ეკიპაჟი! (თავი 4.)
წამის მეასედში გაჩნდა ჩემს წინ და შემდეგ კარებზე აკრული მე მის მკლავებში..მთელმა სხეულმა ერთიანად დაიწყო კანკალი, ვერ ვაკონტროლებდი.! დაბნეული თვალებით შევცქეროდი მის დაღლილ თვალებს, რომელიც სევდით იყო ავსებული. -არ მინდა რომ ვინმე გეხებოდეს.-ტანზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა მაგრამ მეორე მემ გამახსენა რომ ის ცოლიანია.. -თქვენ არანაირუ უფლება გაქვთ აქ იდგეთ და ჩემთან დაკავშირებით რამე გინდოდეთ-ხმის კანკალით ვთქვი, გავფართხალდი იმის იმედით რომ მის მკლავებს დავაღწევდი თავს, მაგრამ ის უფრო მიჭერდა ხელებს. -ვიცი არანაირი უფლება მაქვს.. არაკაცივით ვიქცევი..საკუთარ თავს ვღალატობ-შუბლით შუბლზე დამადო და თვალები ჩემთან ერთად დახუჭა.-ამხელა კაცს შენს დანახვაზე თავის შეკავება არ შემიძლია. არაა არ შემიძლია, სრულიად გადამიყვანე ჭკუიდან, სრულიად უცხო ლამაზი შავთმიანი გოგო რომელიც მიყურებდა, ხოო პატაარავ..-ხმადაბლა ჩურჩულებდა. -მახსოვხარ, იმ დღის მერე გაქრა ჩემს გარშემო ყველაფერი და მხოლოდ შენ დარჩი.. მხოლოდ შენ და შენი ლამაზი მწვანე თვალები. ვებრძოდი.. ჯანდაბა ვებრძოდი ამ გრძნობას მაგრამ ის უკვე იმდენად იყო განჯდარი ჩემს სხეულში...-გაჩუმდა .-დამამარცხა. -ეს ბოლო სიტყვა ჩუმად აღმოხვდა. -ძალიან გთხოვთ.. ხელები მომაშორეთ-ამოვიკნავლე, მაგრამ სულაც არ მინდოდა მომშორებოდა.. -ვიკა.. -სახეზე მისი ძლიერი ხელი მომისვა ცრემლები მომწმინდა.. -ძალიან გთხოვთ ბატონო დაჩი...-ხმა უფრო გავიმკაცრე. -კარგიი. როგორც გინდა. -ნელა მომშორდა ზურგით მაქცია. მეწვოდა ყოველი ის ადგილი სადაც ის მეხებოდა.ვგრძნობდი როგორ იფლითებოდა ჩემი გული.. შემობრუნდა.. მისი თვალები ისევ ისეთი სიმკაცრით მიყურედა, თითქოს მის სხეულში ორი დაჩი ცხოვრობდა, ეს ის დაჩია უფროსი, მკაცრი და უჟმური. -მაპატიე, ეს აღარ განეორდება.-მკაცრი ხმით მითხრა და გავიდა. -უხხ როგორ მეზიზღები.-კარებისკე უკვე ატირებული შევბრუნდი და ხელებ დავუშინე..- როგორ მტოვებ ამ ტკივილთან, ან რატომ მოხვედი.. რატომ.. რატომ გამიმეტე ამ საიდუმლოსთვის. რატომ..-მუხლებზე დავვარდდი და თავი ხელებში ჩავრგე. -ვიცოდი.. ვიცოდი, ეს ბედნიერება ასე არ გაგრძელდებოდა. ღმერთოო..-ამოვიტირე და მაღლა ავიხედე, გულს ვერ ვიჯერებდი ტირილით.-დედაა.. დეეე.-ისევ ვეძახდი ჩემს ტკბილს, როგორც ბავშვობაში როცა წაქცევისგან მუხლებ გადახეხილი ვთხოვდი დახმარებას.- მაგრამ ვაი რომ ამ სულის ტკივილს ვერ მომივშუშებ დე.. -საწოლზე ემბრიონის პოზაში დავწექი და ტირილისგან დასიებული თვალები დავხუჭე. დილით ადრე ავდექი მაკიაჟით კარგად დავფაარე ჩემი დასიებული თვალები, ტუჩზე წითელი პომადა გადავისვი და ფორმა მოვირგე.. -მე ძლიერი ვარ, მე ამას შევძლებ.მე არანაირ არაფერს ვგრძნობ იმ კაცის მიმართ, ის უფროსია!-გავჩუმდი და სარკეში საკუთარ თვალებს მივაშტერდი..გავიღიმე და კიდევ ერთხელ ჩავხედე თვალებში სიმართლეს. -მას ცოლი ყავს..!-ჩემ ჩემოდანს დავტაცე ხელი და ნომერი სწრაფი ნაბიჯით დავტოვე. ლიფთში შესულს ლაშა და დაჩი დამხვდნენ.. -დილამშვიდობისა.-ლაშაც მომესალმა მაგრამ ბატონმა უფროსსმა ხმა არ გამცა.. არ შევიმჩნიე მისი დუმილი. -დღეს საღამოს გამოგივლი თუ გეცლება, სადმე გავიდეთ.-ლაშა ხმადაბლა მეჩურჩულებოდა. -არ ვიცი ჯერ..-ნაძალადევი ღიმილით გავხედე და ისევ კარების ზემოთ ციფრებს მივაშტერე მზერა რომელიც ნელა იცვლებოდა. აეროპორტში მისულემბა ყველამ ჩვენი საქმის კეთება დავიწყეთ. თითქოს ყურადღება გადავიტანე, თითქოს წინა ღამით არაფერი მომხდარა. ოლიმიური სიმშვიდით მიყურედა კაპიტანი და ისე აგრძელედა თავის საქმის კეთებას, თითქოს ის არ გამომტყდომია სიყვარულში. -იქნებ, მისი ხერხი იყო ჩემი ლოგინში შესათრევად?-გულში საკუთარ მეორე მეს ვკითხე.-ზოგი გოგო ხომ ამ სცენებზე გონებას კარგავს.. -ალტერეგომ სწრაფად დამიბრუნდა პასუხი.-მისი თვალები ვერ მოიტყუებოდა!-მეც გავჩუმდი და ნატალის გავხედე რომელიც უკვე ხვდებოდა ქართველ მგზავრებს. როგორც იქნა დავეშვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და როცა ყველაფერი დავასრულეთ მეღირსა სახლში წასვლა, ახლა მარტო ყოფნა ყველაფერზე მეტად მჭრდებოდა. მე უნდა მეფიქრა საკუთარი თავისთვი უნდა ვაიძულო რომ ის კაცი ამოიგდოს თავიდან. -გულიდა?-ალტერეგომ მწარა კითხვა დამისვა..გამეღიმა.-უნდა დავამარცხო მისი სიყვარული! მე მაინც უნდა შევძლო ეს!-მკაცრად ვუთხარი საკუთარ თავს და ავტომობილი დავძარი.. მაშინვე ნინას გადავურეკე. -მოგესალმებით ქალბატონო „სწიუარდესა“-სიცილნარევი ხმა მომესმა. -ნინა სად ხარ? -სამსხურში რამე მოხდა?-ხმა დაუსერიოზულდა -კი მოხდა, ჩემი ბედის დედა ვატორე.. -საჭეს ხელი დავარტყი. -მოკლედ მოვალ შენთან და შესვენებაზე სადმე წავიდეთ, ახლა მე რომ მარტო დავრჩე შეიძლება ამ უაზრო ფიქრებმა ბოლო მომიღოს.. -კაი ფისო.. გელოდები მოდი. -გაჩუმდა.-შენი ჭირიმე ფრთხილად იარე რაა.-გამაფრთხილა და ტელეფონიც გავთიშე. ლოდინის შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა ქალბატონი და მანქანაში ჩაჯდა თუ არა გადამკოცნა. -რა დაღლილი სახე გაქვს.. -ძალიან დავიღალე, ნერვები მაწიწკნება.. -წამო აქვე ჩაის სახლში დავსხდეთ, ვხვდები რაღაც ძალიან მნიშნველოვანი მოხდა. -კი ნამდვილად. -რა იყო შენი ქალწულობა ხომ არ აჩუქე კაპიტანს ან მეორე პილოტს ლონდონში.?-გაიცინა. -ვაიმე ნინა ეხლა რომ არ მჭირდებოდე, ჩემი ხელით დაგახრჩობდი მაგ ბილწი აზრებისთვის.-კოპეშეკრულმა გავხედე.. ხმა აღარ ამოუღია. მყუდრო გარემოში ვისხედით, წინ ორივე ცხელი ჩაის ფინჯნები გვედგა და ხმა ამოუღებლად უსმენდა ჩემ მოყოლილს.. -არ გადამრიო მართლა ეგრე გითხრა??-ჩაი მოსვა გაოგნებულმა. -კიი.. ჯანდაბა ნინა ცოლი რომ არ ყავდეს გავბედნიერდებოდი, მაგრამ ცოლი ყავს, გესმისს შენ!!-ავღელდი და ტონს ავუწიე. -ამის დედაც ცოლი ყავს, თან ლამაზი და კარგი. ან რამ მოაწონა ჩემი თავი.. -აუუფ, ისე ამბობ რამ მოაწონა ჩემი თავიო თითქოს მახინჯი იხვის ჭუკი იყო..დაიცა დაიცა ვერ გავიგე შენ საიდა გაიგე რომ ცოლი ყავს? -ნატალიამ უთხრა შენი ცოლი ვნახეო.. -ააა.-ჩაფიქრდა. -კაცო მერე რა თუ ერთმანეთი გიყვართ, განქორწინებას რა უდგას წინ?-მხრები აიჩეჩა - ნინა ხანდახან მაგიჟებ. რა ვუთხრა მიდი დაშორდი შენს ლამაზ ცოლსთქო.. კაი რაა ნინა ან როგორ უნდა ვიცხოვრო იმის შემდეგ როცა ადამიანს ასე დავუნგრევ ცხოვრებას? -ორივე გავჩუმდით -არა არა ეგ აზრი გამორიცხე, მე მათ შორის არ ჩავდგები. ისე მოვიქცევი თითქოს არაფერი არ მომხდარა გუშინ, დღეს ლაშას ვნახავ, თან მომწონს და იმასაც მოვწონვარ.-ჩაის ბოლო ყლუპი მოვსვი და დავიმშვიდე თავი.. -ისე არ ქნა რომ ის ბიჭიც გააუბედურო!-მკაცრად მითხრა ნინამ და ანგარიში მოითხოვა. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა, უსამართლოდ მოვექცევი ლაშას.. -ოხ ღმერთო ჩემო, რაღა მე გადავვეყარე ამ უბედურეას?“- გულში გავიფიქრე, ნინა სამსახურთან დავტოვე მე კიდე სახლში წავედი. კიდევ კარგი სახლში არავინ დამხვდა. საბაზანოში შევიკეტე შხაპი მივიღე და ფუნფულა ხალათით მოვკალათდი საწოლზე, მის სოციალურ ქსელში შევედი და დავიწყე სურათების თვალიეერება. აი მის ცოლი ანა..გულში რაღაცამ გამკრა არ ველოდი. მართლა არ ველოდი ასეთს. სიმწრისგან გამეცინა და მაშინვე ტუმოზე დავაგდე ტელეფონი. -ნეტა გამაგებინა ამ კაცებს თვალეი სად აქვთ?-ჩავიბურტყუნე და გვერდი ვიცვალე. მალე ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.