შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროის შუალედში (პროლოგი)


14-11-2018, 21:05
ავტორი jenniferi
ნანახია 1 014

2012;08;6
დილით გაღვიძებისთანავე მივხვდი რომ ეს დღე კარგად არ ჩაივლიდა შავი ღრუბლები ციდან ისე ცუდად იყურებოდნენ
ხოლო როდესაც დედამ მითხრა სკოლაში არ წახვალო ტანში შიშის მომგვრელმა ჟრუანტელმა დამიარა
საღამომდე ოთახში ვიყავი ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი თითქოს წინასწარმეტყველება ახდა და მეორედ მოსვლა დაიწყოო წვიმა ისე ასხამდა წვიმაც არ ერქვა თითქოს ზემოთ ერთი დიდი მდინარე იყოს და ქალაქი მის ქვეშ იყოსო წვიმის ხმებში ქარის ზუზუნსაც ვარჩევდი ცა ავის მომასწავებლად ნათდებოდა ძლიერი ქარი ხეებს ტოტებს ატეხდა ფოთლებს უმოწყალოდ აცლიდა და ქუჩაში ქაოსს ქმნიდა გზაზე წყალი მდინარესავით ჩამოედინებოდა მანქანას რომ გამოევლო თან ჩააყოლებდა ქვემოდან რაღაც ისეთი ძლიერი ხმა მომესმა რომ ეს ყოველივე გადაფარა ოთახის კარი გამოვგლიჯე და ქვემოთ სირბილით ჩავედი იქ კი მთვრალი მამა და ნაცემი დედა დამხვდა ვერ დამინახა რომ იქ ვიდექი ამიტომ ცემას აგრძელებდა მინდოდა მეღრიალა რამე ჩამერტყა მომეკლა მაგრამ არ შემეძლო მაგ დროს ისეთი მშიშარა და უსუსური ვიყავი დედამ როგორც კი დამინახა ყვირილი დაიწყო თავიდან ვერ ვამჩნევდი ყურები ჩამგუბოდა და ცრემლებისგან მხედველობაც დაბინდულიყო
მაგრამ როგორცკი დავლანდე ქამრით ჩემკენ მომავალი მამა და დედას სიტყვა “გაიქეცი”
ადგილს მაშინვე მოვწყდი კარი ელვის სისწრაფით გამოვაღე არ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი გარეთ გავვარდი მივრბოდი წვიმაში ქარში სულ სველი ვიყავი ფეხები მტკიოდა მიცურდა მეყინებოდა მაგრამ არ ვწყვეტდი არ ვიცი რამდენი ვირბინე სად ვიყავი მაგრამ ბოლოს ესღა მახსოვს მუხლებზე როგორ დავვარდი ნახევარ ტანს ტალახიანი წყალი მიფარავდა შემდეგ რაღაც საშინლად წითელი ისეთი გამაყრუებელი ხმა რომ ყურები მიწუუდა და მიწის ისეთი ზანზარი თუთქოს აი ახლა გასკდება გაიპობა და ყველას სათითაოდ ქვესკნელში ჩაგვითრევსო
შემდეგ კი სავადმყოფოში მეღვიძება სადაც არავინაა ვიძახი ვყვირი მაგრამ არავინ მაგონებს ამიტომ მე მიწევს ადგომა სხეული საშინელ წვას იწყებს როგორცკი მოძრაობას ვცდილობ მაგრამ არ ვნებდები საწოლიდან მაინც ვდგები საკუთარი თავის შთაგონებებით რომ არ მტკიოდა ოთახიდან გავდივარ და ძალზედ უცნაურ სანახაობას ვაწყდები
საკმაოდ ბევრი ხალხი არის დერეფანში ზოგი საბუთებით ხელში, ზოგიც ბავშვით ყველა სადღაც მიიწევს ასე ჩანს მაგრამ ყველანი ერთ ადგილას გაშეშებულები არიან თითქოს ლურსმნით დააჭედესო არცერთი არ მოძრაობს ახლო მდებარე ადამიანთან მივდივარ ცხვირთან ხელი მიმქვს მაგრამ არ სუნთქავს
-ფიტულები არიან? არადა არ გვანან
გაკვირვების ნიშნად წარბებს ვქაჩავ ხალხს კიდევ კარგად ვავლებ თვალს და ახლახანს ვამჩნევ წინ არსებულ ფანჯარას რომლიდანაც წითელი თვალები სასტიკად მიმზერენ
თავიდან შიშის ჟრუანტელი მივლის მაგრამ შემდეგ გამძლეობას ვიკრებ და მისკენ სახის სხვადასხვა დამახინჯებული მიმიკებით მივიწევ თუმცა ისიც ჩემთან ერთად მოძრაობს ბოლოს როდესაც საკმარისად ვუახლოვდები ახლა უკვე კარგად ვამჩნევ ზუსტად ჩემნაირი ნაკვთების გოგონას წითელი თვალებით ხოლო როდესაც ვიაზრებ პანიკისგან ყვირილი მიტყდება
მოულოდნელად ვიღაც მადებს ხელს და შიშისგან ვხტები
-როგორ გამოხვედი? ვერც კი შეგამჩნიე წამოდი შენთვის ადგომა არ შეიძლება ან როგორ ადექი საერთოდ მეხი დაგეცა ბოლო ბოლო წითელი მეხი რომელიც პირველად გაჩნდა მეცნიერთა სამყაროში და გადარჩი გესმის? აუ თვალის ფერის რა გითხრა მარა საშინლად იღბლიანი გოგო ხარ
ირგვლივ ვიყურები ხალხი აქა იქ მიისწრაფის ზოგიც არ ჩქარობს რამოდენიმე პაციენტიც სეირნობს და ბავშვები ნამტირალევი გადიან გარეთ თითქოს არც არაფერი ყოფილაო! ამას კი ჭკუიდან ნელ-ნელა გადავყავდი!

ბოდიშით დღეს ვერ დავდებ მონადირის სისხლს მაგრამ ახალ თავში ახალი პერსონაჟის ისტორიის დასაწყისს შემოგთავაზებთ რომელსაც როგორცკი მონადირის სისხლის დაწერას მოვრჩები მის ისტორიას გავაგრძელებ დიდი მადლობა რომ კითხულობთ (გულებს დავწერდი მაგრამ კითხვის ნიშნებად გამოჩნდება მაინც)



№1  offline წევრი Elea_Nora

აუუ ძაან კაია გააგრძელე. კარგად წერ სიუჟეტებზე ხომ ვერაფერს იტყვი ძალიან კარგია. რა ინტრიგა ჩამოაგდე ბოლოს. მომწონს ასეთი ისტორიები იმედია არ გაწყვეტ სადღაც შუაში.
Waiting you!

 


№2  offline წევრი jenniferi

Girl... from the past
საწყენად არ მიიღო :)
პირველ რიგიში გირჩევ ამოისუნთქო და ნელა წერო. არსად გეჩქარება. ფრთხილად გაუყევი არჩეულ გზას, ყურადღებით შეარჩიე სიტყვები. პირადად მე სათაურმა დამაინტერესა და ამიტომ წავიკითხე. სიუჟეტი საინტერესოა მაგრამ ზუსტად ისეთი სისწრაფით წავიკითხე როგორც გიწერია, სასვენი ნიშნების არქონის ბრალია, ამას ყურადღება მიაქცია. სხვა მხრივ თუ მოინდომებ საიტზე არსებულ ბანალური ისტორიებისგან განსხვავებით კარგი ისტორია გამოგივა, მაგრამ ბევრი მუშაობა გჭირდება.
წარმატებები

დიდი მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის გავითვალისწინებ მართალი ხარ ძალიან სწრაფად ვწერ ნამდვილად ამიტომ სასვენ ნიშნებს არც ვაქცევ ყურადღებას აქ ბევრი ისტორია მაქვს მართლაც წაკითხული და უმეტესობაც მართლაც ძალიან ბანალურია ამიტომ დავიწყე რაღაც განსხვავებულის წერა მართალი ბეეეეევრი მუშაობა მომიწევს რომ კარგი მოთხრობა გამომივიდეს იმედი მაქვს კიდევ დამიწერ შენიშვნებს და გამოსწორებისკენ მიბიძგებ heart_eyes

Elea_Nora
აუუ ძაან კაია გააგრძელე. კარგად heart_eyes წერ სიუჟეტებზე ხომ ვერაფერს იტყვი ძალიან კარგია. რა ინტრიგა ჩამოაგდე ბოლოს. მომწონს ასეთი ისტორიები იმედია არ გაწყვეტ სადღაც შუაში.
Waiting you!

დიდიიიიი მადლობა და შუაში არ გავწყვეტ დაწყებულს ბოლომდე მივიყვან

 


№3  offline ახალბედა მწერალი Alice76

ისეთი სიუჟეტია,ერთი მაგარი ისტორია რომ გამოცხვება. და ძალიან მინდა,რომ გამოცხვეს,ამიტომაც რჩევას მოგცემ და იმედია,არ გეწყინება. შეანელე. ზემოთაც გითხრეს და აღარ განვმეორდები ,თუმცა იცოდე,რომ ფანტაზიის უნარი გაქვს და ეგ კარგად უნდა გამოიყენო. ვიცი,რომ გეჩქარება დაწერა და თავში ერთ დროულად ბევრი რამ მოდის,მაგრამ თუ ლამაზად არ გადმოეცი,რასაც ფიქრობ,ყველაფერს ჩალის ფასი ედება. შეიძლება ძალიან ბანალური რამ დაწერო და ყველას მოეწონოს,გამართული ნაწერის გამო.შეიძლება უმაგრესი იდეა მოგივიდეს,მაგრამ აი ასე,საჩქაროდ დაწერილი უბრალოდ ვერ იკითხება. თითქოს გარბიხარ და გზაში გვიყვები ამ ამბავს. მოკლედ,გადახედე ისტორიას,სანამ გამოაქვეყნებ,მძიმეები აქა-იქ მაინც ჩააგდე :D თავები ცოტა გაზარდე. ჯობია მკითხველი ალოდინო,ვიდრე გაუმართავი ნაწერი შესთავაზო.
წარმატება ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent