ჩვენ "არავინ" ვართ (პირველი ძარცვა) ნაწილი 4
წარმოიდგინეთ ექვსი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანი. ხასიათით, ტკივილით, სისხლით, შეხედულებით, ფიქრით ისინი არაფრით გვანდნენ ერთმანეთს მათ მხოლოდ ერთი რამ აკავშირებდათ, მენტორი. მათთვის ეს ადამიანი ღმერთი იყო რომელის დანახვაც ყოველ წამს შეეძლოთ. მენტორმა მათ გულში ადგილი არა ყვირილით და თბილი სიტყვებით არამედ სიძლირით დაიკავა. ეს მაგნიტივითააა, ადამიანები იმ მხარეზე მისწაფვიან სადაც სიძლიერე და მეტი თავდაჯერებაა. მაგრამ... დიახ მაგრამ ყოველთვის არსებობს, მაგრამ განა სანამდე გაძლენს ეს სიძლიერე? ამ ქვეყნად ხომ ყველაფერი წარმავალია. *** გარეთ ცივი ქარი ქროდა...ცადი მოღრუბლულიყო და წვიმა საცაა წამოვიდოდა როდესაც სახლთან მენტორის მანქანა გაჩერდა. ახალ გაღვიხებული ექვსი მოზარდი სამზარეულოში ერთად იყვნენ, უკვე შუადღე იყო მაგრამ მაინც არ ეყოთ ძილი რამენათევებს. ზარის ხმაზეე ყველა ერთიანად დაიძაბა - მიდი ნიკოლას შენ გააღე კარი ყველაზე ახლოს შენ ხარ - ჯონი ხელის ქნევით ეუბნება, ნიკოლასიც წუწუნით მიდის შემოსასვლელში - ნეტა ის მოიყვანა? - არვიცი, მაგრამ ეს ამბავი არ მომწონს - გაჩუმდი მენტორი გაინგონებს მიტკინ, არავის მოგვწონს. ოთახში მენტორი დაძაბული სახით შემოდის, უკან ნიკოლასი მოყვება როცა ყველას გონიათ რომ მენტორმა მოატყა და უბრალოდ გაეხუმრა მაშინ შემოდის გოგონა რომელსაც უხერხულობა სრულიად არ ეტყობა. გრძელი ფეხები ჰქონდა,იდეალური ფორმა. აშკარად შეღებილი შავი თმა, წითელად შერებილი ტუჩი, ვერ იტყოდით იდეალურად ლამაზაო თუმცა იმდენად ვიდიანი იყო ყველა ყბაჩამოვარდნილი უყურებდა. - გაიცანით მირა, ის დღეიდან ჩვენთან ერთად იქნება. - ჯონი ფეხზე დგება ისე რომ გოგონას თვალს არ აშორებს - გამრჯობა მე ჯონი ვარ - ხელზე კოცნის და ეშმაკირად უყურებს - ჩემთვისაც, მენტორო მშია სამი საათია გზაში ვართ - შეგიძლია შენი ნივთები შემოიტანო - კარგი - გოგონას გასვლს შემდეგ ჰანსი გაბრაზებული წამოდგა - რა ჯანდაბა?! ჩვენთვის მსგავსი რამ არასდროს გითქვამთ. ვინ არის ეს? ჩვენთან რაუნდა? - გაჩუმდი ჰანსი და მომისმინე, ეს გოგონა სულ რაღაც ცხრამეტი წლისაა, ორი ბანკი აქვს გაძარცვული თითვეული ბანკიდან სამასი ათასი, ის საუკეთესოა თავის საქმეში - ამდენი ფული თუ აქვს ჩვენთან რა ჯანდაბა უნდა? - წესიერად ილაპარაკე! ფული არასდროსაა საკმარისი ასე არ არის? არცერთ თქვენგან არ გაქვთ გამოცდილენა, მას კი აქვს. - მენტორო როგორ შეგიძლიათ ასე ლაპარაკი? ჩვენ ხომ ყველაფერს ვსწავლობდით, თუ არ გამოვცადეთ გამოცდილება არც გვექნება - მომისმინე ჰანსი მესმის შენი განცდები, მაგრამ ის ჩვენ გვჭირდება, მან ზედმიწევნით იცის ყველაფერი - მაგრამ მენტორო... - გთხოვთ, მე თქვენს საზიანოთ არაფერს ვიზამ, არც არასწორს. მხოლოდ სამი დღე რჩება. დღეს დაისვენეთ და ხვალიდან თვრამეტ საათიან ვარჯიშს და გეგმის დამუშავებას ვიწყებთ. - მენტორო მე სად უნდა დავიძინო - ახალ შემოსულმა გოგონამ დაიგნორა დაძაბული გარემო და მენტორს დაუღიმა - ჩემს ოთახში, მე მისაღებშიც თავისუფლად დავიძინებ. თუმცა დღეს აქ არ ვიქნები - შეგიძლია ჩემთან დაწვე - ჯონი გოგონას თვალს უკრავს - არა, გმადლობთ. - მმ როგორი უხეში ხარ - გაჩუმდი ჯონ, ყავა გინდა მირა? - დიახ, მე თქვენი სახელები არ ვიცი - ოჰ დიახ - მენტორი უხერხულად იშმუშნება - ეს ჯონია როგორც იცი, ის მოა მის გვერდით კი ჰანსი, ეს ნიკოლასია ის ჩვენი ჯაშუშია პოლიციაში, მიტკინი და ნოე. - ნოე არაჩვეულებრივი სახელია - გოგონა ნოეს უყურებს, მოა კი გოგონას - იმედია მალევე შევეგუებით ერთმანეთს - არამგონია - ჰანსი დგება და გადის - აპატიე მირა, შეჩვეულები არ არიან... მოა პირველად არ ვეთანხმებოდი მენტორის გადაწყვეტილებას, გული ძალიან მეტკინა. ეს გოგო თვალებით ჭანდა ნოეს. ბიჭები მალევე შევდნენ კონტაკში მასთან. მალევე ავდექი და წამოვედი ჰანსისთან. - ჰანსი - დავაკაკუნე და შევედი, გაბრაზებული იჯდა და ფანჯრიდან გარეთ იყურებოდა - მოა ხომ იცი რომ მძიმე ხასიათები მაქვს, თუმცა თქვენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ... ახალი? არ შემიძლია ამას შევეგუაო - მისმინე ჰანსი... არ გიფიქრია რომ ამ საქმის დამთავრების შემდეგ დავიშლებით? ყველას თავისი ფული ექნება... ჩვენ შეიძლება არა მაგრამ ბიჭები არ დარჩებიან...ყველა თავის ცხოვრებას მიხედავს. მაშინ მოგიწევს შეეგუო ახალ ხალხს, გარეთ გახვიდე და იცხოვრო. ეს გარდაუალია... - მოა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება, მე მას ვერ ვუგებ...არ მესმის მენტორის - არც მე - ვაღიარე. თუმცა მენტორმა იცი რა და როგორ - ესეიგი მას ჩვენი მარტო გაშვება ეშინია...გონია არაფერი გამოგვივა და ჩავფლავდებით - არა, ამაზე ნუ ფიქრობ. - ქვედა სართულიდან სიცილის ხმები ამოდიოდა - აი ხო ხედაც? იცინი კი გაებნენ იმ მაღალფეხებიანის მახეში - წამოდი ჩავიდეთ, მას უთმობ ყველაფერს? - რა თქმა უნდა არა! მაგრამ მოიცა... - ფანჯრის რაფიდან სიგარეტის ყუთს იღებს - მოვწიოთ? - მომეცი. ქვევით ჩასული მენტორი უკვე წასული დაგვხვდა. მისაღებში ყველას ერთად მოეყარა თავი მათ შორის მირასაც. ლუდს ვსვამდნენ და მირას უსმენდნენ - თავიდან ყველაფერი ზედმეტად ძნელი მეგონა, არა იმას არ ვამბობ ადვილი იყო თქო. მე მარტო ვიყავი, თქვენ კი ბევრნი ხართ, მეშინოდა რომ დამიჭერდნენ და მთელი ცხოვრება ციხეში ამომხდებოდა სული - ოჯახი? ოჯახი არ გყავდა? - ეკითხება აშკარა დანტერესებული ნოე - მამაჩემი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, დედაჩემს კი ამის შემდეგ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. მარტო დავდიოდი ქუჩა-ქუჩა, შემდეგ კი უბრალოდ გადავწყვიტე რომ მეძარცვა, თავიდან პატარა საქქმებით დავიწყე მერე გავიწრვენი და ბაკნი ზუსტად ოც წუთში გავძარცვე, ჩანთაში კი სამასი ათასი მედო. მაგრამ ყველაფერი ესე ერთი მოყოლით რომ ჩანს ადვილი არიყო, ბანკის გაძარცვის გეგმას ჩემი ცხოვრების ცხრა თვე შევალიე - ჩვენ კი თხუთმეტი წელი... - ხო მაგრამ მარტო არ ყოფილხართ - ჰანსიმ გვერდი ამიარა და მდივანზე დაჯდა - აქ რატომ მოხვედი? - არ ვიცი, თქვენმა მენტორმა მიპოვა. არადა მეგონა ჩემი საქმე სუფთად გავაკეთე და ვერავინ მიხვდებოდა ვინ იყო მძარცველი მაგრამ მან ყველაფეი იცოდა. დღემდე პოლიციამ ჩემზე არაფერი იცის... - და შენც ადექი და ესე ურალოდ დათანხმდი მას? -ჰანსი ზიზღნარევი ხმით ლაპარაკობდა - დიახ, ესე უბრალოდ. როგორც თქვენ ისე არც მე მაქვს დასაკარგი არაფერი... დედა ერთი წელია გარდამეცვალა... - ვწუხვარ... - ჰანსის ხმა ცოტატი მოულბა - ჯონ მე არ დამისხამ ლუდს? - წადი და დაისხი - მეორედ აღარ გავიმეორებ - ისეთი ხმით უთხრა ჰანსიმ ჯონს ყველას გაგვეცინა, ჯონიც ადგა და სამზარეულოში გავიდა. - მოდო სიმართლეს გეტყვი მირა, არ მომწონხარ და არც არასდროს მომწონები. შენ აქ არ უნდა იყო, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ ჩვენ და შენ ჩვენ "ოჯახშის" წევრად ვერც ჩაგთვლი - მესმის და ეგ არც მინდა, მხოლოდ ფული მინდა. შემდეგ კი შორს წავალ... - შენი გეგმები შენთვის დაიტოვე, მომეცი ჯონ ეგ ლუდი. მოა მანდ უნა იდგე? - თითქოს ეხლა დამინახა ყველამ, მეც გვერდით მივუჯექი ჰანსის - მირა რომელია აბა აქ ყველაზე სიმპათიურიი? - ჯონი თმას უკან იწევს და გამომწვევლად უყურებს - ის - ნოესკენ იშვერს ხელს, ნოე წითლდება - ოოო ეგ ძალიან მორცხვია არ გინდა - ჯონი ნაწყენი ჩანს, მე კიდევ სისხლი მიდუღს ისე ვარ. სამზარეულოში შევდივარ, ორ წუთში ნოე შემოდის - თავს მარიდებ? - რაა? - რაც გაიგე. - რა სისულელეა... საიდან მოიტანე? - არც მელარაკები, არ მიყურებ - ამის შემდეგ მირა შემოგხედავს - ნოე იცინის - ეჭვიანობ? - ნერვები პიკს აღწევს - ვეჭვიანობ? ეგეთ სისულელეს რატომ როშავ? - სისულელე არ არის, ის ლამაზი გოგოა... - ხოარა? ხოდა წადი და მას დაელაპაკე - ეჭვიანობ. - კვლავ იცინის - ამის დედაც არ ვეჭვიანობ თქო! - მიახლოვდება და ძალიან ახლოს მოაქვს სახე - რატომ ცახცახებ მოა? - ტუჩს, ტუჩის კუთხეში მადებს. აზრზე მოვდივარ და ხელს ვკრავ - არ გაბედო მოახლოვება - გამოვდივარ და ნოეს სიცილი მესმის. *** როდესაც მენტორის მიმართ პირველად შეიტანეს ეჭვი ამ დროს ის სრულ გადატრიალებაში იყო, ძალიან გაუჭირდა ამ დაგაწყვეტილების მიღება თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა. ეშინოდა რომ ამდენი წლის გეგმა წყალში ჩაეყრებოდა, ის ენდობოდა ექვსივე მადგანს თუმცა ეშინოდა რომ რომელიმე იქ შესული ყველაფერს ერთი ხელის მოსმით გაანადგურებდა. მირა კი იყო ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს თავიდან აიცვილებდა. ის ძლიერი და შეუპოვარი იყო, მასში მენტორს ყველაფწრი მოსწონდა იცოდა რა გამოიარა მან იმ ადამიანის შესაქმნელად როგორიც ეხლა იყო... ყველაზე მეტად კი ჰანსის ფეთქებადი ხასიათის ეშინოდა, ის შეუდარებელი იყო თუმცა მისი გრძნლბების და ფეთქებადი ხასიათის ეშინოდა. ქუჩის კუთხის მაღაზიას დააკვირდა და გზა გადაკვეთა, დადგა ეს დღეცო გაიფიქრა და ღრმად ამოისუნთქა. მაღაზიაში ისევ ის პიროვნება დახვდა ვინც წლების წინ იყო... - ჩარლი? - მენტორისკენ სამოც წელს გადაშორებული მოხუცი წამოვიდა და გადაეხვია - დიდი ხანია ესე სახელი არავის დაუძახია, მეხამუშება - მოხუცს სიცილით უთხრა და მაღაზიის სიღრმისკენ შეჰყვა - დიდი ხანია გელოდები... სულ დაივიწყე მოხუცი? - კაცმა გასქურაზე წყლით სავსე ჩაიდანი დადო - უბრალოდ ვერ ვიცლიდი, ხომ იცი არასდროს დამავიწყდები - კარგი,კარგი თავს ნუ იმართლებ. შაქარი რამდენი? - ერთი, აბა როგორა შენი ცოლ-შვილი? - კარგად არიან, ჩემი გოგო მოეწყო. მე და ჩემი ცოლი კი ვბერდებით... - კარგი რა, მშვენივრად გამოიყურები - ჩუ, აი აიღე შენი საყვარელი მწვანე ჩაი - მენტორმა ჩაი გამოარვაა და დაყნოსა - მენატრებოდა ეს სურნელი... - ეს ჩაი შენ შემაყვარე, აბა ჩარლი ესე უბრალოდ არ მოხვიდოდი - გაქვს ჩემთვის რაიმე? - მითხარი რა გინდა, ორ დღეში ყველაფერს ვიშოვნი. - რეგალურად ყიდულობ? - რა თქმა უნდა, ჩემთან ბევრი პოლიციის ინპეკტორი მოდის, იარაღებს ვუფორმებ და ისე ვატან - მაგრამ მე... - ვიცი ვიცი, შენ არ უნდა გაგიფორმო. - მხოლოდ შენი იმედი მაქვს. - კარგი ჯერ მითხარი ხუთი არაა? როგორც ვიცი მეექვსე პოლიციელია - არა ექვსი მინდა, ახალ დავამატე. - ეს როგორ? - გრძელი ამბავია, რას შემომთავაზებ? - კარგი, მაქვს 1998 წლიანი აიჩეს 2000 ის ძალიან კარგი იარაღია, გლოკ 17 ის 9მლ მეტრიანია, პლასმასის ძალიან მსუბუქი და ადვილად გამოსაყენებელია და იუესფი მისი სისწრაფე 350მ-წმ ია, მასსში 15მჭიდია მოთავსებული. სამივე საუკეთესოა, რა თქმზ უნდა მაქვს სხვები თუმცა ამათთან შედარებით ისინი არაფერია. - რომელს მირჩევ? - მოხუცი ადგა და იაღაღი გამოიტანა - ეს იუესფია, საუკეთესოა რაც კი მინახავს. - კარგი ექვსი ეს და სამი გლოკ 17. - როდის იწყებ? - ზედ დილით. - და რას? - კასპარ ფრიდრიხის, ქალი დაისის პირისპირ იცი ეს ნახატი? - რა თქმა უნდა, ამით რის თქმას ცდილობ? - მისი ღირებულება, ნახევარი მილიონია. - მერე? - ის სულ მალე ჩემი გახდება. - არა ჩარლი ამას ვერ შეძლებ. - შევძლებ და რომელი, დამიჯერე ყველაფერი გამომივა. ეგ იარაღები კი შავ ჩანთაში ჩამიწყვე, ყველაფერი ეხლა იწყება. და როდესაც ყველას ბანკის გაძარცვა ეგონა მენტორი დიდ სიუპრიზს ამზადებდა, ალბათ ლეგენდარული ნახატი იქნებოდა დასაწყისი ბრძოლის რომელიც ორმოცდარვა საათში დაიწყებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.