შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 5)


31-10-2018, 17:23
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 130

მეორე დღე იყო. კი არ დადიოდა დალასლასებდა. სფეროები ჩაშავებოდა, ტანი ოდნავ მოეხარა. მთელი ძალით წმენდდა ლალის თვლებ დაქარგულ კაბას. თვალს არ აშორებდა მეწამულისფერ სილამაზეს და თვალებს ძალით ახელდა.
სამი დღის განმავლობაში უმოწყალოდ ამუშავეს, ყველაფერი გააკეთებინეს რაც კი შეიძლებოდა სასახლეში ექნა. საჭმელ-სასმელი არ მიუციათ, ღამითაც საკუთარი ოთახის მაგიერ სარდაფის ცივ ფილებზე ეძინა. სამი დღე თვალით ვერ ნახა ისკანდერი, ვერც უფლისწული აჰმედი, თუმცა მისი ნახვის სურვილი არც ჰქონდა. დედოფლის ოთახიდან უკითხავად გამოსვლა მძიმედ დაუჯდა. მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ მხოლოდ საკუთარ თავსუ უწყრებოდა, ნუთუ სძალმიძდა ეშრომა მათთვის, ეკეთებინა მათთვის, დახმარებოდა მათ, ვინც ამოდენ გაუმწარა სიცოცხლის ყველზე ნორჩი წლები.
მესამე მთვარე ილეოდა, სარდაფის სარკმლიდან მოჩანდა ჭუჭყისფერი ღრუბლებით შემოსილი ცა. არ იცოდა ეძინა თუ ეღვიძა, თავბრუ ესხმოდა, იმოდენ გაბრუებული იყო ვერ აღიქვამდა რეალობასა და ილუზიას. მოგონებები გადაეშალა თვალწინ და ივარაუდა, რომ სიზმარში იყო. მხოლოდ ხატებად თუ გამოეცხადებოდა ის ტკბილი წლები.
მისთვის მეთოთხმეტე გაზაფხული იყო, ბუნიობისათვის ემზადებოდნენ. ახსოვდა მზის მცხუნვარება, თბილი სახეები, ღიმილი. ისკანდერი... ისკანდერი რომ დაინახა მისი სიზმარი იმდენად განათდა, იმდენად თითქოს მზის ყოველი ნათება მისთვის იყო განკუთვნილი. მორცხვ ბაგეზე სიწითლემ გადაუარა და თვალები დახარა, ჭაბუკმაც შენიშნა ყოველივე და ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა. ახალგაზრდა პირსახე ოდნავ შესამჩნევი, დაბალი წვერ-ულვაშით შეემოსა, ტანზე ტილოს სამოსელი ემოსა, თავს კი ცხოველთა მეფის ტყავისაგან გამოქნილი საბურავი უმშვენებდა.
მორცხვად აპარებდა თვალს მისკენ და გული უფრიალებდა. ისკანდერი... მისი ისკანდერი იჯდა, მშობელი მამის გვერდით და ალუმინისფერი თასიდან რიდით წრუპავდა მოტკბო სითხეს. გვიან წავიდნენ, დუქანში გადაინაცვლეს მამაკაცებმა. ეგონა ისკანდერიც წავიდა და მოიწყინა. კერის მაცხოვრებს უღიმღამო ღიმილი აჩუქა და თავდახრილი გაემართა საკუთარი ქოხისკენ. ბნელოდა, იგრძნო მისი იქ ყოფნა და მიბრუნდა. სიტყვის თქმა არ დასცალდა, ისე ჩასჭიდა ხელი და შავი ტირიფის ბოლოს ამოაფარა. გაფართოებული სფეროებით შეჰყურებდა ჭაბუკს და თანაც, აღელვებული, მფეთქავი ორგანოს დაოკებას ცდილობდა.
-ისკ...
-სჩჩ!... -არეულად შესჩურჩულა ვაჟმა და წამიერად, მხოლოდ წამით წაეტანა მის აწითლებულ ბაგეს. მისთვის სამყარო იყო, იმ წამს აკიაფდა ისკანდერის თვალებში ქალაქები, გაშენებული ქუჩებითა და განათებული სარკმლებით. მას მერე სულ თვალებში შესციცინებდა, ეშინოდა არ გამქრალიყო ქალაქები მისი სფეროებიდან და გამუდმებით ამოწმებდა. მოუხშირა შეხვერდებს, ტილოს ტანისამოსს ჩაცმამდე საგულდაგულოდ ამოწმებდა, არ უნდოდა მასთან ნაკლით მისულიყო.
განათებული სახეები, ბედნიერი ღიმილი და მზით განათებული ხატება გაქრა. წინ კვლავ ნესტიანი სარდაფი, სიცივისგან აკანკალებული კედლები და სარკმლიდან მოკამკამე, ტალახიფერი ცა დაუდგა. სხეული გადაულურჯდა სიცივისაგან, მაგრამ არ წუწუნებდა. არც იწუწუნებდა. არასოდეს დაანახებდა საკუთარ სისუსტეს მტერს. ბოლოს და ბოლოს, ორ ზამთარს გადაურჩა ტყეში. მშიერ-მწყურვალს, სიცივისაგან აკანკალებულს, გათოშილს უვლია წინ. შეუჩერებლად. აძლებინებდა ერთადერთი, მიზანი შურისძიებისა.
დილეგის რკინის კარებმა გაიღრჭიალა და სიბნელით მოცულ გარემოში ეს ხმა იმდენ ექოდ დაბრუნდა, სათვალავი აერია. თვალები არ გაუხელია, ან შეიძლება გახელილიც ჰქონდა, უბრალოდ სიბნელეში ვერ ხვდებოდა.
-ელისაბეტ... -ჩურჩული გაიგო და ხმისკენ გაიხედა. ჩირაღდანი შემოიტანა და გარემო გაანათა. ცეცხლის ალი ჭრილობაზე მალამოსავით მოედო დაობებულ, ნესტისგან აყროლებულ კედლებს. ისე შეისისხლხორცეს თითქოს ეთხოვებოდნენ. გოგომ მხოლოდ ერთხელ ახედა, უფლისწული იყო, ზემოდან დაჰყურებდა. წვერ-ულვაშით დაფარულ სახეზე ცეცხლის ალის ჩრდილები სასაცილოდ დასთამაშებდნენ. გაეღიმა. უფლისწულის კოშკი დაინახა, არც უფიქრია ისე შეჰნათა საკუთარი ღიმილი და შემდეგ კვლავ მილულა თვალები. ახლა ძალიან სჭირდებოდა განათებული სახეების, მომცინარი ბავშვების, მცხუნვარე მზის ხილვა.
ფრთხილად აიყვანა მისუსტებული სხეული, ეგონა დაილეოდა, ისეთი პატარა იყო, ისეთი უსუსური ეგონა მის ხელებში არც გამოჩნდებოდა. ტანისამოსის ფრიალით გაიარა დერეფნები და ბოლოს საკუთარ ოთახამდე მიაღწია, გუშაგებმა ერთმანეთს გადახედეს და კარი შეხსნეს. საწოლზე დააწვინა და ხოტა ხანი აკვირდებოდა. დალურჯებულ სახეზე ნელ-ნელა მოსდიოდა ფერი, ღაწვებიც წითლად შეეღბა, ტუჩის კუთხეც სასაცილოდ ჩატეხა. მაშასადამე, სასიამოვნო ხატება ეწვია სიზმარში. მძიმე ფეხსაცმელი გაიძრო და გვერდით მიუწვა, ისე ჩაიხუტა მისი გამთბარი, პატარა სხეული თითქოს შტორმისაგან მის დაცვას ლამობდა. ცოტა ადროვა, შემდეგ თავადაც გადაეშვა უსიზმრო ძილში.
დილით სარკმლიდან შემოპარულმა, გაჩახჩაღებულმა მზის სხივებმა გამოაღვიძა. სხეული გასთბობოდა, სურნელოვან ბალიშზე ედო თავი და გვერდით მწოლიარე სხეულს გრძნობდა. გულის არეში ტკივილი იგრძნო, როდესაც უფლისწული დაინახა. ანუ მისი სიზმარი სულაც არ ყოფილა სიზმარი, მართლა ზამთარში ცხოვრობდა, გაუბედურებული, აჭლექებული თოვლიანი ტალახის ქვეყანაში.
უფლისწულს მშვიდად ეძინა, მისი ფშვინვა ოთახში ექოდ გაისმოდა. ცალი ხელი საბურავის ქვეშ ამოედო, მეორე თბილი, მატრყლის გადასაფარებლისათვის ჩაებღუჟა. წარბები ოდნავ შეკროდა, შუბლი გახსნილი და ტუჩები სულ ოდნავ ღია ჰქონდა.
ათვალიერა ელისაბეტმა ვაჟი, წუნის პოვნა სურდა, ეწადა მისი სიმახინჯის დანახვა, სააქაოს გადმოტანა მისი სულისა, თუმცა ვერ შეძლო. შესძრა უფლისწულის მშვენებამ და მისი ხატება იმოდენ ჩაებეჭდა გონებაში თავადაც შეშინდა.
მონებმა კარები შეხსნეს და უფლისწულის ოთახში შევიდნენ. არცერთს არ გაჰკვირვებია „ხარჭის“ იქ ყოფნა. თავი არც აუწევიათ ისე შემოიტანეს ლანგარზე დაწყობილი საკვები და ოთახიც წამში მადისაღმძვრელი სურნელებით გაივსო. მეფის ვაჟმა ბაგის კუთხე ჩატეხა და ნელა გაახილა თვალები, თითქოს სურდა სიზმარს არ გაჰქცეოდა.
გოგოს იქ დანახვამ, მის საწოლზე, მედიდურად წამომჯდარი, რომ იყო და უდრეკი მზერით შეჰყურებდა ღიმილი მოჰფინა სახეზე. თავადაც წამოჯდა და ხალათის კიდები შეისწორა. მონებმა კარები, რომ მიხურეს შემდეგ შეაჩერდა დიაცს, მისი სილამაზე დილის სხივების შუქზე შეიცნო, უცქერდა და არა ეგულებოდა მასზე ძვირფასი, მასზე მშვენიერი ამა ქვეყანაზე. კვლავ გაეღიმა საკუთარ განაფიქრზე და საწოლიდან წამოდგა. გოგო ხმაგაკმენდილი აკვირდებოდა მის თითოეულ მოქმედებას, ელოდა. ყოველ წამს ელოდა რას იზამდა მეფის ვაჟი.
-დამეწვიე. -გასძახა უფლისწულმა და ლაბადა მოიგდო ტანზე, რომელიც ისე ზუსტად დააჯდა ბეჭებზე, თითქოს სწორედ მისთვის იყო შექმნილი.
გოგოს არ უფიქრია, წამოდგა. სამი დღის მშიერ-მწყურვალი, ლანგრის წინ, მოქარგულ ბალიშებზე დასკუპდა და შეაცქერდა საკვებს, ოხშივარი რომ ასდიოდა. ნერწყვი ჩაუგუბდა პირში და მძიმედ გადააგორა.
ვერცხლის მათლაფა დაუდო წინ მეფისწულმა და ზედ კარგად შებრაწული ხორციც გადაუდო. შემდეგ თასი ღვინით შეუვსო და როგორც სჩვეოდა ისე მიაჩერდა მას.
ილუკმებოდა ელისაბეტი და ცდილობდა არ შეემჩნია უფლისწულის მწველი მზერა. მეტი რომ აღარ შეეძლო ღვინო დააყოლა ხორცს და რაჰათლუჰუმი მოიქცია ნატიფ თითებს შორის.
-რათქმაუნდა. -თავისთვის ჩაიჩურჩულა უფლისწულმა. გოგომ თავი ასწია და გამომცდელი მზერა მიაპყრო ყმაწვილს.
-რამე მითხარით?
-არაფერი. -თავი გააქნია მეფის ვაჟმა და თასიდან ღვინო ნელა მოწრუპა. თითებზე აცმიული ბეჭდები მზის შუქზე ელავდნენ და ფერადი სინათლე ებნეოდა გოგოს სახეზე. გიშრის, ძოწის, ლალისფერი...
-გუშინ რატომ დამეხმარეთ?
-აკი, მე უკვე გითხარი მიზეზი ჩემი ყოველი ქმედებისა. -წარბი ასწია მეფის ვაჟმა.
-ნუთუ თქვენ ყოველივეს მხოლოდ ჩემი სიყვარულისათვის სჩადით?
-რა თქმა უნდა არა, მაგრამ შენს სიყვარულს ბევრ რამეში ვითვალისწინებ.
-მართლა, გსურთ გამაკვირვოთ?... -ირონიულად შეხსნა ბაგე გოგომ და გამომწვევი მზერით შეუტია უფლისწულს.
-გამომდის?
-შეიძლება, შეიძლება არც გძალმიძთ ასეთი რამის ჩადენა. ვინ იცის...
-დილეგში როგორ გაძელი სამი დღე მშიერ-მწყურვალმა?
-სხვები როგორ ძლებენ?
-ვერ ძლებენ. -თვალებ ჩამქვრალმა უპასუხა უფლისწულმა და თასიდან ღვინო ერთიანად გადაჰკრა. მოიღრუბლა. აშკარად აღარ იყო გუნებაზე, ელისაბეტი მიხვდა, რომ მტკივნეულ საკითხს შეეხო.
-მაშ, რატომ ათავსებთ კაცს იქ სადაც დაიღუპება?
-რატომ სცოდავს ყოველი? -კითხვა შეუბრუნა მეფის ვაჟმა. ბრაზი მოეკიდა გოგოს. წარბები შეკრა და ისე მიაჩერდა უფლისწულს. მისი კოშკები ელავდნენ, გაჩაღჩაღბული იყო მათი გარემოწირი.
-ნუთუ გძალულს სხვისი ცოდვების განსჯა, როდესაც მხრებზე ამხელა სიმძიმე გაწევს? -უფლისწულმა პირი იბრუნა, სარკმლიდან გადაშლილ ხედს შეაჩერდა და მდუმარედ განაგრძო ღვინის სმა. ისეთი სიჩუმე იყო იოლად გაიგეს მძიმე ნაბიჯების ხმა. ელისაბეტი საკუთარ თავს გაუწყრა, რატომ შეეძლო მისი ნაბიჯებით ცნობა?...
კარები შეხსნეს გუშაგმა და შემოატარეს მთავარსარდალი. ხელში პერგამენტები ეჭირა, ცალ ხელში მოშიშვლებული ხმალი ჩაებღუჯა და დაკვირვებით მისჩერებოდა რაღაცას, პერგამენტზე გამოსახულს.
-უფლისწულო, -თავი არ აუწევია ისე მიმართა მას და ხმალი ქარქაშში დააბრუნა. -საგვარეულო შეკ.... -სიტყვა ბაგეზე შეეყინა ელისაბეტს, რომ შეხედა. მზერა გაცვალეს, მწველი ალებითა და ქალაქებით სავსე მზერა.
მეფის ვაჟი დაიბნა, არ გამოსჩენია ყოველივე მის ჭრილ თვალთახედვას და იმდენად მოიღრუბლა ხელი გაჰკრა თასს. ტკბილი სითხე აბრეშუმის ქსოვილზე გადაეღვარა გოგოს და მოულოდნელობისგან წამოიკივლა. უფლისწულმა წყრომით შეხედა და ანიშნა გასულიყო მისი ოთახიდან.
არ დაბნეულა ელისაბეტი. წამოდგა, მთავარსარდალს გვერდი აუარა და ისე გავიდა შეხნილ კარებში უკან აღარ მოუხედავს. კრთან ატუზული მონები უხმაუროდ მიჰყვნენ. ხარჭების ოთახში შევიდა და ჰანუმს ეახლა. მოსაწესრიგებელი დრო მისცეს და ახალი დავალება.
მთელი დღე შრომაში გალია. საღამოს საკუთარ ოთხში იყო, სარკმლიდან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა ყოველივეს. ბრწყინავდა ბნელეთი და სიჩუმეში ჩაძირულიყო ბარბაროსთა სასახლე. განთიადისას, მზის ჩასვლის ჟამი რომ დადგარიყო, გამოეღვიძა. მძიმედ სუნთქავდა. სმენა დაძაბა. გაიგონა.
მისი ღრიალი გაიგონა, ეძახდა. მთელს სასახლეში ექოდ გაისმა, ისე ღრიალებდა, იმხელა ხმაზე, ისეთი გრძნობით, ქვის კედლები ისხლიტავდნენ მისი ბაგედან გამოსულ თითოეულ სიტყვას.
გამოეღვიძა ზამთრის ძილ მიცემულ სასახლეს. შიშნარევად გამოარო კარები და ყური მიუგდო.
-ელისაბეტ!..



------------------------------
დაგიბრუნდით ახალი თავით♥
როგორ მოგწონთ ისტორია?
რას ფიქრობთ, ისკანდერის შესახებ?



№1  offline წევრი Elea_Nora

გასაოცარი ხარ. ყველაფერს ისე გადმოსცემ რომ ყველა გრძნობა მიგაქვს მკითხველამდე, ისე გვითრევ ამ მორევში, რომ გული მწყდება საშინლად გაგრძელება რომ არ აქვს. საშინლად მომწონს თითოული სიტყვა. აი რა გითხრა აღარ ვიცი სიტყვებით ამ სათქმელის გადმოცემა დაუჯერებელია. ისკანადერთან დაკავშირებით ჯერ არაფერს ვიტყვი მოვლენების განვითარებას დაველოდები.
წარმატებები! ველოდები ახალ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი Mariamo

წარმოუდგენლად საინტერესო სიუჟეტია, გასაოცარად წერ, წარმატებები! მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ელი

ძალიან საინტერესო არის,იმედია,შემდეგს მალე დადებ.

 


№4  offline მოდერი lemongiirl

Elea_Nora
გასაოცარი ხარ. ყველაფერს ისე გადმოსცემ რომ ყველა გრძნობა მიგაქვს მკითხველამდე, ისე გვითრევ ამ მორევში, რომ გული მწყდება საშინლად გაგრძელება რომ არ აქვს. საშინლად მომწონს თითოული სიტყვა. აი რა გითხრა აღარ ვიცი სიტყვებით ამ სათქმელის გადმოცემა დაუჯერებელია. ისკანადერთან დაკავშირებით ჯერ არაფერს ვიტყვი მოვლენების განვითარებას დაველოდები.
წარმატებები! ველოდები ახალ თავს.


წარმოუდგენლად მიხარი მსგავსი კომენტარების კითხვა!
უდიდესი მადლობა რომ ამ ბედნიერებას მანიჭებ❤️❤️

სტუმარი Mariamo
წარმოუდგენლად საინტერესო სიუჟეტია, გასაოცარად წერ, წარმატებები! მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს


უღმესი მადლობა,
მაბედნიერებთ თქვენი კომენტარებით!❤️

სტუმარი ელი
ძალიან საინტერესო არის,იმედია,შემდეგს მალე დადებ.


ძალიან დიდი მადლობა❤️
რაც შეეხება შემდეგ თავს, ის უკვე ატვირთულია!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent