შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ "არავინ" ვართ (პირველი ძარცვა) ნაწილი 2


8-11-2018, 22:56
ავტორი Tamta.k
ნანახია 1 277

- თქენც ის გაიგონეთ რაც მე? - მიტკინი გზას უყურებს რომელიც მენტორმა გაიარა და სახლში გაუჩინარდა
- კი, არ მჯერა. - გაშეშდნენ მხოლოდ ჰანსი ჩანდა მშვიდად, საცდელი იარაღი ისროლა და მიზანში მოარტყა, კმაყოფილმა შემოჰკრა ტაში
- ეი შენ არ ნერვიულობ?
- არა, იცით მე რამდენი ვისწავლე ღამეებს ტვინის უჯრედების შესაწავლაში ვათენებდი. ფსიქოლოგიაში რა გამოცდა უნდა მომიწყოს? ყველაფერი ისედაც ვიცი და მენტორმა ეს იცის.
- კარგი ერთი, მენტორის ხასიათი ვითომ არ იცოდე რა. - ეზოში მანქანა გაჩერდა და მაღალი დაკუნთული ბიჭი გადმოვიდა.
- რა დაგემართათ? სახეზე ფერი არ გადევთ.
უუპს, მეექვსე მოსწავლე. არც კი დაგითვიათ სახელები ხო?
- და ბოლო, ნიკოლასი - როდესაც მენტორმა ბოლო სახელი წარმოთქვა ფეხზე, შავგრემანი ბიჭი ადგა. მაშინ ის თოთხმეტი წლის იყო და ვერ ხვდებოდა რა პროფესია შეურჩია მენტორმა. რა დილემის წინაშე უწევდა დადგომა.
- დიახ მენტორო. მე შიკრიკი ვიქნები როგორც მივხვდი.- ნიკოლასი იყო ადამიანი რომელიც გარედან დაეხმარებოდა შიგნით შესულ მეგობრებს, მას ყველასგან განსახვავებული ცხოვრებით უწევდა ცხოვრება.
პირველ რიგში სკოლა დაამთავრა, შემდეგ უნივერსიტეტი წარმატებულად. კარგი სწავლის გამო ინსპეტორის დამხმარე გახდა ორ თვეში. შემდეგ ქალაქის სათვალთვალო კამერების უფროსი გახდა და ყველაფერი მის ხელთ იყო, რათქმაუნდა ეს ადვილი საერთოდ არ იყო. მას ცხოვრების ისეთ რეჟიმში უწევდა ცხოვრება როგორ არავის, ორი წელია მარტო ცხოვრობს პატარა ბინა იქირავა რადგან არავის შეენიშნა ესე შორს ყოფნა. კვირაში ორჯერ ამოდიოდა მენტორისგან მითითებებს და გაკვეთილს ესწრებოდა და ისევ უბრუნდებოდა თვრამეთსაათიან სამუშაო გრაფიკს. თავიდან ყველას ეგონა რომ რადგან მას ჰქონდა კარგი სამსახური,ანაზღაურება და სახელი ის უბრალოდ ადგებოდა და ყველას დატოვებდა.
მაგრამ ესე არ მომხდარა, მას იმაზე მეტად უნდოდა მენტორისთვის იმედები არ გაეცრუებინა როგორც არავის.
- რას მიყურებთ? არ იტყვით რა ხდება?
- ხვალ გამოცდაა, პირველი გამოცდა.
- რაა ღადაობთ?
- ბოდიშით პოლიციელო, ალბათ დროს ვერ გამონახავთ. - ჯონმა ირონიულად დაიწყო ლაპარაკი რაზეც ნიკოლასი უფრო გამხიარულდა
- მერე რა დაგემართათ? ამას ხომ ამდენი წელია ველით.
- კარგი რააა, შენ მიჩვეული ხარ გამოცდების ჩაბარებას მაგრამ ჩვენ გვკითხე?
- ჩემი გამოცდები ფურცელზე დაბეჭდილი კითხვებია. მენტორი კი ჩვეულებრივი პროფესორი არარის, ის ბევრად ჭკვინია თითვეულ მათგანზე. ღმერთმა იცის რას გვიმზადებს...
- აბა მორჩით წიმასწარმეტყველობას? გაცივდა საუზმე. - მენტორი ფანჯრიდან ხელის ქნევით ეძახის და უკან სახლში ბრუნდება.
- მისი ირონია მაშინებს - ამბობს ჰანსი და ბილიკს მიუყვება.
მენტორმა ეს იცოდა, იცოდა რომ საქმე-საქმეზე რომ მივიდოდა ყველას შეეშინდებოდა და თავისი მინუსების გახსენებას დაიწყებდნენ. მაგრამ მას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და შიშს უფლებას არ მისცემდა მათი სხეულები დაეპყრო, რადგან შიში ადამიანს ანადგურებს.

***
მთელი ღამე არავის სძინებია, ნიკოლასიც დარჩა რადგან დილით ესე ადრე ვერ მოვიდოდა. რვა საათზე ყველა სახლის უკან ეზოში ჩამწკრიველნი ელოდნენ მენტორს, მენტორი კი ყავით ხელში მიუახლოვდა მის მოსწავლეებს რომლებიც ჯარისკაცებივით ერთ რიგში იდგნენ.
- შეგიძლიათ დასხვდეთ, აბა როგორ განწყობაზე ხართ?
- მენტორო პირდაპირ საქმეზე გადადით, რაც სწრაფად მით უკეთესი.
- ნუთუ ესეთი მონდომებული ხარ? - მიტკინი დაბნეული უყურებდა მენტორს რომელიც ყავის გემოთი დამტკბარი აუღელვებლად საუბრობდა
- დდდ დიახ, პირველი ვინ არის?
- კარგით, კარგით. თითვეულს განსაკუთრებული ადგილი გიჭირავს ამ საქმეში, თუ თქვენს მოვალეობას ისე შეასრულებთ როგორც საჭიროა არც მე და არც თქვენ დაგვჭირდება გეგმა ბ-ზე გადასვლა და წვალება. მე თქვენი იმედი მაქვს და იმედია იმედებს არ გამიცრუებთ. ჯონ პირველი შენხარ, ზუსტად 09:00 იხსნება მაღაზია რომელშიც იყიდება ყველაფერი მაგრამ მე ერთი განსაკუთრებული ნივთი მინდა მომიტანო, მაღაზიაში მხოლოდ ორი ეგზემპლარია ამ ნივთის, ერთის ღირებულება 1500$ ია , ნივთი ხმის ჩამხშობია რომელიც სიგნალიზაციას ახშობს რამოდენიმე წუთით, ეს ნივთი იმიტომ იყიდება რომ ბანკიდან მდიდარმა ადამიანმა, ბევრი ფულის გატანის შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში არ ამოყოს თავი და სიგნალიზაცია ჩაახშონ.ერთი სიტყვით მაღაზიაში არის სამი სექცია, პირველში იარაღებია მეორეში ყუმბარები, მესამეში კი დინამიკები და ეს ორი ეგზემპლარი რომელიც მესამე თაროზე დევს თეთრ ყუთში. თითვეულ სექციაში ორი ვიდეო კამერაა, რადგან შენ ბევრი რამ ისწავლე მძარცველის კვალობაზე ისიც უნდა იცოდე როგორ არ შეეჩეხო ვიდეო კამერას და შეუმჩნევლად გამოიტამო ეს ნივთი, გადახდის გარეშე. მაღაზიას ორი ადამიანი იცავს ერთი შიგნით მეორე გამოსასვლელში. ორმოცდა თერთმეტი წუთი გაქვს, ეხლავე უნდა წახვიდე რადგან მაღაზია უკვე იხსნება. წარმატებები.
- მენტორო კი მაგრამ რასაჭიროა ფულის გარეშე წამოღება?
- ჯონ ალბათ ვერ ხვდები, სამწუხაროა. როდესაც ბანკს ან სხვა რაიმეს გაძარცვავ ფული უნდა გადაუხადო ამისთვის? - ჯონის გარდა ყველა გოცებით უყურენდა მენტორს, ჯონის ხმამ ისე გააპო ჰაერი, როგორც ნასროლი ტყვია აპობს სხეულს.
- დრო რამდენი მაქვს?
- 47 წუთი.
ჯონი სწრაფად დგება და მიდის, დარჩენილი ხუთი კი მას თვალს აყოლებენ, ემჩნევათ რომ მიხვდნენ ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე წარმოედგინათ. სულის ამოთქმა და მენტორის ხმის ამოღება ერთი იყო.
- აბა ნიკოლას არ მოვდუნდეთ, შენი პირველი დავალება ესეთია, ჯონმა სწორად უნდა გააკეთოს ყველაფერი, მაგრამ გარეთ დამონტაჟებულ კამერას გვერს ვერავინ აუვლის რადგან მაღაზას მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს. ვიდეო კამერა ხედე ზუსტად მაღაზიის წინაა მიმაგრებული და მაღაზიიდან გამოსული ნებისმიერი ადამიანი ჩანს. შენი დავაალება, წახვიდე სამსახურში და ეს კამერა დააედითო. ალბათ იცი რასაც ნიშნავს ეს? აი ეხლა - მენტორი მაჯის საათს უყურებს - ჭაღარა კაცი რომელიც ბანკის თანამშრომელია შედის მაღაზიაში რათა ერთი ხმის ჩამხშობი იყიდოს და ჩემდეგ შავი ცელოფნით გარეთ გამოვა. ამას ვიდეოკამერა აფიქსირებს. რადგან ეს მაღაზია იარაღების და ყუმბარებისაა პირველ რიგში ვიდეო ჩანაწერი პოლოციას მიეწოდება, ჯონი მაღაზიიდან კაცის გამოსვლიდან ოც წუთში შევა და დაახლოებით რვა წუთში გამოვა, შენ კი ჯონი საერთოდ უნდა ამოჭრა და გააქრო.
- მენტორო, ყველა ვიდეო ჩანაწერი ინსპეკტორს გადაეცემა მიხვდება დაედითებულს. მითუმეტეს როდესაც მაღაზიაში შეამჩნევენ გამქრალ ნივთს...
- ნიკოლაას... როდესაც ძარცვას დავიწყებთ მაშინ როგორღა მოახსერხებ კამერების დამორჩილებას? ეს ხომ ელემენტარულია... ყველაფერი იმ კაცს უნდა დაბრალდეს რომელიც სამი წუთის წინ გამოვიდა მაღაზიიდან, უნდა ვთქვათ რომ ერთი იყიდა და მეორე მოიპარა. მაგრამ თუ ვერ შეძლებ...
- შევძლებ! დრო რამდენი მაქვს?
- ჩვიდმეტ წუთში ჯონი მაღაზიაში შევა და მაქსიმუმ ათ წუთში გამოვა, შენ კი მანამ უნდა მოასწრო ვიდეოს დაედითება სანამ მაღაზია გამქრალ ნივთს შეამჩნევენ და ვიდეო ჩანაწერს შეამოწმებენ.
- დრო?
- რადგან მაღაზიაში ყოველ ათ წუთში ნივთებს წმენდნენ, ორმოცი წუთი გაქვს მხოლოდ.
ნიკოლასი სწრაფად დგება და განერვიულებული სახით მიდის, შიში უფრო და უფრო იმატებს. ოთხი გული სწრაფად ცემს და ხელებს ისრისავენ. მენტორი ისევ იღებს ხმას და ოთხი წყვილი შეშინებული თვალი მას უყურებს.
- მოდი შევთანხმდეთ ესე ნუ მიყურებთ, ვწითლდები. შემდეგი მოა გამნაღველი, მოა შენ შორ მანძილზე არ მოგიწევს წასვლა.
- გამახარეთ - მოა უხერხულად იღიმება როცა მენტორი ხელის აწევით აჩუმენს
- ქვევით მდინარეზე, ორი ნაღმი დევს. ისინი წითელი ლენტებითაა შემოსაზღვრული, შენ კი მათი უბრალოდ რკინად გადაქცევა უნდა შესძლო. თუ ხელით ან რკინით შეეხები ის ათ წამში აფეთქდება და მეორეც თან მიქვება, ასევე მდინარესთან ახლოს მდგომი ორი სახლის მაცხოვრებლების სიცოცხლესაც შეიწირავ და რათქმაუნდა შენსასაც. როგორც ისწავლე ასაფეთქებლის ფხვნილი ყველაზე მგრძნობიარე წყალთან და ენერგიას წყალს გადასცემს. ხმაც იხშობა და ძალაც. შენ ორივეს მიტანა მდინარის წყალში ჩაგდებით რამოდენიმე წუთში უნდა შესძლო. ხო მართლა... გაიხსენე რა გითხარი პირველ გაკვეთილზე.
- მენტორო, ეს ჩემი პირველი ცდაა როდესაც ადამიანები შეიძლება ჩემს გამო დაიღუპნონ. მე არ შემიძლიაა...
- მოაა! იცი რატომ აგირჩიე გამნაღველად? გახსოვს ერთელ ჩემს კაბინეტში შემოდი, ინტერნეტის მოდემის ხაზები უკვე თითქმის ძლიერი ენერგისს გამო იწვოდა, ჩვენ კი ინტერნეტის მოხელე რომ გამოგვეძახნა შეიძლებოდა სამომავლოდ ამის გამო დავღიპულიყავით. მაშინ ასოც წამში ისე გადააბი სადენები რომ ეხლაც კი მუშაონს. ასოც წამში გესმის?
- მენტორო...
- მოა! პასუხი მჭირდება
- დრო? - მენტორი ჟიბიდან პატარა ყუთს იღებს რომელზეც წითელი ღილაკია, თითის დაჭერის დროს კი ყუთი წვრილ ხმას გამოსცემს.
- რვა წუთი.
მოა ისე გარბის რომ ვერცერთი ვერ ასწრებს თვალის გაყოლებას.
- მენტორო როგორ გგონიათ შეძლებს? - ამბობს აშკარად შეშინებული ნოე
- რა თქმა უნდა. მე არცერთ თქვენგანში არ მეპარება ეჭვი.
ამ დროს კი გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ყველაზე მეტად მენტორი ნერვიულობდა. პირველ რიგში კი თუ ექვსივე გამოცდას ჩააბარებდა ეს იქნებოდა პირველი მანიჯი მისი როგორც პიროვნების სიძლიერეში დასამტკიცებლად. იმედები არ გაუცრუვდებოდა, უფრო მეტად კი რწმენას დაკარგავდა. რწმენას რომელიც ეხლა მას თან უნდა სდევდეს რადგან ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეგონა.
- შემდეგი კი ნოე, მზად ხარ?



№1  offline წევრი Elea_Nora

უკვე მიყვარს ეს ისტორია... ისე ვიყავი ანერვიული მითითებებს რომ აძლევდა მენტორი გეგონება მე უნდა შემესრულებინა. თითქოს არ მეყო ეს თავი, მეტი მინდოდა (ჩემი დაუკმაყოფილებლობა პიკზეა). ცოტა გაზარდე რა თავები. დანარჩენი ყველაფერი ძაან მაგარია.
აბა წარმატებები და გელიი.

 


№2  offline მოდერი Tamta.k

Elea_Nora
უკვე მიყვარს ეს ისტორია... ისე ვიყავი ანერვიული მითითებებს რომ აძლევდა მენტორი გეგონება მე უნდა შემესრულებინა. თითქოს არ მეყო ეს თავი, მეტი მინდოდა (ჩემი დაუკმაყოფილებლობა პიკზეა). ცოტა გაზარდე რა თავები. დანარჩენი ყველაფერი ძაან მაგარია.
აბა წარმატებები და გელიი.

აუ ჰო პატარაა, უბრალოდ მინდოდა დღეს დამედო თუნდაც პატარა. ისე მიხარია რომ მოგწონსს❤️ხვალ დავდებ ახალ თავს და ვეცდები დიდი იყოს

 


№3 სტუმარი სტუმარი ელენიკო

აუუ როგორ მოიფიქრე ყველაფერიი? შემდეგი სამი გამოცდის დავალებაც მაინტერესებს და მათი შედეგებიც,მოუთბენლად გელიიი

 


№4  offline მოდერი Tamta.k

სტუმარი ელენიკო
აუუ როგორ მოიფიქრე ყველაფერიი? შემდეგი სამი გამოცდის დავალებაც მაინტერესებს და მათი შედეგებიც,მოუთბენლად გელიიი

გაიგეებ ხვაალ❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი ნორმი

ვაუ ძალიან მაგარია.
საოცრად გაზრდილი ხარ.
ძალინ ძალიან მომეწონა.
თავიდან წაკითხვა არ მინდოდა,შემდეგ მოდი ვცადოთქო.
ვცადე და აღვფრთოვანდი,ნამდვილად საოცრებაა.
მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს.
პატარა თავებია და არ მყოფნის.
ინტრგას ტოვებ და წყვეტ.
ნუ ხარ ინტრიგანი,ცოტა გაზარდე.
წარმატებები!
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline მოდერი Tamta.k

Farvana
ვაუ ძალიან მაგარია.
საოცრად გაზრდილი ხარ.
ძალინ ძალიან მომეწონა.
თავიდან წაკითხვა არ მინდოდა,შემდეგ მოდი ვცადოთქო.
ვცადე და აღვფრთოვანდი,ნამდვილად საოცრებაა.
მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს.
პატარა თავებია და არ მყოფნის.
ინტრგას ტოვებ და წყვეტ.
ნუ ხარ ინტრიგანი,ცოტა გაზარდე.
წარმატებები!

ხო, ეს თავი აშკარად პატარაა მე მაპატიეეთ:დდ რაღაც მაკლდა და აი თურმე რაღაც კიარა შენ მკლებიხაარ, მიხარია რომ მოგწონს და იმედებს არ გაგიცრუებ თუ ბოლომდე გამომყვები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent