შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (12 თავი)


3-11-2018, 10:59
ავტორი naattii
ნანახია 1 976

ოქტომბრის დასაწყისში უკვე საკმაო სიცივე იყო ტყეში, ნანო ვერც წარმოიდგენდა ასეთი ტყეები საერთოდ თუ არსებობდა საქართველოში, ყველაფერი ველურ ბუჩქებს გადაეფარათ, ერთგან გველსაც კი შეხედა და კივილით შეახტა სიცილისგან წელში მოხრილ ანდრიას, ამინდიც ხელს უწყობდა ხასიათს, სუსტად ანათებდათ მზე და მათ გათბობას სულ ტყუილად ცდილობდა, ბევრი ისაუბრეს გზაში, ბევრიც იცინეს, არ ეგონა ანდრიას ნანოს ასეთი ხასიათი თუ ექნებოდა, მაგრამ გუმანით ხვდებოდა, რომ რაღაც მაინც არ იყო რიგზე. ერთი საათიც და მისმა საათმა წკიპინი დაიწყო.
-რა ხდება?
-ცხრა საათია_მაშინვე შედგა ანდრია და ირგვლივ მოათვალიერა გარემო.
-მერე რა?
-დაღამდა და გზას ვერ გავაგრძელებთ, აქ გავჩერდეთ.
-გავიყინებით ანდრია.
-ჩემს გვერდით, კარავშ, ჩახუტებული და გაიყინები?_ღიმილით მიუახლოვდა ანდრია და ზემოდან დახედა -დარწმუნებული ხარ?
-არააა _ბიჭის მზერისგან შეცბუნებულმა ამოიოხრა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო, ღმერთო, ამ ბიჭთან ვერც თამაშობდა, ვერც იტყუებოდა, საერთოდ ავიწყდებოდა ყველაფერი.
-ხოდა კარავის გაშლაში მომეხმარე_ტუჩის კუთხეში აკოცა გაბრუებულ გოგოს და ხითხითით მოიხსნა ჩანთა.
-როდის მერე დაგაქვთ კარავი?
-რამდენიმე თვეა წესები შეგვეცვალა.
-მომწონს ახალი წესები_უკვე კარავში მყუდროდ მოკალათებულმა და ანდრიაზე მიხუტებულმა თქვა.
-ვეცადოთ ცეცხლი ჯერ არ ჩაქვრეს, ეჭვი მაქვს მგლები იქნება აქ.
-რა იქნებაა?
-ხო აბა ვერ მიხვდი? ქალქიდან მოშორებულია, მაგრამ ცენტრალურ გზასთან ახლოს ვართ და იქნებ არ ჩამოვიდნენ ჩვენამდე.
-ვაიმე დედიკო_კისერი დაიზინა ნანომ.
-არ მითხრა მეშინიო.
-არაა, როგორ გეკადრება ანდრია, შუა ტყეში მგლებისგან დაგლეჯვის რატომ უნდა გეშინოდეს ადამიანს?
-როცა ჩემს გვერდით ხარ არაფრის არ უნდა გეშინოდეს_სასწრაფოდდაწვდა გოგოს ტუჩებს და წამში დაავიწყა მთელი ქვეყნიერება.


-ასე ნუ გარბიხარ, ჯერ კიდევ ა შეიძლება შენთვის, დამელოდე მაინც_აქოშინებული მიზდევდა ჯაბა ნათიას.
-ღმერთო ქალივით წუწუნებ, მგონი როლები გავცვალეთ_სიცილი აუტყდა გოგოს.
-ბევრს ლაპარაკობ_მაშინვე შეუტია კერესელიძემ და აწიკწიკებულ საათს დახედა. -ცხრა შესრულდა.
-კარგი, შენ კარავი მე შეშა.
-ნათია, თავს მიხედე და ბოდიალს თავი დაანებე, ფიჩხებს მე მოვძებნი, შენ აქ იჯექი, ცეცხლს დავანთებ და კარავსაც გავშლი.
-ეს ის მომენტია, როცა ასეთ გათამამებაზე ხმას არ ამოვიღებ_სიცილით აკოცა ბიჭს ტუჩებზე და შოკოლადი ამოიღო ჩანთდან შესახრამუნებლად.

11 საათისთვის უკვე ყველა კარავში ისვენებდა, წყვილებს ისე ჩაეძინათ ალერსში ვერც კი შეამჩნიეს, ანდრიას თითოეული ტოტის გატკაცუნებაზე ეღვიძებოდა ისე იყო სიფრთხილეს მიჩვეული, თუმცა ნანოს თმის ტკბილ სუნში მალევე ბრუვდებოდა. მხოლოდ ყიფიანი იჯდა კარავთან მობუზული და მომხდარზე ფიქრობდა, როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ქვეყნისთვის ემსახურა გენერალს ბოლომდე ენდო, მათთვის ღმერთივით იყო, იტყოდა, ესენი აკეთებდნენ, 9 წელი გაატარეს ამ სიამტკბილობაში და ერთხელაც არ გაჩენიათ ეჭვი, ასე როგორ გამოეპარათ? იმას აღარ უშვებდა, რომ გაბრიელი და ნანო ტყუოდნენ, მართალია ეს გოგო არ მოსწონდა, მაგრამ ზედმეტად ბევრი რამ არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ამ ამბავს კი ასე არ დატოვებდა, ქალს ყოველთვის დაიცავდა, ვერც კი ფიქრობდა გაბრიელი რა დღეში უნდა ყოფილიყო ცოლის გამო, ამიტომ დარწმუნებული იყო ელენეს დააბრუნებდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა.


დილით ექვსივე ზუსტად 7 საათძე გაუდგა ისევ გზას და ყიფიანმა და ყიფშიძემ მალევე შეხედეს პატარა სოფელს, თავისიანებთან დარეკვას აზრი არ ქონდა, ამიტომ ნაცნობები მოიძიეს და დედაქალაქისკენ გაეშურეს, გზადაგზა დანარჩენი ოთხიც შეუერთდა და გზაში გამოძინებაც მოასწრეს.
-ყველა ადგილზეა_თბილისში შესულები იყვნენ ყიფიანმა რომ გადაუჩურჩულა ანდრიას და მანაც ღიმილით დაუქნია თავი კარგიო.
უამრავი ხალხი ირეოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტებით იყო სავსე ყველაფერი, ახალ საკბილოზე მოეკრათ ყური და მოუთმენლად ელოდნენ მოვლენების განვითარებას, შორიახლოს ასაკიანი ქალი ხელების ზელვით გადი-გამოდიოდა და ნერვიულად კრავდა წარბებს, ასეთ ალიაქოთში მარტოდმარტო იდგა და თითქოს სულაც არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს.
ათი წუთიც იქნებოდა გასული დიდმა ჯიპმა რომ შემოუხვია და იქედან 6 ჯარისკაცი რიგრიგობით გადმოვიდა, წელში ამაყად გასწორებულები, თავ აწეულები მიიწევდანენ შესასვლელისკენ და ყურადღებას არავის აქცევდენენ.
-ნანოოო_ტკივილით სავსე ხმამ გაკვეთა ჰაერი და მთელი ძალით დაეჯახა ერთ-ერთ ჯარისკაცს.
-დედა, დედიკო_ცრემლებ წამოსული იკვლევდა ჟურნალისტებში გზას ნანო და საყვარელ სხეულს ეძებდა, როგორც იქნა იპოვა კიდეც და მთელი ძალით მოეხვია.
-ჩემი დედიკო, როგორ მომენატრე დე, ღმერთო როგორ განერვიულე, როგორ დასუსტებულხარ, თმა გაგთეთრებია, ეს რა გიქენი დედიკო_მოთქმით ტიროდა ნანო და დედას კისერზე ეხვეოდა.
-შიგნით შევიდეთ_საყვარელი ხმა მოხვდა ყურს და დედაზე მოხვეული წაიყვანა ანდრიამ დედა-შვილი შენობისკენ.
-ასეთი ამბავი რატომაა?_გაკვირვებულმა უჩურჩულა გოგომ ანდრიას.
-უკვალოდ ვერ გაქრები თუ ყველას შენი სახელი ეკერება პირზე_თვალი ჩაუკრა ბიჭმა გაცისკროვნებულ ნანოს და მისი სახის შემხედვარემ ღიმილი ვერ შეიკავა. თავი დაუკრა ჩუმად ბიჭებს და გენერლის კაბინეტისკენ გაუყვა გზას.
-გენერალო_დაკაკუნების შემდეგ სამხედრო სალამით გაეჯგიმა გიორგის და მარჯვენა ხელის თითებით ოდნავ შეეხო საფეთქელს.
-თავისუფლად პოლკოვნიკო_ღიმილით წამოდგა გენერალი და გახარებული მოეხვია. -მიხარია კარგად რომ ხარ.
-დარწმუნებული ვარ_მანაც გაუღიმა საპასუხოდ და უაკნ მიბრუნდა კარის ჩასაკეტად.
-ანდრია?_გაკვირვება ჟღერდა გენერლის ხმაში.
-სერიოზული საქმე მაქვს და ვერ მოიცდის.
-კარგი, ვისაუბროთ_დიდი ნერწყვი გადაყლაპა გიორგიმ.
-ბატონ გაბრიელს შევხვდი, აბდულად წოდებულს, საკმაოდ საინტერესო ისტორიები მომიყვა.
-მაინც რაო?_ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მშვიდ ტონს კაცი.
-წარსულში მომხდარი ამბები, მისი ცოლი, ექიმი, მოკლედ ბევრი რამ, ის კი დაავიწყდა პოლკოვნიკს მისი რაზმის გადასარჩენად ყველაფერზე წასვლა რომ შეუძლია.
-ვერ მივხვდი?
-გენერალო, მე აქ იმიტომ ვმუშაობ, რომ თქვენი მჯერა, გენდობით, ათი წელია თითქმის ერთად ვიბრძვით მისნაირი ტერორისტების დასაჭრად, ეგონა ნახევარ საათიანი მონაჩმახით ამამხედრებდა თქვენს წინააღდეგ. რასაკვირველია დავთანხმდი, მაგრამ იმიტომ, რომ მისი ნაბიჯები ვიცოდეთ.
-ვიცოდი, რომ იმედს არ გამიცრუებდი ანდრია_მხრებში გასწორდა კაცი
-მხოლოდ ერთი პრობლემაა.
-გისმენ_წამსვე წამოიმართა გენერალი.
-აქ ჩამოსვლა ვერაფრით ვაიძულე, მხოლოდ ცოლი ეკერა პირზე და ბოლოს მივხვდი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიხელთებთ, ცოლი თუ გამოჩნდება.
-მაგით რისი თქმა გინდა?
-ელენე უნდა ვიპოვოთ გენერალო, თუ გავაგებინებ შენი ცოლი გავათვისუფლეთქო მაშინვე გადმოფრინდება და აეროპორტშივე ავიყვანთ.
-სატყუარა რომ შევუგდოთ?
-ვცადე და მტკიცებულება მომთხოვა_მობეზრებულმა აიქნია ანდრიამ ხელი.
-ჩემგან რა გინდა?
-ელენეს პოვნაში დამეხმარეთ, თქვენნაირი კავშირები არავის აქვს, მე რომ თვეები მოვუნდები, თქვენ ორ დღეში იპოვით.
-გასაგებია_დაფიქრებულმა დაუქნია გენერალმა თავი.
-მაშინ მე წავალ, თუ სიახლე იქნება გამაგებინეთ_თავი დაუკრა უფროს და ჩაფიქრებული დატოვა კაბინეტში.

დერეფანში ისევ ბევრი ხალხი ირეოდა, ნანო დედას ვერ შორდებოდა, რაზმი კი პოლკოვნიკს უცდიდა, მანაც თავი დაუქნია ღიმილით და მათაც მშვიდად ამოისუნთქეს. ახლა ლოდინიღა დაჩენოდათ. უკვე შენობიდან გადიოდნენ ნანოს ხმა რომ დაეწია
-ანდრია, ანდრია.....
-გისმენ ნანო_მაშინვე მოუბრუნდა და მეგობრებს გადახედა, ისინიც მიხვდნენ და წყვილი მარტო დატოვეს.
-მინდოდა მადლობა მეთქვა, შენ რომ არა არ ვიცი რა იქნებოდა, გმადლობ, მთელი ცხოვრება შენთან ვალში მიქნები, ჩემი სამყარო დამიბრუნე და იმ კოშმარს ნაწილობრივ მაინც მოვშორდი.
-არაფერია ნანო, სიმართლე რომ გითხრა ჩემს საქმეს ვაკეთებდი_ძლივს მოახერხა გაღიმება.
-ვიცი, მაგრამ მაინც, რაცარუნდა მოხდეს, გახსოვდეს, რომ ჩემთვის სწორედ ის გმირი ხარ, რომელთა არსებობაშიც ეჭვი ეპარებათ. ოდესმე შევხვდებით, არა?_უკვე ტირილ შეპარული ხმით დაასრულა წინადადება. ანდრიას სხეულში კი კაცმა არ იცის რა ხდებოდა, გოგოს ნათქვამზე ადგილს მიეყინა, განძრევას ვერ ახერხებდა, ეს რაღაც განსხვავებული შეგრძნებები საოცრად მოსწონდა, ბოლო სიტყვები კი განაჩენივით ჟღერდა და ტვინს საერთოდ ურევდა. მწარედ გაეღიმა და გოგოს ლოყაზე მოეფერა: -ოდესმე შევხვდებით.


დალურჯებული და დასისხლიანებული ეგდო ქალის სხეული ბნელ და შმორიან სარდაფში, რამდენიმე დღის უჭმელი, სრულიად დაუძლურებული იწვა ცივ ბეტონზე და ადგომის თავიც არ ქონდა, უკვე რამდენიმე დღე იყო ისე ახველებდა თითქმის თავს არ ადებინებდა ძირს. ნეტავ ახლა ენახა მის ქმარს, ალბათ ტკივილისგან შეიშლებოდა, სადღა იყო ის ხალისიანი და ლამაზი ელენე, რომელიც გაბრიელს შეუყვარდა, ახლა განადგურებული, დალეწილი ქალი, მხოლოდ ძველი ელენეს აჩრდილად ქცეულიყო და ამის შესაჩერებლად საკუთარი ძალებით უკვე ვეღარაფერს ახერხებდა, სასწრაფოდ ვინმე ჭირდებოდა დასახმარებლად.



№1  offline წევრი დარინა

ისეთი ლაღები არიან ანდრია და ნანო ერთად მათბობენ, აუ იმედია მალე გამოუტყდებიან ერთმანეთს გრძნობებში, ერთად მომწონს ესენი მე და არა ცალკცალკეე, აუ ამათ ბავშვზეც კი გამეფიქრა უცებ. ელენე მეცოდება იმედია მალე იპოვნიან. როგორც ყოველთვის თბილი და ტკბილი თავი იყოოო.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

როგორ გამიხარდა ისტორია რომ დავინახე ????ანდრეა და ნანო საყვარლები არიან ძალიან,თურმე პოლკოვნიკს ხუმრობა და სიცილიც შეუძლია ???? ელენე მეცოდება ძალიან, როგორ დაიტანჯა ???? იმედია ბიჭების გეგმა გაამართლებს.

 


№3  offline მოდერი naattii

დარინა
ისეთი ლაღები არიან ანდრია და ნანო ერთად მათბობენ, აუ იმედია მალე გამოუტყდებიან ერთმანეთს გრძნობებში, ერთად მომწონს ესენი მე და არა ცალკცალკეე, აუ ამათ ბავშვზეც კი გამეფიქრა უცებ. ელენე მეცოდება იმედია მალე იპოვნიან. როგორც ყოველთვის თბილი და ტკბილი თავი იყოოო.

დარინა
ისეთი ლაღები არიან ანდრია და ნანო ერთად მათბობენ, აუ იმედია მალე გამოუტყდებიან ერთმანეთს გრძნობებში, ერთად მომწონს ესენი მე და არა ცალკცალკეე, აუ ამათ ბავშვზეც კი გამეფიქრა უცებ. ელენე მეცოდება იმედია მალე იპოვნიან. როგორც ყოველთვის თბილი და ტკბილი თავი იყოოო.

დიდი მადლობა, ყოველთვის ჩემთან ხარ ❤️

სტუმარი ანა-მარია
როგორ გამიხარდა ისტორია რომ დავინახე ????ანდრეა და ნანო საყვარლები არიან ძალიან,თურმე პოლკოვნიკს ხუმრობა და სიცილიც შეუძლია ???? ელენე მეცოდება ძალიან, როგორ დაიტანჯა ???? იმედია ბიჭების გეგმა გაამართლებს.

თითონაც არ იცოდა და თურმე მხიარულიც ყოფილა :D

 


№4  offline წევრი nini :)

საყვარლები არიან.... მაგრამ ნანო რაღაცას მალავს კიდევ და რა ხდება ვერ ვიგებ...... ასეთი ჩახლართული არც ერთი თავი არ გქონია...... და ელენე ძალიან მეცოდება და იმედი მაქვს გენერალი წამოეგება მათ მახეს და ელენეს გამოაჩენს მალე

მოყვარს ეს წყვიებლიც და შენც ❤❤❤❤

 


№5  offline მოდერი naattii

nini :)
საყვარლები არიან.... მაგრამ ნანო რაღაცას მალავს კიდევ და რა ხდება ვერ ვიგებ...... ასეთი ჩახლართული არც ერთი თავი არ გქონია...... და ელენე ძალიან მეცოდება და იმედი მაქვს გენერალი წამოეგება მათ მახეს და ელენეს გამოაჩენს მალე

მოყვარს ეს წყვიებლიც და შენც ❤❤❤❤

როგორი დიდი მადლობა <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

რატომღაც ჩემთვის დაიგვიანე.ისე ველი ხოლმე შენს ისტორიას არ ვიცი.შენს გმირებზე არაფერს ვამბობ,სასწაულები არიან
--------------------
ლანა

 


№7  offline მოდერი naattii

La-Na
რატომღაც ჩემთვის დაიგვიანე.ისე ველი ხოლმე შენს ისტორიას არ ვიცი.შენს გმირებზე არაფერს ვამბობ,სასწაულები არიან

ნამდვილად დავიგვიანე, ასე სამ დღიანი შესვენება არასდროს გამიკეთებია, უბრალოდ საგიჟეთი მაქვს <3

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ნანო და ანდრეა ერთად ისე მომწონს ვერ წარმოიდგენ ♥️ კარგია კარგად ვითარდება და მეტად საინტერესოც კია უბრალოდ თავებს თუ გაზრდი და არდააგვიანებ ძაან გამახარებ და მერე როგორ მაგრამ ლოდინადაც ღირს ♥️♥️წარმატებები

 


№9  offline მოდერი naattii

ტკბილიწიწაკა
ნანო და ანდრეა ერთად ისე მომწონს ვერ წარმოიდგენ ♥️ კარგია კარგად ვითარდება და მეტად საინტერესოც კია უბრალოდ თავებს თუ გაზრდი და არდააგვიანებ ძაან გამახარებ და მერე როგორ მაგრამ ლოდინადაც ღირს ♥️♥️წარმატებები

მადლობა ❤️

 


№10  offline წევრი Nano Goduadze

მარტო ჩემი ანდროო❤

 


№11  offline მოდერი naattii

Nano Goduadze
მარტო ჩემი ანდროო❤

ვინ გაბედავს წართმევას :დ

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ანუ გაპარსვის დროს დაიჭირეს და სცემეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent