შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვითომ საინტერესო ცხოვრება (რა მოხდა ლიზას სიკვდილის შემდეგ?)


16-11-2018, 21:10
ავტორი salome_13
ნანახია 1 368

თუ არ წაგიკითხავს „ვითომ საინტერესო ცხოვრება“ გირჩევ წაიკითხო, რადგან ეს მისი გაგრძელებაა. გავითვალისწინე თქვენი რჩევა და როგორც იქნა დავწერე. იმედია მოგეწონებათ. ????)))
..........................................................................................................................................................................
სალი:
როგორი საშინელი წარმოსადგენია გაიღვიძო და ცხოვრება თავზე დაგენგრეს? ეს ჩემთვის უკვე წარმოსადგენი აღარაა, რადგან ეს ყველაფერი მეც გამოვცადე.
ლიზა, ჩემი ძალიან კარგი მეგობარი იყო და არა მარტო მეგობარი ის ადამიანი ვისთანაც თავისუფლად შემეძლო ყველაფერზე საუბარი.
დილის 9 საათი იყო, როდესაც ლიზას ტელეფონიდან ზარი შემოვიდა.
-ალო ლიზა, როგორ მოხდა ამ დროს გაგახსენდი?-ჩვეულებრივ ლიზა საღამოობით მირეკავდა.
-არ ვარ ლიზა, დემეტრე ვარ-მისი სახელი არ მეუცხოვა, რადგან ლიზა მიყვებოდა მასზე-ლიზას სახლში ვარ, ლიზა არ სად ჩანს და ირგვლივ სულ სისხლია. პოლიცია გამოვიძახე და მინდოდა შენც გცოდნოდა.- ამ ამბის გაგონებაზე მეგონა ფეხქვეშ მიწა გამომაცალეს. არ შემეძლო გაანალიზება.
-ახლავე მოვალ.-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
ნახევარ საათში ლიზას სახლში მივედი და საშინელი სანახაობა დამხვდა. პოლიციელები სახლში ტრიალებდნენ, იატაკზე სისხლი ექცია. ლიზას ოთახში შესულმა კი გიორგი დავინახე, რომელიც მის საწოლზე იჯდა და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა.
-გიორგი-მასთან მივედი და გვერდით ჩამოვუჯექი.-გთხოვ, ნუ ნერვიულობ ჯერ არაფერი გარკვეულა.-საშინლად აფორიქებული ვიყავი, თუმცა გიორგის დამშვიდებას მაინც ვცდილობდი.
-ყველაფერი ჩემი ბრალია, მას გაფრთხილება სჭირდებოდა მე კიდევ არ გავუფრთხილდი. -ფეხზე წამოხტა და კედელს მუშტი თხლიშა-ამის დედაც....
საშინლად ცუდ სიტუაციაში ვიყავი. ჩემი ემოციები არაფრად უნდა ჩამეგდო და გიოგის, გუგას(ჩემ შეყვარებულს და ლიზას მეგობარს) და ლიზას ოჯახის წევრებს გვერდით უნდა დავდგომოდი. ვიცოდი ძნელი იქნებოდა, მაგრამ ამას ლიზასთვის შევძლებდი.
ორი კვირა პოლიციისგან არანაირი ახალი ინფორმაცია არ ისმოდა, ლიზას ახლობლები ძალიან ცუდად იყვნენ. ყველაზე ცუდად ლიზას დედა იყო, ქიმიების გაკეთებაზე უარს ამბობდა და თავის ჯანმრთელობას აღარაფრად აგდებდა. ლიზას მამა ასე თუ ისე უმკლავდებოდა ამ ყველაფერს. გუგა ცდილობდა არ შეემჩნია და ჩემ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ საშინლად დასტრესილი იყო. გიორგი კი არსად ჩანდა და მის შესახებ არავინ იცოდა.
როგორც იქნა, პოლიციიდან პასუხები მივიღეთ. ეს ყველასთვის დიდი ტრამვა იყო. ლიზას ცხედარი მტკვარმა გამორიყა. გამოძიება ისევ მიმდინარეობდა, მაგრამ მრავალი კითხვა პასუხგაუცემელი რჩებოდა.
.......................
გარკვეული პერიოდის შემდეგ, შევძელით ცხოვრება ლიზას გარეშე გაგვეგრძელებინა, თუმცა ლიზა მაინც ჩვენს გულებში რჩებოდა.
ძალიან მაწუხებდა გიორგის საკითხი, ამიტომ მასთან დალაპარაკება ვცადე. ასევე, დემეტრესაც უნდა შევხვედროდი, რადგან შესაძლოა მას ჩემზე ბევრი რამ ცოდნოდა, რაც სიმართლის გაგებაში დამეხმარებოდა.
ოთხშაბათი იყო, შემოდგომის სუსხი შემოჰპარვოდა თბილისის ქუჩებს. მოვემზადე და გიორგისთან კომპანიაში წავედი. გარკვეული დრო, გიორგი საქართველოდან წასული იყო, თუმცა ერთი კვირის წინ ჩამოვიდა და კომპანიაში განაგრძო მუშაობა.
კომპანიაში შევედი და კარებთან ნიკა შემხვდა.
-გამარჯობა, გიორგი აქ არის?-ნიკას ვკითხე.
-გამარჯობა, თავის კაბინეტშია.-მოკრძალებულად მიპასუხა.
კომპანიაში ადრინდელი მხიარულება აღარ იყო, ირგვლივ ყველაფერს სევდა ეფინა.
გიორგისთან კაბინეტში შევედი, გიორგის დანახვაზე თვალებზე ცრემლები მომადგა, რადგან ჩემი დაქალის მხიარული სახე გამახსენდა, როდესაც გიორგიზე მიყვებოდა ამბებს. ცრემლები სასწრაფოდ მოვიწმინდე და გიორგის წინ სკამზე მოვთავსდი.
-როგორ ხარ?
-არ მოგატყუებ და საშინლად.-სევდიანმა მიპასუხა.
-გიორგი, ვიცი ძნელია, ჩემთვისაც საშინლად ძნელი გადასატანია ეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ლიზა ისურვებდა, რომ ცხოვრება გავაგრძელოთ და გთხოვ, მისი ხათრით მაინც იყავი ბედნიერი.
-როგორ ვიყო ბედნიერი, როცა ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანი დავკარგე. ამ წყეულ სამყაროს არ მობეზრდა ჩემი ტანჯვა? მშობლების დაკარგვა ძლივს გადავიტანე და ახლა ლიზა... არ შემიძლია, თითქოს გული აღარ მიცემს, აიი აქ-გულზე ხელი მიირტყა-აი აქ ძალიან მტკივა. როგორ გავაგრძელო ცხოვრება?
-მესმის, მართლა მესმის. ჩემთვისაც ძნელია ამის გადატანა, მაგრამ ყველამ უნდა შევძლოთ ცხოვრების გაგრძელება.-თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და განვაგრძე-ლიზა რაღაც წიგნს წერდა. ეს წიგნი თქვენზეა. როგორ გაგიცნო აბასთუმანში და ასე შემდეგ. მან მითხრა, რომ როდესაც დაასრულებდა შენ აუცილებლად წაგაკითხებდა. ეს ყველაფერი მის ლეპტოპშია-ჩანთიდან ლეპტოპი ამოვიღე და მაგიდაზე დავდე-წაიკითხე და თუ მოისურვებ დავბეჭდოთ და გამოვაქვეყნოთ, რადგან ვიცი იგი შესანიშნავი მწერალია და ამასთანავე მისი ერთ-ერთი ოცნება იყო გამხდარიყო ცნობილი მწერალი.
- წავიკითხავ... მას არასდროს უთქვამს რაიმე ამ მოთხრობაზე.
-ალბათ იმიტომ, რომ სიურპრიზის გაკეთება სურდა... კარგი მე წავალ.-ფეხზე ავდექი.
გიორგი დამემშვიდობა და სახლში წამოვედი. დღეს დემეტრეს ვეღარ შევხვდებოდი. გიორგისთან შეხვედრა ისეთი ემოციური იყო, თავს უფრო ცუდად ვგრძნობდი.
სახლში მისულს გუგა სახლში დამხვდა. დივანზე იჯდა. ძალიან მჭირდებოდა მისი ჩახუტება და გვერდზე მივუჯექი და ჩავეხუტე.
-სად იყავი?
-გიორგისთვის მქონდა რაღაც გადასაცემი. ხვალ დემეტრესთან უნდა წავიდე და პასუხი მოვთხოვო ყველაფერზე.
-ჩემ გარეშე არსად წახვალ. ვფიქრობ, ეგ იდიოტი დემეტრეა ყველაფერში დამნაშავე და ამ ყველაფრისთვის პასუხს ვაგებინებ.
-კარგი მაშინ ერთად წავიდეთ, მაგრამ არ გინდა იქამდე ასეთი საუბარი სანამ არ გავარკვევთ ყველაფერს.
...
შუა ღამე იყო როდესაც გიორგის ზარი შემოვიდა.
-გამომცემლობებთან კავშირი გაქვს? ძალიან მალე მინდა ამ წიგნის დაბეჭდვა.
-ნაცნობები მყავს და ამ საქმის მოგვარება შეგვიძლია.
-სალი...- გავიგე როგორ ამოიხვნეშა გიორგიმ.
-ცხოვრებაზე ხელი ჩაქნეული მქონდა და ამ წიგნმა ძალიან შემცვალა. მივხვდი ლიზა იმაზე ძალიან მიყვარდა და მეყვარება ვიდრე წარმომეგინა. ის ყოველთვის იქნება ჩემთან. დამეხმარები? მისი სურვილები მაქვს შესასრულებელი...
-შენს გვერდით ვარ.
გიორგის გავუთიშე და სასწრაფოდ გუგას გადავურეკე.
-დილით 8 საათზე ჩემთან მოდი, დილითვე წავიდეთ დემეტრესთან, მერე სხვა საქმეები გვაქვს.
-მშვიდობაა?-გაკვირვებულმა მკითხა.
-კი, კი-ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ზუსტად ვიცოდი ლიზა ამ ყველაფრით ბედნიერი იქნებოდა.
...
დილით გუგამ გამომიარა და დემეტრესთან წავედით. დემეტრე საშინლად გვესაუბრა და მასთან საუბარი დროის ფუჭი ხარჯვა იყო. მან როგორც ჩანს არაფერი იცოდა. გუგა მისმა საუბარმა საშინლად გააბრაზა და დემეტრეს ისე დაარტყა წარბიც კი გაუხეთქა. გუგა წამოვიყვანე, ცოტა დავმშვიდდით და გიორგის შევხვდით.
-გამოფენა უნდა მოვაწყოთ, სადაც წიგნის პრეზენტაციაც იქნება. ლიზაზე ვერ ვიზრუნე სათანადოდ მაგრამ მის ოცნებებს მაინც ავასრულებ.
გიორგის ვეხმარებოდით ყველაფერში და საბოლოოდ კარგი საღამო გამოვიდა.
შენობა ვიქირავეთ სადაც კედლები ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამის შპალერით გავალამაზეთ. ირგვლივ ლიზასა და გიორგის ნახატები ჩამოვკიდეთ. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. წიგნის პრეზენტაციაზე და გამოფენაზე უამრავი ადამიანი დავპატიჟეთ. რა თქმა უნდა საპატიო სტუმრები მისი ოჯახის წევრები იყვნენ.
ლიზას დედა გამოკეთდა. მიხვდა, რომ ლიზასთვის და თავისი ოჯახისთვის უნდა ებრძოლა და სიმსივნე დაამარცხა. საღამოს ჩენი საპატიო სტუმრები მოვიდნენ. მადლობა გადამიხადეს ამ ყველაფრისთვის. ამ საღამოს ისინი ძალიან კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი შვილის წარმატებით. ლიზას მშობლებს თვალებზე ცრემლები ადგებოდათ, თუმცა იცოდნენ, რომ ლიზა სადღაც აქ იყო.



გიორგი:
ლიზას წიგნის წაკითხვის შემდეგ, რომელიც ჩვენზე ჰქონდა დაწერილი. ცხოვრების გაგრძელების სურვილი მქონდა. მიზნად მისი სურვილების ასრულება დავისახე და ასეც მოვიქეცი.
დღეს დარბაზში ვდგავარ, სადაც უამრავი ადამიანია. ირგვლივ ლიზას და ჩემი ნახატებია და ამასთანავე მიმდინარეობს ლიზას წიგნის პრეზენტაცია.
პრეზენტაციის მსვლელობის დროს ლიზა დავინახ-მისი ლანდი. მას ულამაზსი მწვანე ატლასის კაბა ეცვა. მისი სილამაზე მაბრმავებდა. კმაყოფილი სახით შემომცქეროდა და მიღიმოდა. სამწუხაროდ იგი მალევე გაქრა, მაგრამ ვიცოდი ის სულ ჩემ სიახლოვეს იქნებოდა.
ალბათ გაინტერესებთ რას ვიზავ მომავალში. ცხოვრებას გავაგრძელებ, ბავშვს ვიშვილებ, რომელსაც ლიზას დავარქმევ და საუკეთესო მამა ვიქნები.
არც ლიზას მშობლებს მივატოვებ. ისინი ჩემი მშობლებიც არიან და მათზე ყოველთვის ვიზრუნებ.
წიგნმა დაბეჭდვიდან პირველივე კვირაში, საოცარი პოპულარობა მოიპოვა. ვამაყობდი ლიზათი და მინდოდა უფრო მეტი რამ გამეკეთებინა მისთვის.



სალი:
მე და გუგა დავრქორწინდით. ხშირად ჩავდიოდით ბორჯომში, ლიზას ოჯახში. ყველაფერი კარგად მიდიოდა. გვეყოლა პატარა გოგონა, რომელსაც ნილა დავარქვით.
გიორგიმ ბავშვი იშვილა, ის ერთი წლის იყო და მის გაზრდაში ვეხმაებოდით. გიორგიმ ბავშვს ლიზა დაარქვა. ლიზა და ნილა ერთად იზრდებოდნენ და საუკეთესო მეგობრებიც იყვნენ.
ლიზას ნათლიები მე და გუგა ვიყავით. ამიტომ უკვე ერთ ოჯახს წარმოვადგენდით.
ბორჯომში ყველანი ერთად ჩავდიოდით თვეში ერთხელ:მე, გუგა, ნილა, გიორგი და ლიზა.
იქ სიამოვნებით გვხვდებოდნენ ლიზას მშობლები და მისი ძმები თავიანთ მეუღლეებთან ერთად. ყველა ძალიან ვერთობოდით და ყოველთვის ვგრძნობდით ლიზას სიახლოვეს.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი აიდა

როგორ მოკვდა ლიზა? ვერ გავიგე ბევრი რამ დატოვე ბუნდოვნად ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent