შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეკიპაჟი. (თავი 10)


17-11-2018, 17:49
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 108

-გადი გთხოვ..-ამოვიტირე და სააბაზანოში შევიკეთე, იქვე ჩავიკეტე.. მეზიზღებოდა საკუთარი თავი! ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ენერგია. ვგრძნობდი როგორ ვეშვებოდა ბურუსით სავსე სამყაროში.! ბურუსში ვიყავი გახვეული, ვგრძნობდი როგორ მეხებოდა გაყინულ სხეულზე მამაკაცის ხელები.
-ვივი, გთხოვ გონს მოდი..-თითქოს შორიდან მეძახდა ვიღაც. გავითიშე! გონს მოსვლა რომ დავიწყე ვიგრძენი საწოლში ვიწექი.
-ვივი როგორ ხარ?-ლაშას აღელვებული ხმა იყო. პასუხი ვერ გავეცი, ყელში დიდი ბურთი მქონდა გაჩხერილი და საუბრის საშვალებას არ მაძლევდა. ოთახს მოვავლე თვალი მაგრამ სანატრელს ვერ წავაწყდი. იმის გაცნობიერება რომ არ ვანაღვლებ უარესი აღმოჩნდა და ავტირდი.
-ჩუ. ჩემო ლამაზო.-მომიახლოვდა ონიანი და საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა, გულზე მიმიხუტა..
-მტკივა ლაშაა..
-ვიცი ჩემო ლამაზოო. მასაც ტკივა..-ცრემლიანი თვალებით ავხედეე. -ხოო, ვიცი ყველაფერი, დამშვიდდი.-შუბლზე მაკოცა.- დღეს არ მუშაობ ჩვენთან ერთად გადმოფრინდები მგზავრის სტატუსით. ექიმმა აგიკრძალა.. -არც შევწინააღმდეგებივარ. არაფრის თავი მქონდა. უემოციოდ დავაბიჯებდი, ხომალდზე არ მინხავს შავთვალება, ჩემი ადგილი დავიკავე და მოვემზადე 15 საათიანი ტანჯვისთვის. სახლში მისულს დედა დამხვდა.
-მოხვედი დეე?-სამზარეულოდან გამომძახა. გამოიხედა ხელებ ჩამოყრილი ვიდექი კარებთან და თვალებში ვერ ვუყურებდი. -რა მოხდა დეე.-შეშინებული მომვარდა, მხრებში მომკიდა ხელი.
-საშინელება ჩავიდინე.-ამოვიტირე.
-დედა ნუ მაშინებ. -თვალეები შიშით აევსო დედაჩემს და უფრო მეტკინა გული. სამმაგად დამეწვა ყველა მისი შეხება. უსირცხვილო, უნებისყოფო ქალი ვარ. -დედაა ამოიღე ხმა თორე გამისკდა გული..-ხმა აუკანკალდა.
-უფლება მივეცი..-სიტყვებს ძლივს ვაბავდი..
-ვაი დედა, რისი უფლება შვილოო.-სახე ხელებით დამიჭირა.. -მოდი დაჯექი.. დედა..
-რომ შემხებოდა. -საშინელი ხმით ავტირდი.. -მეფერებოდა დეე. -ხელი შემიშვა, თვალები ცრემლებით აევსო..-მტკივაა, სხეულის ყოველი ნაგლეჯი მეწვის.!-ხელებს ვიჩქმეტდი. მინდოდა სულის ტკივილიდან ყურადღბა ღორცზე გადამეტანა მაგრამ.! ოდნავადაც ვერ შეედრება სულის ტკივილს. -მერე ხელი გამიშვა.. ჩემზე ნებისყოფიანი აღმოჩნდა დედა! -სახე ხელებში ჩავმალე. -ამას ვერ გავაკეთებო..-მისი სიტყვვების გამეორებისას უფრო ამივარდა ტირილი, ისტერიკებში ჩავვარდი..
-შენ მოგიკვდეს შენი დედაა. ჩემი სულელი შვილი..-ისიც ატირდა. მუხლებზე თავი დავადე და გავაგრძელე საკუთარი თავის გლოვა.-ჩუ დეე დამშვიდდი ვის არ მოსვია შეცდომა, მთავარია ის კაცი აღმოჩნდა გონიერი. დედა წამოდი სამსახურიდან..- შევწყვიტე ტირილი..
-რო წამოვიდე რა გავაკეთო?
-სხვა კომპანიებში ცადე, ეხლა გამოცდილი ხარ და ადვილად იშოვნი სამუშაოს.
-ვერა დეე. კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ერთი წელი დამრჩა და წამოვალ აუცილებლად. მე იქ სულიერად დავინგრევი. -შუბლზე მაკოცა და ოთხში გამიშვა. ცხელ წყალში ჩავწექი. თვალები ძლიერად დავხუჭე და გავიხსენე ის ბედნიერი წუთბი.საწოლში ვიწექი,დაძნებას ვაპირებდი დედა რომ შემოვიდა და მითხრა დეიდასთან მიდიოდა.
- შეიძლება არ დავბრუნდეთ, მამაშენიც იქ მოვა. -შუბლზე მაკოცა.-აღარ იდარდო და ეცადე დაისვენო. მიყვარხხარ დედას სიყვარულო.-ჩამკოცნა, ფარდები ჩამომიფარა და სახლიდან წავიდა. ახლა ჩემი ხსნა ძილი იყო, უნდა გავქცეოდი რეალობას, იქნებ სიზმარში უფრო ბედნიერი ვიყო, თვალები დავხუჭე და ძილს მივეცი.

თვალები მძიმედ გავახილე, ტირილისგან დამსიებოდა და მეწვოდა. ფუმფულა ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი. ყავის ფინჯანი მოვიქციე თითებს შორის და ტელევიზორს მივაშტერდი, უაზროდ ვრთავდი არხიდან-არხზე. ბოლოს სიმღერა ჩავრთე, ისეთი რომელიც ჩემ მდგომარეობას მოუხდებოდა და ფანჯარასთან დავჯექი. ეზოს ვუყურებდი და გარემოს ვაკვირდებოდი. კარების ზარმა გამომარკვია. ჩუსტებში გავყაავი ფეხი და ლასლასით გავაღე კარები.. ზღურბლზე ლიპარტელიანი დამხვდა, ერთი ხელი კედელზე მიედი და დაბლიდან მიყურებდა. გული ამიფანცქალდა, ნიკაპი ამიკანკალდა და სატირლად მოვემზადე. დამნაშავესავით იდგა და ჩემს რეაქციას ელოდა. როგორც ყოველთვის მისი შავი თვალების დანახვისას ყველაფერი გადამავიწყდა, მივედი და ძლიერად მოვხვიე ხელები, მის კისერში ჩავმალე თავი და ავტირდი, წელზე შემომხვია ხელები ამიყვანა და სახლში შევიდა, ფეხით მიხურა კარები.
-ყველაზე ლამაზი ხარ. ყველაზე სანატრელი და სასურველი!-დამსვა და სახეს მიკოცნიდა.- რომ იცოდე როგორ მიყვვარხარ პატარავა, რომ შემეძლოს იმ გრძნობის გადმოცემა რასაც ვგრძნობ.. ანდაც ჩემი თვალით დაგანახა შენი თავი.. -გაჩუმდა.თვაებში მიყურებდა, შემდეგ მზერა სახის სხვა ნაკვთებზე გადაიტანა, თვალები დამიკოცნა.-ჩემს გამო არ იტირო რაა. არ ვარ შენი ცრემლების ღირსი.!
-როგორ არ ვიტიროო?. როგორ უნდა შევეგუო იმ ფაქტს რომ მე არ მაქვს შენი შეხების უფლება, რომ მე..-სიტყვა გამიწყდა. -მე არანაირი უფლება მაქვს.
-ჩემო ლამაზო, ცოტაც მოითმინე ყველაფერს მოვაგვარებთ და..
-წინასწარ არ მითხრა, გთხოვ რომ არ გამოვიდეს უფრო უნდა მეტკინოს გული. -სავარძელზე დავჯექი ფეხები ავიკეცე და შიშველი წვივები დავიფარე ხალათით. გვერდით მომიჯდა, თმა გამიშალა და მუჭში მოიქცია. გაეღიმაა.
-რატომ იღიმი?
-ეხლა გამახსენდა, ქუჩაში გნახე, მამაშენთან ერთად, მანქანაშ იჯექი და რაღაცაზე კამათობდით, ღვარღვარა ცრემლები მოგდიოდა.-გამიღიმა, იმ ღმილით მე რომ მიყვარს. -შუქნიშანზე ჩემი მანქანის გვერდით გაჩერდით, ტირილით გამომხედე და სევდიანი თვალებით შემომხედე, გიცანი.. -გაჩუმდა ტუჩის კუთხეში მაკოცა. -შენ როგორ დაგივიწყებს კაცი. -ნელა შემახო ტუჩები,ორივე ხელი სახეზე მოვხვიე და მის ბაგეებს დავაკვდი. იმ საღამოს მეტი არც გვისაუბრია სიმღერის ფონზე სიბნელეში ვისხედით მის მკერძე მიმედო თავი და სიჩუმით ვტკბებოდით. წასვილას შუბლზე ნაზად მაკოცა თავს გაუფრთხილდიო და დამტოვა. მარცხნივ მფეთქავი ორგანო საშინლად მიცემდა, ბედნიერებისგან ფეთქავდა. მხოლოდ მისთვის ფეთქავდა.!
რამდენიმე დღე ისე გავიდა არც შემხმიანებია, მე ფრენებიდან მომხსნენ გადაჭარბებული საათების გამო. სახლიდან არც გავსულვარ, დედასთან ერთად ვიყავი სიმყუდროვეში, მამა სოფელში გავაცილეთ და დავრჩით ამხელა სახლშ მარტო ქალები. საღამო იყო ტელეფონზე უცნობი ნომერმა რომ დამირეკა, მეგონა დაჩი იყო მშვიდად ვუპასუხე.
-გამარჯობა ვიკა ანა ვარ.-ხელები ამიკანკალდა.ხმა ვერ ამოვიღე.-დაჩის ანაა.-თავი შემახსენა. გული დამეკაწრა.
-გიცანი ანა როგორ ხარ?-რაც კი ძალა მქონდა დარჩენილი მოვიკრიბე და მშვიდად მოვიკითხე.
-მადლობა უკეთ, სახლში მარტო ვარ მოვიწყინე, ჩემები თბილისიდან არიან გასულები და ვიფიქრე ვიკასთან ერთად გემრიელ ყავას დავლევთქო..
-იცი ანაა..-უარის თქმას ვაპირებდი.
-გთხოვ ვიკა რაა. ისედაც დეპრესია მაქვს, ახლა მეგობარი მჭირდება ისედაც ჩემი ქმარი არაა თბილისსში და სულ სულ მარტო ვარ.-ღმერთო რა დავაშავე..
-კაი ანა გამოვალ, მისმართი მიკარნახე.-ჩავიწერეე.
-ვინ იყო დეე?
-დაჩის ცოლი.-მშვიდად ვუთხარი.
-მერე რა მინდაო?-გაბრაზდა.
-ყავა დავლიოთო.-სიმშვიდეს არ ვკარგავდი.
-არ გამაგიჟო და არ მითხრა უნდა ვნახოო?!
-კი დედა უნდა ვნახო..
-იცოდე ისევ გატკენენ გულს და დაიტანჯები.. შვილო შენთვითნ იგდებ ასეთ მდგომარეობაში თავს.-ბუზღუნს არ იშლიდა.
-დე მოკლედ წავედი და მერე ნინასთან დავრჩები. არ ინერვიულო.-ვაკოცე ლოყებზე და სახლიდან გამოვედი.
-აბა გავიგოთ რა ჩაიფიქრა „დაჩის ანამ“-ირონიულად წარმოვთქვი და მანქანა დავძარი, დიდი სახლის წინ გავაჩერე. ჭიშკარზე მსხვილი ასოებით ეწერა „დ. ლიპარტელიანი“ ხმადაბლა წავიკითხე და ზარი დავრეკე. მოულოდნელად ჭიშკარი გაიღო და მეც შევედი.
-როგორ გამახარე მალე რომ მოხვედი.-გადამეხვია. პასუხად გავუღმე.
-ყავას ხომ დალევ?-თავი დავუქნიე და სავარძელზე დავჯექი.
-რატომ არ ხარ რეისზე?
-გადაჭარბებული საათები მქონდა და ექიმმა არ დამიშვა. მალე გავალ ალბათ.
-გასაგებიაა.-გამიღიმა, ფინჯანი მაგიდაზე დამიდო, ტკბილეულთან ერთად. -დაჩიც მალე მოვა ალბათ. -საათს ახედა. დაძაბული ვიყავი, სხეულს ვერ ვაკონტროლებდი. მათზე მიყვებოდა, როგორ გაიცნეს ერთმანეთი. ბოლოს უკვე ვეღარც ვუსმენდი, გული მესერებოდა თან უხერხულად ვგრძნობდი თავს.
-აი მგონი მოვიდაა.-მანქანის საბურავების ხმა რომ გაიგო წამოდგა და კარები გაუღო. მართლაც ის იყო დაღლილი სახით შემოვიდა სახლში. ჩემ დანახვაზე გაოცება და შიში ერთად გამოესახა სახეზე.
-ვიკა?-შემოსასვლელში გაჩემრდა, ფეხზე წამოვდექი და გადავკოცნე.
-როგორ იფრინეთ?-ვეცადე ყურადღება არ მიმექცია.
-იქიდან წვიმა დაგვემთხვა და ცოტა შეგვარყია.-უხერხულად გაგვიღმა.-ისე ამ დღეებში შეგიძია ექიმმს მიაკითხო დაგიწერს ცნობას და დაბრუნდები, ნატალიამ მოიწყინა უშენოდ.
-კარგი ხვალვე წავალ კლინიკაში.-გავუღმე და ჩემს ადგილას დავჯექი.
-ბოდიშ გიხდით, მე ძალიან დაღლილი ვარ და დაგტოვებთ. -ნება დართო ანამაც და კოცნით გააცილა მეუღლე. სიმწრისგან თვალები დავხუჭე, დამეფიცება ამაზე საშნელება არაფერი არაა უყურებდე შენ საყვარელ კაცს სხვა კოცნიდეს და თავად არაფრის უფლება გქონდეს. გიწევს გაჩუმდე და ეს უსაშველო ტკივილი გადაყლაპო.
-ისე ამ ბოლო დორ უცნაურად იქცევა.-უხერხულად შევიშმუშნე.-ჩემს მეგობრად გთვლი და ამას მიტომ გეუბნები. -შუბლი მოისრისა.
-რას გულისხმობ?-დაბნეულმა ხმის კანკალით ვიკითხე.
-მგონი ვიღაც ყავს. -ცივმა ოფლმა დამასხა. -იცი ადრე არასდროს ათევდა სხვაგან ღამეს, ამ ბოლო დროს კიდე სულ ბიჭებს იმიზეზებს და ცდილობს სახლში არ მოვიდეს. -ხმას ვერ ვიღებდი.-ბოდიში ჩემი პრობლემები რომ მოგახვიე თავს. უბრალოდ მასთან ხშირად გიწევს ყოფნა და თუ რამე შიეტვე გამაგებინე რა. უნდა გავიგო ვინ მართმევს ქმარს.-მეც დავპირდი რომ ყურადღებით ვიქნებოდი და რაც შემეძლო სწრაფად დავტოვე ლიპარტელიანის სახლი, მანქნაში ჩავჯექი და როგორც კი გავცდი იქაურობას მანქანა გავაჩერე და ბოლო ხმაზე ავტეხე ღრიალი. როგორ მძულდა ჩემი უბედური ცხოვრება.
-რისთვის მსჯი ასე, რა დაგიშავე ღმერთო?..-საჭეს ხელები მაგრად მოვუჭირე და შუბლით დავეყრდენი. ცრემლები ულევ ნაკად მომდიოდა. ძრავი ავამუშავე და მოვწყდი ადგილს.


***
ტკბილებო ველი შეფასებებს <3 ვეცადე მალე დამედო <3



№1  offline წევრი tamuna.s

არ უნდა წასულიყო, ხომ ხვდება რომ ეს ვითომ მეგობრობა უბრალოდ მიზეზია ახლოს ყავდეს "მტერი". დარწმუნებული ვარ ანამ ყვეკაფერი იცის და სპეციალურად აკეთებს ყველაფერს. ეს დებილი გოგო კიდე სახლში ადგება და ვითომ კარგი გოგოს როლს თამაშობს. ორი დღის გაცნობილთან რა მეგობრრობა და ყავის სმა მოუნდა , თან იმასთან ვის ქმარზეც ყურებამდეა შეყვარებული.

 


№2  offline მოდერი Phoenix..

tamuna.s
არ უნდა წასულიყო, ხომ ხვდება რომ ეს ვითომ მეგობრობა უბრალოდ მიზეზია ახლოს ყავდეს "მტერი". დარწმუნებული ვარ ანამ ყვეკაფერი იცის და სპეციალურად აკეთებს ყველაფერს. ეს დებილი გოგო კიდე სახლში ადგება და ვითომ კარგი გოგოს როლს თამაშობს. ორი დღის გაცნობილთან რა მეგობრრობა და ყავის სმა მოუნდა , თან იმასთან ვის ქმარზეც ყურებამდეა შეყვარებული.

ნუ რას ვიზამთ როცა ადამიანი გულუბრყვილოა☺️

 


№3  offline წევრი tamuna.s

izabel
tamuna.s
არ უნდა წასულიყო, ხომ ხვდება რომ ეს ვითომ მეგობრობა უბრალოდ მიზეზია ახლოს ყავდეს "მტერი". დარწმუნებული ვარ ანამ ყვეკაფერი იცის და სპეციალურად აკეთებს ყველაფერს. ეს დებილი გოგო კიდე სახლში ადგება და ვითომ კარგი გოგოს როლს თამაშობს. ორი დღის გაცნობილთან რა მეგობრრობა და ყავის სმა მოუნდა , თან იმასთან ვის ქმარზეც ყურებამდეა შეყვარებული.

ნუ რას ვიზამთ როცა ადამიანი გულუბრყვილოა☺️


ზოგადად გულუბრყვილიბა სიდებილეში არ უნდა გადადიოდეს. ეს გგოგო კი დებილი სულაც არაა და არც ისეთი გულუბრყვილო ანას უეცარი დამეგობრების სურვილი გულწრფელი რომ ეგონოს, თუ მაზოხისტია და უნდა რომ უყუროს საყვარელ ადამიანს როგორ ეხუტება და კოცნის მისი ცოლი, მაშინ არ ვიცი. სულ რომ გულწრფელი იყოს ანა და მასთან მართლა მეგორობა რომ უნდოდეს, თვითონ უნდა ერიდებოდეს და თვალებში ვერ უყურებდეს, გუშინ ლამის ლოგინში ჩაუწვა მის ქმარს და დღეს ყავას მიირთმეს იმ ქალთან ძაან ტეხავს.

 


№4  offline მოდერი Phoenix..

tamuna.s
izabel
tamuna.s
არ უნდა წასულიყო, ხომ ხვდება რომ ეს ვითომ მეგობრობა უბრალოდ მიზეზია ახლოს ყავდეს "მტერი". დარწმუნებული ვარ ანამ ყვეკაფერი იცის და სპეციალურად აკეთებს ყველაფერს. ეს დებილი გოგო კიდე სახლში ადგება და ვითომ კარგი გოგოს როლს თამაშობს. ორი დღის გაცნობილთან რა მეგობრრობა და ყავის სმა მოუნდა , თან იმასთან ვის ქმარზეც ყურებამდეა შეყვარებული.

ნუ რას ვიზამთ როცა ადამიანი გულუბრყვილოა☺️


ზოგადად გულუბრყვილიბა სიდებილეში არ უნდა გადადიოდეს. ეს გგოგო კი დებილი სულაც არაა და არც ისეთი გულუბრყვილო ანას უეცარი დამეგობრების სურვილი გულწრფელი რომ ეგონოს, თუ მაზოხისტია და უნდა რომ უყუროს საყვარელ ადამიანს როგორ ეხუტება და კოცნის მისი ცოლი, მაშინ არ ვიცი. სულ რომ გულწრფელი იყოს ანა და მასთან მართლა მეგორობა რომ უნდოდეს, თვითონ უნდა ერიდებოდეს და თვალებში ვერ უყურებდეს, გუშინ ლამის ლოგინში ჩაუწვა მის ქმარს და დღეს ყავას მიირთმეს იმ ქალთან ძაან ტეხავს.

Xo ratqmaunda martali xar ubralod davelodot ganvitarevas☺️

 


№5  offline წევრი pawukela

Kargad wer momwons sheni istoriebi Amis wina istorias AR gaagzeleb?? Xoda rac sheexeba am istorias codoa es gogo ukve dzalian tanjav AR sheileba esee.. Codo arian es bichic da es gogoc

 


№6  offline წევრი qetulaa

Mecodeba zaliann, gulcrfelad uyvarss cdilobs rac sheuzlia, mamakacisganac rom ar grznobdes sapasuxos ufro gauadvildebodaaa, ar ecdeboda shegnebuladd, rtulia roca sayvarel adamians dagvianebit xvdebi

 


№7  offline მოდერი Phoenix..

qetulaa
Mecodeba zaliann, gulcrfelad uyvarss cdilobs rac sheuzlia, mamakacisganac rom ar grznobdes sapasuxos ufro gauadvildebodaaa, ar ecdeboda shegnebuladd, rtulia roca sayvarel adamians dagvianebit xvdebi

Martali xar sashinelebaa roca agvianeb!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent