სამიზნე (16 თავი)
-დილა მშვიდობის, ყოფილო თანამშრომელო_ირონიულმა ჩაცინებამ გამოაფხიზლა ნანო და უკვე მერამდენედ ინატრა სიკვდილი. -სწორია, დაითვალე რამდენი მშვიდობიანი დილა გექნება, არც ისე ბევრი დაგრჩა_ნუნებიდან წამოსული სისხლი გადმოაფურთხა ნანომ. -გაგახარებ და გეტყვი, შენი ბიჭი გეძებს_ნანოს გახარებულ სახეზე გაეცინა და ყბა მოიქექა გენერალმა -შეგიყვარდა? არასწორი კაცი აარჩიე_თავი გადააქნია და წინ დაუჯდა. -დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია. -ნაბი*ვარო_სკამზე აცქმუტდა ნანო. -ზედმეტად მომიახლოვდა და შენ გამოგიყენებ უკან, არ ინერვიულო ზემოთ იმედია ერთად იქნებით, ნუ თუ შენ ჯოჯოხეთში არ მოხვდი_ისევ სიცილს აგრძელებდა გიორგი. -ამას განანებ, გეფიცები განანებ. -კარგი, გვეყოს ზედმეტი ლაპარაკი, აბა? არც დღეს მეტყვი რა იციან? -წადი შენი ..... -არასწორი პასუხია_უკან მდგომ ბიჭებს გადახედა გენერალმა და მალევე იგრძნო ნანომ დარტყმები მთელ სხეულზე. მთელი ძალით ცდილობდა შეკავებას, მაგრამ რამდენჯერმე მაინც წამოაკვნესა ტკივილმა, არაფერს ერიდებოდნენ, ყველგან ურტყამდნენ სადაც ფეხი მიუწვდებოდათ, ბოლოს კი როგორც იქნა გონებაც დაკარგა და შანსი მიეცი ტკივილისგან ცოტა ხნით დაესვენა. -გეოფათ, ასე მოკლავთ, ჯერ მისი სიკვდილი არ მაწყობს, უნდა ვიცოდე რისგან დავიცვა თავი. -მაგრამ ის არაფერს ამბობს გენერალო. -მაშინ ტაქტიკა უნდა შევცვალოთ. -ქლიბზე რას იტყვით? -ყოჩაღ, ეგ არ გამხსენებია, ბევრი ადამიანი არ არსებობს ქლიბისთვის გაეძლოს, ეგრე ვქნათ_თავი დაუქნია გენერალმა და სარდაფი დატოვა. -გვეტყვის ვითომ რამეს?_გათიშულ ნარკო მოვაჭრეს დახედა ნათიამ. -სხვა გზა არ ექნება_ავად გამოსცრა ანდრიამ და გარეთ გავიდა. ტყის გრილ ნიავს მიუშვირა სახე და წამით დაწყნარება სცადა. მიუსწრებს კი ცოცხალს? იქნებ უკვე მოკლა გენერალმა? დარწმუნებული იყო მის სიტყვებს არაფრად ჩააგდებდა გიორგი, მას ხომ არაფრის ეშინოდა, მითუმეტეს ანდრიასი არ შეეშინდებოდა, ნანომ კი ბევრი იცოდა და საფრთხეს უქმნიდა, იქნებ მიესწრო? იმედი ხომ ბოლოს კვდება? თუმცა არამგონია ეს ფრაზა ამ შემთხვევისთვისაც ოფილიყო შესაფერისი. იქვე ვედროთი დადებულ წყალს სტაცა ხელი და ოთახში შებრუნდა, კაცს თავზე გადაავლო და გამოფხიზლება აიძულა. -რა ჯანდაბაა_დაბაწრულ ხელებს დაუწყო ჯაჯგური ტყვემ, მაგრამ მალევე მიხვდა რაც ხდებოდა და გაჩერდა. -ტყუილად იწვალეთ, წამალს თან არ ვატარებ ხოლმე_ამაყად გაიჯგიმა და სკამზე შესწორდა. -აქამდე არ ვიცოდი ნარკომანს თუ ვგავდი_წინ დადგმულ სკამზე დაჯდა ანდრია და პირდაპირ თვალებში შეხედა კაცს -ვინ გამარაგებს? -ცდები თუ გგონია რამეს გეტყვი_ხმამაღლა ჩაეცინა ტყვეს. -ცდები თუ გგონია, რომ არაფერს მეტყვი_თვალი ჩაუკრა პოლკოვნიკმა და სკამიდან წამოდგა. -ყიფშიძე, შენია_და დახუჭული თვალებით დატოვა ოთახი. -შენთვითონ მაიძულე ეს მექნა ჩემო ნანო_დამწუხრებული სახით ჩამოუჯდა გენერალი. -რას აპირებ?_შიში გაუკრთა გოგოს თვალებში. -ქლიბის მეთოდი გაგიგია ალბათ, ამბობენ ქალი ყველაზე ძლიერი არსებააო, ამ ტკივილის გაძლება კაცებსაც კი საოცრად უჭირთ, ვნახოთ ქალი როგორ აიტანს. აბა, რომელი ფრჩხილი გეზედმეტება პირველი ჯერისთვის? -ნაბი*ვარო_თვალები გაუდიდდა ნანოს და მოახლოებულ ბიჭებზე ცრემლებიც გადმოუგორდა თვალებიდან -არ გინდა გიორგი. -მითხარი რა იციან. -მე არაფერი მომიყოლია, გეფიცები არ მომიყოლია, მხოლოდ გაბრიელმა მისი ისტორია. -დაიჯერეს? ანუ ახლა ერთად ხართ ჩემს წინააღმდეგ? -არა, არ დაიჯერა, ბრმად გენდობოდა._თვალები დაახამხამა უცებ ნანომ და წარბ შეუხრელად იცრუა. -ნეტა რატომ არ მჯერა_ამოიოხრა კაცმა -მოდი ბიჭებო, საჩვენებელი თითის ფრჩხილი მოვიშოროთ. -არ გინდა_სიმწრის ცრემლები გამოყარა ნანომ. -იცი ამ დროს რა ხდება? _მიახლოებულმა ბიჭმა ქლიბი დაანახა. -ფრჩხილის ქვეშ ხორცი ყველაზე მგრძნობიარეა, ეს ქლიბის წვერი კი მიახლოებისთანავე გაიძულებს კივილით გამოხატო ყველა შეგრძნობილი ტკივილი, მე კი მიახლოებას არ დავჯერდები და ფრჩხილის ბოლომდე ჩავიტან, კაცები ამ დროს ხშირად გონებას კარგავენ ხოლმე, ვაღიარებ ქალს პირველად ვუკეთებ და მაინტერესებს კიდევაც რა მოხდება._ფრჩხილის ქვეშ მიადო ქლიბის წვერი. -ღმერთო დამეხმარე_თვალები დახუჭა ნანომ და უკვე უზღვავი რაოდენობით წამოსული ცრემლები ვეღარ შეაკავა. ტკივილის მოლოდინში წარბები შეჭმუხნა და გაისმა კიდევაც მთელ ტერიტორიაზე ქალის განწირული კივილი. -როგორ მომნატრებიხარ_ძლივს მოწყდა ცოლის ტუჩებს გაბრიელი. -რა დროს ეგაა, ვკვდები რომ მახსენდება ნანო სადაც არის, ტყვეობას დამატებული წამება არვიცი ვეღარც წარმომიდგენია_სახეზე ხელები აიფარა ელენემ და იგრძნო როგორ მოეხვია გაბრიელი. -მაპატიე, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ჩემ გამო რამდენი რამის გადატანა მოგიხდა, მაპატიე. -გაჩუმდი, არც კი გაბედო, რას ქვია გაპატიო, შენ ჩემი ქმარი ხარ გაბრიელ, შენს გამო ყველაფერს ავიტან, მთავარია ჩვენი შვილებიც კარგად იყვნენ, ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ_სახეზე მოეფერა ცოლის ხელები. -ასეთი იდეალური როგორ ხარ_მოწყვეტით აკოცა ტუჩებში და ჩაეხუტა. -მიყვარხარ და იმიტომ. -მთელი ჩემი ცხოვრება ხარ_თვალებში ჩახედა გაბრიელმა და ბედნიერებისგან გაცრა ცოლის სუფთა თვალებზე. -გაბრიელ_ქოხიდან გაისმა ყიფშიძის ხმა -დამეხმარები? ჩემზე ნაკლები არ გექნება ნანახი და გამოცდილი. -მოვდივარ_ღიმილით აკოცა ცოლს და მოშორებით დაცდა ურჩია. -არ ლაპარაკობს?_კარი შეაღო გაბრიელმა. -არაო_დანით ხელში გამოხედა ყიფშიძემ. -ცოტა ხნით მარტო დაგვტოვეთ_ავად გაეღიმა გაბრიელს და ბიჭებიც მაშინვე გალაგდნენ ოთახიდან. აი ახლა კი ნათლად ჩანდა ტყვეს თვალებში შიში და გადარჩენის სურვილი. -იცი, ორი დღეა რაც ავღანეთიდან დავბრუნდი, საერთო ჯამში 6 წელი მომიწია იქ ცხოვრება, რამდენიმე თვე ომშიც მომიწია წინა ხაზზე ბრძოლა და გადავრჩი. ახლა აქ ვარ და უამრავ მტერს ვაპირებ სამაგიერო გადავუხადო. ალბათ წარმოგიდგენია რამდენი რამ მაქვს ნანახი და როგორ არ იმოქმედებს ჩემზე შენი საცოდავი წივილ-კივილი რომ გავჩერდე და ომ გტკივა. მოდი ერთმანეთს დავეხმაროთ, შენ ტუილა არ მაწვალებ, წამებას აირიდებ და სამაგიეროდ იმის სახელს მეტყვი ვინც გამარაგებს, წვრილი ლიფსიტები არ მაინტერესებს, მთავარი მინდა. -რამაზ ცერცვაძე_სიტყვის დასრულება არ აცადა კაცმა წამში გათქვა გენერლის ცოლის ბიძა. -ეგ ისედაც ვიცოდი, მე გენერალი უფრო მაინტერესებს, გიორგი არაბიძე. -ეგ არ ვიცი ვინაა, გეფიცები არ ვიცი, მხოლოდ რამაზის ვიცნობ, ქსელს ის აკონტროლებს. -საიდან შემოაქვთ ან ვის შემოაქვს. -ეგ არ ვიცი, ძმაკაცი არ ვარ ყველაფერი ჩამიკაკლოს, იქ კითხვას არავინ სვამს, ქსელში დიდი ფული ტრიალებს, მოგვაქ ვყიდით მაყუთს ვაბარებთ, მორჩა. -კარგი, ახლა კი ის ადგილები ჩამომითვალე სადაც სავარაუდოდ ვინმეს დამალვა ან წამება იქნება შესაძლებელი. -მე რომელიც ვიცი მასეთი სამია, ერთხელ ფულის დამალვა ვცადე და მეც აღმოვჩნდი ერთ-ერთში, რამაზი იმ ადგილს როგორც პატარა საწარმოს ისე ასაღებს, მაგრამ სინამდვილეში დიდ სარდაფში ნარკოტიკის დაფასოება ხდება. -სამივე მისამართი მინდა_მკაცრად ამოილაპარაკა გაბრიელმა და თთი დაუქნია -მოტყუება არც გაბედო. რამდენიმე წუთში გარეთ გავიდა და მოახლოებულ ბიჭებს ფურცელი აუფრიალა. -ანდრია, სამი მისამართი გვაქვს. -ელენე, შეგიძლია ნახო გენერლის მობილური რომელისმესთან თუ დაფიქსირდა ახლოს ბოლო ორ დღეში? -თუ მობილურზე ჯიპიესი ჩართული აქვს რასაკვირველია. -აქვს, ვიცი რომ აქვს, ამიტომ ჩვენ მანქანაში და შენ მისამართი გაგვაგებინე. -ახლავე_მაშინვე გადაშალა გოგომ კომპიუტერი და სწრაფად აათამაშა თითები კლავიატურაზე. უკვე ცენტრალურ გზაზე გადიოდნენ გაბრიელის ტელეფონი რომ ამღერდა და მანაც სასწრაფოდ გახსნა შეტყობინება. -მისამართი გვაქვს_ანდრიას დაანახა ტელეფონის ეკრანი და მანაც მაშინვე მიაჭირა გაზის პედალს ფეხი. მიუსწრებდა, აუცილებლად უნდა მიუსწროს, სხვაგვარად არ შეიძლება, ნანოს გარეშე არ შეიძლება. ამ ფიქრებით დამძიმებული მიაქროლებდა მანქანას უკვე საყვარელი ქალის გადასარჩენად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.