შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (15 თავი)


9-11-2018, 18:24
ავტორი naattii
ნანახია 2 096

-საქმე იმაზე რთულად ყოფილა ვიდრე გვეგონა_ამოიხვნეშა ყიფშიძემ.
-რთული არაფერია, ეს ნებისმიერს შეეძლო გაეკეთებინა, მთავარი შეკითხვა სხვაა, ვაგრძელებთ ძებნას თუ ვასკვნით, რომ ჩვენი ჩასარევი არაა და რაც უნდათ ის უქნიათ?_წამით გაყინულ ანდრიას დახედა ყიფიანმა.
-თუ ხვდები მაინც რას კითხულობ?_შეუბღვირა ანდრიამ -ბრძანებას ასრულებდა, ერთ-ერთი ჩვენიანია, მოსაკლავად ასე იოლად იმეტებ?
-არასწორად ფიქრობ ანდრია, ჩვენ ის ჯერ კიდევ ავღანეთში გადავარჩინეთ_არც ყიფიანმა დაუთმო.
-იცი რა? მე მას არ მივატოვებ, სულ ფეხებზე მკი**ა რაშია გარეული, გაბრიელი მის წინაშე ვალშია, ელენეც დაგვეხმარება, ეს სამსახური აღარაა ბრძანება მოგცეთ და შეასრულოთ, ამიტომ თქვენი ნებაა, გინდათ მეხმარებით გინდა არა_მკაცრი ხმით მოუჭრა იფიანს.
-მე ვრჩები_ყავის ჭიქა დაიდგა ნათიამ გამოსაფხიზლებლად წინ.
-ნათი .....
-ჯაბა, უკვე ვთქვი, მე ვრჩები_მკაცრი სახით გააჩმა ბიჭი.
-9 წელია შენს გვერდით ვარ, გგონია უჩემოდ რამეს გააკეთებ?_მხარზე ხელი დაკრა ყიფშიძემ.
-როგორ ვიქცევით?_უკვე საქმიანი ხმა ქონდა ყიფიანსაც?
-ვცდილობ რამე კვალზე გავიდე_უკვე შორიდან ესმოდა ანდრიას ელენეს სიტყვები, სამზარეულოსკენ მიდიოდა, ცოტა ხნით მარტო რომ არ დარჩენილიო დალეწავდა ყველაფერს,ახალმა ამბავმა იმდენად დიდი გავლენა იქონია, თვითონაც რომ არ ეგონა, ის ბავშვური ნანო, რომელიც მიუხედავად იმისა იცოდა როგორი ცბიერიც იო, ვერ იფიქრებდა თუ ნარკოტიკებში იქნებოდა გარეული. ჯანდაბა, ის ხომ მხოლოდ 24ის იყო.
-არ გინდა ანდრია, ჯერ არ ვიცით რა ხდება._წყნარად ჟღერდა ნათიას ხმა.
-რაზე ამბობ?
-ოჰ, კარგი რა, არ გიცნობდე მაინც, შენთვისვე ვამბობ.
-არ გვინდა მაგაზე ნათია რა.
-ანდრია სახეზევე გეტყობა ყველაფერი, ყოველთვის მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი, მე ჯაბა მყავს, შენ კი როგორც იქნა შენი ადამიანი იპოვე. სისულელის გამო ნუ მიატოვებ.
-არც ვაპირებდი_ღიმილით ახედა ნათიას და ხელები მოხვია ჩასახუტებლად. როგორი წარსულიც არ უნდა ქონოდათ, ისინი სამუდამოდ მეგობრები იქნებოდნენ.
-ელენეს რაღაც აქვს_ჯაბას ჩახველებისას გაუშვა ხელი გოგოს და კერესელიძის სახეზე კინაღამ სიცილი აუტყდა.
-მაშინ დროა გავიდეთ_ნათია ჯაბას შეატოვა და მისაღებისკენ წავიდა.


-ნათია..
-გისმენ_ხელი შემოხვია შეყვარებულს.
-ეს...
-გთხოვ ახლა არ მითხრა ვეჭვიანობო.
-მოგატყუო?
-კარგი რა ჯაბა რა სისულელეს ამბობ_ხელი შეუშვა ბიჭს.
-რაა სისულელე? ყურებამდე იყავი მასზე შეყვარებული_აღელვება დაეტყო ბიჭს.
-და ახლა შენ გვერდით ვარ, ვცადეთ არაფერი გამოვიდა და დავასრულეთ. არ მინდა ასეთ სისულელეს განვიხილავდეთ. რომ არ მიყვარდე შენს გვერდით არ ვიქნებოდი.
-ეს სიყვარულის ახსნა იყო?
-სხვანაირად მომეცი საშუალება?
-ანუ ესეც გაიძულე?_თვალები გაუფართოვდა ჯაბას.
-ღმერთო ჯაბა, მე შენ მიყვარხარ, გასაგებია? შენთან ყოფნა მიყვარს, სხვასთან რომ მინდოდეს მასთან ვიქნებოდი.
-ჯანდაბა, ასე რატო მიყვარხარ_უცებ დაწვდა ქალის ტუჩებს და გულიც დაიმშვიდდა.


-რა იპოვე ელენე?_სერიოზული სახით დაუჯდა გოგოს.
-უკვე გავარკვიეთ, რომ გენერლის ქსელს მისი ცოლის ბიძია განაგებს, გენერალი ამარაგებს, ამიტომაც იყო დაჭერილი, თუმცა გიორგიმ მალე გამოაშვებინა, ინტერნეტში რამდენიმე ადგილს მივაგენი სადაც ტავარის ყიდვა შიძლება, იქნებ ის აიყვანოთ ვინც ყიდის?
-მომმარაგებელს არავინ გათქვამს, ფულს მისით შოულობენ, სხვა გეგმა გვჭირდება_შუბლი მოისრისა ანდრიამ.
-რომ ვუთვალთვალოთ?_ნათიაც შემოუერთდათ.
-დიდი დროს წაიღებს, შეიძლება ერთი კვირა არავის შეხვდეს და ამ დროში ნანოს ძვლებსაც ვეღარ ვიპოვით.
-ავიყვანოთ ანდრია, არაერთი აგვილაპარაკებია_იარაღი გადატენა ყიფშიძემ და ასევე წამომდგარ ყიფიანს გადახედა.


რამდენიმე საათით ადრე.
მაშინვე იგრძნო ნანომ ნაცნობი გაბრუება წამლისგან, მიხვდა რაც ხდებოდა და მხოლოდ იმაზე გაფიქრება მოასწრო, რომ დედამისისთვისაც არაფერი დაეშავებინათ. ახლა რა იქნებოდა? რასაკვირველია მოკლავდნენ, იქნებ მოესწრო და ანდრიას შეხვედროდა, თუმცა ეს უკვე ოცნება იყო და რეალობად ვეღარ ახდებოდა.
-გამარჯობა საყვარელო_გამოუფხიზლებელს ჩაესმა გონებაში და ტანში გაცრა. ყველანაირი გრძნობა მოიტანა ამ ნაცნობმა ხმამ, განრისხება, სიბრაზე, შიში, ირონია, სიკვდილის მოახლოება.
-თურმე როგორი ხმა ქონია ეშმაკს_ძლივს ამობურტყუნა ჯერ კიდევ წამლით გაბრუებულმა.
-ახლა მიხვდი?_გადაიხარხარა გიორგიმ.
-რა ჯანდაბა გინდა?
-გამოფხიზლების დროა ძვირფასო_გარტყმა იგრძნო ნანომ მარცხენა ლოყაზე და თანაც საკმაოდ ძლიერი, ისიც იგრძნო როგორ გაუსკდა ტუჩი და თვალებს გახელა აიძულა.
-ადგილი შეგიცვლია_თვალი მოავლო მიტოვებულ შენობას ნანომ.
-ასეთი უამრავი გვაქვს_ხელი ჩაიქნია კაცმა.
-ამჯერად რითი მერგო თქვენი ნახვის პატივი_ჩაახველა და წამოჯდა ლოგინზე ნანო.
-რა მოუყევი ანდრიას?
-ცდები თუ გგონია რამეს გეტყვი.
-ნუ მეთამაშები, მითხარი რა მოუყევი.
-არაფერი.
-კარგი, როგორც ჩანს შენი ბიჭი ტყუილად მოგძებნის_მხრები აიჩეჩა გენერალმა და ბიჭებს ხელით რაღაც ანიშნა. თვალები დახუჭა ნანომ ტკივილის მოლოდინში და ეცადა ანდრიაზე ფიქრებით ყურადღება გადაეტანა.


-ერთს ვხედავთ_მიკროფონში ჩაიჩურჩულა ყიფშიძემ და გზა გადაჭრა.
-მეც ვხედავ და მზად ვარ ჩავერიო_კაფედან გამოვიდა ნათია.
-ველოდებით, ფაქტზე უნდა ავიყვანოთ_პოლკოვნიკის ბრძანება გაისმა და ყიფიანმა უფრო ყურადღებით ჩახედა იარაღს.
-შემჩნეულია, ჩვენი კაცია_წამში ჩაყვირა და ღიმილით მიადევნა თვალი როგორ მიუახლოვდა ნარკო მოვაჭრეს ნათია და ჯაბა და როგორ შეტენეს შავ ფურგონში.
-ხალისობა იწყებაა_სიცილით დაკეცა იარაღი და 16 სართულიანი შენობის სახურავი აჩრდილივით უხილავმა დატოვა.



№1 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

ეს გენერალი რა გაიძვერა და მლიქვნელი კაცია rage ცოტა ხანს მათხოვე რა, ვცემ, გულს მოვიოხებ და დაგიბრუნებ smiley ჯაბა და ნათია ძაალიან საყვარლები არიან. წინ საინტერესო გართობა გველის smiley ველი ახალ თავს ახალი თავგადასავლით kissing_heart

 


№2  offline მოდერი naattii

სტუმარი ანა-მარია
ეს გენერალი რა გაიძვერა და მლიქვნელი კაცია rage ცოტა ხანს მათხოვე რა, ვცემ, გულს მოვიოხებ და დაგიბრუნებ smiley ჯაბა და ნათია ძაალიან საყვარლები არიან. წინ საინტერესო გართობა გველის smiley ველი ახალ თავს ახალი თავგადასავლით kissing_heart

წაიყვანე გჩუქნი :D

 


№3  offline წევრი nini :)

იცი როგორი ვკითხულობ? ღამენათევი სამსახურში და ტვინში მხოლოდ რაღას სიტყვები რომ შედის... მაგრამ ესეც რომ სასიამოვნო წასაკითხიაააა..... და გულს გითბობს.... და გიღვიძებს სურვილს რომ გენერალს წამებაში ამოხადო

 


№4  offline მოდერი naattii

nini :)
იცი როგორი ვკითხულობ? ღამენათევი სამსახურში და ტვინში მხოლოდ რაღას სიტყვები რომ შედის... მაგრამ ესეც რომ სასიამოვნო წასაკითხიაააა..... და გულს გითბობს.... და გიღვიძებს სურვილს რომ გენერალს წამებაში ამოხადო

ვატყობ გენერლის დამუშავება მომიწევს :D აი წარმოიდგინე ზუსტად ეგეთ დღეში ვარ როცა ვწერ

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

naattii
სტუმარი ანა-მარია
ეს გენერალი რა გაიძვერა და მლიქვნელი კაცია rage ცოტა ხანს მათხოვე რა, ვცემ, გულს მოვიოხებ და დაგიბრუნებ smiley ჯაბა და ნათია ძაალიან საყვარლები არიან. წინ საინტერესო გართობა გველის smiley ველი ახალ თავს ახალი თავგადასავლით kissing_heart

წაიყვანე გჩუქნი :D

გამოუშვი smile ღერი თმა არ უნდა შევარჩინო თავზე smile smile

 


№6 სტუმარი ზინიკო

ძალიან საინტერესოაა.. ველი ახალ თავს სულმოუთქმელად.. ყოჩაღ!! და რაც ყველაზე მეტად მომწონს დიდ ხანს არ გვალოდინებ.. :)

 


№7  offline მოდერი naattii

ზინიკო
ძალიან საინტერესოაა.. ველი ახალ თავს სულმოუთქმელად.. ყოჩაღ!! და რაც ყველაზე მეტად მომწონს დიდ ხანს არ გვალოდინებ.. :)

დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი Natia

Kargi wasakitxavi istoriaa da gamitaca...tumca siujetebs shoris tu xisti gadasvlebi ar iqneba momentebs ufro gaagrdzeleb saintereso iqneba kidev ufro,imedia mixvdebit risi tqmac minda..ki jariskacebi arian magram cota meti piradulis da romantiulobis gamochenac ar awyendat..

 


№9  offline მოდერი naattii

Natia
Kargi wasakitxavi istoriaa da gamitaca...tumca siujetebs shoris tu xisti gadasvlebi ar iqneba momentebs ufro gaagrdzeleb saintereso iqneba kidev ufro,imedia mixvdebit risi tqmac minda..ki jariskacebi arian magram cota meti piradulis da romantiulobis gamochenac ar awyendat..

მადლობა ❤️

 


№10 სტუმარი ნათია41

მაპატიეეეე.დიდი ხანია რაც ვერ მივახერხე წაკითხვა და ახლა სამი თავი ერთად წავიკითხე ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები შოკში ვარ. საოცრად კარგი იყო ყველა. ამოუცნობი ნანო. მეგონა აღარაფერს მალავდა და აჰაახლა ნარკოტიჯებშია გარეული, გადარევს ანდრეას ეს ქალი????????

 


№11 სტუმარი Gvanca

ახალს აგარ დებ?

 


№12  offline მოდერი naattii

Gvanca
ახალს აგარ დებ?

აუცილებლად დავდებ, სავარაუდოდ ხვალ

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ იძალადებენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent