პაპასკირი და ბაბუციძე 30
- კარგი , კარს ჩავკეტავ მგონი ღია დავტოვე - მარტო ყოფნის გეშინია? აქ ვარ ნუ გეშინია -მარტო ყოფნის არ მეშინია , დედაჩემი რომ მოვიდეს და აქ გნახოს ისტერიკაში ჩავარდება. -გასაგებია, მაგიტომ გითხარი ჯობია წავიდე . -არა დარჩი . მარტო ყოფნა არ მინდა. - კარგი. რამდენჯერ მინატრიხარ ესე ჩემს გვერდით სახლში . წარმომედგინა კიდეც საჭმელს როგორ გამიკეთებდი. ოჯახური თემები ჩემთვის უცხოა , რუსეთში სხვანაირად გავიზარდე . ეხლა გიყურებ და ვიცი რომ არასწორია , ტეხავს , მაგრად ტეხავს. მარა ერთი იცოდე რო შენ გიწევ ანგარიშს თორე მე მაგარი უარესი ცოდვებიც მაქვს ჩადენილი . -ნუ სულელობ გაჩუმდი . - არა სერიოზულად , ბოლოჯერ გხედავ შენც ხო იცი ხოდა დამაცადე ვთქვა. ეგეც ცოდვაა? -ცოდვაა, მაგის გაფიქრებაც კი ცოდვაა და შენც იცი - ბაზარი არაა მართალი ხარ , მაგრამ ერთი რამე მინდა რომ იცოდე , ეხლავე რომ მოვკვდე არ ვნანობ რასაც ვგრძნობ , რომ მცოდნოდა ვინც იყავი და არჩევანი მქონოდა მაინც შეგიყვარებდი. - კარგი რა გეხვეწები - ჩემთვის შენ კატო ხარ ის კაცი სულ ფეხებზე ! უყურებდა კატო , უსმენდა და საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა. დაეფიცებოდა არ სძულდა მაგრამ, არც უყვარდა , ან როგორ შეიძლებოდა ყვარებოდა , ისიც ზუსტად იცოდა რომ ვერ გაიმეტებდა , ვერ გასწირავდა , იმიტომაც არ უშვებდა ალბათ იმიტომ დაიტოვა იმ ღამით სახლში ეგონა ასე დაიცავდა მაგრამ რამდენ ხანს . ის ღამე ასე არაფერზე და თან ყველაფერზე ლაპარაკში დაათენდათ. დათო როსტომაშვილზე ბედნიერი კაცი იმ ღამეს თბილისში და საქართველოში კი არა ალბათ სრულიად დედამიწაზე არ დადიოდა და ეს ბედნიერი ღამე მთელი ცხოვრება გაყვებოდა , იმის მიუხედავად სად იქნებოდა ამ ქვეყნად თუ იმ ქვეყნად. მერე რა რომ ბოლოჯერ ნახა , მერე რა რომ იმ ღამის მერე მარტო მისი მონატრებით და იმ სიყვარულით გაელეოდა , რომელიც არასწორადაც კი მიაჩნდათ , მაგრამ მას არა , ეგ იყო ყველაზე მთავარი . ერთ რეციდივისტ , სადისტ, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და გულქვა ადამიანს , უყვარდა ერთი პატარა ლამაზი , კეთილი გოგო და სულ არ ადარდებდა სწორი იყო თუ არასწორი. შეეძლო მოეკიდა ხელი და წაეყვანა , ყველაფრის მიუხედავად , რაზეც უფიქრია კიდეც მაგრამ თავის გაქვავებულ გულს მკერდში რომ უცემდა ვერასდროს აიძულებდა გოგოსთვის რამე დაეშავებინა, ვერ ჩაითრევდა იმ ცოდვაში რომლიდანაც თვითონაც ვერ ამოდიოდა და ვერც ვერასდროს ამოვიდოდა. კატოს გამთენიისას ჩაეძინა, ვერც გაიგო როგორ მიაწვინა საწოლში , შუბლზე აკოცა ბოლოჯერ ჩაისუნთქა მისი სურნელი და წავიდა. ბალიშთან დატოვებული ფურცელი მაშინვე შენიშნა როგორც კი თვალები გაახილა . არავინ იცის რა ეწერა წერილში , კატოს მეტს არავის უნახავს და მასაც არავისთვის მოუყოლია. ალბათ იყო კიდევ რისი თქმაც ვერ მოასწრო დათომ , ან უბრალოდ ვერ გაბედა . არც ის წერილი და აღარც დათო როსტომაშვილი, აღარავის უნახავს იმ დღის მერე . აღარც არავის უხსენებია . ყველა ცდილობდა დაევიწყებინა ის რაც მანამდე იყო და აწმყოთი ეცხოვრა , იმ აწმყოთო სადაც როსტოვსკი არ იყო , მათთვის ასე უფრო ადვილი იყო . კატოსთვის არასდროს ყოფილა სულერთი მისი არსებობა იმ დღიდან რაც პირველად გადაიკვეთა მათი გზები , წლების მერეც დილა მასზე ფიქრით იწყებოდა . მის ნაწილად იქცა , ხშირად იხსენებდა იმ ღამეს რომელიც მის გვერდით გაატარა და ხშირად კითხულობდა წერილს რომელიც მისგან დარჩა . ბაბუცას დიდი დრო დასჭირდა რომ გამოჯანმრთელებულიყო მაგრამ საბოლოოდ მაინც დადგა ფეხზე და ბევრი ფიქრის მერე მოეძებნა თუ არა როსტოვსკი , გადაწვიტა უბრალოდ თავი დაენებებინა , იმიტომ რომ ისიც ვერ გაგეგო რომ ეპოვა რას გააკეთებდა, რას ეტყოდა , ან მივიდოდა კი , შეძლებდა კი მასთან ლაპარაკს , ვერ გადაეწყვიტა ისევ ეზიზღებოდა თუ უბრალოდ უნდოდა ეთქვა რომ არც თუ ისეთი საშინელება იყო მისი არსებობა . დღეები მიყვებოდა ერთმანეთს და უფრო უმძაფრდებოდა მისი ნახვის დ ამასთან ლაპარაკის სურვილი მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო ძნელი ხდებოდა იმ ნაბიჯის გადადგმა რომელზეც ბევრს ფიქრობდა . - კატო სად ხარ გამოგივლი. - ნინისთან ვარ დუდუ , აქ მოდი და ჩამოვალ 15 წუთში დუდუ ნინის კორპუსთან იდგა როგორც ყოველთვის და უბანში ბიჭებს ელაპარაკებოდა სანამ კატო ჩავიდოდა. - დიდხანს გალოდინე? -არა პატარა ეხლა მოვედი - 2 საათიც რომ გალოდინო არასდროს მისაყვედურებ მაინც ხო? - კატო ორი საათი კი არა უკვე მგონი 2 წელია გელოდები , -ნუ აზვიადებ არააა ორი წელი -აღარც არაფერი დარჩა , როდის გადმოსახლდები ჩემთან? ბაბუცა კარგადაა , დედაშენსაც შეურიგდი , არააა ისევ იჩხუბეთ? კატო კაი რაა -აუ დუდუ ნერვებს მიშლის და რა ვქნა . დაიკიდე გადამიარა უკვე რომ მივალ შევურიგდები -არსადაც არ მიხვალ, -ჰა? -გიტაცებ - დუდუ - რა იყო -ნუ მეღადავები რაა -არ გეღადავები -კაი -რა კაი -კაი - არ იწივლებ? -და რატო უნდა ვიწივლო -ეხლა მივხვდი რომ ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა. - გაგეკეთებინა მერე ვინ გაგიწია წინააღმდეგობა - მე გაჩვენებ შენ მიგიყვანო სახლში - წამოდი ჯერ ჩემებს ვუთხრათ , ჩემი ნივთები წავიღოთ ასე ხო არ გადმოვალ. ბაბუცა და დედაც სახლში არიან ბარემ ორივეს დაველაპარკოთ. -ეხლა? -ხო დუდუ აბა ბავშვებს რო გავაჩენ მერე ხო არ ვეტყვით. -ეგ უკეთესი იქნებოდა მაგრამ არაუშავს . -აი ამხელა კაცი ხარ და დედაჩემისთვის იმის თქმა გერიდება რომ ცოლად უნდა მომიყვანო ? -ეეე ეგეთი ადვილი არ არის რაა რო იცოდე შენ რას გაიგებ გოგო ხარ . - სამაგიეროთ გოგოებს პირველი ღამის ეშინიათ ხოლმე -ხო და შენ ეგეც კი არ შეგაშინებს . -ხო მეათასეა თუ მერამდენე ღამე არ დამითვლია ვერ შემაშინებს ეგ მართალია - აჰა მოვედით . - მოიცა თუ გინდა ჯერ ამოისუნთქე მე სამამდე დავითვლი და მერე შევიდეთ. კატო კართან იდგა უკვე და დუდუს ნერვებზე თამაშს მაინც არ ანებებდა თავს . -მოგხვდება -კარგი ხო ვაღებ კარს . - დედაააააააა , მოვედი ! მოვედი და თან ახალი ამბავი მოვიტანე . ვაა ბაბუც შენც აქ ხარ ? მოდი დუდუ . -გამარჯობა , დუდუმ ძლივს ამოთქვა - გაგიმარჯოს სიძე , ბაბუცა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა . -მოდი შვილო დაჯექი , - დედა , ძმაო მოკლედ ერთი ახალი და კარგი ამბის სათქმელად მოვედი , - რა იყო ფეხმძიმედ ხარ ? ბაბუცამ ხუმრობა გადაწყვიტა მარა მერე თვითონვე არ მოეწონა თავისი ხუმრობა და ისეთი სახე მიიღო თითქოს სხვას ეთქვა ს და არა თვითონ. -გიორგი ! მაშინვე მიიღო დედასგან . - ხო კაი რა ხდება . - ვთხოვდები -რააააა ? ერთიანად წამოიძახეს ბაბუცამ და დედამისმა , მერე ერთმანეთს გადახედეს , მიხვდნენ რომ აზრიც არ ჰქონდა კითხვებს და ახსნა-განმარტებებს. - ასე მალე? - კარგით რა რაღა მალეა ისედაც ძაან გაგვიგრძელდა. დუდუმ მაშინვე მტკიცე ფასუხი გასცა სიდედრის შეკითხვას. - გილოცავთ შვილო, რაღა ვთქვა , მთავარია გიყვართ ერთმანეთი და ბედნიერები ხართ . -მადლობა დედიკო - დედა შენ ყურები დახუჭე. იცოდე რო აწყენინო ბ ********************* ვიყო თუ არ დაგბრიდო . ბაბუცა რის ბაბუცა იქნებოდა ეს რომ არ ეთქვა , დუდუს ხელი ჩამოართვა მერე მადლობაც გადაუხადა რომ კატო მოაშორა და მართალია თვალზე ცრემლიც ერეოდა უკვე , კატოს ჩემოდნების გატანაში დაეხმარა . დიდი ქორწილი არ გადაუხდიათ , ჯვარი დაიწერეს და მეგობრების წრეში აღნიშნეს. -ნიინი ნუ სულელობ დამელოდე მე გაგიყვან . ნინი და ნიკა როგორც ყოველთვის ჩხუბით იწყებენ დღეს და ჩხუბითვე ასრულებენ . -არ მინდა ტაქსით წავალ. -ნუ ბავშვობ გვიანია უკვე რას აიჩემე ეს წასვლა დარჩენილიყავი დუდუსთან და კატოსთან . -აუ შენ შეგითანხმო ეხლა სად დავრჩები ? აუ ფეხიიიიიი - აი სად გარბიხარ რო გარბიხარ , ან რას ჩაიცვი ეგ შპილკები - აი ცხოველი ხარ რააა, იმას კი არ მერტყვი რა კარგად გამოიყურებიო. - ვის ეპრანჭები ნეტა , ხო ხედავ კინაღამ ფეხი მოიტეხე. ნინის ისე გულით უნდოდა ეთქვა შენ გეპრანჭები მაგრამ სულ ტყუილადო , თუმცა რას იტყოდა ამიტომ სულ გაჩუმდა . - იდიოტი ხარ ნიკა დანელია, ბრმა იდიოტი . წამოდგომას შეეცადა მაგრამ ვერ ადგა ნიკამ არ დააცადა. უცბად აიყვანა ხელში და მანქანაში ჩასვა. ნინისაც ხმა არ ამოუღია ღვედი გაიკეთა და ჩუმად იჯდა , მაშინღა ამიღო ხმა რომმ მიხვდა სახლში არ მიყავდა . -სად მიდიხარ აქ არ არის ჩემი სახლი. -ვიცი შენი სახლი სადაცაა ნუ მასწავლი -ვაა იცი? გამიკვირდა -მაგით რისი თქმა გინდა -არაფრის , დაიკიდე - გამაგებინე ერთი რატო მეჩხუბები სულ ? - ვაა ეგ მაინც შეამჩნიე? გამიკვირდა საერთოდ თუ შემამჩნიე -რა სისულელეს ამბობ -ხო რა იყო რა არ მოგეწონა? -მე ვერ გამჩნევ შენ ? - ხო შენ მე ! წამოიყვირა ნინიმ , მერე მიხვდა და ენაზე იკბინა . ან რა აზრი ჰქონდა ! - რა სულელი ხარ გოგო , გგონია ვერ გამჩნევ ? - რა მნიშვნელობა აქვს , სისულელეზე ვლაპარაკობთ. -რა არის სისულელე -წინ იყურე რულთან ზიხარ . -მიპასუხე , გგონია რომ ვერ გამჩნევ? რატო გაჩუმდი მიპასუხე -იმ წეროს ხო ამჩნევ რაც მთავარია. - რომელ წეროს -მთელი საღამო ზედ რომ გეჯდა. - ანკააა წერო? -არ ვიცი რა ქვია , ეტყობა ბევრი გყავს ეგეთი , ისე გაგიჭირდა მიხვედრა რომელზე ვამბობდი - ეჭვიანობ ? - ნუ სულელობ რააა -ეჭვიანობ ? - და რატო უნდა ვიეჭვიანო -ნინი ეჭვიანობ -რატო უნდა ვეჭვიანობდე შენ გიჟი ხო არ ხარ -მეც ეგ მაინტერესებს რატო ეჭვიანობ - არ ვეჭვიანობ -ეჭვიანობ -არა -კი როგორ არა -არა -კი -ხო ვეჭვიანობ მერე? - და რატო ეჭვიანობ ? -შენი აზრით იდიოტო , რატო ეჭვიანობენ ხოლმე ნიკამ მანქანა გადააჩერა და ნინი თავისკენ მისწია. -მოდი აქ შე სულელო - არ მოვალ -მოხვალ როგორ არ მოხვალ. შენ პროსტა წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ ! ნინი გაიტრუნა , მერე ცხვირი ნიკას კისერში ჩამალა და მოშორებას არც აპირებდა. -ნინი -ჰო -შემომხედე -არა - კაი რაა -არა -ნინიმეთქი ამოწიე ერთ წუთს თავი და მერე თუ გინდა მთელი ცხოვრება ეგრე იყავი -ოოო არა რაა - კაი რაა , ეხლა რაღა მოხდა -მცხვენია -შენ გრცხვენია? ნიკას სიცილი აუტყდა . -ნუ იცინი საზიზღარო. -კაი ხოო , რისი გრცხვენია რაღაცას გეტყვი და მერე ისევ ეგრე იყავი თუ გინდა. ნინიმ ნელა ამოწია თავი და ნიკას შეეჩეხა თვალებში . -ეხლა უნდა გაკოცო და კივილი არ დაიწყო. ნინის ყვირილი და ლანდძღვა რომ ვერ გაიგო აკოცა და ამდენი ხნის ნატვრაც აიხდინა. რომ არაფერი ვთქვათ ნინიზე , რამდენჯერ დასიზმრებია როგორ კოცნიდა ნიკა, მერე თვითონვე ცხვენოდა თავისი სიზმრების და ის ღამე თეთრად ათენდებოდა. -ნინი -გაჩუმდი ცოტახანს და ჩამეხუტე -მოიცა მოდი აქ -როგორ ატარებ -შენ დაჯექი რულს მე მივხედავ გემრიელად მოთავსდა ნინი ნიკას კალთაში და ცხვირი ისევ იქ დააბრუნა . - მეც მიყვარხარ . ნიკამ მაშინვე მოატრიალა მანქანა და სოფლისკენ წავიდა . -სად მივდივართ? -მენდობი? -ხო -ხოდა მაშინ ნუღარ მკითხავ -კარგი. მთელი გზა ხმა არ ამოუღია ნინის , გამოიძინა კიდეც . ნიკასაც მეტი არც არაფერი უნდოდა ნინისთან ერთად იქ მიდიოდა საიდანაც მათთვის ახალი ცხოვრება უნდა დაწყებულიყო. კიდევ ერთი ახალი ამბავი გავარდა თბილისში , ვისთვის კარგი და ვისთვის ცუდი , ვისთვის ახალი იყო და ვისთვის უკვე მოძველებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.