შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის სურნელი (3)


6-11-2018, 03:29
ავტორი phoenixb
ნანახია 1 347

საოცარი სურნელი იდგა დილით სახლში.
მზემ თითქოს პირველად გაახილა თვალიო,ისე უხვად ასხივებდა თავის შუქს,გარეთ არსებული ჟრიამული გახდა დოლაბაურის გაღვიძების მიზეზი.მომაკვდავივით ასწია თავი ბალიშიდან,საათს დახედა და იგრძნო დაგვიანების გარდაუვალობა.წამოიმართა.ოთახიდან გამოვიდა და კიბეებს ქვემოთ დაუყვა.მისაღებში არავინ იყო.მხოლოდ ახლადგამომცხვარი ხილის პეროგის სუნი ეცნო კიტას,ამით ყოველ ორშაბათ დილას ანებივრებდა შვილს ნენე.ყველაზე მეტად ის გაიკვირვა დოლაბაურმა,ეკატერინე უკვე რომ წამოფრენილიყო და მხიარულად კისკისებდა რაღაცაზე,მათ რომ მიუახლოვდა კიტა მიხვდა კიდეც რაზედ.უკვე მოესწროთ ფაიფურის ფინჯანის გატეხვა,თუმცა ამას არ გამოეწვია უკმაყოფილება.ეს კიტას დადებითად ენიშნა,იკითხავთ რატომო? ნენე და ეკატერინე ამას არ ატრიგიკულებდნენ და ეს იყო პოზიტიური.უნდოდა დილაბაურს დიალოგი ისე წამოეყო გუშინდელი გაბრაზება როგორმე დაეფარა,ეკატერინესთვის მიზეზი აღარ მიეცა ხელახალი აფეთქების.ამიტომ უჩვეულოდ მხიარული ნოტი გაკრთა მისი ხმის ტემბრში.
-მაშ ქალბატონებო,უკვე მოასწარით მსხვრევა? ამჯერად სამნი ხართ,უფრო მეტს მოასწრებთ .
-ოჰ,კიტა როგორი საზიზღარი ხარ დედა ... - მხიარულად ჩაიღიღინა ნენემ და შვილს აღაჟღაჟებული სახე მიუშვირა საცქერლად.
მიზანს ვერ მიაღწია კიტამ,ვიგრძენი იმედის ხიდის ჩაწყდომა.ეკატერინეს არათუ არ უსაყვედურია,ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის.იფიქრა ბევრი და ბოლოს მივიდა იმ აზრამდე საუზმის ბოლომდე ვერ გაძლებს ერთხელ მაინც დამელაპარაკებაო.
კიდევ კარგა ხანს იყო ამ აზრზე როცა უეცრად ტელეფონი აწკრიალდა.ეკატერინემ გაიღიმა და აჟღურტულდა.კიტა კი მხოლოდ ახლა დააკვირდა რომ მთელი დღე გუშინ ფრანგულად ეკონტაქტებოდნენ ამირეჯიბს,საოცრად ტკბილი ხმა ჰქონდა ეკატერინეს ამიტომ უხდებოდა ფრანგული მის ჭიკჭიკს.
-კი ჩავედი.კარგად ვიმგზავრე... სესილი ჩემო ძვირფასო ნუ ნერვიულობ ... ო, იცი როგორი საზიზღარიცაა,უკვე მოახერხა თუმცა არ ავყვები... სიტყვა არ დაგცდეს გესმის? ... მორჩი სესო ... აკოცე ჟანას ... კარგად ძვირფასო ...
სმენის უკიდურესი დაძაბვით უსმენდა კიტა ამ ნაწყვეტ საუბარს რომლიდანაც მხოლოდ ეკტერინეს პასუხები ისმოდა, თუმცა არ გასჭირვებია იმის გამოცნობა რასაც იქედან სესილი კითხულობდა.ერთადერთი რამაც გააოგნა იყო სიტვები " არაფერი დაგცდეს" განა რას მალავს ისეთს ასე რომ აჭარხლდაო გაიფიქრა, თუმცა მაშინვე მიხვდა ამისთვის რომ არ ეცალა.ფიქრს შეეშვა,როგორც ჩანს ეკატერინე ძლიერაა გაბრაზებული,რახან ამ უკიდურეს ზომებს მიმართავს.ჯობია შემოვირიგო სანამ ამ უაზრო გაბუტვამ დიდი მაშტაბები მიიღო და მისი ძებნა მთელი ქვეყნის შემოვლად დამიჯდაო.
ეკატერინემ დაინახა თუ არა თავისკენ მომავალი დოლაბაური,მიუხვდა და თავის არიდების მიზნით პირდაპირ წინ დაეშვა.კიტა გაეკიდა და ამ თავაშვებულ ქალს გზა მოუჭრა.ამირეჯიბი გვერდზე გახტა და ნიშნისმოგებით გაუღიმა.ანე ყურადღებით აკვირდებოდა მათ და თან ნენეს ანიშნებდა უყურე ისევ იმ ჭკუისანი არიან არ შეცვლილანო.ეკატერინე კი რომელიც ფიქრობდა სამშვიდობოს ვარო,თამამად დატრიალდა და აღმოჩნდა კიდეც კაცის მკლვაბეში.დოლაბაურმა არიქა დრო ვიხელთეო და მართლა ხელებში მოიქცია ეს რეტდასხმული ქალი.ერთი კი გაიბრძოლა მაგრამ ისე უხეშად დაუყვირეს გეყოფაო შიშით მართლა დაწყნარდა.
-შევრიგდეთ ეკატერინე.ბავშვივით ნუ იქცევი.
-მე არც გავბუტულვარ.
-ჰო,ამ დილით გეტყობოდა სახეზე,განსკუთრებით ახლა.
-გინდა შემომირიგო?
-ყველაფრის ფასად?...-თვალებში ჭინკები ააცეკვა ეკატერინემ და სასაცილოდ მომანჭა სახე.
-ყველაფრის...-ჩაეღიმა დოლაბაურს და დარწმუნებით დაუქნია თავი.
-მასთან წამიყვანე...-სიტყვა დაამთავრა თუ არა,ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულმა კიტამ ხელი უშვა და გამომცდელად დააკვირდა,როცა ეკატერინე მიხვდა რომ ამ ბავშვურ თამაშში მან საკმაოდ სერიოზული რამ ითხოვა,სახე იცვალა,დასერიოზულდა და მუქარის ტონით დაამატა...-თუ არადა მე თვითონ წავალ!
-ეს მუქარაა?...-დამცინავად ჩაიქირქილა კიტამ და გაშლილი მაგიდისკენ წავიდა. მის პირისპირ ეკატერინე მოთავსდა და გაყინული სახით ამოთქვა.
-მუქარად არ უნდა ჟღერდეს ! თხოვნას უფრო გავს.
-არა,ეს ბავშვური ახირება უფროა და იცი ამაზე ჩემი აზრი ! ... -სრულიად მოულოდნელად იფეთქა თავშეუკავებლობამ და მხოლოდ დასასრულს,ქალების შეცბუნებული სახეების დანახვისას გაანალიზა რომ ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-შენ მე შენი პატარა ბავშვი ხომ არ გგონივარ ? თხოვნა თხოვნაა ბატონო კიტა,თუ შეგიძლია შეასრულე თუარადა მითითებებს თავი დაანებე.საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ...-წამოიმართა ეკატერინე და თავადაც ყვირილზე გადავიდა.
-ბავშვებო იქნებ არ გინდათ ? ...-შეშინებული ნენე ცდილობდა შუაში მდგარიყო და ტონში თავისი შიში დაემალა.
-მე არ ვაპირებ შენი სულელური თხოვნების შესრულებას სიცოცხლის ბოლომდე.ათი წელი საკმარისი დროა გასაზრდელად,ხოდა გაიზარდე ! ...- სახემოქუფრული ხრიალებს დოლაბაური და თვალებს აბრიალებს.ეკატერინე ჩუმდება, გამომეტყველება ეყინება და როცა კაცი ფიქრობს ეს თემა დავხურეო,ხედავს ქალი როგორ მოდის მისკენ,ეყრდნობა მისი სკამის სახელურს და ავისმომასწავებლად სისინებს.
-მისამართს ან შენ მომცემ ან დედამისს დავურეკავ და საკმაოდ სასიამოვნო მომენტებს გავახსენებ ჩვენი თანაცხოვრებიდან,როგორ ფიქრობ იქნებ ელენესთანაც მეცადა ბედი,მისამართი მასაც ეცოდინება...-სახე უჭარხლდება კაცს სიბრაზისგან, თავშეკავებული,მუდამ მოზომილი იმასაც კი ფიქრობს ახლავე დავარტყამო მაგრამ იცის რომ თუ ეკატერინე იმუქრება საქმე ცუდადაა და აყოლა არ ღირს,ამიტომ გაბრაზებული კრავს ხელს და ფეხზე წამომართული,ისე რომ თვალს არ აცილებს,ჩურჩულებს.
-მისამართს დაგიტოვებ,მაგრამ იცოდე თუ ჩემს სახლში ხარ ისე მოიქცევი როგორც ეს წესიერ ქალს შეეფერება,აქ შენი ახალი თავგადასავლებისთვის არავის ცხელა,ძველიც გვყოფნის გასახსენებლად...-ტრიალდება და მიდის დოლაბაური,იქნებ ამიტომაც ვერ ხედავს ქალის შეცბუნებას და ადგილზე გაშრობას.უგულოდ იცვამს მანამ სანამ ეკატერინე სააბაზანოში იყინება და მოშვებული ონკანის ხმაში ახშობს თავის გულამოსკვნილ ტირილს,მით უფრო მაგრად იჭერს ხელისგულს პირზე რაც უფრო მეტად ესმის როგორ დადის სააბაზანოს კარის წინ შორენა და თხოვს ამას ნუ გააკეთებო.იქვეა როცა გარკვევით ესმის როგორ ითხოვს დოლაბაური ფურცელს და კალამს,სავარაუდოდ მისამართს წერს,ყურს არ უგდებს დედის თხოვნას ასეთი გაბრაზებული ნუ წახვალ სამსახურშიო და კარს მთელი ძალით აჯახუნებს.სააბაზანოდან იძურწება და როგორც კი ხვდება რომ ეს ქალები ახლა ლექციების წასაკითხად ემზადებიან,სისინებს ახლა არაო და თავისი ოთახისკენ მიჩანჩალებს.

* * *
მთელი დღის მანძილზე ვერ მოიშორა დაძაბულობა და სიბრაზე,თავიდანვე მოითხოვა არავის შეეწუხებინა და განაცხადა ქარხანაში დღეს არ წავალო.უკვე ბინდდებოდა როცა მისი კაბინეტის კარს სტუმარი ეღირსა.
გაბრაზებულ დოლაბაურს შუბლი შეჭმუხნული აქვს,როცა მის ოთახში ბუღალტერი შემოდის და ანგარიშებს მაგიდაზე დებს. მხიარულ ნოტაზე მყოფი უფროსის უგუნებობას წამში ამჩნევს და თავს უფლებას აძლევს ამბავი იკითხოს.
-თქვენ არ გეხებათ ჩემი განწყობა.
-მე უბრალოდ მინდოდა გამეგო ხომ ყველაფერი რიგზეა,ან დახმარება თუ შემიძლია რამით.
-არავისი დახმარება არ მჭირდება,საქმეს მიხედეთ თუ შეიძლება.
-კიტა...-ეს ბოლო წვეთია,ქალის მიერ ასე სათუთად წარმოთქმული სახელი დოლაბაურის გულს მალამოდ ედება და კაცი ნებდება.სახე უმშვიდდება და ამჯერად ცდილობს ქალს თვალი გაუსწოროს,მერე კი უცერემონიოდ ეღიმება როცა გვანცას შეშფოთებულ სახეს ეჩეხება.
-დილით უსიამოვნო საუბარი მქონდა ეკატერინესთან და ისეთი რამე ვუთხარი რაც არ უნდა მეთქვა.
-ეკატერინე ? ... -უხერხულად იშმუშნება გვანცა,ასე იმ ქალებს ჩვევიათ რომლებიც ცდილობენ დამალონ იმედგაცრუება.
-ეკატერინე მამაჩემის მეგობრის შვილია,დიდი ხანია უკვე რაც საფრანგეთში ცხოვრობს,ახლახან ჩამოვიდა.
-აჰა,გასაგებია...-იმედგაცრუებით ამბობს თავში ათას აზრ ამოტრილებული ქალი.კიტა უხვდება და ცდილობს უხერხულობის დასაძლევად უფრო გარკვევით ახსნას.
-ეკატერინე მამაჩემის ძმადნაფიცის შვილია,დედაჩემს განსაკუთრებით უყვარს,ერთად გავიზარდეთ...-ეღიმება როცა ხედავს როგორ გამოცოცხლდა გვანცა და გრძნობს როგორ ესიამოვნა მისთვის წარსულის თუნდაც მცირედი ნაწილის გაზიარება.
-და რა უთხარი ასეთი ? ...-შენობითზე გადასვლამ კიტა დააბნია და ვერ მიხვდა ქალი რას გულისხმობდა.მერე დიალოგმა გაურბინა თავში და აპირებდა ეპასუხა,როცა მისი ტელეფონი ახმაურდა,იქედან კი ნენეს შეშინებული ხმა მოისმა.
-კიტა ეკატერინეს ოთახი ცარიელია,ჩემოდნები წაიღო და წავიდა.
-რას ნიშნავს წაიღო და წავიდა ? სად წავიდა?
-არ ვიცი, მე და შორენა დღეს ბაზარში წავედით და რომ დავბრუნდი წასული დამხვდა.დილის მერე ვიცი რომ იტირა...
-ნენე დაწყნარდი და ისუნთქე დედა ... -გაღიზიანებული ამბობს,როცა გულამოსკვნილი ქალი ძლივს აბამს თავს სათქმელს.
-დავმშვიდდე? სანამ ეკატერინეს არ მომიყვან შეგიძლია სახლში არ მოხვიდე,გესმის ? ჩემი ბავშვი უვნებელი დამიბრუნე ! გაიგე კიტა ? იცოდე,შენი უგულობის გამო რამე რომ დაემართოს...
-ვიპოვი ნენე,ვიპოვი !...-ტელეფონს თიშავს და მაგიდაზე მიგდებულ გასაღებზე წვდება,ყურადღებას არ აქცევს მას რომ უკან გვანცაც მოყვება.მანამ ვერ აანალიზებს რომ ქალისთვის პასუხი არ გაუცია სანამ მანქანას არ დაძრავს და გვედით მჯდომს არ დალანდავს.
-არ უნდა წამოსულიყავი !
-ბოდიში მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ მოგცემდით მართვის უფლებას. იცით სად უნდა მოძებნოთ ? ... -კიტა ახლაღა აანალიზებს რომ გვანცამ ყველაფერი გაიგონა და თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.
-ვამბობდი,ვამბობდი რომ ეს არ უნდა მეთქვა,ეს არ უნდა წამომეძახებინა ! ... -გაბრაზებული ურტყამს საჭეს ხელისგულს და გაგულისებით ხრიალებს ერთი და იგივეს.
-ასეთი რა უთხარით ? ...-შეშინებული ცდილობს სიტუაციის განმუხტვას,იქნებ ლაპარაკმა აზრზე მოყვანოსო.
-წარსული არ უნდა წამომეძახებინა, ფიქრობდა რომ დამნაშავეა, მე ყოველთვის ვუმტკიცებდი რომ მისი ბრალი არ იყო,ამ დილით კი,ამ დილით მე თვითონ დავუმტკიცე რომ ყველა ასე ვფიქრობთ.
-რას ფიქრობთ კიტა,არაფერი მესმის.
-იმას რომ ყველაფერი მისი ბრალია...-შეშინებული ქალი ხმას იკმენდს და ასეთ მდგომარეობაში რჩება მანამ სანამ სასაფლაოზე არ აღმოჩნდება და კიდევ უფრო არ დაიბნევა.
კიტა რომელიც,გზაში სიჩუმემ ცოტათი დაამშვიდა,მანქანის კარს აღებს და შიგნით მჯდომს ჩვეული ტონით ეუბნება,გადმოხვალ თუ დარჩებიო. ქალი დიდხანს არ აყოვნებს და მანქანის კარს აღებს.
რამდენიმე წუთს ანდომებენ,საბურთალოს სასაფლაოზე კიტასთვის ნაცნობი სახელის და გვარის მოძიებას და როცა ქალის სილუეტს დალანდავენ,გვანცა უკან რჩება,მანამ სანამ კიტა უფრო უჩქარებს ნაბიჯს და მალე თვითონაც იყინება.
მზერას ავლებს წაქცეულ ორ ჩემოდანს,ასე უგულისყუროდ რომ მიუყრია პატრონს და თავად მხრებაწურული,სიცივისგან მობუზული დასცქერის თავისთავად სიძველისგან გაშავებულ საფლავის ქვას,რომელზეც აშკარად იკვეთება წარწერა - "ნოე სულაქველიძე".
-ახლა მიყურებს...-ცივად ამბობს ეკატერინე,იცის ვინც დგას მის უკან და კიტა ხვდება რომ ქალი ამას მას ეუბნება...-ახლა მზადაა მომისმინოს,ახლა საკმარისი დრო აქვს.ახლა ჩვენ შორის აღარ დგას შეცდომით ჩასახული ბავშვი,ასაკის სიმცირე, მისი თავქარიანობა ,მამაჩემის მის მიმართ უნდობლობა.ახლა თვითონაც ხედავს რომ არასდროს მყვარებია ის ცხოვრება,რომელიც საკუთარი თავისთვის მოვიგონე მის გასამწარებლად,მისი ყურადღების მისაქცევად,მანამ სანამ ვფიქრობდი რომ თვითონ არ ვუყვარდი,არ ვჭირდებოდი.
-ეკატერინე...-ისევ ეგოისტურად ცდილობს დოლაბაური შეაწყვეტინოს,იქნებ შეცივდა?იქნებ დაღალა ქალის სიტყვებმა ? იქნებ არ უნდა დედამ ინერვიულოს ? მაგრამ ეგოისტობაა ისევ მისი ფუძე, წამითაც არ შეუძლია მოუსმინოს ქალის სიტყვების სიღრმეს,ახლაც არ უსმენს.ეკატერინე მისკენ ტრიალდება, სახეზე ზიზღი აქვს და კიტა გრძნობს ამ ზიზღის ადრესატი თავადაა.
-არ ხართ შესაფერისებიო გახსოვს რომ მითხარი ? მაშინ დაგიჯერე. ახლა ? ახლა ორივე მკვდარი ვართ,ორივეს გული ცივია და ორივეს სხეული ჩამქვრალი.ის მიწის ქვემოთაა,მე მიწაზე.მითხარი კიტა,შენ ხომ ახლაც ფიქრობ რომ ჩვენ შესაფერისები არ ვართ ?!
-ეკატერინე ის რაც მე დილით ვთქვი ...
-სიმართლე იყო.როგორც იქნა გეყო გამბედაობა გეთქვა რომ ჩემი ბრალია.
-შენი ბრალი არაა ! ... -ყვირის დოლაბაური,მოთმინება დაკარგული და ენერგია მოზღვავებული...-მამაშენის ბრალია,ჩემი ბრალია,მამაჩემის და სანდროს ბრალია,მაგრამ შენ ? შენ ერთადერთი ხარ ვისზეც ხელს ვერ გაიშვერენ !
-სესილიაც ზუსტად იგივეს მიმეორებს უკვე მეათე წელია. უკვე მეათე წელია მლანძღავთ,ზურგს უკან განიხილავთ ამ ამბავს, ჩემს ამბავში ხელებს აფათურებთ როგორც ძველ,ბინძურ ზარდახშაში ისე,ყველა მომენტის სანახავად. რაო კიტა,რა დაგრჩათ განსახილველი იმის გარდა რომ ეს ჩემი ბრალია, მითხარი ყველა შეხვედრის მთავარი თემა ხომ მე ვარ ?
-არა ეკატერინე,ამით შენ ცხოვრობ.ყოველდღე ამაზე მარტო შენ ფიქრობ,შენ ვერ მოინელე ეგ ამბავი და გგონია ყველანი მარტო ამის გარშემო ვბრუნავთ.
-მოინელეთ...- ღვარძლიანად სისინებს ეკატერინე...-რა მოინელე კიტა ? ის როგორ ჩამომაშორე თუ როგორ გამაყოლე მის ძმას ცოლად? რომელი მოინელე ? ...-და ქალის ასეთი სასოწარკვეთილება ადგილზე ყინავს დოლაბაურს,იქნებ ესაა რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობს,ზუსტად ის რომ ორი ადამიანის ცხოვრება ერთ პატარა გაუგებრობას შეწირა ისე რომ თითი მისკენ არავის გაეშვირა.ბავშვურ ეჭვიანობას შეწირა ის, რასაც ამდენი წელია უკვე ეპოტინება -ეკატერინეს სიცოცხლე.
პასუხი არ გაუცია,როგორღაც მოახერხა რომ ეკატერინე თავის ჩემოდნებიანად მანქანაში მოეთავსებინა და სახლამდე მიეყვანა,მას შემდეგ კი რაც სახლის შიგნით დაიგულა,ქალებს მიანდო და თავად როგორც დამნაშავე ბავშვი ისე გაიძურწა ყველაზე ბნელ კუთხეში რომ ის ტკივილი, რასაც დანაშაულის გრძნობა ქვია, ალკოჰოლით ბოლო წვეთამდე ამოევსო.



№1  offline წევრი LI_BE

სიმართლე გითხრა, ჯერ ყველაფერი ისევ ბუნდოვანია. ვერ გავიგე ვინ არის ეს ეკატერინე, რა ადგილი ეკავა მას, კიტას ცხოვრებაში, კიტას მეგობრების ცხოვრებაში. ვერ ის გავიგე, გვანცა ასე ადვილად როგორ გაუშინაურდა, რომ მის პირადში იქექება და ინტერესდება. პათეტიკური რიტოკიკა რატომაა არჩეული, ვერც ეს გავიგე.

კარგი იქნება, თუ უფრო მეტ სინათლეს მოფენ ყველაფერს და სიტუაციაში გაგვარკვევ. ხო, ასევე, ეცადე გრამატიკული დრო ერთი აირჩიო და იმას გაყვე. სხვადასხვა აბზაცებს, სხვადასხვა დროში წერ და ეს არასასიამოვნოდ იკითხება.

ხო, და კიდე, იმედია, შენიშვნებზე არ გამიბრაზდები blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent