცერთი არ გამეკეთებინა... მეტის ღირსი ვარ უნდა წამეჭრა კვერ*& და მეცხოვრა მშვიდად ჩემ ცოლთან ერთად. აღარც გათენებული ღამეები იქნებოდა აღარც წამლებზე სირბილი შუა 90იანებში და არც იმაზე ნერვიულობა რომ შენი საყვარელი ქალი მეტს ვეღარ გაუძლებს. უმადურები ხართ და მეტი არაფერი ... მაცადეთ მშვიდად მოვკვდე მაინც _ თითქოს მყარად იდგა და თავს არ უხრიდა , მაგრამ ცუდად იყო. მარცხენა მხრის არეში ისეთი ტკივილი იგრძნო თითქოს ხელს ვეღარ აამოძრავებდა
_შენთან ჩხუბსაც არააქ აზრი... ილოცე ანდრომ არ მოგკლას. ილოცე როფორმე შეძლოს თავის გაკონტროლება და ყელი არ გამოგჭრას ... ილოცე ერთ დღეს დაივიწყოს ყველაფერი და ერთხელ მაინც დაგიძახოს მამა , მაგრამ მეეჭვება ეგ შეძლოს.. შენ ხომ არაფერს ნანობ. მუხლებში უნდა უვარდებოდე და სთხოვდე პატიებას ... ილოცე ვიპოვნო და ჯანსაღ მდგომარეობაში იყოს თორემ მე მოგკლავ ანდროს რომ რამე სჭირდეს
_მომკალით და დაისვენეთ ... ახლა ტანჯვით მხდით სულს რაც გაიზარდეთ იმის მერე და მალე მაინც მომკლავთ _ მარცხენა ხელს ვეღარ ამოძრავებდა კედელს მიეყრდნო მარჯვენა ხელი ჰქონდა მოხვეული მარცხენაზე და ისე იჭერდა.
თარაში იმ დროს გავარდა სახლიდან მაია რომ შედიოდა ერთხელ დახედა მხოლოდ და მანქანაში ჩაჯდა.
თაია უშედეგოდ ურეკავდა. მობილური გზაში არ იჭერდა. მაინც ვერ მოითმინა და წავიდა იქ სადაც ბოლოს წლების წინ იყო . თენდებოდა რომ ჩავიდა. გზაში რამდენჯერმე გადაურჩა ავარიას ისე ატარებდა. სახლის ეზოში მანქანა რომ დაინახა დამშვიდდა. ეზო ისე იყო გალამაზებული მიხვდა რომ ანდროს ნახელავი იყო. თენდებოდა უკვე , საოცარი ხმები ისმოდა ტყიდან. ერთ_ერთი საძინებლის ფანჯარა ღია იყო , სიო ფარდას ამოძრავებდა . თარაში ჩუმად შევიდა სახლში , სისუფთავის სურნელი იყო რაღაც ამოუცნობი ოჯახური ატმოსფერო ტრიალებდა. მეორე სართულისკენ ქურდივით მიიპარებოდა , საძინებლის კარი ოდნავ ღია იყო , დაინახა საწოლში მძინარე ანდრო, მის მკერდზე ედო თავი ხუჭუჭა ქერას. ანდროს მკლავები ქალისთვის ჰქონდა მოხვეული , საბანი საგულდაგულოდ დაეფარებინა , თავი მისკენ ჰქონდა შებრუნებული და მშვიდად ეძინა.
გაეღიმა , მთელი სხეული გაუცხელდა რაღაც საოცარმა ტალღამ დაუარა. თითქოს იმ წამს გაქრა ყველაფერი . რამდენიმე წამში შებრუნდა და ისევ იგივე გზით გაიპარა უკან. ამჯერად მშვიდად ატარებდა, როგორც კი შეძლო მაშინვე დაურეკა თაისას . წამსვე რომ უპასუხა ქალმა მერე გაიაზრა როგორ ანერვიულა და საკუთარ თავს გაუბრაზდა
_თარაშ... სად ხარ , ხომ კარგად ხარ
_რატომ არ დაიძინე თაისა?
_მალე მოხვალ ?
_დაიძინე და რომ მოვალ მეც შენს გვერდით დავწვები
_დაგელოდები რა
_ნწ , მერე თვალებდაშავებული იქნები და მომინდება ტუჩებიდაგისიო იმდენი გაკოცო
_დღეს ხომ მოხვალ
_ცოტა დამაგვიანდება , მაგრამ მოვალ . კარგად ვარ ხომ ხვდები , თუ საღამომდე არ მოვედი ნინასთან ერათად ფაისეირნე , ნატას გაუარეთ ანდროს სახლში არიან ...
_მე რომ მომენატრე ?
_მოვალ და ავანაზღაურებ ყოველ წამს
_დამპირდი რომ ფრთხილად ივლი , გზაში რამეს შეჭამ და საღი მოხვალ ჩემამდე
_საკმაოდ ბევრი ინერვიულე ჩემ გამო ... ცოტა ხნით დაგინდობ და მერე ხომ იცი როგორ მიყვარს ჩემზე რომ ღელავ... დაწექი უკვე ?
_არა , ზემოთ ვარ
_მითხარი რომ პლედი გაქვს და არ გაიყინე თორემ გავგიჟდები
_მაქვს , მაგრამ უშენოდ მცივა
_ქვემოთ ჩადი დაწექი , ფოტო გამომიგზავნე და მერე გავთიშავ
_მელაპარაკე მაშინ დაძინებამდე
_მინდა რომ მანდ ვიყო ... შენს გაყინულ სხეულს საოცრებებს გავუკეთებდი
_აღარ დამეძინება ...
_დაწექი ? საბნის დაფარება არ დაგავიწყდეს ... ჩემ ბალიშს ჩაეხუტე ხო ?
_კამერაა ოთახში ?
_გულს გამიჩერებ ისე მიყვარხარ
_ჩემს გულს გაგინაწილებ არ იდარდო მაგაზე
_თვალები დახუჭე ... თითქოს მანდ ვარ . თმაზე გეფერები , შუბლზე გკოცნი და გეხუტები
მშვიდად ელაპარაკებოდა , იცოდა მალე დაეძინებოდა . მართლაც მისი სუნთქვა რომ გაიგონა და დარწმუნდა ეძინა მობილური გამორთო ყურსასმენები მოიშორა და მიმართულება შეიცვალა. ერთი მხარედან მეოეეში გადასვლა უწევდა. ლამის მთელი ქვეყანა მოიარა.
ბოლოს ჩააღწია თამარამდეც. ქალბატონი სოფლის ორღობეში ცხენს მოაჭენებდა და მანქანიდან რომ არ გადასულიყო ზედ გადააფრინდებოდა ალბათ . თარაში რომ დაინახა მანქანაზე მიყრდნობილი მაშინვე გაჩერდა და გულაჩქარებული ჩამოვიდა ცხენიდან
_ენერგია დახარჯე ?
_საკმაოდ ... შენ ?
_მგონი მეც _ცხენს მიუახლოვდა და მოეფერა _ლამაზია, სად იპოვნე
_მეზობლისაა ... მათხოვა
_მეზობლებიც გაიცანი ?
_ასე გამოვიდა ... თარაშ
_ყველაფერი კარგადაა უბრალოდ მინდოდა მენახე... მობილური გადაგიგდია გავიგე და ამოვედი რომ მეთქვა რამე ხომა რ გჭირდებიდა
_ყველაფერი მაქვს ...
_არ შემიპატიჟებ ? თუ არ დავისვენე ცოტა საჭესთან ვეღარ დავჯდები და არ მინდა ცოლი დავაქვრივო
_შემოდი ...
ვახშამი გაუმზადა , ჩაი აადუღა და მის წინ დაჯდა ისე თითქოს სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ.
_ უნდა გეთქვა
_რა უნდა მეთქვა
_რომ ანდრო მოგწონდა
_არ მომწონდა ... თურმე ვხვდებოდი რომ ძმა იყო და უბრალოდ ვერ ვიგებდი რას ნიშნავდა ..შენთვის რომ მეთქვა გაართულებდი ყველაფერს
_კარგად ხარ ?
_ვცდილობ მშვიდად ვიყო ... ანდრო როგორაა . რომ დამირეკა მშვიდი ხმა ჰქონდა , ზედმეტად მშვიდი
_კარგადაა , არ ინერვიულო მასზე . გემრიელი ყველია ... აქ იყიდე ?
_მეზობელმა მაჩუქა ...
_იმ მეზობელმა ცხენი რომ გათხოვა ?
_ხო ... მეზობელ სახლშია . ნატა ხომ კარგადაა
_ ნატაც კარგადაა , ილიკოც და თაიაც
_რამ დაგამშია ასე
_ორი დღეა არ მიჭამია , თან გემრიელია . ბოლოს როდის ვჭამე შენი მომზადებული არც მახსოვს
_ზედმეტად კარგად ხარ
_ანდრო კარგადა, მეც კარგად ვარ. შენც მშვიდად ხარ აქ . რამდენ ხანს უნდა ვიყოთ გახიზნულები .მირიანმა თქვენი დედაცო თუ არ გინდათ დაახვიეთო
_სხვას რას ელოდი ...მირიანია ბოლოს და ბოლოს
_სწავლას რას უპირებ ხომ ვერ მეტყვი
_დავბრუნდები ... გამოცდების დაწყებამდე
_სოფელში არ დარჩე , სიმშვიდემ ჩათრევა იცის ... მომენატრები მალე თამარა
_ეგრეც არ იქნება
_ზედმეტად დეპრესიული ნუ გახდები ... თავს ნუ დაკარგავ თამარა თორემ მერე ძნელია ძველი ხალისის დაბრუნება
_პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები _გაიცინა და ლოყაზე აკოცა. მერე ჩასხუტა _თაისა მარტო დატოვე ?
_ერთ საათში წავალ ... საღამომდე სახლში ვიქნები
_გავისეირნოთ გინდა?
_ვერც კი წარმოიდგენ რამხელა გზა მაქვს გავლილი ...
_დაიღალეთ ბატონო თარაშ?
_მგონი ვბერდები იცი ? _გაიცინა და ცხვირზე აკოცა _ჩემო პატარავ

ნამდვილად ბევრი იარა , მაგრამ ბოლოს მაინც თაისასთან მივიდა. ქალი საწოლში დახვდა. უკვე ტანსაცმლით იყო მიწოლილი და აშკარად ახალი ჩაძინებული იყო. გაეღიმა მისი დანახვისას, სითბოთი აივსო თავზე აკოცა და მის გვერდით დაწვა. წამსვე გაეღვიძა ქალბატონს და მთელი ძალით მოეხვია ქმარს. სხეულზე სუროსავით შემოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა.
_თარაააშ... როგორც იქნა მოხვედი . როგორც იქნა დაბრუნდი მეგონა აღარ მოხვიდოდი მანერვიულე სად დადიოდი უჩემოდ
_წავედი რომ დამშვიდებული დაგბრუნებოდი ჩემო გემრიელო_თავზე ხელი გადაუსვა და ტუჩები დაუკოცნა
_მეგონა რომ გამიბრაზდი და იმიტომ არ მოხვედი , მე მართლა ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა...მაპატიე რა , შსნთვის უნდა მეთქვა ასე არ უნდა გაგეგო . სხვაგვარად უნდა მეთქვა
_ჩშშ მაგ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ ... პატიებას ნუ მთხოვ . ვერ იპოვნიდი გზას რომლითაც ამ ამბავს ტკივილოს გარეშე მივიღებდი _ლოყაზე აკოცა მერე ტუჩის კუთხეში და ბოლოს ტუჩებსაც მიაღწია _ ყველაფერი ისე იქნებქ როგორც ვგეგმავდით...თითქოს ქორწილი გუშინ გვქონდა . გავაგრძელოთ იქედან სადაც გავჩერდით
_მე არ მინდა იმ დროის დავიწყება ... ბევრი ისეთი ამბავი გავიგე რაც არ ვიცოდი _ყელში აკოცა და იქვე გაჩერდა _ როგორ სწრაფად გიცემს გული _მკერდზე ხელისგული მიაბჯინა და ქვედა ყბაზე აკოცა _ მეც ამიჩქარდა..._ჩუმად ლაპარაკობდა თითქოს მშვიდად იყო , მაგრამ გულისცემა თანდათან იმატებდა.
თარაშმა ხელზე აკოცა ცხვირისწვერით ეხებოდა მის ცხვირს ისე დადო თავი . თითებს არ უშვებდა შიგადაშიგ ისევ კოცნიდა
საყვარელი ადამიანის თვალებში რომ იძირები , ირგვლივ მისი სურნელი რომ ტრიალებს და მთლიანად მისით ხარ მოცული დროც ჩერდება ...


მომენატრა თქვენთან კონტაქტი
კი ვკითხულობდი სეტყობინებებს ბაგრამ ვერ გპასუხობდით და იმედია ახლაც გამიზიარებთ ტქვენს აზრს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
მიყვარხართ მახარებთ და მალე კიდევ ახალ ისტორიას დავიწყებ
იმედია ამ ისტორიის დასასრულით იმედგაცრუებულები არ დარჩებით რადგან ზედმეტად უცნაურად დაიწყო და მსგავსი უცნაური განვითარევა არ აქვს ცოტა მეშინია და მგონია რო მეორედ წაკითხვა აღარ მოგინდებათ



№1  offline წევრი Sifrifana

შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ და ისეთ მაგარ ისტორიებს წერ,მეორედ კი არა მეათედ წაიკითხავს ადამიანი ????????????

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

Sifrifana
შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ და ისეთ მაგარ ისტორიებს წერ,მეორედ კი არა მეათედ წაიკითხავს ადამიანი ????????????

ძალიან მიხარიაასეთუ ფიქრობთ

 


№3 სტუმარი Mrs.Grey

super istoriaa

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

Mrs.Grey
super istoriaa

მისის გრეიი გმადლობთ

 


№5 სტუმარი ლი

აუ რაკაია რა

 


№6  offline წევრი Anansio

ვგიჟდებიი მე შენზეეე❤️❤️❤️❤️საოცარი პერსონაჟები გყავს❤️❤️❤️❤️უზომოდ მიყვარს ყველა❤️❤️❤️❤️ ჩემი ანდროო❤️❤️❤️აუუ როდის მიხვდება ანდრო რომ მართა უყვაარსს და მის გარდა რომ არავინ არუნდა????????❤️❤️❤️უმაგრესი გოგო ხარ შენ!!!!❤️❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ლი
აუ რაკაია რა

მადლობაა

Anansio
ვგიჟდებიი მე შენზეეე❤️❤️❤️❤️საოცარი პერსონაჟები გყავს❤️❤️❤️❤️უზომოდ მიყვარს ყველა❤️❤️❤️❤️ ჩემი ანდროო❤️❤️❤️აუუ როდის მიხვდება ანდრო რომ მართა უყვაარსს და მის გარდა რომ არავინ არუნდა????????❤️❤️❤️უმაგრესი გოგო ხარ შენ!!!!❤️❤️❤️❤️

მგონი მიხვდა უკვე მაგას უბრალოდ არაფერს ამბობს ვაცადოთ ცოტა რა ვიცით რა ხდება :დ

 


№8  offline წევრი Anansio

sameone crazy girl
ლი
აუ რაკაია რა

მადლობაა

Anansio
ვგიჟდებიი მე შენზეეე❤️❤️❤️❤️საოცარი პერსონაჟები გყავს❤️❤️❤️❤️უზომოდ მიყვარს ყველა❤️❤️❤️❤️ ჩემი ანდროო❤️❤️❤️აუუ როდის მიხვდება ანდრო რომ მართა უყვაარსს და მის გარდა რომ არავინ არუნდა????????❤️❤️❤️უმაგრესი გოგო ხარ შენ!!!!❤️❤️❤️❤️

მგონი მიხვდა უკვე მაგას უბრალოდ არაფერს ამბობს ვაცადოთ ცოტა რა ვიცით რა ხდება :დ

მოუთმენლად ველოდებიიი❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი სოფო

რა გოგო ხარ მარიამ მიყვარხარ <3 შენ და შენი ისტორიები და აუცილებლად კიდევ უნდა წავიკითხო <3 <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

გემრიელი თავი იყო, მაგრამ მაინც არ მეყო smiley სიანტერესოა ბატონ მირიანს რა ბედი ელის და ვინ არის თამარას იდუმალი მეზობელი smiley გელი ახალი თავით kissing_heart

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფო
რა გოგო ხარ მარიამ მიყვარხარ <3 შენ და შენი ისტორიები და აუცილებლად კიდევ უნდა წავიკითხო <3 <3

ვაიმეე მე თქვენ მიყვარხართ <3

სტუმარი ანა-მარია
გემრიელი თავი იყო, მაგრამ მაინც არ მეყო smiley სიანტერესოა ბატონ მირიანს რა ბედი ელის და ვინ არის თამარას იდუმალი მეზობელი smiley გელი ახალი თავით kissing_heart

ხვალ დავდებ ახალს და მალევე გაირკვევა ყველაფერი. თამართან დაკავშირებით არაფერი იქნება ისეთი თქვენ რო გგონიათ:დ

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

sameone crazy girl
სტუმარი სოფო
რა გოგო ხარ მარიამ მიყვარხარ <3 შენ და შენი ისტორიები და აუცილებლად კიდევ უნდა წავიკითხო <3 <3

ვაიმეე მე თქვენ მიყვარხართ <3

სტუმარი ანა-მარია
გემრიელი თავი იყო, მაგრამ მაინც არ მეყო smiley სიანტერესოა ბატონ მირიანს რა ბედი ელის და ვინ არის თამარას იდუმალი მეზობელი smiley გელი ახალი თავით kissing_heart

ხვალ დავდებ ახალს და მალევე გაირკვევა ყველაფერი. თამართან დაკავშირებით არაფერი იქნება ისეთი თქვენ რო გგონიათ:დ

ანუ თამარას კენტად ტოვებ?

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანა-მარია
sameone crazy girl
სტუმარი სოფო
რა გოგო ხარ მარიამ მიყვარხარ <3 შენ და შენი ისტორიები და აუცილებლად კიდევ უნდა წავიკითხო <3 <3

ვაიმეე მე თქვენ მიყვარხართ <3

სტუმარი ანა-მარია
გემრიელი თავი იყო, მაგრამ მაინც არ მეყო smiley სიანტერესოა ბატონ მირიანს რა ბედი ელის და ვინ არის თამარას იდუმალი მეზობელი smiley გელი ახალი თავით kissing_heart

ხვალ დავდებ ახალს და მალევე გაირკვევა ყველაფერი. თამართან დაკავშირებით არაფერი იქნება ისეთი თქვენ რო გგონიათ:დ

ანუ თამარას კენტად ტოვებ?

ხოო არაუშავს პატარაა ჯერ

 


№14 სტუმარი Maco maco

ვიცი რომ მაინც "შემომინდება" ისე როგორც სხვა დანარჩენი და კიდევ წავიკითხავ მეორედ, მესამედ...( და ასევე ვიფიქრებ რომ ზურა და მაშო არ მეყოთქო ეგეც გემახსოვრება, ბევრს არ გვეყოო რაღაც მაგია დატოვა.., უფრო სწორედ შენ ტოვებ მაგიას :)

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Maco maco
ვიცი რომ მაინც "შემომინდება" ისე როგორც სხვა დანარჩენი და კიდევ წავიკითხავ მეორედ, მესამედ...( და ასევე ვიფიქრებ რომ ზურა და მაშო არ მეყოთქო ეგეც გემახსოვრება, ბევრს არ გვეყოო რაღაც მაგია დატოვა.., უფრო სწორედ შენ ტოვებ მაგიას :)

მაგიას ტოვებო პირვად გავიგე და მომეწონა :დ მიხარიაძალიან თუ მოგინდებათ წაკითხვა .არ მიტვარს დანაკლისის გრძნობას რო ვტოვებ მაგრამ ვერ ვიცავ შუალედს ან ბევრს ვწერ ან ცოტას ვეღარ გავიგე რა გავაკეთო ხოლმე

 


№16  offline მოდერი abezara98

ღმერთო ჩემო, მე შენი ყველა ისტორია მიყვარს და თითოეული მინიმუმ 5-ჯერ მაინც მაქვს გადაკითხულ-დაზეპირებული, მაგრამ მაინც ვუბრუნდები ხოლმე და თითქოს ისევ იმ ემოციით ვკითხულობ, როგორიც პირველი წაკითხვისას მქონდა და ამ ისტორიას არ წავიკითხავ ხელახლა? smile heart_eyes ისეთი საოცრება ხარ, რომ უბრალოდ არ შემიძლია შენს და შენი ისტორიების გარეშე! kissing_heart heart_eyes სასწაული ხარ ნამდვილი! heart_eyes

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ღმერთო ჩემო, მე შენი ყველა ისტორია მიყვარს და თითოეული მინიმუმ 5-ჯერ მაინც მაქვს გადაკითხულ-დაზეპირებული, მაგრამ მაინც ვუბრუნდები ხოლმე და თითქოს ისევ იმ ემოციით ვკითხულობ, როგორიც პირველი წაკითხვისას მქონდა და ამ ისტორიას არ წავიკითხავ ხელახლა? smile heart_eyes ისეთი საოცრება ხარ, რომ უბრალოდ არ შემიძლია შენს და შენი ისტორიების გარეშე! kissing_heart heart_eyes სასწაული ხარ ნამდვილი! heart_eyes

აუ რროგორ გამახარე ძილისნწინ შენ არ იცი
მადლობა ძალიან ძალ8ან დიდი

 


№18 სტუმარი Maco maco

sameone crazy girl
Maco maco
ვიცი რომ მაინც "შემომინდება" ისე როგორც სხვა დანარჩენი და კიდევ წავიკითხავ მეორედ, მესამედ...( და ასევე ვიფიქრებ რომ ზურა და მაშო არ მეყოთქო ეგეც გემახსოვრება, ბევრს არ გვეყოო რაღაც მაგია დატოვა.., უფრო სწორედ შენ ტოვებ მაგიას :)

მაგიას ტოვებო პირვად გავიგე და მომეწონა :დ მიხარიაძალიან თუ მოგინდებათ წაკითხვა .არ მიტვარს დანაკლისის გრძნობას რო ვტოვებ მაგრამ ვერ ვიცავ შუალედს ან ბევრს ვწერ ან ცოტას ვეღარ გავიგე რა გავაკეთო ხოლმე

ხო ტოვებ რომ არ მოგინდება თავი დაანებოს შენ ისტორიებს ვინც ერთხელ მაინც წაიკითხავს, აღარ დავკონკრეტდები რომელი მაგრამ მაქვს რამდენიმე გამორჩეული შენი ისტორია რომელსაც ვერ ვტოვებ და მერამდენედ მინდება გადაკითხვა, ასე იყოს ზ&მ შემთხვევაშიც.... ხოდა ხარ ესე ჯადოქარი რომელიც ტოვებს მაგიას თავისი მაგიური ისტორიებით:) ( არადა არაფერს ვწერ ხოლმე როგორც კომენტარს, ხოდა ეხლა მომაწვა:))

 


№19 სტუმარი ნია

მეორეჯერ ?! შენი ისტორიები ,ყველა მინიმუმ სამჯერ მაინც მაქვს წაკითხული. უბრალოდ საოცრება ხარ,არ ვიცი ამას ,რომ დაამთავრებ შემდეგ რა ვქნა. იმედია მალე დაიწყებ ახალ ისტორიაზე ფიქრს და ისევ გაგვიხარებ გულს. იქამდე კი ამ საოცარი ისტორიით დავკმაკოფილდები heart_eyes ისევ გნვმეორდები და გეტყვი ,რომ საოცრება ხარ heart_eyes heart_eyes

 


№20 სტუმარი მეუცნაურე

ანდრო და მართა რა მაგრები არიან!
ყველაზე მეტად ის მიყვარს,ასე შეხმატკბილებული წყვილები რომ გყავს.
უსიტყვოდ რომ ესმით ერთმანეთის და აბსოლუტურად ყველა გრძნობა მოდის შენამდე, თითქოს რომელიმე მათგანი თავად იყო.
მადლობა მარიამ!
პ.ს. იმედია გულის შეტევა არ აქვს მირიანს.სიკვდილისთვის მაინც მენანება.

 


№21 სტუმარი ნათია41

დაბნეული ვარ ,თან მძულს მირიანი და თან ვამართლებ ხნელია წარსულის გამო განსაჯო ადამიანი . რაც გააკეთეს შოკის მომგვრელია და ალბათ ბავშვებსაც ამიტომ ქონდათ ეს რეაქცია. ამიტომ ვერც ერთ მხარეს ვერ განვსჯი. ბოლო ს ნათქვამმა დამაფიქრა. რას აპირებ ვეღარ ვისვენებ. რატომ არ უნდა მომინდეს მეორედ წაკითხვა?! ისეთი რა ჩაიფიქრე ? არადა ვზივარ ეა ბოლო პერიოდი და შენს ისტორიებზს ვკითხულობ და ყველა სხვადასხვა ემოციას მიტოვებს. საოცარი შეგრძნება მრჩება ყველა სხვადასცვაა და ყველა თბილი და დკბილი❤

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

ნია
მეორეჯერ ?! შენი ისტორიები ,ყველა მინიმუმ სამჯერ მაინც მაქვს წაკითხული. უბრალოდ საოცრება ხარ,არ ვიცი ამას ,რომ დაამთავრებ შემდეგ რა ვქნა. იმედია მალე დაიწყებ ახალ ისტორიაზე ფიქრს და ისევ გაგვიხარებ გულს. იქამდე კი ამ საოცარი ისტორიით დავკმაკოფილდები heart_eyes ისევ გნვმეორდები და გეტყვი ,რომ საოცრება ხარ heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდ მადლობა
მეც ვერ გავძლებ დიდხანს და ახალს დავიწყებ მალევე . რა იქნწბა და როგორი იქნება არ ვიცი მაფრამ აუცილებლად დავიწყებ

მეუცნაურე
ანდრო და მართა რა მაგრები არიან!
ყველაზე მეტად ის მიყვარს,ასე შეხმატკბილებული წყვილები რომ გყავს.
უსიტყვოდ რომ ესმით ერთმანეთის და აბსოლუტურად ყველა გრძნობა მოდის შენამდე, თითქოს რომელიმე მათგანი თავად იყო.
მადლობა მარიამ!
პ.ს. იმედია გულის შეტევა არ აქვს მირიანს.სიკვდილისთვის მაინც მენანება.

არ მოკლავს მირიანს ნერციულობა არ იდარდო
ანდრო და მართ მაგრები არიან ან ანდროა საოცრება თორე მართა გაჭედავს ძალიან

ნათია41
დაბნეული ვარ ,თან მძულს მირიანი და თან ვამართლებ ხნელია წარსულის გამო განსაჯო ადამიანი . რაც გააკეთეს შოკის მომგვრელია და ალბათ ბავშვებსაც ამიტომ ქონდათ ეს რეაქცია. ამიტომ ვერც ერთ მხარეს ვერ განვსჯი. ბოლო ს ნათქვამმა დამაფიქრა. რას აპირებ ვეღარ ვისვენებ. რატომ არ უნდა მომინდეს მეორედ წაკითხვა?! ისეთი რა ჩაიფიქრე ? არადა ვზივარ ეა ბოლო პერიოდი და შენს ისტორიებზს ვკითხულობ და ყველა სხვადასხვა ემოციას მიტოვებს. საოცარი შეგრძნება მრჩება ყველა სხვადასცვაა და ყველა თბილი და დკბილი❤

ზოგადად მეც ეგრე ვარ და წერის დროს ვერაფერ ისეთს ვერ ვმართებ მინდა რაღაცნაირად დავაბალანსო. არ შეგეშინდეთ ისეთს არაფერს გავაკეთებ უბრალოდ ბოლო თაცამდე მივიდეთ და ვნახოთ იქნება თი არა თქვენი გამორჩეული ისტორიების სიაში
მიხარია ძველები რომ გახსოვთ და კითხვა გინდებათ ბედნიერებაა ჩემთვის ამის გაგება

 


№23  offline წევრი samudamod tqventan

მირიანი საქონელი კაცია ნამდვილი ძროხა რომ მომკლა შვილს ასე არ ვეტყვი ნეტა ერთი მალე ჩაძაღლდეს ძროხა,ამაზე მეტ შტერ არაადამიანს თუ ნახავთ დამირეკეთ მაინც რო ვიცოდე ერთადერთი რომ არ არის.ისე კარგად წერ ისტორიას რომ მინდა შიგნით ვიყო ისე მომწონს რომ ყოველდღე ველოდები როდის დადებ ხოლმე და შენც არ აგვიანებ.
თარაშზე ანდროზე და ილიკოზე ვგიჟდები ისე მომწონს

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

samudamod tqventan
მირიანი საქონელი კაცია ნამდვილი ძროხა რომ მომკლა შვილს ასე არ ვეტყვი ნეტა ერთი მალე ჩაძაღლდეს ძროხა,ამაზე მეტ შტერ არაადამიანს თუ ნახავთ დამირეკეთ მაინც რო ვიცოდე ერთადერთი რომ არ არის.ისე კარგად წერ ისტორიას რომ მინდა შიგნით ვიყო ისე მომწონს რომ ყოველდღე ველოდები როდის დადებ ხოლმე და შენც არ აგვიანებ.
თარაშზე ანდროზე და ილიკოზე ვგიჟდები ისე მომწონს

უუჰ ძალიან გაუბრაზებიხარ მირიანს ნაწილობრივ გეთანხმები უბრალოდ ადამიანებმა ხშირად არ იციან როგორ უნდა მოიქცნენ.
საოცარია ასეთი ბიჭები რო ჰყავს ხო ? :დ
ძალიან მიხარია რო ასე ემოცირად მოდის შენამდე

 


№25 სტუმარი მარიკა))

აუ,აუ,აუუ,რა კარგიი საკითხავია,რომ იცოდეე! დადებ ხო დღეს?

 


№26  offline წევრი Gotham

ყველაზე მეტად მინდა ანდროს საკუთარი თავი არ დააკარგინო დატოვე ისეთი როგორიც არის არ სჭირდება ამ პერსონაჟს სიყვარულისგან გაგიჟება ელეთმელეთები ქორწილი და ბოლოს დედა ბავშვი მეყოლება ნუ ჩემი აზრი ასეთია გყვერობ მე შენ

 


№27 სტუმარი სტუმარი elena gavasheli

...იყო და არა იყორა.... ერთ პატარა ქვეყანაში ცხოვრობდა გოგონა.... რომლის ისტორიებზე ...ამავე ქვეყანაში მცხოვრები მეორე გოგონა გიჟდებოდა ...და მერე დასამშვიდებლად ბებიამისს წამლებს პარავდა... ფსიქოლოგებთან დადიოდა .........ვაიმე მარიამ.... ეს რა მიყავი ....იმდენი ცრემლი ვღვარე .... დავტბორე ბათუმი მგონი....ემოციებისაგან დავიცალე ..და თანაც ისე რომ ემოციების ნაცვლად..... კალორიებისაგან რომ დავცლილიყავი....ალბათ ორი კილო დავრჩებოდი....მერე ორ კილოს ქარი წამიღებდა .... და სად აღმოვჩნდებოდი კაცმა არ იცის.....უმაგრესი იყო უმაგრესი..... ვაიმე დედა სად წავიდე სად ხმელეთზე ჩავვარდე ეს სამოთხე ქალი......ჩემი შინაგანი ქალღმერთი ემოციებისაგან დაცლილი რედბულს სვამს ....აფრთიანებსო და რაავიცი....

.......ოოოოო ....ანდრო... ბიჭი აღმაფრენა..... მოსიარულე ატომური ბომბია....... მართა კი მისი გამნაღმველი..... ვაიმე ეს ბიჭი მომწონს და რავქნა მარიამ....მიშველე რამე .....მოკლედ ანდრეა თუ მირიანს არ მოკლავდა რასვიფიქრებდი მე .... . არადა მასზე გაბრაზებული ვარ ... გოგოს როგორ ესაუბრება რა არის....თუ უყვარს უთხრას .....დააყენოს საშველი თორემ გავპუტავ მაგას და ივლის მერე .... მოსახარშად გამზადებული ქათამივით....ერთი მართა ავიწყებს ყველაფერს ანდროს და მერე ალბათ სკლეროზი.:):):):):)... ვაიმე რა ძალადობაა .....:):)....როცა მშია მე მე არ ვარ და ეგაა მეტი არაფერი :0:)....

.....მართა ვაიმე ჩემი რომანტიკაა გოგო..... ისე ეს პერსონაჟები ისე მივისაკუთრე ....რომ რავიცი ......:)...ჩემი დეტექტივი გოგო.... წაამალივითააა ანდროსთვის .....არვიცი ამგოგოზე რავთქვა.... ფერიაა ნამდვილი ......

......ილიკო ნახე ....მშვიდი პერსონაჟიიაოდა.....კი დაავლო ცოლს ხელი და წავიდა სახლიდან..... მოკლედ გაგიჟდა კაცი.....

....ოოო თააია.... რომანტიკულობის პიკზეა .....თაიასნაირი რძალი მეც მინდა..... ნეტა რეალობაში არსებობდეს ეგ გოგო.....

... თარაში ....თუ ბი ცონთინიუ...მარა როდის არვიცი ....ამკაცის დასახასიატებლად ოდესმე სიტყვებს თუ ვიპოვი არვიცი....

....მოკლედ ახალ თავს ველოდები ....იმედი მალე იქნება ... და ახალი თავის მოლოდინში თმაში ჭაღარა არ შემეპარება ..... გრიპი არა მარა.... მეზობლები გადავიკიდე ..... იმდენს ჭორაობენ ჩემზე მემგონი ენა გაუცვდათ...... და გადანერგვა დასჭირდებათ... შენი ისტორიების გადამკიდე .... სულ ინტერნეტში რომ ვარ ...მაგაზე ჭორაობენ... ::)0000....

...ჩემს ძაღლს ჭორიკანობა არუსწავლია....ანუ ლიანამ ისწავლა ყეფა და გადავრჩი.....კარგი ახლა უნდა გავიქცე .... თორემ საჭმელს ვამზადებ და არ დამეწვას სიმწრით მომზადებული კართოფილი ......მაგრამ ისეთი სურნელი იფრქვევა სამზარეულოდან ..... იქ შესვლა მარტო გაზის გასათიშად ღირს.... ბინა რომ არ გადავწვა ....:000))))..ველოდები ახალ თავს ....

 


№28 სტუმარი uhuu

au rogor mikvaars shemi motxrobebiiii
minda ro martaas rame iseti sheemtxves ra da andro gagijdes da gamoachinos ramdenad ukvaars nu isedac etkoba mara mainc

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

ვიცი ვერ გიპასუხებდით ცალ ცალკე ამიტო ერთად გეტყვით რო მიყვარხართ რო ანდრო არ შეიცვლება ბოლომდე ისეთი იქნება როგორიცაა და ნუ მართასთან ცოტა სხვანაირად წავა ამბები მაგრამ ისეთი არაფერი ზალიან რო გაბანალურდეს. უბრალოდ უყვარს ეს გოგო და მისგან სვილიც უნდა შესაბამისად და ოჯახიც უნდა საკუთარი ყველასგან შორს არც მირიანი უნდა არც ხათუნა და არავინ . მოკლედ დღეს დავდებ და იმედია ნინას ამბავიც მოგეწონებათ და მომახსენებთ თქვენს აზრს

 


№30 სტუმარი snouii

აუ ძაან მაგარი იყო...
მიშო სადაააა რომ არ გამოჩენილა? :დ
მომენატრაა მიშოოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent