შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (17 თავი)


17-11-2018, 12:55
ავტორი naattii
ნანახია 2 045

ტყეში ჩამდგარ პატარა ორ ოთახიან სახლში შუქის კვალიც არ ჩანდა. ხეზე შემომჯდარი ყიფიანი იარაღის ლულიდან აკვირდებოდა გარემოს. სულ ტყუილად, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანდა ირგვლივ.
-ვითომ სხვაგან მოვედით?_ჩუმად ჩაილაპარაკა სხვების გასაგონად.
-არა, დავაგვიანეთ_ცივად ჩაილაპარაკა ანდრიამ და იარაღ მომარჯვებული მტკიცე ნაბიჯებით წავიდა შესასვლელისკენ.
-ანდრია, რა ჯანდაბას აკეთებ, გესვრიან, იქნებ ჩასაფრებულები არიან, დაბრუნდი_ლამის ყვირილით გაეკიდა ყიფშიძე, მაგრამ როცა პოლკოვნიკმა ყურადღებაც არ მიაქცია, თავადაც უკან ამოუდგა.
კართან მისულებმა ფრთხილად მოსინჯეს საკეტი. ღია დახვდათ. უფრო დაეჭვდა ყიფშიძე. ოდნავ გამოღებულ კარში სანათით შეიხედა და ასაფეთქებელი მოსინჯა, არაფერი დახვდა, ახლა თამამად გამოაღო კარი ბოლომდე და უფრო კარგად მოათვალიერეს შესასვლელი, ოთახი პირწმინდად მოესუფთავებინათ, ირგვლივ მტვრის ნაწილაკიც კი არსად ჩანდა.
-გველოდებოდნენ_მოკლედ ჩაილაპარაკა ანდრიამ და კიდევ ერთხელ მოათვალიერა ოთახი.
-ჯანდაბა, ალბათ გაიგეს ის ნაბი*ვარი რომ ავიყვანეთ_გულიანად შიკურთხა ყიფშიძემ.
-გამოუსადეგარია?_ყურში ჩაესმათ ნათიას ხმა.
-ერთი ანაბეჭდიც არ იქნება_იარაღ ჩამოშვებული ელოდებოდა ყიფიანი ანდრიას გარეთ გამოსვლას, შიგნითა ოთახი ჭრიალი რომ მოესმა და მაშინვე შევარდა.
-რა ჯანდაბაა?_თვალებ გაფართოებული უყურებდა როგორ იპოვა ანდრიამ იატაკში დატნეული სარდაფის კვალი და ახლა სწორედ მასში ჩადიოდა.
-რა ხდება?_უკვე ანერვიულება ეტყობოდა ჯაბას ხმას.
-ყიფშიძე_არც ყიფიანი ჩანდა დიდად მომთმენი.
-მოიცადეთ_ფანარი მიახმარა ანდრიას ბიჭმა და თვითონაც დაეშვა უსწორმასწორო კიბეებზე.
-ააააამის დეედაც_ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოთქვა დანახულ სურათზე.

სუსტად მოჩანდა ორი პატარა სანათის ფონზე სისხლის დიდი გუბე. არ იცოდნენ ადამიანის ორგანიზმში რამდენი სისხლი იყო, მაგრამ არც ამდენს ელოდნენ. ლამის მთელი იატაკი დაეკავებინა წითელ გუბეს და ძლივს მოჩანდა შუაში მიგდებული სხეული.
-ნანო_პირდაპირ გადაკვეთა ანდრიამ მანძილი და ფრთხილად გადმოაბრუნა გოგო.
-ცოცხალია?_ძლივს იკითხა ყიფშიძემ.
-არა_კიდევ ერთხელ გაისმა ანდრიას გაყინული ხმა და ყურში ჩამაგრებულ გადამცემში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა.
ფრთხილად გაასწორა იატაკზე გოგოს სხეული და ერთმანეთზე მიტყუპებული ხელებით გულმკერდის დამუშავება დაუწყო დათვლით.
-ანდრია, რას აკეთებ?
-თუ იდიოტი არ ხარ უნდა მიხვდე, რომ პირველად დახმარებას ვუწევ.
-ანდრია, სხეულში სისხლის წვეთიც აღარ აქვს_მწარედ ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-მანქანა მოამზადე_დანებებას აშკარად არ აპირებდა პოლკოვნიკი.
-კარგი_უღონოდ ჩაილაპარაკა ყიფშძემ და თვალები დახუჭა რომ შეხედა როგორ გადავიდა ანდრია ნანოს გულზე მუჭების რტყმევაზე.
არ იყო ანდრია ისეთი ადამიანი იოლად რომ ნებდებოდა, ნანოს დაკარგვას არ აპირებდა, მერე რა რომ პულსი აღარ ქონდა, მერე რა რომ ალბათ უამრავი სისხლის გადასხმა დაჭირდებოდა, სხეული ჯერ კიდევ თბილი იყო, მაინც შეძლებდა გული აემუშავებინა, რომელიც მისთვის იძგერდა და არავის მისცემდა უფლებას გაეჩერებინათ.
რამდენიმე წუთში ხელში დაკავებული გოგოთი გამოჩნდა. გულთან ყავდა მიხუტებული და ყურში ხმადაბლა ეჩურჩულებოდა .
-10 წუთი გაქვს იცოდე საავადმყოფომდე მისასვლელად_ისეთი სახით გახედა საჭესთან მჯდომ კერესელიძეს, ლამის დაახრჩო ბიჭი გადაცდენილი ნერწყვით. მაშინვე დაუქნია თავი და როგორც კი ჩამჯდარი დაიგულა უფროსი ადგილს მოწყვიტა მანქანა.
ისე გაწელილი მოეჩვენა გზა ანდრიას კინაღამ მოკლა ჯაბა როგორ ზოზინებო, ყელთან მიდებულ თითებზე გრძნობდა ნანოს იმდენად ნელ პულსაციას, გამოუცდელი ადამიანი მკვდრად შერაცხავდა, სისხლი ჯერ კიდევ დიოდა გახვრეტილი მუხლიდან, მუცლის მარცხენა მხარე კი ჩალურჯებოდა და ანდრიაც მიხვდა, გოგოს შინაგანი სისხლდენაც ქონდა და მხოლოდ რამდენიმე წუთი თუ შეძლებდა ამ მდგომარეობაზე გაძლებას.
-ჯაბაა_ღრიალს არ უკლდა ბევრი ისეთი ხმით შესძახა და შეახტუნა კიდევაც ბიჭი.
-მოვედით_პირდაპირ სასწრაფოს შესასვლელთან გააჩერა მანქანა და მაშინვე ექიმის ღრიალით გამოაღო კარები, ანდრიას მივარდა გზა გაუთავისუფლა და საკაცეთი მოსულ ექთანს ლამის მთელი კოლექტივის გამოძახება უბრძანა.
ჩუმად დააწვინა ანდრიამ გოგო საკაცეზე, სახე გაფითრებოდა ნანოს და იმდენი ჭრილობა ქონდა და ისეთი გადაღლილი სახე იმ ლამაზი ქალისგან არაფერი დარჩენილიყო. სახეზე მოასწრო პოლკოვნიკმა ხელის ჩამოსმა და წამში გამოაცალეს გოგოს სიფრიფანა სხაული ხელიდან.
-ყველაფერი კარგად იქნება_ძლივს მიწვდა ანდრიას ყურს ნათიას ნათქვამი სიტყვები.
-უნდა იყოს_ფოლადივით მტკიცე ჟღერადობა იკვეთებოდა პოლკოვნიკის სიტყვებში.

-სხვანაირად როგორ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ?
-არ ვიცი გაბრიელ, ვფიქრობ კიდევ ერთი ასეთი ნარკო მოვაჭრე რომ დავიჭიროთ, ორივეს ჩვენებით შეძლებენ იმ კაცის დაჭერას და უნდა ვიმედოვნოთ ის გენერალს გათქვამს.
-არა ელენე, ისინი ერთმანეთს არ ჩაუშვებენ, მთელი ქსელი აქვთ, თანაც დარწმუნებული ვარ ანდრიას გენერლის დაჭერა არ უნდა, თვითონ მოინდომებს სამაგიეროს გადახდას.
-შენ რა იცი?
-იმიტომ, რომ მეც ასე მოვიქცეოდი_სიმწრით გაეღიმა გაბრიელს და ცოლს მოეხვია.
-მოდი ჩვენ აქედან ვცადოთ დახმარება.
-როგორ ელენე?_წინ ჩამოუჯდა ცოლს.
-კიდევ ვინმეზე მოვახერხოთ იქნებ გასვლა და თუ გენერალი ვერა, იქნებ ეს ქსელი გავშიფროთ? თუ რამდენიმეს დავიჭერთ, ვაიძულებთ სხვები გათქვან, მოვახერხებთ უფროსებზე გასვლასაც.
-კარგი ჩემო ბრილიანტო და ჭკვიანო მეუღლევ, შენ იჰაკერე, მე ჩვენს სტუმარს მივხედავ_სიცილით აკოცა ცოლს ტუჩებზე და დაბმულ ტყვეს შეუხტა ოთახში.


-ნანო გოდუაძესთან ვინ არის?_ხმამაღლა დაიძახა ერთ-ერთმა თეთრ ხალათიანმა დაახლოებით 6-7 საათის შემდეგ, როცა უკვე ანდრიას მოთმინება უკანასკნელ ძალებს იკრებდა.
-როგორ არის?_დამთავრებაც არ აცადა ანდრიამ.
-კარგია, რომ გულს უმუშავებდით და ისე მოიყვანეთ, ოპერაცია ჯერ კიდევ უკეთდება, მაგრამ რადგან სისხლის ჯგუფი არ ვიცით პირველი უარყოფითი გვითავდება, ვინმე ამ ჯგუფით იცით?
-მე მაქვს, მე გადავუსხამ_თავი წამოწია ანდრიამ.
-მეც პირველი უარყოფითი მაქვს_გვერდით ამოუდგა ნათიაც.
-ძალიან კარგი, შესანიშნავია_ლამის ტაში შემოკრა ისე გაუხარდა ექიმს და ხელით უბიძგა ორივეს ოთახისკენ .
-ჩემს მოსვლამდე რაც დაგიბარე ის გაარკვიე_ყიფიანს გადმოხედა ანდრიამ და მანაც სამხედრო სალამი დაუბრუნა ღიმილით.
-გადარჩება?_მძიმედ გაისმა ანდრიას შეკითხვა ცივ დერეფანში.
-სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი პაციენტი არ მახსოვს თუ მყოლია, შინაგანი ორგანოები ისე აქვს ერთმანეთში გადახლართული გეგონებათ დიდი ჯოხითაა ნაცემიო, ელენთა უკვე ამოაჭრეს, მუხლი გახვრეტილი აქვს, უამრავი დანით მიყენებული ჭრილობა მთელს ტანზე, სავარაუდოდ სახეზე შრამიც დარჩება, ყველაზე მეტად კი მე პირადად მისი მუხლი მაფიქრებს, ახლა სწორედ ტრავმატოლოგია საოპერაციოში.
-რატომ გაფიქრებთ?
-იცით ტყვია პირდაპირ მყესშია გავლილი, აი მუხლის „ჩაშკას“ რომ ეძახიან, მთავარი მამოძრავებელი რაც არის, მის აღდგენას საკმაო ხანი ჭირდება, მე კი ვფირობ, რომ საბოლოოდ პირვანდელ სახეს მაინც ვერ დაუბრუნდება.
-ეს რას ნიშნავს?
-არ მინდა ცუდად გამიგოთ, მე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ მუხლის ბოლომდე გაშლა-მოხრას ვერასდროს შეძლებს._მწუხარება ჩანდა ექიმის სიტყვებში.
-მოვრჩით_ვენაზე ბამბა მიდებული გამოჩნდა ნათია ოთახის კარებში.
-თუ კიდევ დაგჭირდებათ სისხლი ბოლო წვეთამდე გავიღებ, არ მაინტერესებს დოზა და წესები._თვალები დაუბრიალა ჯერ კიდევ არეულმა პოლკოვნიკმა ექიმს.
-გასაგებია_ გაეღიმა კაცს რეაქციაზე -გადავარჩენთ_მეგობრულად დაკრა ბეჭზე ხელი და ისევ საოპერაციოში შესასვლელად მოემზადა.

-აი ძვირფასო ცოლო_პატარა ფურცელი დაუდო გაბრიელმა კომპიუტერთან მოკაკუნე ელენეს.
-რა არის ეს?
-კიდევ ორი კაცის სახელი, ამათაც ავიყვანთ და ეგაა.
-ჯაბამ დარეკა_ფრთხილად გადმოხედა ელენემ ქმარს.
-იპოვეს?_მაშინვე გაუცივდა გაბრიელს ხმა.
-იპოვეს_თავი ჩაქინდრა გოგომ.
-ოღონდ არ მითხრა, გთხოვ ოღონდ ....
-არა, არა გაბრიელ, დამშვიდდი, ცოცხალია, მიუსწრეს, ანდრიამ მაინც გადაარჩინა გესმის?_დასამშვიდებლად ხელები მოხვია ქმარს.
-როგორაა?
-საავადმყოფოში ყავთ, ჯერ კიდევ ოპერაციაზეა, ამბობენ გადავარჩენთო, სისხლი უკვე გადაუსხეს.
-კარგი, აქაურ ბიჭებს შევკრებ და ამ ორსაც მოვიყვან. გენერალს ანდრია მიხედავს_ავად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ტყვეს უკეთ დასაბმელად წავიდა.


-ექიმი მოდის_თავ ჩახრილ ანდრიას დაკრა ჯაბამ ბეჭზე ხელი და თვითონაც წამოდგა.
-გადავრჩით_სახე უბრწყინავდა კაცს.
-ყველაფერი კარგადაა?
-კარგადაა, ნუ ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ახლა მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, ორგანიზმმა უნდა გაუძლოს.
-გაუძლებს_განაჩენივით ჟღერდა ანდრიას სიტყვები.
-ჯერჯერობით რეანიმაციაში დავტოვებთ, შემდეგი 12 საათი გადამწყვეტია._წასვლას აპირებდა ექიმი პოლკოვნიკმა რომ მოაბრუნა.
-ექიმო, ალბათ ხვდებით, რომ მას დაცვა ჭირდება, ვიცი თქვენი წესები რეანიმაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ წუთას ეგ ხელს არ შემიშლის ერთ-ერთი ჩემიანი მის საწოლთან დავტოვო._ისეთი ტონით ლაპარაკობდა ანდრია ამოხვნეშით დაეთანხმა ექიმი.
-ნათია, შენ დარჩი.
-კარგი ბოს_მაშინვე ექიმს წაყვა გოგო სპეციალური ხალათი რომ ჩაეცვა.
-მადლობა, ამაზე მაინც არ ვინერვიულებ_შუბლი მოისრისა ჯაბამ.
-ეს იმისთვის საავადმყოფოში მალე რომ მოგვიყვანე_მხარზე მოუჭირა ანდრიამ ხელი და ერთმანეთში მოლაპარაკე ყიფშიძე-ყიფიანის უეტს გადახედა.
-გვაქვს ადგილმდებარეობა?
-რა თქმა უნდა_მხრები აიჩეჩა ორივემ.
-მაშინ წავიდეთ, გენერალი მოვინახულოთ_მუჭი შეეკრა კარისკენ მიმავალ ანდრიას.
-ახლა მართლა იწყება ხალისობა_ხითხითით ჩაჯდა მანქანაში ყიფშიძე და მთელი ძალით მიაწვა გაზის პედალს.



№1  offline წევრი qetulaa

Au kairaaaa, ramomentze gacyvite nat, ra gacherdeba momdevno tavamdee, nazirala generaliii

 


№2  offline წევრი Nano Goduadze

სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი :(( როგორ გამიწამეს ჩემი ბავშვები იმ სადისტებმა (( იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ანდრო მალე მოსვამს გენერალს თავის ადგილზე ^^ ❤

 


№3  offline მოდერი naattii

qetulaa
Au kairaaaa, ramomentze gacyvite nat, ra gacherdeba momdevno tavamdee, nazirala generaliii

ვეცდები მალე იყოს შემდეგი ❤️

Nano Goduadze
სუნთქვა შეკრული ვკითხულობდი :(( როგორ გამიწამეს ჩემი ბავშვები იმ სადისტებმა (( იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ანდრო მალე მოსვამს გენერალს თავის ადგილზე ^^ ❤

შენ ანდრიაში ეჭვი გეპარებაა??? :o

 


№4  offline წევრი სიბილა

ძალიან ლაკონურად წერ, მაგრამ საინტერესოდ.სხვა შემთხვევაში(სრულად სახეს ვგულისხმობ)სიტუაციების მეტ გაშლას ვისურვებდი, თუმცა ასეც ძალიან საინტერესოა.დუმილით გამოხატული ემოციებია, მეტ ემოციას ვისურვებდი, დანარჩენი-საინტერესოა და რომ არ მბეზრდება კითხვა და ახალ თავს ველი-ანუ უნდა წერო))))

 


№5  offline მოდერი naattii

სიბილა
ძალიან ლაკონურად წერ, მაგრამ საინტერესოდ.სხვა შემთხვევაში(სრულად სახეს ვგულისხმობ)სიტუაციების მეტ გაშლას ვისურვებდი, თუმცა ასეც ძალიან საინტერესოა.დუმილით გამოხატული ემოციებია, მეტ ემოციას ვისურვებდი, დანარჩენი-საინტერესოა და რომ არ მბეზრდება კითხვა და ახალ თავს ველი-ანუ უნდა წერო))))

დიდი მადლობა ❤️ რატომღაც ეს ჯარისკაცები გონებაში ისეთებად წარმოვიდგინე, რომ სხვანაირად ვერ დავწერ, ემოციებს რაც შეეხება ვეცდები უფრო წინ წამოვწიო ❤️

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აუ რა დაძაბული და მტკინვეული თავი იყო ♥️♥️ ანდრეას ტკივილმა იმდენად იმოქმედა ჩემზე რომ ვერ წარმოიდგენ(( უბრალოდ ნანო არ იმსახურებს ამდენ ტანჯვას და ამოასუნთქე ეგ გოგო ტორე უკვე ისე მეტირება რომ ცრემლების გუბეს დავაყენებ (( მე მჯერა შენი რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და იმედიც მაქვს ♥️♥️♥️ წარმატებებიდა ძალიან ნუ. აგვიანებ

 


№7  offline მოდერი naattii

ტკბილიწიწაკა
აუ რა დაძაბული და მტკინვეული თავი იყო ♥️♥️ ანდრეას ტკივილმა იმდენად იმოქმედა ჩემზე რომ ვერ წარმოიდგენ(( უბრალოდ ნანო არ იმსახურებს ამდენ ტანჯვას და ამოასუნთქე ეგ გოგო ტორე უკვე ისე მეტირება რომ ცრემლების გუბეს დავაყენებ (( მე მჯერა შენი რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და იმედიც მაქვს ♥️♥️♥️ წარმატებებიდა ძალიან ნუ. აგვიანებ

მადლობა, ნათქვამია დიდ უბედურებას დიდი ბედნიერება მოსდევსო :D ❤️

 


№8  offline წევრი nini :)

ნათია როგორც ყოველთვის პატარა მაგრამ საინტერესო თავი იყოოო.... ძალიან საყვარელია ანდრია და ნანოს გადარჩენა გამიხარდა მაგრამ იმედი მაქვს ეს 12 საათიც კარგად ჩაივლის..... მალე იპოვნის იმედია გენერალს და აზღვევინებს....

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მაგარია... დამერწმუნეთ ექიმმა ამ დროს ყველაზე მეტად უხარია გადარჩენილი სიცოცხლე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent