შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ჩემი ხარ! (მესამე თავი)


14-11-2018, 23:07
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 534

საღამომდე კაბინეტიდან არ გამოსულა. არც რამე მოუთხოვია. ნეტავ ცოცხალია? ან ჭამა არ უნდა?ან საერთოდ რითი ცოცხლობს? -ნუ ფიქრობ მარიამ მასზე. -შევუტიე ჩემს თავს და საქმეს დავუბრუნდი.
-მარიამ, ეს საბუთები მოვიტანე. შეგიძლია ხვალამდე ხელი მოაწერინო ბატონ ალექსანდრეს? -საბუთები წინ დამიდო სალომ.
-კი რათქმაუნდა. გადავხედავ და შევუტან. -რამდენი ფაილია. გამიჭირდა მაგრამ ყველა სიტყვა გადავამოწმე. ბოლოს კი მის კარებზე დავაკაკუნე.
-შემოდით! -კარი გავაღე და მეც შევედი.
-ესენი მოვიტანე, სალომემ მითხრა ხელი დილამდე უნდა მოაწეროსო.
-აქ დააწყვე. -ისე მითხრა თავი არ აუწევია. გასვლა დავაპირე რომ გამაჩერა. -მისმინე, ეს ფაილები მინდა რომ კომპიუტერში შეიტანო და გადომიგზავნო. -მითხრა და გუშინდელ სამი წლის ანგარიშზე მანიშნა.
-სულ?
-ხო რა იყო? ვერ შეძლებ?
-სულაც არ არის ბევრი, ბატონო ალექსანდრე. -ვუთხარი და ირონიულად გავუღიმე. ფაილები ავიღე და კაბინეტი დავტოვე.
-ამას თავი ვინ ჰგონია. მე მისი ასისტენტი ვარ მონა კი არა, ღმერთო ჩემო რამდენია. არა მარიამ გადასულიყავი მამაშენთან და ხომ არ მოგიწევდა ამდენის კეთება. ვაიმე უკვე საკუთარ თავს ვესაუბრები მგონი გავგიჟდი. -საბუთები მაგიდაზე დავალაგე. ექვსი ხდებოდა უკვე თვალები მეტკინა ამდენხანს კომპიუტერთან ჯდომით, მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ. ნერვები დაგლეჯვას მქონდა.
-მარიამ მივდივარ მე და რომ დაამთავრებ გამომიგზავნე სახლში ვნახავ. -მხოლოდ ეს მითხრა და ლიფტისკენ წავიდა
-იდიოტი, უჟმური, უტვინო. ამპარტავანი
-საზიზღარი, თავხედი, კიდევ რა გითხრა რით დაგეხმარო.
-უკაცრავად? -ფეხზე წამოვდექი.
-გამოვიცნობ შენი გაბრაზების მიზეზი თვით ბატონი ალექსანდრე ქალდანია.
-ზუსტადაც. რამე პრობლემა აქვს, თუ ის გარშემო მყოფთა წამებით იკვებება? ნამდვილად იცით რომ კარგადაა?. ... მგონი ექიმთანაა წასაყვანი.
-მარტო სამსახურშია ასეთ. საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნევი.
-რას გულისხმობ? ის თქვენი...
-ბიძაშვილია.
-მგონი ცუდად გამომივიდა.
-არაუშავს ხშირად იმსახურებს კიდეც რაც ახლა თქვი. ამიტომ შეგაქებ ამ სითამამისთვის. ანდრეა ქალდანი. -მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-მარიამ დვალი. -მეც ჩემი შევაგებე.
-სასიამოვნოა, კაბინეტშია?
-არა ცოტახნის წინ გავიდა.
-კარგი არაუშავს. მაშინ წავალ მეც. ხომ არ მოდიხარ შენც?
-არა საქმე მაქვს-ვუთხარი და ფაილებზე ვანიშნე.
-გამძლეობა. კაი გავიქეცი და ხვალ შემოვივლი ისევ.
საღამოს რვაზე ძლივს გამოვედი ოფისიდან. ტაქსი გავაჩერე და ლანას და ლიზას დავურეკე.
-წარმოგიდენიათ სულაც არაა ისეთი როგორიც ჩანს. არანორმარულია, ხისთავიანი სვანია. არაადამიანი არც შევეცოდე. ამდენი მგონი ორიწლის განმავლობაში არ მიბეჭდია. დავიღალე.
-დაწყნარდი ჩემო გოგო. იქნებ შეიცვალოს.
-არა ლიზა არამგონია.
-კაი დაივიწყე, ახლა სად ხარ გინდა გავიდეთ სადმე? -მკითხა ლანამ.
-ახლა სახლში მისვლის და ძილის მეტი არაფერი მინდა, დღეს ბოდიში რა ჩემს გარეშე წადით.
-კარგი მოვიფიქრებთ რამეს.
მალე სახლში ვიყავი, არც მივახშმია. პირდაპირ ოთახში ავედი და საწოლზე გავიშხლართე. შუა ღამისას ტელეფონის გაუჩერებელი ზუზუნი მაღვძებს.
-ნეტავ ვინ ჯანდაბააა... -ვამბობ და ხელით ტელეფონის ძებნას ვიწყებ. ვპოულობ და სიბრაზისგან ლამის გავგიჟდე როცა მასზე ალექსანდრეს ნომერს ვკითხულობ.
-სად გაქვს ტელეფონი, რატომ არ მპასუხობ? მთელი საღამოა გირეკავ.! -მომაყარა სიტყვები ვუპასუხე თუ არა.
-მისმინეთ მე სამუშაო საათები დღეს დავამთავრე და არ ვარ ვალდებული ყოველ თქვენს ზარს ვუპასუხო.
-სწორედაც რომ ვალდებული ხარ, ეხლა მისმინე საერთო ანგარიში გამოგიგზავნე და მისი ანალიზის გაკეთება მინდა.
-მერე მე რატომ მირეკავ ეგ ნატას საქმეა.
-ნატას არ სცალია, ხვალ დილამდე უნდა იყოს მზად.. -მითხრა და ტელეფონი გათიშა.
-იდიოტი.... საერთო ანგარიში მოუნდა. არაფერსაც არ გავაკეთებ. -საწოლში მოვეწყვე და ძილის გაგრძელებას ვაპირებდი ესემესი რომ მომივიდა ტელეფონზე. ისევ ის იყო.
<<იმედია ძილს არ აპირებ, არ დაგავიწყდეს დილისთვის მინდა. >>
-ეს რა მითვალთვალებს? თუ აზრების კითხვა შეუძლია? -გაბრაზებული წამოვდექი ფეხზე, სამზარეულოში გავედი ყავა მოვიმზადე და საქმეს შევუდექი. ღამის ორ საათზე ძლივს მივაღწიე საწოლამდე.
დილას ისევ ადრიანად ავდექი და სამზარეულოში ჩავედი. საუზმე მოვამზადე. მალე ბექაც შემოვიდა.
-არ მუშაობ დღეს შენ? -ვკითხე და ყავის ჭიქა დავუდე წინ.
-ცოტა გვიან წავალ, ალექსანდრე უნდა მოვიდეს რაღაც საქმე აქვს.
-კარგი მაშინ მე გავიქეცი სამსახურში. ნამდვილად არ მინდა მისი ნახვა სახლშიც.
-რას გულისხმობ?
-ისაა ბატონი არჩილის შვილი და ჩემი ახალი უფროსიც.
-ნუთუ? ვააა რა პატარაა თბილისი. -გაიცინა ბექამ
-კაი წავედი, საღამომდე. -ვუთხარი და სახლი დავტოვე. ფეხით გავუყევი გზას. უცებ უკნიდან სიგნალის ხმა გავიგე, მანქანამაც არ დააყოვნა და წამში ელვის სისწრაფით ჩამიარა. -ისევ შენ? იცოდე დაგილეწავ მაგ მანქანას თუ ოდესმე შეგხვდები. -ისევ ისე მივაძახე. ვატყობ ეს მანქანა შემიწირავს.
დილამ მშვიდად ჩაიარა. თორმეტ საათზე მისტერ უჟმურობაც მოვიდა. მხოლოდ ყავა აიღო და ხმის ამოუღებლად შეიკეტა კაბინეტში. ასე იყო მთელი დღე. საღამოს ექვსზე დავასეულე მუშაობა ჩემი ნივთები ავიღე და დაბლა ჩავედი ტაქსს ველოდებოდი, როცა ფეხებთან მანქანა გამიჩერეს. შევხედე, ყოველი მისი გიჟური გამოხტომები გამახსენდა და გავბრაზდი. ფანჯარასთან მივედი და გამეტებით ვუბრახუნე, მან კი ნება იბოძა და კარები გააღო. ოდნავ გვერძე გამოვიწიე რომ გადმოსულიყო. უკვე მზად მქონდა უამრავი სალანძღავი სიტყვა მაგრამ ყველაფერი დამავიწყდა როცა მანქანიდან ალექსანდრე გადმოვიდა.
-რატომ მიყურებ ეგრე?
-შენ.... შენ ხარ ის იდიოტი აქამდე რომ ნერვებს მიშლიდა?
-სიტყვები შეარჩიე ქალბატონო მარიამ.
-ძალიან კარგადაც ვიცი რას და როგორ ვლაპარაკობ.
-რაღაც არამგონია. -მითხრა და მანქანას მიეყრდნო. კიდევ ერთხელ შემხედე ავტომობილს. -რა იყო მოგეწონა?
-იმდენად რომ მისი ნაწილებად ქცევის სურვილი მაქვს. მისმინე-მეტი დამაჯერობისთვს საჩვენებელი თითი წინ ავუწიე-კიდევ ერთხელ გაივლი ასეთი სიჩქარით ჩემს გვერდით და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. გპირდები ნაწილებად დაგშლით შენც და შენს მანქანასაც.
-მე კი წაყვანა უნდა შემომეთავაზებინა. მაგრამ... -მანქანაში ჩაჯდა. -ხვალამდე ქალბატონო მარიამ. -გადმომძახა და მანქანა დაძრა.
-მაინც არ ჩავჯდებოდი შენს მანქანაში. -მივაძახე გაბრაზებულმა და ტაქსი გავაჩერე. სახლში მივედი და გოგონებს დავურეკე. მალე პარკში ვიყავით და ვსეირნობდით.
-ანუ ჩვენი პრინცი და ის საშიში მანქანაც ერთიდაიგივე აღმოჩნდა? -სიცილს არ წყვეტდა ლანა.
-ასეა. იდიოტი... ზრდილობის ნასახი არ გააჩნია.. როგორ მიშლის ნერვებს მისი არსებობაც კი მაღიზიანებს.
-მაგრამ ის შენი უფროსია საყვარელო. -მითხრა ლიზამ.
-მადლობა შეხსენებისთვის. მასთან მუშაობა კი არა ერთი ჰაერის სუნთქვაც არ მინდა.
-რას იზავ წამოხვალ და მანქანებში მიხვალ? -ისევ სიცილით მკითხა ლანამ.
-არა ძვირფასო მაგრამ გავამწარებ. ნახოს რა დღეს დავაყენებ ბატონ ალექსანდრე ქალდანს.
-სვანია? -მკითხა ლანამ
-კი სვანია. ხისთავიანი სვანი.
-ისე ჩემო კარგო ყველაზე დიდი სიყვარული ჩხუბით იწყება.
-ვაიმე ლიზა გამასწარი აქედან. -ვუთხარი და უკვე გაქცეულს მეც გავეკიდე.



ესეც მესამე თავი.... ბოდიში დაგვიანებისთვის.... ველი შეფასებებს.. ❤❤❤



№1 სტუმარი კატ

რა საყვარლობა. ცოტაა გაადიდე რა თავები.

 


№2 სტუმარი marikoo

რატომღაც მგონია თურქული სერიალიდან კოპირებ:ddd მგრამ მინც კაგია❤️

 


№3 სტუმარი უნზნ

თავები გაზარდე ძალიან პატარაა

 


№4 სტუმარი სტუმარი მაიკო

როდის იქნება ახალიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent