შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 8)


13-11-2018, 18:43
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 171

ტექსტის საუნდრეკი: MIIA - Dynasty


-------
ნისლისფერი ბურუსი შემოეხვია გარემოს. შუაღამე კარგა ხნის გადასულიყო. მეწამული ფერი ედო ღრუბლებს. სასახლე ინელებდა ახლად გადახდილ დღესასწაულს. დიდებულ, მოჩუქურთმებულ, ფერებად დაღვრილ დარბაზს უჩუმრად აწესრიგებდნენ მონები. ხარჭები სიფრიფანა, აბრეშუმის კაბებით მიყრდნობოდნენ ცივ ფილებს, ერთ მწკრივად და შეჰყურებდნენ ჰანუმს.
არა იშურებდა კომპლიმენტებსა და საყვედურებს აღტკინებული, ოდნავ შიშ-შეპარული გოგონებისთვის ჰანუმი და ძაძებში გახვეულ სხეულს მოუქნელად დაასრიალებდა მათ წინ. ელისაბეტი არ უსმენდა. მისი გონება ახლა სხვა მოვლენებს დასტრიალებდა თავს და შეწითლებულ ტუჩის კუთხეებს მალულად სტეხდა. არ შეუმჩნევია ბოროტული, შურით სავსე მზერა ხარჭებისაგან და რომც შეემჩნია არ ადარდებდა. ეს გოგონები, რომელთაც ძლიერ უხაროდათ არისტოკრატთა წრის მამაკაცების, ცხოველური ჟინით შეპყრობილი კაცუნების ოდნავი ყურადღებაც კი მისთვის არას წარმოადგენდნენ რა. ისინი ყიდდნენ სხეულს, უფლისწულის, მეფის, დედოფლის სახელით. სასახლის სახელით. ფუფუნებისათვის ყველაზე საშინელს სჩადიოდნენ.
გვიან გაუშვა დარიგებული გოგონები ჰანუმმა და ელისაბეტიც თავაწეული მიჰყვა ხარჭების ნაკადს. მათ ოთახებს ჩაუარა და საკუთარში შეიჭრა. ემოციებისაგან ერთიანად აფორიაქებულმა დარაბები შეხსნა და სურნელოვანი სანთლით გაანათა ოთახი. ერთ ადგილს ვერ ისვენებდა, გამუცმებით აქეთ-იქით დადიოდა ოთახში. იხსენებდა ყველაფერს და წამიერი აღტაცება ხან ბრაზით, ხან ზიზღით, ხანაც ღიმილით ეცვლებოდა.
დედოფალი. შედგა მისი თვალების გახსენებაზე გოგო და სპაზმებივით დაუარა ყელში სიძლვილის და შიშის ნაკადმა. თითქოს იხრჩობოდა, ჩასუნთქვა ვეღარ შესძლო და მივარდა ფანჯარას და ღრმად შეისუნთქა გარედან მომავალი ცივი ნაკადი.
სიცარიელე, წყვდიადი. სწორედ ეს დაინახა მის თვალებში და სწორედ მაშინ გაანალიზა დედოფლის სულის რეალური სიმძიმე. თვალთ დაუბნელდა. ზიზღი ახრჩობდა მის მიმართ. ნუთუ ადამიანს ჰყოფნიდა ძალა ყოფილიყო ასეთი შავ-ბნელი? საზარელი მოგონებები ამოუტივტივდა თავში და საწოლზე გაწვა. ნება მისცა წარსულს გადმოღვრილიყო მის თვალწინ.
წლების წინ, როდესაც ელისაბეტი ჯერ კიდევ თოთხმეტი ზამთრის შვილი იყო და მის სახლში გამუდმებული მხიარულება სუფევდა, მაშინ, როდესაც ისკანდერი მისთვის ხატივით იყო და მარადჟამ მასზე ფიქრში ათენებდა და აღამდებდა, მაშინ, როდესაც ყველაზე ბედნიერი ადამიანი ეგონა საკუთარი თავი... სწორედ მაშინ დაეწია ბედის ვაება და საზარელი კლანჭები ჩაავლო. სწორედ მაშინ, როდესაც დაუშვა, რომ მისი ცხოვრება უბედურებისგან შორს იყო, მაშინ წამოეწია ბოროტი დროება და თითოეული კმა-ყოფაში, ბედნიერებაში გატარებული დღე სისხლად, ცრემლებად და სიკვდილად ანთხევინა.
თვალებში ცრემლები გაუკიაფდა გოგოს მაშინდელი საკუთარი თავის წარმოდგენისას. ხელები თავზე იტაცა და ერთობ მოკუნტული მიესვენა სარეცელზე. ნუთუ, სძალმიძდა მის გვერდით ცხოვრება ვინც ცხოვრება დაუნგრია, ვინც ყველა ხატი და ყველა წმინდა დაუმსხვრია, ვინც სული ამოგლიჯა და წაიღო?... ერთ ჭერ ქვეშ, საზიარო ჰაერითა და ცით ცხოვრება? გულს ურევდა ამ ყოველივეზე ფიქრი.
წამოდგა, უჩუმრად გაიარა დერეფნები აბრეშუმის ქსოვილის ფრიალით და ნაცნობ ტერასას მიადგა. ამჯერად არ იყო ეულად. სილუეტად აღმართული უფლისწული, ლაბადაშესხმული ბეჭებით მიჰყრდნობოდა სასახლის ცივ ფილებს და გაჰყურებდა სიმშვიდეში ჩაძირულ მიდამოს. მიდამოს რომელსაც ეძინა, ეძინა საშინელის მოლოდინში.
-მეგონა ჰანუმთან დაგტოვე. -სხვათაშორის აღნიშნა უფლისწულმა და გოგოს მიანათა თვალები.
-ვიხრჩობი. -მხოლოდ ეს თქვა გოგომ და გვერდი დაუმშვენა მეფის ვაჟს. ოდნავ გააკანკალა. სიცივემ შთანთქა მისი სხეული.
-ცუდად ხარ? -წამოენთო უფლისწული და მხრებში ჩააფრინდა გოგოს. თავი ააწევინა და სახეზე დაუწყო თვალიერება. დაასრიალებდა მზერას მის უთქმელ სილამაზეზე და გული უტოკდებოდა. უყვარდა, როგორ უყვარდა...
-ჰო, -კოშკებს ჩააჩერდა გოგო. მის სიშავეში აღმართულ კოშკებს. -ცუადა ვარ!... ვიხრჩობი ამ სასახლეში, სუნთქვა არ მძალმიძს. ასე მგონია ყოველ დღე, ყოველ წამ სასუნთქ ჰაერს მიკეტავენ! მძულს ეს შეგრძნება, მძულს!...
-ელისაბეტ! -შიშისფერმა გაჰკრა აჰმედის თვალებში და გოგოს ხელი ძლიერად მოჰხვია მხარ-ბეჭზე. მთელი სიფრთხილთ ჩააჩერდა ოკეანის აღელვებულ თვალებში და ბაგე შეხსნა. -მითხარი ყოველივე, გთხოვ გამანდე შენი საიდუმლო და დაისვენე! -ვედრება გაკრთა უფლისწულის ხმაში და უცხო ნოტების დაჭერისას თვალები ინტერესით ჭყიტა გოგომ. ტალღებათ დაუარა მისმა სანატრელმა ბგერებმა სხეულში.
-არა!... -გადაჭრით უპასუხა გოგომ და თავი მისი მარწუხებისგან გაინთავისუფლა. პირი იბრუნა უფლისწულმა, იწყინა გოგოს პასუხი და კვლავ შავ დროებას გადააცქერდა.
-ნუთუ არ გინდა, დაისვენო? მიეცი შენს სულს უფლება, ჩემს ხელებში განთავისუფლდეს!... -ჩაიჩურჩულა ვაჟმა.
-შენ თუ გაგანდე აჰმედ, შენ თუ გაგანდე, შემდეგ რა დამრჩება მე?... შენ ზურგს მაქცევ, ვინაიდან უძლურია ადამიანი ოჯახის წინაშე. მით ყოვლისა უფლისწული!... შენი მოვალეობები გაიძულებენ ყოველივეს და მე რა დამრჩება აჰმედ? მე თუ შენ ჩემი საიდუმლო გაგანდე, ჩემი სული შენს ხელში აღმოჩნდება, შიშველი და დაჭრილი, შენი უარყოფა კი მას გაანადგურებს. -მტკიცე ხმით განუცხადა გოგომ და მისკენ შებრუნდა, თვალებით მისი კოშკები იპოვა და მიაპყრო ყველაზე გულწრფელი მზერა, რაც კი ამ დროის მანძილზე უფლისწულს უხილავს. -მინდა გიყვარდე... მინდა მაგრძნობინებდე, რომ გიყვარვარ. მინდა მეც შეგიყვარო. თუმცა შეუძლებელია გასაქანი მივცეთ ჩვენს გრძნობებს, რადგან მე მხოლოდ ერთადერთი მისია მაკისრია ცხოვრებაში, მისი შესრულების შემდეგ კი, უნდა გავფრინდე...
-სად გძალმიძს გაფრენა? -შეესიტყვა უფლისწული, ინტიმური გარემოებითა და გოგოს გულახდილობით გაბრუებული.
-შორს, იქ სადაც საკუთარი სულის სიმძიმეს ნათლად შევიგრძნობ. -მწარედ გაეღიმა გოგოს.
უფლისწული ზევიდან დაჰყურებდა, მთასავით აღმართულიყო უცხომიწელის წინ და ვერ აშორებდა მზერას. მზერას, რომელიც სავსე იყო ცეცხლის ალებით, მწველი მზითა და მაინც გაუვალი კოშკებით. სურდა, ძლიერ სურდა ელისაბეტს მის კოშკში შესვლა სდომოდა, თუმცა, რაოდენ ძლიერიც იყო ტიტულით, იმოდენ უძლური იყო გრძნობებით გოგოს წინაშე. ენა გადაისვა ბაგეზე და მზერა აარიდა გოგოს. უხვი იყო წყენა მის თვალებში და არ სურდა ენახა მის უცხომიწელს. არ სურდა დაენახებინა, რაოდენ დიდი გავლენა ჰქონდა მის სიტყვებს. როგორ სერავდა და ანაწევრებდა ფოლადის მახვილივით აღმართული სიტყვები მისი.
-მე შენ ვერ დაგამძიმებ აჰმედ, ეს არასწორია. -თავისთვის ჩაილაპარაკა გოგომ. უფლისწულმა პირი იბრუნა გოგოსკენ და წვერ-ულვაშით შემოსილი სახე გაკვირვებით მოცრიცა.
-მე მინდა, მინდა, რომ შენი ნაწილი გავხდე. მინდა მამძიმებდე, მიუხედავად იმისა, რომ ბუმბულივით მსუბუქია ყოფა შენი!... -ხმა გაუმკაცრდა მას.
-ეს არასწორია! -გაიმეორა გოგომ მრისხანებით. იმოდენ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, თითოეულის სხეულიდან წამოსული მწველი სითბო ერწყმოდა ერთურთს. შეაჟრჟოლა მწველი სიამოვნებისაგან გოგოს და ნაბიჯის გადადგმა სცადა მისგან შორს. სიამოვნებისაგან შორს. უფლისწულმა წელზე მოჰხვია ხელები და გოგო მიიზიდა მთელი ძალით.
-მე გითხარი ელისაბეტ, გითხარი, რომ მხოლოდ მაშინ შევძლებდი შენი გრძნობების დანახვას, როდესაც ამას შენი ნებით დამანახებდი. უარით გაგისტუმრე თხოვნისას, როდესაც გინდოდა ჩემი სიყვარული მესწავლებინა, რადგან ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა კი, შენ ოკეანისფერ თვალებში ვხედავ, ყინული ლღვება ელისაბეტ, გაზაფხული მოდის და შენც ნელ-ნელა ფერადდები. ჩემს სულში უკითხავად შემოაღწიე, მე კი შენსაში ისეთი სიფრთხილით შემოვდივარ, რადგან არ მძალმიძს გატკინო!... მინდა იცოდე, რომ მე ეს მინდა. ჩემი ნდობა შეგიძლია ელისაბეტ, ჩემი ნდობა შეგიძლია!...
მეტი ვეღარ გაუძლო გოგომ. მამაკაცის ძლიერ მკლავებში ახლართული სხეული მოადუნა და მთელი სიცხადით შეაწება საკუთარი ტუჩები უფლისწულისას. მწველი ტალღები გავრცელდა მის სხეულში, ფეხის თითებიდან იწყეს სვლა, მუხლისთავიდან მუცელში დაგუბდნენ, მუცლიდან მკერდში და საბოლოოდ ტუჩებამდე ამოაღწიეს. სიამოვნების ამოძახილი დასცდა მის ბაგეებს, როდესაც მეფის ვაჟმაც კოცნითვე უპასუხა.
ორი სული ერთურთს შეერწყა. მძინარე, სიშავეში ჩაკარგულ ბუნებას ოხვრამ გადაუარა, თუმცა არა ადარდებდა უცხო მიწელს, მის სხეულში ადუღებულ სისხლზე და უწონობის საოცარ შეგრძნებას მიენდო. მკლავები შემოჰხვია უფლისწულს კისერზე და მისი მძიმე ტორების თმაზე შეხებაც იგრძნო. გააჟრიალა, ერთიანად დაიღვარა მისი სხეული სიამოვნებად, როდესაც მეფის ვაჟმა ხელები თმებიდან ზურგზე ჩაასრიალა და ზურგზე ოდნავ მტკივნეულად მოუჭირა.
ჰაერის უკმარისობამ ერთურთს დააშორა აღტკინებული სხეულები. ხელები გულთან მიიტანა ელისაბეტმა და მფეთქავი ორგანოს დარტყმებს მიაყურადა, ისე საოცრად, ისე დიდებულად ჟღერდა ყოველივე ეს, მელოდია მოაგონდა გოგოს და გაიღიმა, მელოდია, რომელიც წვეულების შემდეგ აჰმედზე მიხუტებულმა აღმოაჩინა.
უფლისწულს გახედა, რას გრძნობდა იგი?... მისი კოშკები ელავდნენ, ელავდნენ ფერებად და საუკუნეებად. მისი კოშკები ნელ-ნელა სანთლებად იღვრებოდნენ და თუმცა, ესოდენ დიადი სამყოფელით იწონებდნენ თავს. უფლისწულის თვალებში ელისაბეტის ხატება მოჩანდა და გოგოს საკუთარი თავის დანახვისას, სიყვარულით აკიაფებულ თვალებში ცრემლები მოჰგვარა ლაჟვარდიფერ თვალებში.
მეფის ვაჟი გოგოს სახეს შეაჩერდა და თვალთა ელვა ნათლად დაანახა ელისაბეტს. შემდეგ ტუჩის კუთხე ჩატეხა, სასიამოვნო ღიმილმა გაუპო სახე და სითბოდ ჩაიტალღა გოგოს სხეულში.
-მიყვარხარ ელისაბეტ, შენზე გასაოცარი მე არვინ მიხილავს... -ჩაიბუტბუტა მან და საყვარლის სხეული მიიკრა თავისაზე.



------------------
მაინც ვერ გავწირე აჰმედი და მასაც ვარგუნე თავის წილი ბედნიერება,
როგორ ფიქრობთ იმსახურებს?




№1  offline წევრი Elea_Nora

ვაიმეე ისეთი დაბნეული ვარ, რომ არ ვიცი ვფიქრობ იმსახურებს ისიც თავის წილ ბედნიერებას. ისიც კი არ ვიცი ვისთან იქნება უფრო კარგად ელისაბეტი. ძაან დამაბნიე მე შენ.

 


№2  offline მოდერი lemongiirl

Elea_Nora
ვაიმეე ისეთი დაბნეული ვარ, რომ არ ვიცი ვფიქრობ იმსახურებს ისიც თავის წილ ბედნიერებას. ისიც კი არ ვიცი ვისთან იქნება უფრო კარგად ელისაბეტი. ძაან დამაბნიე მე შენ.



დამიჯერე, მე უფრო ვიბნევი ხოლმე.
აი, რომ წერ, წერ, წერ და უცებ გამოფხიზლდები და თვალს გადაავლებ, რომ ეს რა არის მე დავწერე?
როდის დავწერე?...

რაც შეეხება ელისაბეტს, სანამ ყველა საიდუმლო არ ამოიხსნება მანამდე ვერ მივხვდრბით ვისთან უკეთ იქნება.
❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

არადა რა თბილია აჰმედი და მართლა როგორ უყვარს ელისაბედი. იმსახურებენ ჩვენი გმირები ბედნიერებას. ვფიქრობ ელისაბეტი აჰმედთან ბედნიერი იქნება, მაგრამ იმდენი ხელისშემსლელი ფაქტორებია, რომ რამდენად შძლებენ გადალახვას ეგაა საქმე. ველოდები როდის გახსნი კარტებს და გავიგებთ ელისაბეტის რეალურ ისტორიას.

 


№4  offline მოდერი lemongiirl

სტუმარი ანა-მარია
არადა რა თბილია აჰმედი და მართლა როგორ უყვარს ელისაბედი. იმსახურებენ ჩვენი გმირები ბედნიერებას. ვფიქრობ ელისაბეტი აჰმედთან ბედნიერი იქნება, მაგრამ იმდენი ხელისშემსლელი ფაქტორებია, რომ რამდენად შძლებენ გადალახვას ეგაა საქმე. ველოდები როდის გახსნი კარტებს და გავიგებთ ელისაბეტის რეალურ ისტორიას.



ვფიქრობ, მალე, ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა!❤️❤️
სულ ცოტა დრო სჭირდება ელისაბეტს ყველაფრის დასასრულებლად❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent