კონსტანტინოპოლი (თავი 6)
-ელისაბეტ!.. სამჯერ, საბედისწერო ზარივით გაისმა ხმა, ახლოვდებოდა ნელ-ნელა და ემატებოდა გოგოს ცახცახი. ეულად იდგა ზღურბლს მიღმა და გულმხრურვალედ ეძებდა სალოცავ სიტყვებს, ვერ შეძლო გახსენება. გონება დაძაბა და ბაგეები ჩუმი ჩურჩულით ააყოლა სალოცავებს. „უფალო ღმერთო ჩვენო, შემიწყალენ მე...“ მკერდზე ჩამოკონწიალებული ვერცხლის მედალიონს ჰკიდა ხელი და მთელი ძალით მოუხმო რწმენას. მის სხეულში, სულში დაბუდებულს. მასში ფესვებ გადგმულს. ტიროდა ელისაბეტი და იღვენთებოდა სასახლის კედლები. გაიხსნა ცა და ქუხილით დაეშვა მოგრძო წვიმის წვეთები მიწას. მკაცრი ზამთარი ელოდათ მარმარილოს ზღვის უბეში მყოფთ; ტიროდა ელისაბეტი, იფრქვეოდა მისი თვალებიდან კურცხლები და შეხსნილი ზეცაც გლოვობდა მასთან ერთად, უფალი დასტიროდა თავის შვილთ. -ელისაბეტ!... ღრიალი გაუფერულდა, გაფერმკრთალდა და ისე ჩამოინგრა, როგორც მყიფი თიხით ნაგები ქალაქი; ჩალით, გამხმარი ყლორტებით შეკოწიწებული, გადაწებილი, გაჩაჩანაკებული ქალაქი. ჩამოინგრა ღრიალი და მისი ნამსხვრევები მიმოიფანტა გოგოს მკერდზე, მის სულში, სხეულში. საბოლოოდ გაუჩინარდა გოროზ კედლებს შორის, შემოიარა ბნელი, ნესტიანი დერეფნები და გაუჩინარდა. ტიროდა ელისაბეტი, დასტიროდა საკუთარ უსუსურობას და უწყრებოდა გუნებაში საკუთარ თავს. ამდენი წლის შემდეგ, ამდენი დღის, ღამის, მთვარისა და მზის შემდეგ, კვლავ უკან დასდევდნენ „წარსულის დემონები“. აჩრდილებული მოგონებები. გათენებამდე საწოლზე იყო, ემბრიონის ფორმაში დაწოლილი და ტიროდა. მანამ ტიროდა სანამ ცრემლი არ შეაშრა. იფრქვეოდა მისი თვალებიდან ტკივილი, შიში, მოგონებები. იტირა ბევრი, იტირა დიდი ხანი, მანამ სანამ საბოლოოდ არ მიაღწია მზემ ცის წვერს და დიადურად არ ჩამოეკონწიალა მას. მერე ღრუბლებმა გადაფარეს მანათობელი სფერო. მეორე დღე დადგა ოქროს უბეში, ბურუსისფერი დილა გათენდა. ჭუჭყისფერი ღრუბლების საფარის ქვეშ შემალულ სითბოს წყაროს მისტიროდა სასახლე. მოჟამული იყო გარემო და ასე, გოლიათივით აღმართული დიდებული სასახლეც თავმომწონედ, საზარლად დაჰყურებდა დედაქალაქს. სიკვდილის სუნით აყროლებული სასახლე. შეაგვიანდა. სხეულს ვერ ამოძრავებდა, ისეთი დასუსტებული იყო. ამდენი ხანი ზიზღი აძლებინებდა, ახლა კი ერთიანად დაიცალა ემოციებისაგან, ცრემლებს გამოაყოლა შინაგანი ფიქრი, მალული გრძნობა. ახლა კი სუსტად გრძნობდა თავს, დამცავი ფარის გარეშე. ჰანუმმა მონები შეუგზავნა, ყველას სურდა გაეგო უფლისწულის ხარჭა რატომ იყო ჩაკეტილი ოთახში. მუნჯობდნენ მონები. ერთადერთი თვალები მოუჩანდათ, ჩამქვრალი თვალები, ფერფრად ქცეული ქალაქების ბუდე და ისიც დახრილი ქჰონდათ. შეაჟრჟოლა მათ დანახვაზე, ზე წამოიჭრა და წყლით სავსე თასი ისროლა. არცერთი გარყეულა, მხოლოდ შეხტნენ წამიერად და თვალები კვლავ დახარეს. ელისაბეტმა შეამჩნია დაკოჟრილი თითები როგორ ჩაავლო ტილოს დაკემსილ ნაჭერს ერთ-ერთმა და გული შეუქანდა. მიჩვეულები იყვნენ, მონები. ყვირილს, წამებას, გაწყრომას... მონები ხომ ამისთვის არსებობდნენ? გული შეუტოკდა. სიბრაზით აევსო თვალები და შეხსნილ კარებში გაუჩნარდა. ბრაზით სავსე მიჰქროდა დერეფნებში და ხარჭების მიერ გაყოლილ მზერას ზურგის ქარად მიაქროლებდა. მიდიოდა, თვალებ დასიებული, თმა გაწეწილი, ბაგე უფერული ასული და იმზირებოდა ისეთი მზერით, მუქარა რომ იყო უფრო. მთელ სასახლეს, რომ ემუქრებოდა. გაუცნობიერებლად დაეჯახა. პირქვე დაეცა და გაუცნობიერებლად მოეჭიდა ხელით ცივ ფილებს. გაუჭირდა წონასწორობის აღდგენა. ზე წამოიჭრა. მის თავს ისკანდერი იდგა, თვალები წყრომით ავსებოდა. მის ქალაქებში შუქი ჩამქვრალიყო. -საით გაგიწევია? -საერთო ენაზე შეჰკადრა ყმაწვილმა და გვერდს ამოუდგა. -შენი ნახვა მწადდის ისკანდერ!... მერამდენე დღეა ამ სასახლეში ვათენებ, შენ კი არც ერთხელ ინებე ჩემთან მობრძანება, ნუთუ ასეთი იოლია გაექცე წარსულს?... ნუთუმ სრულიად არ ფიქრობ ჩემზე?... შენ არც კი გძალმიძს იცოდე თუ როგორ ვიტანჯები მე, შენ ასე ახლოს ხარ, ერთ სასახლეში ვცხოვრობთ, ერთ ჭერ ქვეშ გვძინავს, ვჭამთ, დავდივართ შენ კი მაინც, იმოდენ შორს ხარ ჩემგან, ამ ორი ზამთრის მანძილზე რომ არ ყოფილხარ! ნუთუ აღარ გიყვარვარ ისკანდერ? სურდა ეტირა, ძლიერ უნდოდა მისი თვალები მლაშე სითხით დაცვარულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. ალბათ, მთელი ცხოვრების სატირელი ამოიტირა წუხელ ღამით, როდესაც წარსულის მოჩვენებები გამოეცხადა. მართლა ვერ გაერკვია იმ დროს ეღვიძა თუ ეძინა, თუ ეძინა მაშასადამე კოშმარი იყო, ხოლო თუ ყოველივე ფხიზელ გონზე გამოეცხადა, მართალი ყოფილა თქმულებანი აჩრდილებზე, რომლებიც ცოდვილ სულს აროდეს ასვენებენ. ისკანდერმა თვალი ჰკიდა გოგოს არეულ პირ-სახეს, შესხნილ საკინძეს, დალოლიავებულ თმებს და გული მწარე გრძნობამ შეიპყრო. როგორ შეეძლო, მაინც ასეთი მშვენიერი მდგარიყო მის წინაშე, როგორ შეეძლო მზერით გაენადგურებიინა მისი თვითყოფა?... რა იყო მასში ისეთი, რაც გამუდმებით იზიდავდა, შუაღამის მთვარეზე მეტად. -დაფიქრდი რას ამბობ, ხომ გაგაფრთხილე!... -რა თქმა უნდა ისკანდერ, შენ მხოლოდ გაფრთხილებებით ცოცხლობ! რაც ფეხი შემოვდგი ამ სასახლეში მუქარის მეტი არა გიქნია რა! -განა ჩემგან რამეს მოელი? -ჰო, სულელი ვარ, როგორ მჯერა შენი! შენგან? -მწარე სიცილით შეხსნა ბაგენი გოგომ და ისეთი ხმა ამოუშვა, ალექსანდრეს წამიერად შეეშინდა მისი, ნაბიჯი უკუდგა და ისე შეაჩერდა გოგოს, მის წინ აღმართულს. თვალებით ნაპერწკლებს რომ ისროდა, ისეთ ნაპერწკლებს, ერთ დღეს აუცილებლად, რომ იმსხვერპლავდა ამა სასახლეს. ამა ხალხს, ამა ცხოვრებას! -ელისაბეტ! -შენ მე ისევ პატარა სულელი გოგო გგონივარ ისკანდერ!... -დასერიოზულდა დიაცი და სიმწრით გამოსცრა კბილებს შორის. -გგონია კვლავ შენს შეხებას ველი, გგონია კვლავ შენ გელი! გგონია ისევ ყველაფერს დავკარგავ შენთვის!... -ჩემთვის? ამას როგორ ამბობ, ნუთუ მე მდებ ბრალს ყოველივეში? -აღშფოთდა მთავარსარდალი და წარბები შეკრა, ხელი ქარქაშისაკენ იღო და გრძელი თითები მაშნვე მუშტად შეკრა. სიფიცხე არას არგებდა იცოდა, მაგრამ ამ პატარა გოგოს წამიერად შეეძლო მისი წყობიდან გამოყვანა. -რას ამბობთ თქვენო უმაღლესობამ, -ირონიულად დასცდათ გოგოს ბაგეებს ეს სიტყვები, -თქვენ როგორ დაგადანაშაულებთ იმაში, რაც მე გამოვიწვიე? -ელისაბეტ! შენი ბრალი არ იყო, ხომ იცი.... -სიტყვა პირზე შეეყინა როდესაც გოგომ ხელი ზე აღმართა და გამყინავი მზერით შეაჩერდა მას. -გიკრძალავ, იქაურობაზე საუბარს გიკრძალავ გესმის! -დაიღრიალა გოგომ, ხმის იოგები ჩაეწვა, ყელი გაუსაძლისად ასტკივდა. -შენ იქ არ იყავი!... შენ ჩვენ გვიღალატე, შენ ხალხს უღალატე ისკან... ალექსანდრე! -ზიზღით შეასწორა სახელი გოგომ. -დღეიდან მორჩა ჩემი გულიანობა, დღეიდან მე უფლისწულის ხარჭა ვარ, შენ კი მთავარსარდალი. დღეიდან ყველა ძაფი გაწყდა!... გაშეშებულიყო მთვარასარდალი და მაინც, მზერით სჭამდა მიმავალ გოგოს, მტკიცე ნაბიჯებით, რომ მიიწევდა წინ. არც კი შემობრუნებულა მის სანახავად. მანამ უყურა სანამ სასახლის მდორე ლაბირინთში არ გაუჩინარდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სვავები უგლეჯდნენ ტანს, თავს საშინელი ლეშივით გრძნობდა, ზამთრის ყინვაში მიგდებულს რომ დასჩხავიან სვავები. გული საშინლად ასტკივდა. გონებაში გამუდმებით მისი სიტყვები უტრიალებდა. „ყველა ძაფი გაწყდა“ უფლისწულის ოთახამდე, რომ მიაღწია მისი ბრაზი უკვე ძლიერ ბობოქრობდა. შეუძებელი იყო მშვიდად ყოფნა. აჩქარებით სუნთქავდა და ბაგეს იჭამდა ბრაზისგან. მცველებმა კარი შეუხსნეს. შიგ შეატარეს დიაცი და თავად გაბრუნდნენ. წესი იყო ასეთი, ასულისათვის შეხედვა ეკრძალებოდათ, რამე თუ დიდი იყო შიში მათი ბილწი გრძნობებისა. ოთახში შესულს ზედ დაესვენა მრავალფერი ნათება და აბრეშუმის ქსოვილზე გამოხატულ ფერებს შეაჩერდა. ტერასაზე გამავალი კარები ღია იყო და სპეტაკი თვლისფერ ფარდებს მარმარილოს ზღვისგან მოტანილი, მლაშე ნიავი არხევდა. მოფრიალე ქსოვილის უკან უფლისწულის სილუეტი მოსჩანდა. იდგა ეულად, მარტოსული და მაინც სიდიადით შეპყრობილი, რომ ასხივებდა დიდსულოვნებას, გადაჰყურებდა ოქროს უბის გულს, და უცნაური ჭინკებით ჰქონდა თვალები შეპყრობილი. მიუახლოვდა გოგო, გვერდში ამოუდგა და თავადაც გადახედა მოფუსფუსე ქალაქს. წვიმისფერ ნისლსი, რომ ჩაძირულიყო. ქალაქს, რომელიც ასე სძაგდა და რომელსაც ხშირად ხედავდა კაცთა თვალებში. ქალაქს რომელიც გახრწნილების ბუდედ მიაჩნდა მთელი ცხოვრების მანძილზე. მარმარილოს ქვით ნაგებ ქალაქს, ხალხის სიყვარულით, ბოროტებით, სიღარიბით, სიამაყით სავსე ქალაქს და შეაჟრჟოლა. -გელოდი. -მხოლოდ ეს უთხრა უფლისწულმა და ერთხელ, ურცხვად მოავლო თვალი მის გვერდში მდგომს, გოგომ არ შეიმჩნია მისი მწველი მზერა, თვალი აარიდა და შეხსნა ბაგენი. ღრმად შეისუნთქა ნესტით გაჯერებული ჰაერი. ზამთრის სუსხმოდებული ჰაერი, ფილტვებში ჩაუშვა და თითქოს წამიერად გამოფხიზლდაო. გადახედა მის გვერდით მდგომს და მხოლოდ ეს შეესიტყვა. -მინდა შენი სიყვარული მასწავლო, აჰმედ. -------------------- რას ფიქრობთ უფლისწული აჰმედის შესახებ? ტექსტის საუნდრეკი: Karmina - All The King's Horses |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.