შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სიყვარული და შემთხვევითობა " ( 9 თავი )


9-11-2018, 12:21
ავტორი Tiiikii
ნანახია 1 452

( ავტორი )
გიორგისა და ლიზას შორის ყველაფერი კარგად მიდიოდა . გიორგი ამტკიცებდა , ლიზას მიმართ , თავის გრძნობას , ყველაფერს აკეთებდა , რომ მას თავი კარგად ეგრძნო და ბედნიერი ყოფილიყო . ყველა ბედნიერი იყო გუჯას გარდა , მანჩო და შოთა ხედავდნენ , როგორ იყო , ლიზას გარეშე , რომ უჭირდა , თუმცა აღარაფრის გაკეთება აღარ შეეძლოთ , რადგან ის , უკვე გიორგისთან იყო ..
- მანჩ , ლიზა როგორ არის ( მარი )
- მშვენივრად , ახლა ბედნიერია , როგორც იქნა ( მანჩო )
- ასე მალე , როგორ , ვინმე დაეხმარა ? ( მარი )
- არა , არავინ დახმარებია , ლიზა იმაზე ძლიერია , ვიდრე გგონია .. თუმცა , კი ახლა გიორგისთანაა , რადგან ყველაფერი გააკეთა , რომ ლიზა დაებრუნებინა ( მანჩო ) - გუჯამ გაიგო , თუმცა არაფერი შეიმჩნია ისე ჩამოჯდა .
- გაიგე გუჯი ? ლიზა გიორგის შერიგებია , ალბათ ძალიან ბედბიერია ( მარი )
- კი , ორივე ბედნიერია . დავრწმუნდი , რომ ერთამენთს შეეფერებიან ( მანჩო )
- მშვენიერია .. ყველაფერი თავის ადგილას დადგა , ახლა ყველა იქ არის და , იმასთან არის , სადაც მათი ადგილია და , ვისთანაც მათ უნდათ ( გუჯა ) - ისე თქვა , თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირა .
- მართალია , თუმცა ერთ რამეში ცდები , ყველა არა ... ზოგი იმასთანაა , ვინც არ უყვარს, უბრალოდ ზედემეტად ამაყი და იდიოტია , რომ შეცდომა აღიაროს ( შოთა )
- მართალი ხარ , თუმცა აღარანაირი აზრი , აღარ აქვს ( მანჩო ) - გუჯას ეტკინა , ზედმეტად ეტკინა გული , თუმცა ხვდებოდა , რომ ეს მისი ბრალი იყო , მისი ბრალია , რომ ლიზასთან დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ მოიჭრა .
- მანანა , აღარ ფიქრობ , რომ ლიზა მოიყვანო ? ბოლოსდაბოლოს , მანაც ჰომ უნდა დაიწყოს ეს საქმე და დროს , რატომ კარგავთ ( შოთა )
- ვიცი შოთი , თუმცა არ მგონია , რომ მოინდომებს გუჯასთან ერთად , ერთ ოფისში მუშაობას ( მანჩო )
- მისმინე , ლიზა , პასუხისმგებლიანია და გუჯას გამო არ იტყვის უარს , რადგან მას უნდა ამის კეთება და , რა თქმა უნდა , თავის მომავლის შეცვლაც ... ამიტომ , ჩემი აზრით , უნდა დაურეკო , უთხრა და თვითონ გადაწყვიტოს ( შოთა )
- მართალი ხარ ... ( მანჩო ) - მობილური აიღო , დაურეკა და სთხოვა ოფისში მისულიყო. რამდენიმე საათში მივიდა .
- ლიზი , სალამი , რას შვები ( შოთა )
- სალამი , თქვენ რას შვებით ... ( ლიზა )
- სიხ , მიხარია , რომ მოხვედი შენთან სალაპარაკო მაქვს ( მანჩო )
- რა ხდება , მშვიდობაა ? ( ლიზა ) - ოთახში შევედით და შოთაც გამოგვყვა .
- მისმინე ... ვიცი ახლა , შეიძლება არ მოგინდეს და უარი თქვა , რასაც შემოგთავაზებ , თუმცა მინდა , შენი აზრი მაინც გავიგო და შენ გადაწყვიტო ( მანჩო )
- რა ხდება , მითხარი ( ლიზა )
- აქ ყოფნას ეხება ... ოფისს , საქმეს ... თუ წინააღმდეგი არ ხარ და , თუ შენთვის რთული არ იქნება , მაშინ მინდა ისევ ჩემს გვერდით იყო ( მანჩო )
- და , რთული რატომ უნდა იყოს ? ( ლიზა )
- გუჯას გამო , მისი ნახვა ხო ყოველდღე მოგიწევს ( მანჩო )
- მანანა , სამსახურის ურთიერთობასა და , პირად ურთიერთობას შორის დიდი განსხვავებაა ... თანაც , მე და გუჯას , აღარანაირი პირადი ურთიერთობა აღარ გვაქვს , ამიტომ არანაირი პრობლემა არ იქნება , მითუმეტეს ჩემთვის ( ლიზა ) - შოთა გახარებული წამოხტა და , ლიზას გადაეხვია .
- აი ასე ! ესაა ის , ლიზა , რომელზეც ვლაპარაკობდი ! ზუსტად ასეთი ლიზა , მომწონს ( შოთა ) - ილაპარაკეს , დაგეგმეს შემდეგ კი აივანზე გავიდნენ , გუჯაც იქ იყო .
- ლიზი , მოხვედი ? ( მარი )
- კი , როგორც ჩანს , დავბრუნდი ( ლიზა ) - მარიმ , გუჯას ხელი მოკიდა და გაუცინა .
- აბა , რას შვები ... გავიგეთ , გიორგის შეურიგდი ... მიხარია ( მარი )
- რა თქმა უნდა , გაგიხარდება , ახლა ხომ აღარავინ გეღობება წინ ... - წარბ - აწეულმა უთხრა და გაუცინა .. - თქვენც , ერთად ხართ ? ძალიან მიხარია , როგორც იტყვიან : ფერი - ფერს , მადლი - ღმერთ ! ( ლიზ ) - მანჩომ ჩაიცინა , მიხვდა რომ თავის დაქალი, თავის მწარე ენით მაინც , იმას იტყოდა რასაც გაიფიქრებდა , მითუმეტეს კი მათთან .
- შენ და გიორგიც ასე ხართ ... მიკვირს , რომ შეურიგდი მან , ხომ გული გატკინა ( მარი )
- მარი ... ( მანჩო ) - ხელი მიარტყა , თუმცა ამაოდ .
- რატომ გიკვირს ? შენც ხომ ასე გააკეთე ? - მზერა გუჯასკენ გადაიტანა ... - თუმცა , ჩვენს შორის ერთი განსხვავებაა საყვარელო , მე იმიტომ ვაპატიე და შევურიგდი , რომ გიორგიმ ყველაფერი გააკეთა , ჩემს დასაბრუნებლად , უკან არაფერზე დაიხია ... შენ კი , ისე შეურიგდი , რომ მას არ უყვარხარ , რამდენიც არ უნდა სცადო , რამდენიც არ უნდა ეცადო , მაინც არ შეგიყვარებს ... ახლა , კი შენ გადაწყვიტე , რომელი უფრო ბედნიერი ვიქნებით ? მე , იმ ადამიანთან , რომელსაც ვუყვარვარ და მიყვარს , თუ შენ იმასთან , ვინც შენთანაა , თუმცა მაინც სხვაზე ფიქრობს ? ( ლიზა ) - ამაყად ეუბნებოდა , იმდენად , რომ მარი გაწიწმატდა , სახეზე ფერები ეცვლებოდა ... გუჯა კი, მას უსმენდა და ხვდებოდა , რომ მართალი იყო ...
- შენ ... ( მარი ) - ლიზას მობილურმა დაურეკა და გააწყვეტინა .
- ბოდიში , გიორგი მირეკავს ... - გვერდით გავიდა სალაპარაკოდ ... მანჩო გაკვირვებული იჯდა , არ ეგონა , რომ ამას ბოლომდე გააკეთებდა , და ბოლომდე გაასწორებდა მათ მიწასთან , ყოველგვარი აღელვების გარეშე . - მანჩ , უნდა წავიდე , გიორგი მელოდება . გამაცილებ ? ( ლიზა ) - ლიფტამდე გავიდნენ .
- ეს რა იყო , ააა ? გისმენდი და ყურებს ვერ ვუჯერებდი , მართლა შენ თქვი ეს ყველაფერი ? გუჯა მიწასთან გაასწორე , თან ისე , რომ თვალიც არ დაახამხამე ( მანჩო )
- უბრალოდ , ვთქვი რასაც ვფიქრობდი ... რა , რამე ტყუილია ? ( ლიზა )
- არა და , ზუსტად ეგაა ყველაზე გველობა , რომ სიმართლე უთხარი ( მანჩო )
მეტროსთან ერთმანეთს შეხვდნენ და მთელი ძალით ჩაეხუტა .
- აბა ? აქ რას აკეთებდი ? ( გიორგი )
- მანჩომ დამირეკა და მასთან გამოვედი , რაღაც საქმე ჰქონდა ( ლიზა )
- რამე სერიოზული ხდება ? ( გიორგი )
- არა ... აბა , რას ვაპირებთ ? ( ლიზა )
- ჰმ ... ჯერ მშია და ვჭამოთ , შემდეგ კი სადმე გავისეირნოთ , სადაც მარტოები ვიქნებით ( გიორგი )
- შენთან , მარტო დარჩენა არ მინდა ( ლიზა )
- ვითომ რატომ ? ( გიორგი ) - ეშმაკურად შეხედა .
- უბრალოდ არ მინდა ... ახლა კი , წამოდი ვჭამოთ ( ლიზა )
- ჩემს პასუხს , მაინც მივიღებ ... McCdonald - ში დასხდნენ . - მიდი , შენ დაჯექი , მე შევუკვეთავ ( გიორგი )
- იცი , რაც მინდა ? ( ლიზა )
- ქათმის ფრთები , ეკონომ მენიუ და კარამელის ნაყინი , შე ხომ გიყვარს ? ( გიორგი ) - სპეციალურად უთხრა , რათა ის საღამო გაეხსენებინა , თუმცა იცოდა , რომ შოკოლადისას აირჩევდა .
- არა , ამჯერად შოკოლადის მინდა ( ლიზა ) - რამდენიმე წუთში დაბრუნდა და ჭამას შეუდგნენ ... გიორგი უყურებდა , როგორ ჭამდა და ეცინებოდა .
- დამავიწყდა , რომ ყოველთვის ასე გემრიელად ჭამ ( გიორგი )
- მართლა ? მე კი , მეგონა არც იცოდი ( ლიზა )
- რა თქმა უნდა , ვიცოდი .. რამდენჯერმე მაქვს , ეს პროცესი ნანახი .. მაგალითად : პირველი : დაივის მერე კაფეში ... მეორე : რუსთაველის McCdonald - ში , და მე სამე : მარიასთან ... ( გიორგი )
- მაშინ , თვითონაც იკვებებოდი , თუ მე მაკვირდებოდი ( ლიზა )
- ორივე , თუმცა უფრო მეორე , თვალს ვერ გწყვეტდი ( გიორგი ) - ქათმის ფრთებს გემრიელად შეექცეოდა , როდესაც ლიზას გაეცინა .
- მე კი , არ დამვიწყებია რომ ქათმის ფრთებზე გიჟდები ( ლიზა )
- გახსოვს ? პირველად მე მოგაწოდე , რომ შეგეჭამა და მოგეწონა , შენი ჩვეული ღიმილით გამომხედე ( გიორგი )
- რაზეც გაგეცინა ( ლიზა ) - ის , საღამო მთლიანად გაგვახსენდა და , თითქოს ცრემლი მომადგა , რაც არ გამოპარვია .
- არ იტირო , არ მინდა შენი ცრემლების დანახვა ( გიორგი ) - გადმოიხარა და , ჯერ არ გადმოცვენილი ცრემლები მომწმინდა .
- ამჯერად ეს , ბედნიერების ცრემლია ( ლიზა ) - ვივახშმეთ , შემდეგ კი ნაყინზე გადავედით ...
- რა მოხდა , კარამელიც ნაყინი აღარ გიყვარს ? ( გიორგი )
- მაინც არ მისვენებ ჰომ ? ( ლიზა )
- მინდა გავიგო , მაშინ რატომ შეჭამე ის ნაყინი , რომელსაც ვერ იტან ( გიორგი ) - სერიოზულად მითხრა და თვალებში მომაშტერდა .
- იმიტომ , რომ მინდოდა ... არ შეიძლება ? ( ლიზა )
- უცნაურია , რომ მაინცდამაინც მაშინ მოგინდა , რადგან სულ შოკოლადისას ჭამ , რადგან გიჟდები შოკოლადზე , მითუმეტეს ბოლოში რომ რჩება ( გიორგი )
- შენც იგივე ნაწილი , არ გიყვარს ? ( ლიზა )
- მაინც არ უნდა გეჭამა ( გიორგი )
- რა იყო , იეჭვიანე არა ? ( ლიზა )
- კი , თან საშინლად ... მითუმეტეს , მაშინ როდესაც ხელი ჩაკიდე და , მასთან ერთდ წახვედი ... მაშინ , თითქოს ვიგრძენი გული როგორ ამომგლიჯე და , თან წაიღე , მე კი ვერ გაჩერებდი ( გიორგი ) – ის ღამე გაახსენდა , ყველაფერი და გულზე რაღაც დააწვა , ინანა რომ ასე მოექცა მას , ადამიანს რომელიც მთელი არსებით უყვარდა …
- მაშინ გაბრაზებული ვიყავი , ყველაფერზე , მთლიან ნახევარ წელზე ... თანაც მადლობელი იყავი , რომ არ მოგკალი და უბრალოდ წავედი ( ლიზა ) - გიორგიმ ხელი მოკიდა .
- ჩემი გული , მაინც შენ გეკუთვნის . ისედაც მუდამ შენთანაა და , მუდამ შენზე ფიქრობს ... თუ , შენი კარგად ყოფნისთვის ჩემი გულის წაღება მოგიწევს , არც ამაზე ვიტყვი უარს და გაგატან , რადგან შენს გარეშე ისედაც მკვდარი ვიქნები ... ეს თვეები , რაც ვერ გნახულობდი , საშინლად ვიყავი ... უბრალოდ ვსუნთქავდი , მექანიკურად დავდიოდი სამსახურში , მექანიკურად ვიცინოდი და ვვარსებობდი , რადგან არ მინდოდა ყველას დაენახა , როგორ მტკიოდა .. თუმცა , ჩემი გული მხოლოდ შენით სუნთქავდა და , შენი ნახვის სურვილით არსებობდა ... - ვუყურებდი , როგორ ჩამოუცვივდა ცრემლები , ისევე როგორც მე .. - მიყვარხარ ლიზა და , აღარ მინდა დაგკარგო , აღარ მინდა იგივე გამოვიაროთ .. დამპირდი , რომ მუდამ ჩემთან იქნები ( გიორგი ) - ცრემლები მოვწმინდე და ლოყაზე ვაკოცე .
- გპირდები ... ( ლიზა ) - მთლიანი საღამო , მათი იყო ...
პარასკევი ...
დილით , გიორგი სამსახურში მივიდა და , შენობასთან გუჯა დახვდა , რამაც გააკვირვა .
- აქ , რას აკეთებ ( გიორგი )
- სალაპარაკო მაქვს ( გუჯა )
- რა ხდება ( გიორგი )
- გავიგე , ლიზა შეგირიგდა გილოცავთ ( გუჯა )
- მადლობ , ჰომ გეუბნებოდი მას , მაინც დავიბრუნებთქო , თუმცა არ მიჯერებდი ( გიორგი )
- მხოლოდ იმიტომ დაგიბრუნდა , რომ დავშორდით . სხვა შემთხვევაში , ეს არ მოხდებოდა და შენც მშვენივრად იცი ( გუჯა )
- მაგაში დარწმუნებული ხარ ? რადგან მე არ ვარ და , იცი რატომ ? იმიტომ , რომ ლიზას ისევ მე ვუყვარდი , თუმცა კარგია რომ დაშორდი , რადგან შენთან ყოფნა აბნევდა ( გიორგი )
- რაც შერიგდით , გითხრა რომ უყვარხარ ? - გიორგი გაჩუმდა , არაფერი უპასუხა , რადგან მართალი იყო , ლიზას არ უთქვია .. - რა თქმა უნდა , არ უთქვია , იცი რატომ ? იმიტომ რომ , ჯერ კიდევ არაა დარწმუნებული , ჯერ კიდევ ფიქრობს ამაზე ( გუჯა )
- მე , ლიზას ვენდობი და ვიცი , რომ მეტყვის , რადგან ვუყვარვარ ... მის თვალებში ჩანს( გიორგი )
- თვალები არაფერს ნიშნავს , თუ თვითონ არ გითხრა ( გუჯა ) - ცდილობდა წყობიდან გამოეყვანა , რაც გამოსდიოდა , მაგრამ გიორგი არ იმჩნევდა .
- მისმინე ... ლიზა უკვე ჩემთანაა , გესმის ? იმ ადამიანთან , ვისთანაც თავიდანვე უნდოდა ყოფნა . შენი , აქ მოსვლით კი ამტკიცებ , რომ ისევ გიყვარს და , გული გაგიტეხა ( გიორგი )
- კი შენთანაა , მაგრამ ვნახოთ რამდენ ხანს იქნება ... მაქსიმუმ 1 ან 2 თვე , შემდეგ კი დაგტოვებს და წავა ... შეიძლება არც ჩემთან მოვიდეს , თუმცა შენც მიგატოვებს . დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები ( გუჯა ) - გიორგი გაბრაზებული ავიდა ზემოთ . მის სიტყვებზე ფიქრობდა , თუმცა ლიზაში დარწმუნებული იყო , ლიზაში და მის სიყვარულში , იცოდა , რომ არ მიატოვებდა და არ წავიდოდა .
- ლიზა , სად ხარ ( გიორგი )
- სახლში , მე და მარია ვლაპარაკობთ ( ლიზა )
- მისმინე , დღეს პარასკევია და დაივში ჰოარ წავიდეთ ? მარიაც წამოვიდეს , გავერთობით , თან დიდი ხანია შენთან ერთად იქ არ ვყოფილვარ ( გიორგი )
- კარგი , წავიდეთ ( ლიზა )
- მშვენიერია , 10ისკენ დაგირეკავ და შევხვდეთ ( გიორგი )
- სიხ , დაივში ჰომ წამოხვალ ? გიორგიმ წამოვიდესო ( ლიზა )
- ჩვენ ოთხნი ? თორნიკეც წამოვა , რა თქმა უნდა ( მარია )
- ჰოომ , ძველ დროს გავიხსენებთ ... როდესაც თეატრი არსებობდა და , ყველა ერთად დავდიოდით ( ლიზა )
- თუმცა , ახლა ერთი განსხვავებაა , შენ და გიორგი ერთად ხართ ( მარია )
( ლიზა )
საღამოს ერთმანეთს შევხვდით .
- გოგოებო , ძალიან მიხარია თქვენი ისევ ნახვა ( თორნიკე ) - მისთვის დამახასიათებლად შემოგვეგება და გადაგვკოცნა .
- ჩვენც თოკო ( მარია )
- აბა ? გავიხსენოთ ძველი დრო ? ( თორნიკე )
- რომელი ძველი დრო , როდესაც აგებდი ? ( ლიზა ) - გიორგიმ ჩაიცინა და , ხელი ჩამკიდა , რაც თორნიკეს არ გამოპარვია .
- მე კიარ ვაგებდი , თქვენ გაგებინებდით , რომ გული არ დაგწყვეტოდათ ( თორნიკე )
- რა თქმა უნდა , ეჭვი არ გვეპარება ( მარია )
- გინდა გაგრიცხოთ ? ( თორნიკე ) - მისი ფრაზა , რომელსაც სულ იყენებდა , როდესაც ვაბრაზებდით .
- ოჰ ოჰ , ახლა ვეღარ დაგვემუქრები , წავიდა ის დრო ( ლიზა ) - ლაპარაკში ბარამდეც მივედით , ლუდი ავიღეთ და თამაშისთვის მოვემზადეთ .
- ამჯერად , ლიზა ჩემია ( გიორგი )
- რა თქმა უნდა , ვინმეს ჰო უნდა გადააბრალო შენი წაგება ( თორნიკე )
- გაგახსნებ მაინც , რომ ერთი - ერთზე მოგიგე , მაშინ როდესაც თამაში ახალი ნასწავლი მქონდა ( ლიზა ) - თამაში დავიწყეთ და , მიყოლებით რამდენიმე ბურთი ჩავუგდეთ , ბოლოს ერთი ჭიქა იყო დარჩენილი და , ჩემი ნასროლი წყვეტდა .
- ლიზა , არ უნდა მოგვიგონ ( გიორგი ) - ვისროლე და ჩავაგდე , რაზეც ხტუნაობდა დავიწყეთ , მან კი ხელში ამიყვანა .
- ჯანდაბა , ისევ მოგვიგეს ( მარია )
- თაღლითები არიან , გენაცვალე ( თონრიკე )
- ჩემი გოგოა ( გიორგი ) - ჩემზე მიუთითა და მაკოცა . რამდენიმე ხელი ვითამაშეთ , შემდეგ flipcap - ი დავიწყეთ .. ვიმღერეთ , ვიცეკვეთ .. ბოლოს კი , უცნობები მოვიდნენ და თამაში შემოგვთავაზეს . გიორგიმ და თორნიკემ დაიწყეს მათთან თამაში , ჩვენ კი სკამზე ვისხედით , სიგარეტი ამოვიღე , თუმცა ასანთი ვერ ვიპოვე .
- გიორგი ასანთს მათხოვებ ? ( ლიზა ) - ჩემსკენ წამოვიდა , თუმცა სხვამ დაასწრო , რის გამოც დაიბღვირა . ერთ - ერთი უცნობთაგანი მელაპრაკებოდა , მე კი ვამჩნევდი , რომ გიორგი უკვე ბრაზდებოდა , თუმცა თავიდან ვერ ვიცილებდი .
- მარია , ჩამენაცვლები ? ( გიორგი )
- კარგი ... ( მარია ) - ჩემს წინ დადგა და ხელი მომკიდა .
- წამოდი ( გიორგი ) - მივხვდი რატომაც მოიქცა ასე და მესიამოვნა . გარეთ გავედით .
- რა მოხდა ? ( ლიზა )
- მეკითხები კიდეც ? რატომ ელაპარაკებოდი იმ ბიჭს ? ( გიორგი )
- თვითონ მესაუბრებოდა და , რა მექნა ? უხეშად ჰოარ მოვექცეოდი , უზრდელობაა ( ლიზა ) - მეცინებოდა , როდესაც მის სახეს ვუყურებდი .
- უზრდელობაა თურმე ... - გამაჯავრა და , როდესაც გამეცინა დასერიოზულდა . - რა გაცინებს გოგო , გსიამოვნებს ნერვები რომ მეშლება ? ( გიორგი )
- ისეთი საყვარელი ხარ , როდესაც ეჭვიანობ ( ლიზა )
- საყვარელი ვარ თურმე ... მისმინე , არ მომწონს როდესაც ვინმე გიყურებს , გელაპარაკება ან გეხება ( გიორგი )
- ანუ ყურების უფლებაც არ მაქვს ? ( ლიზა )
- მხოლოდ ჩემი ყურების , და მათი ვისაც არ მოწონხარ ... თორემ გეფიცები , ბორკილით მივიბავ , შენს ხელს , ჩემსაზე და ისე გატარებ ( გიორგი ) - ვუყურებდი , მეცინებოდა და , თან მიხაროდა , რომ ასე ეჭვიანობდა .
- ყველგან ? სააბაზანოშიც ? ( ლიზა )
- ნუუ ... მაგ დროს მოგხსნი ხოლმე ( გიორგი )
- კარგი .. ამის მერე , ვინმე რომ შემომხედავს , ავდგები და იქიდან წამოვალ . გაწყობს ? ( ლიზა )
- კი , მშვენიერი აზრია ( გიორგი )
- ღმერთო , რატომ შემახვედრე , ამ იდიოტს ? ( ლიზა )
- იმიტომ , რომ ერთმანეთის ბედი ვართ და , რაც არუნდა მოხდეს ერთად ვიქნებით ( გიორგი ) - ძლიერად ჩამიხუტა ...
- მიყვარხარ ... ( ლიზა ) - მის მკერდზე აკრულმა , ჩუმად ჩავუბუტბუტე და გული ამიჩქარდა ...
- რა ? რაღაც თქვი , თუ მომესმა ? - თვალებში შემომხედა და , ხმა აუკანკალდა . - ლიზა , მართლა ის , თქვი რაც გავიგე ? ( გიორგი )
- გააჩნია , შენ რა გაიგე ( ლიზა )
- ნუ მაწვალებ ... გაიმორე , მინდა გაიმეორო , გთხოვ ( გიორგი ) - თვალებში გიჟივით მაშტერდებოდა .. მე კი ამ თვალების დანახვისას , მათში ვიძირებოდი , მისი მოციმციმე თვალები , ყველაზე მეტად მენატრებოდა ამ დროის განმავლობაში . მთელი ძალა მოვიკრიბე და კიდევ ერთხელ გავუმეორე .
- მიყვარხარ ! ( ლიზა )
- როგორც იქნა ! მადლობ ღმერთო ( გიორგი ) - ძლიერად მაკოცა და ჩამიხუტა ...

ყველფერი ისეთი ლამაზი და არარეალური იყო , რომ ვერ ვიჯერებდი , ამ დროის განმავლობაში რაზეც ვოცნებობდი ის ხდებოდა , გიორგისთან ვიყავი , მიყვარდა და ვუყვარდი . ვერ ვიჯერებდი , რომ ამ დროის განმავლობაში , ჩემი მისდამი გრძნობა არ გამქრალა , ჩემი დაუღალავი მცდელობებისა , რომ ის დამევიწყებინა ... ამ გრძნობამ არ დამტოვა , პირიქით , ჩემს გულში იყო , გულის სიღრმეში არსებობდა და ცოცხლობდა , ალბათ იმ იმედით , რომ გიორგი დაბრუნდებოდა ... და ასეც მოხდა , ის დაბრუნდა , გიორგის დაბრუნებასთან ერთად , ჩემი ტკივილი გაქრა , მისი მოყენებული ჭრილობები შეხორცდა და ეს მაბედნიერებდა ... სხვა აღარაფერი მინდოდა , რადგან ყველაფერი მქონდა....



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მომწონს ისტორია,.ველოდები დასასრულს,

 


№2  offline წევრი Tiiikii

სტუმარი nancho
ძალიან მომწონს ისტორია,.ველოდები დასასრულს,

რამდენიმე თავში დასასრულიც მოვა , ზედმეტად არ გაიწელება ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent