შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს ჭირდება ბედნიერი დასასრული (სრულად)


29-10-2018, 22:11
ავტორი M-morieli
ნანახია 5 867

მთვარიანი ღამე იყო, საათი ღამის ორს აჩვენებდა გოგონას კი ჯერაც არ ეძინა , ვინ იცის მერამდენე ღამეს ათევდა ფიქრებში გართული. საწოლი ფანჯარასთან ახლოს იდგა იქედან კი კარგად მოჩანდა სავსე სფერო, მხოლოდ მთვარემ იცოდა რას ფიქრობდა ნიცა, რამდენ ტკივილს იტევდა მისი გული და გონება. რა იქნებოდა მისი ტკივილი თუ არა სიყვარული? ეს უდიდესი გრძნობა უკვე წლებია ტანჯავს და ამავდროულად ძალას მატებს მას, ანგრევდა და ამავდროულად აშენებდა მის სამყაროს, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო მისგან თავის დაღწევა, ვერ გადაიყვარა ვერც დაივიწყა, ანდა როგორ შეძლებდა? ეს ხომ თამაში არ იყო, ნიცასთვის სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობა იყო დედამიწაზე და მის ფარგლებს იქით, ყველას და ყველაფრის მაცოცხლებელი ძალა, ყველაფერი წმინდა ნიცასთვის სიყვარულთან ასოცირდებოდა რასი ახსნა და გადმოცემაც არ შეეძლო. ამიტომ ვერ შეძლო დავიწყება, სწორედ ამიტომ ემატებოდა კიდევ ერთი იმ მრავალჯერ განათევ ღამეებს. ფიქრებში გართულს ტრადიციულად თავზე დაათენდა. საათი უკვე დილის შვიდს აჩვენებდა, საწოლიდან ზლაზვნით წამოდგა, მოემზადა ყავაც დალია და სამსახურისკენ გაემართა.
ჰო ეს კიდევ ცალკე თემაა, სამსახური, მისთვის საოცნებო სამსახური, ნიცა მასწავლებელია, ყოველთვის სიამოვნებდა ბავშვებთან ურთიერთობა, ამიტომ წარუმატებელმა სიყვარულმა არ გატეხა პირიქით ძალა შესძინა, ფილოლოგიურზე ჩააბარა, წარმატებითაც დაასრულა და „გატკბილებული კენწეროც“ სახეზეა. ყოველთვის დიდი შემართებით მიემართებოდა მისთვის მართლაც და წმინდა ადგილას, აქ ხომ ავიწყდებოდა ყოველგვარი ტკივილი, არ გამართლებული სიყვარული და ახალ სამყაროში ხვდებოდა სადაც თითისტოლა ბავშვებს საკუთარ ცოდნას უზიარებდა და საკუთარი წვლილი შეჰქონდა მათ წარმატებულ მომავალში. ამასთანავე აქტიურად იყი ჩართული ჟურნალისტიკაში ამიტომ ახლა რედაქციაში მუშაობდა. ამ მხრივ ბედს არ უჩიოდა წარმატებული კარიერა ჰქონდა და მადლობელი იყო ღმერთის და მისი საყვარელი მშობლების. მშობლები მისით ამაყობდნენ და ყველაზე მეტად ეს ახარებდა ნიცას. არავის აჩვენებდა საკუთარ ტკივილის ახლაც ისეთი შემართებით ატარებდა გაკვეთილს თითქოს წინა ღამე არ გაეთენებინოს, არ უყვარდა როცა ვინმე სიბრალულის თვალებით შესცქეროდა მას, ამიტომ ყოველთვის მხიარული იყო სხვებთან მაინც. მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები რომელებსაც მსგავსი ხრიკებით ვერ გააცურე? ასეთი სამი მეგობარი ჰყავდა ნიცას, სამი გიჟი მეგობარი რომლებიც უთქმელად ხვდებოდნენ მის ტკივილს და ყოველთვის ცდილობდნენ მის გადალახვაში დახმარებოდნენ. ლიზი, თამუნა და ესმა ამ სამმა მეგობარმა ყველაფერი იცოდა ნიცას შესახებ, რა ხდებოდა მის გულში, როგორ იტანჯებოდა და ყოველთვის ცდილობდნენ მის დახმარებას და თქვენ წარმოიდგინეთ გამოსდიოდათ კიდეც. ამ ოთხი მეგობრიდან ყველაზე გიჟი ესმა იყო, არანორმალური პიროვნება, რომელიც ვერ წარმოიდგენდა თუ ნიცაზე ადრე დაოჯახდებოდა, მაგრამ სასწაულები ხომ ნამდვილად ხდება. გაგიჟებით შეუყვარდა, ოცნება აუსრულდა, სვანი ბიჭი იყო, პატარა მყუდრო დაჩა ჰქონდა სვანეთში, არანორმალურები იყვნენ, ერთმანეთს გაუგეს და ახლა უზომოდ ბედნიერები არიან. ესმა გიჟი იყო მეთქი რომ ვამბობ ამას თავისი ისტორია აქვს, მოგიყვებით ცოტა მერე..
ამდენი მოგიყევით მაგრამ ნიცას ისტორია? უყვარდა და უყვარს ჰო მაგრამ ვინ? ვინ არის მისი გულის ტკივილი და ამავდროულად ბედნიერება? მათე ჰო მისი სახელია მათე. როგორ დაიწყეს ურთიერთობა? სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ჩვეულებრივად, ერთმანეთს წლები იყო იცნობდნენ, აბიტურიენტობის დროს დამეგობრდნენ, არაფერი მეტი, ვერც კი წარმოიდგენდა თუ შეუყვარდებოდა. არა, მაშინ არც შეყვარებია, დაასრულეს ეროვნული გამოცდები, მათე თბილისში მოეწყო, ნიცა კი მის საყვარელ ქალაქში ქუთაისში. მათ მანძილი აშორებდათ თუმცა მათი მეგობრობა გრძელდებოდა, უცნაურები იყვნენ და უცნაური ურთიერთობაც ჰქონდათ. სწორედ ამ უცნაურობით შეუყვარდა ნიცას მათე, მაგრამ არ აღიარებდა რადგან არ ჯეროდა ამის. მათე ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, ნიცაც მასსავით, მაგრამ ზედმეტად ემოციური, ამ სითბომ და ზედმეტად კარგმა დამოკიდებულებამ ნიცას მეგობრებს აფიქრებინა რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლებოდა და ერთმანეთის მიმართ უფრო ძლიერი გრძნობა ჰქონდათ. ესმა სულ ამბობდა რომ ნიცას მათე უყვარსო რაზეც მტკიცე უარს აცხადებდა ნიცა მაგრამ ბოლოს საკუთარ თავსაც და მეგობრებსაც გამოუტყდა რომ ესმა მართალი იყო. ამ აღიარებამ ნიცა ცოტა არ იყოს დააფრთხო და გაჩუმება არჩია მაგრამ ეს დუმილი მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა, ვეღარ ძლებდა უნდა ეთქვა გამბედაობა იმანაც შემატა რომ ფიქრობდა მათესაც ჰქონდა მის მიმართ გრძნობები. შეხვედრა დანიშნეს უთხრა, გამოუტყდა რომ უყვარდა, მათე გაოცებული იყო, არ იცოდა რა ეპასუხა მხოლოდ ის მოახერხა ჩახუტებოდა მაგრამ ნიცასთვის ეს ჩახუტება ყველაზე ძვირფასი რამ იყო. იმ წუთს თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად თვლიდა. მერე რა იყო? მიჯაჭვული ნიცა, ბედნიერი ნიცა და კიდევ ბევრნაირი ნიცა. ყველაფერი აირია ეს შეყვარებული გოგო ვეღარ გრძნობდა ბედნიერებას, მათე გაცივდა, სხვანაირი გახდა. ნიცას სახიდან ბედნიერება გაქრა, ის მხიარული გოგო, ყველას პოზიტივით რომ ავსებდა თითქოს ჩაქრა. ფიქრობდა ძალიან ბევრს, მეგობრებს სულ ეწუწუნებოდა და რჩევებს ითხოვდა, საბოლოოდ კი მათესთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა. მიწერა მათეს, აუხსნა ყველაფერი რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა მაგრამ, მაგრამ მაინც ვერ დათმო, ვერ გაიმეტა ეს ურთიერთობა წერტილის დასმისთვის. მერე იყო რამდენჯერმე შეხვედრა, მაგრამ ნიცას ბედნიერებას აღარ ანიჭებდა მათეს ნახვა, პირიქით სულ განიცდიდა და ღელავდა იმაზე რომ მათეს არ უყვარდა, იცოდა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დასასრულის დასაწყისი რომ იქნებოდა. და ასეთი შეხვედრაც სამ თვეში დადგა. იცოდა ვერ შეძლებდა ეყურებინა მისი თვალებისთვის და თან მისგან წასვლა ეთხოვა ამიტომ გადაწყვიტა ყველაფერი ესემესით აეხსნა, მთელი სული და გული ჩაატანა, სხეული მთლიანად გაეყინა აცრემლებული თვალები წერაში ხელს უშლიდნენ, თუმცა ყველაფრის გადმოცემა ვერ შეძლო თუ უბრალოდ მათეს არ უნდოდა გაგება არ ვიცი მაგრამ მათესგან არაადეკვატური პასუხი რომ მიიღო ფაქტია. ვერ შეძლებდა იმ ადამიანთან რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა მხოლოდ მეგობრის ამპულაში დარჩენილიყო ამიტომ გადაწყვიტა საერთოდ წასულიყო მისგან. ბოლოს იყო მათეს ნათქვამი „წადი” და ნიცას „კარგი“. რთული იყო ნიცასთვის, ეგონა ვრ გაძლებდა, ოჯახთან გაჩერებაც აღარ შეეძლო, ცრემლები თავისით იკვლევდნენ გზას ნიცას ლოყებზე, ჰო იმ ლოყებზე მათე რომ სულ ეუბნებოდა ჩაგბრწკენო, თუმცა წინ მეორე კურსი ელოდა და თავიც დააღწია მშობლების გამომცდელ მზერას, რომლებსაც ძალიან უკვირდათ ნიცას ასეთი გარდაქმნა. დაუბრუნდა საყვარელ ქალაქს და მეგობრებს, მათთან ყოფნის დროს არ ფიქრობდა მათეზე ქრისტი და ესმა ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდნენ ნიცას. ერთი კვირა იყო გასული მათესთან საუბრის შემდეგ მობილურზე შეტყობინება რომ მოუვიდა „როგორ ხარ?“. გამომგზავნის ვინაობას მიხვდით არა? გაბრაზდა ძალიან გაბრაზდა მაგრამ მაინც დაუბრუნა პასუხი „კარგად“. ესმა და ქრისტი გაოცებულები იყვნენ, ვერ გაიგეს გახარებოდათ თუ არა. ნიცა ისევ აირია, არ იცოდა რა გაეკეთებინა, ვეღარც თმობდა თუმცა მასთან ყოფნაც არ უნდოდა. კიდევ ერთი კვირა გაიწელა უაზრო მიმოწერაში, საბოლოოდ ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ.
შემოდგომის მზიან დღეს შეხვდნენ ერთმანეთს, მზის თბილი სხივების მიუხედავად ნიცას სხეული მთლიანად გაყინულიყო, ნერვიულობისგან ხელის ფალანგები დაწვრილებული და ყინულივით ცივი ჰქონდა. მათეს დანახვისას გაღიმება სცადა მაგრამ თითქოს ძალა აღარ ჰქონდა, თავს ძლივს იკავებდა არ აქვითინებულიყო. ჩაეხუტა, მაგრამ თავი უცნაურად იგრძნო, თითქოს შეცდომა იყოო. ერთმანეთი მოიკითხეს, ნიცას აზრი არ შეუცვლია დაშორება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ მათეს არ უნდოდა „კარგი მეგობრის“ დაკარგვა, უმეორებდა რომ ნიცას გადაწყვეტილების მიუხედავად მაინც დაურეკავდა, მიწერდა, ნახავდა… თუმცა ნიცასთვის უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ამ შეხვედრით ნიცამ ყველაფერი დაასრულა მაგრამ მათემ? ვინ იცის. დამშვიდობებისას მათემ ნიცა გულში ჩაიკრა უთხრა არ გემშვიდობები, დროებითს გეუბენიო. გაუღიმა და თვალი ჩაუკრა როგორც ნიცას უყვარდა და წავიდა. ნიცას ეგონა მათეს სიტყვები უბრალოდ ახირება იყო და მალე დაავიწყდებოდა მაგრამ შეცდა. ყოველთვის ცდილობდა შეეხსენებინა ნიცასთვის თავი, წერდა, სხვისგან გებულობდა ნიცას ამბებს, მიუხედავად იმისა რომ ნიცა მისგან თავს შორს იჭერდა წლების განმავლობაში მაინც არ განელებია ეს ძლიერი გრძობა, მათემ სწავლა დაამთავრა და ჯარში წავიდა. ნიცამ კი მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, ასე მოვიდა ნიცა დღემდე.
ქრისტი და ესმა? აი მათთან კი ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა, ერთ ქალაქში შემორჩნენ, სამივე ქუთაისს ამშვენებდა. ქრისტის გვერდით მეუღლე და პატარა ნიტა, ჰო ნიტა და არა ნიცა ჰყავდა.
ესმა? ეს გიჟობა ქალია, მის სვანს კი ერეკლე ჰქვია. ამ ადამიანმა შეძლო და დაარწმუნა ესმა სიყვარულის არსებობაში. ნიცა ყოველთვის ფიქრობდა რომ ესმას ბიჭების, უფრო სწორად სიყვარულის ფობია ქონდა. ესმა ყოველთვის გაიძახოდა რომ ნამდვილი სიყვარული არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში მას არ შეუყვარდებოდა არავინ, მაგრამ ხო ვამბობ სასწაულები ხდებამეთქო, ჰოდა მოხდა ესმას ცხოვრებაშიც და მასაც გაგიჟებით შეუყვარდა მისი სვანი. ნიცა და ესმა ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ მაგრამ ესმამ აქ საკუთარი თავი ვერ იპოვა და ტურიზმზე გადავიდა, დიდი მიზნები ჰქონდა ამ სფეროში მაგრამ მანამ სანამ განახორციელებდა საკუთარ ჩანაფიქრს გადაწყვიტა პრაქტიკული გამოცდილებაც მიეღო და ტურიზმის ცენტრში მივიდა გასაუბრებაზე. როგორც ყოველთვის ხელში ახლაც ტელეფონი ეჭირა, ყურში კი ყურსასმენები ჰქონდა „გარჭობილი“. შენობაში შესვლისას გათიშა სიმღერები და სერიოზული გოგოს იმიჯი მოირგო. იკითხა ვისთან უნდა მისულიყო გასაუბრებაზე და სასურველი ინფორმაციის მიღების შემდეგ კაბინეტისკენ გაემართა. კარზე დაკაკუნებას აპირებდა სახელს და გვარს რომ მოჰკრა თვალი. „ერეკლე ჯიშკარიანი“
-ჰმ სვანი, საინტერესოა.-დააკაკუნა და კაბინეტში შევიდა. გამარჯობაო თქვა და ერეკლეს მიერ მითითებულ სავარძელში მოთავსდა. სანამ ერეკლე სივს ამოწმებდა ესმამ კარგად შეათვალიერა, არა ვერც დაადანაშაულებდით რა ეკეთებინა ოთახის თვალიერებას ხომ არ დაიწყებდა? ესმას ყურადღება მისმა თვალებმა მიიქცია ცისფერი იყო, არა მწვანეში გარდამავალი და ზოგჯერ ნაცრისფერიც, მოკლედ რთული დასადგენი იყო. ეტყობოდა არც სიმაღლე აკლდა, შავი თმები და ოდნავი წვერი კი უფრო მეტ ხიბლს სძენდა.
ბიჭი მისი სივით კმაყოფილი იყო, მხოლოდ ის არ მოეწონა ესმამ მხოლოდ ერთი უცხო ენა რომ იცოდა.
-კარგი იქნებოდა რუსული და გერმანულიც რომ იცოდეთ.
-გეთანხმებით და ვცდილობ ვისწავლო მაგრამ იმ დონეზე არ ვიცი რომ სივში მიმეთითებინა, სამაგიეროდ სვანურად კარგად ვსაუბრობ.
-სვანური ენა არ არის, კარგით თავისუფალი ხართ დაგიკავშირდებიან.
ასე ორი „მიგდებული“ სიტყვით გაისტუმრა ოთახიდან. ესმა ისეთი ნერვებ მოშლილი გავარდა ისიც ვერ შეამჩნია ჯიბიდან ყურსასმენები რომ ამოუვარდა და ერეკლეს კაბინეტში დარჩა. ჯიშკარიანმა ეს შეამჩნია, თავიდან გაყოლა დააპირა მაგრამ გადაიფიქრა და ყურსასმენები ჯიბეში ჩაიდო. რამდენიმე დღის შემდეგ ესმას დაურეკეს და აცნობეს რომ სამსახურში აყვანილი იყო და დილის ცხრაზე იქ უნდა ყოფილიყო. ესმას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დილით ადრე გაიღვიძა მოემზადა და სახლი დატოვა. იქ მისულს უთხრეს რომ უფროსი ელოდებოდა, ჯიშკარიანის გახსენებაზე ესმას სახე მოეღრიცა. თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა რომ აწ უკვე უფროსთან არ შესულიყო? ამიტომ კაბინეტს მიაშურა, ერეკლემ ყველაფერი აუხსნა და მოითხოვა რომ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებოდა და ტურისტებისთვის კომფორტი შეექმნა. ესმა საქმეს ნამდვილად კარგად ართმევდა თავს, გარემოც მოსწონდა, მხოლოდ ერეკლეს დანახვა არ სიამოვნებდა. თავიდან ვერ იტანდა, მაგრამ ბიჭის ყოველ დღე სხვადასხვანაირმა ხასიათმა ესმა დააბნია, ხან ძალიან თბილად იქცეოდა, ხანაც უხეშად, მოკლედ ესმა არეული იყო და ვერ გაეგო რა ხდებოდა. ერთ დღეს ესმა სამსახურიდან გადიოდა ერეკლე რომ მოვიდა და კარების გაღებისას ერთმანეთს შეეჩეხნენ. ბიჭს ყურსასმენები ეკეთა, ესმამ ეს რომ დაინახა გაუკვირდა, აქამდე არასოდეს ენახა ერეკლე ყურსასმენებით. ამაზე ფიქრში იყო როდესაც თავში რაღაც წითელი აენთო და ბიჭის ყურზე მორგებული ყურსასმენები კარგად შეათვალიერა, არც შემცდარა, გაახსენდა რომ თავისი ყურსასმენები დაკარგული ჰქონდა, საკმაოდ დიდხანს ეძებდა რადგან ძვირფასი იყო მისთვის მაგრამ ბოლოს ბედს შეეგუა და გამოიგლოვა კიდეც. თუმცა ახლა სწორედ ის ყურსასმენები ბატონ ერეკლეს ამშვენებდა, სასწრაფოდ მივარდა და ყურსასმენები გამოგლიჯა, ეჩხუბა, სცენა დაუდგა, გამოლანძღა, ბიჭი ჯერ გაშეშებული იდგა მერე კი სიცილი დაიწყო. ესმა ამან უფრო გააცოფა ვერ გაიგო რა აცინებდა. ბიჭმა ლოყაზე უჩქმიტა, ჩუმად უთხრა „გაბრაზებულიც კი საყვარელი ხარო“ და იქაურობას გაეცალა. დროთა განმავლობაში ერეკლე ესმას უფრო დაუახლოვდა რამდენჯერმე სადილზე და კინოში დაპატიჟა ესმაც დაჰყვებოდა. თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდათ და ნელ ნელა ეჩვეოდა სვანს. ერეკლეს რომ უყვარდა ეს აშკარა იყო მაგრამ თავს იკავებდა არ იცოდა მისგან რა პასუხს მიიღებდა, ამიტომ ჩუმად იყო და ესმასთან ვითომ და ჩვეულებრივ ურთიერთობას აგრძელებდა. ესმა რას ფიქრობდა? განა არ იცოდა ერეკლეს რომ უყვარდა? ძალიან კარგად იცოდა და ყოველთვის ცდილობდა ბიჭი გაემწარებინა ხან რას იფიქრებდა, ხან რას, ერთხელ ერეკლეს გასამწარებლად ქუჩაში სრულიად უცხო ბიჭს ჩაეხუტა. ბევრი ასეთი სიგიჟის ჩადენა შეეძლო იმიტომ რომ გიჟიც იყო და თან მასაც შეუყვარდა. ჰო ერეკლე ჯიშკარიანი მაგარ შარში იყო. თავს კი იტყუებდა მაგრამ მეგობრები ხვდებოდნენ რომ სიყვარული მახეში იყო გაბმული. მერე იყო ერეკლეს გამგზავრება, ესმას გაგიჟება და ლონდონის ბილეთი, ერეკლეს გაოცება უნდა გენახათ კარის გაღებისას მომსახურე პერსონალის ნაცვლად გაკრეჭილი ესმა რომ დახვდა. დაუკითხავად შეაბიჯა ოთახში და სავარძელში ჩაეშვა, არც კი დალოდებია ერეკლეს გონზე მოსვლას პირდაპირ მიახალა
-თანახმა ხარ გახდე ჩემი ქმარი?-ამის გაგონებაზე ერეკლე უარესად გაოგნდა.-მეგონა ჩემი ცოლად შერთვა გინდოდა და მეთქი გავახარებთქო, როგორც ჩანს შევცდი, კარგი მაშინ კარგად-უთხრა და კარისკენ წავიდა. აქ კი გამოფხიზლდა ერეკლე და ესმა გულში ჩაიკრა
-თანახმა ვარ ვიყო შენი ქმარი.- მათი ამბავი ყველას ძალიან გაუხარდა. წყვილი სამშობლოში დაბრუნდა თუ არა ქორწილისთვის სამზადისს შეუდგნენ. ქორწილიც მათსავით გიჟური ჰქონდათ რაც მთავარია ბედნიერები იყვნენ. ასეთი იყო ესმა, ბიჭი ისე ჩაიგდო ხელში მიყვარხარაც არ უთქვამს. მაგრამ ყველამ და განსაკუთრებით ერეკლემ იცოდა რომ ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარდათ.
ნიცა სკოლიდან გამოვიდა და რედაქციაში უნდა წასულიყო ესმამ რომ დაურეკა და უთხრა ცუდად ვარ და ჩემთან მოდიო. „ჩემთანო“ ისე უთხრა ვითომ იქვე იყო, ქალბატონი სვანეთში ისვენებდა. ნიცამ თავიდან იუარა მაგრამ რახან შაბათ-კვირა მოდიოდა დათანხმდა. სახლში გაიარა საჭირო ნივთები აიღო და რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩააღწია დანიშნულების ადგილს. ესმა და ერეკლე მოიკითხა. აღმოაჩინა რომ ესმა სულაც არ ყოფილა ცუდად და ეს მხოლოდ მის აქ ჩამოსაყვანად მოიტყუა. ნიცა მგზავრობით საკმაოდ დაღლილი იყო და დასასვენებლად ოთახში ავიდა. მალევე ჩაეძინა. ესმამ მის ოთახში წერილი დატოვა რომ ის და ერეკლე პროდუქტის საყიდლად მიდიოდნენ და საღამოს დაბრუნდებოდნენ. სინამდვილეში კი თბილისის გზას დაადგნენ. მართალია გაუჭირდათ მათეს მოძებნა მიუხედავად იმისა რომ მიახლოებით იცოდნენ დასადაც ცხოვრობდა მაგრამ ბოლოს მაინც მიაგნეს. კარი მათემ გაუღო, ესმამ მოკლედ აუხსნა ვინც იყო და უთხრა რომ ნიცა სვანეთში იყო დასასვენებლად და უბედური შემთხვევის გამო ძალიან ცუდად იყო და მის ნახვას ითხოვდა. მათე ამის მოსმენის გამო ცუდად გახდა სწრაფად გაემზადა ესმას და ერეკლეს მისამართი გამოართვა და მანქანისკენ გაიქცა. სახლთან მისული მათე უცებ გადავიდა მანქანიდან და სახლის კარი შეგლიჯა. ბუხრის წინ ყავით ხელში იჯდა ნიცა, ხმაურზე კარისკენ გაიხედა, მათეს დანახვისას მოიბუზა და თვალები ცრემლებით აევსო.
-კარგად ხარ?
-კი. აქ რა გინდა?
-ესმამ მითხრა, რომ ცუდად იყავი და ჩემი ნახვა გინდოდა.
-თვითონ სად არიან?
-არ ვიცი მე ჩქარა წამოვედი.-უფრო და უფრო იბნეოდა მათე.
-ოხ ესმა ესმა.-ამოიხრა ნიცამ და ესმა კიდევ ერთხელ გამოლანძღა ასეთი სიგიჟეების ჩადენისთვის.
-ამიხსნი რა ხდება? უკვე წლებია გამირბიხარ შეხვედრაზე ზედმეტია საუბარი და ამ დროს შენი დაქალი და სიძე მეუბნებიან რომ დაშავებული ხარ და ჩემი ნახვა გინდა თუმცა როგორც ჩანს არც ცუდად ხარ და არც ჩემი ნახვა არ გაგხარებია-ბრაზი და წყენა ერთდროულად ერეოდა მათეს თუმცა ამ მონატრებასაც ვერაფერს უხერხებდა ამდენი ხნის უნახავი ნიცას მიმართ რომ დაგროვებოდა
-არაფერი არ მჭირს ესმამ მოგატყუა… მოიცა- ახლაღა გაახსენდა ნიცას ესმას დანაპირები რომ თუ წლების მერეც ერთმანეთი ეყვარებოდათ და ერთად არ იქნებოდნენ, მოიტაცებდა და მანამ გამოკეტავდა სახლში სანამ არ იტყოდნენ ერთად ვართო. მათეს მოკლედ აუხსნა ყველაფერი და მის რეაქციას დაელოდა.
-მერე?- ხასიათზე მოვიდა მათე.
-მერე შეგიძლია წახვიდე არაფერი მჭირს და როგორც ხედავ არც შენი დანახვა გამხარებია- გაუმეორა თავისივე სიტყვები.
-რამდენჯერ უნდა გითხრა ტყუილის თქმა არ გამოგდის მეთქი?-რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ნიცასკენ.
-ნუთუ კიდევ გახსოვს ადრე რასაც მეუბნებოდი? დავიჯერო ახალი „კარგი მეგობარი“ არ გაგიჩენია?-ირონიით მიახალა ნიცამ.
-არა შენ განსაკუთრებული ხარ, და კი ყველაფერი მახსოვს, ისიც რომ გითხარი თავს არ დაგანებებ მეთქი.-უთხრა და ხელი ლოყაზე ჩამოუსვა.
-მერე?
-არ გინდა ერთად ვიყოთ?
-შემეშვი, ხუმრობის ხასიათზე არ ვარ.
- არც მე ვხუმრობ ჩემო ბუზღუნა.
-შენ არ გიყვარვარ.
-ვინ თქვა რომ არ მიყვარხარ?
-არც ის გითქვამს რომ გიყვარვარ.
-ხოდა ახლა გეუბნები, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად, და იდიოტი ვიყავი რომ მაშინ გაგიშვი.- უთხრა მათემ და მთელი ძალით ჩაიკრა ტირილამდე მისული ნიცა.

ავტორი: დედამიწისხელა თვალება გოგო.



№1  offline წევრი იზუკა

უიჰ პატარა და ტკბილი ❤

 


№2  offline წევრი M-morieli

იზუკა
უიჰ პატარა და ტკბილი ❤
მადლბა heart_eyes

 


№3  offline წევრი mariam m.k

Patara magram mainc. Ragacnairi tbili da sayvareli.

 


№4  offline წევრი M-morieli

mariam m.k
Patara magram mainc. Ragacnairi tbili da sayvareli.

მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent