შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი ( თავი 13 )


10-11-2018, 02:38
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 118

იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული და ყურებში წუილისმაგვარი ხმები ჩაესმა.
_ რა? საიდან? ეს როგორ? _ გაოგნებული მისჩერებოდა კაცს, რომელიც ასეთი ძვირფასი იყო მისთვის.
_ გთხოვ, სანამ დაწვრილებით მოგიყვები, მინდა მჯეროდეს რომ ჩემს მიმართ აზრი არ შეგეცვლება _ სევდა შეეპარა და შეეცადა, თვალს მომდგარი ცრემლები გოგონასთვის არ დაენახებინა.
_ ნიკუშ, შენ ისევ ის ხარ, ვინც ჩვენზე ზრუნავდა მთელი ეს დრო _ თბილად გაუღიმა და კაცს ხელზე ნაზად შეეხო.
_ მოკლედ ყველაფერი ისე უცებ გავიგე, აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, ბარგი ჩავალაგე და ეგრევე წამოვედი, ისედაც ყელში მქონდა კოტეს საქციელები. _ საუბარი განაგრძო და ლიზას ხელზე მოეფერა, მერე კი ფეხზე წამოდგა და სიგარეტს მოუკიდა, ნერვიულობა და შიშები მაინც ვერ დაეძლია.
_ ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრს ეწევი
_ ნერვიულობის ბრალია _ უპასუხა და მიხვდა, რომ ყველაფრის მიუხედავად ლიზა, მაინც ღელავდა მასზე და ისევ იმ ნიკუშად თვლიდა.
_ ნანამ გითხრა, ვინ არის ბიოლოგიური მამა? კოტემ ეს ყველაფერი იცის? _ ცდილობდა შეკითხვებით მისთვის გული არ ეტკიმა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.
_ ჰაჰ, თვითონ ნანამაც არ იცის, რო მე ეს გავიგე _ მძიმედ ამოისუნთქა და ანთებული სიგარეტის ღერს მიაშტერდა.
_ ეგ როგორ ნიკუშ ? _ თვალები გაუფართოვდა გოგონას.
_ როგორც ჩანს, ნანა დიდხანს ცდილობდა კოტეს შენარჩუნებას, ბოლოს ფანტაზიის უნარი გაუფართოვდა და გადაწყვიტა შვილით დაება კაცი, რომელსაც არც კი უყვარდა. _ სიმწრით ჩაიცინა და სიგარეტი ჩააქრო.
_ ბოლო დღეებში მარია გამომიტყდა, რომ ჩემს დაბადებამდე შენზე ყველაფერი იცოდა _ თბილად გაუღიმა აღელვებულ კაცს .
_ ყოველთვის მიკვირდა, როგორ მეპყრობოდა ასე თბილად ქალი, რომელსაც წესით ჩემი არსებობაც კი უნდა შეზიზღებოდა, მითუმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ რაც კოტემ გაუკეთა. _ თვალზე მომდგარი ცრემლი ვეღარ დამალა და სწრაფად მოიწმინდა.
_ ჰომ, დედაჩემის გულკეთილობა მეც ძალიან მაოცებდა ყოველთვის, მაგრამ როგორ არ უნდა ყვარებოდი? შენ ხომ არც არაფერი დაგიშავებია. პირიქით, თავიდანვე ცდილობდი ჩემთან კარგი ურთიერთობა ჩამოგეყალიბებინა და როცა რთული პერიოდი მქონდა, ყოველთვის გვერდში მედექი.
_ მახსოვს, როგორ ველოდებოდი მდიდარი მამიკოს განებივრებულ, თავაშვებულ გოგონას, რომელმაც ყველა და ყველაფერი დაიკიდა, მაგრამ როცა გნახე _ ნაღვლიან სახეზე სიხარული აესახა და წყლიანი თვალები გაუბრწყინდა.
_ ჩემთვის ისეთი ახლობელი და ნაცნობი იყო შენი თვალები, ნეტავ მაშინ რას ფიქრობდი ნიკუშ?
_ მაშინ ვფიქრობდი, რომ მოლოდინი არ გამიმართლდა. საკუთარი თვალით დავინახე სულ სხვა რეალობა, მონეტის მეორე მხარე, რომლის შესახებაც სულ სხვა ინფორმაციას გვაწვდიდა მე და ნანას კოტე. სინამდვილეში შენ პატარა და შეშინებული გოგონა იყავი, დიდი სევდიანი თვალებით. იმ დღეს რა დამავიწყებს, დამფრთხალი რომ შემომყურებდი. მაშინ ვიფიქრე, რომ გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით იყავი, რომელსაც თავი გაენთავისუფლებინა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეჩვეოდა მოპოვებულ თავისუფლებას.
_ რა ლამაზად ჟღერს. შენი დანახვისას, სულ მინდებოდა თმებში შემეცურებინა ხელები და ამეწეწა ეს მბზინავი ჰაეროვანი თმა _ სიცილით მიუახლოვდა გაღიმებულ კაცს და თმებზე შეეხო.
_ შემპირდი, გთხოვ მინდა ვიცოდე, რომ თუ რაიმე შეიცვლება აუცილებლად მეტყვი კარგი? _ ემოციებს ვეღარ იკავებდა, გრძნობდა ისევ უცრემლიანდებოდა თვალები.
_ იცი რას გეტყვი? არაფერსაც არ შეგპირდები?
_ რატომ? აჰ, ვიცოდი, რომ... _ სიტყვა გაუწყდა და სახეზე საშინელი ტკივილი აესახა, თითქოს წამში გაიაზრა, თვალწინ ჩაუარა ათასმა საშინელმა წარმოდგენამ იმის შესახებ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.
_ იცი რატომ? იმიტომ რომ დაპირება სისულელედ მეჩვენება. რა საჭიროა? განა დაპირება ჭირდება იმ ყველაფერს, რაც ასეთი ნამდვილი და რეალურია ? _ უფრო ახლოს მიიწია და საუბარი განაგრძო
_ მითხარი, როგორ უნდა გადაგიყვარო? როგორ გავაქრო ამდენი წლის ზრუნვა და ამაგი? შეჩვევა, მეგობრობა, სიყვარული, ათასი გაჭირვება და ემოცია, რომელიც ერთად გამოვიარეთ?
_ არ ვიცი, ისიც კი ვიფიქრე, რომ ალექსანდრეს გაამართლებდი, რადგან მან ყველაფერი იცოდა. მეგონა იტყოდი, ეჭვიანობის მიზეზი ჰქონიაო. _ თავი დამნაშავესავით ჩაღუნა და გაჩუმდა.
_ აჰ ნიკუშ, იცი არც ასეთი სულელი არ ვარ. შენთან ბოლომდე გულახდილი ვიყავი, როცა გაგიმხილე, რომ ისევ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მის არანორმალურ, არაკაცურ საქციელს დავივიწყებ _ ტონი დაუსერიოზულდა და ხმა გაუმკაცრდა.
_ მაშინ, მეგონა რომ ნორმალური ადამიანი იყო, რას ვიფიქრებდი, ასეთი ნაგავი თუ აღმოჩნდებოდა. ეს ამბავი, რომ გავიგე, რამდენიმე დღის შემდეგ ერთად დავლიეთ, როგორც ჩანს იმ დღეს წამომცდა, მეორე დღეს კი ვთხოვე არავისთვის ეთქვა. მეთვითონ მინდოდა შენთან ლაპარაკი ყველას გარეშე, მაგრამ იმ ამბების მერე, ისედაც ძალიან ცუდად იყავი და აღარ მინდოდა უარესად უდ ხასიათზე დამეყენებინე. იმასაც ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ არ ვიყავით ასე დაახლოვებული და როცა სიმართლეს გაიგებდი, აღარ მოისურვებდი ჩემთან ურთიერთობას. არა, რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასე უცბად არ ამომშლიდი შენი ცხოვრებიდან, მაგრამ ვფიქრობდი იმ მძიმე წუთებში ჩემგან დახმარებას აღარ მიიღებდი _ სწრაფი საუბარი დაასრულა და შვებით ამოისუნთქა.
_ რაც არ უნდა ყოფილიყო, იმის უფლება არ ჰქონდა, რომ იარაღით დაგმუქრებოდა. მართლა რომ მოერტყა? მერე რა უნდა მექნა? ვერ გადავიტანდი უშენობას _ ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
_ კარგი რა, აბა რას ამბობ აქ ვარ შენთან და არაფერი მიჭირს, ყველაფერი კარგადაა. _ ცრემლი მოწმინდა და ჩაეხუტა.
_ იცი რა ნიკუშ, ერთ რამეში მართალი ხარ. ნამდვილად არ მივიღებდი შენგან ამხელა დახმარებას, ეს უკვე დიდ პასუხისმგებლობებს ნიშნავს. ისედაც დამნაშავედ ვგრძნობ შენ წინაშე თავს _ ბუტბუტებდა კაცის მკლავებში და ძლიერად იხუტებდა, თითქოს ახლა უფრო მეტად შეყვარებოდა, აცნობიერებდა რომ მის გარეშე არ შეეძლო.
_ ვიცი, ამიტომაც არ გითხარი _ სახე დაუკოცნა კაცმა.
_ ნიკუშ, ნიკუშ _ თითქოს მის შეხებაზე უცნაურად შეიშმუშნა და ოდნავ უკან დაიხია, თავში უცნაური აზრები დაებადა, მაგრამ მალევე უარყო და გონებიდან გააძევა.
_ ვიცი, ყველაფერი გაინტერესებს, მაგრამ არაფერი ვიცი. მე ერთი ჩვეულებრივი, გაყიდული ალბათ არასასურველი ბავშვი ვიყავი, რომელიც ფულიანმა დეიდამ ნივთივით შეისყიდა და თავისი მიზნებისთვის გამოიყენა.
_ რას ამბობ? _ გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა.
_ ჰო, იმ დღეს ნანა, ზუსტად იმ გადამყიდველ ქალზე ეჭორავებოდა ტელეფონით თავის მეგობარს.
_ და არ დალაპარაკებიხარ? არ გიცდია ყველაფერი გაგერკვია?
_ რა უნდა გამერკვია ლიზა? რამდენად მიყიდა ნანამ თუ რანაირად მასაღებდა კოტეს შვილად? _ ხელი აიქნია და ზურგი აქცია.
_ მაპატიე, გთხოვ არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ იქნებ დაელაპარაკო? _ ფრთხილად მიუახლოვდა და ზურგზე შეეხო.
_ დიდი ხანია ამ ყველაფერს შევეგუე იცი? ახლა ჩემთვის აღარც კოტე არსებობს და აღარც ნანა _ ხმაში მაინც ეტყობოდა მოუნელებელი დარდი და სიბრაზე.
_ არ ვიცი რა გითხრა, როგორ დაგამშივიდო.
_ ყველაფერი კარგადაა ლიზა, მე მყავს ოჯახი. ჩემი ოჯახი თქვენ ხართ, შენ და პაწაწუნა კვატია _ შემოტრიალდა და გაღიმება სცადა.



***
დიდ ბოდიშს გიხდით ყველას. ვიცი, ძალიან დავიგვაიანე და მაპატით. იყო და რჩება გარკვეული პრობლემები, არ მინდა თავის გამართლება მაგრამ ასეა. დიდი შემართებაა თქვენი გვერდში დგომა და მოკითხვა, უკვე კარგად ვარ პატარა თავი დავდე ვეღარ მოვითმინე, შემდეგი მალე იქნება. ჰელოუინის ისტორიას რაც შეეხება, ძალიან გამეწელა მაგრამ გააქტიურებული ვბრუნდები და იმასაც ბოლომდე მივიყვან. დიდი ბოდიში და მადლობა.



№1 სტუმარი ლია

კარგი გოგო ხარ,ძალიან ნუ აგვიანებ.

ისტორიას რაც შეეხება,ძალიან საინტერესოდ წერ.

 


№2  offline წევრი melanqoliki

ლია
კარგი გოგო ხარ,ძალიან ნუ აგვიანებ.

ისტორიას რაც შეეხება,ძალიან საინტერესოდ წერ.

მადლობა დიდი აღარ დავაგვიანებ ❤

 


№3  offline წევრი თამოთამო25

საინტერესოა.... იმედია ლევანიც გამოჩნდება შემდეგ თავებში. დღეს წავიკითხე ყველა თავი მომწონს კარგი ისტორიაა.... ველოდები ახალ თავს და იმედია მალე დადებთ ❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი nancho

მთავარია კარგად ხართ.სულ გელოდით,ძალიან მომწონსისტრია,რაღაცნაირად სხვანაირია,

 


№5 სტუმარი სტუმარი ნიკე

წინა თავებზე დავწერე ალექსი მომწონს მეთქი. ახლა ვერც ლევანის და ვერც ალექსის ადგილს ვერ ვხედავ ლიზის გვერდით.

შეიძლებ აარასწორი დასკვნა გამოვიტანე, მაგრამ მგონია რომ ნიკას ლიზი უყვარს და სულაც არ ვარ წინააღმდეგი :დ <3

 


№6 სტუმარი აბლაბუდა

აუ რაა ძაან უაზრო იქნება ნიკა და ლიზა, მერ რა რომ არ არიან დაძმა,ცოტა გაუგებარია ჯერ კიდევ და ლევანის გამოჩენა ისტორიაში იგვიანებს

 


№7  offline წევრი melanqoliki

აბლაბუდა
აუ რაა ძაან უაზრო იქნება ნიკა და ლიზა, მერ რა რომ არ არიან დაძმა,ცოტა გაუგებარია ჯერ კიდევ და ლევანის გამოჩენა ისტორიაში იგვიანებს

ახალ თავში ლევანი აუცილებლად იქნება . არც მე ვიცი ჯერ როგორ განვითარდება მოვლენები :დ მადლობა ყურადღებისთვის მახარებ უზომოდ ❤

 


№8 სტუმარი სტუმარი სალომე

ახალ თავს აღარ დებთ?

 


№9  offline წევრი melanqoliki

სტუმარი სალომე
ახალ თავს აღარ დებთ?

აუცილებლად დავდებ დაწერილი მაქვს ❤❤

 


№10  offline წევრი LI_BE

სად დაგვეკარგე? თავიდან, თითქმის ყოველ დღე დებდი. მერე რაღა მოხდა?

 


№11  offline წევრი melanqoliki

LI_BE
სად დაგვეკარგე? თავიდან, თითქმის ყოველ დღე დებდი. მერე რაღა მოხდა?

უკვე მცხვენია :( მადლობთ რომ აქ ხართ ძალიან მახარებთ პრობლემები მაქვს . არ მიყვარს ეს მიზეზები და წუწუნი დღეს დავდებ აუცილებლად. მიყვარხართ და მადლობთ ❤

 


№12  offline წევრი naniko mindia

Am istorias aragzelebt?
--------------------
lomidze

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

როდის დაგვდებ პატივს და დადებ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent