შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (13 თავი)


5-11-2018, 11:52
ავტორი naattii
ნანახია 1 942

ორი დღე ანდრიასთვის სრულ სიწყნარესა და სიჩუმეში გავიდა, სამზარეულოში საკვები მოიმარაგა, სწრაფი ჩემოდანი გადაანახლა, ცოტა დალია, ფეხბურთს უყურა და უმეტესი დრო მაინც ფიქრს დაუთმო. რასაკვირველია ნანოზეც ფიქრობდა, მაგრამ გუმანით ხვდებოდა აქ რაღაც სხვა ამბავი იყო დამალული, ინტუიცია კი არასდროს ატყუებდა, მხოლოდ გაბრიელის მოსაცილებლად არ გააგზავნიდა ერთ ნანოს, ან მისი მოცილების ბრძანებაც რატომ გასცა? იმის შიშით გაბრიელის ისტორია არ მოყვესო? არაა, აქ კიდევ რაღაც იყო, გაბრიელს არავინ მოუსმენდა და დაიჯერებდა. გენერალს უცდიდა, იცოდა ადრე თუ გვიან ელენეს მისამართს გამოსტყუებდა და დღეში რამდენჯერმე ამოწმებდა ტელეფონს.

მესამე დღეს მამალაძის დაკრძალვა იყო. ვერც კი იჯერებდა, მისი გარდაცვალებიდან მეექვსე დღე იყო უკვე გასული, დღეს კი ძმის სასახლე უნდა აეწია და სამუდამოდ მიწაში დაეტოვებინა. შავი პერანგით შემოსილი გავიდა სახლიდან და მეგობრის სახლისკენ წავიდა. რაც იქ საცოდაობა დაინახა წამით ისიც კი ინატრა რატომ მოვედიო, ნია შეწუხებამდე მისული იჯდა ჭირისუფლად, სახე გათეთრებოდა, წამოდგომის ძალაც აღარ ქონდა, სახე ერთ მიმიკაზე შეყინვოდა, ანდრიამ როგორც კი შეაბიჯა, მაშინვე დაინახა.
-ანდრიაა_ისევ ცრემლები წასკდა ქალს და ხელები გაიშვირა.
-დამშვიდდი ნია, შენთან ვარ, მაპატიე, რომ გასაჭირში მომიწია შენი მიტოვება.
-ჩემი არავის ესმის ანდრია შენს გარდა, ის ხომ შენი ძმაც იყო, ასე როგორ მომექცნენ.
-დაისჯებიან ნია, პირობას გაძლევ ვერ გამოძვრებიან._გულში ჩაიკრა აქვითინებული ქალი და ცხოვრებაში პირველად წამოუვიდა თავადაც ცრემლი.

სახლში მისული იმდენად დამძიმებულად გრძნობდა თავს, ვერაფრით მოისვენა. ბოლოს მიხვდა და კარადის უჯრიდან სასმელი გამოიღო. ნახევარ საათში დაბარებულებივით შემოეჭრნენ რაზმის ხუთივე წევრი. უთქმელად მოიყუდა ყველამ მოტანილი სასმელიც და თითქოს ყველა ნათიას ცრემლებში დებდა თავისას.
-წითელი ზარია_ თვალებ გაფართოებულმა ამოილაპარაკა ყიფიანმა აზუზუნებულ ტელეფონს რომ დახედა.
-ჩემთანაც_აყვა ნათიაც.
-ყველასთანაა_ფეხზე წამოდგა ანდრია და სამსახურის დაცული ტელეფონიდან გადაურეკა გიორგის.
-გისმენთ გენერალო.
-...................
-გასაგებია, ველოდები შეტყობინებას.
გათშული ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და უკვე ფეხზე წამომდგარ მეგობრებს გადახედა.
-გავდივართ, მაგრამ შენი იარაღი დაგვჭირდება_წამში მიხვდა ნათია -მხოლოდ 45-იანი მაქვს თან.
-ოთახში ყველაფერია_თავით კარისკენ მიანიშნა და თვითონ სააბაზანოში შევიდა გამოსაფხიზლებლად.

რამდენიმე დღით ადრე:

იარაღებ მომარჯვებული ელენე კარის უკან დაიმალა ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა. გაღებულ კარში ერთ-ერთი მცველის ფიგურა გამოიკვეთა, შემართული იარაღიანი ხელი მაშინვე აუკანკალდა ელენეს, ის ხომ მკვლელი არ იყო, ამიტომ იქვე დადებულ ღამის ნათურას სტაცა ხელი და მთელი ძალით დააფშვნა კაცს თავზე, მცველი წაბარბაცდა, თავზე ხელი მოიკიდა და უგონოდ გაიშხლართა იატაკზე.
-ესეც შენ_გახარებულმა ჩაიხითხითა ქალმა და კატის ნაბიჯებით გაიპარა დერეფანში, მისდა გასაკვირად, გზად ერთი მცველიც კი არ შეხვედრია, მშვიდობიანად მივიდა კარებამდე და ღრმად ამოისუნთქა. რამდენიმე წუთში მისი ტანჯვაც დასრულდებოდა, ქმარი და შვილები ელოდნენ, ამიტომ სად იყო დაოვნების დრო, სწრაფად სწვდა კარს, გამოაღო და ის იყო გარეთ გადიოდა სიგნალიზაცია მთელ ხმაზე რომ აყვირდა.
-ჯანდაბა, აი რატომ ყავდათ ერთი მცველი შიგნით_ატირებულმა ჩაილაპარაკა და მაინც გაიქცა მთავარი შემოსასვლელისკენ. ვინ დააცადა? შუამდეც არ იყო მისული ხელი რომ სტაცეს და უკან სახლშივე შესვეს, ერთ-ერთმა სიგნალიზაცია გამორთო ყურის წამღებად რომ გაკიოდა, მეორემ კი მთელი ძალით გაარტყა ქალს და იგრძნო კიდევაც ოგორ გაუსკდა ტუჩი.
-ვერ შეირგე წესიერი მოპყრობა არა?_კიდევ ერთ დარტყმაზე ძირს დავარდა და აღაც ქონდა ადგომის თავი. -ნება შენია, როგორც ჩანს სარდაფის ნახვა გინდოდა_ირონიული სიცილით ამოილაპარაკა მცველმა და დალურჯებული ქალს კართან მიყვანილს კრა ხელი. ხუთი საფეხური ვარდნით ჩაიარა ელენემ და სარდაფის ცივ იატაკზე გონება დაკარგული დავარდა.


-დაჩაა თუ თეთრი სახლი, რა ამბავია ამდენი დაცვა_ყურში ესმოდა ანდრიას ნათიას ბუზღუნი და აქოშინებული ხმა, რაზმი პოზიციებს უკავებდა. ახლომახლო არც სახლი იყო სადმე, არც რამე შენობა, ამიტომ დღის ხუმრობა ხეზე შემომჯდარი ყიფიანი გახდა. ანდრია მარტო უნდა შესულიყო მთავარი კარიდან, წესით მამალაძე იყო მისი პარტნიორი, ის მამალაძე, დღეს მიწას რომ მიაბარა, იმის გამო რომ ვერ დაიცვა. თავის გაქნევით ეცადა ფიქრების მოცილებას და იარაღი მოიმარჯვა.
-ყველა ადგილზეა?_ჩუმად ჩაჩურჩულა მიკროფონს.
-ადგილზე ვართ_ყველასგან მოისმინა პასუხი და კარის საკეტს პატარა ასაფეთქებელი ჩაუდო.
-ყიფიანი, დროა_ისევ ჩუმად ჩაიჩურჩულა და საპასუხოდ გაისმა კიდევაც პირველი ტყუის ზუზუნი. ასაფეთქებელიც ამოქმედდა და ანდრიაც შიჭრა ეზოში, სხვა სამი გასასვლელიდანაც იგივე ხმები გამოვიდა და ოთხი იარაღ მომარჯვებული ჩრდილი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა სახლისკენ.
ყიფიანის სიმარჯვით მხოლოდ სამი კაცის გათიშვა მოუწიათ, დანარჩენი სნაიპერმა ჩამოიშორა. კარის შემტვრევა და სიგნალიზაციის ჩართვა ერთი იყო.
-ორი წუთი გვაქვს_დანარჩენების გადახედა ანდრიამ და ეზოში სირბილით დაბრუნდა, გონზე მყოფ მცველს მიადგა და ჭრილობაზე იარაღის ლულა დააჭირა.
-სად არის.
-წადი შენიც_სისხლი გადმოაფურთხა მცველმა. მოცდის დრო აღარ იყო, გამწარებულმა ფეხზე კიდევ ერთხელ ესროლა და აღმუვლებულ ბიჭს თავი დაუჭირა.
-გკითხე სად არისთქო.
-სარდაფში, ქვემოთაა, სამზარეულოშია კარი მაცივრის უკან, ამის დედაც....
-ნუ გეშინია არ მოკვდები_სირბილით შევარდა სახლში და ყველა თავისთან მოიხმო, მაშინვე ეცნენ მაცივარს.
-ერთი წუთი_ყიფიანის ხმა გაისმა ყურში.
-ფუ ამის ......_გინება ვერ შეიკავა ანდრიამ, დრო არ ყოფნიდათ.
-აჰა_მალევე წააქციეს მაცივარი და უკან ბოქლომ დადებული კარიც იოლად შეამტვრიეს.
ძლივს შეაჩვია ანდრიამ თვალი უკუნით სიბნელეს და ელენესაც მოკრა თვალი.
-40 წამი_ისევ გაისმა ყიფიანის დაძაბული ხმა.
-ნუ შემე***, მეც ვითვლი_გამწარებულმა დასტაცა ქალს ხელი და გასასვლელისკენ დაიძრნენ, ის კარი აირჩიეს ბნელ შესახვევში რომ გადიოდა და მიმალვას შეძლებდნენ.
-ათო წამი_უკვე მხიარულად გაისმა ყურში იფიანის ხმა და მანქანების ხმაც მოსწვდა მათ ყურს.
-ორ წუთში თუ აქ არ იქნები, მე თვითონვე ჩამოგხსნი მაქედან_მუქარა გაუგზავნა ანდრიამ ბიჭს და დასუსტებული ელენე მანქანის უკან მიაწვინა.

-გაბრიელ....
-ვიცოდი რომ დამირეკავდი ანდრია, ჯანდაბა აქედანაც კი ვეძებ, მაგრამ ახალი არაფერია, შენთან?
-უკვე ვიპოვე, ცოტა დასუსტებულია, მაგრამ უკვე გონზე მოვიდა და შენ გკითხულობს.
-იპოვეე? ღმერთო რა ბედნიერებაა, როგორ მეშინოდა გენერალმა შურისძიებისთვის გამოიყენათქო. მოიცა, მე რატო მკითხულობს? რამე მოხდა?
-გაბრიელ, ქალს 8 თვეა არ უნახიხარ, იკითხავს მის ქმარს აბა რას იზამს? როდის ჩამოხვალ? ეგეც დასაგეგმია.
-მოიცა ქმაარს? შენ რა ელენე იპოვე? ღმერთო, სიტყვა შეასრულე, ანდრეა არც კი ვიცი რა ვთქვა, შენი ვალიდან ვერ ამოვალ, ანუ კარგადაა?
-კი კარგადაა უკვე უკეთაა, მოიცა რატო გაგიკვირდა? აბა სხვა ვინ უნდა მეპოვა?
-ჯანდაბა, მეგონა იცოდი, ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა ჩემგან გაგეგო_ამოიხვნეშა ბიჭმა.
-რა ხდება?_ხმა გაუმკაცრდა ანდრიას.
-ნანო აიყვანეს, მთელი დღეა გამქრალია, დედამისმა მაღაზიაში ჩავიდა და აღარ დაბრუნებულაო. მეგონა იცოდი ანდრია, ვწუხვარ.
მაშინ მიხვდა ანდრიამ რას ნიშნავდა რომ ამბობდნენ სისხლი გამეყინაო. ტელეფონის ეკრანი წამში გათეთრდა მოჭერილი ხელისგან, წამიერად სისხლმაც კი შეწყვიტა ვენებში მოძრაობა და უარი თქვეს ნანოს გარეშე გულთან მიახლოებაზე. ნანო აიყვანეს შემდეგ აღარცერთი სიტყვა გაუგია, მთელი დღე თან, მთელი დღე ხომ 12 საათია, დააგვიანა, უკვე დააგვიანა, ახლა ალბათ ნანო რომელიმე ტყეში იყო უპატრონოდ დასაფლავებული და ვერავინ მიაგნებდა. ვერც კი მიხვდა როგორ ჩასრიალდა ღრიალით კედელთან და მუხლებზე დაშვებულმა გააგდო ხელიდან ტელეფონი.



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რაქენი ეს? არგადამრიო ახლა და ნანო არმომიკლა :დ მაგის გარეშე ჩათვალე დავიფერფლები :დ ანდრეას მარტოობა არუხდება ანუ კი ვიქნებოდი მის გვერდით მარა გულკეთილი ვარ და ნანოს დავუტოვებ’თ’ ჰო? :დ ჰოდა ვიძაბეებიი ძაან და ნუდააგვიანებ გთხოვ გელოდები გულით სულით ♥️♥️♥️

 


№2  offline მოდერი naattii

ტკბილიწიწაკა
რაქენი ეს? არგადამრიო ახლა და ნანო არმომიკლა :დ მაგის გარეშე ჩათვალე დავიფერფლები :დ ანდრეას მარტოობა არუხდება ანუ კი ვიქნებოდი მის გვერდით მარა გულკეთილი ვარ და ნანოს დავუტოვებ’თ’ ჰო? :დ ჰოდა ვიძაბეებიი ძაან და ნუდააგვიანებ გთხოვ გელოდები გულით სულით ♥️♥️♥️

დიდი მადლობა ❤️ ვცდილობ როგორც შემიძლია ❤️

 


№3  offline წევრი nini :)

ვაიმე ნათიაა.... შენ უნდა მომკლა მეეე?...... ეს რა ქენიიი? ...... სად გაწყვიტეე?????? ამის დრო იყო ააახლაააააა? ღმერთო ჩემოოო......
მოკლედ დავიწყოთ იქიდან რომ არ მეყოოო..... მერე გავაგრძელებ.... :დდდდ

მიხარია რომ ელენე იპოვნეს.... და ნანომ რა დამალა ასეთი განაა რომ ასე გადაემტერა გენერალიიი..... მოკლედ რაც შეიძლება მალე მინდა ახალი თავიიიი..... და არ მომკლა ლოდინით..... ასეთი დაძაბული მგონი არც ერთი შენი ისტორია არ ყოფილა ❤❤❤❤

 


№4  offline მოდერი naattii

nini :)
ვაიმე ნათიაა.... შენ უნდა მომკლა მეეე?...... ეს რა ქენიიი? ...... სად გაწყვიტეე?????? ამის დრო იყო ააახლაააააა? ღმერთო ჩემოოო......
მოკლედ დავიწყოთ იქიდან რომ არ მეყოოო..... მერე გავაგრძელებ.... :დდდდ

მიხარია რომ ელენე იპოვნეს.... და ნანომ რა დამალა ასეთი განაა რომ ასე გადაემტერა გენერალიიი..... მოკლედ რაც შეიძლება მალე მინდა ახალი თავიიიი..... და არ მომკლა ლოდინით..... ასეთი დაძაბული მგონი არც ერთი შენი ისტორია არ ყოფილა ❤❤❤❤

ნამდვილად არ მქონია ასე დაძაბული, მაგრამ ასევე პირველი ისტორიაა იმ მხრივ, რომ წინასწარ მეც არ ვიცი რა იდეა მომივლის, მხოლოდ მონახაზი მქონდა გონებაში, დანარჩენი ექსპრიმტად ხდება გზადაგზა :D

 


№5 სტუმარი დიკო

ძალიანძალიანძალიან მომწონს გამიხარდაა ეს დატანჯული გგოოოგოო რო იპოვეს მაგრამ ნანოოომ რაღა დააშავაა მაგრამ მოსალოდნელი იყო ეს გატაცება. რაას არ ამბობს ბოლომდე ეს გოგოოო ასეთი ბიჭი ჩაიგდო ხელში რა ვერ გაუმხილა :D :D

 


№6  offline მოდერი naattii

დიკო
ძალიანძალიანძალიან მომწონს გამიხარდაა ეს დატანჯული გგოოოგოო რო იპოვეს მაგრამ ნანოოომ რაღა დააშავაა მაგრამ მოსალოდნელი იყო ეს გატაცება. რაას არ ამბობს ბოლომდე ეს გოგოოო ასეთი ბიჭი ჩაიგდო ხელში რა ვერ გაუმხილა :D :D

რა ქნას ვერ ელევა :D

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ვსოოო გენერააალ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent