შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადელაიდა (4)


14-11-2018, 17:32
ავტორი _scorpion_
ნანახია 928

იმ ღამით რული არ მომკარებია.
მამა სახლში ისევ არ დამხვდა. ჩემი ძმა კი სამსახურის გამო ისედაც ყოველთვის იგვიანებდა.
მათთან ყოფნის საშუალება არ მომეცა. სიმართლე ვთქვა, ამის მეც არანაირი სურვილი არ მქონდა.
ხასიათში ჩამი*ვეს.
მეორე დღისით ადრე ავდექი და ქალაქში წავედი, რომ ჩემივე შექმნილი პრობლემა მომეგვარებინა.
მამასთვის არაფერი არ მითქვამს, ეს საშიში იყო.
მიუხედავად მისი ჯანღონით სავსე სულისა, მაინც ვერ ვეტყოდი ამ ამბავს.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ისევ მასზე ვფიქრობდი.
შეიძლება გულის შეტევა ისევ განმეორებოდა, შეიძლება ჩემზე წარმოდგენა შესცვლოდა და აღარ ვყოფილიყავი მისთვის ყველაზე საყვარელი შვილი. არ ვიცი რა, მაგრამ ყველანაირი ფაქტორი მაშინებდა.
მამას, რომ მოეგვარებინა ეს საქმე ყველაფერი მარტივად იქნებოდა, მაგრამ მისი სტატუსის გამოყენებამაც არ გაააჭინაურა საქმე.
არასდროს მომწონდა მის ჩრდილს მიღმა მოქმედება, მაგრამ ახლა განსაკუთრებული შემთხვევა იყო.
ჩემი საჩივარი გამოვიტანე, იარაღის და დამუქრების შესახებაც გავაქრე ყველა ფაქტი.
ღმერთმა ნამდვილად დიდი მოწყალება გაიღო, როდესაც ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი პროდუქტი "ფული" შექმნა.
რაც შეეხება მის მიერ იმ ღამით წამოწყებულ ჩხუბს, ამ საქმესთან დაკავშირებით მე ვერაფერს გავაკეთებდი. დარწმუნებული ვარ იმ ვიგინდარას არ გაუჭირდება თავისი კულტურული მანევრით იმ კაცის გადარწმუნება.

***
სახლში მისასვლელად დღის უმეტესი ნაწილი დამჭირდა.
ნეტა ყველა იქ დამხვდეს, მომენატრა მთელი
ოჯახის ერთად დანახვა.
ქვით მოპირკეთებულ ბილიკს გავუყევი. გარშემო გვერდს, სიმწვანე და სხვადასხვა სახეობის ბუჩქები მიმშვენებდნენ.
სახლის უმეტესი ნაწილი ხისგან იყო აშენებული.
მამაჩემი ხეებზე შეყვარებული კაცია. თავისი გემოვნებით აქვს ყველაფერი მოწყობილი. ნამდვილად არაფერი აქვს დასაწუნი. სადა და მშვიდი გარემო ტრიალებს მისი წყალობით ყველგან.
კარები ჩვენმა დამხმარემ გამიღო, მარჯვენა ფეხი წინ გამოსწია, მარცხენა ოდნავ მოხარა, თავი დაბლა დაქინდრა და ჩვეული ზარზეიმით მომეგება.
- სტილს არ ღალატობ! როგორ ხარ აიდა?
- კარგად ქალბატონო,თქვენ როგორ ბრძანდებით? - გამიღიმა და წელში გასწორდა
- ცოტა დაღლილი ვარ! მაპატიე, რომ აქამდე შენი მოკითხვა ვერ მოვახერხე.
- რას ბრძანებთ ქალბატონო ადელაიდა - ხელები გულზე მიიპყრო და სახე შეწუხებულმა მოჭმუხნა.
აიდა ორმოცწელს მიღწეული ქალბატონი იყო. შავი გრძელი თმა მუდამ შეკრული დაჰქონდა. თვალები ჩაცვენილი, ცხვირი კი სახის ფორმასთან შესაფერისი გრძელი ჰქონდა. თითოეული მისი მოძრაობა, სიტყვა თუ გრძნობა მუდამ სიყალბესთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით როგორც მისგან შევიტყვე, ყოველთვის სდომებია მსახიობობა, მაგრამ გარემო პირობების გამო თავისი ოცნებების განხორციელება ვერ მოახერხა, ამიტომ თავისი ნიჭის გამოვლინება რეალურ ცხოვრებაში მოუწია, რაც ძალიან კარგია, ამ ყველაფერს იმ მხრივ თუ შევხედავთ, რომ შენს ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვა, მაგრამ მეორე მხრივ სჯობდა რომ ამის განხორციელება სხვაგან ეცადა და არა ყოველდღიურ ცხოვრებაში. რადგან ეს ყველაფერი საშინლად გამოსდიოდა, მისი თითოეული მიმიკა, ისიც კი რომ ახლა მიცინის ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნის თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეს ემსახურება. ამ ქალს არც ერთი წუთი, არც ერთი წამი არ გაუტარებია რეალურ გრძნობებთან ერთად.
ამ პროფესიამ თითქოს მანიასავით ჩაითრია, იმდენად ღრმად რომ მისგან თავის დაღწევა უკვე ძალიან გვიანი იყო.
მიუხედავად ყველაფრისა, ეს ქალი ძალიან მომწონდა. პატარაობაში ბუნდოვნად მახსოვს, როგორ მაძლევდა ტკბილეულებს და როცა რაიმეს ვაშავებდი, თავისი მსახიობური ზარზეიმით, როგორ ცდილობდა მშობლებისგან დავეცავი.
- სახლში არავინ არის?
- დღეს ყველანი აქ არიან.
- მართლა? - გამიკვირდა, რადგან ამ ოჯახში ყველას ერთად შეყრა წელიწადში ერთხელ ხდება. ახალიწელივითაა
- კარგი აიდა, დროებით- ვუთხარი და მისაღებისკენ აჩქარებული ნაბიჯებით გავიწიე.
- მამა, ამ პროექტზე თვეობით ვმუშაობდი-მესმის კარლოს შიშით წარმოთქმული სიტყვები.
- თვეები? თვეები რომ საკმარისი ყოფილიყო გუშინ და დღეს ჩვენთან საყვედურებით არ მოვიდოდნენ - მიუგო ფიცხად მამაჩემმა. კალიდორში კედელს ამოვეფარე და ისე რომ არ შევემჩნიე, მამულალად დავუგდე ყური მათ.
მამა დივანზე იჯდა, შუბლი შეეკრა და თავს ნერვიულად იქეთ-აქეთ ატრიალებდა. კარლო კი მის წინ იდგა და ერთმანეთზე დაწყობილი ხელებით მშვიდად, მაგრამ მაინც მოსალოდნელი შიშით ცდილობდა მამასთვის ახსნა განმარტება ჩაებარებინა.
- გამოვასწორებ მამა, გპირდები- უთხრა შეპარული მუდარის ხმით.
- ვერაფერს გამოასწორებ კარლო, ეს საქმე დღეიდან შენი აღარ არის - უთხრა მტკიცედ. გული საშინელმა მღელვარებამ ამიმღვრია. კარლოსთვის კომპანიის თითოეული საქმე ოჯახზე ძვირფასი იყო.
- მამა ძალიან გთხოვ - პირი ძლიერად ქონდა მოკუმული, დავინახე ხელები როგორ ძლიერად მომუშტა.
- იქნება ყველაფერი ისე როგორ ვთქვი - გაშლილი ხელი მუხლზე დაირტყა და არეული თვალები კარლოს მიანათა. ყელში ნერწყვი გაჭირვებით გადააგდო და მორჩილებით თავი დაუხარა.
- ამ საქმეს ადელაიდა მიხედავს -ჩაქინდრული თავი ისევ მაღლა წამოწია, თითქოს ცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ წამში თავი ისევ დაბლა ჩაქინდრა.
- რათქმაუნდა - მორჩილი ლეკვივით დაუკრა კვერი.
ვიგრძენი ყელთან არტილერია როგორ მიფეთქავდა. მამაჩემი ხანდახან ისეთი სასტიკია.
- მამა - კედელს მოვშორდი და მისაღებში მათთან შევედი. სახიდან, შეშფოთება და წყენა ყალბი ღიმილით დავფარე, ყოველ შემხვევაში მე ასე ვთვლიდი.
- კარლო - მივუახლოვდი და გადავეხვიე. ძლიერად ჩავეხუტე. მინდოდა ეგრძნო რომ მთელი სულით მასთან ვიყავი.
-როგორ ხარ დალია? - მკითხა თბილად და ცოტა მომშორა. ჩამოყრილი ყორანივით შავი თმა ყურზე გადამიწია და გამიღიმა. ღიმილის დროს, თვალებთან პატარა ღარი უჩნდებოდა.
თვალი შევავლე, თითქოს საუკუნე გავიდა არ მენახა. თმაზე ალაგ-ალაგ უკვე ჭაღარებიც ეტყობოდა. ისიც მალე გამითეთრდება, როგორც მამა. თვალის გუგები პატარა ჭრილის ქონდა, როგორც მამას.
კარლო მამას ასლი იყო.
მიუხედავად ყველაფრისა, ის მისი ასლი იყო.
თვალები მომეღუშა, მაგრამ შევეცადე მაინც გამეღიმა, არ მინდოდა ჩემს ძმას თავი უსუსურ არსებად ეგრძნო.
- კარგად კარლო, შენ?
- მეც კარგად - ისევ მიღიმოდა. ყოველთვის მიკვირდა, რატომ არ ვძულდი, მაინც რატომ ვუყვარდი და რატომ მექცეოდა ასე კარგად?! მე ხომ ეს არ დამიმსახურებია. ჩემი ხელები თავისაში ქონდა მოქცეული და დრო და დრო მეფერებოდა.
თვალი ავარიდე, მრცხვენოდა მისი.
მამას გავხედე, მიღიმოდა. ვატყობდი კარლოსკენ რომ გაექცეოდა თვალი, გამომეტყვლება ეცვლებოდა.
სახე უმჟავდებოდა.
- მამა, ყველაფერი კარგად არის?
- ცუდად რატომ უნდა იყოს ჩემო დალია - გამიცინა და ჩემსკენ წამოვიდა. კარლომ ინსტიქტურად ხელი შემიშვა. არ მინდოდა მამას ჩავხუტებოდი, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო.
ხელი მომხვია და გულშიჩამიკრა. მინდოდა მეც მომეხვია ხელები, მაგრამ არ გამომდიოდა.
მინდოდა კარლოც ჩაგვხუტებოდა, მაგრამ არ გამოდიოდა.
მამა მიყვარდა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ არასდროს მიყვარდა მისი მეორე მხარე, რომელსაც კარლოს მიმართ გამოხატავდა.


- კარლო! - კარზე მორიდებით დავაკაკუნე და თავი დაუკითხავად ერთი კედლიდან მეორეში მოვათავსე - შეიძლება შემოვიდე? - საწოლზე იყო პირქვე დაწოლილი
- მოდი დალია, მოდი! - ჩემი დანახვისას საწოლზე სწრაფად წამოჯდა და ჩაახველა. ხმა დაღლილს მიუგავდა. მამასთან საუბრის შემდეგ კარგა ხანი გასულიყო. მას მერე ოთახშია, ხმა არავისთვის გაუცია, წყენა და ბრაზი კი ალბათ ყელში ქონდა მობჯენილი და ამიტომ ქონდა ხმის ტონალობა შეცვლილი.
- როგორ ხარ? -მასთან საწოლზე წამოვჯექი
- კარგად ვარ დალია, კარგად - მითხრა მობეზრებულად. ალბათ ძაან შევაწუხე ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ამ კითხვით. ხელები კისერზე მომხვია და ჩამიხუტა.
მისი ხელების სიძლიერით ვგრძნობდი რომ ახლა ყველაზე მეტად უჭირდა.
აქ არაფერ შუაშია ის რომ მას საქმე წაართვეს. მამას მისდამი დამოკიდებულება კლავდა. უკვე ოცდახუთი წელია ვუყურებ, როგორ კლავს მამას თითოეული უიმედო გამოსახულება მისდამი.
ოთახს თვალი მოვავლე. თეთრი კედლებით და ნაცრისფერი ფარდებით მშვენდებოდა კედლები. მხოლოდ საწოლი და პატარა სამუშაო მაგიდა იკავებდა სივრცეს. ძალიან მყუდრუ იყო აქაურობა.
კარლოსავით მშვიდი.
- მამას დაველაპარაკები! - ენამ წინ გამისწრო
- რაზე დაელაპარაკები? - თავი უკან გაწია რომ კარგად დავენახე. მისი ხელი კისრიდან მოვიშორე და თავი ძირს დავხარე
- იმაზე, რომ არ მინდა იმ საქმის აღება, რის ჩაბარებასაც ჩემთვის აპირებს
- ადელაიდა! - პირი უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა
- უარს ნუ მეტყვი
- არა! - მითხრა მტკიცედ
- გთხოვ ძმაო! - მუდარით შევხედე- მომეცი უფლება რომ დაგეხმარო
- ადელაიდა ამ საქმეში ნუ ჩაერევი.
- მაგრამ, მე არ მინდა...
- მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს. რომც არ გინდოდეს კარგად იცი, რომ მამას სურვილს წინ შენც კი ვერ აღუდგები.
- უსამართლოდ გექცევა კარლო- ხმა ამიკანკალდა, ტირილი მინდოდა. ჩემი ძმის ტკივილის გამო მინდოდა მეტირა, იქნებ იმდენი მეტირა, იმდენი რომ მისი სხეულიც ტკივილისგან გამენთავისუფლებინა.
- ამას როგორღაც მოვაგვარებთ და ძალიან გთხოვ მამას არაფერი უთხრა, ეს მხოლოდ ჩემი და მისი საქმეა, კარგი? - ჩემი ლოყები თავის ხელისგულებში მოიქცია და გამიღიმა. საიდან ყოფნის ამ კაცს ამდენი ძალა.
- დაილა! - გამიმეორა ისევ
- კარგი - დავეთანხმე მორჩილად და ხელები ძლიერად შემოვხვიე.
მინდოდა იმდენად ძლიერად ჩავხუტებოდი რომ მისი ტკივილის ნახევარი მაინც გადმომდებოდა. რატომ არ შეიძლება რომ ესეც ვირუსივით იყოს. გრიპის დროს ადამიანთან ზედმეტი სიახლოვისას ხომ შენც ვირუსდები, იქნება ეს ქათმის გრიპი თუ ღორის. რატომ არ შეიძლება ტკივილსაც ასეთი მარტივი ფუნქცია ჰქონდეს?
ხელები შევუშვი, გავუღიმე და გასასვლელად მოვემზადე.
- ადელაიდა- დამიძახა კარებთან მდომს
- გისმენ
- სხვისი საუბრის მალულად მოსმენა ცუდი საქციელია.
- ვიცი.

***
დილით აიდამ დამიკაკუნა კარებზე. ჩვეული ენთუზიაზმით შემოვიდა ოთახში, თავი დამიკრა და მახარა რომ მამა მეძახდა. საწოლიდან წამოვდექი, ახლა ბატონი თადეოზის ნახვის სურვილი ყველაზე ნაკლებად მქონდა.
ოთახიდან გავედი და კიბეებზე ნელა დავეშვი.
ერთი...
ორი...
სამი...
ძილის წინ ცხვრების მსგავსად ვითვლიდი კიბეებს. პატარა ბავშვს ვგავდი, მშობლები დასასჯელად რომ იბარებდნენ, ან იმ ბავშვს რაიმეს დავალების გასაკეთებლად რომ ეძახდნენ და საშინლად ეზარებოდა მათთან მისვლა.
ბოლოს მივხვდი რომ ასეთი საქციელით ისევ ჩემს თავს ვაწვალებდი, ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე რომ მამასთან საქმის გარკვევა მალე დამემთავრებინა. ყოველთვის ასე ჯობია, როცა იცი რომ რაიმე გარდაუვალია, თუ თავს ვერ აარიდებ, სჯობს მალე მაინც მოამთავრო.
-მამა! - კარზე დავაკაკუნე და მის სამუშაო ოთახში მშვიდად შევედი - მეძახდი?
- მოდი დალია, მოდი! - ჩემი დანახვისას საქაღადეებიდან თავი ამოწია, გამიღიმა და თან ხელის მიმიკით მანიშნა მივსულიყავი.
ნაძალადევად გავუღიმე.
როცა საქმე თადეოზს უკავშირდება არანაირ მსახიობობას არ აქვს აზრი.
ალბათ იმასაც მიხვდებოდა ჩემი ღიმილი წრფელი რომ არ იყო, მაგრამ მეეჭვევა მამა ამან შეაჩეროს.
- როგორ ხარ შვილო?
- კარგად ვარ მამა- მივუგე უღიმღამოდ და მის წინ დივანზე ჩამოვჯექი. მამა მაგიდასთან გადმოიწია იდაყვები მას დააყრდნო და საქმიანი პარტნიორის გამომეტყველებით გამომხედა.
- შენთვის კარგი ამბავი მაქვს, ერთ-ერთი კომპანიის საქმე მინდა გადმოგილოცო. შენ მათთვის სამშენებლო პროექტების იდეებზე უნდა იმუშავო რომ მათ...- დანარჩენი მისი სიტყვისთვის აღარ მომისმენია. მაინც მომცა ეს საქმე. იმედი არც კი მქონდა რომ ბოლო წუთში მაინც გადაიფიქრებდა.
მაგრამ იქნებ გამოეჩინა გულმოწყალება...
"კარგი რა ადელაიდა, თადეოზი და გულმოწყალე?!" მისისინა მწარედ ჩემმა ეგომ.
თავი დაბლა მქონდა დახრილი და ერთმანეთში ნერვიულად ახლართულ ხელებს ვუყურებდი. სიტყვებს ვეძებდი რა მეთქვა მისთვის ისეთი, ისეთი რომ გულთან მისულიყო.
"კარგი რა ადელაიდა, თადეოზი და გული?! " - გამომძახა ისევ.
არ შეიძლება რომ ჩა*ჯვას ამ არარსებულმა ხმამ ცოტა ხნით?
ვხედავდი მამაჩემის ხმა ერთი ტონალობით მაღლა როგორ აღწევდა ჩემს ყურამდე.
- ეს საქმე წესით კარლოს უნდა მოეგვარებინა, მაგრამ შენი ძმის უნიათობის ამბავი კარგად იცი. ისედაც ვიცოდი, რომ იმედებს არ გაამართლებდა
- მამა! - გაღიზიანებულმა შევაწყვეტინე ლაპარაკი. ისიც გაჩუმდა და შემომხედა, თვალებზე ეტყობოდა უკმაყოფილება.
- მაპატიე! - თვალები ისევ ავარიდე და შევეცადე საუბარი შედარებით რბილად გამეგრძელებინა - მე უბრალოდ არ მინდა ეს საქმე
- რასქვია არ გინდა?! - გაკვირვებით მომიგო
-მამა ძალიან გთხოვ გამიგე, ეს საქმე კარლოსი იყო, შენ არ შეგიძლია რომ მას ერთი შეცდომის გამო წაართვა იგი.
- ერთმა შეცდომამ შესაძლოა მთელი ოჯახის რეპუტაცია გაანადგუროს ადელაიდა! - ხმა მკაცრი და ფიცხი გაუხდა
- ხო მაგრამ მე სამშენებლო საქმეებთან არანაირი შეხება არ მაქვს, მე მხოლოდ, სარეკლამო და ფინანსურ საქმეებში შემიძლია გამოვავლინო ჩემი ნიჭი - უიმედო ხერხით ვცდილობდი მის შემობრუნებას- თან კარგად იცი ორი წლის წინ ამ სფეროში ჩემი კომპანიის წამოწყება რომ გთხოვე, არაფერი გამომივიდა და ძალიან ბევრი ხაჯებიც ვიწვნიეთ.
- ადამიანი შეცდომებზე სწავლობს ადელაიდა - ღმერთო ჩემო, მაშინ კარლოს რატომ არ მისცა მეორე შანსი? მართლა ნაშვილევი ხომ არ არის ჩემი ძმა?
- მამა ძალიან გთხოვ! უბრალოდ მინდა რომ გამიგო
- მე უკვე გადავწყვიტე და ამას ვეღარავინ შეცვლის ადელაიდა, შენ გაუძღვები ამ საქმეს, მორჩა და გათავდა - გაშლილი ხელები მაგიდას ძლიერად დაარტყა, გამოწვეულმა ხმაურმა ადგილზე შემარხია. მამაჩემი კი ფეხზე წამოდგა და გარეთ მკაცრი ბურტყუნით გავიდა
- ამ ბოლო დროს ხშირად მიწევთ წინააღმდეგობას, ძალიან ხშირად -დივანზე გაუნძრევლად ვიჯექი და ყელში მობჯენი ცრემლების შესაკავებლად თავს ძლიერად ვიმაგრებდი. პირი ერთმანეთზე მქონდა ძლიერად მიმაგრებული და ნერვული კანკალი მიტანდა.
ნეტა რატომ მქონდა იმედი, რომ გამიგებდა?

სახლი უღიმღამოდ დავტოვე. აიდას მიერ დილით მორთმეული საუზმეც კი არ მიჭამია.
ოფისს გულ ამღვრეული მივუახლოვდი. ძირითადად საპასუხისმგებლო საქმეების წარმატებით ჩამთავრების გამო ღელავენ, მაგრამ არ ვიცოდი რა მანერვიულებდა, კარლოს ნახვა თუ მამაჩემის.
არა და მე არ მაქვს ისეთი გამოცდილება ამ საქმეში როგორც კარლოს.
ოფისის კარი ნელა გავაღე, ვინმეს ეგონებოდა შეხვედრაზე კი არა გილიოტინაზე მივდიოდი ჩემი ფეხით.
-გამარჯობათ ქალბატონი ადელაიდა! - ჩემთან ღიმილით მოკაკუნდა მირა - როგორ ხართ?
- რავი, ცოტას ვღელავს - გავუმხილე ჩემი გულის ნადები.
- ნუღელავთ ქალბატონო ადელაიდა! - ხელი მხარზე მომითათუნა და გულღიად გამიცინა. "ღიმილი ყველას უხდება" ფრაზა ამ გოგოზე ნამდვილად არ არის ნათქვამი. დიდი ლამაზი კბილები და ტუჩები ჰქონდა, მაგრამ სიცილისას დიდი ღრძილები ვირის პირ-სახეს მიუგავდა.
ქერა თმიანი, მაღალი გოგო იყო.
ალბათ მეგობრები მასთან რაიმეს ხუმრობას ერიდებიან რომ არ გაიცინოს.
"ჰო ადელაიდა, იმ სიტუაციაში ხარ რომ სხვაზე იღადავო".
- მართალია თქვენი პირველი სერიოზული საქმეა და რათქმაუნდა ღელავთ, მაგრამ ...- რაო? პირველი სერიოზული საქმეო? ჩემს სარეკლამო საკითხებს ესე იგი სერიოზულად არ აღიქვამენ?
- მეორე სართულზე თათბირი წუთი წუთზე უნდა დაიწყოს, წარმატებები- ნაძალადევად გავუღიმე და უკმაყოფილო გამოვტრიალდი. მირამ ჩემი საქმე ფაქტიურად მასხრად აიგდო.
სათათბირო კაბინეტში შესვლისას მხოლოდ მამაჩემი დამხვდა
- მამა? - მივმართე კითხვის ნიშნით - აქ არ გელოდებოდი - არა და როგორ სულმოუთქმელად ველოდი
- ესეთ მნიშვნელოვან დღეს მარტო ვერ დაგტოვებდი - თავი დავუკარი და თვალი ავარიდე. სკამზე იჯდა და მიყურებდა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ უნდა ეგრძნო კიდეც.
- დალია! -მომმართა და ჩემსკენ წამოვიდა - ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ, მაგრამ საქმეს ასე ჭირდებოდა
- რა საქმეს მამა?- მივუბრუნდი ისევ ხისტად - ეს საქმე ყველაზე მეტად კარლოს უნდ...
- ადელაიდა! - მშვიდი, წუთის წინ მომლბალი ნაკვთები ისევ უხეში გაუხდა - შეიძლება ახლა შენთვის ყველაზე საშინელი მამა ვარ, მაგრამ რაც გადავწყვიტე ჩვენი კეთილდღეობის გამო გადავწყვიტე - დაბლა დახრილი თავი მაღლა ამაწევინა და აცრემლიანებულ თვალებში შემომხედა - ჩემო დალია, ხომ იცი რომ შენთან დიდი ხნით ბუტიაობას ვერ ვუძლებ - მითხრა და ხელები თმაზე დამისვა.
-მამა! - წარმოვთქვი ხმის კანკალით. ასე მეგონა "იავნანა"-ში მიღებდნენ, განსხვავებულ ამპლუაში.
ხელები განიერ ბეჭებზე მოვხვიე და ჩავეხუტე. მასთან დიდი ხნით კონფლიქტს ვერც მე ვუძლებდი.
-უკაცრავად, სტუმრები მოვიდნენ - გვითხრა მირამ და გვერდით გაიწია. მამას მოვშორდი, შევეცადე ცრემლიანი თვალები ამომეშრო და გაღიმება დავიწყე.
კარში მაღალი, მუქ ჯინსის შარვალსა და თეთრ მაისურში გამოწყობილი კაცი შემოვიდა,
წაბლისფერი თმა ქონდა, ყავისფერი თვალები, სახის უზადო ოვალი. მისი ჭკვიანი თვალების დანახვისას ღიმილის პროცესისი გაუმჯობესება ავტომატურად შევწყვიტე.
ეს ხულიგანი...
გვერდით სულ ლურჯებში, ოფიციალურ ფორმაში გამოწყობილი კაცი მოჰყვა, შავი თმით, მაღალი და ვიწრო თვალებით, იაპონელის იერი წაჰკრავდა.
-ბატონო თადეოზ! - მიმართა მამაჩემს წაბლისფერ თმიანმა და ხელი გაუწოდა
-აარონ დონაური? - თავისი ხელი მისას შეაგება. ორივეს პროფესიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. მამაჩემს მომავალი სარფიანი საქმის კმაყოფილი ღიმილი, ხოლო ამას რაღაც იდუმალი, არასანდო გამომეტყველების ღიმილი უკრთოდა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბატონო აარონ!
- ჩემთვისაც - მიმართა და მზერა ჩემსკენ გადმოიტანა. მარცხენა თვალი ამითამაშდა, ვგრძნობდი სახის ნაკვთები როგორ მეკრუნჩხებოდა.
- ეს ჩემი თანაშემწე, თომა ბაღვაშია - ჩემგან მზერა მომენტალურად გადაიტანა და გვერდით მდგომზე ხელით მიგვანიშნა.
- გამარჯობათ! -მორიდებით გაგვიღიმა. მისი ხმა უღიმღამოს ჰგავდა. ნუთუ ის ბიჭი იყო იმ ღამიდან, ლაპარაკი და იმ სოროში ყოფნა რომ არ ეპიტნავებოდა.
-ეს კი ჩემი ქალიშვილია ადელაიდა გეგელია!
- ძალიან სასიამოვნოა! - თქვა აარონმა და ხელი გამომიწოდა. სახე ღიმილმა აუთამაშა. კბილები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე და ხელი მისას ნელა შევახე. საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა. შეხებისას თითქოს, მისი თითები ისევ ჩემს სხეულზე ვიგრძენი. თავი გავაქნიე, ხელი საჩქაროდ უკან წამოვიღე და ზურგ შექცევით მაგიდასთან წავედი დასაჯდომად. იქ დგომა უკვე გაუსაძლისი ხდებოდა.
- გთხოვთ! - მიმართა მამაჩემმა და მაგიდასთან მოიხმო. დასხდომისას პატარა შესავლები გააკეთეს კომპანიებთან დაკავშირებით. თავს მაღლა არ ვწევდი. ჩემს წინ დაწყობილ საქაღალდეებს უაზროდ ჩავცქეროდი და მასში დაწერილი არცერთი ასო არ იყო ჩემთვის ცნობილი. თითქოს მთელი ჩემი გონება სიბრაზეს და გაურკვევლობას მოეცვა.
- ბატონო აარონ, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ თავდაპირველი გაუგებრობის გამო
-დიახ, ის ფაქტი რომ ჩვენი დაკვეთა სრულიად უსარგებლო და არადამაკმაყოფილებელი გამოდგა ძალიან არაადეკვატური შთაბეჭდილება დატოვა ამ კომპანიაზე - მოგვახალა პირადპირ და მამაჩემს დიალოგში გამარჯვებული გამომეტყველებით შეხედა
-მაშინ აქ ისევ რატომ მობრძანდით ბატონო აარონ? -გაღიზიანებით მივუგე. საშინლად არ მომეწონა ჩემი ძმის შრომას და მამაჩემის მიერ დაარსებულ კომპანიას უსარგებლო რომ უწოდა.
შეფარული გაღიზიანებით შემომხედა მამამ.
აარონმა მზერა ჩემსკენ მომართა. ისე მიყურებდა თითქოს მემუქრებოდა ახლა ჩემი ერთი სიტყვით გაგანადგურებო. ალბათ მასთან ჩემმა ბოლო ვიზიტმა უსუსური ქალის შთაბეჭდილება დაუტოვა.
- მიყვარს როცა ვიღაცას მეორე შანსს ვაძლევ - მითხრა მოულოდნელად და გამიღიმა. ეტყობოდა რომ ღიმილი ნაძალადევი იყო.
რა კეთილია.
- გვინდა რომ ამ ქალაქში ჩვენი ბიზნესი წამოვიწყოთ - საუბარში თომა ჩაერია, რომელსაც ან სიტუაციის გამოსწორება უნდოდა ან ერთი სული ჰქონდა, როდის დამთავრდებოდა მთელი ეს ფარსი.
-რა თქმა უნდა - გაიცინა მამაჩემმა არსებული სიტუაციის დასაფარად - დრუემი, კონოჰაში ყველაზე პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალაქია
- მაგაში ნამდვილად ვერ შეგეწინააღმდეგებით - მიმართა აარონმა - ამ ქალაქში ნამდვილი სიმყუდროვე იგრნობა... ყოველ შემხვევაში შორიდან ასე ჩანს - ბოლო სიტყვები ორ აზროვნად დაამატა. მისი მზერა ჩვეულებრივი იყო, მაგრამ არა მეგობრული. რას ნიშნავს "ყოველ შემთხვევას შორიდან ასე ჩანს? "
- შეგიძლიათ ცოტა ხნით კიდევ იფიქროთ ბატონო აარონ, გაეცნოთ აქაურობას და უკეთ დარწმუნდებით ჩვენს ქალაქში არსებული სიმშვიდის შესახებ! - ეს მამას ჩვეული სტილია, ამ ჟესტით თითქოს კლიენტის ნდობას იპოვებს.
- არ არის საჭირო, დროთა განმავლობაში ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ შევიტყობ - გამომეტყველება ისევ ჩვეული, პროფესიული ღიმილი, დარწმუნებული გამომეტყველება და ისევ ორ პირული საუბარი.
-მოკლედ - ჩაერია თომა - ალბათ უკვე იცით რომ გვინდა ამ ქალაქში ადგილი შევიძინოთ, შევამჩნიეთ რომ ძალიან მინიმალურ ადგილას თუ არის დასასვენებელი ადგილი, ისეთი სადაც უბრალოდ დაჯდები წყნარად და მშვიდად. ამიტომ გვინდა რომ აქ კაფე-ბარის მსგავსი დაწესებულება ავაშენოთ და არქიტექტურის მხრივ თქვენი კომპანია შევარჩიეთ. თავდაპირველი გაუგებრობის მიუხედავად, მაინც გვინდა რომ ეს საქმე ისევ თქვენ მოგანდოთ.
- ნუ შეიძლება ითქვას რომ სხვა გზა მაინც არ არის, რადგან ამ ქალაქში ერთადერთი არქიტექტურული კომპანიაა - დამცინავად გადმოგვხედა მე და მამას. ხელებს ერთმანეთს ძლიერად ვუჭერდი, სიბრაზე ყელში მაწვებოდა. ისე გვარტყავდა სახეში ყველა შეურაწყოფას, რომ აზრზე მოსვლასაც ვერ ვახერხებდით
- კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ჩემი შვილის გამო მომხდარ შეცდომაზე - " მამა უბრალოდ უთხარი რომ არ მივიღებთ მათ პროექტს" - ახლა ამ საქმეს ჩემი მოერე შვილი ადელაიდა მიხედავს- ჩემი სახელი დიდი სიამაყით წარმოთქვა და ხელით ჩემსკენ ანიშნა. აარონმა მამაჩემის ხელს მზერა გააყოლა და ჩემს თვალებს გადააწყდა. გამიღიმა და კმაყოფილმა დამიკრა თვალი. ისე მიყურებდა თითქოს მისი მოკავშირე ვყოფილიყავი.
- მშვენიერია, ანუ შევთანხმდით!
თვალი სასწრაფოდ ავარიდე, ყველანაირად ვცდილობდი რომ მამას ჩემი უკმაყოფილო გამომეტყველება არ ეგრძნო.
- დიახ, რათქმაუნდა - თადეოზი დიდი კმაყოფილებით დაეთანხმა.
ფეხზე წამოდგნენ, ხელი შეთანხმების მიზნით ერთმანეთს ჩამოართვეს და ხელშეკრულების დადების შესახებ უახლოეს მომავალში შეხვედრაზე შეთანხმდნენ
-ნახვამდის ქალბატონო ადელაიდა - გასვლამდე აარონი მომიბრუნდა
- ნახვამდის - მივუგე ნაძალადევად.
რა გამაღიზიანებლად მიყურებდა. იცოდა რომ ვერავისთვის ვერაფრის თქმას ვერ შევძლებდი და ალბათ ეს აძლევდა ყველაზე მეტ სტიმულს.



№1  offline წევრი Liziko27

როგორ ველოდი ამ თავს შენხომ არიცი.;;*;* მიხარია რომ დადე...

 


№2  offline წევრი _scorpion_

Liziko27
როგორ ველოდი ამ თავს შენხომ არიცი.;;*;* მიხარია რომ დადე...


მადლობ მოთმინებისთვის :დ :*

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

გაგრძელება ალბათ გადაიფიქრეთ, დიდი ხანია აღარ დადებულა

 


№4  offline წევრი _scorpion_

სტუმარი ნინა
გაგრძელება ალბათ გადაიფიქრეთ, დიდი ხანია აღარ დადებულა


დროის უქონლობის გამო ვეღარ გავაგრძელე, მერე კი სულ მივივიწყე წერა სამწუხაროდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent