შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგოს ეფექტი (სრულად)


16-11-2018, 00:09
ავტორი მარ გო
ნანახია 12 559

ნელი ნაბიჯებით,ქალური,ნაზი მიმოხრით მიაბიჯებდა მთვარით განათებულ ქუჩაში და ფიქრობდა ყველანაირ ამაოებაზე...სტკიოდა,როგორ გახადა ცხოვრებამ გამოუსწორებელი ნიჰილისტი და როგორ შეაჩვია სიმარტოვეს.კაბის გრძელი კალთები მოხდენილად ეშვებოდა მის ლამაზ კიდურებზე და ქარის დახმარებით ვნებიანად მოძრაობდა ქათქათა კანზე...კანზე,რომელიც ყოველთვის თრთოდა.

როგორ უნდოდა მის გვერით ძლიერი ადამიანი ყოფილიყო,ვინმე,ვინც ეტყოდა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ამ ბანალურ ფრაზასაც მიეცემოდა აზრი,წაქცეულს რომ ააყენებდა და ყველაფერს ახლიდან შეაყვარებდა,ეძებდა ასეთ ადამიანს და თან ერიდებოდა ახალ ხალხს.

მიდიოდა ქუჩაში და ყველა ერთნაირი ეჩვენებოდა,დაღლილი სახეებით,ჩამორეცხილი მაკიაჟითა და აშკარა უკმაყოფილებით,რომელიც სახეზე აღბეჭდოდათ.

მათი ტკივილით ცოცხლობდა,ეგოისტურად სიამოვნებდა სხვისი უბედური სახე,მხოლოდ წამიერად,რადგან ხვდებოდა რამდენ ტკივილს ატარებდა თითოეული მათგანი და თითქოს ყველას თავის თავს ადარებდა,ბოლოს მისი საბრალოება ყველასას ამარცხებდა...

ფიქრებში გართული მალე მიხვდა,რომ ნაცნობ გზას მიუყვებოდა და სულ მალე საყვარელ სახლთანაც აღმოჩნდა,რომელიც რამდენიმე წლის წინ მისი ერთადერთი სამოთხე იყო...

-უკაცრავად,შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-სიბნელიდან მამაკაცის ხმა მოესმა და ფიქრებიდან ელვისსისწრაფით გამოარკვია.

შეკრთა,არ უნდოდა ვინმეს დანახვა და მითუმეტეს მასთან საუბარი.

-არა,არავის შეუძლია ჩემი დახმარება,ჯერ არ დაბადებულა ასეთი ადამიანი-თავისთვის,დანანებით ჩაილაპარაკა,თუმცა უცხო მამაკაცმა მაინც შეძლო მისი ნაზი,გაყინული ბგერების გარჩევა.

ქალი ნელი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას,ჩანთაზე ჩაბღაუჭებული ცდილობდა არ ეფიქრა და მთელი ბრაზი თხელ ნაჭერზე თითების მოჭერით გადმოეტანა.

უცნობი სიმღერის ნაცნობ სიტყვებს იმეორებდა და თვალებს ძლიერად ხუჭავდა,ღამე იყო მისი თავშესაფარი,სიბნელე-მისი სიმშვიდე და ცეკვა არსებობის საშუალება,ყოველთვის მთელი მონდომებით ცეკვავდა ტანგოს,მოხდენილად დაასრიალებდა ხელებს პარტნიორის ზურგზე და ფეხებს-იატაკზე,მხოლოდ ცეკვის დროს შეეძლო დაეღწია თავი ფიქრებისგან,ივიწყებდა ყველაფერს და მთელ გრძობებს მოძრაობებით გამოხატავდა.შორიდან უნდა შეგეხედათ როგორ გამოიყურებოდა,ამაყი,მოხდენილი სიარული,სქელი შავი ნაწნავი,მის ჩამოსხმულ ტანს კი ყოველთვის კაბა ამშვენებდა,ნამდვილი ქალღმერთი იყო,უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა,თუმცა მის გულამდე ვერავინ აღწევდა.ქალებს ეგონათ,რომ ამპარტავანი იყო,თუმცა არავინ იცოდა რა ხდებოდა მის გულში,არავის აჩვენებდა თავის ნამდვილ შინაგან სამყაროს.

ქალი ხშირად დადიოდა კლუბში,რომელსაც მხოლოდ ტანგოს მოყვარული ხალხი სტუმრობდა,ხშირად ეცეკვებოდა უცხო მამაკაცს,მაგრამ საქმე ამის იქით არ მიდიოდა,არასდროს ლაპარაკობდა ცეკვის დროს,რადგან თვლიდა,ტანგო სულის არდადეგები იყო ქალისთვის,საშუალება-ყოფილიყო ის,ვინც სინამდვილეში იყო და დაევიწყებინა ყველაფერი,რაც მის გარშემო ხდებოდა...შაბათ საღამოს მშვიდად შეაღო კლუბის კარი და იქაურობას თბილი მზერა მოავლო,წყნარი მუსიკა ჩართულიყო და სცენაც თავისუფალი იყო,ჩანთა იქვე დადო,მოსაცმელი უცხო ქალს მიაჩეჩა და სცენაზე თვალებდახუჭული ავიდა,ნელ-ნელა დაიწყო მოძრაობა,მუსიკას ნაზად ააყოლა ტანი,რამდენიმე ნაბიჯი რიტმის შესაფერისად გადადგა და იმის იმედით შეჩერდა,რომ ვინმე გაუწევდა პარტნიორობას,თუმცა თვალი არ გაუხელია და საბედნიეროდ მალევე იგრძნო წელზე ძლიერი ხელები და კმაყოფილებისგან გაეღიმა,როგორ შეიძლება ხედავდე სცენაზე ასეთ ლამაზ არსებას და არ მოგინდეს მასთან ერთად ცეკვა...ქალი მსუბუქი მოძრაობით მიბრუნდა მისკენ და თლილი თითები აასრიალა პარტნიორის კისერზე,მამაკაცს სიამოვნება გამოეხატა სახეზე და სწრაფი მოძრაობით შეატრილა ქალი ზურგით,ახლა მან დაიწყო ქალის სხეულით ტკბობა,ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცა,შეთანხმებული,დახვეწილი მოძრაობები,ვნებიანი მიმოხრა და მზერა,რომელიც ყველაფერს ამბობდა...იქ მყოფნი თვალს ვერ აშორებდნენ წყვილის ცეკვას,ყველა იცნობდა ტანგოს ქალღმერთს,ქალაქში საუკეთესო მოცეკვავეს...ყველას უნდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს საღამო,კიდევ დიდხანს ეყურებინათ იდეალური წყვილისთვის,თუმცა მუსიკის დასრულების თანავე მამაკაცის სხეულს აკრობილი ქალი სწრაფად მოშორდა პარტნიორს და კლუბიც წამებში დატოვა

როცა მეორედ ჩაუარა ტკივილად ქცეულ სახლს ცრემლი ვეღარ შეიკავა და გასაქანი მისცა თბილ სითხეს თავისით გაეკვლია გზა ათრთოლებულ კანზე.

გაყინული ხელებით ფრთხილად შეეხო ჭიკარს და ოდნავ შეაღო,სახლის გვერდით მდგარი პატარა შენობიდან ძაღლი ყეფით გამოვარდა უცხოს დანახვაზე,თუმთა მის ყელზე გამობმულმა ჯაჭვმა მალევე შეაჩერა გააფთრებული ცხოველი.ქალმა ნელა მოავლო ეზოს თვალი და მიხვდა,აღარაფერი იყო ძველებურად,ერთ დროს ყვავილებიანი ეზო ახლა ერთიანად გადახუნებულიყო და მნახველთაც ვეღარ ანცვიფრებდა თავისი სილამაზით,სამ სართულიან სახლს ხის დიდი აივანი ამშვენებდა და განსხვავებულ იერს სძენდა.

კიდევ ერთხელ დარწმუნდა,რომ აქ აღარაფერი ესაქმებოდა და წასავლელად გაემზადა,როცა გაყინულმა ხმამ შეაჩერა.

-იქნებ გამაგებინო აქ რა დაკარგე?გიჟი ხარ?მე მითვალთვალებ თუ რამეს ეძებ?

-მე...მე...-ენა ჩაუვარდა მოულოდნელობისგან ქალს

-რა შენ?-ოდნავ მიუახლოვდა მამაკაცი და თვალებში ჩახედა შეშინებულ ქალს

-რას დაგიმსგავსებია აქაურობა?-ოდნავ გათამამდა და მის დაჟინებულ მზერას აღარ მიაქცია ყურადღება-ყველას უხაროდა აქ შემოსვლა,რა უყავი ის ულამაზესი ბაღი,ჰა?სად წავიდა ჩემი ცისფერი კედლები,სად არიან ბეღურები ყოველ დილით რომ მოდიოდნენ?რატომ დამინგრიე ყველაფერი?!-ცრემლებს ვეღარ იკავებდა ქალი თავი ხელებში ჩაერგო მათ დასამალად.

-მოიცა,მოიცა,რატომ ტირი?გამაგებინე ადამიანო,რა უცნაური ხარ,მითხარი მაინც ვინ ხარ-მხარზე შეეხო და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია.

-უნდა წავიდე-სწრაფად მოშორდა და კარს მივარდა,თუმცა ვერ გააღო იქვე ჩაიმუხლა.

-წამოდი,ცხელი ჩაი დავლიოთ და ვილაპარაკოთ.

-არ მინდა.

-არ მიკითხავს,ჯერ სახლთან იდექი შუა ღამეს,ახლა შიგნითაც შემოხვედი და აქეთ მსაყვედურობ რა უქენი სახლსო,იმის უფლებაც არ მაქვს,რომ გავიგო ვინ ხარ?!

-გაქვს,ალბათ გაქვს.

-არც მანიაკი ვარ და არც გიჟი,უბრალოდ ჩაიზე გეპატიჟები,მშვიდად რომ ვილაპარაკოთ-ხელი გაუწოდა ქალს-მოდი,დაგეხმარები.

-არ მინდა-ისევ უხეშად პასუხობდა,თუმცა ფინჯანი ჩაი სულმოუთქმელად დალია და ახლა სახლის თვალიერებით გაერთო,ბევრი არაფერი იყო შეცვლილი შიგნით და გაუხარდა კიდეც.

-აბა,შეგიძლია დაიწყო,რა გაკავშირებს ამ სახლთან?-ინტერესიანი მზერა მაპყრო მამაკაცმა ქალს

-აქ ვცხოვრობდი.

-კარგი,მერე?-არ დააკმაყოფილა მისმა მოკლე პასუხმა-ოჯახთან ერთად?თუ მარტო?

-დეტალებში უნდა მოგიყვე ყველაფერი?ვინ ხარ საერთოდ?

-დაწყნარდი,არაფერს გაიძულებ,მეგონა უწყინარი შეკითხვა დაგისვი,ნუ მიპასუხებ თუ არ გინდა-დანებდა კაცი და სავარძლის საზურგეზე გადაეშვა.

-იმასთან ერთად ვცხოვრობდი,ვინც მიყვარდა,ხუთი წლის წინ გარდაიცვალა,შენ კი ის ბაღი გაანადგურე,რომელიც ჩვენი ხელით გავაკეთეთ და ძალიან გვიყვარდა,ის კედლები შეღებე თეთრად,რომელიც ჩვენ გავაფერადეთ ჩვენს საყვარელ ფრად,მძულხარ,ვინც არ უნდა იყო და რაც არ უნდა გინდოდეს აქ-სწრაფად მოკიდა ჩანთას ხელი და ეზოში სირბილით გავიდა,ეზოს კარი ღია დაუხვდა და გაუხარდა,აღარ უნდოდა იმ კაცის დანახვა...ისევ სტკიოდა,თუმცა შეეჩვია ამ ტკივილს.იჯდა ფანჯარასთან და თავაუღებლად წერდა რაღაცას,ფურცელზე გადმოჰქონდა მთელი თავისი სიმარტოვე და ტკივილი



ღამეა,სიბნელეში ჩაძირული ბოლომდე შევიგრძნობ მის იდუმალებას და ვფიქრობ,როგორ შეუძლია ერთ პატარა სანთელს გაანათოს მთელი ოთახი?არ შეუძლია,ჩემს სანთელს არ შეუძლია,გიზგიზებს მთელი სიმძაფრით,უკვე მსამე კელაპტარი,მაგრამ ისევ ისე ბნელა...

ხელებს ვაცეცებ სიბნელეში და ვცდილობ,შევეხო მყარ სხეულს,რომელზეც ვწევარ და ვერ ვგრძნობ,რომელსაც ვერ ვეხები და ეს სიშორე მტკივა,დაუძლეველი,დაუფარავი სიშორე იმედთან,იმედთან რომელსაც დაეკარგა საკუთარი ფუნქცია და ყველაზე დიდ იმედგაცრუებად იქცა,ეს იმედგაცრუება მტკივა,თითოეული ნერვი მტკივა,რომელიც ტვინს აკავშირებს კანთან,კანთან,რომლითაც ვეხები სიბნელეს და მთელი სიმძაფრით შევიგრძნობ მის ამაოებას,ეს სიბნელე დღეს,ჩემი ანარეკლია,სულის ანარეკლი...

ღამეა,დამპალი ფანჯრის ღრიჭოებიდან გაპარულ ჩემს ფიქრებს ქარი თავის ჭკვაზე ატრიალებს და ვერც კი ხვდება,რამდენი ხნის შრომას მიყრის წყალში,ძლივს დალაგებული ფიქრები ახლა აღარც მე მგვანან და აღარც თავიანთ თავს,ინისი უგზო-უკვლოდ მოფარფატე,არეული და უკვე არაფრის მთქმელნი არიან,ისევე,როგორც ჩემი თვალები,უიმედოდ დარჩენილი.

ახლად დაბადებულმა მთვარემ დიდხანს ვერ გაუძლო ჩემს დაჟინებულ მზერას და შეწუხებული ამოეფარა ჰორიზონტს.

თავის ტკივილისგან გაბრუებული გავყურებ ხედს და ვფიქრობ...

იქნებ შენც დაინახე როგორ მიილია მთვარე?

მე აქ ვარ და შენ...არ ვიცი სად.

ვცდილობ წარმოვიდგინო შენი სახე ამ სურათის დანახვისას,შენც ისევე მოგეწონებოდა,როგორც მე?თუ ჩათვლიდი,რომ ერთი ჩვეულებრივი ღამე იყო,გამხდარი,უსუსური მთვარით ცაზე.

მეცხე სართულიდან გადავყურებ ეზოში მიმოფანტულ ხალხს და წარმოვიდგენ,რომ მათ შორის დავდივარ,აუხსნელი შიშით მეშინია რომელიმეს ფეხი არ დავადგა და არმოსული სიკვდილი არ მოვუსწრაფო...

როგორც ჭიანჭველებს...შრომობენ,იბრძვიან გადასარჩენად და მოულოდნელად ვიღაც კეთილი ადამიანი,რომელიც "ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეცს'' წამებში გამოასალმებს სიცოცხლეს...

___

გუშინდელი დღე მახსენდება...გაშლილი ქოლგით მივდიოდი ქუჩაში,უღრუბლო ცა გაკვირვებული ჩამომყურებდა და ვერ გაეგო რატომ ვიმალებოდი თხელი მატერიის ქვეშ,უღრუბლოა ცა,მაგრამ ჩემს სულში წვიმს კოკისპირულად...

უუნაროდ დავაცეცებ თითებს ქოლგის სახელურზე,რომ შენს ნათეთურებს გადავეყარო,მაგრამ გუშინდელ წვიმას ყველგან ყველაფერი ჩამოერეცხა ჩემს იმედებთან ერთად.

გიჟი არა ვარ,არა...

დაკარგული ვარ,უარაფრო სივრცეში.



________



სახლიდან აღარ გადიოდა,მთელი დღე იჯდა და წერდა,ხანაც ტანგოს მოძრაობებს წაიცეკვებდა თავის პატარა ოთახში,იმდენჯერ მორწყა ყვავილები,ეშინოდა არ დამპალიყო.

თავის საყვარელ სერიალს უყურებდა,როცა კარზე მსუბუქი კაკუნი გაისმა,არ შეიმჩნია და ყურება გააგრძელა,შემდეგი უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ბრახუნი იყო,შეშინებული წამოვარდა და ნელა გამოაღო კარი.მის წინ ის მამაკაცი იდგა,სასწაულად მშვიდი სახით.

-შენ...-ძალიან დააბნა მისმა აქ ნახვამ

-ადრიანე,მერცია,ადრიანე მქვია-თბილად გაუღიმა და თვალი მსუბუქად ჩაუკრა.

-სახელი არ მიკითხავს,არ რა გინდა?!

-არ შემომიპატიჟებ?არამგონია ასეთი უზრდელი იყო და კარში დამაყენო.

-შემოდი-გვერდით გაიწია და ხელით ანიშნა სასტუმრო ოთახის გზა-საიდან გაიგე სად ვცხოვრობ?

-სულ პირველად რომ გამექეცი კლუბიდან,ცეკვის შემდეგ,დამაინტერესა ვინ იყავი და ვიკითხე შენზე,იქ კიდე შენზე ყველა ყურებამდეა შეყვარებული და ყველამ იცოდა სად ცხოვრობდი,ამიტომ...

-რატომ მოხვედი?

-შემოთავაზება მაქვს.

-სულ გაგიჟდი ხო?შენ ჩემთან რა შემოთავაზება უნდა გქონდეს?წადი ახლავე და თვალით -აღარ დამენახო-წამში გაფიცხდა ქალი.

-მოიცადე,დამშვიდდი და მაცადე აგიხსნა,შენ ახსენე,რომ იმ სახლში სადაც ახლა მე ვცხოვრობ ადრე ულამაზესი ბაღი იყო,მართალია?

-კი-შედარებით დამშვიდდა ქალი და უღონოდ დაეშვა სკამზე

-მინდა ისევ გააკეთო ისეთივე ბაღი.

-რა?-გაკვირვებისგან თვალები დაქაჩა-ჯერ გაანადგურე იქაურობა და ახლა ისევ მოგინდა მცენარეების გაშენება?

-მერცია,მე არაფერი მიქნია იმ ბაღისთვის,როგორსაც შენ ხედავ ახლა,მეც ისეთი ვნახე,როცა ვიყიდე და ვთქვი,რომ რაღაც ეკლდა ამ სახლს,შენთან ლაპარაკის შემდეგ მივხვდი,სიფერადე,სიხალისე აკლია,თუ შენთვის რთული არ იქნება,იქნებ გააშენო ბაღი ისევ?

-მე...არ ვიცი-დააფიქრა მისმა სიტყვებმა

-მე არ შეგაწუხებ,ისე გააკეთე ბაღი,როგორც გსურს,დამხმარეს აგიყვან,თუ გინდა,ახლა არაფერი მითხრა,ხვალ მოდი ჩემთან და პასუხი მითხარი,კარგი?-ისევ თბილად გაუღიმა და მის ხელს ნაზად შეეხო,თუმცა მალევე მოაშორა,როცა მიხვდა,ქალს არ ესიამოვნა-ხვალამდე მერცია,კარგად დაფიქრდი.გასვლას აპირებდა,როცა კიდევ ერთხელ მიბრუნდა მისკენ

-შენ არ იმსახურებ ამას,შენ უნდა მოერიო შენს თავს და შენს ტკივილს,არ შეგიძლია მთელი ცხოვრება ასე ყოფნა,შენს თავს ამას ვერ გაუკეთებ...ხვალამდე მერცია-კარი გაიხურა და ქალი გაოგნებული დატოვა,რა უნდა ექნა?ნუთუ მართალი იყო ადრიანე?ჯერ კიდევ ძალიან სტკიოდა წარსული,თუმცა არ იცოდა მიეცა თუ არა მომავლისთვის შანსი,ფიქრში სწრაფად ჩაეძინა და ცრემლი მისი სახიდან მალევე გაუჩინარდა.

დილით ადრიანეს სახლთან ზურგჩანთით ხელში იდგა ქალი და სულმოუთქმელად ელოდა საქმის დაწყებას,ყველაფერი მოფიქრებული ჰქონდა,რომელ ყვავილს სად დარგავდა,დეკორაციები და სხვა უამრავი იდეა მოსვენებას აღარ აძლევდა.ადრიანეც ბედნიერი იყო მისი ადაწყვეტილებით და ფედნიერი შესცქეროდა ეზოში მოფუსფუსე ქალს.

-მერცია,ვისაუზმოთ და მერე გააგრძელე,კარგი?

-არ მშია-გამალებით ჩიჩქნიდა მიწას ყვავილის ჩასარგავად.

-დახმარებაზე უარი რომ მითხარი კარგი,მაგრამ საჭმელი აუცილებლად უნდა ჭამო,ენერგია ხომ გჭირდება?

-კარგი,მოვდივარ-უკმაყოფილოდ გაიხადა ხელთათმანები და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას-მშვენიერია!-მაგიდა გაშლილი დახვდა,ხელები დაიბანა და თვალებგაფართოებული ჩამოჯდა.

-რამდენი რამე გაგიკეთებია,არ იყო საჭირო-სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ისე გადაუშვა პირველი ლუკმა პირში-მმმ,უგემრიელესია!

-მადლობა-შეიფერა მამაკაცმა-კარგი კულინარი ვარ.

-დღეს ბზებს დავრგავ და ხვალ დავთესავ ყვავილებს,რომლებიც ხეივანზე უნდა ავიყვანოთ,ბალბები მაქვს შემოსასვლელი ბილიკისთვის,კიდევ ვიყიდი რაღაცეებს და რამდენიმე თვეში ისევ გალამაზდება აქაურობა-ღიმილიანი სახე მალევე შეეცვალა და ადრიანესაც არ გამოპარვია ეს.

-არაფერი გამეგება მაგ საქმეში,მაგრამ მჯერა,რომ კარგი გამოვა-ჩვეულად თბილად გაუღიმა ქალს და მისმა გულწრელმა მზერამ მერციასაც გაუთბო გული.

რამდენიმე თვეში მართლაც სამოთხეს დაემსგავსა იქაურობა,ყოველდღე მიდიოდა მერცია და ახალახალ ყვავილებს რგავდა,შეჰხაროდა ახლად დაბადებულ ყლორტებს და თავზე დასტრიალებდა.ხშირად იღიმოდა და ღიღნებდა.ადრიანეც ამჩნევდა მის სახეცვლილებას და უხაროდა მისი გამოკეთება.

ერთ დღესაც ადრიანე სახლში ბევრი ბარგით დაბრუნდა და მერციას ბედნიერმა უხმო.

-დროა მერცია!დროა!

-რა?რისი დროა?-გაკვირვებისგან აღარ იცოდა რა ექნა.

-სახლი უნდა გავაცოცხლოთ,გესმის?-ყუთები გახსნა და იქიდან ღია იასამნისფერი საღებავები ამოალაგა.

ბედნიერი იყო ქალი და ეუცხოებოდა ეს გრძნობა,მან გადალახა ცხოვრების უმძიმესი წუთები,დაამარცხა საკუთარი თავი და ტკივილი და მოვიდა დღემდე,საიდანაც იწყებოდა ბედნიერება,ის რაც აშინებდა და იზიდავდა...აკავებდა და ითრევდა.ნამ კარგად იცოდა,ადრიანესთან შეხვედრის შემდეგ,აღარაფერი ყოფილა ძველებურად.







მადლობა ყველას,გამიხარდება თუ დააფიქსირებთ თქვენს აზრს,ჯანსაღი კრიტიკა მიღებულია <3 <3



№1  offline წევრი qetulaa

Zalian kargiaa, yochaggg, rogor momcons saxeli merciaa, myavda aseti saxelis megobariii, gamixarda misi sulis gaferadebaa

Zalian kargiaa, yochagg

 


№2  offline წევრი მარ გო

qetulaa
Zalian kargiaa, yochaggg, rogor momcons saxeli merciaa, myavda aseti saxelis megobariii, gamixarda misi sulis gaferadebaa

Zalian kargiaa, yochagg

ძალიან ძალიან დიდი მადლობა heart_eyes heart_eyes

 


კარგია და უფრო კარგი იქნებოდა უფრო მეტი ფსიქოლოგიური მომენტის გამოყენებით და ასახვით, უფრო მეტად დამაჯერებელი გაჰეხადა პერსონაჟის ქცევები და შინაგანი სამყარო. რამე ისეთი გეთქვა რაც დასამახსოვრებელი ფრაზა იქნებოდა მაგალითად ისეთი როგორიც იყო - "ცეკვა სულის არდადაგებია", ძალიან მომეწონა ეს ფრაზა. ფსიქოლოგირ მომენტებსაც მოუხდებოდა ეს, ასევე კარგი იქნება, მუსიკის და სხეულების, ცეკვოს დროს ერთობლივ სინთეზზე თუ იტყოდი რამეს მხატვრულად. კიდევ ბევრი რამ არის მაგრამ არ მინდა გითხრა და იმ სიტყვებსაც ვერ ვძებნი რომ მინიშნება იყოს რათა თავად ამოხსნა და თავად მიხვიდე იმ დასკვნამდე რასაც ვგულისხმობ. პირდაპირ ნათქვამი არ იქნება უკვე ამ დანარჩენი სათქმელისათვის ის, რაც და როგორაც საჭიროა.

 


№4  offline წევრი მარ გო

გიორგი გვალია
კარგია და უფრო კარგი იქნებოდა უფრო მეტი ფსიქოლოგიური მომენტის გამოყენებით და ასახვით, უფრო მეტად დამაჯერებელი გაჰეხადა პერსონაჟის ქცევები და შინაგანი სამყარო. რამე ისეთი გეთქვა რაც დასამახსოვრებელი ფრაზა იქნებოდა მაგალითად ისეთი როგორიც იყო - "ცეკვა სულის არდადაგებია", ძალიან მომეწონა ეს ფრაზა. ფსიქოლოგირ მომენტებსაც მოუხდებოდა ეს, ასევე კარგი იქნება, მუსიკის და სხეულების, ცეკვოს დროს ერთობლივ სინთეზზე თუ იტყოდი რამეს მხატვრულად. კიდევ ბევრი რამ არის მაგრამ არ მინდა გითხრა და იმ სიტყვებსაც ვერ ვძებნი რომ მინიშნება იყოს რათა თავად ამოხსნა და თავად მიხვიდე იმ დასკვნამდე რასაც ვგულისხმობ. პირდაპირ ნათქვამი არ იქნება უკვე ამ დანარჩენი სათქმელისათვის ის, რაც და როგორაც საჭიროა.

კიბატონო,მართალი ხარ...მადლობა დიიდი heart_eyes

 


№5  offline წევრი კეროლაინი

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი მარ გო

კეროლაინი
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

kissing_heart kissing_heart :h heart_eyes heart_eyes eart_eyes: heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent