შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" სიყვარული და შემთხვევითობა " ( დასასრული )


13-11-2018, 21:15
ავტორი Tiiikii
ნანახია 2 040

( ლიზა )
გამოღვიძება , რელობაში დაბრუნება …
მაღვიძარის ხმამ გამაღვიძა , თვალის გახელისას ვერ ვერკვეოდი რა ხდებოდა , ან სად ვიყავი .. უცნაური გრძნობა მქონდა , თითქოს სიზმარი ვნახე სადაც , მე და გიორგი ერთად ვიყავით , ყველაფერი იმდენად რეალური იყო , რომ ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს . ვფიქრობდი რას ნიშნავდა ეს სიზმარი , სიზმარში რომელშიც ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი . უცბად გამახსენდა , რომ თვითმფრინავის რეისზე მაგვიანდებოდა , ავდექი , მოვემზადე და წამოვედი ...
ჰო , მართლა .. 4 წელია იტალიაში ვარ , მას შემდეგ წამოვედი რაც სწავლა დავამთავრე და ბედის საცდელად გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა , რის შედეგადაც ახლა აქ ვარ .. ყოველთვის მინდოდა , საქართველოდან წასვლა , სხვა ადგილების ნახვა , თავგადასავლები და დამოუკიდებლად ცხოვრება .. თუმცა , იმ ადამიანების დატოვება და წამოსვლა ისეთი ადვილი არ ყოფილა , როგორსაც წარმოვიდგენდი . მათი სახეების ყურება , როგორ სწყდებათ გული , რომ ვეღარ გნახავენ რაღაც დროის განმავლობაში . ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები მაცილებდნენ და გზას მილოცავდნენ . ყველაზე მეტად იმაზე მწყდებოდა გული , რომ ჩემს ძამიკოს ვეღარ ვნახავდი , ვეღარ ჩავეხუტებოდი , ვაკოცებდი და მის სუნს ვერ შევიგრძნობდი , რადგან მოგეხსენებათ , ის ჩემთვის შვილივითაა და ყველაფერს გავაკეთებ მისთვის . ასევე ვუყურებდი დედას , რომელიც თვალ - ცრემლიანი მემშვიდობებოდა და მეუბნებოდა : „თავს გაუფრთხილდი შვილო , მიყვარხარ“.. იმის მიუხედავად , რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი არ შემეძლო , ამ დროს მისთვის გულგრილად შემეხედა და ჩახუტების გარეშე წამოვსულიყავი , რადგან ვიცოდი ასე უფრო მეტკინებოდა გული , ვიცოდი მას ეტკინებოდა , რადგან მომავალი 4 წელი , ვეღარ მნახავდა , რაც დედისთვის ყველაზე რთულია . ჩემი დაქალები , ერთმანეთის მიყოლებით ძლიერად მეხუტებოდნენ , ზოგიერთ მათგანს ცრემლები მოსდიოდა . მახსოვს , მარია ჩამეხუტა და მითხრა : „ყველაზე მეტად მიყვარხარ და მომენატრები , ეცადე არ დამივიწყო და , ბედნიერი იყო“ ... რეგისტრაცია გავიარე და თვითმფრინავში ასვლისას უკან მოვიხედე , წამიერად კი გიორგის მოვკარი თვალი , დავინახე რომ ერთ ადგილას იყო გაყინული , თითქოს მოძრაობის უნარი დაკარგული ჰქონდა , უბრალოდ მიყურებდა , შემდეგ კი გაბრუნდა .
4 წლის განმავლობაში საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა , ყველაზე მეტად გამიჭირდა და თითოეული მათგანი მენატრებოდა , ჩემი და ჩემი დაქალების სიგიჟეები , ღადაობები , მოწყენილი საუბრები , რჩევები ... რა თქმა უნდა , ყოველ საღამოს ველაპარაკებოდი მათ და ყველაფერს ვიხსენებდით , თუმცა არ მყოფნიდა ..
ვსწავლობდი , ვმუშაობდი , მეგობრები გავიჩინე , თუმცა ამ წლების განმავლობაში ყოველთვის მაკლდა რაღაც მნიშვნელოვანი , რასაც ვერავინ და ვერაფერი ავსებდა ... არ ვიცი , ეს რა იყო , სიყვარული , მონატრება თუ მათი ნახვის დაუკობელი წყურვილი , ვინც უკან დამრჩნენ ..
და აი , დადგა ის მომენტი რომელსაც ამდენი წელი ველოდი , რამდენიმე საათში თბილისში ვიქნებოდი , ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად , ისევ ჩავეხუტებოდი მათ , ისევ ვისაუბრებდით .. მაგრამ ერთი აზრი არ მასვენებდა , იქნებ მათ იპოვეს ჩემი შემცვლელი ? იქნებ ძველებურად აღაფერი ყოფილიყო , იქნებ მათ დამივიწყეს და , ჩემი ჩამოსვლის თარიღი აღარ ახსოვდათ , იქნებ აღარაფერი იყო დარჩენილი იმ დროიდან , რომელიც ასე ძალიან მიყვარდა ? ჩემი ძმა ? ალბათ , როგორ გაიზარდა , ალბათ თავის ცხოვრება აქვს , დამოუკიდებელი ბიჭია , იქნებ აღარც ვახსოვარ ? იქნებ აღარ ახსოვს , რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს ? იქნებ აღარ ახსოვდეს , რომ ბავშვობაში სულ ჩემთან უნდოდა ყოფნა , ჩემთნ ძილი და ჩემთან თამაში ? ჩემი და ? ის როგორი იქნება ? უნივერსიტეტში სწავლამ ალბათ შეცვალა , ხასიათები შეეცვალა , ცხოვრებაზე წარმოდგენები ... დედა ? ის როგორაა ? შეეჩვია უჩემობას , თუ ისევ მისი პატარა გოგო ვგონივარ ? თუმცა არა ... ის პატარასავით არასდროს მიყურებდა , ყოველთვის იცოდა , რომ იმაზე მალე გავიზარდე ვიდრე საჭირო იყო , რომ იმაზე მეტად შემეძლო ფეხზე დამოუკიდებლად დგომა , როგორც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ... და მაინც , ბოლოს მაინც გიორგიზე ფიქრებმა შემომიტია, ჩემმა სიზმარმა , ყველაფერი გამახსენდა : მისი ღიმილი , ხმა , გამოხედვა , საუბრები , ჩვევები .. ბოლოს , რომ ვნახედა , ვერ ვიგებდი რატომ ? იქნებ იმიტომ , რომ უკან ვბრუნდებოდი ? იქნებ იმის ბრალი იყო , რომ თბილისში დაბრუნებით გიროგისაც ვიბრუნებდი ? თუმცა ვერ ვიგებდი , რას ვგრძნობდი , ვერ ვიგებდი , ისევ მქონდა გრძნობა თუარა , ისევ მიყვარდა , თუ არა ? ჩემს თავში ვეძებდი იმ პასუხს , რომელიც ალბათ ისედაც ნათელი იყო , მაგრამ ვერ ვხვდებოდი ან უბრალოდ არ მინდოდა , რომ მივმხვდარიყავი ...
ფიქრებში იმდენად ვიყავი გადართული , რომ ვერ შევნიშნე , როგორ დაეშვა თვითმფრინავი , მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი , როდესაც მგზავრებმა ადგომა დაიწყეს ... ბარგი ავიღე და , როდესაც ჰოლში გავდიოდი პირველი , ვინც დავინახე დედა იყო , მაშინვე გავიქეცი და ჩავეხუტე .
- დედა , დედიკო ... როგორ მომენატრე ( ლიზა ) - მაგრად ვეხუტებოდი , თითქოს მინდოდა მთელი 4 წელი ამენაზღაურებინა .
- შვილო , ჩემო გოგო , როგორ შეიცვალე ... ძალიან მომენატრე ( იზა )
- ლიზა , ჩემო გოგო ( დათო ) - ცრემლები ვერ შეიკავა და , მაგრად ჩამეხუტა .
- მარი , დაიკო როგორ შეიცვალე ... - ჩემი უჟმური და , თურმე როგორ მომნატრებია . - გიორგი ? სადაა ? ( ლიზა ) - ჩემი ძამიკო , ვერ დავინახე და ავნერვიულდი , ვიფიქრე იქნებ , დასახვედრად მოსვლა არ მოინდომა , ან უბრალოდ საჭიროდ არ ჩათვალა ?
- დაიკო ... - უკნიდან დამიძახეს , მივხვდი რომ ის იყო , მართალია ხმა შეეცვალა , თუმცა მაინც მივხვდი .. მივიხედე და თითქოს სრულიად სხვა ბიჭი დავინახე , გაზრდილი და შეცვლილი , თუმცა ხასიათები არ შეცვლია , გამოიქცა და მთელი ძალით ჩამეხუტა , რაზეც მთლიანად დამბურძგლა .. - მომენატრე ( გიორგი )
- ჩემო პატარა , მეც ძალიან მომენატრე , ძალიან , ძალიან ( ლიზა ) - სახლში მისვლისას , ბარგი დავალაგე , მოვწესრიგდი და მარიამაც დამირეკა , მაშინვე მათთან წავედი .
- ლიზაააააა !!!! ( მარია ) - კარი გააღო და ყვირილი დაიწყო , მაშინვე ჩამეხუტა და აღარ მიშვებდა .
- ჩვენც მიგვიშვი . ძალიან მომენატრე ლიზი ( მანანა )
- მეც ძალიან მომენატრეთ , გოგოებო , ვერ კი წარმოიდგენთ თან როგორ ( ლიზა ) - ყველაფერზე ვისაუბრეთ , მომიყვნენ რა ხდებოდა მათთან , როგორ მიდიოდა საქმე , რას აკეთებდნენ ... საღამოს ყველა წავიდა , მხოლოდ მე და მარია დავრჩით .
- ლიზა , რა გჭირს ? მართალია რამდენიმე წელია არ მინახიხარ , მაგრამ კარგად ვხვდები , რაღაც გაწუხებს ( მარია )
- ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს ... - მოვუყევი ჩემს სიზმარზე , რა , როგორ იყო და უბრალოდ გაოცებას ვერ მალავდა . - ამიტომ ვარ ასე ( ლიზა )
- იქნებ იმის ბრალია , რომ გიორგი ამდენი ხანი არ გინახია , ახლა კი დაბრუნებისას შეიძლება სადმე შემთხვევით შეხვდეთ , ან იმის რომ ისევ გიყვარს ? ( მარია )
- არ ვიცი ... კი , შეიძლება ისევ მიყვარს , მაგრამ რაღა აზრი აქვს ? ალბათ , აღარც ვახსოვარ და , ახალი ცხოვრება დაიწყო , იქნებ შეყვარებული ყავს ან საცოლე , ან იქნებდა დანიშნულია ? ( ლიზა ) - მარიას სახე შეეცვალა , დაბლა დაიხედა , შემდეგ კი შემომხედა .
- რაღაც უნდა გითხრა ( მარია )
- რა ხდება , მართლა დაინიშნა ? ( ლიზა )
- არა , არ დანიშნულა , სხვა რამე .... შენი წასვლის დღეს , ის აეროპორტში იყო . - გამახსენდა ის წამი , როდესაც დავინახე , ანუ არ მომჩვენებია , მართლა იქ იყო და , მიყურებდა , ბოლოჯერ უნდოდა ჩემი ნახვა . - როდესაც გაგაცილეთ და წამოვედით , გარეთ იჯდა , სიგარეტს ეწეოდა და ფიქრობდა , ისეთი სახე ჰქონდა , თითქოს მალე ატირდებოდა ... ( მარია )
( ავტორი )
4 წლის წინ ...
გაღვიძებისას , გიორგიმ მოულოდნელად პოსტი ნახა , რომელშიც ეწერა , რომ ლიზას აცილებდნენ , მაშინვე გავარდა სახლიდან და მასთან წავიდა .. იქ მისულმა კი , დაინახა , რომ დააგვიანა , რომ მისი საყვრელი გოგო თვითმფრინავში ჯდებოდა და მიდიოდა , თან კი მისი გულიც მიჰქონდა , ის კი ვერ აჩერებდა , რადგან ფიქრობდა , რომ არანაირი უფლება ჰქონდა ლიზასთვის , დარჩენა ეთხოვა , მასთან ერთად დარჩენა და ყოფნა .. ვერ ბედავდა , ან უბრალოდ გამბედაობა არ ყოფნიდა .. ბოლოჯერ უყურებდა და ჯერ არ გადმოცვენილი , ცრემლები ახრჩობდა .. ღმერთო ! როგორ უნდოდა მისვლა და მთელი ძალით ჩახუტება , თუმცა არ მიდიოდა ... ფიქრობდა , რომ წასვლით უფრო კარგად იქნებოდა , რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა , ისეთ ადამიანს იპოვიდა , ვინც მისი ღირსი იყო …
- ლიზა ძალიან მომენატრება ( ანა ) - შენობიდან გამოვიდნენ , როდესაც მარიამ , გიორგი დაინახა და ადგილზე გაშრა , მიხვდა რისთვისაც იყო ...
- გოგოებო , თქვენ წადით ( მარია )
- შენ ? ( ანა )
- მე , მას უნდა დაველაპარაკო ... - ახლოს მივიდა და გვერდით დაუჯდა . - გიორგი ... ( მარია )
- წავიდა ... საბოლოოდ წავიდა ... ( გიორგი ) - სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა , თითქოს ცდილობდა , მისით ტკივილის გაყუჩებას .
- რატომ არ დაემშვიდობე ( მარია )
- უფრო მეტად მეტკინებოდა ... თუ ჩავეხუტებოდი ვეღარ გავუშვებდი ( გიორგი )
- ლიზა გელოდებდოდა , არაფერს ამბობდა თუმცა გელოდებოდა ( მარია )
- მან დამინახა , თვითმფრინავში ჩაჯდომისას დამინახა , თუმცა მე გამოვბრუნდი . ისევ წამოვედი ( გიორგი ) - ცრემლები წამოუვიდა და , ტკივილისგან დამძიმებულმა ძლივს ამოისუნთქა .
- იცი ? ლიზას უყვარხარ ( მარია ) - ბიჭს ეს დიდად , არ გაკვირვებია , თითქოს იცოდა , თითქოს შინაგანად გრძნობდა .
- ვიცი , ყოველთვის ვგრძნობდი მის გამოხედვაში .. - ადგა და წავიდა , თუმცა მოულოდნელად მოტრიალდა .. - მარია ! მეც მიყვარს ... ( გიორგი ) - შემდეგ კი წავიდა. იმ დღის შემდეგ , აღარ გამოჩენილა , მას შემდეგ მარიას , მასზე აღარაფერი გაუგია ... თუმცა გიორგის , ყოველი წამი , წუთი , საათი და თვე სტკიოდა , ლიზას გარეშე , იმ ადამიანის გარეშე , რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა . კვდებოდა ისე უნდოდა მისი ნახვა და ჩახუტება , თუმცა არაფრის გაკეთება არ შეეძლო , უბრალოდ ცდილობდა ცხოვრება გაეგრძელებინა ....

( ლიზა )
- სერიოზულად ? მართლა , ეგრე გითხრა ? ( ლიზა )
- კი , ზუსტად ასე მითხრა ... მას შემდეგ კი , არ გამოჩენილა ... ბოდიში , რომ არ გითხარი , ვიფიქრე უფრო მეტად გეტკინებოდა , თუ გაიგებდი ( მარია )
- პირიქით , კარგად მოიქეცი ... თუმცა ამან არ მიშველა , მასზე მაინც ვფიქრობდი. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად , მასზე ფიქრი არასდროს მშორდებოდა , ხანდახან კი მეგონა , რომ გავგიჟდებოდი იმდენად მენატრებოდა ( ლიზა )
- დარწმუნებული ვარ გიორგიც , იგივეს გრძნობდა და შეიძლება , ახლაც იგივეს გრძნობს ( მარია )
- ამას აღარ აქვს მნიშვნელობა ... ( მარია )

ვფიქრობდი ... მარიას სიტყვებზე , თუ რა მოხდა , როდესაც წავედი , რა უთხრა გიორგიმ .. ვფიქრობდი გიორგიზე , მის სიტყვებსა და ჩემს სიზმარზე ... აშკარა იყო , რომ სიგიჟემდე მენატრებოდა , აშკარა იყო , რომ მისი ნახვის წყურვილი მკლავდა .. ალბათ ისევ მიყვარდა ...

სიზმარი ...

წვიმიანი საღამო იყო , გარეთ სულ მარტო ვიყავი , უმისამართოდ დავდიოდი და ვფიქრობდი .. არ ვიცოდი , სად ვიყავი ან სად მივდიოდი , უბრალოდ გზას მივუყვებოდი და , წვიმაში ვსველდებოდი ... ისეთი ამინდი იყო , თითქოს სადაცაა ცა ჩამოიქცეოდა , თითქოს რაღაცას ან ვიღაცას გლოვობდა . თეატრში აღმოვჩნდი , იგივე თეატრში სადაც დავდიოდი , სადაც ჩვენი ამბავი დაიწყო , სადაც გიორგი შემიყვარდა . ჩაბნელებულ სცენაზე ვიდექი , როდესაც ხმა გავიგე და გავშრი ... ღმერთო , ეს ხმა ისეთი რეალური იყო , ისეთი დაუვიწყარი , რომ შემეძლო სამყაროს მეორე ბოლოშიც მეცნო და გამეგო , რბილი და ხავედროვანი , მისი ხმა ჩემთვის ყოველთვის იავნანასავით იყო .. გიორგი მეძახდა : „ლიზა ... ლიზა , სად ხარ ... მჭირდები ... მჭირდები ლიზა“ ... უკუნით სიბლებნელეში ვეძებდი , მის ხმას მივყვებოდი , რომელიც ჯერ ოთახის ყველა კუთხიდან ისმოდა , შემდეგ კი სუსტდებოდა და წყდებოდა . ვცდილობდი მეპოვა და მისთვის ხელი ჩამეჭიდა , თუმცა ვერ ვპოულობდი , მეკარგებოდა , საბოლოოდ კი გაქრა ... ემოციებისგან დაღლილი და დასუსტებული , მუხლებზე დავეცი და მხოლოდ ერთ რამეს ვიმეორებდი და ვყვიროდი : „გიორგი ! გიორგი , დაბრუნდი !“ ....

ყვირილით გამომეღვიძა , რაზეც დედა შემოვიდა და ძლიერად ჩავეხუტე .

- შვილო , კარგად ხარ ? ( იზა ) - ცრემლიანი თვალებით შევხედე .
- რატომ დედა ? ისე რატომ მტკივა , რატომ არ მინელდება ეს ტკივილი ... ( ლიზა ) - მიხვდა რაზეც ვამბობდი ..
- ჩემო ლამაზო , ძნელია საშინლად მტკივნელია ... ვერაფერს გეტყვი , რადგან ამ გრძნობის ახსნა შეუძლებელია , იმდენად მტკივნეულია , რომ შიგნიდან ყველაფერს ანადგურებს და გკლავს .... ( იზა )
- საშინლად მტკივა გული , თითქოს მეფლითება ( ლიზა )

შუა დღით , სურათებს ვათვალიერებდი , ჩვენს ერთობლივ ვიდეოებს ვნახულობდი , როგორ ვერთობოდით , რას ვჭამდით , შემდეგ კი იმ სურათზე გადავედი , რომელიც წაშლილი მეგონა , სურათი რომელზეც გიორგი მთელი ძალით მეხუტება და იცინის , შემთხვევით დაჭერილი კადრი , რომელშიც ყველაფერი ჩანს , ჩვენი ერთმანეთისადმი გრძნობები ...

- ლიზა , ჰომ იცი დღეს წვეულებაა და უნდა მოხვიდე ( მარია )
- მოვალ , მაგრამ მოგვიანებით ( ლიზა )
- მოგვიანებით რატომ ( მარია )
- რაღაც საქმე მაქვს ( ლიზა )
გვიანობამდე დავდიოდი იმ ადგილებში , სადაც მე და გიორგი ვყოფილვართ .. McCdonald - ში , სადაც დაივის მერე წავედით , იმ ადგილას დავჯექი სადაც ვისხედით , მახსენდებოდა რაზე ვლაპარაკობდით , რას მეუბნებოდა , მისი მიმიკები , როდესაც შოკოლადის ნაყინს ჭამდა , როგოც გაიცინა , როდესაც ქათმის ფრთა მომაწოდა .. შემდეგ , ოპერასთან ჩავიარე , როდესაც პირველად მივდიოდით დაივში იქ შევხვდით , გამახსენდა რა ეცვა , შავი ჯინსის შარვალი , თეთრი სვიტრი და შავი ტყავის კურტკა . გამახსენდა , როგორი მორიდებული იყო იმ დღეს ... დაივის წინ ვიჯექი და შიგნით ვიყურებოდი , თვალ - წინ დამიდგა წამი , როდესაც შემთხვევით ხელი მომკიდა , როდესაც იეჭვიანა , როდესაც ჩამეხუტა .. როგორ ვცეკვავდით ერთად , როგორ ვთამაშობდით .. ვიყურებოდი და თითქოს ყველაფერი ცოცხლდებოდა , თითქოს ისევ იქ ვიყავით , თითქოს ყველაფერს რეალურად ვუყურებდი .. მეცინებოდა და , თან მეტირებოდა , ცრემლები მომდიოდა , ტკივილი ყელში მიჭერდა .. ჩაფიქრებული ვიჯექი , სანამ არ დამელაპარაკნენ , შევხედე და ვიცანი , ვინც იყო .. რამდენჯერაც აქ მოვდიოდით ეს კაცი გვხვდებოდა ..
- კარგად ხარ ? ( უცნობი )
- კი , მადლობ ( ლიზა )
- მოიცადე ... მახსოვხარ , აქ ხშირად დადიოდი ( უცნობი )
- დიახ , ამ ადგილთან ბევრი , კარგი მოგონება მაკავშირებს ( ლიზა ) - მცირე ხნიანი დუმილის , შემდეგ ავდექი და წამოვედი , შემდეგ კი ისეთი რამ გავიგე რამაც გამაჩერა.
- გოგონი , მასაც უყვარხარ ! ( უცნობი ) - მიბრუნება ვერ გავბედე , უბრალოდ გზა გავაგრძელე ... არ ვიცი რატომ , მაგრამ თეატრში მიმინდა წასვლა და ყველაფრის გახსენება , მინდოდა თავიდან მეგრძნო , ის ბედნიერი და დაუვიწყარი წუთები ...
ტაქსიდან გადმოვედი და გაუბედავად შევაბიჯე შენობაში , კიბეებზე ავდიოდი და , თითქოს ძველ დროში ვბრუნდებოდი , დროში როდესაც , აქ მოსლვა ყველაფერს მერჩივნა , როდესაც აქ მოსვლისას ყველა პრობლემა თავისით ქრებოდა და , ჩემს გულში ბედნიერება ისადგურებდა . მეორე სართულზე ავედი და დარბაზში შევედი , ჩანთა სკამზე დავდე , და სცენისკენ წავედი .. ღმერთო , რამდენი ლამაზი მოგონება მაკავშირებს ამ ადგილთან , სიცილი , გართობა , მუშაობა , სპექტაკლი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გიორგი .. ჩემი და გიორგის ამბავი , თეატრით დაიწყო , იმ ადგილით და საქმიანობით , რომელიც ძალიან მიყვარდა .. ამ ადგილას მოსვლით და ჩემი საყვარელი საქმის კეთებასთან ერთად , შევხვდი ადამიანს რომელმაც ჩემს გულსა და გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა . სცენაზე ვიდექი და ყველაფერს ვუყურებდი , დაუჯერებელია მაგრამ , არაფერი შეცვლილა , ყველაფერი ძველებურად იყო , როიალი , სკამები , სცენა , ფარდები ... ყველაფერი ისე იყო , როგორც ჩემს მეხსიერებაში იყო აღბეჭდილი ... შემდეგ კი უეცრად , ყველა მხრიდან სიცივე ვიგრძენი , თითქოს ყინულიან წყალში ჩამაგდეს , ყველაფერი გამეყინა და , ცრემლები წამომივიდა .. ტკივილისგან მუხლებზე დავეცი და ჩუმად ამოვიბუტბუტე : „გიორგი , სად ხარ“...

- შენს უკან ( გიორგი ) - გავშეშდი , ხმას ვერ ვიღებდი , მეგონა ისევ სიმზარში ვიყავი და, საშინელ ტკივილს ვგრძნობდი .
- არა , ის აქ არ არის .. მეჩვენება ! ლიზა გამოფხიზლდი ( ლიზა )
- ლიზა .. - ნაბიჯების ხმა მესმოდა , ჩემსკენ მოდიოდა , ჩემმა გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა , შინაგანად ვიცოდი , რომ გიორგი იყო , ამას მთელი სხეულით ვგრძნობდი , თუმცა ვერ ვბრუნდებოდი , არ შემეძლო მისთვის თვალებში ჩამეხედა , ვიცოდი მეტად მეტკინებოდა ... - ლიზა , შემომხედე ( გიორგი ) - საუბარს არ წყვეტდა .
- აქ არ ხარ , შენ რეალური არ ხარ ! ისევ სიზმარში ვარ ( ლიზა ) - მომიახლოვდა , ამაყენა და მისკენ მიმაბრუნა . გაუბედავად შევეხე რაზეც ცრემლები წამოუვიდა , ვერ ვსაუბრობდი , არ შემეძლო ... უბრალოდ ვუყურებდი და ვხვდებოდი , რომ მიყვარდა , რომ ისევ მიყვარდა და ყველას მერჩივნა . ღმერთო ! ისევ მიყვარდა ! ვუყურებდი მის თვალებს , რომლებიც ასე მენატრებოდა , ეს მზერა .. თვალები რომლებიც ყველაფერს ამობდნენ , ამოუცნობლად მოციმციმე თვალები , მზერა რომელშიც ყოველთვის იყო რაღაც , რაზეც გიჟდებოდი , რომელიც თავისუფლად აზროვნების საშუალებას მაკარგვინებდა .. მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა , ნერვიულობისგან მაკანკალებდა , ფეხები მეკეცებოდა , ხმა მიკანკალებდა , ცრემლები მომდიოდა .
- თუ , ეს სიზმარია მაშინ , ორივეს გვესიზმრება . - შემდეგ კი , მთელი ძალით ჩამეხუტა, მის მკერდს ავეკარი და ცრემლებად ვიღვრებოდი .. მისი სურნელი .. - მიყვარხარ ლიზა ! ( გიორგი ) - ამ სიტყვებმა კი თავისი ქნა , უფრო ძლიერად მოვხვიე ხელები და ჩავეხუტე . ჯიუტად ვეხუტებოდი , არ მინდოდა მისი გაშვება , არ მინდოდა ეს წამი დასრულებულიყო ..
- ყოველთვის ( ლიზა ) - ჩემი სახე , ხელებში მოიქცია და მთელი ძალით და , ამავე დროს ნაზად მაკოცა , თითქოს ეშინოდა , რომ გავქრებოდი , თითქოს ეშინოდა , რომ თუ ძლიერად ჩამეხუტებოდა , რამეს მატკენდა . რაღაც მომენტში ჩემი თავი , შემძულდა რადგან ასე ვატკინე , რომ ამდენი წელი უერთმანეთოდ გავატარეთ ...
თუმცა ახლა , ყველაზე , ყველაზე მთავარი რა არის იცით ? მე მასთან ვიყავი , ჩვენ ერთად ვიყავით , ამდენი წლის შემდეგაც კი ვიპოვეთ ერთმანეთი , ჩვენმა სიყვარულმა თავის გზა იპოვა .....

„რა არის დამთხვევები ? როდესაც ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა,ყოველი მოვლენა თუ შეხვედრა ...
არასდროს მჯეროდა ბედისწერისა , თუ დამთხვევების , ვიდრე იმ ადამიანს არ შევხვდი , რომელთანაც ბედისწერამ დამაკავშირა.
ყოველი სიყვარულის ისტორია განსხვავებულია . ჩემი ამბავი , უცნაურია , უცნაურად მომეწონა ბიჭი , ბიჭი რომელიც მხოლოდ სამჯერ მყავდა ნანახი , ყველა, ვინც კი იცოდა ეს ამბავი მიმეორებდნენ , რომ ეს გრძნობა მოწონებაზე მეტი იყო , რომ „მიყვარდა“ , თუმცა ამას ვუარყოფდი და ვამბობდი , რომ სისულელე იყო , რადგან შეუძლებლად მიმაჩნდა ასეთი რამ , ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან.. ახლა კი დარწმუნებული ვარ , რომ მიყვარს , შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ და მითხრათ , რომ ეს შეუძლებელია , რომ დამთხვევები ყოველ დღე ხდება , ჩვენს ცხოვრებაში.. როდესაც მის თვალებს ვუყურებ , თვალებს რომლებიც ამოუხსნელად ციმციმებენ , როდესაც მის ღიმილს ვხედავ , ან უბრალოდ როდესაც ვხედავ ამოუხსნელი გრძნობა მეუფლება და ვხვდები , რომ ვიპოვე ის ადამიანი , რომელიც გვერდით მჭირდება.....
ეს , ჩემი სიყვარულის ისტორიააა , სიყვარულის , რომელშიც ბევრი ტკივილი , გაუგებრობა , დაბნეულობა და გულის ტკენა იყო , თუმცა ამავე დროს ყველაზე მეტი სიყვარული იყო . ჩემი და გიორგის , გრძნობა ერთმანეთის მიმართ , გრძნობა რომელიც არ ქრებოდა , რამდენიც არ უნდა გვეცადა , ის მაინც არ გვტოვებდა .. მაშინ როდესაც ყველაფრის იმედი დაკარგული გვქონდა , როდესაც ერთად ყოფნის იმედი სრულიად გადაგვეწურა , მაშინ შევხვდით . ჩვენმა სიყვარულმა , თავის გზა იპოვა , საბოლოოდ ერთმანეთთან მიგვიყვანა და ამჯერად , ეს მისვლა სამუდამოა ...
ამიტომ , არსდროს დაკარგოთ იმედი , არავითარ შემთხვევაში არ იგრძნოთ უძლურობა და , უკან არ დაიხოთ ... რადგან როდესაც ადამიანი გიყვარს ეს ყველაზე , ლამაზი და არაამქვეყნიური გრძნობაა , როდესაც გინდა ვიღაცის გამო იცოცხლო და ცხოვრებისთვის იბრძოლო , ეს შესანიშნავია .. მნიშვნელობა არ აქვს , რამდენჯერ დაშორდებით ერთმანეთს , მნიშვნელობა არ აქვს , რამდენი ვინმე ჩაგდება თქვენს შორის , თუ გრძნობა ნამდვილია ბოლოს , მაინც ერთმანეთთან მიგიყვანთ . რადგან , როგორც ამბობენ : „თუ ადამიანი , შენი ბედია , მას ვერავინ დაგაშორებთ , შეიძლება გავიდეს : დღეები , კვირები , თვეები და თუნდაც წლები , თუმცა ერთმანეთი ისევ იპოვოთ ...
რომ მკითხოთ : თუ გეცოდინებოდა , რომ ბოლოს ერთად იქნებოდით , იგივეს კიდევ ერთხელ გამოივლიდი ? გიღირს ეს ?
გიპასუხებდით : კი გამოვივლდი , კიდევ ერთხელ იგივეს გამოვცდიდი , რადგან სიყვარული და ბედნიერება , შენთან ადვილად არ მოდის , მას დაუღალავი ბრძოლა სჭირდება . კი მიღირს , რატომ ? იმიტომ , რომ მე ვიპოვე ადამიანი , რომლის გამოც ცხოვრება მიხარია , ვიპოვე ადმიანი , ვისთან ერთადაც მინდა მთელი სიცოცხლე გავატარო , ამიტომ მიღირს !
დასასრული ......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent