დინა ქალდანი (თავი 7)
მზის სხივები ცეკვავენ, ცეკვავენ გაუჩერებლად, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზომის, ფერად-ფერადი სხივები ცეკვავენ და უცებ მათ ადგილას სიბნელე რჩება. გარბის.... გარბის, გარბის... ირგვლივ სიშავე მისდევს და არ შორდება , სადღაც ხმა ჩაესმის, რომელიც ეუბნება ,,გიპოვნე'', ისევ გარბის, კივილი უნდა, მაგრამ ხმას ვერ იღენს და ისევ გარბის. უცებ ოდნავ შესამჩნევად ნათდება და,კლდის პირას აღმოჩნდება, ხმა კი ისევ არ წყდება - ,,გიპოვე, გიპოვეე, გიპოვეეე'' და შემდეგ საზარლად ხარხარებს, ის კი კივის და თავისი ნებით ეშვება ,,დიდი დაძინების ქარაფიდან'' და უფსკრული შთანთქავს... - საკუთარი ხმა აღვიძებს. კოშმარი ესიზმრა და დედა აღარ ჰყავს რომ დაეხმაროს, დაამშვიდოს... ადგა და ფარდა გადასწია. წვიმდა... საშინლად წვიმდა... როგორც იმ დღეს... დადუმდა, ყურს უგდებდა და ყველაფერზე ფიქრობდა... შემდეგ ადგა და ფურცელი და კალამი გადმოიღო... ,, ვწევვარ და ვუსმენ, როგორ წვიმს გარეთ... დაუღალავი ქარი, როგორ აწყდება აქედან იქით... მე ვწევვარ თითქოს დაღლილი, მაგრამ ჩემი ტვინი ისევ განაგრძობს მუშაობას, ჩემი გული კი ფეთქვას და მე ვგრძნობ ამ ყველაფერს... მე იმასაც ვგრძნობ როგორ ეცემა ფანჯრის მინაზე წვეთები და ერთი წუთით წარმოვიდგენ, რომ ეს მინა მე ვარ, ახლა კი როცა მე მინა ვარ, ვგრძნობ როგორ ეცემა ჩემს სხეულზე წვიმის წვეთები, ვგრძნობ როგორ შემოიჭრა ჩემს სხეულში... წვიმის წვეთები ისეთი ცივია, რომ მეც ვცივდები, ეს სიცივე შიგნით ატანს, სხეულში მივლის, სულს მიწვდება და ყინავს... მერე? მერე ვბრუნდები რეალობაში... მაგრამ იქნებ მკითხოთ: - როგორ შეიძლება, მინას სული ან სხეული ჰქონდეს? მე კი გიპასუხებთ: შეიძლება,სრულიად შესაძლებელია და იცით როგორ? აი ისე ჩვენ რომ ვერ მივხვდებით და ვერ შევიგრძნობთ... მინის სხეული ის არის რასაც ვეხებით, ხოლო სული - ოოჰ, სული ეს ისეთი გამჭვირვალე რამაა, რომ ვერ ვხედავთ, დამამტკიცებელი საბუთი გნებავთ? გაიხედეთ ფანჯრიდან და დაინახავთ, რომ მინას არაფრის დამალვა არ სჭირდება, ადამიანებისგან განსხვავებით... მინა სარკეა - სამყაროს ანარეკლი, ისევე როგორც ადამიანის თვალები...’’ წერა დაასრულა, ბარგი ჩაალაგა და უკვე საკუთარ თავში გარკვეული და დარწმუნებული გაემართა ქალაქისკენ. სახლში მისულს გოგონები დაადგნენ და ისევ დაიწყო ძველებურად, თუმცა ახალი იდეებით, რაც დინას ბიოლოგიური მამის განადგურებას ისახავდა მიზნად... 1998წელი, თბილისი - როგორ არ იცი? აბა რა იცი საერთოდ? რამე არ გაგიგია? სად არის ან რას საქმიანობს? ორსული ქალი სახლიდან წავიდა და ისიც კი არ გაინტერესებს სად? მიპასუხე რამაზ! - უკვე ლამის კიოდა ქალბატონი ნინო. - დედა, შენთან კამათის დრო არ მაქვს. - კამათის? შენი აზრით ეს საკამათოა? ბავშვს რომ რამე დაემართოს მერე რას იზამ? ის ჩემს შვილიშვილს ატარებს მუცლით, გესმის მაინც? შენს შვილს, შვილო. - ჩემი შვილი დაჩია, და-ჩი, გაიგე ეს. არ მაინტერესებს დაჩი პირველია და უკანასკნელი, ბიჭი თუ გაუჩნდა მივაქცევ ყურადღებას, გოგო თუ იქნება ორივენი ფეხებზე , ეგეც და თავისი შვილიც, გაიგე? - რა დავაშავე, შვილო, რა დაგიშავე? ასეთი რატომ გახდი? რატომ გამიჩნდი ასეთი გულქვა - უკვე ქვითინებდა ნინო. რამაზმა ერთი შეიკურთხა და იქაურობას გაეცალა. 2018წელი, თთბილისი - და რა უნდა გააკეთო? - დავთანხმდები! - დინა, შეცდომას უშვებ - მკაცრად უთხრა თაიამ. - არა! ეს ერთადერთი გზაა მის მოსაშორებლად ნუთუ ვერ ხვდებით?! რამაზი ნაძირალაა, თავს არ დამანებებს და თუ ჩვენ მის კომპანიას ჩავძირავთ დროსაც მობიგებთ, ფულსაც და რამაზსაც სამუდამოდ მოვიშორებთ. ჰო და კიდევ აუცილებლად ვაზღვევინებ ჩემი მშობლების გამო. - ჰო, მაგრამ რის ფასად? გიღირს მისთვის ამხელა რისკზე წასვლა? იქნებ გიღალატოს შუკვანმა, მერე? მერე რას იზამ? ან რომ არ დაგთანხმდეს? - დამთანხმდება, დამთანხმდება. - ირიბად ჩაეცინა დინას - რას იტყვი, ეკე? - ეკე, უთხარი რომ ასე არ შეიძლება! - მუდარიანი თვალით გადახედა ტასომ. ეკემ კი ერთი ღრმად ამოიოხრა, გოგონებს გადახედა, ყველა დაძაბული იჯდა, გარდა თაიასი. გული უსკდებოდა თაიას ცრემლიანი თვალების დანახვისას. ერთი ღრმად ამოიხვნეშა, მერე ზანტად წამოდგა და ხელით ანიშნა დინას ამდგარიყო. ისიც ადგა და ახლოს მიიწია, ეკემ კი ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა თავისი დაიკო. - რაც არ უნდა გადაწყვიტო შენ გვერდით მიგულე, ნებისმიერს მოვიშორებ, ნებისმიერს გავაქრობ შენ, რომ რაიმე დაგიშავონ. თუ ფიქრობ, რომ ასე სამუდამოდ განთავისუფლდები რამაზისგან, იცოდე მე ყველანაირად დაგეხმარები, რაც შემეძლება. - ჯანდაბაა! ქალდანო, ჯანდაბას შენი თავი, დინა. მე მივდივარ და ხვალ დეტალური ინფორმაციით დავბრუნდები, ახლა მეძინება - წამოხტა უცებ კესო და სანამ რამეს ეტყოდნენ იქიდან აორთქლდა. ტასოც ზანტად წამოიმართა, ჩაეხუტა და უსიტყვოდ დატოვა იქაურობა. თაია კი იჯდა და იატაკს ჩაშტერებოდა. - თაია, გამომყევი! - უთხრა ეკემ და გასასვლელისკენ დაიძრა. ისიც თითქოს ახლა გამოფხიზლდაო, წამოხტა და მაგრად მოეხვია დინას სუსტ სხეულს, შემდეგ კი სასწრაფოდ დატოვა სახლი ეკესთან ერთად. გზად არაფერი უთქვამთ, თაია არც კი უყურებდა, თვალები დახუჭული ჰქონდა და უხმოდ ტიროდა. მანქანა, რომ გაჩერდა მხოლოდ ახლა გამოფხიზლდა და სევდიანად ჩაეღიმა. ეკე გადმოვიდა და კარი გაუღო. - გადმოდი. - სად ვართ? - მხოლოდ ახლა იკითხა და ხედს გახედა, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანდა. - მთაწმინდაზე. აქ ხშირად დავყავდით ხოლმე დედას. - მანქანას ეყრდნობოდნენ და ისე ლაპარაკობდნენ. მხოლოდ ფარები ანათებდნენ იმ ტერიტორიას სანამდეც მათი სინათლე წვდებოდა. ცოტახნის სიჩუმის შემდეგ თაია მოტრიალდა და უხმოდ შეხედა ეკეს, მანაც არ დააყოვნა და ჩაიხუტა საყვარელი ქალი. თაიამ ახლა ხმით დაიწყო ტირილი - ვერ გავუძლებ ერეკლე, მას რომ რაიმე დაემართოს ვერ გავუძლებ, არ შემიძლია, დინა, ჩვენი ყველას მშობელია, მას, მხოლოდ მას ესმის ჩემი, ის ისეთ სიტუაციაში დამეხმარა ვიცი რო. არაფრის შეეშინდება მაგრამ მე მეშინია, გესმის? მე მეშინია... - ეკეს ხელებში მოთქვამდა გოგონა. - ნუ გეშინია, ნურაფრის გეშინია. ჩემი ხომ გჯერა? - თავი წამოაწევინა და თვალებში ჩახედა - ხომ გჯერა, თაი? - გოგონამ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია - ჰოდა, მე გპირდები რომ არაფერი დაემართება - გაუღიმა ბიჭმა და ლოყაზე მიაკრა გავარვარებული ტუჩები, შემდეგ ნელ-ნელა, პატარ-პატარ კოცნებით ჩაუყვა და პირველად დააგემოვნა უკვე საოცნებო ბაგეები. თაია კი განაბული იდგა და არაფერზე ფიქრი არ უნდოდა იმ წამებში... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.