შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების საიდუმლოება


3-11-2018, 13:11
ავტორი ::მარი::
ნანახია 1 108

სასაცილოა ცხოვრება, მთელი ჩემი განვლილი ცხოვრების წლები სულ რაღაც ნახევარ საათში შემიძლია მოვყვე. ცხოვრება ხომ ციხეა და ადამიანები პატიმრები . სრულიად უეცრად და უაზროდ შეიძლევა ისეთი რამ მოხდეს ,რომ მთელი ჩვენი ცხოვრება შეიჩვალოს აარა მარტო ის, ჩვენც. არავის მოსწონს თვისი ცხოვრება, ყოველთვის უკეთესი უნდათ,ყოველთვის სრულყოფილებისკენ მიიჩქარიან, რაც მე არ მესმის და მიჩნდება კითხვა-რატომ? რა იქნება სრულყოფილების მიღწევის შემდეგ? რატომ არ ურჩევნიათ სამყაროს ამოცამები ამოხსნან და გადაიტამომ ბევრი ცუდი და ასევე კარგი. ამის მაგივრად მხოლოდ სხედან და ოცნებობენ, წუწუნებენ, მოთქვამენ. მეც ასეთი ვიყავი, არაფერს და არავის არ ვაფასებდი, იმდენად მობერებული მქონდა ეს ცხოვრება, სუნთქვაც კი მეზარებოდა.არც სითბოთი ან თბილი საუბრით გამოვირჩეოდი, როგორც მინდოდა ისე ვიქცეოდი, არაფერზე ვფიქრობდი, ჩემი სამყარო მქონდა ჩექმნილი და მხოლოდ მასში ყოფნა მინდოდა და სწორედ ამას ვნანობ ახლა , რომ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ძალიან ცოტა დროს ვატარებდი. ამას მხოლოდ ახლა მივხვდი, როცა უკვე გვიანია.მე ცრემლებით დავემშვიდობე იმ 2 ადამიანს ვინც ჩემთვის ყველაზე ძვიფასი, ყველაზე კარგები იყვნენ, ისინი ვინც ყველზე მეტად მიყვარდა.
12 მაისი, ეს დრე ჩემი ჩხოვრების კოშმარი იყო. გარეთ საშინელი და ძლიერი წვიმა იყო, წვიმისგამო მთელი ქალაქის მაცხოვრებლებიდან, მხოლოდ ათიოდე ადამიანი თუ გავიდოდა გარეთ. ისიც მხოლოდ მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებელი საქმე ექნებოდათ. ბნელი და ცივი დღე იყო, დღე , რომელიც ჩემთვის საშინელების მომასწავლებელი აღმოჩნდა. დედა და მამა ამ დღეს ბიძასთნ მიდიოდნენ საავადმყოფოში. სახლიდან რომ გადიოდნენ მითხრეს , რომ მალე დაბრუნდებოდნენ , რომ ძალიან ვუყვარდი და ჭკვიანად ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მათი ბოლო სიტყვები აღმოჩნდა ამ დღეს ისინი ტაქსიში ჩასხდნენ. ცოტახანში ისინი მართლაც საავადმყოფოში აღმოჩნდნენ,მაგრამ არა ბიძას სანახავად. 12 მაისს ისინი წვიმის გამო ავარიაში მოყვნენ. ორივენი იქვე გარდაიცვალა. 15:10 საათზე დამირეკეს და მაცნობეს ეს ამბავი. ვტიროდი, ვყვიროდი, განგებას ვდებდი ბრალს ამაში, ვერ ვიჯერებდი. ამან ჩემს ცხოვრებაში დიდი გადატრიალება მოახდინა. თითქოს ის ფრთები დამატეხეს ,რომელიც ასე ძალიან მჯირდებოდა. მაშინ მხოლოდ 17 წლის ვიყავი. ამხელა ტრაგედიის გადატანა და ცხოვრების მარტოს გაგრძელება შეუძლებელად მეჩვენებოდა.ცხოვრებამ ყველა საყვარელი ადამიანი წამართვა გარდა ერთისა, ჩემი მეგობარი ქეთი. ის ჩემთან იყო მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთ წამსაც არ მივუტოვებივარ, დახმარებაზე უარი არასოდეს უთქვამს. და ახლა? ახლა ყველას შევეცოდები, მეც კი შემმეცოდება ჩემი თავი, როცა ვინმეს მშობლებთნ ერთად ვნახავ სულ ის დღე გამახსენდება,როცა მე მშობლები დავკარგე.დამოუკიდებლად მომიწევს ჩხოვრების გაგრძელება და როცა წავიქცევი არავინ ამაყენებს საკუთარი თავის გარდა. ეს ფიქრები ჭკუიდან მშლიდა, რაღაც არარსებული მახრჩობდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. ასე გადიოდა ყოველი დღე. მის შემდეგ 2 წელი გავიდა, ტკივილი ოდნავ შემიმსუბუქდა. ჩემით ცხოვრებას მივეჩვიე, რათქმაუნდა ქეთი მთელი ეს დრო ჩემს გვერდით იყო. სანამ 18 წლის არ გავხდი ბიძამ მასთნ ყოფნა ,,მაიძულა“ სხვაგან წასასვლელი არც მქონდა და არც იქ მინდოდა ყოფნა და მათ ტვირთად დავწოლოდი. როგორც კი 18 წლის გავხდი ცალკე გადავედი საცხოვრებლად, რადგან სრულწლოვანი ვიყავი არ გამჭირვებია ჩემი ძველი სახლის გაყიდვა. ძალიან მიყვარდა ის სახლი , რადგან იქ მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე , ახლა კი კარის შეღებაც კი არ შემიძლია, სწორედ ამითომ გავყიდე და სხვაგან გადავედი საცხოვრებლად. ახალი სახლი ქეთის სახლთან ძალიან ახლოს იყო, არც დიდი იყო არც პატარა, სწავლის პარალელურად ვმუშაობდი და ჩემს თავს ვარჩენდი. ბინა მეშვიდე სართულზე იყო, იქედან ლამაზი ხედი იშლებოდა. სასწავლო წელი სულ რაღაც ერთ კვირასი იწყებოდა. აი მოვიდა კიდეც ორშაბათი.მე და ქეთი ერთად ვსწავლობდით , ის ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა და ამიტომ ერთად მივდიოდით სასწავლებელში.რამდენიმე ახალი მოსწავლე შემოგვემატა. ყველა ძალიან კარგი და თავაზიანები იყვნენ. ერთი ბიჭი დავინახე, ჩემსკენ მოდიოდა, ძალიან სიმპათიური, მომხიბლავი და საყვარელი იყო. მომიახლოვდა და მითხრა:
-გამარჯობათ
-გამარჯობა (ვუთხარი მორცხვად)
-როგორ ხართ?... მე.... იცით.. იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი თქვენნაირ ლამაზ გოგონას.. არ გეწყინებათ იმედია, ადამიანებს მხოლოდ გარეგნობით არ ვაფასებ თუმცა , რომ შემოგხედეთ თქვენში სილამაზე და ადამიანობა დავინახე ..... ის.... მგონი ბევრი ვილაპარაკე... ბოდიშით შეწუხებისთვის( თქვა და მორცხვად დახარა თავი)
- დიდი მადლობა, ასეთი ლამაზი სიტყვები არ უთქვამთ ჩემთვის , მადლობა ზალიან გამახარეთ და თქვენი სახელი?
-სულ დამავიწყდა... გიორგი და თქვენ?
-ნინი.
-სასიამოვნოა, ნინი
- ჩემთვისაც
ზარიც დაირეკა და ყველა თავის ადგილას დაჯდა. არასდროს არ მომწონებია ვინმე და მასზე სერიოზულად არ მიფიქრია, მაგრამ გიორგი... რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი მისგან, არც შეცოდება, არც სიყალბე. მასში ის იყო, რამაც მე ასე მომხიბლა. ეს ამბავი ქეთიმაც იცოდა, მაღდავებდა უხდებით, გაგხსნია ბედიო, ამაზე თან ვიცინოდით და თნ მსიამოვნებდა ამის გაგონება. ყოველდღე იმის იმედით ვიღვიძებდი , რომ რამე ახალი და საინტერესეო გადამხდებოდა მასთნ ერთად. მე , ქეთი და გიორგი დავმეგობდით, თითქოს მე და ქეთის რაღაც ნაწილი გვაკლდა და ეს ნაწილი გიორგი იყო. სამივე ძალიან კარგ დროს ვატერებდით ერათად. ყველა დღე ლამაზი და სასიამოვნო იყო.ხანდახან, როცა ქეთი თავის შეყვარებულთან ნიკასთან ერთად მიდიოდა სადმე მე და გიორგის გულახდილი საუბრები გვქობდა. ერთმანეთზე ყველაფერი ვიცოდით გარდა ერთისა, გიორგის მის ოჯახზე არაფერი არ უთქამს არასდროს. ასე გადიოდა თვეები ხალისში, მეგობრებთან ერთად სიგიჟეების კეთებაში. ჩემი დიდი ტკივილი ნელ-ნელა მინელდებოდა , მიმსუბუქდებოდა და ეს ჩემი ორი მეგობრის დამსახურება იყო.დილით სასწავლებელში მივედით მე და ქეთი გიორგი უკვე იქ იყო. მან მთხოვა
- ცოტახანს მარტო გავიდეთ რაღაც უნდა გითხრა
-კარგი, მაგრამ ხომ კარგად ხარ? რამე ხო არ შეგემთხვა ცუდი?
- არა,არა ყველაფერი კარგადაა
-კარგი, გისმენ რა ხდება?
- არა აქ ვერ გეტყვი მინდა ლექციების მერე სადმე წავიდეთ თუ გინდა და შეგიძლია რა თქმა უნდა
- კი როგორ არა და თან დამაინთერესა
-მაშინ პარკთან შემხვდი და იქედან წავიდეთ
-კარგი
ღიმილით დავემშვიდობეთ ერთმანეთს . არ ვიცოდი ქეთისთვის მეთქვა თუ არა. მაგრამ როგორ დამემალა. ქეთისთან მივედი, ვიღაცას ესაუბრებოდა, მას მალევე დასემშვიდობა და ვუთხარი
- ქეთ ,რაღაც უნდა გითხრა
- რა იყო? რ მოხდა? ხო არაფერი გჭირს?
- არა დაწყნარდი, კარგად ვარ.. იცი გიორგიმ, რომ მთხოვა ორი წუთით გვერდით გამოდი რაღაც უნდა გითხრაო
- კი კი მერე?(მოუსვენარი ბავშვივით იღიმებოდა)
- ლექციები რომ დამთავრდება უნდა წავიდეთ, რაღც უნდა გითხაო და არ ვიცი რა
- რაააა? ვაუ რა მაგარია, ცოტა გამოიპრანჭე და ის წითელი პომადა წაისვი მე რომ მიყვარს
- რა პომადა გოგო პაემანზე კი არ მივდივარ
- კაი რააა გთხოვ გთხოვ გთხოვ გთ....
- კარგი ხოო არ შემჭამო ახლა
- იესსსსსს კარგი ახლა ლექცია დაიწყება და დაჯექი შენს ადგილას
- კაი კარგად
ლექცების დასრულების შემდეგ პარკთან შევხვდით ერთმანეთს, ვსაუბრობდით და თან სადღაც მივდიოდით. დაახლოებით10 წუთი ვიარეთ და ბოლოს ულამაზეს კაფესთან აღმოვჩნდით. თბილი გარემო იყო, ირგვლივ ყვავილები
- არ რა ლამაზია ადგილია . ხშირად დადიხარ აქ?
- -კი თითქმის ყოველდღე აე მე და მამა მოვდიოდით და საათობით ვსაუბრობდით. ის თავის და დედას სიყვარულის ისტორიებს მიყვებოდა, მისი მოსმენა ძალიან მიყვარდა და თან ისე სასაცილოდ ყვებოდა
- მამა(ჩავფიქრდი და სევდა მომერია )
- აუ ნინი ბოდიში არ მინდოდა ... უბრალოოდ ის ძალიან მენატრება
- არა არაფერია.. გენატრება? ახლა სადაა? არასდროს არაფერი გითქვამს მათზე
- ხო მენარება... 11 წლის ვიყავი, როცა მამა სიმსივნით გარდაიცვალა, დედას და მამას ნამდვილი, წრფელი, ლამაზი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი.მამა დედას ,,ჩემო ლამაზო“ „ჩემო პრინცესა“ასე მიმართავდა დედა კი ,,ცხოვრების აზრს“ ეძახდა.მათ შორის სიყვარული ყოველ წამს იზრდებოდა.დედამ მამას გარდაცვალება ვერ გადაიტანა. უცნაურად იქცეოდა, მოჩვენებები დაეწყო, უაზროდ კივილს იწყებდა ,ბოლოს მეც კი ვერ მცნობდა და მერე...... მერე სახლში ორი უცხო კაცი შემოვიდა დედას თეთრი ხალათი ჩააცვეს და წაიყვანეს. დედა ეწინააღმდეგებოდა როგორც შეეძლო ისევე როგორც მე ,მაგრამ ის წავიდა . მასთან ხშირად დავდივარ ,მაგრამ არ იცის ვინ ვარ მისი შვილი რომ ვარ ამას ყოველ მისვლაზე ვახსენებ .. მძიმეა მართლა მძიმე გადასატანია ეს ყველაფერი
- ღმერთოოო...... ბოდიში არ ვიცოდი ასეთი საშინელი ამბავი თუ ჰქონდა გადატანილი ... მეც და შენც ძალიან ვგავართ ერთმანეთს .იცი? შენთან თავს ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ
- მართლა? ძალიან კარგია და მადლობა.. ახლა კი იმ თემაზე გადავიდეთ რის გამოც მოგიყვანე აქ
- -კარგი გისმენ (მოვკალათდი და ყურები დავცქვიტე)
- მართლა არ ვიცი როგორ გითხრა, მოკლედ უკვე დიდი ხანია მიყვარხარ, რაღც არანორმალურად მიყვარხარ, რომ გიყურებ ირგვლივ ქრება ყველაფერი მხოლოდ შენ და მე ვართ თითქოს.. მეშინოდა ამის თქმის არ ვიცოდი რა ზრის იყავიდა რა აზრის ხარ. დუმილი მკლავდა. ჩემი შინაგამი პირველი მე ყვიროდა უთხარი რას ელოდები სანამ დაკარგავ უთხარი იცოდე მერე ინანებო, ხოლო მეორე დუმდა და ეშინოდა უარის შენგან. მინდა იცოდე , რომ მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად იმ წამში როცა დაგინახე გამაგიჟა შენმა ღიმილმა, ლამაზად რომ გიჩნდება ლოყაზე ნაკეცი, თვალებმა , შემნა მწვანე ულამაზესმა თვალებმა...
- იციი..მე..მე... სად იყავი აქამდე უფფ მე მეგონა არ გიყვარდი და მოვკვდი ნერვიულობით .მე შემიყვარდი, სიგიჟემდე შეიყვადი, მაგრამ შიში მქაჩავდა თავისკენ მეშნოდა რომ შემ ჩემს მიმართ გრძნობა არ გექნებოდა და ეს ჩვენს ურთიერთობასაც გაააფუჭებდა.. მიყვარხარ მეც ძალიან მიყვარხარ გიო
- რააა? არ არებობსს, გაიმეორე გთხოვ ბოლოს რა თქვი?
- კარგი ახლა თვში არ აგივარდეს (ვუთხრი და ორივეს გაგვეცინა)
- შენ არც კი იცი როგორ გამაბედნიერე ნინი ჩემი ლოყება გოგო მიყვარხარ ყველაზე მეტად
- მართლა გიყვარვარ?
- ეჭვი გეპარება?(მაცდურად შემომხედა)
- 1 %-ითაც არა
- მიყვარხარ
- მეც
ბევრი ვისაუბრეთ და ცოტა ხნის მერე სახლისაკენ წავედით, მან ჯერ მე მმაცილა სახლამდე და შემდეგ წავიდა. მე ქეთის არაფერი ვუთხაარი. მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ ერთად გვეთქვა. მეორე დღეს ერთად ვისხედით პარკში, ვერთობოდით,რაღაცეებს ვყვებოდით. მალე სიჩუმე ჩამოვარდა და მე დავიწყე
-ქეთი... იცი .. რაღაც უნდა გითხრათ
-რა? გისმენთ რა ხდება?
-იცი ჩვენ ...ჩვენ.. ჩვენ...ჩვ...
-ჩვენ ცვენ უნდა იძახო ახლა? თქვი გოგო მალე
-იცი........
-ხო ვიცი ვიცი. ბედნიერებას გისურვებთ, ტკვილად შეაბერდით ერთმანეთს
-რაა? შენ.. შენ საიდან იცი? ისე ვნერვიულობდი სარკესთანაც კი ვვარჯიშობდი იმაზე თუ როგორ მეთქვა
-ჰაჰაჰაჰ სარკესთნ? რა სულელი ხარ ნინი. ვიცოდი ხო აბა იმხელა სიყვარულია თქვენს შორის ამის დამალვა არცერთს გამოგდიოდათ
კარგახანს ვისაუბრეთ, მერე სახლში წავედით. ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა. დღის დამთვრება არ მინდოდა, პირველად შემიყვარდა, არაამქვეყნიურად, ნამდვილი სიყარულით შემიყვარდა. მე ბედნიერი ვიყავი. ორი წელი ასე ლამაზად გავიდა.ბოლო სასწავლო წელიც მთვრდებოდა. ერთ საღამოს მე და ქეთი ჩემს სახლში ვიყავით და მითრა
-ნინი რაღაცას გკითხავ კარგი?
-კარგი გისმენ
-აუ ძაან მაინტერესებს, როგორ და სად გინდა ბიჭმა ცოლობა გთხოვოს?
-აი საიდან მოგაქ ასეთი კითხვები? არ ვიცი
-მითხარი რა, რა არ იცი გთხოვ მაინტერესებს ძალიან
-კარგიი..... საღამო, თბილი ქარი, რომელიმე მაღალი შენობის სახურავზე,
ლამაზი ხედი, ირგვლივ ფერადი ნათურები, ვარდები, წყნარი მუსიკა, იქვე მაგიდა ორისთვის გაშლილი. ესე წარმომიდგენია რატომღაც. როგორია?
-ვაუ რა ლამაზი იქნება, რა კარგიაა ძალიან მომეწონაა
-ხო მეც მომწონს და მგონია ლამაზი იქნება
-კარგი ნინ უნდა წავიდე ახლა დავიღლე ხვალ ადრე უნდა ავდგე და მერე გნახავ კარგი?
-კარგი წადი დაისვენე
მთელი ერთი კვირა არ გამოჩენილა არც ქეთი და არც გიორგი. მიკვირდა სად დაიკარგა ორივე ასე უეცრადთქო მთელი 5 დღე მხოლოდ ვესალმებოდი და მიდიოდა ორივე. ძალიან ვბრაზდებოდი ამაზე. მეექვსე დრეს ქეთი შემომივარდა სახლში. ლამაზად გამოიყურებოდა. ხალში რაღაც კაბა და დიდი ჩანთა ეჭირა.
-წავედით, წავედით მალე ჩაიცვი (ყველაფერი მომაჩეჩა ხელში)
-რაა ? სად წავედით? რა ხდება?
-მეგობრის დაბადების დღეა რომ არ მივიდეთ არ შეიძლება
-ვინ მეგობრის? სად იყავი? გიორგი სადაა?
-მიდი მალე ჩაიცვი რა გიორგიც იქ იქნება
-იქ იქნება?(წასვლა არ მინდოდა ,მაგრამ გიორგის გამო დავთანხმდი)
ულამაზესი ცისფერი კაბა, თეთრი ფეხსაცმელები და ულამაზზესი ყელსაბამი მოვირგე. გამიკვირდა დაბადების დღეზე მივდივარ თუ ქორწილშითქო. ქეთიმ თმა გამიკეთა ძალიან ლამაზად. მოვემზადეთ და სახლიდან გავედით. მანქანით დაახლოებით 20-30 წუთი ვიარეთ და სადღაც გავჩერდით
-აქაა დაბადების დღე? ხომ არ შეგვეშალა?
-არა არა არაფერი შეგვშლია.
სადღაც მივდიოდით გზაში გიორგის ძმაკაცი შეგვხვდა ლუკა მან გაგვიღიმა და წავიდა. ქეთიმ რაღაც ნაჭერით თვალები ამიკრა , ამაზე ძალიან გავბრაზდი . ერთად შევედით რაღაც შენობაში. სასიამოვნოდ მომხვდა კანზე თბილი ჰაერი.ქეთიმ მითხრა
-კარგი ჩემი წასვლის დროა, მალე დავბრუნდები
-რაა? სად მიდიხარ?
ვკითხე და მისი კაკუნა ნაბიჯების ხმა მომესმა. თვალებიდან სახვევი მოვიხსენი და სადღაც ულამაზეს ზღაპარში ავღმოვჩნდი მეგონა. ირგვლივ ფერადი ნათურები, ვარდები, წყნარი მუსიკა და გიორგი. ის მომიახლოვდა უსიტყვოდ დამიჩოქა და მითხრა
-ნინი თანახმა ხარ ცოლად გამომყვე?
მეე ენა დამება,გონზე ვერ მოვედი, მერე მალევე მოვიკრიბე ძალა და ვუპასუხე
-თანახმა ვარ(სიხარულის ცრემლები წამომივიდა თვალებიდან)
გიორგიმ ბეჭედი გამიკეთა, ადგა და მაკოცა. საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ლამაზი რეალობა.
-ჩემი სიხარული ხარ ნინი შენ
-შენ ჩემი სიცოცხლე გიო (ვუთხარი და ჩავეხუტე)
შემდეგ მაგიდათან დავსხედით.მე ჯერაც ვერ ვიჯერებდი რომ ეს მართლა ხდებოდა. მალევე ხელიც მოვაწერეთ. ჩემი მეჯვარე ნინი იყო, გიორგისი კი ლუკა, მისი ძმაკაცი. ერთად გადავედით საცხოვრებლად. ის ადვოკატი გახდა მე კი ექიმი. მთელი გულით გვიყვარდა ერთმანეთი, წრფელი სიყვარულით. ცხოვრებამ მეც მაჩუქა ბედნიერი დღეები. არასდროს დამავიწყდება ის კადრები ჩემი ცხოვრებიდან რომლებმაც ასე გამაბედნიერა. დიდი ტკივილის შემდეგ დიდი სიხარული და ბედნიერება. ვფიქრობ, რა უცნაურია ეს ცხოვრება, მუდმივი არც კარგად ყოფნაა, არც ცუდად. ამ ცხოვრების გამოცანების ამოხსნას ვერასდროს შეძლებ,მაგრამ არასდოს ნებდები, ასე გადის მთელი ცხოვრება, ბედნიერებაში, უბედურებაში. ეს ცხლოვრების საიდუმლოება თუ არა რა არის სხვა? მისი ამოხსის ძალა არავის შესწევს. ცხოვრების საიდუმლოება, რომელიც ვერავის გაუგია. რატომ არის ასე, რომ ადამიანმა არასდროს იცის რა მოელის ბედნიერება თუ უბედურება.ცხოვრება ლაბირინთია , რომლის გასასვლელსაც აუცილებლად იპოვნი ადრ თუ გვიან და როცა იპოვნი. მერე უსასრულოდ დახუჭავ თვალებს, შეწყდება გულისცემა, საყვარელი ადამიანების გულებში იქნები მხოლოდ, გულებში და არა თვალებში. თვალებში რომლებიც შენს გამო ატირდებიან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent