ეკიპაჟი (თავი 9)
დღეები ისე მტანჯველი სინელით მიდიოდა, მეც ვსწავლობდი ცხოვრებას, როგორც არ უნდა გიკვირდეთ დაჩისთან ერთაD მუშაობას შევეგუე, კარგად ვატყუებდი მასაც და ჩემს თავსაც. -როგორ ხარ?- ნატალიას სახლში შევედი და სავარძელში ჩავესვენე. -აბა როგორ გრძნობ ონიანების სასახლეში თავს?-საუბარი გადავიტანე და დიდ მისაღებ ოთახს მოვავლე თვალი. -ძაან დიდია ორი ადამიანისთვის ეს სახლი.-წინ დამიდგა.-ყავას დალევ? -აუუ კი რა რძიანს. ხოდა მერე იმუშავეთ პატარა ლაშიკოებზე და ნატალიებზე.-გამეცინა და მეც შევყევი სამზარეულოში. -აი ლაშაც მოვიდა.-ფანჯრიდან გავიხედე და მისი მანქანის უკან ლიპარტელიანის მანქანა დავლანდე. -დაჩიც მოვიდა.-ყელში გაჩხერილი ბურთი გადავაგორე. -ანაც აქ არის.-შეშინებული თვალებით გავხედე ნატალის. -ლაშას თავს გეფიცები არ ვიცოდი ვივი..-ანერვიულდა. -კაი რა შუაშია ეგ. მერე რა არ მადარდებს.-ნაღვლიანმა ჩავილაპარაკე და სააბაზანო ვიკითხე სად იყო. კარები მივხურე და ორივე ხელით დავეყრდენი ნიჟარას. სარკეში ჩავიხედე. -დამშვიდდი ვივი. შენ ის არ გიყვარს..-წყალი მოვუშვი რომ ჩემი ჩურჩულის ხმა არავის გაეგო.. -გეყოს ამდენი ტყუილი.! -კენტად ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე, ღრმად ჩავისუნთქე და გავედი.. -გამარჯობათ.-ღიმილით შევედი მისაღებში და ჯერ ლიპარტელიანს შევხედე შემდეგ ანას. „როგორ გაცრეცილა.. „ დაღლილი თვალები ჰქონდა, თავზე თავსაბურევი ჰქონდა შემოხვეული, მინდა გითხრათ რომ ქალს ავადმყოფობაც კი ალამაზებდა. „ამ ქალს მე როგორ უნდა ვებრძოდე?! „ -გამარჯობა ვიკა..-თბილად გამიღიმა და გადამეხვია, გაოცებულმა დძლივს შევძელი მის თხელ სხეულზე ხელების მოხვევა. -როგორ ხარ ვიკა?-ჩემს გვერდით დაჯდა..“ალბათ ყველაფერს ხვდება და უნდა დამსაჯოს“.. -მადლობა ანა შენ როგორ ხარ?-ძლივს ვატრიალებდი ენას პირში, ხელები უაზროდ მიკანკალებდა. -არამიშავრს. შენც გაგაკვირვა ხომ ამ ორის საქციელმა..-გულიანად გაიცინა და ხელი დაჩის ძლიერ ტორს მოჰკიდა. მზერა მათ ხელზე გამეყინა. -კი ნამდვილად გაგვაკვირვეს.-როგორც იქნა ამოვღრღე. -ვივი წამომყევი რა სამზარეულოში. -ნატალიამ გადამარჩინა, უსიტყვოდ გავყევი უკან და სამზარეულოს კარები მივკეტეე. -შეიძლება მოვკვდე ნატაა..-თაცზე ხელევი ავიფარე, სკამზე ჩამოვჯექი. -დამშვიდდი ახლა თავი ხელში აიყვანე.. -ყველაფერს ხვდება ანა და მაგიტომაც მექცევა თბილად.!- ნერვიულად ვიმტვრევდი თითებს. -შეიძლება, მაგრამ გთხოვ შენ ხომ ძლიერი ქალი ხარ. თავს შემოუძახე და დაანახე რომ აღარ გადარდებს ეს კაცი, ჩათვალე რომ შენთვის უბრალოდ უფროსია და მეტი არაფერი.. -საფეთქლებზე მედო ორივე ხელი და მის სიტყვებზე ვფიქრობდი. თავდაჯერებული წამოვდექი და ნატას დავეხმარე ყავის გატანაში. ღიმილი დამთამაშებდა სახეზე. თავი ბედნიერად წარმოვიდგინე და იმდენად შევიჭერი როლში რომ მართლა რეალობა მეგონა.! მთელი საღამო მხიარულად გავატარეთ, ანა შემოვიდა კონტაქტში, ვიცინოდით, თითქოს დავმეგობრდით კიდეც მაგრამ როცა უკვე მოვრჩი თამაშს მივხვდი რომ მე ამ ქალთან ვერ ვიმეგობრებდი, სხვა სიტუაციაში რომ გაგვეცნო ერთმანეთი შეიძლებოდა კარგი წყვილი გამოსულიყო ჩვენგან.. -ვივი ძალიან გამიხარდება თუ ხშირად გვესტუმრები ხოლმე, თან მე იშვიათად გავდივარ სახლიდან.-გასასვლელ კარებთან ვიდექით , გადამეხვია. -ვეცდები ანა..-გავუღიმე..-ნახვამდის დაჩი.-ხელის ჩამორთმევას ვაპირებდი მაგრამ უეცრად გადამეხვია და მეც ხომ არ შევეწინააღმდეგებოდი. ბედნიერებმა გავაცილეთ წყვილი და მეც გავეცალე ახლად შექმნილ ოჯახს. -ნინა სახლში ხარ?-მანქანაში ჩავჯექი. -კი რა იყო? -კაი მოვდივარ. რამე წამოვიღო? -წვენი და სასუსნაოები.-სიცილით მითხრა და გათიშა ტელეფონი. -მე მეგონა გადაიფიქრე მოსვვლა, სად იყავი ამდენ ხანს?-შეწუხებული სახით იდგა კარებთან. -საცობში.-გავუცინე და მაგიდაზე დავაწყე დაბარებული პროდუქტი. -დღეს დაჩი ვნახე ნატალიასთან და ლაშასთან, ცოლთან ერთად იყო მოსული. -რაოო? მერე?-პარკებიდან ამოალაგა ნივთები და თან მე მისმენდა. -რა და ვიმეგობროთო ანამ.-გამეღიმა და მაგიდაზე დადებული შოკოლადის ფილა გავხსენი. ჩემი ტელეფონის ხმა გავიგე. დავხედე და უცხო ნომრიდან სმსი იყო მოსული. „როგორ ხარ?“ -ხმამაღლა წავიკითხე შეტყობინება და ნინას შევხედე. -ვინ უნდა იყოს? -იკითხა ნინამ და შოკოლადი მოიქცია კბილებს შორის. არვიცითქო ვუთხარი და შეტობინების წერა დავიწყე. „მადლობა კარგად ვარ. რომელი ხარ?“ -გავაგზავნე. „შენი უფროსი“ -წავიკითხე და გამეღიმა. -ვინ არის? -დაჩია.-წარბი მაღლა ავწიე. „რამე გინდდათ ბატონო დაჩი?“ -გავაგზავნე და ორივე ერთად დავაჩერდით ტელეფონს შეტყობინების მოლოდინში. აი ისიც! „კი! მინდა შენი თვალები მუდამ ბედნიერებით ბრწყინავდეს, მინდა შენი ღიმილი ყალბი არ იყოს.! მინდა მაგ გემრიელ ტუჩებზე მხოლოდ მე გეხებოდა და ეგ უმშვენიერესი სხეულიც მარტო მე მეკუთვნოდეს“-თვალებს არ ვუჯერებდი. ტელეფონი სახესთან ახლოს მივიტანე ვაიდა ხომ არ მეჩვენებათქო მაგრამ, არაა! „მინდა იმედები გაგიცრუოთ! ჩემი ტუჩები და მითუმეტეს სხეული თქვენი არასდროს..! არასდროს არ იქნება.!“-წერისდროს ვკითხულობდი და ნინას გავხედე.-ჰა ზედმეტი ხომ არაა.?-ვკითხე. -კი გინდა რომ იყოს მისი მაგრამ ეხლა ეგ უნდა მიწერო აუცილებლად.-ჩაიცინა და მანიშნა მიდი მიეწერეო..მეც გავაგზავნე შეტყობინება. „ხვალ ჩინეთის რეისზე შეგხვდები პატარავ.“ -კოპალიანმა წამიკითხა სმს და ტელეფონი მომაწოდა. -რაღაც ძალიან გათამამდა ამ ბოლო დროს და რა ხდება?- თვალები მოჭუტა. -რავიცი აბა ქალო.-მხრები ავიჩეჩე. საკუთარი თავი კმაყოფილი და ბედნიერი დავიჭირე, მახარებდა მისი სიტყვები.მაინც რა ეგოისტია ადამიანი და მითუმეტეს ქალი! შეყვარებული ქალი.! იმ საღამოს გვიანობამდე დავრჩი კოპალიანების ოჯახში, მიუხედავად იმისა რომ დილით გამთენიისას მქონდა ფრენა. სახლში მისულმა შხაპი მივიღე, სველი თმა პირსახოცით შივიხვიე და სველი სხეულიც ფუმფულა პირსახოცით დავიფარე. მუსიკას ავუწიე, სარკის წინ დავიწყე კრემების წასმა, ისევ შეტყობინების ხმა გავიგე. „ასე რომ დადიხარ, ფარდა მაინც ჩამოაფარე, შეიძლება აქ ჩემს მაგიერ სხვა იდგეს და სულაც არ მინდა ვინმე ამ სხეულს უყურებდეს.!“ მაშინვე მივვარდი ფანჯარას და სიბნელეში ვცდილობდი მის პოვნას. „ჩემს თვალთვალს გირჩევნია სახლში შენს ცოლთან იყო.!“ მივწერე და მაშინვე გარემოს დავაკვირდი. აი ისიც განათებულ ადგილს დავაკვირდი და მისი სახე ამოვიცანი. „და კიდევ მირჩევნია ყველამ მიყუროს შენს გარდა!“-წავეკეკლუცე. ღიმილიანმდა ფანრდა ჩამოვაფარე და ტელეფონი საწოლზე მივაგდე. „შენ.! შენი ყველაფერი ჩემია.! მე მეკუთვნის შენი გული.“ -რამდენს ბედავს. „როგორ ცდები ბატონო დაჩი.! ძალიან ცდები..“ -ეს ბოლო შეტყობინება იყო. დაძინება ვცადე მაგრამ ვერ მოვახერხე, რამდენიმე საათში ისედაც მომიწევდა ადგომა. როგორც იქნა მაღვიძარამ დარეკა და მეც წამვდექი, ფორმა ჩავიცვი, თმა მაღა ავიწიე და კუდი გავიშალე, მაკიაჟი და ჩემი საყვარელი წითელი ფერის ტუჩსაცხი წავისვი, თბილი მანტო მოვიცვი და სახლი ჩემი ჩემოდნით დავტოვე, მანქანას მივუახლოვდი. -როგორც იქნა მოხვედი, მე მეგონა რესზე არ აპირებდი გამოცხადებას. -შიშისგან და მოულოდნელობისგან შევხტი. -მთელი ღამე აქ იყავი? -მისკენ შევბრუნდი. ღმერთო მასზე მეტად ეს ფორმა არავის უხდება! თითქოს ეს პროფესია მისთვის იყო შექმნილი. შავი მულხლამდე მანტო ეცვა ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. -მე წაგიყვან.! ამ ტუჩსაცხს ნუ ისვამ, თორემ ისედაც მაგიჯებს შენი ტუჩები და თავს ვერ შევიკავებ. -დაჟინებით დამაკვირდა ტუჩებზე. -ბევრს ლაპარაკობთ ბატონო დაჩი ცოლიანი კაცის კვალობაზე.-მანქანის კარები გავაღე და ჩაჯდომას ვაპირებდი ხელი რომ ჩამავლო კლავში. -მე წაგიყვანთქო..-მკაცრი ხმით მითხრა.ჩემი ჩემოდანი აიღო და მის მანქანაში საბარგულში საკუთარი ჩანთის გვერდით დადო, მეც იძულებული გავხდი გავყოლოდი, მანქანა დავკეტე და მის გვერდით მოვთავსდი ღვედი გავიკეთე.მთელი გზა ღიმილი არ მოშორებია სახიდან. -რატო იღიმი.?-მისკენ შევბრუნდი და სახეზე დავაკვირდი. პასუხი არ გამცა სამაგიეროდ ჩემი ხელი ტორში მოიქცია. ვცადე გამენთავისუფლებინა მაგრამ არ გამომივიდა. -ნუ მეწინააღმდეგები!-ბრძანებლურ ტონს არ იშორებდა. - გეყოფა ეს სპექტაკლები.-გავბრაზდი და ტონს ავუწიე. -პატარავ ტონს დაუწიე..-ხელზე ძლიერად მომიჭრა. -დაჩი რა გინდა ?- მოთმინება დაკარგულმა ამოვიკნავლე. პასუხად მხოლოდ მისი კოცნა დამრჩა ხელზე. აეროპორტის პარკინგზე გააჩერა მანქანა ჩანთა მომაწოდა და ჩემს წინ წავიდა. -არ მოდიხარ?-შესასვლელთან გაჩერდა. უთქმელად გავყევი. ბორტი მოვამზადეთ და 15 საათიანი ფრენისთვის განვეწყვეთ. -ლაშა ნატალია სად არის?-შემეშინდა რომ ვერ ვნახე. -ცუდად გრძნობდა თავს და ვერ წამოვიდა, მის მაგივრად მარიამი იქნება. -რამე სერიოზული ხომ არაა? -არა უბრალოდ სუსტად იყო, დამშვიდდი. -ლოყაზე მაკოცა და დაჩისთან ერთად კაბინაში შევიდა. მგზავრებით გაივსო ხომალდი. ბორტის კარები დავხურე, ტრაპი მუშა მდგომარეობაში მოვიყვანე. -მოგესალმებით ბორტის კაპიტანი დაჩი ლიპარტელიანი და მეორე პილოტი ლაშა ონიანი, ჩვენ ვასრულებთ რეის თბილისი-შანხაის მიმართულებით,მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ.-მიკროფონში უფრო ბოხი ხმა უჩანდა, გამეღიმა და უსაფრთხოების წესების გაცნობა დავიწყე მგზავრებისთვის. რამდენიმე საათი რომ გავიდა მგზავრებს კუთვნილი საჭმელი დავურიგე. კაბინაში შევედი და პილოტების უკან დავჯექი. ავტოპილოტი ჰქონდათ ჩართული და ერთმანეთში საუბრობდნენ. -ყავას მომიტან?-არ დამასვენა. აციმციმებული თვალებით გამომხედა, უსიტყვოდ ავდექი და მისთვის ყავა გავაკეთე. როგორც იქნა დავეშვით შანხაის ჰუდონგის საერთაშორისო აეროპორტში. ყველა პროცედურის მერე სასტუმროშიც მივაღწიეთ, მთელი დღის და ღამის უძინარმა მკვდარივით დამეძინა ფორმიანად.. უკვე გათენებული იყო თვალები რომ გავახილე, შხაპი მივიღე. იმ დღეს რატომღაც გადავწყვიტე წითელი ზედმეტად სექსუალური საცვლების ჩაცმა, ჯინსის შარვალი ამოვიცვი, თეთრი თბილი ზედა ჩავიცვი დეკოლტეში ოდნავ მიჩანდა წითელი ბიუზღალტერი. ჰოლში ჩავედი და ჩემი ფორმა ჩავაბარე ქიმწმენდაში. ვისაუზმე არც დაჩი და არც ონიანი არ ჩანდა. გოგონები ვნახე მაღაზიები დავათვალიერეთ, ჩემებისთვის სუვენირები ვიყიდე. - აუ ვივი აქვე ძაან მაგარი მაღაზიაა თეთრეულის, სანდრას ეზარება და შენ წამოდი რაა, მარტო არ გამიშვა..-მუდარით გადმომხედა მარიამმა. -კაი რა პრობლემაა მეც ვიყიდი რამეს. -ქუჩა გადავკეთეთ და მალევე მივედით საოცარ დიდ მაღაზიასთა. ულამაზესი და უსექსუალურესი თეთრეული იყო, დახლებს შორის დავდიოდი და ვარჩევდი. თვალი ვიტრინისკენ გამექცა, სადაც მომღმარი კაპიტანი დავლანდე. სირცხვილისგან ამიხურდა ლოყებ და მეც მალევე ზურგი ვაქციე. რამდენიმე ხელი თეთრეული შევიძინე და სასტუმროში კმაყოფილები დავბრუნდით. ოთახის კარებს რომ ვაღებდი ლიპარტელიანი მომიახლოვდა.. -ყავა დავლიოთ ერთად.-არც კითხრა იყო და არც თხოვნა. -კაი შემოდი.-ნომერში შევედით და ორი ყავა შევუკვეთე. ტელეფონი გადამივარდა და მის ასაღებად დავიხარე. -მმ მომწონს ატლასის და მაქმანებიანი საცვლები.-უკნიდან მომიახლოვდდა. ვიგრძენი ორგანიზმი როგორ ამიხრუდა..-თან წითელი ფერი.-ყურთან დაიჩურჩულა, მაისური მხრიდან გადამიწია, ბიუზღალტერის ბრეტელიც მიაყოლა, მოშიშვლებულ მზარზე ცხელი კოცნა დამიტოვა. ვნება მომერია! მისკენ შემოვტრიალდი და თითქოს ყველაფერი დამავიწყდა. ვნებიანად დავეწაფე მის მსხვილ ბაგეებს. მომთხვოვნად ვუკოცნიდი ქვედა ტუჩს. არ მაინტერესებდა არაფერი, მისი პერანგის ღილებს დავწვდი და ერთი-მეორეს მ იყოლებით ვუხსნიდი.. მაისურის ქვეშ შემიცურა ხელები და სხეულზე ძლიერად მიმიკრა.ერთიხელის მოსმით გამხადა ზედა. საწოლზე ჩამოჯდა მის ფეხებს შორის მომაქცია, ორიცე ხელი თეძოემბზე მომხვია და ხარბად უყურებდა ძველი დროდან დარჩენილ პრეს ჩემს მუცელზე. ჭიპის გარშემო დააცოცებდა ენას და მეც სიამოვნებისგან გათიშულს ბაგეებიდან გაურკვეველ ხმებს ვუშვებდი, ცალი ხელით ჩაფრენილი ვიყავი მის მხარს, მეორე მის თმებში მქონდა ახლართული..შარვილს შესაკრავს წაეპოტინა და ღილი შემიხნა, კვლავ კოცნა გააგრძელა და მერე უკვე ელვაც გაიხსნა. რაღაც ძალამ გააჩერა, ფეხზე წამოდგა. შიშველ სხეულზე დააცოცებდა მის ძლიერ ხელებს. -ისე საშინლად მინდიხარ, ისე მინდა შენს მშვემიერ სხეულს ვეხებოდე მუდამ..-გაჩუმდა, ხმა ვნებისგან შეცვლოდა. -მაგრამ... მაგრამ ეს არასწორი იქნება.. -დაიხარა ძირს დაგდებული მაისური მომაწოდა.-ცრემლები გადმომცვივდა, ვბრაზობდი.. მაგრამ ვისზე საკუთარ თავზე თუ მასზე? კარების ხმამ გამოგვარკვია, დაჩიმ გააღო და შეკვეთილი ყავა შემოიტანა. -წადი აქედან..-შიშველ სხეულზე ავიფარე მაისური.. ღვარღვარით მცვიოდა ცრემლები. - უნდა გაიგო.. არ ვარ პატარა ბიჭი რომელსაც არ შეუძლია თავის შეკავება.! ამას ასე ვერ გავაკათებ.! ასე ვერ მოგექცევი! მიუხედავად იმისა რომ საოცრად მინდა შენი მოფერება. ამას ასე ვერ გავაკეთებ.!-ახსნას ცდილობდა, მაგრამ საკუთარი გულისცემის გარდა არაფერი მესმოდა.! -გადი გთხოვ..-ამოვიტირე და სააბაზანოში შევიკეთე, იქვე ჩავიკეტე.. მეზიზღებოდა საკუთარი თავი! ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ენერგია. ვგრძნობდი როგორ ვეშვებოდა ბურუსით სავსე სამყაროში.! * გამარჯობათ ჩემო ტკბილებო ❤ დიდი დიდი ბოდიში ასე რომ დავაგვიენ, არ დავიწყებ თავის მართლებას.! მოკლედ ვეცადე გემრიელი თავი გამომსვლოდა, იმედია მოგეწონეთ. ❤ ველი შეფასებებს ❤ საუბრის დასასრული დაწერეთ შეტყობინება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.