შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყვილი ფინჯანი (სრულად)


3-11-2018, 20:19
ავტორი M-morieli
ნანახია 3 270

-რა გჭირს?
-ნოსტალგია.-არაფრისმთქმელი გამომეტყველება შერწყმოდა მის სახეს.
-რაზე ფიქრობ?
-შეცდომებზე.-ამოიოხრა, ეტყობოდა რომ მხოლოდ ფიზიკურად იჯდა ჩემს გვერდით გონებით კი ფიქრებში დაფრინავდა.
-ბევრი დაგიშვია?-ხელიდან არ ვუშვებდი კითხვის დასმის შანსს, სულ მაინტერესებდა მარტო მყოფს ყოველთვის სევდიანი გამომეტყველება რატომ ჰქონდა.
-სწორედ ეგ არის პრობლემა რომ არ დამიშვია.-სივრცეს გააუღიმა.
-რას გულისხმობ?
-როცა დრო იყო გავუშვი.-ცხელი ჩაის ფინჯანი თავისკენ მიაჩოჩა.
-გიყვარდა?
-არა- გაეღიმა.
-არ მესმის. თუ არ გიყვარდა გაშვებას რატომ ნანობ?
-უბრალოდ შევეჩვიე, თანაც ზედმეტად.
-ოდესმე გყვარება?
-არა-ისევ გაეღიმა.
-მაშინ რა იცი რომ ეგ შეჩვევა სიყვარული არ არის?
-ვიცი! ასე რომ იყოს...
-ასე რომ იყოს რა?
-იმედი გამიცრუვდებოდა.იმდენი ფილმი მინახავს, იმდენი წიგნი წამიკითხავს. არ შეიძლებოდა ეს სიყვარული ყოფილიყო.-გააჟრჟოლა.
-გაშვება რამ გადაგაწყვეტინა?
-კარგად ვიცნობდი.
-იმისთვის რომ ადამიანი ახლოს მოუშვა კარგად უნდა იცნობდე.
-არგესმის, კარგად ვიცნობდი და სწორედ ეს არის ჩემი უნდობლობის მიზეზი.
-არ ენდობოდი?-შევცბი.
-არა!
-როგორ? არასდროს დაგიჯერებია მისი ერთი სიტყვაც კი?
-ოჰ- გაეღიმა, მხიარულად და თან სევდიანად გაეღიმა- რამდენჯერაც გონდა.ზოგჯერ ისეთი რამეც დამიჯერებია, რაც ვიცოდი რომ ტყუილი იყო.
-მაშინ რისი არ გჯეროდა? რატომ არ ენდობოდი?
-ხომ გითხარი კარგად ვიცნობდი მეთქი, ზედმეტად კარგად იმისთვის რომ მცოდნოდა სიყვარული არ შეეძლო.
-ყველა ადამიანს შეუძლია სიყვარული, ყველაზე ბოროტ ადამიანსაც კი უყვარს ვიღაც ან რაღაც!
-ვიცი! მას ჩემი შეყვარება არ შეეძლო!მას შემდეგ რა გოგონებიც ჰყოლია არ შეიძლებოდა ჩემნაირი შეყვარებოდა.
-შენნაირი?
-მახინჯი.
-არ მიყვარს ეგ სიტყვა.
-ხშირად ვიყენებ.-ირონია შერეოდა ხმაში.
-სარკეშ ჩაგიხედავს?-გაოცებული, ვიყავი.
-კი.
-რისთვის?
-საკუთარი თავის გასალანძღად.
-შენთვის უთქვამთ რომ ძალიან დაბალი თვითშეფასება გაქვს?
-კი. მაგრამ არ ვეთანხმები. ვთვლი რომ უბრალოდ რეალისტი ვარ.
-არ გეთანმები მაგრამ ასეც რომ იყოს მთავარი სულიერი სილამაზეა. შენ თვითონ თქვი უამრავი ფილმი მინახავს და წიგნი წამიკითხავს სიყვარულზეო. იქ ერთმანეთი სილამაზის გამო უყვარედებოდათ? ,,მზეთუნახავი და ურჩხული'' მაინც არ გინახავს?
-მინახავს- მხიარულად გაეღიმა.-თუმცა ისიც ავღნიშნე რომ ის ფილმები და წიგნებია, მათ ვიღაც ქმნის, ყოველივე ის რასაც ჩვენ ასეთი ემოციებითა და აღტაცებით ვკითხულობთ ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია. რეალური ცხოვრება კი მკვეთრად განსხვავდება ფილმებისგან.
-ადამიანებიც მსახიობები არიან, ჩვენც ყოველდღიურად გვიწევს უბრალო პერსონაჟები ვიყოთ სცენარს კი ცხოვრება, ბედი წერს.
-ბედისწერის გჯერა?-გაეღიმა, ისე გადმომხედა, როგორც უფროსი პატარა ბავშვს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა სირთულეები ელოდება წინ.
-შენ არა? მაშინ რას მიაწერ ამდენ ,,დამთხვევას''?
-სამყარო პატარაა.
-არც ამდენად პატარა.-გაჩუმდა.
-არასოდეს უთქვამს რომ მოწონარ მაინც?-გავაგრძელე მე.
-კი.
-რა უპასუხე?
-გამეცინა. არა, უფროსწორად გადავიხარხარე.-გახსენებისას ისევ გაეცინა.
-დაცინე?
-არა რას ამბობ.- შეიცხადა- უბრალოდ ისე ოსტარურად იტყუებოდა შეიძლება ვერც კი გაგერჩია სიმართლისგან, თქმის დროს სახეც კი გაუწითლდა.
-იქნებ არც იტყუებოდა?
-უკვე მერამდენედ ვამბობ კარგად ვიცნობდი ემთქი?
-ან იქნებ უბრალოდ გინდოდა რომ ტყუილად ჩაგეთვალა?
-...- არაფერი მიპასუხა, ჭიქაზე რგოლების ხატვა დაიწყო. ვგრძნობდი რომ იმ საკითხს შევეხე რისი განხილვაც არ უნდოდა.
-ზოგჯერ ადამიანები იმიტომ იცინიან რომ ემოციები დამალონ.-ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.
-ვიცი.
-ხშირად იცინი?
-ყოველთვის როცა რამე მაწუხებს ან ემოციების გადმოცემა მიჭირს.
-ანუ?
-თითქმის ყოველთვის.
-მაშინაც ამის გამო დაიწყე სიცილი არა?
-შემეშინდა.- ნელ-ნელა იბზარებოდა ყინული რომელიც მის სახეს აჰკვროდა და შიში იწყებდა დამკვიდრებას მის თვალებში, რეალობის შიში.
-რისი?
-იმის რომ სიმართლეს ამბობდა, იმის რომ მართლა ვუყვარდი, გამოწვევების შემეშინდა, თუ კი ვაღიარებდი რომ არ მატყუებდა სიყვარულთან შეჭიდება მომიწევდა,მომიწევდა მესწავლა მისი ნდობა, ნდობას კი კარგი არაფერი მოაქვს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგიცრუებს იმედს, ამიტომ ვამჯობინე თავი დამერწმუნებინა რომ ერთი რიგითი მატყუარა იყო, რომელსაც ჩემი გამოყენება უნდოდა.
-როგორც ვხედავ გამოგივიდა.-გამეცინა.
-დარწმუნება კარგად გამომდის.
-რომ დაბრუნდეს რას იზამ?
-არ დაბრუნდება.-სიმტკიცით გამსჭვალვოდა ხმა.
-რატომ?
-წასვლისას ყველა უკან დასაბრუნებელი გზა მოვუჭერი.
-განზრახ?
-კი, მინდოდა დავრწმუნებული ყოფილიყავი რომ აღარ დაბრუნდებოდა.
-დავიბენი. არ გიყვარდა, შენ თვითონ გაუშვი და უკან დასაბრუნებელი მიზეზი არ დაუტვე, არ ენდობოდი, მატყუარა გამოიყვაენე. მაშინ რაზე გწყდება გული?
-ყველაფრის მიუხედვად ეგოისტურად მინდოდა ვყვარებოდი, ყველგან და ყველაფერში მე მხედავდეს, ყველგან მე ველანდებოდე.
-მაზოხისტი ხარ.-შევცბი, ჩაიფრუტუნა, სიცილით გამომხედა, თვალები ეშმაკურად აუელვარდა, თითქოს ტრანსში იყო და ახლა გაიღვიძა.
-არა მორიელი ვარ.- ღიმილით მითხრა.ერთ ამოსუნთქვას გადააყოლა მთელი ფინჯანი უკვე ცივი ჩაი. ჭიქა გვერდულად ამოატრიალა, წარწერას დააკვირდა, ჩაეღიმა და მაგიდაზე დააბრუნა. თანხა გადაიხაადა, გვერდით გადადებულ დიდ წითელი შლიაპა გრზელ თმაზე დაიხურა, ფეხზე მოხდენილად წამოიმართა და კარისკენ წავიდა.
-ანა შესვენება დამთავრდა მუშაობა განაგრძე- გამომძახა უფროსმა თუმცა მისი ხმა შორიდან ჩამესმოდა. ჭიქა ავიღე დახლთან მივედი და ისევ ქალს დავუწყე ცქერა. ყოველთვს მანამ ვუყურებდი სანამ თვალს მოეფარებოდა. უკვე კვირებია ამ კაფეში დადის. შემოვა ფინჯნ ჩაის შეუკვეთავს და მანამ ზის სანამ არ გაცივდება შემდეგ კი ისე მიდის წვეთსაც არ სვამს. უკვე რამდენი ხანია მინდოდა მისი ამბის გაგება, და აი დღეს უკვე ვიცი მისი ისტორია, მაგრამ რაღაც შეიცვალა. დღეს ჩაი დალია.
ყოველთვის დინჯი აუჩქარებელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ, გამვლელებს ყურადღებას არასდროს აქცევდა, მაგრამ ახლა?
ახლა კაფიდან გასულს რამდენიმე ნაბიჯი არ ექნებოდა გადამდგარი რომ გაჩერდა დ მის წინ ოდნავ მოშორით მდგომ მამაკაცს უყურებდა. არა კაცს არა უფრო მისი გავლით დაენახა რაღაც. მალევე გამოერკვა და ისევ ჩვეული მოძრაობით გააგრძელა გზა. კაცმაც იგივე გაიმეორა და გვერდი ისე აუარეს ერთმანეთს თითქოს არც არსებობდნენ. მალევე შემოაღო მამაკაცმა კარი და სწორედ იმ მაგიდისკენ გაემართა სადაც ცოტა ხნსი წინ მე და ის ქალი ვისხედით.ფეხის არევით მივედი მაგიდასთან შეკვეთის მისაღებად.
-ფინჯანი ჩაი.
ირონიულია არა? მეც ასე ვფიქრობ. დახლთან მივედი, ფინჯანი ავიღე და ჩაის მზადება დავიწყე თუმცა გავჩერდი. განცალკევებით მდგარ ცალ ფინჯანს გავხედე რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ჩაის წვეთები. გამეღიმა თაროდამ მისი მეორე ნახევარი გადმოვიღე და ჩაის მზადებად დავიწყე. მაგიდაზე ისე დავდგი და დახლთან დავბრუნდი, რომ ფიქრებში წასულ ახალგაზრდას არც გაუგია. აზრზე მოსულმა ფინჯანს დახედა ცოტა ხანს თვალი არ მოუცილებია წარწერისთვის შემდეგ კი ელვის სისწრაფით გავარდა იმ მიმართულებით საითაც გოგ მოდიოდა მაგიდასთან მივედი ფინჯანი ავიღე და მეორე ფინჯანთან მივიტანე, შევაერთე და სხვა ფინჯნებისგან განცალკევებით დავდგი. თეთრი თაროდან კარგად ამოიკითხებოდა ფინჯნებზე შავი ასოები ნაწერი სიტყვები
he's mine და she's mine



№1  offline წევრი fluctus Oceani

ვაიმე რა კარგი იყო მომეწონა ძალიაააააან heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი M-morieli

I love you baby
ვაიმე რა კარგი იყო მომეწონა ძალიაააააან heart_eyes heart_eyes

ვაიმეე ძალუან გამახარე <3

 


№3  offline წევრი nino ninidze n

iako1234 jvarashvili
M-morieli
I love you baby
ვაიმე რა კარგი იყო მომეწონა ძალიაააააან heart_eyes heart_eyes

ვაიმეე ძალუან გამახარე <3

მეც მომეწონა
მეეცცცცცც

 


№4  offline წევრი M-morieli

nino ninidze n
iako1234 jvarashvili
M-morieli
I love you baby
ვაიმე რა კარგი იყო მომეწონა ძალიაააააან heart_eyes heart_eyes

ვაიმეე ძალუან გამახარე <3

მეც მომეწონა
მეეცცცცცც

უუუზარმაზარი მადლობა <3 მართლა ძალიან გამახარეთ<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent