სიყვარულს თან ახლავს მოულოდნელობა (II)
ორშაბათს მისულმა, ჩემ თავთან დადებული პირობა ვერ შევასრულე. რა უნდოდა ნიკას? რატომ არ მანებებდა თავს? რა თამაშს თამაშობდა? ის ისევ ისე მიყურებდა და ისევ ცდილობდა მომსალმებოდა. მისი დაიგნორება არ გამჭირვებია, თუმცა დავიყწება არ შემეძლო. მისი გამოხატული სითბო, ღიმილი და თავდაჯერებული სიარული არ მაძლევდა იმის საშუალებას რომ მასზე არ მეფიქრა. ასე გრძელდებოდა, გარკვეული დრო და მისი დავიწყება ნელ-ნელა უფრო მიძნელდებოდა. გავიდა დრო, მალე დათბა და მზიანი ამინდებიც არ აკლდა თბილისს. საუცხოო კურსელები მყადა. ყველას კარგი ურთიერთობა გვქონდა და ერთად კარგ დროსაც ვატარებდით. გადავწყვიტეთ შაბათ-კვირას წყნეთში წავსულიყავით. უნივერსიტეტიდან სახლში წავედი. სახლში მისულმა გემრიელობების სუნი ვიგრძენი. -როგორც ჩანს ჩემი დედიკო სამზარეულოში ტრიალებს...-დედას ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე- ჩვენ საქმიან მაიკოს სამსახურში საქმე გამოელია?-ჩემს სიტყვებზე მე და ოთახში ახლად შემოსულ მამას გაგვეცინა. ცოტა ხანი კიდევ ვიცინეთ და გადავწყვიტე მეკითხა თუ გამიშვებდნენ წყნეთში კვირის ბოლოს. -მა... დე.. ჩემი კურსელები შაბათ-კვირას მიდიან წყნეთში და შეიძლება მეც წავიდე?-ბავშობიდან ჩვევა მაქვს, ნებართვის გარეშე არსად მინდოდა არასდროს წასვლა და ამის გამო მშობლების ნდობასაც ვიმსახურებდი. მამამ ყველაფერი გამომკითხა და ბოლოს დამთანხმდა. -ვუჰუუუ-ყელზე ჩამოვეკიდე პატარა ბავშვივით. ეს ყველაფერი ნინისა და ნატას შევატყობინე. (ნინიც ჩვენი კურსელი იყო.) შემდეგ კი ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. ძალიან მიხაროდა, მაგრამ ერთი რამ მამწუხრებდა- არ ვიცოდი მოდიოდა თუ არა ნიკაც. იმედი მქონდა რომ მოვიდოდა და ისღა დამრჩენოდა საღამოს მოსვლას დავლოდებოდი. პარასკევს საღამოს წავედით. წყნეთში ჩავედით და ძალიან ლამაზი სახლის წინ გავაჩერეთ მანქანა. ეზოში დიდი სამ სართულიანი სახლი იყო, რომელიც თავისი სილამაზით იქცევდა ყველას ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველაფერი უფერული იყო და მცენარეები ჯერ ამოსულიც კი არ იყო, სახლის კედლებზე დახატული გამოსახულებები ახალისებდა ყველაფერს. სახლში შევედით და ბავშვებს მივესალმეთ. ნიკას თვალებით ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე. დათოს ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა. ოთახში მალევე დაბრუნდა და გვამცნო: -გზაზე ავარია მომხდარა, ნიკა საცობში მოყვა და მალე მოვა. მისმა ამ სიტყვება მხიარულება შემმატა,რადგან გავიგე, რომ ნიკაც მოდიოდა. ოთახში ავედი, ნივთები მოვაწესრიგე და მეგობრებთან დავბრუნდი. ნიკა ჯერ კიდევ არ მოსულა, თუმცა გართობა მის გარეშე დავიწყეთ და ვთამაშობდით. თამაში, როდესაც დავასრულეთ ვახშამის მომზადებას შევუდექით. მე რადგან წესიერ საჭმელს ვერ ვამზადებ სუფრის გაშლა დამევალა. მართალია საჭმელს ვერ ვამზადებდი, მაგრამ სუფრას ისე ლამაზად გავშლიდი და ხელსახოცებს ისე ლამაზად დავაწყობდი, რომ ხალხს მისი დასვრაც კი ენანებოდა. სუფრა მალე გავშალეთ და ნიკა კიდევ არსად ჩანდა. დათოს მიწერა,რომ შეაგვიანდებოდა და ჩვენც ვახშმობა დავიწყეთ. მოწყენილი ვიყავი, თუმცა ვიცოდი, რომ ნიკა აუცილებლად მოვიდოდა და ეს მახარებდა. აი უკვე მასზე დამოკიდებული გავხვდი, მისი ნახვა ჩემ ხასიათს ცვლიდა. ვახშმობა დავასრულეთ, შემდეგ ვითამაშეთ და ღამის სამ საათზე ოთახებში ავედით, მაგრამ ნიკა ჯერ კიდევ არ მოსულა. ღამის ხუთის ნახევარზე გამეღვიძა და საშინელი წყურვილის შეგრძნება დამეუფლა, ამიტომ ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე. დავფიქრდი ტანსაცმელი ხომ არ ჩამეცვა, მაგრამ ყველას ეძინა და ჩემს დათუნიის პიჟამას ვერავინ დაინახავდა. ამიტომ ჩუსტებში ფეხები ჩავყე და ქვემოთ ჩავედი. წყალი დავლიე და მაღლა ასვლას ვაპირებდი, როდესაც მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი. ძალიან შემეშინდა და კივილს ვაპირებდი, მაგრამ ნიკას ხმა გავიგონე -ჩუ... მე ვარ.-მისი ხმის გაგონებაზე უცბად დავმშვიდდი, მაგრამ გული საშინლად მიცემდა და ჩემს გახშირებულ სუნთქვას ნიკაც გრძნობდა. -ახლა მოხვედი?-საუბარი დავიწყე. -ხო აღმოჩნდა, რომ ავარიაში ჩემი მეგობარი მოყვა, ცოტა დაშავდა და თბილისში ჩასვლა და საავადმყოფოში მისვლა მომიწია. ჩამოსვლა გადავიფიქრე, მაგრამ შენი ნახვა ძალიან მინდოდა და აი მეც აქ ვარ. -მისმა სიტყვებმა უფრო დამაბნია. ანუ ჩემი ნახვა? მას ხომ ვიკა მოსწონს. ორივე ჩუმად ვიყავით და ხმას არ ვიღებდით. მასთან ახლოს ყოფნა მსიამოვნებდა და წასვლაც არ მინდოდა. -შეიძლება ვისაუბროთ.-სიჩუმე ნიკამ დაარღვია. -კარგი... მეც მაქვს შენთან რამდენიმე კითხვა. ყავა გავაკეთე და ფანჯარსთან მდგარ დივანზე ჩამომჯდარ ნიკას გვერდით მივუჯექი. ... საუბარი მე დავიწყე. -რას ნიშნავს ჩემი ნახვა ძალიან გინდოდა? -რას და იმას, რომ შენი ნახვა ძალიან მინდოდა.-პასუხი მალევე გამცა და თვალებში შემომხედა. -აქ ჩემს გარდა ძალიან ბევრი ადამიანია და შენ ჩემ გამო მოხვედი? -ცოტა არ იყოს დავიბენი. -ვერ ხვდები, რომ შენ ჩემთვის უბრალო კურსელი არ ხარ?-ხმას აუწია. -არ ვარ? რა თამაშს თამაშობ. ჩამოყალიბდი რა გინდა და თუ შეიძლება მერე ვისაუბროთ. ცხელი ფინჯანი მაგიდაზე დავდე და ოთახიდან გარეთ გავედი. გარეთ ძალიან ციოდა, თუმცა არ მაწუხებდა, პირიქით ცივი ჰაერი, მსიამოვნებდა კიდეც. კიბეზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე, იმაზე, თუ რატომ ვიყავი ასე განწყობილი ნიკას მიმართ, ან რატომ მაგიჟებდა ის ფაქტი, რომ ვიკას მიმართ რაღაც გრძნობები გააჩნდა. -რას გულისხმობდი, შენს სიტყვებში?-ნიკამ კარები მიხურა და გვერდით მომიჯდა. -რამე არასწორად ვთქვი? ნიკა, რატომ მეთამაშები? ხომ მოგწონს ვიკა, ხოდა იყავი მასთან. დამანებე თავი. -შენ რა ეჭვიანობ? -გაგიჟდი, რატომ უნდა ვიეჭვიანო, ჩემთვის უბრალო კურსელი ხარ. -ჰაჰ, ესეიგი კურსელი.-ნიკამ ჩაილაპარაკა, ფეხზე ადგა და ეზოს გარეთ გავიდა. სახლში ცრემლიანი თვალებით შევედი. ოთახში ავედი, თბილ საბანში გავეხვიე და ჩემდაუნებურად თვალებიდან ცრემლები გადმომცვივდა. თვალი ერთი წუთითაც კი არ მომიხუჭიაა. დილით ადრე ავდექი, მაკიაჟით დავიფარე სახე და ქვემოთ ჩავედი. ყველას ეძინა და სიჩუმე იყო. ყავა გავიკეთე და დივანზე მოვკალათდი. ტელეფონში ვიყურებოდი, როდესაც ფანჯარაში კაცის სილუეტი მოვლანდე და მაღლა ავიხედე. სანამ დავინახავდი ვინ იყო, ტანში შიშის გრძნობამ დამიარა. გარეთ ნიკა იდგა და სიგარეტს ეწეოდა. როგორც ჩანს მოწევაც დაუწყია, რადგან ვიცოდი, რომ ჩვეულებრივ არ ეწეოდა. ცოტახანს კიდევ დავაკვირდი და შევნნიშნე , რომ ხელიც სისხლიანი ქონდა, ალბათ კედელს მიარტა. ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა, რადგან თავს ვარწმუნებდი იმაში რომ აღარაფერს წარმოადგენდა. ფეხები უფრო მოვიკეცე და ტელეფონში დავიწყე ბოდიალი. ბავშვებმა მალევე გაიღვიძეს და სახლი მხიარულებამ მოიცვა. ოთახში ნიკაც შემოვიდა. -ნიკა, ხელზე რა მოგივიდა, მოიცადე ახლავე შეგიხვევ.-ნიკას ხელის დანახვაზე ვიკა აფორიქადა და მასზე ზრუნვა დაიწყო. -არაფერია, უბრალო ნაკაწრია. არ მინდა, მადლობა.- სათქმელი დაასრულა და მე გამომხედა, მეც მაშინვე თვალი ავარიდე და ტელევიზორს შევხევდე. ჩემს ასეთ საქცილზე კიდევ უფრო გაბრაზდა და ოთახიდან გავიდა. ... შეფასებებს ველიიი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.