შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 26


20-11-2018, 17:54
ავტორი katiusha
ნანახია 2 908

წვიმის წვეთები ხმაურით ეხეთქებდნენ მანქანის მინას.ძნელად,მაგრამ მაინც მიიკვლევდა გზას შავი იქს-5.ალბათ ტყუილად არ დაუტოვა დუდამ ეს მანქანა,თითქოს გული უგრძნობდა რომ მის მეგობარს აუცილებლად გამოადგებოდა.მითუმეტეს ბოლო პერიოდში,რაც ყაზბეგში სიარულს მოუხშირა.
საჭისთვის ძლიერად მოეხვია ხელები და დაძაბული გაჰყურებდა გზას.ჩუმად იყო.ხმას არც ბექაური იღებდა.ყურადღება ძირითადად ბავშვზე ჰქონდა გადატანილი.ციებიანივით კანკალებდა დათუნა და თავის პატარა ხელებს კისერზე ჰხვევდა.დემეტრე სულ უფრო მეტად იხუტებდა გულში და მის გათბობას ცდილობდა.
-როგორაა?-ჰკითხა თორნიკემ.
-ცუდად.უნდა ვიჩქაროთ და საავადმყოფოში გადავიყვანოთ.
-როგორც შემიძლია ვჩქარობ.
-გინდა მე დავჯდები საჭესთან.
-ნუ ფიქრობ რომ ჩემზე კარგად იცი ეს ადგილები.-შეუღრინა მეტრეველმა.
-არ ვფიქრობ.ვიცი...
-დამიჯერე ასე რომ იყოს,მაშინ ვერ მოგაგნებდი.
-არა მაინც ვერ ვხვდები საიდან აღმოჩნდი ასე უეცრად აქ.
-გამომგზავნეს.
-ვინ?
-მფარველი ანგელოზი გყავს ბექაურო...-ჩაეღიმა ბიჭს.
-ვერ მიგიხვდი..
-სხვა დროს აგიხსნი.თუმცა სხვა დროს შეიძლება ასე მშვიდად არ ვისაუბროთ. აი,წარმომომიდგენია დილით რომ შევხვედროდით ვინ იცის იქნებ მორიგი შეკამათება მოგვსვლოდა.
-არ მოგვივიდოდა.
-რატომ ხარ ამაში დარწმუნებული?რამე მოხდა.
-რამდენიმე დღის უკან რაღაც შეიცვალა და იმიტომ.
-ანუ გონს მოეგე,ძალიან კარგია.
-გაჩუმდი და გზას უყურე.რა არის როგორ მიზოზინებ?ასეთს არ გიცნობ მე.
-დიდი ხანია ჩემთან ასე თამამად საუბრობ?-ჩაეცინა მეტრეველს.
-მე შენთან სულ ასე ვიყავი.ხომ არ გავიწყდება?
-კარგი ხოო,ვაღიარებ რომ მხოლოდ შენ იყავი ჩემი ღირსეული მოწინააღმდეგე.არასოდეს დაგითმია ჩემთვის და არ დამარცხებულხარ.
-სხვათაშორის შენც.კარგია როცა მოწინააღმდეგე და მტერი გაქებს.მეტ სტიმულს გაძლევს ეს.ოღონდ იცი რას ვერ ვხვდები?რატომ გადავეკიდეთ ერთმანეთს?
-მე მაქვს მიზეზი,შენ არა.
-რატომ ამბობ ამას?
-მოვა ამის გარკვევის დროც.ახლა მოემზადე,საავადმყოფოში მოვედით.წავედით ბავშვს მივხედოთ,მერე კი პოლიციას შევატყობინოთ ეს ამბავი,რომ მისი მშობლები მოძებნონ.
როგორც კი დემეტრე ბექაური დაინახეს საავადმყოფოში,მასინვე იცნეს ექიმებმა და ბავშვი გამოართვეს.ყურადღება მიაქციეთ და ყველაფერი იღონეთ მის გადასარჩენადო,მიაძახა და მეტრეველის გვერდით ჩამოჯდა.
-ბექაურების პრინცს აქაც იცნობენ?
-ეს საავადმყოფო დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით ააშენა მამაჩემმა,რათა აქაურ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურების მიღება შეძლებოდა და უმეტესობა მათი ნაცნობია.ასე რომ უცხოები არ არიან ჩემთვის.
-კიდევ ერთხელ გამაკვირვა დედაშენმა.
-რატომ?
-იმიტომ რომ მასზე ღირსეული ქალი არ შემხვედრია არსად ჯერ.
-იცნობ მას?
-ბევრი გამიგია მასზე.-მთლად ბოლომდე არ გამოტყდა ბიჭი.
ორივე გაჩუმდა.თითქოს ორივეს უნდოდა რაღაცის თქმა თითქოს,მაგრამ თავს ვერ აბავდნენ და ვერ ახერხებდნენ.
-ისე,მაინც საიდან მოდის ჩვენი დაპირისპირება ან რატომ?ვფიქრობ,ვფიქრობ და ვერ გამიგია.
-ჩვენ უბანში,ჩვენს სადარბაზოში ერთი გოგო ცხოვრობდა-ნიტა.ჩვენზე რამდენიმე წლით პატარა იყო.ვმეგობრობდით და ჩვენს უმცროს დად ვთვლიდით.ისეთი ლამაზი,ნიჭიერი და საყვარელი იყო,ბევრს ეჭირა მასზე თვალი,დედისერთა იყო.მამა პატარას დაეღუპა და ყურადღებას ვაქცევდით,რომ ვინმეს რამე არ ეთქვა ან არ ეკადრებინა.დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. დამამთავრებელ კლასში იყო უკვე.მოულოდნელად რომ შეიცვალა. გახდა,გაფერმკრთალდა,თვალები ჩაუცვივდა.მაშინვე შევნიშნეთ ეს და მასთან მივედით დასალაპარაკებლად.გვითხრა ბევრს ვმეცადინეობ,ღამე კარგად არ მძინავს და ამიტომ ვარ ასეო.დავუჯერეთ,იმიტომ რომ ვიცოდით რას ნიშნავდა აბიტურიენტობა და რა რთული პერიოდი იყო ეს.მერე უბანში ხმა გავარდა ნიტა ვიღაც ბიჭთან ერთად ნახეს,შეყვარებულიაო.ბიჭები ერთმანეთს გავუბრაზდით ეს როგორ გამოგვეპარა და ისევ ნიტას მივადექით.მაგრამ ისე გამოგვისტუმრა იქედან,ვერაფერი ვუთხარით.ანგელოზი უცებ იქცა ეშმაკად.მეორე მეზობელმა იპოვა სადარბაზოში გულწასული,სასწრაფო სანამ მოვიდოდა,მისი თავი კალთაში მედო,სახეს ცივი წყლით ვუზელავდი და ღმერთს მის გადარჩენას ვთხოვდი.
ექიმის პასუხმა შოკში ჩაგვაგდო თექვსმეტი წლის გოგო ორსულად იყო,თან ნარკოტიკზე დამოკიდებული.იქ ის ბიჭიც მოვიდა,რომ დავინახეთ,მაშინვე გვინდოდა გვეცემა,მაგრამ ნიტამ შეგვაჩერა.მიყვარს და შეეშვითო.იქ არა,მაგრამ მერე მაინც დავხვდით გარეთ და ვცემეთ.მან კი შური იმით იძია,რომ ნიტას ძალით მოაშორებინა ბავშვი.გოგო დეპრესიაში ჩავარდა.ნარკოტიკებს ვეღარ იღებდა და ლომკა დაეწყო.ერთ დილას კი დედამისის კივილმა შეძრა სადარბაზო. გიჟებივით გავარდით მისი სახლისკენ.კიბეებზე ფეხები უკან მრჩებოდა.კარი რომ შევაღე ნიტა დავინაზე.ის ცისფერი კაბა ეცვა,ბანკეტზე რომ უნდა ჩაეცვა და ჭერზე ეკიდა.ამ ხელებით,აი ამ ხელებით ჩამოვხსენი,ჯერ ისევ თბილი იყო. ბიჭებმა ვერ დამაკავეს,იმ არაკაცის სახლში წავედი,მაგრამ აქედან გაპარულიყო.ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ამჯერადაც ასე მოხდა.პასუხი მისთვის არავის მოუთხოვია.ორმოცი დღის მერე ნიტას დედა გარდაიცვალა,შვილზე დარდმა გადაიყოლა.მაშინ დავიფიცე რომ შურს ვიძიებდი.
წლების მერე მივაგენი.უფრო სწორად თვითონ დაბრუნდა.მართალია შეცვლილი,მაგრამ მაინც ვიცანი.ამჯერად კლუბებში ყიდის ნატკოტიკებს და ახალგაზრდებს ანადგურებს.პირდაპირ დავეჯახეთ ერთმანეთს,რამდენჯერ მოგვივიდა ჩხუბი,მაგრამ ვერ შევაჩერე.მხოლოდ ის მოვახერხე,რომ ჩვენს კლუბებში და სანაცნობო წრეში არ გავავრცელებინეთ.ვეძებ ხერხს როგორ შევაჩერო,მაგრამ ვერ მივაგენი.-მეტრეველი გაჩუმდა და თავი ჩაღუნა.
-და ეგ ადამიანი გუგაა ხომ?
-შენ საიდან მიხვდი?
-ჩვენც ვიცით ეგ ამბავი,ოღონდ ცოტა შებრუნებული ვერსიაა და ამ ამბავში გუგა ლევან ქისტაურია.
-ვერ მიგიხვდი.
-ჩვენც ვიცით ეგ ამბავი თქო,ოღონდ გუგამ შებრუნებული ვერსია გვითხრა.
-არაკაცი.-გამოსცრა კბილებში თორნიკემ.
კიდევ დიდხანს ლაპარაკობდნენ.იმდენი რამე გაარკვიეს,რომ გაოცებულები იყვნენ.
-ის არაკაცი გოგოების გატაცებას და მათთვის იგივეს გაკეთებას აპირებდა,რაც ნიტას გაუკეთა,მაგრამ იმიტომ გადარჩა რომ ლევანს ნინია მოეწონა და უკან გავყევით მათ.მაშინ ტყვიაც კი მომხვდა,სოფოს გადარჩენას რომ ვცდილობდი..იმ ღამეს კი აღმოვჩნდით საჭირო ადგილას,მაგრამ ყველაზე მნიშვნელივან მომენტში ვერ მივუსწარი.ვაღიარებ გუგა მე ვცემე.მე მივიყვანე იმ დონემდე როცა სოფო იმ მდგიმარეობაში დავინახე.არ ვნანობ,არც ვინანებ.იმას ვნანობ მხოლოდ რომ ვერ დავიცავი.ამ ქვეყნად ყველაზე საუკეთესო და ჩემთვის მნიშვნელივანი ადამიანი ვერ დავიცავი.-საშინელი სევდა ამოაყოლა ბოლო სიტყვებს თორნიკემ.ბექაურს არ გამიჰპარვია.
-შენ ის გიყვარს?-ჰკითხა მკაცრად.
-სიცოცხლეზე მეტად,-მას შეხედა და დემეტრემ მის თვალებში ცრემლები დაინახა.ცრემლი რომელიც ნამდვილი იყო და მეტრეველის წრფელ გრძნობას ასახავდა.
-ამჯერად მართლა შეიძლება გაგვიჩნდეს დაპირისპირების მიზეზი,მაგრამ გაფრთხილებ არ დავთმობ,სოფოს არაფრის დიდებით არ დავთმობ.
-ასეთი მდგომარეობის მიუხედავად?
-ყველაფრის მიუხედავად,რადგან ის ჩემი ხსნაა,ჩემი იმედია..
დემეტრეს არაფერი უთქვამს,მხოლოდ მხარზე შეახო ხელი მეგობრულად და უსასრულობას გაუღიმა.
-ახლა მე გეტყვი ყველაფერი კარგად იქნება...
დილით დათუნა უკვე კარგად იყო.პოლიციამ მისი მშობლებიც მოიყვანა.გულგახეთქილი და ნამტირალევი ქალი დემეტრეს ჩაეხუტა და კარგა ხანს არ უშვებდა.თან რაღაცეებს ბუტბუტებდა.მერე ქმარმა დააწყნარა და ექიმმა პალატაში წაიყვანა.კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა.მარტო დარჩნენ ისევ.
-წავიდეთ ჩვენც.სახლში მიგიყვან და მერე წავალ.
-არ შეწუხდე.ვინმეს ვთხოვ და ამიყვანს იქამდე..
-დაჯექი.ნუ ჯიუტობ,-კარი გააღო მეტრეველმა.-თან მინდა კარგი ამბავისთვის შეგამზადო.
-ახლა რაღა ხდება?-დემეტრემ ღვედი გადაიჭირა და თორნიკეს მიაჩერდა.ბიჭს უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-სოფომ დაილაპარაკა და ხელი აამოძრავა წუხელ.
-რაა?-ისეთი იყვირა ბიჭმა,რომ თორნიკემ კინაღამ საჭეს გაუშვა ხელი და ამ მშვიდობის დროს ხევში გადაიჩეხნენ.
-რა გაყვირებს?ნორმალური ხარ?
-შენ რაღა გაყვირებს?-აქედან ბექაურმა შეუღრინა.
-კინაღამ დავიტვერით.
-მოკიდე მერე საჭეს ნორმალურად ხელი.კიდევ ჩემთან რომ აქვს პრეტენზია.-ჩაიბურდღუნა დემეტრემ.თორნიკემ გაიგონა,მაგრამ აღარაფერი უთქვამს სახლამდე.მხოლოდ როცა მანქანა გააჩერა,მაშინ ჰკითხა დემეტრემ
-შენ იყავი ხოლმე ის უცხო სტუმარი ხო?
მან თავი დაუქნია.
-და წუხელაც აქ იყავი.მაიკომ გითხრა ჩემზე დაიკარგაო?
-კიი.-თავი დაუქნია ისევ.
-გასაგებია,-მობრუნდა და ჭიშკრისკენ წავიდა.სახელური რომ ჩამოსწია,თითქოს რაღაც გაახსენდაო,მეტრეველისკენ მობრუნდა და ხმამაღლა დაუძახა.
-არ შემოხვალ?
ეგონა მოესმა და ჩაეღიმა კმაყოფილს.კარი გააღო და მისკენ წავიდა
-იმიტომ კი არ გეპატიჟები რომ წუხელ გადამარჩინე ან სოფოს ფაქტორი მოქმედებს?იმიტომ რომ რამდენიმე დღის უკან მივხვდი რამდენად ბრმა ვიყავი და როგორ გავასულელებინე გუგას თავი.არ მკითხო რა გავიგე ან რა მოხდა.მაინც არ გეტყვი.ეს უკვე შენი საქმე არაა,ეს ჩემი და ბერდიას საქმეა.
-როგორც იტყვი.მე თქვენი ამბავი არ მეხება.მე ჩემი ანგარიშები მაქვს. -უპასუხა თორნიკემ და უკან აედევნა.
მაიკო ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო გუშინდელი შოკისგან.სოფოს გვერდით იწვა და მძინარე შვილს თმაზე ეფერებოდა.ხმაური რომ გაიგო,წამოდგა და მისაღებში შეეჩეხა ბიჭებს.ადგილზე გაშეშდა ჩხუბის მოლოდინში იყო,ისინი კი ერთმანეთში ცივილიზებული ადამიანებივით საუბრობდნენ.
-გამარჯობათ ბიჭებო.დემე,მადლობა ღმერთს კარგად ხარ.
-თორნიკე რომ არ მოსულიყო,ასე კარგად ნამდვილად არ ვიქნებოდი.
-რა მოხდა?-შეეკითხა ქალი.
-სხვა დროს მოგიყვები.ახლა სოფოს ნახვა მინდა.
-სძინავს.ნერვულობდა ისიც და გვიან დაეძინა.დაგერეკა მაინც.ან სად იყავი მთელი ღამე?-დატუქსა ქალმა
-კარგი რაა ბიცოლა,პირველად ხდება ასე?ხომ იცი როგორიც ვარ არა?
-კი,მაგრამ მაინც.საშინელი ამინდი იყო წუხელ.ძალიან ვინერვიულე.
-აუუ,დაიწყო ახლაა,-აწუწუნდა დემეტრე.-რატომ ახალ ამბავს არ მეუბნები?-გაეღიმა მერე
-აჰ ეგ სულ დამავიწყდა.მართლა არ მჯერა გეფიცები.რომ დაილაპარაკა დემეტრე დამიბრუნეთო კინაღამ გავგიჟდი.-ემოციებს ვერ მალავდა ქალი
-ხოდა ხომ დავბრუნდი.ახლა გამოვიცვლი,შხაპს მივიღებ,მერე კი რამე გემრიელი გვაჭამე.ხომ დარჩები?მოუბრუნდა უხერხულად აწურულ თორნიკეს.
-არა,მადლობა იყოს,წავალ,მეც მოსაწესრიგებელი ვარ.ნახე სულ ჭუწყიანი ვარ.
-მაგას მაიკო უშველის,ასე არაა?
-კი,კი,ახლავე.წამოდი.სტუმრების ოთახს გაჩვენებ და სუფთა ტანსაცნელს მოგიტან.
-არ მინდა შეგაწუხოთ.-დემეტრეს გახედა,მაგრამ ბიჭის ზურგს მოჰკრა თვალი
-თუ არ დარჩები ამით უფრო შემაწუხებ. სიცივეში ვინ იცის სად იყავი და როგორ გციოდათ,ავად არ გახდეთ
-კარგით,მაშინ მანქანაში ჩემი ჩემოდანი მაქვს,სასტუმროში მისვლა ვერ მოვასწარი.პირდაპირ აქეთ წამოვედი.ახლავე მოვალ.
-მიდი შვილო,მიდი.-თბილად უთხრა ქალმა და ღიმილით გააყოლა.
ასე ყოფილა ცხოვრება მტერი მოკეთედ გადაგექცევა და ხან პირიქით.ცხელი წყლის ქვეშ იდგა ბექაური და მეტრეველის მონაყოლის გააანალიზებას ცდილობდა.საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ თავის დროზე ვერ შეამჩნია გუგას არაკაცობა.არა,უფრო სწორად რაღაცეები კი არ მოსწონდა მასში და ხშირად შეუმჩნევია ადამიანები როგორ დაუმცირებია,შეურაწყოფაც მიუყენებია მათი თანდასწრებით,მაგრამ ასეთი თუ იყო ვერ წარმოიდგენდა.რაც უფრო მეტად აანალიზებდა რომ სოფოს მდგომარეობა მისი ბრალი იყო,მით მეტად იპყრობდა ბრაზი.თავში უამრავი აზრი ერეოდა.უმარავი რამის გაკეთება სურდა,მაგრამ ერთადერთი ახლა რაც უნდოდა პირველ რიგში სოფოს ნახვა იყო.მერე კი დანარჩენ საქმეებს მიხედავდა.
სპორტულები ამოიცვა და სანამ ოთახიდან გავიდოდა ბერდიას დაურეკა.ბიჭმა მალევე უპასუხა.ალბათ ელოდა კიდეც მას.
-როგორ ხარ ძმაო?..მეც კარგად..აქ უცნაური რაღაცეები მოხდა,რომ ცოვალ მოგიყვები...შენ რა გაარკვიე?.ძალიან კარგი.ალბათ დღეს.მაგასაც გეტყვი..აბა დროებით..
ბერდიას დაემშვიდობა და გასასვლელად მოემზადა.გასვლისას სარკეში საკუთარ გამოსახულებას მოჰკრა თვალი და ვერ ეცნო..ეს ის დემეტრე ბექაური არ იყო ვინც ასეთი ცნობილი,პოპულარული და უდარდელი იყო.იქიდან სრულიად შეცვლილი პიროვნება უმზერდა-მოშვებულ წვერში და მოზრდილ თმაში...

უხერდულად გრძნობდა თავს თორნიკე.ეგონა რომ ეს სიზმარი იყო და როცა გამოიღვიძებდა ბექაურთან მისი დაპირისპირება ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა...
მაგრამ ასე არ მოხდა.შხაპიც მშვიდად მიიღო,მშვიდად მოწესრიგდა და ერთად წარსდგნენ სოფოს წინაშე. გოგო ახალი გაღვიძებული იყო.ორივე ერთად რომ დაინახა გვერდიგვერდ სახეზე შიშმა გადაუარა,მაგრამ მალევე დამშვიდდა,როცა დემეტრემ რაღაცეები აუხსნა.ბოლომდე მაინც არ უთხრა სიმართლე.გოგომ დამშვიდებულმა გახედა თორნიკეს და თვალებში ვარსკვლავები აუციმციმდა,რაც არ გამოჰპარვია ბექაურს.მიხვდა რომ იქ სადაც ნამდვილი სიყვარულია,ის რაც უფალმა ზემოთ გადაწყვიტა ცაში,ვერანაირი სულიერი ვერ დაანგრევდა და ვერ ჩაუდგებოდა შუაში...
საერთოდაც ის დღე ძალიან უცნაური იყო.ალბატნცოტა ხნის უკან ვერც მეტრეველი და ვერც ბექაური ბერ წარმოიდგენდნენ რომ ოდესღა ერთ მაგიდას მიუსხდებოდნენ,ერთად ისაუზმებდნენ და საერთო საზრუნავი გაუჩნდებოდათ. გაჩნდებოდა საიდუმლოც,რომ სოფლს გამოჯანმრთელების ამბავი მათ ჰარდა არავის სცოდნოდა.ნუ რა თქმა უნდა ირაკლიც გაიგებდა და იმაზეც უნდა ეზრუნათ რომ უფროსი სოფოსთვისაც კი არ ეთქვა.
იმ საღამკს უკვე თბილისში იყვნენ,ექიმტან მორიგი ვიზიტი ისედაც უწევდა სოფოს,უბრალოდ რამდენიმე დღით აქეთ გადმოწიეს.
საავადმყოფოს შესასვლელთან შეჩერდა დემეტრე.სევდიანად ახედა შენობას და ყელზე ჩამოკიდებული ნიშნობის ბეჭედი ხელით მოსინჯა.ეს მაშინ გადაწყვიტა ასე გაეკეტებინა,როცა გვანცამ უკან დაუბრუნა და თითქმის ყველა გზა მოუჭრა.ასე სულ მასთან იქნებოდა,მისი გულიდან და გონებიდან არასოდეს გაუშვებდა.
მეტრეველმა ხელი წაჰკრა წამოდიო მიაძახა და გამოაფხიზლა ფიქრებში წასული ბიჭი.ეტლს ხელი მოჰკიდა და დაწინაურდა. ისიც აედევნა უკან და გვანცასთან მომავალი შეხვედრის მოლოდინში დაიძაბა.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ გოგო არ შეხვედრია და ირაკლის კაბინეტამდეც ისე მიაღწეს,რომ ნაცნიბი არავინ უნახავთ.
-სასწაულია,-თავი ვერ შეიკავა ირაკლიმ,როცა მაგნიტო-რეზონანსული კვლევის პასუხები ნახა და იყვირა.
-რა მოხდა ირაკლი?-აღელვებულმა ჰკითხა მაიკომ და თორნიკეს გახედა.
-ჰემატომა თითქმის გამქრალია,არ მჯერა.ასეთი რამეები იშვიათად ხდება,მაგრამ ახლა ეს სასწაული ჩემს წინაშეა.
-მადლობა ღმერთო,-ამოისუნთქა ქალმა და ეტლში მჯდომ შვილს მოეხვია.
თორნიკეს ეგონა მოესმა ეს სიტყვები.სიხარულისგან ცაში აფრინდა ალბათ.


ტელეფონმა რომ დაურეკა,გაუკვირდა როცა დედამისის ნომერი ამოიცნო.კაბინეტიდან გავიდა და უპასუხა.
-სახლში მოდი სასწრაფო საქმე მაქვს.ეს მნიშვნელოვანია,-მოკლედ უთხრა ქალმა და ტელეფონი გაუთიშა.გაუკვირდა რა უნდოდა,მითუმეტეს რომ ბოლო პერიოდში საერთოდ არ შეხმიანებია.ყველას დაემშვიდობა,დემეტრეს მიაძახა სოფოს შენ გაბარებო და საავადმყოფოდან გავიდა.
სირბილით აიარა კიბეები და ზარი დარეკა.
-მოდი,-კარი გაუღი დედამისმა და მკაცრი სახით შეხედა შვილს.
უცხო და ცარიელი ეჩვენა მშობლებისეული სახლი თორნიკეს.თითქოს რაღაც შეცვლილიყო მასში.უფრო მეტი ტკივილი იგრძნო.
-გისმენ,სწრაფად მითხარი რატომ დამიბარე,საქმეები მაქვს.
-ეს საქმეები გიგაურებს ეხება ხო?რომელს უფროსს თუ უმცროსს?
-შენი საქმე არაა ეგ,და ნუ ერევი ჩემს პირად ცხოვრებაში.
-სწორედაც რომ ჩემი საქმეა,როგორც უკვე გითხარი არ დავუშვებ ჩემმა შვილმა ის გოგო ცოლად მოიყვანოს,არც იმას დავუშვებ რომ რამე საერთო გქონდეს მათთან.
-ხომ არ გეჩვენება რომ თავს ზედმეტის უფლებას აძლევ?შეიძლება დედაჩემი ხარ,მაგრამ არ გაქვს უფლება რომ ჩემს პირადში ჩაერიო.
-მოკლედ,შენთან კამათს აღარ ვაპირებ,იმას გეტყვი რისთვისაც დაგიბარე. იმ გოგოსთან,იმ ქალთან,იმ ოჯახთან საბოლოოდ მოგიწევს კავშირი გაწყვიტო, არჩევანის წინაშე გაყენებ.თუ არადა ამ ფოტოებს ყველა ჟურნალ-გაზეთში დაბეჭდავენ და პირობას გაძლევ,ნამდვილად არ ექნება კარგი სათაურები.-სესილიმ კონვერტი წინ დაუდო შვილს.თორნიკემ ფოტოები შეათვალიერა,კარგად დააკვირდა,მერე კი შუაზე გადახია და ჰაერში ისროლა.
-აი რას ვუზავ ამ ყველაფერს და დანარჩენებსაც.
-ორიგინალები კიდევ მაქვს,იმდენს დავბეჭდავ,რამდენსაც მოვინდომებ.
-არ გაბედო,გესმის?არ გაბედო.-მოთმინება დაელია ბიჭს.-
-გავბედავ კიდეც და უარესსაც გავაკეთებ.საინტერესოა რა სათაურით დაბეჭდავენ.ვინ არის ბიჭი,ვისთანაც სოფო გიგაური საიდუმლო შეხვედრებზე დაიარება?საყვარელია თუ მეგობარი?რა რეაქცია ექნება ამაზე მისი ოჯახის წევრებს..
-გაჩუმდი.აღარ გააგრძელო,-აფეთქდა თორნიკე.-რატომ?რატომ აკეთებ ამას?რატომ გძულს ის ქალი?მას ხომ შენთვის არაფერი დაუშავებია?
-იმიტომ რომ ქმარი წამართვა.
-თუ შენ წაართვი მას საყვარელი ადამიანი?იქნებ შენ მიაყენე ყველაზე დიდი ტკივილი მას?შენს გამო არ დაკარგა შვილი?ხო რა გიკვირს?მე ყველაფერი ვიცი,მისი სიმართლე ვიცი.ვიცი მამაჩემის სიმართლე,აი შენ რას მეტყვი?შენ თუ გაქვს გასასამართლებელი მიზეზი?მიდი,გისმენ თავი გაიმართლე,მითხარი რომ ჩემი ძმა შენს გამო არ დაღუპულა.მიდი მითხარი,-ყვიროდა ბიჭი
-შენ ეგ საიდან იცი?-გაოცებული იყურებოდა ქალი.
-რაო დედა?გაგიკვირდა?ადრე თუ გვიან ყველა საიდუმლო მჟღავნდება.არაფერი არ იმალება.მიდი მითხარი,მიდი გაიმართლე თავი, რომ შენ არ ყოფილხარ იმ ქალის გაუბედურების მიზეზი.
-მოგშხამა ხო?შენც მოგწვდა ხო თავისი კლანჭებით?-მაინც არ ტყდებოდა სესილი
-გეყოს დედა საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება, გეყოს. მეცოდები,იმიტომ რომ არც თავმოყვარეობა გაგაჩნია და არც სინდის-ნამუსი.არ მოგცემ უფლებას რომ ჩემი ცხოვრებაც დაანგრიო,საკუთარ თავს მე მივხედავ,შენგან შორს.რაც შეეხება მაგ ფოტოებს აბა გაბედე და დაბეჭდე სადმე?გეფიცები დავივიწყებ რომ დედაჩემი ხარ და ისე გაგანადგურებ არც კი დავფიქრდები.
კარის გაჯახუნების ხმაზე ერთი შეხტა სესილი,სავარძელში ჩამოჯდა და ჩაფიქრებულმა გადახედა იატაკზე მიმოფანტულ დახეულ ფოტოებს. მერე ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-მე ვარ,ჩემს შვილს ამ საქმიდან გასვლა არ უნდა,შეგიძლია გადახვიდე საბოლოო დარტყმაზე,ოღონდ ისე მოვაწყოთ რომ თორნიკე ძალიან არ დაზარალდეს..მე შენს გვერდით ვარ...

თორნიკე რომ განერვიულებული დაინახა დემეტრემ,მიხვდა რაღაც მოხდა,მაგრამ არაფერი უკითხავს.მაინც იყო რაღაც ზღვარი მასსა და მეტრეველს შორის და ვერ არღვევდა.
-მიდიხართ?
-კი,წასვლის დროა.
-დავემშვიდობები მაშინ.
-მიდი,მე მანამდე დედას ვნახავ,-უპასუხა დემეტრემ და დედის კაბინეტისკენ წავიდა.თორნიკე კი სოფოს მიუახლოვდა და მის წინ ჩაიცუცქა,სათქმელს ვერ აბავდა თავს.გაუღიმა და გოგოსგანაც იგივე მიიღო.მერე კი სოფომ ხელზე დაადო ხელი.ბიჭმა ბედნიერმა დახედა
-ნეტავ იცოდე რა ბედნიერი ვარ და როგორ მიხარია რომ ცდილობ გამოჯანმრთელებას.ჩემზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არავინ არაა ამ ქვეყნად. პირველად მომეცა იმედი იმისა რომ ჩვენ ერთად ვიქნებით.ხედავ დემეტრეც როგორ იცვლება ნელ-ნელა.უკვე ნორმალურადაც კი ვსაუბრობთ. მაბედნიერებ,შენი არსებობაც კი მაბედნიერებს,გპირდები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ისევ ისეთი დაგვიბრუნდე როგორიც იმ საშინელ დღემდე იყავი.
პალატაში მაიკო,დემეტრე და უფროსი სოფო შემოვიდნენ და მეტრეველს საუბრის გაგრძელება აღარ დასცალდა.ფეხზე წამოდგა და სოფოს მიესალმა. ქალმა შიშით გადახედა ორივეს,მაგრამ ბიჭები რომ ადგილზე დარჩნენ და არაფერი არ მომხდარა,მიხვდა რომ ყველაფერი წესრიგში იყო და მათ შორის რაღაც მიმხდარიყო ისეთი,რის გამოც მტრულად აღარ უმზერდნენ ერთმანეთს.
-მე საქმეები მაქვს,თქვენთან ერთად ვერ წამოვალ.მაგრამ საღამოს რომ ამივიდე და სოფო ცოტა ხნით წავიყვანო ხომ შეიძლება?
-კი შეიძლება,-გაუღიმა დემეტრემ.



ყაზბეგში რომ გააცილა ყველა,სოფოს მიუბრუნდა და უთხრა:-დედაჩემმა ფოტოები გადაგვიღო სასაფლაოზე რომ ვიყავით და იმუქრება, რომ ჟურნალებში დააბეჭდინებს,რათა რეპუტაცია შეგილახოს და ფრთხილად იყავით.თქვენს მეუღლეს მოუყევით,საქმის კურსში ჩააყენეთ რომ ასე არ მოხდეს.მე კი გავაფრთხილე რომ ეს არ გაეკეთებინა,მაგრამ მაინც.
-მადლობა რომ მითხარი შვილო.გავითვალიწინებ.შენ რას აპირებ?
-მე მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს და დღეს აუცილებლად უნდა მოვაგვარო.წავალ ახლა.კარგად ბრძანდებოდეთ.
როგორც კი თორნიკე მანქანაში ჩაჯდა და თვალს მიეფარა,მაშინვე ამოიღო ტელეფონი და ქმარს დაურეკა.
-სად ხარ საყვარელო?სადმე გავიდეთ საღამოს,რაღაც უნდა გითხრა.კარგი რომ მორჩები გამომიარე...მიყვარხარ..
რეზომ ტელეფონი მაგიდაზე დადო და გაეღიმა.ისევ ისეთი სიყვარულით ელაპარაკებოდა და უხსნიდა სიყვარულს ცოლი,როგორც წლების უკან.
*********
საღამოს თავის ხელით გამოიყვანა დემეტრემ ბიძაშვილი და მეტრეველის მანქანაში ჩასვა.მხარზე ხელი დაარტყა მეგობრულად და გააცილა.ისინი რომ თვალს მოეფარნენ,სხვა მანქანა მოვიდა და ბექაურმა მასინვე იცნო ბერდია არაბული.სახლში შეიპატიჟა და პირდაპირ თავის ოთახში შეიყვანა რომ მაიკოსგან დამოუკიდებლად ესაუბრათ.
მიდიოდა მეტრეველი.ულამაზეს ბუნებში მიიკვლევდა მანქანით გზას.ირგვლივ ახალ თოვლს გადაეთეთრებინა ყველაფერი.ისეთი სილამაზე იყო თვალს ვერ მოწყვეტდი ადამიანი.დედოფალივით მორთულიყვნენ მთიულეთის მთები.სოფოს ხელი ეჭირა ხელში და ხან გზას გაჰყურებდა,ხან გოგოს და უღიმოდა.დროდადრო ხელზე აკოცებდა ხოლმე.
მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილზე.ულამაზესი იყო ირგვლივ ყველაფერი.ხის პატარა კოტეჯი,თოვლი და საყვარელი ადამიანი გვერდით-განა რა უნდა ინატრო ამაზე მეტი? ხელში აყვანილი შეიყვანა შიგნით.სასიამოვნოდ თბილოდა.ბუხარი,მის წინ პატარა მაგიდაზე გაშლილი რომანტიკული სუფრა,სანთლები და ნაზი მუსიკა.
-ვერასოდეს წარმოვიდგენდი ასეთი რომანტიკული თუ ვიყავი,მაგრამ შენმა სიყვარულმა ყველაფერი შემაძლებინა.-გაუღიმა ბიჭმა და შუბლზე აკოცა.მერე სავარძელში ჩასვა გოგო.კარი მიხურა,სანთლები აანთო,ბუხარს შეშა მიუმატა,მის ფეხებთან ჩაჯდა და გოგოს მიაჩერდა.
-ნეტავ შეგეძლოს ახლა საკუთარი თავის დანახვა.როგორი საყვარელი ხარ.ბედნიერება სახეზე გაწერია.შენს თვალებში იკითხება ყველაფერი. ვიცი მოგეწონა ჩემი სიუპრიზი.ეს ჩვენი პირველი პაემანია.დღეს მინდა გითხრა რაღაც ისეთი და განსხვავებული,რაც აქამდე არ მითქვამს.აქამდე ეული ვიყავი, მარტოსული,აქამდე არ მქონდა მიზანი,არ ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებისგან, დავდიოდი ქალაქში და თავი ის გმირი ეგონა დამნაშავეებს რომ ებრძვის.მაგრამ მერე შენ დაგინახე,შენ გამოჩნდი,როცა შენ გაგიცანი ყველაფერი შეიცვალა,მაშინ აღმოვაჩინე რომ ბნელში ვცხოვრობდი და შენ იყავი ჩემი ერთადერთი გამონათება.ახლა,დავდივარ და ჩემი ფიქრები სულ შენ გეკუთვნის.სულ შენია. ჩემი ცხოვრების თითოეულ წამს შენ გითმობ.მე მჯერა რომ ეს შეხვედრა შემთხვევითი არ იყო და იქ ზემოთ დაგეგმეს.შენ ის მზის სხივი ხარ,ჩემთვის რომ ანათებს.შენთან ერთად მინდა მომავალი..მინდა გახდე ჩემი ცოლი,ჩემი შვილების დედა.ქუჩაში ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთ.ვისეირნოთ.აი ასეთ ლამაზ თოვლში ვიგუნდაოთ. ბავშვობა გავიხსენოთ და თოვლის პაპა გავაკეთოთ...შენთან ერთად ვიჯდე ასე ბუხართან და ერთმანეთის სიყვარულით დავტკბეთ.აი ახლა მინდა გითხრა რომ მიყვარხარ სოფო გიგაურო,სიგიჟემდე მიყვარხარ,ჩემი ერთადერთი ხარ,ჩემი სიხარული.ამ სიყვარულს არ აქვს საზღვრები,ისეთი უზარმაზარი და ულევია.
-მი-ყვარ-ხარ,-დამარცვლით თქვა სოფომ,თავს ძალა დაატანა და გაიღიმა.ბიჭს გული სიხარულით აევსო და საყვარელი ქალის ბაგეებს მორიდებით აკოცა...
-მოდი ახლა გიმღერებ კარგი?მინდა ეს დღე განსაკუთრებულად დაგამახსოვრდეს.შენ გგონია დამავიწყდა მაშინ როგორ გაკვირვებულმა და გაოცებულმა შემომხედე,როცა გაიგე რომ ვუკრავდი.-გაეღიმა ბიჭს და გიტარა მოიმარჯვა.
„-ცაში ახედე რა ლამაზია ვარსკვლავთა ცვენა.
ცაში ახედე,რა ლამაზია ეს თეთრი მთვარე...“
მთელი გრძნობით მღეროდა ბიჭი და სულ უფრო მეტად ევსებოდა გული სიხარულით.სულ უფრო მეტად ციმციმებდა სოფოს თვალებში ვარსკვლავები და მეტრეველის გულს ათბობდა.



მეორე დღეს სახლში დააბრუნა სოფო.აქედან მოყოლებული მთელი ორინკვირა გვერდიდან არ მოშორებია გოგოს.მასთან ერთად ვარჯიშობდა,ესწრებოდა ფიზიოთერაპიას.როცა გოგო ფეხზე გავლას ცდილობდა,უკან მიჰყვებოდა.მძიმედ და ნელა გადაადგილდებოდა სოფო,ბიჭის თვალებში იმ იმედის სხივს ხედავდა ასე რომ ელოდა.ბედნიერი გაუღიმებდა ხოლმე.ხოლო როცა ძალა გამოეცლრბოდა და უნდა დაცემულიყო,მეტრეველი შეაშველებდა ხელს.მაგრად დაიჭერდა და გულში იხუტებდა ცრემლებ მომდგარ გოგოს.
-შენთან ვარ,მე შენთან ვარ.ერთხელ ხო გითხარი რომ დაცემის უფლებას არასოდეს მოგცემდი?ხოდა ვასრულებ ჩემს პირობას.-ეტყოდა ხოლმე და გააღიმებდა.
შორიდან უყურებდა დემეტრე მათ,რამდენჯერ უთვალთვალია ჩუმად,არ უნდოდა რამე გამოპარვოდა.სულ უფრო რწმუნდებოდა რომ მეტრეველის განზრახვაც და გრძნობებიც წრფელი იყო.
ხშირად უჩინარდებოდა და მისიბეს გაუჩინარება ეჭვებს იწვევდა მეტრეველში,მაგრამ არაფერს ეკითხებოდა.სოფოს ხშირი სტუმრები გახდნენ თამარი,დუდა,ლევანი,ნინია,ბერდია,ნიკუშა და ლიკა,თუმცა ისე ახერხებდნენ ამ ყველაფერს,რომ ერთმანეთს ნაკლებად ხვდებოდნენე.
არავინ იცოდა არც დემეტრეს და თორნიკეს და არც სოფოს ამბავიმსაიდუმლოდ ინახავდნენ.მხოლოდ მაიკომ და ბერდიამ.
ორი კვირის მერე,თორნიკეს ტელეფონზე მამამისის ზარი გაისმა,სასწრაფოდ ჩამოდი მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.

წამოსვლა არ უნდოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.მამის ხმაში უცნაური სევდა შეამჩნია.დამშვიდობება გაუჭირდა.ნახევარ საათხე მეტს ემშვიდობებოდა სოფოს.გასასვლელში შეჩერდა.დემეტრეს მიუბრუნდა და მიმართა.
-მას შენ გაბარებ,კარგად მიმიხედე.
-უცნაურია,როგორც წესი მაგას მე უნდა გეუბნებოდე.-გაეცინა ბიჭს.
-რას ვიზავთ.ხედავ როგორ შემოტრიალდა ცხოვრება.ერთ დროს მტრები ვიყავით,ახლა კი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით.
-ამას ვერ წარმოვიდგენდი.ფრთხილად იყავი იცოდე.ხომ იცი ის ნაბიჭ...ი გუგაც ცოცხალია და ოთოც.არავინ იცის რას გვიმზადებენ.
-შენც ასევე.მირეკავ მაშინვე,როგორც კი რამე საეჭვოს შენიშნავ.
-კარგი,ხოო,რამდენჯერ უნდა გამაფრთხილო.შენც მირეკავ იცოდე.თუ რამეა და მე ვერ მოვასწარი ჩამოსვლა ბერდია იქ გეყოლება და მოგხედავს.იარაღი მიგაქვს?
-მიმაქვს.აბა წავედი.-მანქანაში ჩაჯდა მეტრეველი და ფანჯრიდან გასძახა ბექაურს.-მალე დავბრუნდები.
-მშვიდობით წადი და მშვიდობით დაგვიბრუნდი მეტრეველო.-ხელი აუქნია დემეტრემ და ღიმილიც გააცილა ალბათ უკვე მეკავშირედ და მეგობრად ქცეული ბიჭი.

მშობლებისეულ სახლში მისვლა მტკივნეული აღმოჩნდა.სანამ კიბეები ბოლომდე აიარა,თვალწინ ფილმის კადრებივით გაურბინა მტკივნეულმა მოგონებებმა.
კარი მამამ გაუღო.ერთ თვეზე მეტი იყო გასული,რაც მამა არ ენახა და ამ დროში უცნაურად შეცვლილი ეჩვენა.თითქოს ასაკიც მეტად შესტყობოდა და ჭაღარაც უფრო გამორეოდა.
-მამა,-მოეხვია და მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი.-როგორ ხარ?
-მე არამიშავს,მთავარია შენ იყო კარგად.
-მეც კარგად ვარ მამა.-გაუღიმა ბიჭმა.
-მოდი დაჯექი,სალაპარაკო მაქვს.
-რა ხდება მამა?მაშინებ..
-ისეთი არაფერი არ ხდება შვილო.უბრალოდ სალაპარაკო მაქვს.
მამა-შვილი ერთმანეტის პირისპირ ჩამოსხდნენ.ზაზამ წინ თხელი საქაღალდე დაიდო და ბიჭს მიაჩერდა.
-გიყურებ და საკუთარი თავი მახსენდება შენს ასაკში.მეც ასეთი ვიყავი,მიზანდასახული და სულსწრაფი.სისხლი მიდუღდა.
-ხო,ისეთი მიზანდასახული რომ ფულის და ქონების გამო საყვარელი ქალი მიატოვე და სხვას გაეკიდე.საბოლოოდ კი ორივე გაანადგურე..
-ასე ნუ ამბობ.მე სოფო მართლა გულწრფელად მიყვარდა.უბრალოდ არ მინდოდა ჩემთან უბედური ყოფილიყო.ჩემს წასვლასაც მიჰყვა რაღაც კარგი,ის ახლა ბედნიერია.მე რომ არ დავშორებოდი,ასე ხომ არ იქნებოდა?
-იქმებ ყოფილიყო.ვინ იცის?
-მოდი ამაზე აღარ ვილაპარაკოთ.მე სხვა რამ უნდა გითხრა.არ ვიმართლებ თავს. საკმაოდ ცოდვილი ვარ,არასოდეს მიცხოვრია ანგელოზის ცხოვრებით.ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი.ჩავიჭერი სიყვარულშიც,ცოლ-ქმრობაშიც,მამა-შვილობაშიც და საერტოდ ბევრ ადამიანთან.მაგრამ ერთადერტი რაც ამ ყველაფერს დადებითი მოჰყვა შენ ხარ.მადლობა ღმერთს რომ მე ოდნავადაც არ მგავხარ,მითუმეტეს დედაშენს..
-მამა რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება,რომ თითქოს მემშვიდობები?
-იმიტომ რომ ასეა...
-რას ამბობ?
-მივდივარ...სოფელში ვბრუნდები.ასე უკეთესია ყველასთვის,დედაშენს განქორწინებაზე უკვე დაველაპარაკე,უნდა თუ არა მაინც მოუწევს დათანხმება.მე აქ მაინც არ დავრჩები.მას ქონება უფრო მეტად აინტერესებდა,ვიდრე ჩვენი ურთიერთობის მოგვარება.ეს სახლი და სალონი მას რჩება.თავის სარჩენად ეყოფა.რაც შეგეხება შენ.გინდა თუ არ გინდა ჩემი მემკვიდრე შენ ხარ.ვიცი ცხოვრებაში ჩემგან მოყენებულ ტკივილს ვერ შეგიცვლის,მაგრამ ახალი ცხოვრების დაწყებაში დაგეხმარება.ვიცი ნაქირავებში ცხოვრობ და დუდა იხდის მის ფულს. ასე არ შეიძლება.შენთვის ბინა შევიძინე.საკმაოდ დიდია,იმისთვის რომ ცოლ-შვილთან ერთად იცხოვრო.თუ არ გეყოფა,რაც გინდა ის უყავი.თუ გინდა გაყიდე. კიდევ ჩემი ტაქსების კომპანიაც და მანქანის სათადარიგო ნაწილების მაღაზიები შენზე გადმოვაფორმე.როცა მოისურვებ მაშინვე შეგიძლია დაიწყო მუშაობა. მხოლოდ შენი ხელმოწერაა საჭირო.ძალიან გთხოვ ნუ გააჭიანურებ და ნურც უარს იტყვი.ამით დანაშაულს მაინც ვერ გამოვისყიდი,მაგრამ მომავალში დაგეხმარება.
-არ შემიძლია მამა.
-შეგიძლია და მერედა როგორ.უკანასკნელი თხოვნა შემისრულე შვილო.გთხოვ.
-მამა რა უკანასკნელი თხოვნა?რას ამბობ?აღარ თქვა ეგ,თორემ მგონია რომ კვდები.
-ვინ იცის?იქნებ აღარც დამრჩენია ბევრი,-დანანებით ჩაილაპარაკა კაცმა.
-შემომხედე.მამა შემომხედე და მითხარი რომ არაფერს მიმალავ?
-არაფერს გიმალავ.უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა.მომბეზრდა ეს ყველაფერი.მინდა მამისეული სახლი,ასე უპატრონოდ რომაა გამოკეტილი,ისევ გავაღო და მივხედო იქაურობას.რა არის ამაში ცუდი?
-არაფერი,მაგრამ უცნაურია ცოტა.
-შენმა საქციელმა,შენმა სიყვარულმა იმ გოგოს მიმართ მიმახვედრა რომ,თუ მე და დედაშენი არ ჩამოგეცლებით,ბედნიერები ვერ იქნებით.მხოლოდ ერთს გთხოვ,ხანდახან მაინც ჩამოდი ხოლმე და მნახე.-ნაძალადევად გაუღიმა კაცმა.
-ესეგი აზრს აღარ შეიცვლი?
-არა.უკვე გადაწყვეტილია..
-კარგი,მაშინ მე აღარ დაგაკავებ.მშვიდობით მამა და კეთილი მგზავრობა....
მამა-შვილი ერთმანეთს მოეხვია,დიდხანს იდგნენ ასე.მერე უფროსმა მეტრეველმა მანქანის გასაღები აიღო და სახლი დატოვა.ბარგი უკვე მანქანაში ჰქონდა.მომზადებული იყო წასასვლელად.გულდაწყვეტილმა უკანასკნელად ახედა სახლის ფანჯრებს,მერე საჭეს მიუჯდა და სოფლის გზას დაადგა....
დიდხანს იჯდა თორნიკეც იმავე ადგილზე სადაც მანამდე და მამის მიერ დატოვებულ საქაღალდეს უყურებდა.მერე გადაშალა,ყურადღებიც წაიკითხა,კალამი მოიმარჯვა,ხელი მოაწერა და ისევ დახურა.
ახლა ეს ყველაზე ნაკლებად შედიოდა მის გეგმებში,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.მამის იმედებს ვერ გააცრუებდა.თან მარტო მას არ ეხებოდა საქმე.თუ უნდოდა რომ სოფოსთვის ბედნიერი მომავალი შეექმნა,თვითონაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო.მართალია,ფული არ განსაზღვრავს ბედნიერებას და ვერც იყიდი,რომ მოინდომო,მაგრამ რაღაც დონეზე მაინც საჭირო იყო.
ტელეფონი ამოიღო და დემეტრეს დაურეკა,თან ჩაეღიმა რომ ბიჭს აყენებდა პირველ რიგში საქმის კურსში და არა თავის მეგობრებს.
-გამარჯობა დემეტრე,როგორ ხართ?...მეც არამიშავს...კი,აქ ყველაფერი კარგადაა.მანდ ხომ მშვიდობაა?...ძალიან კარგი..მოკლედ იმის სათქმელად გირეკავ რომ კიდევ რამდენიმე დღე ვერ ჩამოვალ...ნუ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ აღმოცნდა რომ მამაჩემმა კომპანია გადმომაბარა და სანამ ყველაფერში გავერკვევი და დავალაგებ რამდენიმე დღე დამჭირდება...სოფოს ხომ მიხედავ?...კარგი.აბა თქვენ იცით.დროებით..
დაემშვიდობა ბიჭს და საძინებელ ოთახში განამრტოვდა.ამაღამ აქ დარჩებოდა,ხვალიდან კი ახალი ცზოვრების დასაწყებად მოემზადებოდა....
გვიან ჩაძინებულს დილით მაინც ადრიანად გაეღვიძა.კუჭმა შეახსენა თავუ გაახსენდა რომ არაფერი უჭამია გუშინ შუაადღის მერე. მაცივარში კვერცხი დახვდა.შეიწვა,ყავაც მოიდუღა საბოლოოდ გამოსაფხიზლებლად,მერე ისევ ოთახში დაბრუნდა და ტანსაცმლის არჩევას შეუდგა.ვერ გადაწყვიტა რა ჩაეცვა და როგორ ფორმაში წარდგენილიყო თანამშრონლების წინაშე.საბოლოოდ მაინც კლასიკური არჩია.თუმცა ჰალსტუხზე მაუნც უარი თქვა.შავი კლასიკური შარვალ-კოსტუმი და თეთრი პერანგი საოცრად მოუხდა მის ათლეტურ ტანს.თვითონაც ძლივს იცნო თავი სარკეში რომ ჩაიხედა
-მაინც მაქციე მამაჩემო ბიზნესმენად,-გაუცინა თავის გამოსახულებას.
სახლიდან რომ გადიოდა დედამისის ოთახში შეიხედა,გაუკვირდა საწოლი რომ ისევ ისე დახვდა ხელუხლებელი,ეტყობა რომელიმე დაქალთან დარჩაო,-გაიფიქრა და სახლიდან გავიდა....
ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და მანქანიდან გადავიდა.ორსართულიანი შენობის წინ ცოტა შეყოვნდა,მერე გამბედაობა მოიკრიბა და შიგნით თამამად შევიდა.დაცვამ მაშინვე იცნო და უკითხავად გაატარა.კომპანიის მთავარი იურისტის კაბინეტი მოძებნა,მასთან იხმო ბუღალტერი და პირველ დღეს სრულად გაეცნო კომპანიის შემოსავლებს.ბრუნვას,თანამშრომლების რაოდენობას და მათ ანაზღაურებას..
მეორე დღეს დილით ბინის გაფორმების საკითხი მოაგვარა,შუადღეს კი ყველა თანამშრომელი დაიბარა თათბირზე და ახალი მოთხოვნებიბდა წესები გააცნო მათ.
-მოგესალმებით ყველას.პირველ რიგში მინდა წარგიდგინოთ საკუთარი თავი.მე ვიქნები დღეიდან თქვენი ახალი უფროსი და დირექტორი-თორნიკე მეტრეველი. გეტყვით რომ ვაპირებ რაღაცეების შეცვლას,აღარ იქნება აღარაფერი ისე როგორც ადრე.მინდა ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალო.ამისთვის მჭირდებით თქვენ და თქვენი გვერდში დგომა. თუ ვინმეს არ დააკმაყოფილებს და არ მოეწონება ის წესები რასაც მე გაგაცნობთ,შეგიძლიათ წახვიდეთ ახლავე,როგორც კი მის გაცნობას მოვრჩები.მოკლედ არარ იქნება თავიაუფალი გრაფიკი,ვისაც როდის უნდოდა მასინ რომ მუშაობდა და ხანდახან მძღოლების ნაკლებობია გამო გვიწევდა გამოძახებების გაუქმება.შედეგად კი კლიენტების დაკარგვა გვიწევს.ამიტომ კლებულობს შემოსავალი.კლებულობს თქვენი ხელფასიც.ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული.დავაწესებთ მორიგეობებს და იმუშავებთ ისე,როგორც განრიგს დავაწესებ. შესაბამისად შემდეგი თვიდან გაიზრდება ხელფასებიც იმ შემთხვევაში,თუ აღმოვაჩინე რომ პირველ თვეს ამ გრაფიკმა მოგება მოგვიტანა.კითხვები არის?
ხმა არავის ამოუღია.როგორც ჩანს ყველა კმაყოფილი დარჩა ახალი შეთავაზებით და ახალი უფროსით.მუშაობას ახალი ენთუზიაზმით შეუდგნენ.
ნელ-ნელა ემზადებოდა ახალ ბინაში გადასასვლელად.პატარა სარემონტო კი გახდა ბინა და მუშების მოძებნაც კი მოუწია რომ მყუდროდ მოეწყო.იმდენი საქმე ჰქონდა რომ ყაზბეგში წასასვლელად ვერ მოიცალა,არადა სოფო ძალიან ენატრებოდა.ძალიან უნდოდა მისი ნახვა.
კვირა რომ მიიწურა ვეღარ გაძლო.საღამოს დაჯდა მანქანაში და ყაზბეგის გზას დაადგა.ცხრისკენ უკვე იქ იყო და ისეთ დროს მივიდა,სავახშმოდ რომ ემზადებოდნენ.გაბმულ სიგნალზე მიხვდა დემეტრე ვინ მოვიდა და აივანზე გამოეგება.მეგობრულად აუწია ხელი,მერე კი ერთმანეთს გადაეხვივნენ...
-რა ხდება აქ?როგორ მიდის საქმეები?-ჰკითხა თორნიკემ
-ჩვენსკენ კარგად.შენსკენ?-საუბრით გაუყვნენ გზას შიგნით.
-როგორ და კარგად.მამაჩემმა კომპანია და მაღაზიები გადმომაბარა და ახლა მათი მიხედვა მიწევს.ძნელი ყოფილა ეს ყველაფერი.ახლა ვხვდები რატომ არ მიდიოდა ხოლმე სახლში ხშირად.სულ იქ უნდა იყო და აკონტროლო ყველაფერი.
-ყველაფერს შეძლებ.ყველაფერი კარგად იქნება.-გაუღიმა ბიჭმა,-შენ ყველაფერს შეძლებ.ჩვენც დაგახვედრეთ აქ სიუპრიზი.
-მართლა?
-კიი.შემოდი.
მეტრეველი ადგილს მიეყინა როცა ოთახში შევიდა.სოფო გიგაური ფეხზე იდგა,მართალია ხელჯოხს ეყრდნობოდა,მაგრამ მაინც და უღიმოდა ბიჭს...



№1  offline წევრი დარინა

მიყვარს ეს იატორიააა, დღეს ვფიქრობდი ნეტა ახალი თავი როდის იქნებამეთქი და შემოვედი აქ და სიურპრიზი დამხვდააა, ძალიან გამიხარდა სოფოს და თორნიკეს ამბავიიი, თორნიკეც ღირსია რომ იყოს ბედნიერიიი, აი ლევანის მერე თორნიკეზე ვარ შეყვარებულიი, მაგრამ ჩემი ლევანი განსაკუთრებულიააა, ამ თავშიი დამაკლდააა, აი უაზროდ ვარ შეყვარებულუ ლევანზეეე.

 


№2  offline წევრი katiusha

დარინა
მიყვარს ეს იატორიააა, დღეს ვფიქრობდი ნეტა ახალი თავი როდის იქნებამეთქი და შემოვედი აქ და სიურპრიზი დამხვდააა, ძალიან გამიხარდა სოფოს და თორნიკეს ამბავიიი, თორნიკეც ღირსია რომ იყოს ბედნიერიიი, აი ლევანის მერე თორნიკეზე ვარ შეყვარებულიი, მაგრამ ჩემი ლევანი განსაკუთრებულიააა, ამ თავშიი დამაკლდააა, აი უაზროდ ვარ შეყვარებულუ ლევანზეეე.

ლევანი მაინც ლევანია:) ისინი დალაგდნენ და ბედნკერებინარიან,ესენი არიან დასალაგებლები და იმიტომ გვაკლია დანარჩენები.მომდევნო თავში უკვე ყველა შემოვა

 


№3  offline წევრი ანნა ა

ვგიჟდებიიიიი ძალიან მაგარი იყოო heart_eyes kissing_heart

 


№4 სტუმარი manana

ვგიჟდები ამ ისტორიაზე, უკვე მესამედ წავიკითხე ეს თავი , მოუთმენლად გელი, მე მგონი ეყოფათ განსაცდელი ჩვენს გმირებს, წარმატებები.

 


№5  offline წევრი katiusha

ანნა ა
ვგიჟდებიიიიი ძალიან მაგარი იყოო heart_eyes kissing_heart

ცოტა შეცდომებია.რატომღაც ჩასწორებული ვერსია არ ამიტვირთავსმაგრამ იმედია მიხდებით რაც უნდა მეტქვა

 


№6 სტუმარი ნათია41

ტკბილები თბები და საყვარლებიი. როგორ დამატკბეს

 


№7  offline წევრი katiusha

მეორე დღეა სიახლე დავდე და არ ემატება ცოცხალი თავით.იქნებ გვეღირსოს჻)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent