შიში პატივისცემა და სიყვარუილი {ნაწილი2/3}
3. ნიკას რამდენიმე წამი დასჭირდა იმის მისახვედრად, თუ ვის და რას გულისხმობდა ჯაფარიძე. ბედნიერმა ჩაიღიმა და თვალებით ეძებდა გოგოს, რომლის პოვნაც არ გასჭირვებია, რადგან გულიც და ინსტიქტიც იქეთ ექაჩებოდა სადაც ის იყო, დადუმაც მორცხვად გაუღიმა და თვალები დახარა. ნიკამ გადაწყვეტილება იმ წუთასვე მიიღო და რატომღაც ასე უცებ, ერთ გამოხედვაში დარწმუნდა რომ მას ვერ დათმობდა. მისკენ მიმავალი დადუმაც შეამჩნია და მომლოდინე თვალებით უყურებდა, როცა გოგონას წკრიალა ხმამ ნიკას სახელი წარმოსთქვა. -ნიკაა! რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა დადუმდე და სწორედ მათ შორის ჩადგა ლამაზი მოხდენილი ტანით გოგო, რომელიც მთელი ძალით მოეხვია და ნიკამაც იგივე გაიმეორა, ხელში აიყვანა და დაატრიალდა. -ჯინა? როგორ ხარ? როდის ჩამოცვედი? რატომ არ მითხარი? როცა დაატრიალა დაბალი ხმით უთხრა: -შენს გამო, თუ დადუ გამექცა გცემ! -ვინ?... ჰა?... შენ ვინმე... არ არსებობს! -გაჩუმდი გოგო. ჯერ შესულიყავი, ხალხი ნახე და მერე იცელქე! საუბარში ჯულხა ჩაერია რომელიც არანკლები იყო სილამზით, როგორც ნიკა ან სვა რომელიმე. -მოვიდა ეს უჟმური და დაიწყებს შენიშვნებს! ყურთან ჩუმად თქვა და ნიკას ღიმილმა დაუმშვენა სახე. -მე კიდე გამიკვირდა რა ქარმა გადმოაგდოთქო. -ვითომ რატომ, ვერ მოვიდოდი? -კი ოღონდ მთელ ტყიბულს წამოიღებდი. ნიკა, ჯულხას მიესალმა და აბაშიძემ დადუსკენ გაიხედა, ის იქ აღარ იყო და თვალი მოჰკრა, როგორ ჯდებოდა მანქანში.. -გაჰყევი რას მიშტერებიხარ! უთხრა ნიცას ორეულმა, როგორც გარეგნულად ისე ხასიათით. -არა ხვალ დაველაპარაკები. ეს თქვა, მაგრამ გული მანქანს გჰყვა. ჯინამ იდაყვი ჰკრა ფერდში. -ბიჭო წადი მეთქი. მე აქ ვრჩები და მერეც მოგიწამლავ ნერვს, რა პრობლემაა. ნიკამ ხელი გადახვია და უარის ნიშნად თავი გააქნია.. -ეს ვინ მოსულა. ჩემი გოგო აქ იქნება, აწი დავიმხობთ ხომ თბილისს? ნიცას ხმამ მიიქცა ყველას ყურადღება, შემდეგ ანა და თორნიკე მიესალმენ. ჯულხას ეხვეოდნენ ნიცა და ანასტასია, უცებ უმცროსმა დადიამა დაიყვირა: -თორნიკე რა დამალევინე ტო? ერთ ნიცას ორად რატომ ვხედავ? -ორნი ვართ ნიკოლოზ! ორი! -ნიცა, ეს ანგელოზი ხასიათითაც გგავს? მე ნიკა ვარ! ხელი ჩამოართვა. -ჯინა. სასიამოვნოა. -კი ჩემი ტყუპია, მაგრამ ერთი წელი დაიგვიანა! -გამოდის მხიარულება და თბილის ჩვენია! -ეეე მომწონს ეს ბიჭი! დაკავებულია!? ჩაფიქრებულის იმიტაცი გააკეთა და ცალ ფეხზე დატრიალდა იქ მყოფებს თვალი მოავლო და გვერდზე გადაწეული თავით ნიკას დააკვირდა. -კი, დაკვებული ხარ! ნიკამ გადაიხარხარა და გოგონებს შუაში მოექცა, ხელი ორივეს გადახვია და ისე უთხრა: -მე არ ვარ დაკავებული, მხოლოდ გული! -იმისიც! დაასკვნა ჯინამ. ნიკამ წარბები შეკრა და ისე დახედა თან სუფრასთან მიიყვანა გოგონები. -რას გულისხმობ?.. -ისეთი თვალებით მიყურებდა, მოკვლის ხერხებს იხილავდა გონებაში. ნიკმ ისევ გიცინა ხმით და უცებ სებას მზერას გადაეყარა, რომელიც თითქოს იმედგაცრუებული უმზერდა. ნიკოლოზმა გაუღიმა და თვალი არ მოუშორებია ისე დაჯდა მაგიდასთან.. ლაშა და ვიკა საუბრობდნენ, უფრო სწორად ვიკა განიხილავდა საღამოს, რომელიც მართლა ლამაზი და სიყვარულით სავსე იყო. წრფელი სიყვარულით სავსე. -ლაშა, სოფიმ მითხრა ანდრია ჩამოდისო. -ხო ბებიამისის სანახავად და ისევ ბრუნდება. -რატომ არ ჩერდება ეგ ბიჭი აქ? -არ ვიცი. -ისევ ბრაზობს ნიკაზე და თომაზე? -რას გულისხმობ? წარბები შეკრა ჯაფარიძემ. -მოსკოვში მომხდარ ამბავს ლაშა, ვიცი რომ ანდრიამ ნიცას ამბავი, რომ გაიგო ნიკას გაუბრაზდა, მაგრამ იმას ვერ ვიგებ, რატომ ვერ შეეგუა ფაქტს, რომ ნიცას თომა გასვიანი უყვარს და ამით სრულდება ყველაფერი.. -შენ საიდან იცი, ეგ ყველფერი? გაოცება ვერ დამალა ჯაფარიძემ. -შენ რატომ გეგონა, რომ არ ვიცი? -ოხ ვიკა.. ღიმილით გააქნია ლაშამ თავი და დადუს გახედა სარკეში, რომლიც ხმას არ იღებდა და იმ გოგონაზე ფიქრობდა, რომელიც ნიკამ ხელში აიყვანა და თბილად ჩაიხუტა... უცებ ფანჯარაში შენიშნა, როგორ ჩაუარა სწრაფად მიმავალმა რამდენიმე მანქანამ ლაშას გინება მოესმა, მანქანის მუხრუჭზე და ძლიერი დარტყმის გამო სავარძლებს შორის ჩავარდა გოგონა.. ყველაფერი აირია და ხმაური, ყვირილი, იარიღის გასროლის ხმა ერთმანეთში აირია. დადუ ვერაფერს ხედავდა, კისერზე ხელი იგრძნო.. -დადუ ასე იყავი! ვიკა ცდილობდა გაერჩია რა ხდებოდა, თუმცა საოცარი სიმშვიდიდთ დახედა გოგოს, რომელიც უკვე ტიროდა: -მე მეძებენ.. -ლაშა გაარკვევს ნუ ღელავ. ტელეფონზე რეკავდა ვიკა, მაგრამ არავინ იღებდა. ლაშა მანქანიდან, სანამ გადავიდოდა, მანქანის სათავსოდან იარაღი ამოიღო და არ მორიდებია მის დამალვას, ისე გადავიდა. -აქ იყავით და არ გადმოხვიდეთ! მანქანიდან გადასულს, რამდენიმე შეიარაღებული შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი და ოდნავ სილურჯე შეპარული სახით, გოჩა დაუდგნენ. -ოჰო.. ექიმებსაც აქვთ თურმე იარაღი? მაგით კერავ ექიმო, გაფატრულ ხალხს?.. ირონიით საუბრობდა მამაკაცი. -რა გინდა გოჩა? -დადუ მინდა! გაეღიმა მამაკაცს. -ესე იგი კარგად ვერ გაიგე, რას ვითხოვ შენგან ხომ? -არა! ეს შენ უნდა გაიგო, რასაც გეტყვი! ლაშამ წარბები შეკრა.. -გისმენ! -მას მოაკითხეს და უნდა წავიყვანო.. -არა! სანამ ჯაფარიძე საუბრობდა, ვიკა ტელეფონზე ისევ რეკავდა.. -მიპასუხე თორნიკე... დადუ მომისმინე, გადმოდი ლაშას სავარძელზე და გადადი, კარი ღიაა, ვერ დაგინახავენ, აი მანდ ბუჩქებში დაგველოდე, სანამ არ დაგიძახებთ, არ გამოხვიდე კარგი? დადუმ მხოლოდ თავი დაუქნია და მითითება შეასრულა, მანქანიდან შეუჩნევლდ გადვიდა და ბუჩქს მოეფარა, ისე იყო რომ ყველფერი ესმოდა და ხედავდა თვითონ კი არ ჩანდა, მაგრამ შიშისგან სხეულის ცხცახს ვერ იჩერებდა და უფრო მეტად იტანდა შიში, რადგან საუბარი უფრო დაიძაბა მამაკაცებს შორის, მანქანის შემოწმება დაიწყეს ბიჭებმა და ვიკა გდმოიყვანეს.. -ოხ შენი.. რა ლამაზი ქალები გყვარებია? უხამსმა სიტყვებმა და მზერამ ჯფარიძე წყობიდან გამოიყვანა, ბევრი არც უფიქრია გოჩას საყელოში ჩაავლო ლაშამ, მისმა ბიჭებმა კი იარაღი გამოიყენეს, ერთმა ჰაერში ისროლა გამაფრთხილებლად, მეორემ კი ლაშას დაუმიზნა. თუმცა ლაშას იარაღი ხელში ეჭირა და გოჩას საძილე არტერიასთან აჭერდა, ამიტომ გააჩერა ბიჭები და არ მისცა სროლის უფლება, თუმცა მაინც გააღიზიანა ჯაფარიძე. -გაჩერდით ბიჭებო, სანამ დადუს არ ვიპოვი ეს ცოცხალი უნდა იყოს! -დადუს ვერ იპოვი! -ვიპოვი, შენ მომიყვან! ხელით ანიშნა ერთ ბიჭს ვიკა დაეჭირა, უსიტყვოდ სეასრულა მითითება, გოგო გააკავა და იარაღი მიადო.. -გაუშვი დროზე!.. ამის ყურებას, დადუმ ვეღარ გაუძლო და სხეულის კანკალით გასწორდა ბუჩქს გვერდიდან მოუარა, რომ გზაზე გადასულიყო და მისულიყო მამობილთან, უცებ პირზე ხელი ააფარეს და სხეულზე ისე მოეხვია ხელები, რომ განძრევაც ვერ მოახერხა... -ჩშ! -.... გაიბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ და თვალები დახუჭა დანებებით, ცრემლების ახალი ნაკადი ჩამოცვივდა. ბუჩქს რომ ამოეფარნენ ხმაც გაიგონა. - დამშვიდდი მე ვარ! თვალები ფართოდ გაახილა, უკვე მსუბუქად მოხვეულ ხელებში მალევე შეძლო შებრუნება და მომღიმარი ნიკა, თითის ტუჩზე მიდებით ანიშნებდა, რომ არ ეყვირა.. იმის გააზრება, რომ ეს ნიკა აბაშიძე იყო ყველაფერზე მეტად გაუხარდა იმ წუთას და კისერზე მოეხვია. -მადლობა. ნიკამ კმაყოფილმა მოხვია ხელები და თავზე აკოცა ანერვიულებილ გოგოს, დადუმ ხელები მალე გაუშვა და ანერვიულებულმა ამილაპარაკა: -უნდა მივიდე, ისინი ვიკას წაიყვანენ! ნიკა გადაეღობა და გააჩერა. -მალე მოვლენ და მიხედავენ! დასრულებული არ ჰქონდა, რომ გზა მანქანებით გაივსო, მართალია ყველაფერი ხმაურმა მოიცვა, მაგრამ ნიკამ შეძლო გაერკვია, სიტუაციას თორნიკე და მისი ბიჭები ფლობდნენ, ამიტომ დადუს მიუბრუნდა. -დადუ უნდა წავიდეთ! -ისინი?.. -მოაგვარებენ! ძლიერად მოკიდა ხელი და სწრაფად წაიყვანა, მანქანაში ჩასვა „ბრძოლის ველი“ მალე დატოვა მანქანამ, იმის მიუხედავად რომ შორი და დამღლელი გზა იყო სვანეთისკენ მიმავალი, ხმა არცერთს არ ამოუღიათ. დადუ თავის დარდასა და ფიქრებში იყო ჩაძირული, ნიკა კი იმაზე ფიქრობდა ვინ შეიძლება დახმარებოდა გოჩას. ეზოში შესულებს დაჩი და მარი მზად დახვდნენ, იქ ისვენებდნენ პატარასთან ერთად და სახლიში მოუსვენრად ელოდნენ ნიკა აბაშიძეს, რომლის ამბავი უკვე იცოდა ორივემ. დადუ მარი ისე თბილად შეხვდა, რომ დძაბულობას მცირედით მოერია, თან მოსიყვარულე დაჩის ყურებაში გული უთბებოდა და რამდენჯერმე სევდიანად გაუღიმა, ერთმანეთზე მიხუტებულ ცოლ-ქმარს, თან ღრმად სუნთქავდა ჟანგბადს, რომ ცრემლები ემართა. ნიკას ტელეფომა დაურეკა და გარეთ გავიდა, გოგონა ანერვიულდა, სახეზე ხელები მოისვა, მარის არ გასჭირვებია მისი გაგება, უფრო მეტიც მის წარსული გაახსენდა, გვერდით მიუჯდა და მოეხვია: -დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარდება. -ის ძალიან საშიშია!.. მას შეუძლია მოკლას ყველა.. -დადუ, ჩხუბი და მკვლელობა ჩვენი მოგონილია, ამიტომ მოვაგვარებთ! ღიმილით უთხრა დაჩიმ, რაზეც გაოცებული და გაფართოებული თვალები მიიღო პასუხად. მარის გაეცინა: -ხუმრობს დადუ, თუმცა ცოტა-ცოტა სიმართლეა! იცი მე როგო გავიცანი დაჩი? -როგორ? დაჩი ოდნავ დაიძაბა და მძიმედ გადააგორა ნერვიულობისაგან მომდგარი ბურთი. -დაჩი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც დაწყევლილი „ბორდელიდან“ გაქცევაში დამეხმარა. -რაა? გაოგნებულმა გოგონამ ჯერ ერთს შეხედა, მერე მეორეს. ოთახში შესულმა ნიკამ დადუს სახეზე გაიღიმა და გოგონას თავისუფალი გვერით მოთავსდა: -გადამირიეთ უკვე ეს გოგო? -არა ნიკუშ, ჩემს გმირზე მოვუყევი, ცოტა. მარიმ გაუღიმა და დაჩისთან გადაჯდა, ბიჭმასავარძლის ნაცვლად მუხლებზე დაისვა და თბილად ჩაიხუტა, საყვაერი ქალიოს სხეული. დადუს გაეღიმა, მისთვის სითბო და სიყვარული იმდენად აუხდენელ ოცნებად იქცა წლების მანძილზე, რომ იმ წუთას ფილმის მაყურებელი ეგონა თავი.. -შენ ანასტასიას ისტორია, რომ იცოდე აქედანაც გაიქცევი. ნიკამ გვერდზე მჯდომს ღიმილით გახედა და მის სევდიან თვალებზე გულში შეიგინა, რადგან გოგონას მზერის ობიექტი, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი იყო და მიხვდა რაოდენ დიდი ტკივილის მატარებელია ეს გოგო. -ანასი? -ჩემ დას და მარის, ერთი კაცი გადაეკიდათ, რომელიც გოგონებით ვაჭრობდა, დაჩიმ და თორნიკემ ისე მოაგვარეს ეგ პრობლემა, რომ ახლა ბედნიერი ცოლ-შვილით ტკბება ორივე. გოგონას სახეს, თვალს არ აშორებდა აბაშიძე და რაც მეტი დრო გადიოდა მის თვალიერებაში, მეტად რწმუნდებოდა რომ ეს გოგო მის ბედნიერების გასაღები იყო, სრულყოფილი ბედნიერებისავის. -ალბათ იმიტომ, რომ მათ საყვარელი ადამიანები ჰყავდათ.. ხმა დაკარგულმა ამოილაპარაკა და თავი დახარა, ნიკამ ნიკაპით თავი მაღლა ააწევინა და თბილი მზერით უთხრა: -დადუ იმდენი საყვარელი ადამიანი შენს ირგვლივ, რომ ერთხელაც სურვილი გაგიჩნდება მათ დაემალო! ეს მინიშნება იყო, რომ ის უყვარდათ და არ მორიდებია მათ წინ მყოფი წყვილის ისეთი დაუფარავი გრძნობით უმზერდა გოგოს. -როგორ მიყვარს ასეთი ამბები და მიხარია, რომ ჩვენთან არიან. ჩუმად უთხრა დაჩის მარიმ, თან ყელში რამდენჯერმე აკოცა. -გაჩერდი, თორემ.. -თანახმა ვარ! სიცილით უთხრა და ყურადღებაც მიიქცია ყველასი, უცებ დანეულ გოგოსთან მივიდა: -დადუ წამო საძინებელს გაჩვენებ. მორცხვად გაჰყვა მარის და საძინებელში, მისი ნივთები დაულაგა საწოლზე. -კარადაში ყველაფერია რაც დაგჭირდება, მეც აქვე ვარ და არაფერი მოგერიდოს. -დიდი მადლობა მარი. -ნუ ხარ მორიდებული, იცი მე დადიანებთან რამდენი ხანი ვიცხოვრე? -.... თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. -მეთილი ორსულობა იქ გავატარე და მანამდეც იქ ვიმალებოდი, სანამ დამნაშავეები არ დაიჭირეს, მოგვიანებით მოგიყვები ყველაფერს. -რამდენი რამ გადაგიტანია. -ამიტომ მესმის შენი და ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი არ მოგერიდება. -შეიძლება ჩაგეხუტო? -ღმერთო დადუ... რა კითხვაა! ტირილი დაიწყო მარიმ და ძიერად მოეხვია. ბიჭები მისაღებში ისხდნენ ისევ და მშვიდად საუბრობდნენ, იქ ისეთი სიმყუდროვე იყო, რომ აბაშიძესაც კი, შინაგან შფოთვას უმშვიდებდა.. -ნიკა, რა თქვეს ბიჭებმა? -ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ ლაშამ დარჩით სანამ მე არ გეტყვითო. -მოაგვარებენ ნუ გეშინია, ჩემებიც გავაფრთხილე და მივლენ. -მადლობა დაჩი. -რას ამბობ ბიჭო, წამოდი ოთახს გაჩვენებ, დაისვენე და ხვალ გავაგრძელოთ. -კარგი.. გასვიანების პატარა და მყუდრო ბინაში, ქალბატონი ელენე ისევ ჭირვეულობდა და ხელში ტარებას ითხვდა, ნიცას კი მცირედით დასვენების საშუალებასაც არ აძლევდა, დამხმარე ქალი უშედეგოდ ცდილობდა ხელში აყვანილი ჩვილი დაეწყნარებინა, რადგან ნიცა სავარძელში წელის ტკივილით ჩაესვენა და ცდილობდა ოდნავ აზრზე მოსულიყო. მისაღებში შემოსული თომა, კი მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს, როცა ოდნავ გაჩუმდა პატარა. -თომა, რა კარგია, რომ მოხვედი. დაღილი და ფერდაკრგული გოგო წამოდგა სავარძლიდან, საყვარწლი მამაკაცის მკლვებში მოდუნდა და თვალებდახუჭული მიეყრდნო თომას. პატარა რადგან ჩუმად იყო სამზარეულოში შეიყვანა მომვლელმა, თომა კი სავარძელში მოთავსდა ისე რომ ნიცა მკერდზე მიიხუტა, დაღლილ და გამოფიყულ გოგოს თმაზე ეფერებოდა გასვინი და კოცნიდა. -როგორ ჩაიარა დღემ? -კრგად. გაწვლათ პატრამ? -აჰა.. უკვე ძილი ართმევდა თავს ნიცას, ისე ოყო დაღილი და თომაც აღარ დალაპარაკებია. ჩაძინებული გოგონა საწოლზე დააწვინა, აბაზანაში თავი მოიწესრიგა და პტარასთან მივდა. მომვლელსაც დასვნების უფლება მისცა. თვითონ კი მკერდზე დასმულ ციცქნას ესაუბრრბოდა: -მა, რატო აწვალებ დედიკოს? ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ჭკვიანად მოიქცევი სანამ სახლში არ ვარ, მე რომ მოვალ ყველაფრის უფლება გაქვს მამი, მანმდე დიდი გოგოსავით უნდა მოიქცე, ნახე დედა როგორი დაღლილია? პატარა შეირხა და მამის საჩვენებელ თითს მეტი მონდომებით მოეჭიდა და ასე საუბარში პატრასაც მიეძინა და თავის საწოლში ჩასვა, თვითონ კი საყვარელი ქალის მზერით იყო გართული ისე დაათენდა, პატრამ კრუტუნი რომ დაიწყო, მლევე აიყვანა და ნიცას მიუწვინა. სანამ დედა-შვილი საწოლში იყვნენ თომამ დამხმარე ქალის გამზადებული საუზმე შეუტანა ნიცას, რომელიც მთელი დღე მშიერი იყო.. ბედნიერმა გაიღიმა ისე, როგორც გასვიანს უყვარდა, მთელი გრძნობით! -ამ ღიმილით ვხვდები, რომ ცოცხალი ვარ! -შენ არ გინდა? გაუწოდა მამკაცს, რომელმაც მიწოდებულ ლუკმას, ნიცას ყუჩებიც მიაყოლა. -მემგონი გავგიჟდი, სიჩუმე მომენატრა.. სიცილით უთხრა ნიცამ და მხარზე მიაყრდნო შუბლი, თომამ სიცილით დაადო თითიები შუბლზე და შეიცხადა: -სიცხე არ გაქვს და რა ხდება? -ამ ციცქნას ბრალია. -ხო, მართალია შენნაირი თუ დაგამარცხებს შენ! -რატომ? -შენ და სიჩუმე ნიცა? დედამიწა ბრუნდება და ამას მაპარებ თუ რა ხდება? -კარგი რა თომა, მაკოცე! -ოჰო, გაიღვიძა ჩემმა გოგომ! -მაკოცე თორემ დაგაგვიანდება! -არ მივდივარ! -რაა! მართლა? -ჩემს დედოფლებს უნდა მოვეფერო. -შენი დედოფლები გაღმერებენ და ეს რატომ არის ასე ჩუმად? უცებ გაახსენდა ელენეს მთელი დღე რომ არ უძინია წინა დღით და იმ წუას რომ ხმას არ იღებდა.. -ჩვენ გუშინ მამა-შვილურად ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ დედიკოს გავანებივრებთ! -და რა გამოდის მამიკოს გოგომ დაგიჯერა? -დიახ. წარბები შეკრა ნიცამ, ლანგარი ტუმბოზე დადო და თომას მკლავებში კომფორტულად მოთავსდა. -მაშინ მამიკომ მეც დამაძინოს, რომ ძალები აღიდგინოს! -მიყვარხარ ნიცუ! -ნიცუს უფრო მეტად!... არ შემეკამათო! -კარგი უმად ვარ! დაიძინე. შუბლზე მიაწება ტუჩები მიადო შუბლზე და არ მოუშორებია ისე შეუერთდნენ პატარა ქალბატონის ძილს ორივე.. ჯაფარიძემ და დადიანმა გოჩასთან შხვედრით, ვერაფერი გაიგეს, საიდან ჰქონდა უცებ არსაიდან გაჩენილი ამდენი შესაძლებლობა, რადგან მალევე დატოვეს გოჩამ და მისმა ბიჭებმა ტერიტორია, სადაც დადუს გამო დახვდნენ ჯაფარიძეს, არც მათ გაართულეს სიტუაცია, თუმცა თორნიკე თავისი კავშირებით ცდილობდა გოჩა დიასამიძის კავშირების გარკვევას. -თორნიკე დადუს უნდა დაველაპარაკო, რადგან ვიღაც კაცს ახსენებდა, რომელიც გოჩას მეგობარია და მან უნდა წაიყვანოს, სახელი და გვარი მაინც ეცოდინება.. -მე ვიცი ვისზეც საუბრობთ! ოთახში გიჟივით შევარდა ნიკოლოზ დადიანი, რომელმაც რამდენიმე ფურცელი ფოტოთი მაგიდაზე დააგდო, თან დააყოლა: -შარში ვართ! მირიან სოხაძე, ყველაზე გახმაურებულ საქმეებში დაუნდობელი და ცივსისხლიანი კაცი, არა მარტო ქუთაისში არამედ, თბილისში, ბაქოსა და მოსკოვშიც კი ცნობილი ნაბ*ი. -ლაშა ეს იცი რას ნიშნავს? ცივი მზერით გახედა მეგობარს თორნიკემ: -იმას, რომ კიდევ ერთმა იცის დადუ სინამდვილეში ვინ არის! -რას გულისხმობ ლაშა? -ჩემი ძმიშვილია. -კაი ტო, გიორგის შვილია? ეგ როგორ გამომრჩა?.. თავისთვის ჩაილაპარაკა უმცროსმა დადიანმა და წამოდაგა. -ისიც გამოგრჩა, რომ გიორგის ყოფილი კომპანიონი იყო ეგ სი*ი! -რას ამბობ? ფიქრობ რომ ამიტომ უნდა დადუ?.. -კი არ ვფიქრობ ასეა! -მაშინ, წავედით დადუსთან და გავიგოთ, რაზე არიან შეთანხმებული, მამობილი და ბატონი მირო! ისეთი სახით თქვა ნიკოლზ დადიანმა, თითქოს მოსალოდნელი ომისთვის ემზადებოდა, სინამდვილეში ასეც იყო.. პ.ს. პირველ რიგში დიდი ბოდიში, რომ დავიკარგე.. იმედი მაქვს ყველანი კარგად ხართ და ჯანმრთელობას გისურვებთ, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ავადმყოფობამ მუზა გამიქცია და ვცდილობ "დავეწიო". ველოდები შეფასებებს და კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.