შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 22


29-10-2018, 21:55
ავტორი katiusha
ნანახია 2 963

დუდამ მანქანა ქისტაურის ბინის სადარბაზოსთან გააჩერა.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო.ნინიასაც კი უცნაური რეაქცია ჰქონდა სუტუაციიდან გამომდინარე.არადა სხვა გოგო მის ადგილზე აუცილებლად იტირებდა და იღრიალებდა ბოლო ხმაზე ეს რა დამემართაო.მაგრამ ძლიერი იყო არაბული.გენში ჰქონდა ეს და ვერავინ წაართმევდა...
-მე თორნიკესთან წავალ,-დაარღვია სიჩუმე დუდამ
-ჩვენც სახლში ავალთ.თუ რამეს გაიგებ აუცილებლად გაგვაგებინე ჩვენც,-უპასუხა ლევანმა,ნინიას ხელი მოჰკდა და მანქანიდან გადავიდნენ.
ქისტაურის ბინის კარის წინ რომ აღმოჩნდა,უკვე ზუსტად იცოდა რომ ამ კარის შეღების მერე ახალი ცხოვრება იწყებოდა.ცხოვრება ლევანთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ და ამიერიდან უკვე ერთი მთლიანობა ხდებოდნენ.მისი თითებში ახლართა საკუთარი პაწაწუნა თითები და იმედის თვალით შეხედა ბიჭს.გაიღიმა და პასუხად იგივე მიიღო.ერთად შეაღეს კარი ახალი ერთობლივი ცხოვრებისკენ...
ლევანმა კარი მიხურა და უკან მიჰყვა გოგოს,რომელიც პირდაპირ სამზარეულოსკენ წავიდა. მაცივარი გამოაღო და საჭმელების გამოლაგება დაიწყო.
-რას აკეთებ?
-მშია..
-ასეთ დროს ჭამაზე როგორ ფიქრობ?
-ჭამა აუცილებელია იმისთვის რომ იარსებო.-მშვიდად უპასუხა გოგომ
ლევანი მასთან მივიდა,ხელები გაანთავისუფლებინა,დაუჭირა და თავისკენ მიატრიალა.
-ნუ ცდილობ რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო.ვიცი ახლა გული გეფლითება,ისე გტკივა და ისეთ რამეს განიცდი.ისე ცუდად ხარ.ჩემთან არ გინდა თავის მოჩვენება,რომ კარგად ხარ და ამ ყველაფერზე არ ნერვიულობ.
-განვიცდი,ხოო ძალიან განვიცდი,მაგრამ ვერაფერს შევცვლი.მეც ვთქვი ჩემი სათქმელი და მათაც.ახლა ორივენი ობლები ვართ და ერთმანეთი გვყავს,ერთად დავიწყებთ ყველაფერს,გადავშლით ჩვენი ცხოვრების წიგნში ამ ფურცელს და ახალი,სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ცხოვრებას.ერთად დავწერთ ჩვენს მომავალს..
-მაგრამ მე ეს ასე არ მინდოდა.მე მინდოდა რომ შენს მშობლებს მივეღე და შენი სახლიდან გამომეყვანე თეთრი კაბით,მათი თანხმობით.
-თეთრი კაბა ისედაც მეცმევა და ბედნიერი იმითაც ვიქნები,თუ ამ სახლიდან გავალ.
-ნინია..ეჰ ნინია...რა გადარეული ხარ,-ჩაეღიმა ბიჭს,-ყველა სიტუაციიდან პოულობ გამოსავალს და ყველაფერზე გაქვს პასუხი.მაგრამ ერთი რამე გავიწყდება.რა იქნება ხვალ?ზეგ?მერე... როცა შენი მშობლები,ძმა მოგენატრება და მათთან მისვლა მოგინდება?როცა მათ ნახვას ვერ შეძლებ?ვერ ჩაეხუტები?ვერ გაიზიარებ სიხარულს მათთან ერთად?
ნინიას ნელ-ნელა შეცვალა სახე და აღრიალდა.ლევანს მკერდზე დაადო თავი და ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა.ბიჭმა მისაღებში გაიყვანა,დივანზე ჩამოაჯინა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და საშუალება მისცა ეტირა.ბოლომდე დაცლილიყო ემოციებისგან.თმაზე ეფერებოდა.მის მდგომარეობას ბოლომდე ითავისებდა და ხვდებოდა მის განცდებს.მერე უცებ შეირხა,ცრემლები მოიწმინდა და ფეხზე წამოდგა.
-ჩვენს ერთობლივ ცხოვრებას ცრემლებით არ უნდა ვიწყებდეთ და არც უნდა ვაგრძელებდეთ...პირიქით,ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს.აქ დამელოდე და იცოდე სანამ არ დაგიძახებ,სამზარეულოში გამოსვლა არ გაბედო.
-გადამრევ შენ მე,როგორ შეგიძლია ერთ წუთში ტიროდე და მეორე წუთში იცინოდე?-ჩაეღიმა ქისტაურს.
-მე ხომ ნინია არაბული ვარ....
სიგიჟემდე აინტერესებდა რას აკეთებდა ნინია იქ,რადგან ხმაურის მეტი არაფერი გამოდიოდა,
-ნინია მანდ ყველაფერი რიგზეა?დარჩა რამე მთელი?
-კი,კი,-გამოსძახა გოგომ.-ლევან სანთელბი გვაქვს სახლში?
-„გვაქვს სახლში“?-ეს კითხვა ისე სასიამოვნოდ მოხვდა ყურს.ამ ოჯახს უკვე დიასახლისი ჰყავდა.. წამოდგა და უჯრიდან ორი სანთელი ამოიღო.კარადიდან შანდალი გამოიღო და სამზარეულოში გავიდა. გაოცებული დარჩა იქ ნანახით.
გოგომ სანთლები გამოართვა,სუფრის შუაგულში დადგა და აანთო.
-ეს რა არის?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ეს ჩვენი ცხოვრების პირველი დღეა,ამიერიდან ერთად ვიწყებთ ცხოვრებას და უნდა ავღნიშნოთ.მართალია დიდი არაფერია,მაცივარში მხოლოდ ეს იყო,მაგრამ გპირდები ლევან ქისტურო,რომ ვისწავლი სადილების მომზადებას,ვიქნები საუკეთესო დიასახლისი,საუკეთესო ცოლი და ვერასოდეს მომიშორებ თავიდან.
-ერთი რამე დაგავიწყდა.მე მინდა რომ მაგ ყველაფერთან ერთად იყო ჩემი შვილების დედა.-გაეღიმა ლევანს და მის ტუჩებს წაეტანა,მაგრამ ნინიამ შეაჩერა.
-სადღეგრძელო ჯერ.
-მოძალადე ხარ ნინია არაბულო,ჯერ გულში შემომისახლდი,გონებაში,ახლა კი სახლშიც.
-წინააღმდეგი არც შენ ყოფილხარ,-თვალი ჩაუკრა გოგომ
ლევანმა ჭიქები შეავსო და ნინიას შეხედა.
-ჩვენ გაგვიმარჯოს.
-გაგვიმარჯოს,-გოგომ თავის ჭიქა შეაგება.
სასმელი რომ მოსვა,მაშინ შენიშნა ლევანმა მათი მშობლების ფოტო სუფრაზე და გოგოს გაოცებულმა შეხედა
-მინდოდა ისინიც ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და ეს ბედნიერება გაეზიარებინათ. ახლა როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ალბათ სიხარულისგან გაგიჟდებოდნენ?
-ჩემო ნინია,-უზომოდ ბედნიერმა შეხედა ლევანმა გოგოს და ძლიერად მოეხვია.
მერე იყო პირველი რომანტიკული ვახშამი,პირველი ცეკვა და პირველი ერთად გატარებული ღამე ერთად ცხოვრების დაწყებიდან.ოღონდ იმ განსხვავებით რომ ლევანმა თავის საძინებელი დაუთმო და თვითონ მშობლების საძინებელში დაიძინა.ამითაც განსხვავებული იყო მათი ცხოვრების დასაწყისი,რომელსაც მუდმივად თან სდევდა პატივისცემა და სიყვარული...
***********

მაისურაძე და დუდა რომ ესტუმრნენ,თითქოს შვება იგრძნო.იმედი ჰქონდა,რომ ახალ ამბებს შეატყობინებდნენ,მაგრამ იმედები გაუცრუვდა.ყველაფერი უკუღმა წავიდა და შეიცვალა.
-რამდენიმე მოწმე ამბობს რომ შემთხვევის ადგილზე,ბიჭი დაინახეს,რომელიც სისხლიანი იყო და გარბოდა უკანა კარიდან.აღწერილობით შენ ხარ..
-ვიცი ნათლია,გასვლისას შემეჩეხნენ,არც ვმალავ,ის არაკაცი მე მივიყვანე ამ ზომამდე.მზად ვარ პასუხი ვაგო ამაზე.
-შენ ნორმალური ხარ?ვინ დაგიჯერებს,რომ სოფოსთვის ხელი არ დაგიკარებია?-ყვიროდა მაისურაძე,-ცოცხლად დაგმარხავენ მისი ოჯახის წევრები ეს რომ გაიგონ.
-თამარ ბექაურმა იცის სიმართლე.
-ეს არაა საკმარისი,სასამართლომდე არ მიგიშვებენ,გესმის?დემეტრე ბექაური გამწარებული ეძებს ამის ჩამდენს.არ დაგინდობს და არ დაფიქრდება ისე დაგაჭედებს ტყვიას.
-რა გავაკეთო?რა ვქნა?-სასოწარკვეთილი იყო თორნიკე.
-უნდა დაიმალო,არ უნდა გამოჩნდე.ცოტა ხანს შევძლებ და მივჩქმალავ შენს სახელს,მერე ალბათ მაინც გაიგებენ ისინი და მანამდე იმედია გუგა გონზე მოვა,
ის მაინც ვიცოდე,ის სამხილები სად დამალა სოფომ?ვიცი რომ პირდაპირ დაამტკიცებს შენს უდანაშაულობას და ყველაფერს ნათელს მიჰფენს
-არ ვარ უდანასაულო ნათლია,მეც დამნაშავე ვარ,მაგრამ სოფოსთვის არაფერი დამიშავებია,როგორ შევძლებდი ამას?ეს გოგო ხომ სიგიჟემდე მიყვარს?
-გონს მოდი თორნიკე,რა გჭირს?ახლა სიყვარულის დროა?-უყვირა კაცმა.-გოგო სიკვდილის პირასაა.თუ გადარჩა,ვერც ილაპარაკებს და ვერც იმოძრავებს..
-მერე ამაში ვინაა დამნაშავე?რატომ არ დაიცავი ის?ან როგორ დაუშვი რომ სოფო ყოფილიყო ის აგენტი?
-თვითონ დაიჟინა,ვეუბნებოდი ამ საქმეს მე მივხედავთქო და არ დამიჯერა.ისეთი ჯიუტია.ისეთი შემართული იყო.მაინცდამაინც იმ საღამოს გავედით ოპერაციაზე, ტელეფონი გამოვრთე რომ არავის დაერეკა,რას წარმოვიდგენდი თუ იმ საღამოს აპირებდა რამეს.
-ახლა რა იქნება?-იკითხა მშვიდად მჯდომმა დუდამ
-არ ვიცი,უკვე აღარაფერი აღარ ვიცი.ახლა ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია.-თქვა მაისურაძემ და იმედგაცრუებული ჩამოჯდა სკამზე..
ოთახში აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა..
************

ბარში მომხდარი ამბავი და ინფორმაცია გუგას და სოფოს შესახებ იმავე ღამეს გავრცელდა ტელევიზიაში და მთელ ქვეყანას მოედო.ჩაიშალა ქორწილიც.ახლა ამაზე არავინ აღარ ფიქრობდა ყველას ერთი რამე აინტერესებდა ვინ იყო დამნაშავე და გონს როდის მოვიდოდნენ დაშავებულები...
ეს ამბავი არ გამოჰპარვია მთავარ დამნაშავეს.გუგასგან რომ ვერაფერი გაიგო იმ ღამეს.მის დაცვის წევრებს დაავალა მოძებნა და გამთენიისას დაბრუნდნენ ახალი ამბით.ჯერ მშვიდად მოისმინა კაცმა მონაყოლი,მერე კი მტრისას ისეთი ამბავი ატეხა.ყვიროდა,ღრიალებდა,ამტვრევდა ყველაფერს,რაც ხელში მოხვდებოდა.
-ჯანდაბა,გუგა,ეს რა ჩაიდინე,ეს როგორ გამიკეთე?ამდენი წელი ვგეგმავდი შურისძიებას,და შენი წინდაუხედაობის გამო როგორ ჩამიშალე?თვითონ მოგკლავ,თუ შენით არ ჩაძაღლდი.
-ბატონო ჩვენ რა ვქნათ?-ჰკითხა შიშით დაცვის უფროსმა.
-მის ბინაში წადით და ყველაფერი წამოიღეთ.ის ბომბიც,მე რომ გავატანე ქორწილისთვის.პოლიციამ არ უნდა ნახოს.მერე კი გაარკვიეთ,ეს ვინ ჩაიდინა.
ყველა ბრძანების შესასრულებლად წავიდა.მარტო დარჩა.გამხეცებული იყო.დამშვიდება უჭირდა.იმაზე ფიქრიც კი უარესად აგიჟებდა,რომ ბექაური და მისი გარემოცვა ისევ ცოცხლები და საღ-სალამათები იყვნენ...

***********

დრო ქარივით მიჰქრის.ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით და ვსწავლობთ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.ყოველ დღეს იმედით ვხვდებით რომ ახალი დღე ახალი ცხოვრების დასაწყისია და რაღაცა კარგს გვიქადის.ასე ფიქრობდნენ და ასე სჯეროდათ ბექაურებთან,გიგაურებთან,არაბულებთან,ბურდულებთან...
მაგრამ ტყუილად.ყოველ საღამოს იმედგაცრუებულები ხვდებოდნენ.არც სოფოს მდგომარეობა გაუმჯობესებულა,მხოლოდ მოტეხილობები შეხორცდა,სახის მთლიანობა და სილამაზე აღდგა.სუნთქავდა აპარატის გარეშე,მაგრამ უძრავად და მეტყველების გარეშე.მხოლოდ ესმოდა და თვალებს ახამხამებდა..
არც დათა ბურდული გამოუშვია ვინმეს ციხიდან,რეზოს მცდელობების მიუხედავად,სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ციხეში გადაიყვანა.რთული მისახვედრი არ იყო ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან..განადგურებული იყო თამუნა და ტყუპები.ახლა არც ქორწილი ახსოვდა ნიკუშას და არც არავინ.მხოლოდ მამა იყო მისი მთავარი საზრუნავი.თამუნა ცდილობდა არ შეემჩნია,მაგრამ ძალიან განიცდიდა ქმრის არ ყოფნას.ცალკე შვილების მოწყენილ სახეებს ვერ უძლებდა.ერთ საღამოს წინ დაისვა ტყუპები და ლიკა და მშვიდად მიმართა.
-ნიკო,ლიკა,ასე ვერ გიყურებთ,გულიმტკივა რომ ყველაფერი ისე არ მოხდა,როგორც დავგეგმეთ,ამიტომ მე და დათამ გადავწყვიტეთ რომ ლიკა აქ გადმოვა საცხოვრებლად და თქვენ ერთად იქნებით.ქორწილს მერე გადავიხდით,სხვა დროს,როცა ყველაფერი მოგვარდება.
-კი მაგრამ დედა,ეს როგორ?
-ჩვეულებრივად.ლიკა ბარგი ჩაალაგე და გადმოდი,როცა მოგესურვება. კიდევ,ნიკუშ შენ მამაშენის ადგილს დაიკავებ კომპანიაში.დროა ეს მემკვიდრეობა მიიღო და დასერიოზულდე.რაც შეგეხება შენ ანა.როგორც ვიცი საზღვარგარეთიდან მომწვევა მოგივიდა უნივერსიტეტიდან,ამიტომ შენ წახვალ გერმანიაში და სწავლას იქ გააგრძელებ.
-დედა როგორ წავიდე,როცა აქ ასეთი ამბებია?მამა ციხეში.სოფო ასეთ მდგომარეობაში.
-ცხოვრება გრძელდება,შენი აქ ყოფნით ვერაფერს შეცვლი და ვერ დაემხარები მათ.გადაწყვეტილია..
მეორე დღეს ლიკა ბურდულებთან გადავიდა საცხოვრებლად,რეზომ ნიკუშა წარადგინა კომპანიაში დათას მემკვიდრედდა მისი ადგილი დაიკავა,რამდენიმე დღეში კი ანა ყველას დაემშვიდობა გერმანიში გაფრინდა. წასვლისას სოფო მოინახულა.
-მეგობარო,მივდივარ,გტოვებ,მაპატიე,რომ შენს გვერდით არ ვიქნები,ძალიან განვიცდი,მაგრამ იმიტომ მივდივარ რომ ის ავისრულო რაზეც ვოცნებობდი და შენ სულ მეუბნებოდი რომ ჩემი იყო და ეს პროფესია არ დამეთმო.ალბათ გული გიგრძნობდა,რომ შენ დაგჭირდებოდა და ამიტომ მაძალებდი.გპირდები დავბრუნდები და ფეხზე დაგაყენებ,მაგრამ მთლად მეც ნუ დამელოდები,შენც იბრძოლე,იბრძოლე,რომ ისევ ის სოფო იყო,როგორიც მანამდე... მეგობარს შუბლზე აკოცა და პალატა დატოვა.
დამშვიდობება რთული აღმოჩნდა.უკანასკნელი რაც დაინახა,ბერდიას სევდიანი თვალები იყო,ცრემლს ძლივს იკავებდა ბიჭი.ის წამი იყო,რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა.გოგო ისე წავიდა,რომ გრძნობებში გამოტყდომა ვერ მოახერხა...


არც არაბულებთან იყო სახარბიელო სიტუაცია.ნინიას წასვლის მერე თითქოს დაცარიდა სახლი,დადუმდა,აღარც მისი მხიარული კისკისი ისმოდა და აღარც მისი მუდმივი წუწუნი თავისუფლებას ნუ მიზღუდავთო.კესო მუდმივად მოწყენილი დადიოდა,ცდილობდა ქმარს ნაკლებად დალაპარაკებოდა,ხშირად იმიზეზებდა სამსახურს და ყაზბეგში რჩებოდა..არც ზეზვა იყო ნაკლებ დღეში.მისთვის ადვილი არ იყო შვილის გულიდან ამოგლეჯა,მაგრამ ვერც იმას პატიობდა რომ მისი ოჯახის მტერი ამჯობინა საკუთარ სისხლსა და ხორცს.ერთადერთი კარგი ამბავი ის იყო,რომ ფეხზე სიარული შეძლო ,მართალია ხელჯოხით,მაგრამ მაინც გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად..
სიტუაცია აერიათ დემეტრეს და გვანცას.დემეტრემ სამსახურზე უარი თქვა,მისი გონება ერთადერთი რამით იყო დაკავებული შურისძიებით.ეძებდა იმ ადამიანს,ვინც ეს ჩაიდინა და ამასობაში ისე დაკარგა საკუთარი თავი და სახე რომ,ვერავინ ცნობდა.მუდმივად გაღიზიანებული დადიოდა,ადვილად ფეთქდებოდა.სახლშიც თითქმის არ იყო.აღარც საყვარელი ქალისთვის იცლიდა..დღედაღამე ქუჩაში იყო და დამნაშავეებთან ჰქონდა კავშირი,იქნებ ასე შევძლო დამნაშავის პოვნაო.რამდენს არ ეცადნენ სოფო და რეზო,უფროსი დემეტრე,მაგრამ არაფერმა გაჭრა.ჩვეულებრივ ქუჩის ბიჭად ჩამოყალიბდა..
-უკანასკნელად გეუბნები,ან გონს მოეგე ან სამუდამოდ დამივიწყე,-უთხრა გვანცამ როცა საავადმყოფოში მიაკითხა ბიჭმა.-მე ასეთს ვერ გიყურებ,არ შემიძლია.ან დამიბრუნე ის დემეტრე,მე რომ შემიყვარდა,ან წადი.
-ამას როგორ მეუბნები?არც ცოლად გამომყევი და კიდევ ჭკუას მარიგებ?
-როგორ ფიქრობ ამის დრო იყო?როგორ მეზეიმა გათხოვება,როცა სოფო ასეთ მდგომარეობაშია?
-არც მე ვაპირებდი აღნიშვნას.უბრალოდ გადმოხვიდოდი ჩემთან და ეგაა.
-რა მარტივად უყურებ ამ ყველაფერს?უბრალოდ?უბრალოდ არაფერი არ იქნება,სანამ შენ ჩვეულ სახეს არ დაიბრუნებ,მე ასეთი დემეტრე არ შემყვარებია და არც შენთან ცხოვრება მინდა.დამიბრუნე ჩემი დემეტრე,
-ეგ შეუზლებელია,ყველაფერი იმ საღამოს დასრულდა,როცა იმ არაკაცმა სოფო ასეთ დღეში ჩააგდო.როცა გუგა არ დაინდო.როგორ ფიქრობ შემიძლია ეს ყველაფერი უყურადღებოდ დავტოვო?
-მაშინ სალაპარაკოც აღარაფერია,მშვიდობით..გოგი ისე გაეცალა,რომ უკან არ მოუხედავს,გულდასაწყვეტი იყო,მაგრამ მისი სიყვარული დასრულდა. მომავლისთვის ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა.ხანდახან საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა უფრო ბედნიერებაა,ვიდრე მის გვერდით ყოფნა და ერთმანეთის განადგურება...
მაინც გასკდა ამბავი რომ დანაშაულის ადგილზე თორნიკე მეტრეველი ნახეს. გამხეცებული დასდევდნენ მოსაკლავად დემეტრე და ბერდია.ის კი იმალებოდა.კოჯრის აგარაკიდან,ქისტაურის ბებიასთან გადავიდა მთიულეთში, ხადას ხეობაში და ყველაზე შორს მდებარე სოფელში იმალებოდა.გიჟდებოდა,როცა იმას აბრალებდნენ რაც არ ჩაუდენია,მართალია თავს დამნაშავედ თვლიდა,მაგრამ არა იმაში,რასაც აბრალებდნენ.მაისურაძე ყველანაირად ცდილობდა დახმარებას,ეძებდა იმ სამხილებს,რაც სოფომ წამოიღო გუგას ბინიდან,მაგრამ ვერაფერი იპოვა.
განადგურებულები იყვნენ გიორგი და მაიკო.მუდმივად საავადმყოფოში იყვნენ.ვერაფერზე ფიქრობდნენ და ვერაფერს უდებდნენ გულს.მხოლოდ სოფო იყო მათი საზრუნავი და მასზე ფიქრით იყო მათი გონება დაკავებული.ადამიანებს აღარ ჰგავდნენ.ამან მათ ბიზნესზეც იმოქმედა და ალბათ ზეზვას რომ არ ეყოჩაღა და ფეხზე არ დამდგარიყო,გაკოტრება არ ასცდებოდათ...
რას გაუგებ ცხოვრებას როდის მოგიწყობს გამოცდას და როგორ განსაცდელს მოგივლენს?როცა გგონია რომ ყველაფერი იდეალურადაა,მაშინ ირევა და გენგრევა თავზე მანამდე რაც შეგიქმნია და გიშენებია.
ადამიანის ბოროტებას საზღვარი არ აქვს.მაგრან უფლის გზანიც შეუცნობელია. ყოველთვის გაძლევს ძალას რომ ამ ბოროტებას დაუპირისპირდე და იბრძოლო გამარჯვებისთვის...
გამარჯვებული კი ამ ბრძოლაში ნინია არაბული და ლევან ქისტაური დარჩნენ.არ ყოფილა მათი ერთად ცხოვრების ერთი თვე ია-ვარდით მოფენილი,მაგრამ უძლებდნენ და გმირულად იტანდნენ.შეუვალი და მამაცი აღმოჩნდა გოგო და ლევანის შემოთავაზებას ოფიციალურად გამხდარიყო მისი ცოლი სიხარულით დასთანხმდა....



თამარმა სწრაფად აირბინა კიბეები,ხელში საქორწინო თაიგული შეათამაშა და კარზე ზარი დარეკა.მალე ქისტაური აისვეტა მის წინ.
-აბა როგორ ხართ?-მოიკითხა ბიჭი და დაუკითხავად შევიდა ბინაში,დუდა რომ დაინახა კიდევ უფრო გაუხარდა,ბოლო დროს ნაკლებად ახერხებდა მის ნახვას.გადაკოცნა და ღიმილით მოიკითხა ბიჭი.
-ჩვენ კარგად ვართ,მაგრამ თუ შენი მეგობარი მალე არ გამოვა ოთახიდან,ალბათ ჭკუიდან გადავალ.მოთმინება მელევა,-აღელვებული იყო ლევანი
-კარგი რა გჭირს ბიჭო?ვის არ მოუყვანია ცოლი?განა ყველა ასე ნერვიულობს?
-გაეხუმრა დუდა
-ყველა არ არის ჩემს სიტუაციაში და არც ყველას მოჰყავს ნინიასნაირი გოგო ცოლად.-უპასუხა ქისტაურმა და უცებ სიტყვა შუაზე გაუწყდა.ულამაზესი იყო ნინია-მუხლამდე სწვდებოდა ქათქათა თეთრი კაბა.ოდნავ გაშვებული წელს ქვემოთ და ზომიერად ამოღებული.მკვეთრი საღამოს მაკიაჟი მისი სახის ლამაზ ნაკვთებს ხაზს უსვამდა და კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას ანიჭებდა ცისფერ თვალებს. თმა სადად შეეკრა და თეთრი დიადემა ჩაემაგრებინა მასში.აბრიალებდა ლამაზ თვალებს და ბედნიერებისგან ბრწყინავდა..
ქისტაური საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.სიტყვები არ ჰქონდა მისი ოცნების ქალის სილამაზის ასაღწერად.პირველი თამარი მოეგო გონს,მეგობარს მოეხვია და საქორწინო თაიგული მიიაწოდა.
-ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ,ვინც კი ოდესმე მინახავს.
-შენ კი ყველაზე ლამაზი მეჯვარე,როგორ მოახერხე მოსვლა?
-გამოვიპარე,ახლა ყველას სამსახურში ვგონივარ,-გაიცინა გოგომ
-გადარეულო.
-მგონი ჩემი დროა,ჩემს საცოლესთან მიმიშვი,-ხელით გასწია თამარი და ნინიას წინ დადგა.
-სიტყვები არ მყოფნის გითხრა რა ლამაზი ხარ.
-მე შენს თვალებში ვკითხულიბ ყველაფერს.
-გვრიტებო,ფოტოებს გადაგიღებთ და მერე წავიდეთ,თორემ ვაგვიანებთ,-უთხრა ბექაურმა და აპარატი მოიმარჯვა.-ბედნიერი ვარ,რომ თქვენი ცხოვრების ყცელაზე მნიშვნელოვნი დღე მე უნდა ავღბეჭდო ფირზე..
-ისე ვერ გავალთ,რომ არ დავილოცოთ,-ჭიქები შეავსო დუდამ და წყვილი დალოცა.მერე გზა დაულოცა და სახლიდან გავიდნენ..
ჯვრისწერა სამებაში შედგა.მხოლოდ ის ოთხი იყო.ვერასოდეს წარმოუდგენდა ნინია არაბული რომ მისი ქორწილი ასეთი იქნებდა,მაგრამ ეს მისი მშობლების არჩევანი იყო.მათ არ მოისურვეს აქ ყოფნა.ხოდა არც თვითონ მოუკლავს თავი.კი აუსრულა დანაპირები და გაუგზავნა ოჯახში მოსაწვევები,მაგრამ არ ჰქონდა იმედი რომ მოვიდოდნენ.მივიდნენ,როგორ არ მივიდნენ.შორიდან უყურებდნენ ზეზვაც და ბერდიაც ნინიას ბედნიერებას.მის გაბრწყინებულ და გაღიმებულ სახეს და მაინც ვერ აბიჯებდნენ იმ სიამაყეს,ასე ჯიუტად რომ ჰქონდათ გენში გამჯდარი...
ჯვრისწერის მერე ხელი მოაწერეს,ღვთის და კანონის წინაშე გახდნენ ცოლ-ქმარი.იქიდან დუდას რესტორანში გადაინაცვლეს.ალბათ ერთადერთები იყვნენ ვისაც ასეთ ვიწრო წრეში ჰქონდათ ქორწილი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა..
საქორწინო სუფრა დუდამ იკისრა.მე რის მეჯვარე ვარ,ესეც რომ ვერ მოვახერხოო და ლევანის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გაიტანა თავისი..
კარგად გაერთენ,იმხიარულეს,იცეკვეს.ცოტა დალიეს კიდეც..
-მაპატიე ნინია,თუ შენი იმედები ვერ გავამართლე და ისეთი ქორწილი არ გამოგვივიდა,ვიდრე შენ ოცნებობდი და გეგმავდი
-ყველაფერი იმაზე უკეთესია,ვიდრე მე მინდოდა ყოფილიყო.მთავარია ჩვენ ერთად ვართ და ბედნიერები,სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა.-უპასუხა გოგომ
-მაშინ რადგან ასეა,მგონი დროა თაიგული ისროლო და აქედან გავიპაროთ,რომ ყველაფერი სრულყოფილი იყოს...
ნინია გაწითლდა და სუფრასთან დაბრუნდა.
-თამრი,ჩვენი წასვლის დროა,ტორტი დავჭერით,ახლა კი თაიგულს ვისვრი,როგორც წესია,მაგრამ მე ამქვეყნად არავინ მეგულება ისეთი,ვისაც ამას დავუთმობ და ვისაც შენი ბედნიერენა ჩემზე მეტად გაუხარდება.ამიტომ მას შენ გიბრუნებ და იმედს ვიტოვებ,რომ მალევე გაიზიარებ ჩემს ბედს.
გოგოები ერთმანეთს ჩაეხუტნენ,რამდენიმე ცრემლიც გადმოაგდეს.მერე კი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და საქორწინო მოგზაურობაში გააცილეს ახალდაქორწინებულები..
თამარი და დუდა კიდევ ცოტა ხანს დარჩნენ,საუბრობდნენ,ერთანეთის ამბებს უზიარებდნენ,ძირითადად სოფოზე და თორნიკეზე.ორივე გრძნობდა რომ დრო იყო საკუთარ გრძნობებზეც ესაუბრათ,მაგრამ რატომღაც ერიდებოდათ და აჭიანურებდნენ..
ბოლოს თამარის წასვლის დროც დადგა.წამოდგნენ და გარეთ გავიდნენ.დუდამ დაიჩემა ოფისამდე მიგიყვან და მერე იქიდან წადი შენი მანქანითო და მაინც დაითანხმა..მთელი გზა ამ თაიგულს დაჰყურებდა გოგო და ნინიას სიტყვებზე ფიქრობდა.რა იქნებოდა პირველი თვითონ რომ გამოსტყდომოდა ბიჭს გრძნობებში?რატომ ეწინააღმდეგებოდა ეს ქართულ პრინციპებს,რომ აუცილებლად პირველმა ბიჭმა უნდა აუხსნას გოგოს სიყვარული?
მანქანიდან გადავიდნენ. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.ის იყო გოგომ დააპირა კიდეც თქმა,რომ საიდანღაც დემეტრე გამოჩნდა და გააფთრებული მოდიოდა მათკენ.გაველურებული და გაცხოველებულს ადამიანის სახე დაჰკარგვოდა.თამარს პირველად შეეშინდა ცხოვრებაში ძმის ასეთი საქციელის .
-ჩემს დასთან რას აკეთებ შე არაკაცო?-უღრიალა დემეტრემ-სოფო არ გეყოთ და ახლა ეს გინდათ შეიწიროთ?
-ჩვენ სოფოსთვის არაფერი დაგვიშავებია,პირიქით ვიცავდით კიდეც მას..
-ისე იცავდით,რომ სიკვდილის პირას მიიყვანეთ ხო?
-რაც არ იცი,იმას ნუ აბობ დემეტრე.
-სად მალავ?მითხარი სად მალავ შენს მშიშარა და ლაჩარ ძმაკაცს?-ღრიალებდა ბექაური.
-არ ვიცი..-სიმშვიდეს ინარჩუნებდა დუდა.-მეტრეველი არასოდეს არ ამხელდა თავის ადგილსამყოფელს
-დაგიჯერე,როგორ არა.მითხარი მეთქი.თორემ შუბლს გაგიხვრეტ.იარაღი მიუსვირა ბექაურმა.თამარმა იკივლა.
-რას აკეთებ ძმაო?დაუშვი იარაღი,არ გავარდეს.ცოდვას ნუ ჩაიდენ.
-ამ არაკაცის მოკვლით ცოდვას არ ჩავიდენ,პირიქით დედამიწას გავანთავისუფლებ მისნაირებისგან.
-იცოდე თუ ესვრი ამით მეც მესვრი.არასოდეს გაპატიებ..
-თავი დანებე თამარ.მესროლოს,თუ ისვრის,ვნახავ ერთი რა ვაჟკაციცაა.მე სიკვდილის არ მეშინია.მიდი,მესროლე,ხოო მესროლე.ახლა დუდა აყვირდა.-მაგრამ იცოდე მიზანს არ ააცილო,თორემ თამარიც კი ვერ გიშველის მერე.
-დუდა,რას აკეთებ?გაჩერდით ორივე..მაგრამ მას არც ერთი არ უსმენდა.
-არ მოგცემ უფლებას არაკაცი მეძახო ან ჩემს მეგობრებს.არც იმის უფლებას მოგცემ,რომ შენი ნაბიჭ....ი ძმაკაცის გამო მათ მაიყენო შეურაწყოფა.შენ ვინ გგონივართ?პატარა ბავშვები?იცი მაინც რატომ ვერ ვიტანთ გუგას?იცი მაინც რა დააშავა?რა თქმა უნდა არ იცი და არც კითხვა გაგჩენია ოდესმე.მარტო იმაზე ფიქრობ რამე როგორ დაგვიშავო.მაგრამ მისამართი შეგეშალა ბატონო დემეტრე.
-გაჩუმდიი.გაჩუმდი გესმის...შენ რა იცი მეგობრობის?წარმოდგენაც კი არ გაქვს.
-და შენ გაქვს?-ჩაეცინა დუდას.-
-კი მაქვს.მჯერა რომ მე,გუგას და დანარჩენებს წმინდა მეგობრობა გვაკავშირებს...
-დარწმუნებული ხარ?კარგად იცნობ მას?
-კიი.
-მე კი ვამბობ რომ არა,შენ საკუთარ დასაც კი არ იცნობ ბატონო დემეტრე. არც შენ და არც დანარჩენები.იმიტომ რომ მათ რომ იცნობდე,მათი რომ გესმოდეთ,არც ნინია გაიქცეოდა ლევანთან,არც ახლა თამარი იქნებოდა ჩემს გვერდით და არ დამიცავდა.საბედნიეროდ მინდა ვაღიარო რომ დიდებული ქალები გყავთ,მამაცები და შეუპოვრები...
-არ გაბედო,გესმის?არ გაბედო ჩვენი გვარის ქალებზე ასე საუბარი.-ისევ არ
ღრიალდა დემეტრე.-გაჩუმდი,ხმა აღარ ამოიღო,თორემ გესვრიიი.
-მიდი,მესროლე.მესროლე შე ლაჩაროო..მესროლეე.
-დემეტრე არაააა,-იყვირა თამარმაც და ტყვიაც გავარდა. გულკერდი შეუნგრია შენგელიას,წონასწორობა დააკარგვინა და მოწყვეტით დავარდა მიწაზე.
-დუდააა,არაა,მასთან დაემხო გოგო,ტიროდა,ღრიალებდა.-თვალი გაახილე,გეხვეწები,არ დამტოვო დუდა,არ გაბედო ჩემი მარტო დატოვებ.მიყვარხარ,დუდა,სიგიჟემდე მიყვარხარ.ნუ დამტოვებ ამ სამყროში მარტო.-იხუტებდა გოგო გულში გონებადაკარგულ სხეულს.
-რას აკეთებ?რას ბოდავ?მის გამო ტირი?ადექი,წამოდი,უნდა ჩაძაღლდეს ეს ნაბი....ი.-თავს ვერ აკონტროლებდა დემეტრე.დას ხელი ჩაჰკიდა.ძალით ააგლიჯა შენგელიას სხეულს და იქიდან გააათრია,გოგო წინაარმდეგობას უწევდა.ცდილობდა თავი გაენთავისუფლებინა,მაგრამ ვერაფერს გახდა მასზე ძლიერ ბიჭთან.მანქანაში ძალით ჩატენა,კარი ჩაუკეტა და ადგილს მოსწყვიტა გამხეცებულმა.ნინიას ნაჩუქარი თაიგული იქვე დაუვარდა დუდას უგონო სხეულთან.დაიშალა და მიწაზე მიმოიფანტა...თითქოს ტიროდნენ წითელი ვარდები...წამში ჩამოყარეს ყურები და დაჭკნენ.კვდებოდნენ დუდასთან ერთად...
თამარმა გზიდან მოახერხა და სასწრაფო გამოიძახა,მერე კი დემეტრემ ტელეფონი გამოგლიჯა და სახლამდე აღარ მიუცია...
-მეზიზრები,მძულხარ.არაადამიანი ხარ,მკვლელი...ყვიროდა თამარი,-როგორ გაიმეტე ადამიანი ასე?როგორ?
ხმაურზე მშობლები გამოვარნენ,უკან გულგახეთქილი უფროსი ბექაური მოსდევდა.
-რა ხდება?რა გაჩხუბებთ?-მკაცრად იკითხა სოფომ
-რა და შენმა სანაქებო შვილმა ახლახანს ადამიანს ესროლა და მოსაკლავად გაიმეტა, ისე რომ არ დაფიქრებულა.მკვლელოოო,-უყვიროდა თამარი.
-რას ამბობს შვილო?ეს მართალია?
-მართალია მამა,ის ადამიანი ხელს იმ არაკაცს აფარებს და მალავს,ვინც სოფო და გუგა ასე გაიმეტა.მე კი არ შემეძლო რომ მშვიდად ვყოფილიყავი.
უცებ გაარღვია ბექაურის ხელმა ჰაერი და დემეტრეს ლოყაზე შეჩერდა.
-ესღა გაკლდა და ესეც გააკეთე.როგორ შევცდი შენში.როგორ შევცდი..
-მამა გთხოვ გააკეთე რამე.გაარკვიე დუდა ცოცხალია თუ არა.
-შენ რაა დუდა შენგელიას ესროლე?-გაშრა რეზო.
-ხო მას ვესროლე.მაგრამ დაიმსახურა.თამართან ერთად იყო.
-მერე რა რომ ვიყავი?რას ვაშავებდით?ქორწილიდან მოვდიოდით,ახლახანს ნინია და ლევანი დაქორწინდნენ და მეჯვარეები ვიყავით,მან კი სამსახურამდე მიმაცილა.
-რა თქვი თამარ?ღმერთო ზეზვა და კესო ალბათ გაგიჟდებიან ამას რომ გაიგებენ.
-დედა შენ ეს გადარდებს მხოლოდ?შენმა შვილმა ადამიანს ესროლა და სასიკვდილოდ გაიმეტა.გესმის ეს რას ნიშნავს?-აყვირდა ისევ თამარი.
-გავიგე,შვილო,გავიგე ყველაფერი.
-ამას არ მოველოდი შენგან ბაბუ,არ მოველოდი.რაც არ უნდა დააშავოს ადამიანმა,სასიკვდილოდ როგორ უნდა გაიმეტო?მე შენზე დიდ იმედებს ვამყარებდი.ვამბობდი ჩემი დემეტრე ამ ქვეყნად ჭიანჭველასაც არ დაადგავს მეთქი ფეხს.ახლა კი რა ქენი?ყველა შენზე აგებული გეგმები დაგვინგრიე და წყალში ჩაგვიყარე..
-უყვარს,გესმით,უყვარს,თამარს ის ბიჭი უყვარს.მე კი არც ბერდია ვარ რომ მოვითმინო და მას გავატანო.
-არც მე ვარ ზეზვა და ასე მარტივად არ დასრულდება ეს ამბავი.-უყვირა რეზომ შვილს.-მცხვენია რომ ასეთ ცხოველად ჩამოყალიბდი.
-დიახ,მიყვარს,მიყვარს ის ბიჭი,აბა გაბედე და შემაჩერე,აბა გაბედე?მერე გაჩვენებ ვინაა თამარ ბექაური.-გამოსცრა გოგომ კბილებში.-ილოცე რომ გადარჩეს,თორემ გეფიცები თვითონ წავალ პოლიციაში და განვაცხადებ ამის შესახებ.ახლა კი ზემოთ ავალ,გამოვიცვლი,ცოტა დავმშვიდდები და მერე მასთან წავალ.არავინ გაბედოთ ჩემი შეჩერება.მაინც არაფერი გამოგივათ.
ისეთი ტონით საუბრობდა თამარი,ყველა მიხვდა რომ ამის გამკეთებელი იყო და აზრი არ ჰქონდა მის შეჩერებას.ოთახში შესვლამდე ესმოდა დემეტრეს ყვირილი და ნივთების მსხვრევის ხმა.მის დამშვიდებას ცდილობდნენ,მაგრამ არ გამოსდიოდათ,გალიიდან გამოქცეულ ცხოველს ჰგავდა დემეტრე,მაგრამ არც თამარი ჰგავდა იმ ადამიანს ვინც ასე ადვილად დათმობდა ყველაფერს...


ვინც არ ელოდით,ესეც ჩემი სიუპრიზი ამ საღამოს:)



№1  offline წევრი Liziko27

დაძაბულიიიიი მაგრამმ ტკბილი და მსუყე თავი❣❣❣

 


№2  offline წევრი katiusha

Liziko27
დაძაბულიიიიი მაგრამმ ტკბილი და მსუყე თავი❣❣❣

მგონი კარგი თავი იყო.მე ასე ვფიქრობ

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან დაიძაბა სიტუაცია, მართალი თქვა დუდამ გოგოები ბევრად უფრო შეგნებულები არიან ვიდრე ბიჭები, იმედია დუდა გადარჩება და სოფოც შეძლებს ნორმალურად საუბარს და სიარულს, ძალიან გაგვახარე ახალი თავით, იმედია მომავალ თავსაც ასე მალე წაგვაკითხებ :)))

 


№4  offline წევრი Liziko27

მგონი??ძალიანნნ მაგარი იყო მართლა.❣❣❣

 


№5 სტუმარი სტუმარი nancho

კი სიურპრიზი ნამდვილად იყო,

 


№6 სტუმარი kati

Shesanishnavi siurprizi iyo,magram Ra moitmens axal tavamde?!

 


№7  offline წევრი katiusha

ablabudaa
ძალიან დაიძაბა სიტუაცია, მართალი თქვა დუდამ გოგოები ბევრად უფრო შეგნებულები არიან ვიდრე ბიჭები, იმედია დუდა გადარჩება და სოფოც შეძლებს ნორმალურად საუბარს და სიარულს, ძალიან გაგვახარე ახალი თავით, იმედია მომავალ თავსაც ასე მალე წაგვაკითხებ :)))

დრო უნდა ყველაფერს:)

სტუმარი nancho
კი სიურპრიზი ნამდვილად იყო,

ვეცდები არ მოგაკლოთ ასეთი სიუპრიზები

kati
Shesanishnavi siurprizi iyo,magram Ra moitmens axal tavamde?!

ყველანაირად ვეცდები რომ ხვალ თუ არა ზეგ მაინც იყოს ახალი თავი

ბედნიერი ვარ რომ ასე გაგახარეთ

 


№8  offline წევრი დარინა

რატმღაც დემეტრე არ მომწონდა და ახლა ეს გრძნობა უფრო გამიღრმავდაა, იმ მომენტსველოდები მის ძვირფას გუგაზე სიმართლეს რმ გაიგებს, ასეთი ბრმები როგორ არიან ეს ხალხიიი, იმედია დუდას არაფერი მოუვაა, აი ლევანის და ნინიას წყვილი სწორედ იმიტომ მიყვარს რომ ყველაფრის მიუხედავად ასე ბედნიერები რომ არიან, მიყვარს მათი სიძლიერე და პატარა ქიატაურს ველოდებიი, აუ თორნიკე დამაკლდა იმედია თორნიკეს და სოფოს წყვილსაც ეშველებათ რამეე, მალე დააბრუნე რააა, უნდა დაუმტკიცოს ყველას რომ უდანაშაულოააა.

 


№9  offline წევრი katiusha

დარინა
რატმღაც დემეტრე არ მომწონდა და ახლა ეს გრძნობა უფრო გამიღრმავდაა, იმ მომენტსველოდები მის ძვირფას გუგაზე სიმართლეს რმ გაიგებს, ასეთი ბრმები როგორ არიან ეს ხალხიიი, იმედია დუდას არაფერი მოუვაა, აი ლევანის და ნინიას წყვილი სწორედ იმიტომ მიყვარს რომ ყველაფრის მიუხედავად ასე ბედნიერები რომ არიან, მიყვარს მათი სიძლიერე და პატარა ქიატაურს ველოდებიი, აუ თორნიკე დამაკლდა იმედია თორნიკეს და სოფოს წყვილსაც ეშველებათ რამეე, მალე დააბრუნე რააა, უნდა დაუმტკიცოს ყველას რომ უდანაშაულოააა.

დემეტრეს ის ჭირს რომ ადამიანების ზეგავლენის და ბოროტების ქვეშ ადვილად ექცევა.მაგრად აქვს გუგას ნამუშევარი რომ ბიჭს მასში ეჭვი არ შეეპაროს.არსებობენ ასეთი ადამიანებიც,რომლებიც ვითომ ძლიერები და მამაცები არიან,მაგრამ სინამდვილეში სუსტი ნებისყოფა აქვთ.
ლევანი და ნინია სინამდვილეში სულ არ მყავდა გეგმაშიბდა სოფო და თორნიკე იყო მთავარი მაგრამ მგონი ასე უკეთესია:)

 


№10 სტუმარი ნათია41

სიურპრიზიოოო. დავრჩი ყბაჩამოვარდნილი და არც არავს ღვიძავს სახლში რომ ყვა ამიწიოს. აუ დენეტრეეე ცოტათი მაინც გავდე ჩემს რეზის. გატუტუცებული ბავშვივით იქცევი არც იცი და არც არაფრის გაგონება გინდა. იდიოტიიიი აი თამარიიი დონეააა ქალი საოცრება, ქალის ეტალონია ვაბოდებ რეზიც და სოფოც ერთადაა გაერთუანებული მასში, არა რააა გოგიებზე უფრო კარგად იმუშავეს ამ კლანმა. აბა ბიჭები "მიფურთუხებულები" ჰყავთ? დდდ. ნეტავ თავისთვის არ უნდოდათ. ის მომენტია შებს გაკეთებას სკამი გამეკეთებია დავჯდებოდი მაინცო არა?!????
სასაცილია სატირალუ რომ არ უყოს დემეს საქციელი

 


№11  offline წევრი katiusha

ნათია41
სიურპრიზიოოო. დავრჩი ყბაჩამოვარდნილი და არც არავს ღვიძავს სახლში რომ ყვა ამიწიოს. აუ დენეტრეეე ცოტათი მაინც გავდე ჩემს რეზის. გატუტუცებული ბავშვივით იქცევი არც იცი და არც არაფრის გაგონება გინდა. იდიოტიიიი აი თამარიიი დონეააა ქალი საოცრება, ქალის ეტალონია ვაბოდებ რეზიც და სოფოც ერთადაა გაერთუანებული მასში, არა რააა გოგიებზე უფრო კარგად იმუშავეს ამ კლანმა. აბა ბიჭები "მიფურთუხებულები" ჰყავთ? დდდ. ნეტავ თავისთვის არ უნდოდათ. ის მომენტია შებს გაკეთებას სკამი გამეკეთებია დავჯდებოდი მაინცო არა?!????
სასაცილია სატირალუ რომ არ უყოს დემეს საქციელი

როგორ ველოდები ხოლმე შენს კომენტარს და აჰაა მაღირსე:) მალე ისეთი თავებჯ იქნება,ჯობია რომ მომავლისთვის ცოტა ემოციები მოთოკო,ჩემს გამო არაფერი მოგივიდეს..:) რაც შეეხება შენს ყბებს მივხედავთ როგორმე,ეს ჩემი პროფესიაა პირდაპირი გაგებით:) :)

 


№12  offline წევრი დარინა

katiusha
დარინა
რატმღაც დემეტრე არ მომწონდა და ახლა ეს გრძნობა უფრო გამიღრმავდაა, იმ მომენტსველოდები მის ძვირფას გუგაზე სიმართლეს რმ გაიგებს, ასეთი ბრმები როგორ არიან ეს ხალხიიი, იმედია დუდას არაფერი მოუვაა, აი ლევანის და ნინიას წყვილი სწორედ იმიტომ მიყვარს რომ ყველაფრის მიუხედავად ასე ბედნიერები რომ არიან, მიყვარს მათი სიძლიერე და პატარა ქიატაურს ველოდებიი, აუ თორნიკე დამაკლდა იმედია თორნიკეს და სოფოს წყვილსაც ეშველებათ რამეე, მალე დააბრუნე რააა, უნდა დაუმტკიცოს ყველას რომ უდანაშაულოააა.

დემეტრეს ის ჭირს რომ ადამიანების ზეგავლენის და ბოროტების ქვეშ ადვილად ექცევა.მაგრად აქვს გუგას ნამუშევარი რომ ბიჭს მასში ეჭვი არ შეეპაროს.არსებობენ ასეთი ადამიანებიც,რომლებიც ვითომ ძლიერები და მამაცები არიან,მაგრამ სინამდვილეში სუსტი ნებისყოფა აქვთ.
ლევანი და ნინია სინამდვილეში სულ არ მყავდა გეგმაშიბდა სოფო და თორნიკე იყო მთავარი მაგრამ მგონი ასე უკეთესია:)

მარტო იმისთვის ღირდა ამ ისტორიის გაგრძელება რომ ლევანი და ნინია შეგექმნა, მაგათ გარეშე ისტორიას რა ფასი ექნებოდააა, აი მართლა გამორჩეულები არიან ამ თავისი ქარიზმით ასეთი ცეცხლი წყვილი არცერთი არ გყავს ჩემი აზრით, ლევანიზე უზომოდ შეყვარებული მეეეე.

 


№13  offline წევრი katiusha

გენაცვალეეეე რა საყვარელი ხარ

 


№14 სტუმარი Natia

Vaii sakmaod dadzabuli situaciaaa da dzalian gemrieli tavic iyo veli moutmenlad momdevnos daaxloebit ramden tavshi daamtavreb mainteresebs tu saidumlo ar aris

 


№15  offline წევრი katiusha

Natia
Vaii sakmaod dadzabuli situaciaaa da dzalian gemrieli tavic iyo veli moutmenlad momdevnos daaxloebit ramden tavshi daamtavreb mainteresebtu saidumlo ar aris

ეგ მეც არ ვიცი,მაგრამ მეც ისე მომწონს რომ არ მინდა მალე დამთავრდეს.გამოქვეყნების მერე ისე ვკითხულობ თითქოს უცხო მკითხველი ვიყო:)
თან ჯერ სოფოა გამოჯასამრთელებელი

 


№16  offline აქტიური მკითხველი grafo

ვინ ვინ იყო წინა თავის კომენტარიდან გავიგე მეც და მადლობა ამისთვის:)).
აი, წავიკითხე ეს თავი და ვერაფერი ვერ გავიგე. მართლა ოღონდ. ანუ გამომძიებელი რატომ ამბობს რომ გუგას გონზე მოსვლის იმედი აქვს. ჩემთვის ზღაპარია. გუგა ისეთი გარეწარია ლოგიკურია რომ იტყვის არაფერ შუაში ვარო. ასევე გაუგებარია ჩემთვის თორნიკეს რატომ ადანაშაულებენ. კი ბატონო მოწმეების ჩვენება გასაგებია, მაგრამ...გამოძიება ამდენი ხანი რას აკეთებს. სად არის თითის ანაბეჭდები, სად არის ქამარი რომლითაც ეს გოგო ცემა იმ ძროხამ და ა.შ.
ზუსტად ასევე გაუგებარია ჩემთვის, თამარი რომელიც ასე გადიდგულდა ბოლოს, ჩუმად რატომ არის და რატომ არაფერს არ ამბობს ამ ამბავზე.
პირადად ჩემთვის ძალიან, ძალიან ხელოვნურად იწელება ისტორია ანუ მთავარია დაძაბულობა იყოს, თითქოს მარტო ეს არის მიზანი და მერე ოდესმე დასასრული რა თქმა უნდა, რადგან ავტორს ძალიან უყვარს ეს ისტორია.
ხოდა, ეს ავტორი კარგს იზამს თუ ცოტას მკითხველზეც იფიქრებს:)).

 


№17  offline წევრი katiusha

grafo
ვინ ვინ იყო წინა თავის კომენტარიდან გავიგე მეც და მადლობა ამისთვის:)).
აი, წავიკითხე ეს თავი და ვერაფერი ვერ გავიგე. მართლა ოღონდ. ანუ გამომძიებელი რატომ ამბობს რომ გუგას გონზე მოსვლის იმედი აქვს. ჩემთვის ზღაპარია. გუგა ისეთი გარეწარია ლოგიკურია რომ იტყვის არაფერ შუაში ვარო. ასევე გაუგებარია ჩემთვის თორნიკეს რატომ ადანაშაულებენ. კი ბატონო მოწმეების ჩვენება გასაგებია, მაგრამ...გამოძიება ამდენი ხანი რას აკეთებს. სად არის თითის ანაბეჭდები, სად არის ქამარი რომლითაც ეს გოგო ცემა იმ ძროხამ და ა.შ.
ზუსტად ასევე გაუგებარია ჩემთვის, თამარი რომელიც ასე გადიდგულდა ბოლოს, ჩუმად რატომ არის და რატომ არაფერს არ ამბობს ამ ამბავზე.
პირადად ჩემთვის ძალიან, ძალიან ხელოვნურად იწელება ისტორია ანუ მთავარია დაძაბულობა იყოს, თითქოს მარტო ეს არის მიზანი და მერე ოდესმე დასასრული რა თქმა უნდა, რადგან ავტორს ძალიან უყვარს ეს ისტორია.
ხოდა, ეს ავტორი კარგს იზამს თუ ცოტას მკითხველზეც იფიქრებს:)).

ცოტა სიყვარულიც ხო უნდა არაა:) თან დაწყვილდებიან,თან გაირკვევა ყველაფერი

 


№18 სტუმარი სტუმარი თაკო

სასწაულად კარგი თავი იყოო❤️ვგიჟდები ამ მოთხრობაზე და პერსონაჟრბზე ????⚡️აუუ დუდა კარგად მიმყოფე რაა❤️ეგ და თამარი ერთად საოცარი წყვილიაა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent