შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის სურნელი (4)


7-11-2018, 15:16
ავტორი phoenixb
ნანახია 1 128

შუაღამემდე საუბრების,დამშვიდებების და ბოდიშების მერე ეკტარინემ ლივსძლივობით მოახერხა ოთახში მარტო დარჩენა.ცხელი წყლის ქვეშ დიდხანს იდგა და ფიქრობდა იმ სიცივეზე რომელიც სასაფლაოზე მისვლისას პირდაპირ სახეში ეცა.თვითონ იცოდა რისთვისაც ჩამოვიდა,ისიც იცოდა რომ კიტას შეიძლებოდა მხარი არ დაეჭირა,მაგრამ ყველაფერი გათვალა.სესილიმ და მან დიდი ხნის წინ დაიწყეს ამის დაგეგმვა და ყველა ასპექტი სრული სიზუსტით მოაგვარეს,რომ საქართველოში დაბრუნებულ ეკატერინეს პრობლემები არ შექმნოდა.ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ,როგორც იქნა დაითანხმეს მესაკუთრე მიწის გაყიდვაზე.ღამით სწორედ იმ იმედით დაწვა რომ ხვალიდან მსგავს სისულელეს აღარ გაიმეოებდა და მთლიანად მის რეალურ გეგმაზე კონცერტრირდებოდა.
ზუსტად ამ სიტყვებმა გააკვირვა, შაბათ დილას, კიტას ჯერ კიდევ ახლადგაღვიძებული ქვეცნობიერი:
-კიტა შენი მეორე მანქანა მინდა ვითხოვო.
-რათქმაუნდა,მაგრამ რად გინდა? შენ ხომ ეზოშიც ვერ გიშვებთ მარტოს იმის შიშით რომ დაიკარგები ? ...- ბავშვური გამოჯავრებით გაუცინა დოლაბაურმა და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.
-დღეს კახეთში მივდივარ.
-ვერ გავიგე ეკატერინე,გასაგებად ამიხსენი...-პირისპირ დაუდგა და მომლოდინე სახით დაუწყო ყურება.
-სესილიმ და მე მამას სოფლის მიწა შევისყიდეთ...-გაბრწყინებული ტიტინებს ქალი,აშკარად ამაყი თავისი გარიგებით.
-მიწა...შენ და სესილიმ...-აშკარად დაბნეული ბურდღუნებს კიტა, ცდილობს გამოარკვიოს რაში შეიძლება სჭირდებოდეს საფრანგეთიდან ახლახან ჩამოსულ ეკატერინეს კახეთში მამის ძველი სოფლის მიწა.
-გახსოვს მამას როგორ უყვარდა ის მიწა ? ის მაინც გემახსოვრება რატომ გაყიდა. აღმოჩნდა რომ კაცს,რომელმაც მიწა შეისყიდა, სახლი დაეწვა და მისი შვილები ახლის აშენებით არ არიან დაინტერესებული. როგორც კი ვიპოვეთ,მაშინვე დავუკავშირდი,მიხვდნენ რომ ყველანაირ ფასზე თანახმა ვიყავი და სიმართლე გითხრა ცოტა ძვირად,მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდნენ გაყიდვაზე.
-და რას უპირებ,ახალ სახლს ააშენებ?
-ნუ ხარ ასეთი ცინიკოსი.ზუსტად,ახალ სახლს ავაშენებ,მინდა ვენახი და ხეხილი გავაშენო და ...
-და ? ... -წარბაწევით იკითხა კიტამ პასუხის მოლოდინში.
-შენ მუშაობ დღეს ? მინდა რომ გამომყვე. მარტო წასვლას ვერ გავრისკავ.
-მე დღეს შეხვედრა მაქვს ქარხნის უფროსთან,20000 ბოთლის მაგივრად 15000 ბოთლი გაუგზავნა ექსპორტის დეპარტამენტს და პრობლემა გახდა. შენ ნომერი მომეცი იმის ვისგანაც მიწას ყიდულობ,დავურეკავ,ზუსტ მისამართს გავიგებ.მძღოლს გამოგიგზავნი, თუ ჩვენ იურისტს ეცლება ვთხოვ და გამოგყვება, დაგეხმარება ფასის სწორად განსაზღვრაში და გადაფორმების საკითხის სწორ გადაწყვეტაში,რამე არ მოგატყუონ.
-კარგი.ნომერს მესიჯით გამოგიგზავნი და ყავა მეც მინდა...-აწუწუნდა როგორც კი დაინახა რომ კიტამ ჩაიდანი გაზქურიდან გადმოდგა.კიტას ამაზე გაეღიმა და ამ დღეების მანძილზე პირველად იგრძნო რომ ეკატერინეს თავიდან ეჩვეოდა.
-სახლს აშენებ,ესეიგი რჩები,საფრანგეთში აღარ ბრუნდები...-დაასკვნა კიტამ.
-იმედია ამის უფლება მაქვს.
-ეკატერინე...-მკაცრად ამბობს კიტა როგორც კი გრძნობს რომ ქალი ისევ ყველაფრის გაფუჭებას ცდილობს...-უბრალოდ ვიფიქრე,თუ მართლა ფიქრობ დარჩენაზე, იქნებ მუშაობის დაწყებაც შედის შენ გეგმებში.იცოდე რომ მე ყველანაირად მხარს დავუჭერ შენ ინიციატივას.
-კიტა,კომპანიის წილი არაფერში მჭირდება,მისგან საკმარისი შემოსავალი მაქვს,შენი წყალობით და უფრო მეტი არაფერში მჭირდება...მაგრამ.
-მაგრამ ? ...
-იმედი მაქვს რომ ყურძენს შეიძენ ჩემგან...-კისკისებს ეკატერინე და თვალს უკრავს დოლაბაურს.
-ესეც გათვალე ? ახლა კი თითქმის დამაჯერე შენი გეგმის სინამდვილეში.
-კიტა...-სერიოზულდება ქალი და მშვიდი,დამარწმუნებელი ხმით ამბობს..-მე მართლა ვაპირებ სახლის აშენებას და მეურნეობის გაძღოლას,მინდა დარჩენილი ცხოვრება ეს ვაკეთო გესმის?
-უკვე მაშინებ...-იჭვნეულად ამბობს და გამომცდელად აკვირდება.როცა ხვდება რომ აქ ტყუილი არაა და ქალი მართლა სერიოზულად საუბრობს,გაოცებისგან ადგილს ვერ პოულობს...-შენ რა ვენახში უნდა იმუშაო ?
-და რატომ არა ? სოფელში მცხოვრებლებს დავეხმარები, დავიქირავებ და მათთან ერთად ყველაფერი გამომივა,წარმოიდგინე მებაღე მეყოლება და ძალიან ლამაზ ყვავილნარს გავაშენებ.მარტო აღარ ვიქნები,ჩემ გარშემო ათობით ადამიანი იტრიალებს და ისევ შევძლებ იმ მიწაზე სიარულს რომელიც მამაჩემმა ცრემლებით დაასველა,როცა ყიდდა.ეცადე მხარი დამიჭირო,გთხოვ...-თვალები უცრემლიანდება და კაცის ხელს ეჭიდება,კიტა მშვიდდება,მის ხელისგულს თავისაში იქცევს და დარწმუნებით ამბობს.
-თუ ეს ისაა რაც მართლა გჭირდება,გეფიცები ყველაფერს ვიზამთ რომ გამოვიდეს.მოდი აქ...-მკლავს შლის და ეკატერინეს,როგორც ბავშვობაში,ისე იკრავს გულში.
ისევ ის პატარა გოგო ჰგონია,მამამ რომ პირველად მოიყვანა სახლში და გააცნო ეს თემურის შვილია,შენ და ის ,დღეიდან, და ძმა ხართ და რაც შენია ის მისიცააო,კიტა მაშინ ვერ ხვდებოდა ასე რატომ უთხრა მამამ,მაგრამ როცა კომპანია ჩაიბარა მაშინ გაანალიზა.ეკატერინეს სახლში მოსვლის დღიდან ნენე ამჩნევდა ბავშვები ერთმანეთზე როგორ კარგ გავლენას ახდენდნენ,მუდამ მოღუშულ კიტას ეკატერინე ბავშვურ ცელქობებს აჩვევდა,კიტა კი ანც გოგოს თავის სიდინჯეს ნელ-ნელა ასწავლიდა.მუდამ მოსიყვარულე ნენემ გოგონა ადვილად მიიღო რადგან იცოდა პატარას დედა როგორ აკლდა და მალევე ისე შეისისხლხორცა რომ კიტასგან აღარც არჩევდა.გადიასთან ეკატერინე დღეებს მხოლოდ მაშინ ატარებდა როცა მამა მივლინებაში არ იყო,თუ თემური სახლში ღამეს ვერ ათევდა ბავშვი ნენესთან მიჰყავდა და ქალიც მთელი მოთმინებით და სიყვარულით აძინებდა გაჭინჭ....ბულ ოქროსფერკულულა ანცს.
-მომენატრე კიტა...-თავს აძლევს უფლებას,ბოლოსდაბოლოს ამოღერღოს და როგორც კი ესმის "მეც ძალიან მომენტრეო " ხელებს ხვევს და სიამოვნებისგან იღიმება, როცა გრძნობს რომ დოლაბაურს ისევ ის სურნელი დაყვება, ყველაზე ახლო ადამიანის, ყველაზე ძვირფასის.
-წავალ ჩავიცმევ,შენც მოემზადე და დაგირეკავ. მიწის მეპატრონეს დავურეკავ და შევუთანხმდები რომ დღესვე შეგხვდეს. მდივანს ვთხოვ ნომერი აგიღოს და მძღოლს გამოვატან თუ მალე მოახერხებს.
-კარგი.

* * *
სამსახურში მისული კიტა, პირველად მეპატრონესთან რეკავს,უთანხმდება და მერე როცა შეხვედრაზე ითანხმებს,იურისტსაც ურეკავს.ტელეფონში კაცის ნამძინარევი ხმა ისმის და დოლაბაური ახლაღა ათვიცნობიერებს რომ დღეს დასვენების დღეა.
-კიტა დილის 9საათია,გვძინავს ხალხს.
-ვაჩე,მისმინე,რაღაც უნდა გთხოვო.ჩემ მეგობარს შენი დახმარება სჭირდება, მიწის ყიდვა უნდა კახეთში და შეგიძლია რომ გაყვე,მე ხოიცი დღეს ფაბრიკაში ვარ ლევანს და დათოს უთანხმოება აქვთ საექსპორტო ღვინოზე.
-და გაყოლა რად უნდა ,ნახოს მიწა, შეუთანხმდეს მესაკუთრეს ანახოს იმან მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია,წავლენ რეესტრში , გადაიფორმებს, ხელს ჩამოართმევენ ერთმანეთს და ეგაა.
-მისმინე ეს გოგო 10 წელია საფრანგეთში ცხოვრობს,ახლახან ჩამოვიდა და ქართული სამოქალაქო სამართალი კი არა ენა არ ახსოვს კარგად,ხოიცი უბრალო საქმე რომ იყოს არ დაგირეკავდი.რაებს მახსნევინებ,გძინავს ისევ ?
-კაი,კაი, რომელზე ხვდება მესაკუთრეს ?
-2-ზე იქ უნდა იყოთ.მძღოლი გამოგივლის.
-რად მინდა მძღოლი ,მისამართი მომწერე იმ გოგოსი,სად მივაკითხო და სოფლის სახელი,მესაკუთრის ტელეფონის ნომერი,რომ დავურეკო როცა იქ მივალთ.
-ახაშენშია მიწა,გურჯაანის სოფელია.ნომერს მოგწერ და იმ გოგოს ჩემ სახლში მიაკითხე.
-შენთანაა? მოიცა ვინაა ეგ გოგო...-აშკარად დაინტერესებული ეშმაკურად კითხულობს იქნებ რამე დაცდესო მაგრამ კიტასთან მდივანი შემოდის და ისიც მოკლედ აგვარებს ამ საქმეს.
-გზაში გამოკითხე,თვითონ მოგიყვება,ეკატერინე ქვია,რამეზე ხომ უნდა ილაპარაკოთ.წავედი დათო მოვიდა და ქარხანაში მივდივართ.მადლობა.
-კაი,გამაგებინე მერე როგორ მოგვარდებიან,მიღება ჩაბარების საბუთზე აქვთ ხელი მოსაწერი,ორი კვირაა უკვე ველოდები.
ტელეფონს გვერდზე დებს ვაჩე და საწოლში ტრიალდება.ძალიანაც ეზარება ეხლა ადგომა და გურჯაანში წასვლა ვიღაცის მიწის სანახავად,მაგრამ კიტას უარი ვერ უთხრა და საწუწუნო მხოლოდ საკუთარ თავთან აქვს.საწოლიდან დგება და კარადაში ჯინსის შარვალს და ბოტასებს იღებს.ბუზღუნით შედის სააბაზანოში და იქედან გამოსული ტელეფონს ამოწმებს.მანქანის გასაღებს და ტყავის კურტკას ხელს ავლებს,კარს იხურავს და მეგობრის სახლისკენ უკმაყოფილო გამომეტყველებით იღებს მიმართულებას.იქ მისული გულწრფელად იღიმება ნენეს ნახვის მოლოდინით და როგორც კი ქალი ხედავს მაშინვე იბადრება.
-ვაჩე,როგორა ხარ ? რამდენი ხანია არ გამოგივლია.
-ნენე დეიდა ხომ იცით როგორ ხალხთან ვმუშაობ,აი დღესაც ვისვენებდი, დამირეკა,გამაღვიძა...-სიცილით ამბობს და ნენესაც ამხიარულებს.
-თვითონ რომ ვერ წყდება იმ თავის კაბინეტს,ასე ჰგონია სხვებიც სულ გვერდით უნდა ესხდნენ. რამე დარჩა? თუ რატომ გამოგგზავნა.
-არა მითხრა,რომ ეკატერინესთვის გამომევლო და მიწის სანახავად გავყოლოდი.
-შენ მიგყავს ? რა კარგია,აღარ ვიდარდებ.შენ შემოდი,შორენა გასაუზმებს, კიტასავით არაფერს ჭამ და ხედავ როგორი გამხდარი ხარ ? მანამდე ეკატერინეს დავუძახებ.
-არა,მალე უნდა წავიდეთ,ყავას დავლევ მარტო შორე...-შინაურდება როგორც კი ნაცნობ სახეს ლანდავს და სამზარეულოს მაგიდას მოლოდინით უჯდება.სანამ ის და შორენა ლაპარაკობენ მანამ ეკატერინეც ჩამოდის ნენესთან ერთად,თვითონაც ჯინსებში და ბოტასებში გამოწყობილი,უცნობს ესალმება, ხელს უწვდის, გაკვირვებული ვაჩე თვითონაც ხელისგულში იქცევს ამ გალეული ქალის ხელისგულს და ბურტყუნებს სასიამოვნოაო.
-წავიდეთ ხო ? უკვე თერთმეტის ნახევარია და ორზე იქ უნდა ვიყოთ...-იქ მყოფების გასაგონად ამბობს ვაჩე და ფეხზე დგება,როცა თანხმობის ნიშნად ქალი თავს უქნევს.
მანქანაში უსიტყვოდ სხდებიან და ასეთივე უხერხული სიჩუმის მსხვერპლი ხდება ეკატერინე მანამ,სანამ ვაჩე ტელეფონზე საუბრებს რჩება და დიალოგის ინიციატორი ხდება.
-იმდენი ხანია კიტა არ მინახავს რომ ცოლი მოყავს და თან მიმალავს ? ... -ცდილობს უშუალო და მხიარული ტონით კითხოს ქალს,რომ ისედაც დაძაბული კიდევ უფრო არ დაძაბოს.ეკატერინეს ეღიმება,ძალიანაც უხარია რომ უცხოობას არ გრძნობს და ცდილობს აუხსნას.
-არა, მე და კიტა ერთად ვიზრდებოდით.
-ეგ როგორ ? წინ დიდი გზა გვაქვს ეკატერინე და სიმართლე გითხრა თუარ ილაპარაკებ ჩამომეძინება...-იცინის და ქალსაც იყოლიებს.
-კიტას მამა და მამაჩემი მეგობრები იყვნენ, მერე მევენახეობა და ქარხნის გახსნა გადაწყვიტეს და მეწილეები გახდნენ,ნახევარი ცხოვრება მათ სახლში გავატარე, თავიდან, როცა ჯერ კიდევ არკვევდნენ ექსპორტზე როგორ გაეტანათ ღვინო,ხშირად უწევდათ საზღვარგარეთ სიარული და მე ნენესთან მტოვებდნენ.
-დიდი ხანია რაც ჩამოხვედი ?
-მეოთხე დღეა.
-მოიცა,მეოთხე დღეა და უკვე მიწას ყიდულობ ? ... -გაკვირვებას ვერ ფარავს ვაჩე.
-ეს მიწა მამასი იყო სანამ გაყიდდა,მინდა რომ შევისყიდო,დიდი ხანია უკვე ამ ხალხთან ფასზე შეთანხმებას ვცდილობ.
-აგარაკის აშენებას აპირებ ?
-არა,მევენახეობას მინდა მივყო ხელი,სახლი ავაშენო და ხეხილი დავრგო...-ქალის პასუხი ვაჩეს ძალიან აბნევს.ვერ ხვდება რაში სჭირდება ახალგაზრდა ქალს,რომელმაც ათი წელი იცხოვრა საფრანგეთში, კახეთში ცხოვრება და ვენახის გაშენება.მაგრამ კითხვა კი ვეღარ გაბედა.სამაგიეროდ ამჯერად ეკატერინეს სურდა პასუხები თავის კითხვებზე.
-ესეიგი შენ კიტას კერძო იურისტი ხარ ?
-ახლა კი,მაგრამ იყო დრო უბრალოდ ძმაკაცები ვიყავით.მამამისი რომ გარდაიცვალა და მოუწია საქმე გადაებარებინა მაშინ მთხოვა იურისტად იმუშავე ჩემთანო და სიმართლე გითხრა მაშინ ისეთ რთულ სიტუაციაში იყო და ისეთი არეული რომ მაგის გამო დავთანხმდი.
ეკატერინეს კითხვები ამოეწურა და ეცადა უბრალოდ დამტკბარიყო კახეთისკენ მიმავალი გზით,ხეების მოძრაობას აკვირდებოდა და ვერც კი მიხვდა როგორ ჩათვლიმა,თავი სავარძელზე მიდო და სახეზე ჩამოეშალა კოსად დამაგრებული ოქროსფერი თმები.დიდად არც ვაჩეს მიუქცევია ყურადღება ქალისთვის,ლაპარაკში გართულმა დიდი ხნის შემდეგ მოიხედა და გაეღიმა,მხარზე ჩამოვარდნილი თმისამაგრი ფრთხილად მოაცილა მის თმებს და უკანა სავარძელზე დადებულ კურტკას დაწვდა,ეცადა რაც შეიძლება ფრთხილად მოეფარებინა ქალისთვის,რომელიც აწურული მხრებით ამჟღავნებდა სიცივის შეგრძნებას.ჩაძინებული კიდევ უფრო ლამაზი მოეჩვენა და წამიერად მოუნდა შეხებოდა და მისი სახიდან გადაეწია არეული თმის ნაწილები,იგრძნო რამდენად აბსურდული იყო ეს სურვილი და ისევ გზისკენ გაიხედა უხერხულად,თითქოს თავისივე თავის რცხვენიაო.დარჩენილი გზა ეკატერინემ მშვიდ ძილში გაატარა და ვაჩეც ჩუმად აპარებდა თვალს მისკენ.ახაშენს მიუახლოვდნენ თუ არა კიტას გამოგზავნილ ნომერზე დარეკა და მესაკუთრეს თხოვა მისთვის ნაცნობ ადგილზე დახვედროდა და გზა ერთად გაეგრძელებინათ.ქალის გაღვიძება ვერც მაშინ გაბედა,როცა მესაკუთრეს გაეცნო.
ადგილზე მივიდნენ,ძრავა გამორთო და ეკატერინეს გადახედა,პატარა ბიჭივით ანერვიულდა და დაიწყო ვარიანტების განხილვა როგორ გაეღვიძებინა ქალი,როცა ის თვითონვე შეირხა და თვალები მოიფშვნიტა.ნამძინარევი ხმით იკითხა "რატომ გავჩერდითო".
-მოვედით...-იყო პასუხი და ეკატერინე მაშინვე წამოიმართა,ფანჯრიდან გახედა ადგილს,ძალიან პატარა იყო როცა აქ ცხოვრობდნენ.მაგრამ თითქოს ყველაფერი ისევ ისეთი ნაცნობი იყო და ეს შეგრძნება იმდენად რეალური იყო,იფიქრა სადაცაა დედა გამოვა და ვენახში მომუშავე მამას ჩვეულად დაუძახებს სადილი მზადააო. გაეღიმა მოგონებებზე,მანქანის კარი გამოაღო და ალაზნის ვაკის ცივმა ჰაერმა სასიამოვნოდ დაუარა ტანზე.ფიქრებიდან ვაჩეს ხმამ გამოიყვანა,რომელიც რაღაცას აწვდიდა.
-ეკატერინე ქურთუკი მოიცვი,ცივა...-მადლიერმა გამოართვა მოწოდებული და მხრებზე მოიხვია.დაინახა რომ წინ მდგარი მანქანიდან გადმოვიდნენ და მათკენ წავიდა.მიესალმა და ხელი ჩამოართვა.
-აბა გენაცვალე,გისმენთ ჩვენა.
-თქვენ ხართ მესაკუთრე ? ... -იკითხა ვაჩემ და უცნობის გვერდით მდგომს დააკვირდა,რომელიც რეალურად გაეცნო როგორც მესაკუთრე.
-არა ძმაო,მესაკუთრე არი ბადრია,მე ვარ ამისი ბიძაი.ამან ამ მიწისა არაფერი არ იცის,ამ მიწაზე ყურძენი ხარობს,კარგი ღვინო იწურება და ოცი ძაან ცოტა არი ამისთანა მიწისთვინა...-დარწმუნებით წარმოთქვა კაცმა და ძმას გადახედა.
-ფასზე შევთანხმდებით,მე ვნახავ მიწის ნაკვეთს ქალბატონ ეკატერინესთან ერთად.უბრალოდ მაინტერესებს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საკუთრების დამადასტურებელი საბუთი თუ გაქვთ მზად.
-მზადაა ძმაო,აგერ ამ ქალბატონმა დარეკა მინდაო მიწაო უეჭველიო,ხოდა გავაკეთეთ ეგ ყველაფერი.
ეკატერინეს ეს საუბარი თითქოს ძალიან შორიდან ესმოდა და თან არ ესმოდა, იმდენად იყო გართული ნაცნობი ეზოს თვალიერებით.პატარა ნაკვეთი რომელშიც ქოხმახი ედგათ შემოღობილი ქონდათ,მამის ძველი სახლის ფუძე გაქმრალიყო, ალბათ ხანძარი რომ გაჩნდა დაანგრიეს და იმაზე ეს პატარა ოთახი დააშენესო ფიქრობდა.მხოლოდ მაშინ გამოერკვა როცა ვაჩე მიუახლოვდა და უთხრა "ძალიან ძვირს დაგიფასებენ და არ დათანხმდე არ ღირსო".
-ვყიდულობ,სულ რომ ბოლო თეთრამდე წამართვან, ვყიდულობ.
-ეკატერინე...-გარკვირვებული ვაჩე თავს ვერ იკავებს...-კახეთში სხვა ბევრი კარგი სავენახე მიწაა,არ ღირს ამ ფასის გადახდა.
-იცი ? ...-ნოსტალგიურად დაიწყო ეკატერინემ,ახლა ვაჩე მისთვის თითქოს ბავშვი იყო რომლისთვისაც უნდა აეხსნა ამ მიწის მნიშვნელობა...-ყველაფერი ამ მიწიდან დაიწყო.მამა მიყვებოდა ცოლი რომ მოვიყვანე წასასვლელი არ მქონდაო,სამი ძმა ყავდა მამას და ქონება გაყვეს,მისი მამულის ფუძე გაიყიდა და ოთხ ძმას შორის დანაწევრდა. დედაჩემი დედისერთა იყო და აბაზაშვილების ოჯახმა როგორც შვილი ისე მიიღო.მიწა ნოყიერი იყო და მამამ მევენახეობას მიყო ხელი სიმამრის მსგავსად,ბაბუაშენი და მე დავადგებოდით დილაადრიან ვენახს და ღიღინით ვმორჩავდით ვაზსო.კიტას მამასთან ბავშვობიდან მეგობრობდა,მაგრამ თემური ამბობდა ძმა მაშინ გახდა ჩემთან რომ მოვიდა და მითხრა ვენახი შენი და ქარხანა ჩემიო,მაშინ გადაწყვიტეს რომ არეული პერიოდი ხელს ვერ შეუშლიდათ და ღვინოს ექსპორტზე მაინც გაიტანდნენ.თავიდან ძალიან გაუჭირდათ,არც ნოდარს არ ჰქონდა თავზე საყრელი ფული და ძლივს აბამდნენ თავს ღვინის წარმოებას,მაგრამ ნელ-ნელა საქმე აეწყო.მამა ამბობდა უკვე ისე მიდიოდა საქმე რომ მუშახელის დაქირავების საშუალება და ახალი ვაზის ჩაყრის ფული გაჩნდაო, მაგრამ დედაჩემს მუცელში ბავშვი მოუკვდა და რამდენიმე დღეში ფარული სისხლდენით თვითონაც მიყვა. ექვს თვეში აბაზაშვილების ცოლ-ქმრობაც გაწყდა, ჯერ ბაბუა დაიღუპა და ერთი წლის მერე ბებიამაც საბოლოოდ დახუჭა თვალი.მამა სიმწრით იგონებდა 2 წელიწადში სამი მკვდარი გავიტანე სახლიდან და იმიტომაც ვეღარ გავძელი იმ დაწყევლილ ფუძეზეო...მაგრამ მგონი თავის თავსაც არ უმხელდა ისე ენანებოდა ეს მიწა,ცხელ გულზე რომ გაყიდა და აბაზაშვილების ქონება სხვა გვარს, ფულზე მიყიდა.მერე ბევრიც ეცადა მაგრამ ვეღარ დაიბრუნა,ან კი ვინ დაუბრუნებდა ნოყიერ მიწას და უკვე ახალი ოჯახის ბედნიერ სახლ-კარს?!
...-ეკატერინე ამბავს ისე ყვებოდა,როგორც უკვე შეგუებულ ადამიანებს ჩვევიათ,რომ იციან წარსული წარსულია და შეცვლით აღარაფერი შეიცვლება.ისიც იცოდა რომ ვაჩე მისი კი არა კიტას მეგობარი იყო და სულ არ აინტერესებდა ალბათ აბაზაშვილების ოჯახი,მაგრამ ვიღაცისთვის უნდა მოეყოლა ამ მიწის მნიშვნელობა და კანდიდატად მესაკუთრე და მისი ბიძა ნამდვილად არ გამოადგებოდა.გრძელი მონოლოგის დასასრულს,მთელი ამ ხნის მანძილზე პირველად გადახედა კაცს და დაინახა რომ ის გულწრფელი ინტერესით უსმენდა და ხვდებოდა ეკატერინე ამას რატომაც ყვებოდა.ამის ვაჩეს თვალებიდან ამოკითხვა არ გაჭირვებია,ან კი რა იყო ამოსაკითხი როცა მან თვითონვე,სიტყვებით დაუდასტურა
-მაშინ ეს ერთადერთი ვარიანტია,რომელიც განიხილება და საქმეს მივხედოთ. დღეს ეს მიწა ისევ აბაზაშვილების გახდება...-გაიღიმა ვაჩემ და კიდევ ერთხელ, ამჯერად ყოველგვარი სირცხვილის გარეშე მოუნდა ქალს მოხვეოდა და ქარისგან არეული მისი თმები ხელისგულში მოექცია.

პ.ს ნელ-ნელა ბანქო გაიშლება.



№1 სტუმარი ლია

კარგია მომეწონა. დიდი ინტერესით ვკითხულობ.

არ გაჩერდე გააგრძელე.ველოდები ახალ თავს

 


№2  offline წევრი მარუსიკა

აღარ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent