მხოლოდ ჩემი ხარ! (მეოთხე თავი)
დილა ისევ რუტინულად დაიწყო, მაგრამ მაინც იყო რაღაც სხვაობა. ამჯერად უფრო შემართებით წავედი სამსახურში, სისხლს გავუშრობ ბატონ ალექსანდრეს. -დღეს შეხვედრა გვაქვს თორმეტ საათზე და მინდა დაესწრო. -რატომ? -კითხვების გარეშე. -მითხრა და კაბინეტში შევიდა. -"კითხვების გარეშე "-გავაჯავრე-რა სიცოცხლის წლებს დაკარგავს მიზეზი რომ ამიხსნას. -სულ გაბრაზებულს რატომ უნდა გხედავდე? -წინ დამიდგა ანდრეა. -შენი ბიძაშვილი მიშლის სულ ნერვებს და მაგიტომ-ვუპასუხე ღიმილით. -ეგ მეტად სერიოზული მიზეზია. -მანაც გამიღიმა. -რაღაცას გკითხავ, ერთად გაიზარდეთ ანუ ერთად დიდი დრო გაატარეთ? -კი. რატომ მეკითხები? -ნეტავ ვინმემ შეულოცა? ალბათ კი. ერთი პროცენტითაც არ აქვს შენნაირი ხასიათი. -სამაგიეროდ და ჰყავს მოსიარულე პოზიტივი. -ალბათ მთელი დადებითი ემიციები მისთვის გაიმეტა. თვითონ კი დარჩა უჟმური და ხისთავიანი სვანი. -აუ მაგარი ტიპი ხარ რა შენ. ახლა სად არის? -მკითხა სიცილით -კაბინეტში შევიდა და ალბათ საღამომდე არ გამოვა. -კარგი მაშინ შევალ ვინმე ხომ არ ჰყავს? -არა, ჯერჯერობით თავისუფალია, თხუთმეტ წუთში შეხვედრა აქვს. -კარგი მადლობა. -მითხრა და ისიც კაბინეტში შევიდა. თორმეტიც შესრულდა. არ ვიცოდი ვისთან ჰქონდა შეხვედრა ამიტომ არც არაფერი საბუთი მომიმზადებია. უბრალოდ ველოდებოდი ვინ მოვიდოდა. -მარიამ! -კომპიუტერის ეკრანს თვალი მოვაშორე და წინ მდგომ ზურას და ბექას შევხედე. -თქვენ აქ რა გინდათ? -ვკითხე გაკვირვებულმა. -ალექსანდრესთან შეხვედრა გვაქვს დანიშნული. კაბინეტშია? . -მკითხა ზურამ -კი, მაგრამ თქვენ და მან რა საერთო ნახეთ. -ფირმისთვის კერძო მანქანები უნდა და ჩვენ გვთხოვა დახმარება. -მიპასუხა ბექამ. -აქეთ ხომ? -კი მიდით და მეც მალე შემოვალ. ვიცოდი რამეს მოითხოვდა და ჩემს გეგმასაც განვახორციელებდი. მართლაც მალევე ტელეფონზე ზარი შემოვიდა. -მარიამ, ხუთი ყავა შემოიტანე და შემოდი. -კარგი-გავუთიშე და ყავის აპარატისკენ წავედი. -ახლა ნახეთ გამწარება ბატონო ალექსანდრე. -მისთვის განკუთნილ ჭიქაში წითელი წიწაკა ჩავყარე. და კაბინეტში შევედი. ყველას მივაწოდე მეც ავიღე და იქვე ფანჯარასთან დავდექი. -ალექსანდრე შვილო შენ მხოლოდ მითხარი რა ფირმა და ფერის გინდა და ეგ საქმე მოგვარებული იქნება. -უთხრა ზურამ და ყავა მოსვა. -დასაწყისისთვის ხუთ მანქანას ავიყვანთ, ზოგი თანამშრომელი ყოველდღე ფეხით დადის და მინდა რაღაც შევცვალო, ვინმემ შუა ქუჩაში გიჟივით რომ არ ჩაუაროს და ისიც მანქანის დამტვრევით არ დაემუქროს. -უპასუხა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა. დამაცადეთ ბატონო ალექსანდრე, თქვენ უბრალოდ ერთი ყლუპი ყავა მოსვით მერე კი მე გავიცინებ. მართლაც არ დააყოვნა და ფინჯანი ხელში აიღო. -თან დიდიხანია მინდა რომ მსგავსი ახალი გეგმები განვახორციელო...... -გაჩერდა ყავა მოსვა თუარა, მაშინვე გაწითლდა სახეზე, სიცილს ძლივს ვიკავებდი. ის კი ვერაფერს აკეთებდა. -შვილო რა ფერი დაგედო სახეზე?-ჰკითხა ზურამ. -ხო მართლა კარგად ხარ ალექს? -აჰყვა ანდრეაც. -კი უბრალოდ ცოტა მწარე ყავაა-თქვა და მკვლელი მზერით გამომხედა. -უი მართლა? -გავიკვირვე. -ჩემი კარგია და შენსას რა სჭირს ძმაო. -უთხრა ბექამ -მგონი აპარატი გაფუჭდა და დამწვარი ყავა გამოვიდა. -ვთქვი იმ წამს მოფიქრებული სრული სისულელე რომ საუბრის თემა შეეცვალათ. -ესეიგი აპარატის ბრალია? -მკითხა ალექსანდრემ. -ხო ალბათ. -ვუპასუხე მეც. -ვნახოთ. -ეს მითხრა და საქმეზე გადავიდა. -მოკლედ ბექა, მარიამი და კომპანიის ადვოკატი ყველანაირ დოკუმენტებს მოაგვარებენ და შევხვდეთ ისევ იმ კვირაში. -კარგი არაა პრობლემა. მაშინ დროებით. -კარგად. -კაბინეტიდან გასვლა დავაპირე როცა მან დამიძახა. -მარიამ! -გისმენ! -შენ დარჩი. -მითხრა და კარი მიხურა, მერე ისევ მაგიდასთან დაბრუნდა და ტელეფონი აიღო. -ალო დემნა შეგიძლია ჩემთან შემოხვიდე... კი... კარგი.... -მობილური გათიშა. -დაჯექი ნუ დგახარ. -მითხრა და თვითონ მოკალათდა სავარძელში. საეჭვო იყო მისი ასეთი ქმედება ნუთუ რამე ჩაიფიქრა? მალე კარზე კაკუნმა დაარღვია სიჩუმე. -შემოდი!. -ალექსანდრე მიბარებდი ხომ? -კარში შემოვიდა უსიმპატიურესი ბიჭი. აი ისეთ მთელი დღე რომ ყურებით ვერ გაძღები. -მოდი, დემნა ხო? ხო სწორედ მახსოვს? -კი-უპასუხა და ჩემს წინ მოთავსდა. -ვიცი რომ ახალი ხარ ამ ფირმაში, ამიტომ თავიდან მინდა მარტივი საქმით დაიწყო. ფირმას მანქანების შეძენა სურს და მინდა რომ საბუთები წესრიგში გვქონდეს ამაში კი მარიამი დაგეხმარება. -კი მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა.... -ზუსტადაც რომ შენი საქმეა, მგონი გაგაფრთხილეს რომ ახალი დავალებების შესრულებაც მოგიწევდათ ქალბატონო მარიამ. -მითხრა და დემნას გახედა. -ოღონდ რადგან ის ჩემი ასისტნტია მინდა რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ იმუშაოთ, მხოლოდ ამ ერთხელ და თუ თავს გაართმევ მერე მარტო გამუშავებ. -კარგი არაა ჩემთვის პრობლემა, თუ პატარა ქალბატონი თანახმაა.... -სიტყვებს დაუკვირდი... მხოლოდ იმიტომ დაგეხმარებით რომ მამაჩემის კომპანიასაც ეხება. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. -ზღვარს ნუ გადასცდებით ბატონო დემნა. -ვთქვი, ალექსანდრეს მკვლელი მზერა ვესროლე და კაბინეტი დავტოვე. -აი თურმე რას ნიშნავდა მისი სიჩუმე, მაგრამ მაინც არ დაგინდობ. დამაცადე. მანქანების სადგომში ჩავედი და მისი მანქანა მოვძებნე. -მამაჩემო რაღაცაში მაინც გამომადგა შენი ნასწავლი. -ჩავილაპარაკე და მანქანის ბორბლებს მივხედე. -ორი თუ ოთხივე? მოდი ოთხივე იყოს ცოტა იწვალოს. ხო და აი კიდევ ეს აქ გავჭედოთ. აი ასე მზადაა, მე თუ გვიანობამდე ვიმუშავებ შენ მანქანას გააკეთებ. -ეშმაკურად ჩავიცინე და საქმეს დავუბრუნდი. ექვსი საათიც გახდა ოფისი თანდათან დაიცალა. ის კი ისევ არ აპირებდა წასვლას. -დავიწყოთ მარიამ! -წინ დამიდგა დემნა. -კარგი, საკონფერეციოში დამელოდე და მოვალ. -ვუთხარი და ვანიშნე წასულიყო. ღმერთო რატომღაც არ მომწონს ეს ბიჭი, არა გარეგნობა კი სუფთა და ლამაზი აქვს მაგრამ აზრები უჩანს ბინძური. მომიწევს ვიღაცას ჭკუა ვასწავლო. -კარგი ბატონო დემნა მითხარით რით დავიწყოთ? -ვკითხე კაბინეტში შესულმა. -მოდი რა ოფიციალურობის გარეშე უბრალოდ დემნა და მარიამი ვიყოთ და იქნებ-ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა -დისტანცია დაიცავით ბატონო დემნა. და არავითარი ზედმეტი საუბარი გარდა საქმისა. გასაგებია? -ვნახოთ, ვნახოთ... -ან ისე იმუშავებთ როგორც საჭიროა ან არადა წავალ! . -კარგი დღეისთვის ასე იყოს. დავიწყოთ? -დავიწყოთ. -ზუსტად ორი საათი მოვანდომეთ ძირითად საკითხებს. ძალიან დავიღალე ამიტომ წასვლა გადავწყვიტეთ. შენობა დავტოვეთ. -მანქანით არ ხარ? -მკითხა დემნამ. -არა, ტაქსით დავდივარ. -წამოდი გაგიყვან. -არ მინდა იყოს მე... -სიტყვა ვერ დავამთავრე ალექსანდრემ მანქანა ფეხებთან გამიჩერა. -ისევ შენ? ხომ გაგაფრთხილე! -ნუ ყვირიხარ, მორჩით სამუშაოს. -დიახაც. და თქვენ რატომ ხართ ამდენხანს აქ? -ვკითხე მაგრამ მალევე გამახსენდა ამის მიზეზი. -ვფიქრობ იცი და ამის კითხვა საჭირო არაა, სახლში მიდიხარ? -რა მშვიდად შეხვდით ამ ამბავს ხომ კარგად ხარ? -კითხვაზე მიპასუხე. -ისე დააიგნორა ჩემი კითხვა ვითომც აქ არაფერი. -კი სახლში მივდივარ. -წამოდი გაგიყვან. -იყოს ბატონო ალექსანდრე მე გავიყვან მარიამს. -უთხრა დემნამ, მერე კი ჩემსკენ წამოვიდა და წელზე მომხვია ხელი. ჯერ მას გავხედე მერე კი ალექსანდრეს. -ხელი გასწიე-გამოვცერი კბილებს შორის მაგრამ აშკარად ვერ გაიგო, პირიქით უფრო მაგრად მომიჭირა. -საჭირო არაა ბატონო დემნა, მეც მასთან მივდივარ. ამიტომ.... მარიამ ჩაჯექი.. -მითხრა და მანქანის კარი გააღო. მეც სწრაფად მოვცილდი იმ იდიოტს და მანქანაში ჩავჯექი. ალექსანდრემაც სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი და უსწრაფესად მოვწყდით ადგილს. -ალექსანდრე რას აკეთებ ცოტა შეანელე! -ვცდილობდი ნერვიულობა არ შემემჩნია. -შენი გაფუჭებული მანქანაც კი მშვენივრად დადის. -ირინია გაურია სიტყვებში და სიჩქარეს უმატა. მეკი ვგრძნობდი რომ მალე გული წამივიდოდა. -ალექსანდრე შენელე. -რატომ კარგია სისწრაფე.. -ალექსანდრე გთხოვ. -რა მითხარი? -გთხოვ, შეანელე გთხოვ. -უკვე ცრემლებსაც ვერ ვიკავებდი. სიჩქარეს უკლო, მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. გაჩერებისთანავე კარი გამოვაღე და მანქანიდან გადმოვედი. ჰაერი ხარბად შევისუნთქე და დამშვიდება ვცადე. -მარიამ კარგად ხარ? -ისიც გადმოვიდა მანქანიდან. -არა არ ვარ კარგად -ეს ვთქვი და ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა ფეხებში. გონს საავადმყოფოში მოვედი. ოთახს თვალი მოვავლე. არავინ იყო თუმცა მალევე ალექსანდრე და ლიზა შემოვიდნენ. -მარიამ გამოფხიზლდი? როგორ ხარ ჩემო გოგო-მკითხა ლიზამ. -კარგად მაგრამ რა მომივიდა? -ვკითხე და იქვე მდგომ ალექსანდრეს გავხედე. -ექიმმა თქვა რომ ნერვიულობის და შიშის ფონზე გონება დაკარგე, აქ ალექსანდრემ მოგიყვანა. მომიყვები რა მოხდა. -არაფერი ისეთი, შემიძლია წავიდე? -ვიკითხავ და მოვალ-მითხრა ლიზამ და პალატა დატოვა. -რატომ არ მოუყევი როგორ მოხდა ეს? -მკითხა ალექსანდრემ და ჩემს ფეხებთან ჩამოჯდა. -არაა დეტალები საჭირო. -ყოველთვის ასე გემართება? -ბავშვობიდან მეშინია სიმაღლის და დახურული სივრცეების. ლიფტშიც კი არ შევდივარ თუ ვინმე არაა.ეს ბოლო სამი წელი კი სიჩქარისაც. -ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე. -ისე საჭირო არ იყო აქ მოყვანა. -არა რა ისე მშვიდად საუბრობდი მაგრამ ბოლოს მაინც გააფუჭე. -მითხრა სიცილით. -კარგი ჩემო გოგო, თავისუფალი ხარ, მეც დავამთავრე ცვლა მოვწესრიგდები და წავიდეთ. -კარში შემოვიდა ლიზა. -კარგი ეზოში დაგელოდები. -ვუთხარი და გავიდა. მე კი წამოდგომა ვცადე მაგრამ თავბრუ დამეხვა. -დაგეხმარები. -მითხრა ალექსანდრემ და ხელი შემაშველა. -კიბეებით ჩავიდეთ რა-კნუტის თვალებით შევხედე. მან კი საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა და გასასვლელისკენ წავედით. ლიზაც მალე ჩამოვიდა. -წამოდით მე გაგიყვანთ-გვითხრა ალექსანდრემ, ისე რომ ხელი არ გაუშვია ჩემთვის. -კარგი-სანამ მე სიტყვა ვთქვი ლიზა უკვე მანქანაში იჯდა. -გპირდები ამჯერად ნელა ვატარებ. -მითხრა და მანქანის უკანა კარი გამიღო.ჯერ ლიზა მიიყვანა მერე კი მე. -მარიამ არ ვიცოდი თუ შენ... -ეს ბევრმა არ იცის. მადლობა და ხვალამდე... -მარიამ, ზეგ სტამბულში ვაპირებდით წასვლას და თუ შენ თვითმფრინავით ვერ წამოხვალ მაშინ... -არაუშავს დამამშვიდებლებს დავლევ და როგორმე გადავიტან. -ვუთხარი და ვცადე გამეღიმა. -დარწმუნებული ხარ? -კი. ნახვამდის ბატონო ალექსანდრე. -მარიამ! -მე შენ რა გითხარი სახით შემომხედა. -კარგი ხო ალექსანდრე! -ვუთხარი და გავუღიმე. -ტკბილი ძილი მარიამ. -გამეღიმა, გულწრფელად გამეღიმა და ასე გაღიმებული შევედი სახლში. ოჯახი მოვიკითხე, შხაპი მივიღე და ძილის სამყაროში გადავეშვი. დილიდან სამსახურში ვიყავი, ალექსანდრეც მალევე მოვიდა. -მარიამ როგორ ხარ? -მკითხა და ოდნავ გამიღიმა. -კარგად. დღევანდელ შეხვედრებზე მაინტერესებს მითხრეს რომ... -სააანდროოო-სიტყვა გამაწყვეტინა ნატამ, რომელიც უკვე ალექსანდრეს კისერზე იყო ჩამოკიდებული. -ალექსანდრე, ქალბატონო ნატა, და გთხოვთ სამსახურში წესივრად მოიქცეთ აქ სხვებიც მუშაობენ. -უთხრა და მე შემომხედა, ნატა კი ცოფებს ჰყრიდა. -ეს რას ნიშნავს? -ჰკითხა თითქოს ნაწყენმა. -იმას რომ საქმეს მიხედოთ. მარიამ შენ კი ჩემთან კაბინეტში. -მითხრა და მანიშნა გავყოლოდი. -ახლავე ბატონო ალექსანდრე! -ბოლო სიტყვებს გამოვკვეთე და ნატას გავხედე. მერე კი მეც კაბინეტისკენ წავედი. -მარიამ დღევანდელი შეხვედრები გააუქმე საღამოს ექვსზე ფრენა გვაქვს შაბათ-კვირას თურქეთში გავატარებთ შეხვედრაზე. -დღეს? მე მეგონა ხვალ მივდიოდით! -მეც ასე მეგონა მაგრამ დილას დამირეკეს, თუ პრობლემაა... -არა უბრალოდ მზად არაფერი მაქვს. -კარგი ახლა ყავა შემომიტანე, შეხვედრები გააუქმე და სახლში წადი საღამოს გამოგივლი. -კარგი-ვუთხარი და გასვლა დავაპირე მაგრამ უცებ ისევ უკან მივტრიალდი-და იმ იდიოტ... უკაცრავად ბატონ დემნას რა ვუყო? -მას მე დაველაპარაკები და ორშაბათიდან გააგრძელებთ. -კარგი. -კაბინეტი დავტოვე. ყავა მოვუმზადე და მივუტანე. მერე კი დაგეგმილი შეხვედრების გაუქმება დავიწყე. თორმეტი ხდებოდა ყველაფერს რომ მოვრჩი და ისევ მასთან შევედი რათა ჩემი წასვლა შემეტყობინებინა. -ბატონო ალექს... -სიტყვა გავწყვიტე როცა მის გამოხედვას წავაწყდი-ალექსანდრე-შევცვალე და გამეღიმა. -მე გავდივარ, თუ რამე გინდა... -არა არაფერი თავისუფალი ხარ. თუ გინდა გაგიყვან. -არა იყოს თავად გავალ. საღამომდე-დავემშვიდობე და ოფისი დავტოვე. სახლში მისული მაშინვე ჩემს ოთახში ავედი და ჩალაგება დავიწყე. -ოუუუ აქ რა ხდება მესამე მსოფლიო ომია? -ოთახში შემოვიდა ბექა. -მაცადე მაგვიანდება, შეგიძლია ეს ჩანთა დაბლა ჩაიტანო? -სად მიდიხარ? მოიცა მეშველა და თხოვდები? -ნუ ხარ მასხარა და გააკეთე რაც გითხარი. -ვუთხარი და ჩანთა ფეხებთან დავუდე. -ჯერ კითხვაზე მიპასუხე. -სტამბოლში, შეხვედრაზე. -უფრო ვრცლად თუ შეიძლება. -ალექსანდრეს მივყვები ერთერთ კომპანიასთან შეთანხმების გასაფორმებლად, რადგან თურქულის არსი გამეგება მთხოვა წავყოლოდი ორ საათში ფრენაა მე კი ჯერ მზად არ ვარ. -მოიცა შენ რა თვითმფრინავში აპირებ ასვლას? -მკითხა გაკვირვებულმა -ასე გამოდის, ახლა კი გაბრძანდით და მაცადეთ მომზდება. ჩანთაც გაიყოლე-მივაძახე და სააბაზანოში შევედი. სწრაფად მოვწესრიგდი. და მისაღებში ჩავედი. -დედა ჩემი წამლები სად არის? -ისინი გათავდა ჩემო გოგო, იქნებ გაიარო აფთიაქში და იყიდო, იცოდე ისე არ ახვიდე თვითმფრინავში. -კარგი. -მალევე ალექსანდრემაც დამირეკა მოვედი და გამოდიო. ოჯახს დავემშვიდობე და სახლი დავტოვე. -მოდი დაგეხმარები, შენ დაჯექი. -მითხრა ალექსანდრემ და ჩანთა გამომართვა მე კი მანქანაში მოვთავსდი. -ალექსანდრე რაღაც უნდა გთხოვო-ვუთხარი როგორც კი მანქანა დაძრა. -გისმენ -მითხრა და გამიღიმა. -იქნებ სადმე აფთიაქთან გამიჩერო წამლებს ვიყიდი, არ ვიცოდი თუ აღარ მქონდა თორემ არ შეგაწუხებდი და ოფისიდან წამოსვლისას ვიყიდიდი. -ნუ სულელობ ეს რა შეწუხებააა... სახელწოდება მითხარი და მე გადავალ ვიყიდი. -მითხრა და მანქანა გააჩერა. -არ იყოს მე წავალ. -ვუთხარი და მანქანა დავტოვე, წამლები ვიყიდე და ისევ დავბრუნდი. რამდენიმე აბი ჩაჯდომისას დავლიე რომ მალევე ემოქმედა. -წავედით მშიშარა ქალბატონო? -მკითხა და გამიღიმა. -კი-ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე. საბედნიეროდ რეგისტრაცია მალევე გავიარეთ და უკვე თვითმფრინავში ვისხედით. ადგილზე ვერ ვისვენებდი. -შემომხედე მე აქ ვარ ნუ გეშინია კარგი?-ალბათ შეამჩნია ჩემი მოუსვენრობა, ორი თითი ნიკაპქვეშ ამომითო თავი ამაწევინა და ხელი ძლიერად მომიჭირა. -კარგი. -ვუპასუხე და ვიგრძენი რომ თვითმფრინავმაც იწყო აფრენა მე კი უფრი ძლიერად ჩავჭიდე ხელი ალექსანდრეს. მას კი ამაზე გაეღიმა. საბედნიეროდ წამლებმა იმოქმედა და მალე ყველანაირი შიშის გრძნობა დამავიწყდა თუმცა თავი დაშვებისას შემახსენა და ისევ ალექსანდრეს ჩავჭიდე ხელი. -ალბათ აქიდან პირდაპირ ტრამვატოლოგიურში უნდა წავიდეთ. -მითხრა სრული სერიოზულობით როგორც კი აეროპორტი დავტოვეთ. -რატომ? -ვკითხე გაკვირვებულმა. -მგონი ხელის ყველა თითი დამტვრეული მაქვს შეხედე ვეღარც ვამოძრავებ. -მითხრა და დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე. -საზიზღარი ხარ. -ვუთხარი და გემრიელად ჩავარტყი. -მგონი ძალიან გამითამამდი შენ, ცოტა არ იყოს მეტკინა მშიშარა ქალბატონო. -მითხრა სიცილით და ვითომ ნატკენ მხარზე ხელი დაისვა. -მეტის ღირსი ხარ. -ვუთხარი და ტაქსი გავაჩერე. ჩემოდანები ჩავალაგეთ და მანქანაში ჩავსხედით. -მისმართი-მივუბრუნდი ალექსანდრეს. -რა? -გაკვირვებულმა შემომხედა. -რა გაგიკვირად მისამართი მითხარი რომ მძღოლს ვუთხრა. -ავუხსენი და მძღოლზე ვანიშნე რომელიც გაკვირვებული გვიყურებდა. მანაც სწრფად მითხრა სასტუმროს მისამართი, მე კი მძღოლს გადავუთარგმნე. ცოტახანში მანქანა სტამბოლის ერთერთ პრესტიჟულ სასტუმროსთან გაჩერდა. ჩვენი ნივთები გადმოვიღეთ და მიმღებში მჯდომ გოგონას ნომრების გასაღები გამოვართვით. ოთახები გვერდი-გვერდ გვქონდა. -დაისვენე და ერთ საათში ქვემოთ შევხვდეთ ვივახშმოთ. -მითხრა როგორც კი ნომერთან მივედით -ბოდიში მაგრამ არ მშია, მირჩევნია დავიძინო დავიღალე. -ვუთხარი და ოთახის კარი შევაღე. -კარგი მაშინ ტკბილი ძილი. -ღამემშვიდობისა. -ვუთხარი და ოთახში შევედი. დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე ჩამეძინა. დილას ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. -გისმენთ.-ისე ვუპასუხე არც დამიხედავს ვინ იყო. -მარიამ კიდევ გძინავს.? -ალექსანდრე? რომელი საათია? -უკვე ათია. -ჯანდაბა, დავაგვიანე? ახლავე ავდგები და მოვემზადები. -ვუთხარი და საწოლიდან წამოვდექი. -ჯერ ერთი საათი კიდევ დრო გაქვს. დაბლა გელოდები მოწესრიგდი და ჩამოდი. -კარგი-ვუპასუხე და ტელეფონი გავუთიშე. სააბაზანოში შევვარდი და უცებ მოვწესრიგდი. ზუსტად თერთმეტზე კი უკვე სასტუმრო დავტოვეთ და გეზი მათი კომპანიისკენ ავიღეთ. საშინლად დამღლელი საქმიანობა აღმოჩნდა თარჯიმნობა. ბოლოს უკვე იმდენად დავიღალე რომ წინადადებებს ორჯერ ან სამჯერ ვამეორებინებდი. შეხვედრა როგორც იქნა დასრულდა. ჩვენ და გასაკვირად ხელი იმ დღესვე მოაწერეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.